დანაშაული და სასჯელი
კარგა მანძილით რომ მოშორდნენ სახლს დავითმა მანქანა გააჩერა. მია უკვე გონს იყო მოსული მაგრამ ანამარიას კალთიდან თავი არ აუწევია. ანამრია თმაზე ეფერებოდა დედას. -მამა რა დაემართა დედას ხომ კარგად იქნება? -კი კარგად იქნება აუცილებლად ჩემო პატარა. -დავითმა მია მანქანიდან გადმოიყვანა რომ სუფთა ჰაერზე უკეთ ეგრძნო თავი. მია ხმას არ იღებდა. გაშტერებული თვალებით შესცქეროდა ერთ წერტილს. გუგა არც გადმოსულა მანქანიდან. წინა სავარძელზე თავჩაღუნული იჯდა და დრო და დრო მიასკენ აპარებდა თვალს. ანამარიას მიასთვის ხელი არ გაუშვია. დავითსაც მთელი გზა ხმა არ ამოუღია. სახლში მისულმა მიამ მაშინვე საძინებელს მიაშურა და ოთახში შეიკეტა. დავითმა ვერ გაიგო რა ექნა, ესინოდა მიას თავისთვის რაიმე არ მოეწია თან ერჩივნა რომ მარტო დაეტოვებინა. იქნება მიასთვის ასე სჯობდა. ბავშვები საძინებლებში დატოვა და თვითონ მიას საძინებლის კართან აესვეტა. რამოდენიმეჯერ გაწია ხელი დასაკაკუნებლად მაგრამ ვერ გაბედა. ყურიც დაუგდო ის რომ მაინც გაეგონა მია ხომ არ ტიროდა მაგრამ ჩქამიც არ ისმოდა. -მამა შეიძლება ვილაპარაკოთ. -დერეფნის ბოლოდან გუგას ხმა ჩაესმა დავითს. -მოდი გუგა ჩემთან. -ანიშნა დავითმა და ორივენია მიას კართან კედელთან დასხდნენ. -არ ვიცოდი დედას ასე მძიმე წარსული თუ ჰქონდა. -ყველაფერს მიხვდი? -პატარა კი ვარ მაგრამ უკვე კაცი ვართქო ხომ გითხარი...... იცი როგორ ვნანობ როცა ვაბრაზებდი. ძალიან მტკივა დედას გამო გული. -არ მინდოდა ეს გაგეგოთ მაგრამ რა ვქნა თავი ვერ შევიკავე. -არაუშავს ანამარია ვერც მიხვდა, არც მე ვეტყვი და არც შენ უთხრა დედას რომ ვიცი კარგი? მერე შერცხვება ჩემი. -კარგი გუგა არ ვეტყვი. მიხარია რომ ასე გესმის მიასი. ახლა წადი დაწექი გვიანია უკვე. -იქნებ გვენახა როგორ არის? -მგონი სჯობს დღეს მარტო დავტოვოთ. ვნახოთ დილით როგორ იქნება. დილით დავითი და გუგა სამზარეულოში ერთად ჩავიდნენ. უნდოდათ მიასთვის საუზმე გაემზადებინათ და თან გაეგოთ როგორ იყო. იქ ჩასულებს მია უკვე იქ დახვდათ. -დილამშვიდობისა. -ჩვეული ხალისით მიესალმა მია მათ. დავითმა და გუგამ ერთმანეთს გაოცებით გადახედეს. -ანამარიას რომელი გააღვიძებთ? -მე. -იყვირა გუგამ და დედ-მამა მარტო დატოვა. -მია კარგად ხარ? -მხარზე ხელი დაადო დავითმა. -კი დავით კარგად ვარ. აღარ მინდა ამ ტრაგედიამ კიდევ ერთხელ დამაჩოქოს. წარსულს არ მივცემ უფლებას მომავალი წამართვას. მე ძლიერი გოგო ვარ. ხომ მასწავლე ეს. -მიხარია შენს გამო. გუშინ ძალიან