შესვლა
რეგისტრაცია
რეკლამა

Серйозний -6


30-10-2017, 12:03
ავტორი tatiachelo
ნანახია 1 992

მზის სხივებმა, რომ დაანათეს სახეზე და მშვიდი ძილიდან გამოაღვიძეს სწორედ მაშინ გაახილა თვალები. ხელი სახეზე მოისვა და საწოლზე წამოჯდა. თავის ტკივილი იმდენად აუტანელი იყო ასე ეგონა მალე ბომბასავით აუფეთქდებოდა. მთქნარებით წამოდგა ფეხზე და სააბაზანოში შესვლა დააპირა, მაგრამ მაშინვე ადგილზე გაიყინა "მის" ოთახსი სააბაზანო, რომ ვერ შენიშნა. ჯერ გვერდით გაიხედა და კარგად აათვალიერა ფანჯარა, რომელიც სულ არ გავდა მის ოთახში განკუთვნილს, მერე მეორე მხარეს ძალიან ნელა მიბრუნდა და უკეთ შეათვალიერა გარემო. არა ნამდვილად არ იყო თავის ოთახში. ეს ოთახი მეტად მონაცრისფორო, მდუმარე და რაღაცნაირი იყო, რასაც თავის ოთახზე ვერ იტყოდა. კედელზე დაკიდებული ბატონი შეთეს მომღიმარი სურათი, რომ შენიშმა აი მანდ აღელდა. წინა ღამის ინციდენტიც ამოუტივტივდა გონებაში და საერთოდ გაგიჟდა. მაშინვე სარკეში ჩაიხედა. ნუ რახან ეცვა ანუ უბედურებას გადარჩა, მაგრამ მთავარი წინ იყო. ახლა ის უნდა გაერკვია თუ რა უნდოდა შეთეს სახლში ან რანაირად მოხვდა აქ. ოთახიდან გასული ჯერ მისაღებში აღმოჩნდა, მერე კი სამზარეულოსაც მიადგა. მამაკაცი სკამზე იჯდა და ყავას სვავდა.
როგორც კი შეთე დაინახა ტანშუ ჭიანჭველებმა აუარ ჩაუარეს.
-დილამშვიდობის. ღიმილით ამოხედა ბიჭმა და მის ტუჩებს თვალი, რამდენიმე წამი გაუშტერა. ნუ დითხანსაც უყურებდა ნენეს, რომ არ ჩაეხველებინა.
-დილამშვიდობის.
-ყავას დალევ?
-ყავას არა ჩაის კი.
-გაგიკეთებ. მანამდე ეს დალიე ტკივილს გაგიყუჩებს. ტკივილ გამაყუჩებელის თეთრი, პატარა აბი დაუდო წინ და წყლით სავსე ჭიქაც მიაწოდა.
-მადლობა.
-არაფრის. გოგოს მოცილდა და ჩაის გაკეთებას შეუდგა.
-ბატონო შეთე გუშინდელი არაფერი არ მახსოვს, ზედმეტად ბერვრი დავლიე და მაგის ბრალია, ამიტომ თქვენგან მინდა გავიგო აქ როგორ ავღმოვჩნდი.
-სულ არაფერი? თვალებ დაწვრილებულმა გახედა ნენეს.
-თითქმის. ბიჭის ბაგეებს შეხედა.
შეთემ ტუჩის კუთხე ჩატეხა.
-ზედმეტად ბევრი მოგვივიდა გეთანხმები, მაგრამ მე მაინც ყველაფერი მახსოვს. ნიშნისმოგებით გახედა გოგოს და ტუჩებზე ენა გადაისვა.
ნენეს ცეცხლი მოეკიდა.. შეცბუნებულმა და დაბნეულმა თვალების ცეცება დაიწყო.
-ჩემი მანქანით წამოვედით ? თემის შესაცვლელად იკითხა.
-არა.. ტაქსით. შენი მანქანა ისევ კლუბის წინ დგას. აი ჩემი კი ჩემს ძმას ყავს, ამიტომ ტაქსით წავიდეთ შენ ავტომობილთან და იქიდან კომპანიაში გავიდეთ. დღეს ხო შეძლებ მუშაობას?