შემაშინე. -დედა.... -ხელებგაშლილი ანამარია მიას მიეჭრა და მოეხვია. მიამ ანამარია ხელში აიყვანა და მაგრად ჩაიკრა გულში. -გუშინ შემეშინდა. რატო გახდი ცუდად? -საჭმელმა მაწყინა და იმიტომ. არაფერია. -ახლა მაჭმევს ვინმე საჭმელს თუ მე უნდა შევწუხდე შიმშილისგან? -დოინჯშემორტყმული გუგა სამზარეულოს კუთხეს მიეყრდნო. დავითმა მისკენ გაიხედა და გუგამაც თვალი ჩაუკრა. დავითი მიხვდა რომ გუგამ სიტუაცია განმუხტა. ის მართლა დიდი კაცივით იქცეოდა.აწი მისი როგორც ბავშვის მოხსენიება მართლა სირცხვილი იყო. მიამაც ნამდვილად კიდევ ერთხელ დაამტკიცა რომ ძლიერი ქალია. ოჯახის იდილია კარზე ზარმა დაარღვია. -ალბათ ბებოა. -ხელები გაშალა ანამარიამ და კარისკენ გაიქცა. -დედაა შენთან არიან. -ვინ მო.... -სიტყვა შეაშრა მიას როდესაც კარის ზღურბლზე ლილე დაინახა. -მია აუცილებლდ უნდა გელაპარაკო ძალიან გთხოვ. -მოდი ლილე რატომ დგეხარ კარში. -ჩვეული ტონით მიესალმა მეგობარს მია. ცდილობდა ბრაზი და ტკივილი დაემალა. ლილე თავდახრილი დამნაშავე ბავშვივით შევიდა.-საუზმეზე დაგვეწვევი? -სიამოვნებით თუ შეიძლება. -მობრძანდი ლილე. -დავითიც მიესალმა ზრდილობიანად ლილეს. ლილემ მათთან ერთად ისაუზმა. მიამ დავითი და ბავშვები გააცილა და სახლში შემობრუნდა. ლილე ისევ მაგიდასთან იჯდა და ხმას არ იღებდა. მიაც მიუჯდა მაგიდას. უცებ ლილეს ტირილი აუვარდა. -მაპატიე მია მე არ ვიცოდი, ძალიან გთხოვ... -საერთოდ აღარ მინდა ჩემს ცხოვრებაში მაგ თემის გახსენება ლილე. მინდა ვიფიქრო რომ არაფერი მომხდარა და შენც გთხოვ რომ არ დამელაპარაკო მაგ თემაზე. შენზე არანაკლებ მტკივა გული რადგან ცემმა საუკეთესო მეგობარმა მისი ცხოვრება არაკაცს დაუკავშირა მაგრამ შენი ცხოვრების შენ უკეთ იცი. -ქორწილი არ შემდგარა მია. მე ეგეთი ადამიანის ცოლი ვერ ვიქნები. -გულის სიღრმეში გაუხარდა მიას მაგრამ არ შეიმჩნია. სიბრაზე მაინც არ გაუქარწყლდა. -მანამდე რატომ არ გვითხარი ვინ იყო. -რა შეიცვლებოდა თქმით? -ის შეიცვლებოდ რომ დღეს ჩემი მეგობრის თვალებში იმ სიცივეს ვერ დავინახავდი რომელიც ახლა ასე მტკენს გულს. -დრო მჭირდება ლილე რომ ყველაფერი ისევ დალაგდეს.. შენზე არ ვბრაზობ... -შეიძლება მაგრამ დამნაშავედ ვგრძნობ შენს წინაშე თავს. დავითსაც ჩემს ნაცვლად ბოდიში მოუხადე. მგონი უმჯობესია წავიდე. -მიას სიტყვაც არ უთქვამს, სკამიდან ცივად წამოდგა და ლილეც მიხვდა რომ ნამდვილად წამოსვლის დრო იყო. მეგობარს მაგრად მოეხვია თუმცა ის სითბო ვეღარ იგრძნო და თვალებზე ცრემლები ისევ მოაწვა. მიამაც მიხურა ის ზურგს უკან კარი და იქვე ჩაიმუხლა. ტირილი უნდოდა მაგრამ რაღაცატომ ცრემლი არ წამოუვიდა. ღრმად ჩაისუნთქა და წამოდგა. სახლი მიალაგა და ცოტა ხასიათიც გაუუმჯობესდა. ტელეფონის ზარმა ცოტა შეაკრთო კიდეც. -გისმენთ ქალბატნო თამარ. -როგორ ხარ მია შვილო? -მადლობა კარგად თქვენ როგორ ბრძანდებით. -ეჰ სადაა სვილო ბრძანება. დათუნა და ბავშვები ხომ კარგად არიან? -კი, წასული არიან, ბავსვები ბაღში და დავითი სამსახურში. -კარგი და რომ დაბრუნდებიან დღეს სავახშმოდ ჩვენთან გელოდებით. -კი მაგრამ ქალბატონო თამარ ხომ იცით დავითს რომ... -ვიცი დედა ვიცი მაგრამ იქნებ როგორმე დაითანხმო და მოხვიდეთ კარგი?დაგელოდებით იცოდეთ. -კარგი შევეცდები მაგრამ ვერ დაგპპირდებით. ჩემზე უკეთ იცით როგორი ჯიუტიცაა. -შენ ყოჩაღი გოგო ხარ მოიფიქრებ რამეს. -დაეთანხმა ბოლო ბოლო მია დედამთილს რომ დავითს დაითანხმებდა. თან გაუკვირდა რატომ დაიჯინა თამარმა რომ მათთან მისულიყვნენ ხომ იცოდა დავთს როგორ არ უყვარდა იმ სახლში მისვლა. ახლა რა ექნა რა მოეფიქრებინა. ერთის მხრივ დავითის გაბრაზება არ უნდოდა და მეორეს მხრივ კი დედამთილის ნდობის გაწბილება. დავითის და ბავშვების სახლში დაბრუნებამდე მხოლოდ ამ თემაზე ფიქრობდა თან საღამოსთვის ტანსაცმელი გაამზადა რომ ლამაზად ყოფილიყვნენ გამოწყობილნი. და აი ისინიც დაბრუნდნენ. კარი გააზო და გუგა და ანამარია მომღიმარი სახეებით დახვდნენ დავითსაც საეჭვო ღიმილი ეკერა სახეზე და მიამ თვალი კიდა რომ ის ზურგს უკან რაღაცას მალავდა. -ჰმ.. სანამ არ მეტყვით რას მალავთ სახლში არ შემოგიშვებთ. -შემოგვიშვი და გეტყვით. -კომპრომისზე არ წვიდა გუგა. -კარგი შემოდით. -ეს შენ დედა, საციქალი ჩვენგან. -გაიკრიჭა ანამარია და დავითისგან გაწვდილ დიდ შეფუთულ ყუთს ხელი მიადო. -რა არის? -რა ხართ ეს ქალები... გახსენი და ნახავ. -ცოტა რომანტიკა არ გაწყენდა გუგა. -რომანტიკა არა კვახი. მიდი გახსენი თუ მოგეწონება. -მიამ მოუთმენლად გახსნა ბჭყვიალა ქაღალდი და ბედნიერებისგან თვალები ცრელებით აევსო. დიდი ლამაზი ჩარჩო მათ საოჯახო ფოტოს ამშვენებდა. ის სურათი იყო რომელიც წინა დღეს გადაიღეს. ყველანი ისე ბედნიერები იყვნენ. -მოგეწონა? -როგორც იქნა დავითმაც ამოიღო ხმა. -ძალიან ლამაზია. მოდი აქ დავკიდოთ. -მისაღებში დივნის თავზე ცარიელ კედელზე მიანიშნა მიამ. -კარგი ადგილია, კარგი მანდ დავკიდოთ ოღონდ ჯერ საჭმელი გვაჭამე კარგი? -არაფერი გვაქვს საჭმელი. -რა? შენ რა მეხუმრები? -არა. დედაშენმა დღეს თავისთან დაგვპატიჟა და არაფერი არ გამიკეთებია. -მია შენ კარგად