-კი, მაგრამ ჯერ ჩემთან გავიდეთ გამოვიცვლი და მერე წავიდეთ კომპანიაში.
-კაი ეგრე იყოს. ჩაის ფინჯანი მაგიდაზე დადო, თვითონ ფანჯარასთან დადგა და მოწევა დაიწყო. -იმედია დღეს მოაწერს ხორავა საბუთებზე ხელს . გუშინ არც დაურეკია.
-გასვენებაში იყო, ნუ ალბათ ქელეხშიც წავიდოდა
-მოიც მაგას იქ რა უნდოდა? წარბები შეკრა და გოგოს მკაცრი მზერით გახედა.
-ლევანის, ჩემი ნათესავის ძმაკაცი იყო.. ნუ მანამდე კარგად იყვნენ სანამ ჩემთან რაღაცეებს აურევდა. მერე კი იჩხუბეს მარა ეხლა ეგ ჩხუბი რა მოსატანი იყო.
-ვააა. გადგმულიაქვს მაგ ბიჭს ფესვები შენს შორი-ახლოს თუ რა ხდება?
-ეგ ვერასოდეს ვერ შეძლებს ფესვების გადგმას ჩემთან და ჩემს გარშემო რას იზამს ეგ სულ არ მანტერესებს.
-მშურს შენი სიმშვიდის.
-მე კი შენი სერიოზულობის. გაეღიმა.. -მარტო ცხოვრობ?
-კი. 17 წლიდან.
-არ გიჭირს მარტო ყოფნა?
-მივეჩვიე.
-მე მაგალითად ვერ გავძლებ გიგის და მშობლების გარეშე. საერთოდ არასოდეს მდომებია მარტო ცხოვრება.
-არც მე მდომებია. სევდიანად გაიღიმა. - პირველ კლასელი ვიყავი მამაჩემი რო გარდაიცვალა.. კიბო ქონდა. მის გარდაცვალებას ვერც აღვიქვამდი. კლასელები მეუბნებოდნენ მიგატოვაო... ამაზე ვგიჟდებოდი .. სახლში მისული კარებთან ვდგებოდი და ველოდებოდი.. მეგონა როდესღაც ის დაბრუნდებოდა და მეტყოდა მე არ მიმიტოვებიხარო. რო გავიზარდე მერე კი გავიგე რაც იყო სიკვდილი და რასაც ნიშნავდა შენი მამა აი იქ არის ცაშიო.. დედაჩემს მამაჩემი არ უყვარდა. უბრალოდ ასე გარიგებით გაყოლია ცოლად. მამაჩემის დასაფლავებიდან ორი წლის მერე დედა მეორედ გათხოვდა და მამობილთან ერთად დაიწყო ცხოვრება. ვაღიარებ ირაკლი მართლაც კარგი ადამიანია, მაგრამ მან თავიდანვე იცოდა, რომ მამად ვერ მივიღებდი. რამდენიმე თვის მერე ნიკაც გაჩნდა და მეც გავიზარდე. ყოველი ახალიწელი სხვაგვარი იყო. ირაკლი, ირინა და ნიკა. ჩემი ადგილი არ იყო იქ. ან უნრალიდ მე მივიჩნევდი ასე. ერთხელაც ჩავბარგდი და მამაჩემის სახლში გადავედი. ირინამ კი გაიგიჟა თავი მარა მალევე დამშვიდდა.. წარსული სულამდე აღწევდა და მოსვენებას მიკარგავდა. იმ სახლში ვერ გავჩერდი. სრულწლოვანი როგორც კი გავხდი მაშინვე გავყიდე. მერე სხვა სახლი ვიყიდე, ჩემი ბიზნესი წამოვიწყე ბიძაჩემის დახმარებით და აი ამ ათ წელში ასე ჩამოვყალიბდი. სიგარეტი ფანჯრიდან მოისროლა და ტირილის პირას მყოფ ნენეს ვითომც არაფერიო ისე შეხედა.
-დალიე? თვალით ჩაიზე ანიშნა.
-აღარ მინდა. სრუტუნით უთხრა და ცრემლის პატარა ბურთი, რომელიც თვალიდან გადმოუგორდა ხელის გულით მოიშორა.