იცი რომ... -კი ვიცი დავით მაგრამ ძალიან მთხოვა დედაშენმა და ხათრი ვერ გავუტეხე, ხომ იცი როგორ უყვარხარ ძალიან გთხოვ გულს ნუ ვტკენთ წავიდეთ, ცოტა ხანი გავჩერდეთ და მალე წამოვიდეთ კაგი? -მია... -აუ კი რა მამა წავიდეთ რაა. -მიდარის თვალებით ახედა ანამარიამ დავითს. აი აქ უკვე ცუდად იყო დავითის საქმე. მისთვის ყველაზე ძვირფასი ქალებისთვის ერთად როგორ უნდა ეტკინა გული. ისევ მისი უკან დახევა სჯობდა და ასეც მოიქცა. -კარგი მაგრამ რომ განიშნებთ მაშინვე წამოვალთ. -ბრძანება მიღებულია. -ჩესტი აუღო გუგამ და სიცილით აირბინა კიბეები. ყველანი ძალიან ლამაზად გამოიყურებოდნენ როდესაც მისაღებში შეიკრიბნენ. ერთმანეთისთვის კომპიმენტებს თქმა არ დაეზარათ. გუგამაც კი აღნიშნა რომ დღეს დედამ ნამდვილად კარგი სამოსი შეარჩია ყველასთვის. კიდევ არ იყო ბოლომდე დავითი რომ მზად იყო იქ ყოფნისთვის. როდესაც კარის ზღურბლზე შედგნენ კიდევ ფირობდა ხომ არ დაბრუნებულიყო უკან. მაგრამ მიას გაბრაზებული სახის დანახვაზე, თავი დახარა უხასიათოდ. -კარგი ბატონო თქვენ გაიმარჯვეთ. - თავი გადააქნია და ზარი დარეკა. -დათ უკვე მოხვედით? -მალევე გააღო კარი უცნობმა ქალმა, ლამის ყურებამდე გაღიმებული სახით შესძახა და დავითს უცერემონიოდ მოეხვია კისერზე. -ღმერთო როგორ მომნატრებიხარ. -დავითი გაშეშებული იდგა ვერ მოეფიქრებინა რა გაეკეთებინა, ქალი კი ისევ მის კისერს იყო შემოხვეული და მის სურნელს ხარბად ისრუტავდა. ..... -ხვალ ჩვენების მოსაცემად მოგიწევს მოსვლა. მინდა რომ საჩივარი თავიდან შეოიტანო. -დავით უკვე გვიანია, ძალიან გთხოვ არ გინდა. -მია მე არ ვიცოდი....მაპატიე... თავის დროზე უნდა მომესმინა შენთვის. -ხო და ახლა მომისმინე. -არა ახლა მოქმედების დროა. მინდა რომ იმ ნაძრალამ საკადრისად აგოს პასუხი. -ვერაფერს დავამტკიცებ დავით. -მე ვიქნები მოწმე ვიტყვი რაც ვიცი. -ცარიელი სიტყვები იქნება და შენს კარიერასაც სამუდამოდ დაემშვიდობები. არ მინდა ჩემს გამო ისევ პრობლემები შეგექმნას. -ვერა და ვერ მოახერხა მიამ დავითის გადარწმუნება და საბოლოოდ მაინც მისცა ჩვენება. ისევ ის განმეორდა, ვერ დააკავებდნენ მაგრამ დაკითხვაზე გამოიძახებდნენ ეჭვმიტანილს. -ეს რა ფარსია, თქვენ არ გქონდათ ასეთი უსაფუძვლო ბრალდებით ჩემი ძმის ისევ დაკითხვაზე დაბარების უფლება. ეს რა არაპროფესიონაიზმია. -ისევ უფროსი ძმის კალთას ამეფარა ბატონი ალექსანდრე და საძიძღარი ღიმილი არ მოშლია სახიდან. ვერაფერს გახდნენ მია ვერ დაამტკიცებდ მის სიმართეს. -ეს ყველაფერი შანტაჟია, ჩემი ძმა