-წავიდეთ მაშინ.
თითქოს დახუთული სივციდან გასვვლა სჭირდებოდა.. გრძნობდა რაღაც ახრჩობდა.. სადარბაზოდან გასულმა მაშინვე ღრმად ჩაისუნთქა მაისის გრილი საამო ჰაერი. უკან მიიხედა, ნენეს დააკვირდა.
-არ ვიცოდი თქვენ შე..
-არ იყო საჭირო.
-მაგრამ ეხლა რომ ...
-დაივიწყე. სწრაფად მიახალა და გზაზე ჩამოვლილ ტაქსს ხელი დაუქნია.
-რა ადვილად ამბობთ. დუდღუნით თქვა და ტაქსისკენ გაემართა.
ორივე უკან ჩასხდნენ.
ნენე უკმაყოფილოდ გაჰყურებდა ფანჯრიდან გამოჩენილ ცას, რომელსაც ნაცრისფერი ფერი გადაჰკვროდა და უფრო და უფრო მუქდებოდა .
-ალბათ იწვიმებს. მოძრავი ღრუბლებისთვის თვალი არ მოუცილებია დუმილი ისე დაარღვია.
-კი შვილო.. ტაქსის მძღოლმა სარკიდან გახედა ნენეს. -დღეს ვუსმინე ამინდის პროგნოზს წვიმაა თბილისში გამოცხადებული.
-გუშინაც წვიმა იყო გამოცხადებული, მაგრამ არ უწვიმია. საუბარში შეთეც ჩაერთო.
-რას გაიგებ. ხან ისე ამბობენ ხან ასე. ზოგჯერ მართლდება, ზოგჯერ არა. მამაკაცი თავს აქეთ იქით იქნევდა. -კიდევ წვიმა უნდა ამ ქუჩებს? ისედაც საცობია ამ გზების გამო. წვიმა უარესად შეაფერხებს მოძრაობას. გუშინ ვიყავი სოფელ დიღომში, ყველა გზა გადათხრილი იყო. თან არც არავინ, რომ არ აკეთებს. არ ყავს ჩემო ბატონო ამ თბილისს პატრონი და რა გინდა კაცმა რომ ქნა?.
მძროლის ლაპარაკსა და თავს გადახდენილი ისტორიების მოსმენაში დანიშნულების ადგილამდეც მივიდნენ. შეთემ ათ ლარიანი გაუწოდა და ავტომობილიდან ნენესთან ერთად გადავიდა.
კლუბის წინ გუშინ გაჩერებული ნენეს მანქანა, რომ ვერ შენიშნეს ერთმანეთს გადახედეს.
-ბატონო შეთე მანქანა ნამდვილად აქ დავტოვეთ?
-მე ეგრე მახსოვს. ჩაფიქრებულმა უპასუხა და კლუბის წინ მყოფ დაცვას ხელით ანიშნა მასთან მისულიყო.
-გამარჯობა. ბიჭს მიესალმა, მანაც თავი დაუკრა - გუშინ აქ მანქანა დავტოვეთ, მაგრამ როგორც ჩანს აღარაა.
-რა მანქანა იყო?
-BMW M4
-მე გუშინ არ ვიყავი, მაგრამ რამდენიმე წუთი თუ დაიცდით კამერაში ვნახავ .
-დაგელოდებით.
-კი მარა სად გაქრა? ნენე ხან შეთეს გახედავდა, ხან კი იქაურობას მოავლებდა თვალს.
-არ ვიცი ნენე მაგრამ ზუსტად აქ, რომ დავტოვეთ ეგ ვიცი.
ბიჭი რამდენიმე წუთში გამოვიდა და ამბავიც გააგებინა.
-საჯარიმო სადგომზე გადაუყვანიათ.
-ამის დედას შე.... მაგათმაც დრო ნახეს რა. გაბრაზებულმა თავი ვეღარ შეიკავა.
-რა უნდა ვქნათ?
-მე გამოვიყვან შენ სახლში წადი, გამოიცვალე, მოწესრიგდი და პირდაპირ სამსახურში მოდი.
-არა მეც წამოვალ. მკაცრად თქვა და გზაზე მიმავალ ტაქსს ხელით ანიშნა გაჩერებულიყო.
-რა ჯიუგი ხარ. მამაკაცი წარბებ შეკრული ჩაჯდა ავტომობილში.
ჯერ კანდელაკზე გავიდნენ ოფისში გაარკვიეს თუ რა პირობით დაუბრუნებდნენ ნენეს კუთვნილ მანქანას. როგორც ვარაუდობდნენ თანხა უნდა გადაეხადათ. შეთემ ყველაფერი მარტივად მოაგვარა და საჯარომო სადგომიდან რამდენიმე საათშივე გამოიყვანეს ავტომობილი.
-ჩემი ბიჭი. იმხელა ხმაზე იყვირა ნენემ შეთე მოულოდნელობისგან შეხტა. ჯერ აქეთ იქით მიიხედა და ბიჭი, რომ ვერსად შენიშნა აი მერე გაუსწორა თვალი ავტომობილზე მიკრულ გაღიმებულ გოგოს. თავი სიცილით გააქნია და მანქანაში ადგილი მძღოლის გვერდით დაიკავა. ნენეც მალევე დაუბრუნდა რეალობას და მანქანაში მოთავსდა.
-მადლობა ბატონო შეთე
-ნერვებს მიშლის უკვე ეგ მადლობები.
-აბა არ გითხრათ ხოლმე?
-არა.
-კარგით აღარ გეტყვით.. მხრები აიჩეჩა...- მგონი ჯობია პირდაპირ სამსახურში გავიდეთ დრო ისედაც საკმარისად დავკარგეთ.
-მოწესრიგება აღარ გინდა?
-აღარ.
-როგორც გინდა.
ჩუმად მყოფების იდილია ნენეს მობილურმა დაარღვია.
-ჩანთაში მიდევს შეგიძლიათ, რომ მომაწუდოთ? შეთემ უხმოდ აიღო უკან მიგდებული ჩანთა და მიაწოდა.
გოგომ მარტივად გახსნა პირველივე ჩასადები და ტელეფონიც ამოიღო.
-გისმენ გიგილო.
-ნენსი სად ხარ? დღეს დილიდან შენთან დაკავშირებას ვცდილობ და ძლივს გამოვედი.
-სამსახურში მივდივარ ეხლა..
-სად იყავი გუშინ?
-გიგი სახლში, რომ მოვალ მერე აგიხსნი. ლევანი როგორაა?
-არ ვიცი ეხლა უნდა გავიდე მაგასთან.
-შენ ლექციები არ გაქვს?
-კი ოთხზე მაქვს ლექცია და იქიდან გავალ ეგრევე.
-დედა და მამამ შენიშნეს ჩემი აორთქლება ?
-მე ვუთხარი ანასთან დარჩათქო.
-ძმა ხარ რა.
-ისედაც ძმა ვარ. გაეცინა გიგის.
-ხო და უფრო ძმა ხარ. არ მცალია ეხლა საჭესთან ვარ დამანებე თავი.
-უნდა გამითიშო ?
-ხო.
-კაი მაშინ ჭკუით და დღეს მალე მოდი საქმე მაქვს.
-ვეცდები.
გაღიმებულმა გათიშა მობილური .
შეთემ ამღვრეული თვალებით გახედა, რამდენიმე წამი უყურა, მერე კი თავი ფანჯჯრისკენ მიაბრუნა და ხმაც არ გაუღია.
კომპანიის წინ გააჩერეს მანქანა და გადავიდნენ. შენობაში ერთად შეაბიჯეს.
აიგნორებდნენ თანამშრომლების უცნაურ მზერას, ეშმაკურ ღიმილსა და ჩურჩულს.
მერვე სართულზე აღმოჩენილები, მაშინვე დაიშალნენ.. ბატონი შეთე თავის სამფლობელოსკენ წავიდა, ნენე კი თავის კაბინეტში შეიყუჟა.
ცოტახანით სკამზე დაჯდა.. ჩაფიქრდა.
კარებზე კაკუნმა გამოიყვანა ფიქრებიდან.
-შეიძლება? ოდნავ გაღებული კარიდან ალექსმა შემოყო თავი. ეხლა ამის დანახვა ყველაზე ნაკლებად უნდოდა, მარა რას იზამდა.