ახალგაზრდაა, სიმპათიური, მდიდარი იქნებ ეს გოგო მის დაშანტაჟებას ცდლობს და უნდა შეეტენოს, იქნებ ისიც თქვას რომ ორსულადაა. -სწორედ ის მოხდა რისიც მიას ყველაზე მეტად ეშინოდა. კიდევ ერთხელ საშინლად დაამცირეს. -საკმარისია დავით დავამთავროთ ძალიან გთხოვ. -მია იძულებული გახდა უკან გაეტანა არასასურელი საჩივარი. ელოდა ამ ფინალს და ალბათ უკეთესიცაა ასე მალე რომ მორჩა ყველაფერი. საღამოს ჩვეულ სამსახურს დაუბრუნდა. -როგორ დამთავრდა საქმე? -მაშინვე ნინუცამ მიირბინა მიასთან. -გამოვიტანე საჩივარი, ხომ ვიცოდი აზრი არ ჰქონდ უბრალოდ დავითს წინააღმდეგობას ვეღარ ვუწევდი. -ყველაფერი კარგად იქნება მია, ჩვენ შენს გვერდით ვართ. -ბაჩო მათ საუბარში ჩაერია და მიას ცოტა მოეშვა გულზე რადგან ბაჩოს სახით უკვე კიდევ ერთი მეგობარი ეგულებოდა ვისი იმედიც შეიძლებოდა ჰქონოდა. ბარის კარი ხმაურით შემოაღეს ახალგაზრდა ბიჭების ჯგუფმა, მიას სახე აელეწა და სხეული აუკანკალდა როდესაც ამ ჯგუფში კიდევ ერთხელ დალანდა ალექსანდრე. -ლუდი მოგვიტანეთ თუ შეიძლება, მოაძახა მათ და იმ მაგიდისკენ აიღო გეზი სადაც დავით და სხვები სხდებიან. ბაჩოს სახე აელეწა. ლუდის ბოთლს ხელი დაავლო და მასთან მიიდა. -მეგობარო მაპატიე მაგრამ ამ მაგიდასთან ვერ დასხდებით. -რატომ ვითომ? -ეს მაგიდა უფროსს და მის მეგობრებს ეკუთვნით და აქ არავს სხდება სხვა. -გავარტყი შენს უფროსს და მის მეგობრებსაც. -ბაჩოს კისერზე ძარღვები აეჭიმა და თვალები ჩაუსისხლიანდა, მუშტი მომუჭა და მაქსიმალურად შეიკავა თავი, თავად არ უნდოდა რომ ჩხუბ აეტეხა. -კორექტულად ისაუბრეთ გთხოვთ. ან სხვა მაგიდასთან დასხედით ან დატოვეთ ბარი. -შენ ყრუ ხომ არ ხარ... აქ მინათქო ვაა. -თქვა და სკამი გამოწია რომ დამჯდარიო. ერთო ორი და ალექსანდრე ძირს აღმოჩნდა. სკამი კი დავითს ეჭირა ხელში. -მგონი გასაგებად გითხრეს აქ ვერ დასხდებითო. -ალექსანდრეს მეგობრები წამოიჭიმნენ ცოტაც და ალბათ ძალიან ცუდი ამბავი დტრიალდებოდა. ყველა დაიძაბა. -ანუ ეს შენ ხარ არაა. -იატაკიდან წამოდგა ალექსანდრე და დავითს მუშტი მოუქნია. დავითმა აიცილა. -ყოჩაღ შენ. ნასობის შერჩევაშიც მაგარი ხარ. გაიცანით მეგობრებო თქვენი უფროსი დავითი,- ხელი გაიწოდა ალექსანდრემ დავითისკენ, ის ჩემს გაჟიმულ ქალთან წევს, და თან აქ მიმტანად ამუშავებს. -დავთმა ეს არარ აპატია და ხელჩართული ჩხუბი დაიწყეს. დაცვის წევრები ძლივს აშველებდნენ დავითს, ბაჩოს, ალექსანდრეს და კიდევ ვიღაც ორ უცნობს რომლებიც საბას ეკოწიალებოდნენ. მია გახევებული იდაგ, ცრემლები ღაპაღუპით ჩამოსდიოდა და სირცხვილისგან იწვოდა, ყველა ხან მას ხანაც მოჩხუბრებს აშტერდებოდა. როგორც იქნა გააზაერ დავითი და ალექსანდრე. დაცვამ ის ყვრილ ყვირილით გაიყვანა გარეთ თან ჯერ კიდევ მიასკენ იშვერდა ხელს და უმოწყალოდ ლანძღავდა მას. მია ნარობდა ნეტა მომკვდარიყო. ნინუცა მის დამშვიდებას ცდილობდ მაგრამ მია უკვე კანკალმა აიტანა შიშისგან და სირცხვილისგან. დავითმა მიასკენ გააპარა თვალი და საშინელი ტკივი იგრძნო გულში. ტუჩიდან გამოდენილი სისხლი მოიწმინდა, მიასთან მივიდა და ხელი მაჯაში ძლიერად ჩასჭიდა. ერთ მომენტში მია გაუძალიანდა მაგრამ დავითმა ძლიერად მოქაჩა და ასე პატარა ბავშვივით ხელჩაჭიდებული გაიყვანა ბარიდან. მანქანაში ჩასვა და მიასთვის უცნობი მამართულებით წავიდა. მტელი გზა ტიროდ მია, დავითი დრო და დღო ნერვიუად მუშტს ურტყამდა საჭეზე. მალევე ბინასთან გაჩერდნენ. ისევ ისე პატარა ბავშვივით ჩასჭიდა დავითმა მიას ხელი და სახლში შეიყვანა. შესასვლელ ოთახში გაშეშებული იდგა მია. ორი პატარა ბავშვი დაუდგა წინ და გაოცებულები შესცქეროდნენ უცნობ დეიდას. -ნანა სუფრა გააწყვე რაა ბავშვებს ეშიებათ. -მიმართა იქვე ასე მიასთვის გაოცებით მომზიმარ ასაკოვან ქალს დავითმა თვითონ კი ცდილობდ ბამბით წარბიდან და ტუჩიდნ მომავალი სისხლი გაეჩერებინდა. როგორც იქნა მიაც აზრზე მოვიდა, ფეხი გადადგა და დავითთან მივიდა. ბამბა გამოართვა და სისხლის მოწმენდაში დაეხმარა. -კარგად ხარ? -გაუბედავად ამოთქვა დავითმა. მიამ პასუხად ცრემლები გადმოუშვა თვალებიდან. -სუფრა მზადაა ბატონო დავით. -მადლობა ნანა ახლავე მოვალთ. -მიას ანიშნა რომ გაყოლოდა. მიაც ამჯერად მორჩილად წაყვა დავითს. დავითმა სკამი გამოუწია და მაგიდასთან დასვა. -გაიცანი ეს ანამარიაა, ეს კი ლუკა. -ბავშვებზე მიუთითა დავითმა მიას. -დეიდას მია ჰქვია ბავშვებო. -გამარჯობა დეიდა. -გაუღიმა ანამარიამ მიას და მისმა ნათელმა სახემ მიასაც სითბო ჩაუღვარა გულში. მეორე ბავშვი ეჭვის თვალით უცქერდა მაგრამ ბოლოს მანაც გაუღიმა. -ჩვენი ახალი ძიძაა? -იკითხა ბიჭმა და დავითს გახდა. -ჰო, მია დღეიდან ჩვენთან იცხოვრებს და თქვენზე იზრუნებს. -მიას პასუხის გარეშე განუცხადა დავითმა ბავშვებს. -ახლა ჭამეთ და დაიძინეთ კარგი? -თბილად მიმართა ბავშვებს და საკუტარი ხელით გადაუღო მათ საჭმელი თეფშებზე. მიასაც ანიშნა დაგიდებო მაგრამ მიამ არის ნიშნად თავი გადააქნია. დავითი ძალიან მზრუნველი იყო ბავშვებთან, ბოლოს ანამარია კალთაშიც ჩაისვა და პატარა ლამაზ თვალებიან გოგონას დავითის კალთაში მიეძინა. - დეიდას დაემშვიდობე და წავიდეთ გუგა კარგი? -ახლავე. ადით, ხელებს დავიბან და მოვალ. -უთხრათ ბიჭმა და დაელოდა როდის გავიდოდნენ დავითი და მისი პატარა დაიკო. -არ შეგეშინდეთ, ჩვენ ცუდი ბავშვები არ ვართ უბრალოდ დავითი...