-შემოდი.
-გუშინ ვერ გნახე არა და დალაპარაკება მინდოდა.
-რასთან დაკავშირებით ?
-წარსულზე.
-მოხდა და მორჩა.
-არ მინდა, რომ მორჩეს.
-ვერ გავიგე?
-არ მინდა ასე ერთი ხელის მოსმით გამაქრო შენი ცხოვრებიდან . ნენეს ჩაეცინა.
-ალექს მე უკვე დიდიხანია რაც გაგაქრე.
-ხომ შეიძლება რომ ....
-არ შეიძლება. მე წასულებს უკან აღარ ვაბრუნებ. მკაცრად თქვა და ფეხზე წამოდგა.. - მოვრჩეთ ამ თემაზე საუბარს, ჩვენ მხოლოდ საქმე დაგვაკავშირებს ისიც სულ რაღაც ერთი წელი. ბატონი შეთეს კაბინეტში გავიდეთ როგორც ვიცი ხელი ჯერ არ მოგიწერიათ.
-სუ ფეხებზე ეგ საბუთები . მე შენს გამო ვარ აქ. ნუ თუ დაიჯერე, რომ უკრაინელი ბიზნესმენი რომელსაც ფული თავზე საყრელად აქვს და არც არაფერი არ აკლია, აქ იმის გამო ჩამოვიდდა, რომ პატარა ბიზნესი წამოეწყო. ვაღიარებ მშვენიერი წინადადებაა ამ კომპანიასთან ერთად მუშაობა, მაგრამ მე შენ მინდიხარ.
-შენ ხომ არ შეიშალე? 18 წლის მასხრად ამიგდე, დამამცირე, მიწასთან გამასწორე, მერე წახვედი და არც გამოჩენილხარ.. ახლა მოდიხარ და მეუბნები მე შენ მინდიხარო. ეს ნორმალურობაა?
-ნორმალურობაა. ერთი წლის უკან გნახე მოსკოვში საქმიან შეხვედრაზე.. შენ არ დაგინახივარ აი მე კი მაშინვე შეგნიშნე. ძაან ლამაზი, დაქალებული და დახვეწილი იყავი. სულ არ გავდი იმ ნენეს ვისაც ვიცნობდი.. მთელი ერთი წელი ვცდილობდი გონებიდან ამომეგდე. თავს ძალას ვატანდი, რომ დამევიწყებინე, მაგრამ იმ ერთმა ნახვამ იმდენად იმოქმედა ვერ შევძელი. მერე ყოველ დღე ვიგებდი შენზე ყველაფერს, აფსოლიტურად ყველაფერს.
-ახლა არ მითხრა რო შეგიყვარდი. სიცილი დაიწყო ნენემ.
-ზუსტადაც. სერიოზულ გამომეტყველებას ინარჩუნებდა ხორავა.
-იცი რა? ძაან მიხარია. ბოროტული ღიმილით გახედა მის წინ მჯდომ მამაკაცს. -ახლა შენ აიტანე ის რაც მე წლების წინ განვლე . თვალი ჩაუკრა და კაბინეტიდან გავიდა.
შეთეს სამფლობელოსთან მისულს ალექსიც დაეწია. კაბინეტში ჯერ ნენე შევიდა დაუკაკუნებლად, უკან კი ხორავა მიყვა.
-ბატონო შეთე.
-გისმენ. ბიჭმა საბუთებიდან თავი მაშინ აწია როცა გოგოს ხმა გაიგო. ალექსის დანახვაზე უსიამოვნოდ გასცრა.
-წინადადებას გთავაზობთ.
-რა წინადადებას ნენე? შუბლ შეკრული წამოდგა სკამიდან.
-თუ თქვენ ხელს მოაწერთ ბატონ ალექსთან იმ კონტრაქტზე მე სამსახურიდან წავალ, მაგრამ თუ თქვენ ხელს არ მოაწერთ მაგ შემთხვევაში დავრჩები და პირობას გაძლევთ უფრო უკეთეს კომპანიონს მოგიძებნით.
-ნენე რეებს ამბობ? ალექსმა ისეთი თვალებით გახედა მის გვერდით მდგომს, რომ შეთეს სიბრაზე მოედო.
-თანახმა ხართ?
-ახლა შენ მე მაშანტაჟებ, რომ შენი სახით დავკარგავ ყველაზე მაგარ მდივანს ?
-ასე გამოდის. მხრები აიჩეჩა.
-რა თქმა უნდა თამახმა ვარ. თვალი ჩაუკრა გოგოს. უჯრიდან საბუთები ამოიღო და გადახია.
-და შენ გგონია ასე მომიცილე? ხორავამ ირონიული ღიმილით გახედა მომღიმარ ნენეს.
-ვერა?
-ვერა. კბილებს შორის გამოსცრა და კაბინეტიდან სწრაფი ნაბიჯებით გავიდა.
-ზე უფროსი ხართ.
-აღიარე?
-როდის არ ვაღიარებდი?
-როცა მოსიარულე ყინულს მეძახდი. ჩაიცინა და სავარძელში ჩაეშვა.
-ბოდიშს გიხდით ვიცი ახლა ეს ხელმოწერა გჭირდებიდათ თქვენი ბიზნესისთვის.
-არაუშავს. შენ ხომ დამპირდი ახალ კომპანიონს გიშოვიო.
-მენდობით?
-არ უნდა გენდო?
-კი როგორ არა.
-რა გითხრა ასეთი ეს გადაწყვეტილება, რომ მიიღე?
-ვუყვარვარ თურმე.
-საინტერესოა.
-გახსოვთ წინა წელს ცუდად, რომ გახდით და შეხვედრაზე მე, რომ გამიშვით?
-რა დამავიწყებს მაგ დროს ჩუტყვავილა მქონდა. სახე დამანჭა იმ დროის გახსენებაზე.
-ხო.. ნენეს გაეცინა. -იმ შეხვედრაზე დაუნახივარ.
-და მაშინვე შეუყვარდი? ირონიულად ჩაეცინა
-ნუ რაღაც მაგდაგვარი.
-და ახლა იმიტომ უნდოდა ეს კონტრაქტი, რომ შენთან ახლოს ყოფილიყო?
-ბინგო.
-ეჰ
-დღეს ადრე, რომ წავიდე შეიძლება?
-შეიძლება. ოღონდ ყავა მომიტანე.. თავი მისკდება.
-მეც.
მხიარულად გავიდა კაბინეტიდან, შეთეს ყავა მიართვა და საბუთების გადახედვას შეუდგა. ყველაფრის მოწესრიგების შემდეგ კომპანიაც დატოვა. მანქანაში უნდა ჩამჯდარიყო ტელეფონმა ზუზუნი რო დაიწყო.
-გისმენთ. თან ავტომობილში ჯდებოდა თან ლაპარაკობდა.
-ქალბატონო ნენე დათა ვარ.
-დათა? როგორ ხართ?
-კარგად თავად?
-არამიშავს.
-დღეს გცალიათ?
-ახალა?
-თუნდაც.
-დიახ მცალია.
-მაშინ კაფეში გეპატიჟებით. მისამართს გამოგიგზავნით ესემესით.
-კარგით. ღიმილით გათიშა მობილური. მალევე მიუვიდა დათასგან ესემესი, სწრაფად გახსნა და მისამართი ამოიკითხა.
ავტომობილი დაძრა.
რამდენიმე წუთში დანიშნულ ადგილზე აღმოჩნდა. სარკეში თმები შეისწორა და მანქანიდან გადავიდა.
კაფეში შესულმა მაშინვე დაინახა კუთხეში მჯდომი მამაკაცი და მისკენ წავიდა. დათამ როგორც კი ნენე შენიშნა მაშინვე ფეხზე წამოდგა. გოგოს მიესალმა და სკამი გამოუწია.
-რას ინებებთ? მიმტანი გოგო მიუახლოვდა მათ მაგიდას.
-მე ყავა და შოკოლადის ნამცხვარი.
-მეც იგივე.
-კარგით. მიმტანი გაღიმებული გასცილდა მისთვის წყვილს..