უფრო სწორედ მამა ჩვენთვის კარგ მომვლელს ეძებს. ლბათ შენ გენდობა. -მია გაოცებლი უსმენდა ამ პატარა ბავშვს რომელიც ასე დიდივით მსჯელობდა. მერე ვერ მიხვდა ჯერ დავითი და მერე მამა რატომ დაუძახა დავითს. რა ხდებოდა ამ სახლში. ვინ ყვნენ ეს ბავშვები. -ძილინებისა. დილით შევხვდებით. -დაემშვიდობა ბიჭი და დავითის გზას გაჰყვა. მიამ სახლს თვალი მოავლო, დიდი ლამაზი და ნათელი სახლია. კედებზე ლამაზი სურათები და ფიგურებია დამაგრებული. ყველაფერი გემოვნებითაა მოწყობილი. -ბატონი დავითი კარგი კაცია. ის რასაც ის აკეთებს ბევრი ვერ შეძლებდა და არც იზამდა. -უცნობი ქალიც გამოესაუბრა მიას. მიამ არ იცოდა რა ეპასუხა რადგან შექმნილ სიტუაციაზე არანაირ ინფორმაციას არ ფლობდა. არც დავითზე იცოდა რაიმე და მითუმეტეს ამ ბავშვებზე. ქალს თანხმობის ნიშნად მხოლოდ თავი დაუქნია. -მადლობა ნანა, შეგიძლია წახვიდე დანარჩენს მე მივხედავ. -მიას იმედი ჰქონდა ქალისგან გაეგო რაიმე მაგრამ დავითი ადრიანად დაბრუნდა. -ნება თქვენია. ნახვამდის. -ქალმა თავი დაუკრა მათ და უხმოდ წავიდა. -ჭამე მია თორემ ცუდად გახდები. -მადლობა არ მშია. -როგორ არ მოგშივდებოდა. ჭამე თორემ იძულებული ვიქნები ხელით გაჭამო და სულაც არ მესიამოვნება დამერწმუნე. -დღეს ზედმეტად ბევრი გადაწყვეტილება ხომ არ მიიღეთ ჩემს ნაცლად შემთხვევით? -არა მია, ეს ამ ეტაპზე ყველაზე მართებული გადაწყვეტილებაა რაც ივიღე. არამგონია ბარში დაბრუნება კიდე გუნდოდეს თანაც აქ მუშაობა თავიდანვე შემოგთავაზე. არ გაძალებ მაგრამ მგონი სჯობს დარჩე. ცუდი ბავშვები არ არიან არ გაგაბრაზებენ. -ბავშვი როგორ შეიძლება ცუდი იყოს. ეგ არ თქვა. -ანუ რჩები? -მგონი სხვა გზა არც მაქვს. -ძალიან კარგი. -მაგრამ....იქნებ სიმართლე მითხრათ. -რა გაინტერესებს მია კონკრეტულად? ის ჩემი შვილები არიან თუ არა? არა არ არიან მაგრამ მათთან ძალიან ძლიერი ნათესაური კავშირი მაქვს. ხშირია შემთხვევები როდესაც სხვების ცოდვების გამო გიწევს პასუხი აგო. ახლა არა მაგრამ მოგიყვებ ერთ დღეს სიმართლეს და ვიცი გამიგებ. ახლა ჭამე და დაისვენე. რთული დღე გქონდა. |
ტესტები
აქტიური მწერლები
აქტიური მწერლები
.:დღის აქტიური მკითხველი:.
თქვენი აზრით, ქალებისთვის, რა ასაკშია მიზანშეწონილი დაოჯახება?
ყველა გამოკ
.:შემოგვიერთდით FACEBOOK-ზე:.