დათა იმდენად კარგი მოსაუბრე აღმოჩნდა, რომ ნენეს წამითაც არ უნანია მასთან შეხვედრა. მთელი საღამო ერთად გაატარეს. ძალიან ბევრი ილაპარაკეს თავიანთ და არა მარტო თავიანთ თავზე. ნენეს ზურამ დაურეკა, ამიტომ მათი შეხვედრაც იმ წამს დასრულდა. კაფე დატოვეს და კიდევ დათქვეს დღე, როდისაც კიდევ შეხვდებოდნენ ერთმანეთს.
სახლში მისულს ზურა დახვდა კარებთან, ფეხსაცმელს იცმევდა.
-ხო მშვიდობაა მაა?
-მშვიდობაა მშვიდობა.
-აბა რა მოხდა?
-გიგის დაბადებისდღეა ხვალ.
-უი სულ დამავიწყდა.
-შენგან არცაა გასაკვირი შენ შენი დაბადების დღეც არ გახსოვს. გაეცინა კაცს
-როგორ გეკადრება. ნენემაც გაიცინა. -მერე ხვალაა ეხლა ხო არა.
-12 საათამდე ორი საათია დარჩენილი.. წამო მაგისი საჩუქარი უნდა განახო.
-რა უყიდე?
-წამოდი და ნახავ. ინგა შენ არ გაინტერესებს შენ ვაჟკაცს რა საჩუქარს ვჩუქნი?
-არ მცალია ზურა საჭმელს ვამზადებ.
-რადროს საჭმელია ამ ღამე. ცხვირი აიბზუა ნენემ მარა აბღავლებულმა მუცელმა გაყიდა . -წამო ზურა მანახე თუ მანახებ.
-წამოდი წამოდი.
სადარბაზოდან გასულს მაშინვე თვალში მოხვდა მუქი ლურჯი BMW 530. ყბა ჩამოუარდა . ჯერ ერთი წრე დაარტყა მანქანას, მერე მეორე, მერე მესამე წრეც და ლამის თავის მანქანაზე უარი თქვა.
-აუ ძაან მაგარია.
-მოეწონება?
-აბა რა იქნება. ფული საიდან?
-სესხი ავიღე.
-კარგია მართლა. მე რა ვაჩუქო?
-საათის გარდა რაც გინდა ის. მთელი დაბადებისდღეები საათებს ჩუქნი.
-კაი სხვა რამეს მოვიფიერებ. სხაეზე წვიმის წვეთი, რომ დაეცა ცაში აიხედა.
-წამოდი ავიდეთ თორე დავსველდებით. სადარმაზოში შევიდნენ და კიბეებს აუყვნენ.
საჭმელს ჭამდა გიგი, რომ მოვიდა.
-ქვევით რა მაგარი მანქანა დგას უნდა ნახოთ. ფერი აქვს რაღაც სასწაული, თან რო არ პრიალებს . მაგარი ვიდიანია. ლაპარაკით შევიდა სამზარეულოში.
ნენეს სიცილი აუტყდა და ზურას გახედა.
-ნენსი გამო ერთ წამს რაღაც უნდა გითხრა.
-ბიჭო აცადე ბავშვს ჭამოს საჭმელი. მამაკაცმა უკმაყოფილოდ გახედა უმცროს ყიფშიძეს.
-მერეც შეჭამს. დას მკლავში მოკიდა ხელი და თავის ოთახში სწრაფად შეიყვანა.
-სად იყავი გუშინ?
-უფროსთან.
-საად?
-ვაიმე, ხომ იცი, რომ ცუდს არაფერს არ ვიზამდი.
-ხო კაი.. ხელი აიქნია უკმაყოფილომ..ნენე უნდა დამეხმარო. საწოლზე მჯდომ გოგოს გახედა .
-რა მოხდა თუ მეტყვი და გამანდობ მაშინ ვიზამ რამეს.
-ჩემი კლასელის და რომ არის ანუკა აი ეგ..
-მოგწონს?
-არა გოგო.
-გიყვარს?
-არათქო.
-ოო აბა რაღა დარჩა.?
-დღეს დავინახე ქუჩაში ვიღაც ბიჭს ეკამათებოდა. ჩემი ძმაკაცი მაგისი მეზობელია, იმან მითხრა ძაან ისეთ სასტავშია. მაგრად აურიაო.
-რამდენი წლისაა?
-ჩემზე ერთი წლით პატარაა. რა ვქნა? თავის დას ვუთხრა თუ პირდაპირ მშობლებს?
-შენ ვერახარ ბიჭო. რა თავის და ? რა მშობლები? უარესი მოხდება მასე.
-აბა რა გავაკეთო?
-შენ დაუახლოვდი.
-ეეეე.
-ოოო მაშინ იყავი ეგრე და უყურე შორიდან.
-შენ ადამიანს ვერ გამუადგები რა.
-მაფიქრე ცოტახანი და მოვიფიქრებ რაღაცას. აუ წავალ რა შევჭამ ცარიელი კუჭით ვერ ვფიქრობ. მოღუშული გავიდა ოთახიდან.
თორმეტს, რომ გადასცდა აი მანდ დაიწყო გიგის ბედნიერებაც.
-ბიჭო გამოდი ერთ წამს აივანზე.
-რა იყო ზურიკ?
-გამოდი მოდი.
-მოვდივარ ხო. ბუზღუნით მიაგდო ტელევიზორის პულტი და აივანზე გავიდა. ნენემ ტელეფონი მოიმარჯვა და ვიდეოს გადაღება დაიწყო .
-აუ გავიყინე ზურა შიგნით შევიდეთ და ისე მომილოცე დაბი დუბი არაა საჭირო აივანზე განმარტოება.
-ბევრ ლაპარაკს გაჩუმდი და შენს მანქანას გადახედე.
-რააა? აივანზე გადაეყუდა გიგი.. -რომელია? აუ ზურა ოღონდ ის არ მითხრა თეთრი ჟიგული, რომ დგას ის არის შენიო, თორემ აქედან გადავხტები.
-ჟიგულის გვერდით, რომ დგას ის არის. გაუღიმა გადარეულ ბიჭს
-მოიცა წეღან რო ვთქვი ახალი ულამაზესი მანქანათქო? ჩემია? დაბნეული ხან აივანზე გადაიხედავდა ხან მამამის შეხედავდა. -ვაიმე მანქანა მყავს თან რა ვიდზე. გაიგე ნენსი? შენთან ჩაჯდომა აღარ მომიწევს.. ვიცი ძაან დაგწყდა გული, მაგრამ რას ვიზამთ, ხანდახან შენს ძუნძგლიან მანქანაშუჩ ჩავჯდები ხოლმე გულს არ გატკენ.. ახლა ჩემი მხეცი მყავს. სადაა გასაღები?
-ტელევიზორის მაგიდაზე დევს კრეტინო. გამხიარულებულ ძმას მიაძახა.
გიგი სიცილით გაიქცა, გასარები აიღო და კარისკენ გავარდა.
-წვიიმს ბიჭო სად მიდიხარ. ზურას ხმა არც გაუგია ისე ჩაირბინა კიბეები.
-სულ გადაირია. ინგამ თავი გააქნია და ღიმილით შევიდა სამზარეულოში.
ნენე აივანზე გავიდა და ძმას გადახედა, რომელიც წვიმაში გიჟივით არტყამდა მანქანას წრეებს.



№1 სტუმარი სტუმარი თაკო

ძან მაგარია აი ძანნ

 


№2 სტუმარი Eleonora1515

Sad waxvedi amdeni xani rato agar deb shemdeg tavs?

 



სახელი: *
  • bowtiesmilelaughingblushsmileyrelaxedsmirk
    heart_eyeskissing_heartkissing_closed_eyesflushedrelievedsatisfiedgrin
    winkstuck_out_tongue_winking_eyestuck_out_tongue_closed_eyesgrinningkissingstuck_out_tonguesleeping
    worriedfrowninganguishedopen_mouthgrimacingconfusedhushed
    expressionlessunamusedsweat_smilesweatdisappointed_relievedwearypensive
    disappointedconfoundedfearfulcold_sweatperseverecrysob
    joyastonishedscreamtired_faceangryragetriumph
    sleepyyummasksunglassesdizzy_faceimpsmiling_imp
    neutral_faceno_mouthinnocent