შესვლა
რეგისტრაცია
რეკლამა

პერსონაჟი #1


2-11-2017, 14:21
ავტორი -სესილი^
ნანახია 1 395

წიგნების რიგებში დავხეტიალობ, წიგნს ვეძებ. ისეთ წიგნს ფინჯანი ყავის ნაკვალევი რომ ექნება ზედ, სუნი კი სიძველით გაჟღენთილი.
ფიქრები ჭრელაჭრულა, ხან ძლიერი, ხანაც სავსე, ჟღერადი და ჩუმი, ერთფეროვანი და ხანაც ფერადოვანი ფიქრები ფუტკრებივით მესევა თავზე, რაოდენ რა გამოვარჩიო?!
იქნებ მოვა დრო-თქო, ვფიქრობ - როცა ჩემი ‘’ნაწერებიც’’ შეერევა ამ წიგნებს.
იქნებ მოვა დრო, როცა ჩემი სახელით დაწერილი ნაწარმოები ათასჯერ იქნება ძებნაში და კითხვაში-თქო, ამასაც ვფიქრობ და ოდნავ დამტვერილ წიგნებს ხელს ნელა ვატარებ.
კიდევ რამდენიმე ნაბიჯს ვდგავ და თაროდან ერთ-ერთ წიგნს ვიღებ.
‘’მარტინ იდენის’’ ცხოვრების კიდევ ერთხელ გადახედვა ჩემთვის ძალზედ სასიამოვნო იქნება-თქო, ჩემთვის ვლაპარაკობ და იქვე ვიკალათებ. წიგნის გადაშლა და მისი სასიამოვნო სურნელის დატრიალება ჩემს თავში ერთია. მართალია, ფინჯანი ყავის ნაკვალევი არსად ჩანს, თუმცა წიგნში ჩატოვილი გამხმარი გვირილების აღმოჩენა ღიმილს მგვრის სახეზე.
‘’- მაინც ხომ იყვნენ ქალები... სხვა ქალები... ოჰ! - და უსაზღვროდ გააოცა მარტინი იმით, რომ უცებ აქვითინდა და მას მრავალი მხურვაე კოცნა დასჭირდა რუფის დასამშვიდებლად’’
ვკითხულობ ხმამაღლა და ვიხსენებ, როგორი იყო ჩემი პირველი შთაბეჭდილება ამ წიგნის წაკითხვისას, მაშინ როდესაც სულ რაღაც 12 წლის ვიყავი და საერთოდ ვერაფერს ვერ ვიგებდი რა ეწერა თითოეულ აბზაცში და რისთვის უნდა მიმექცია ყურადღება, მაგრამ მახსოვს მაშინაც კი როგორ სასიამოვნოდ გაიჟღერა ამ ადგილმა ჩემს ყურებში. ადგილმა სადაც ზუსტად იყო გადმოცემული ქალის სასოწარკვეთაში ნარევი სიყვაარული და...
- გამარჯობა შვილო, - ფიქრი მიწყდება როდესაც ვიღაცის ხმა მესმის
ჩემს წინ მდგარი სილუეტი თვიდან ფეხებამდე ვათვალიერებ და ვიღიმი.
- გამარჯობა, -ვპასუხობ და ვცდილობ მისი თვალებისთვის მზერის მოწყვეტას, მაგრამ არ გამომდის
- ყავას ან ჩაის ხომ არ ინებებთ? - მეკითხება თავაზიანად, უფრო ფართოდ ვიღიმი და ვთანხმდებიი
- ჩაის დიდი სიამოვნებით გეახლებით, - მას ვთნხმდები არა იმიტომ რომ მშობლება მასწავლეს მიპატიჟებაზე უარის თქმა უზრდელობააო, არამდენ იმიტომ რომ მის თვალებს კიდევ დიდხანს ვუყურო
ხელს მიწვდის. რა თქმა უნდა-თქო, ვეუბნები, წიგნს ვხურავ, ჩანთას ვიღებ და მის გამოწვდილ ხელს მყარად ვეჭიდები. მეორე სართულის აივნისკენ მიმიძღვება, რომელსაც მთაწმინდის არაჩვეულებრივ ხედთან ერთად ორი სარწეველა სავარძელი და პატარა ყავის მაგიდა ამშვენებს. დაჯექიო, ხელით მანიშებს, თვითონ კი გადის.
ვცდილობ შეწყვეტილი ფიქრი დავასრულო სანამ დაბრუნდებოდა მაგრამ ვერ. არ შემიძლია არ ვიფიქრო მის თვალებზე, მიქცევა-მოქცევით დაღლილ, ზღვისფერ თვალებიზე, რომლის სიღრმეშიც ახალგაზრდა სულის პატარა ნაპერწკალი ჯერ კიდევ ღვივის.
ორი ფინჯანი ჩაით დაბრუნებული, მძიმედ ეშვება სარწეველაში და ცასუყურებ, შემდეგ მე, ისევ ცას და ისევ - მე.
- რა გქვია შვილო? - მეკითხება და ჩაი სვამს. ცხელი ჩაი ყელს უწვავს და თვალებს ოდნავ ჭუტავს.
- ესმე-თქო, - ვპასუხობ დაუფარავი მოწიწებით და მის პასუხს ან შემდეგ კითხვას ველოდები.
- იოანეო, - მშვიდად მპასუხობს, - რამდენი წლის ხარ?
- ოცდაერთის, - იმავე ტონით ვეუბნები და ჩაის ვსვამ.
მინდა ვკითხო ‘’ ბატონო იოანე, თქვენ რამდენი წლის ბრძანდებით-თქო?’’ მაგრამ, თითქოს ვერ ვკადრებ ამ კითხვას. ჩემდა საბედნიეროდ, ‘’ მე სამოცდაშვიდის ვარო’’ - თავადვე მეუბნება.
სასიამოვნო ნიავი უბერავს და შემოდგომის მაბრუებელ სურნელში ახვებს მთელ მიდამოს. სადღაც სიბნელიდან ვალსის ჰანგები იჭრება და იმწამსვე ღრუბელი ფარავს მთვარეს, თითქოს რამე ეწყინაო.
- შენი ასაკის ახალგაზრდები ამ დროს ძირითადად სხვადასხვა გასართობ ადგილებში დაძვრებიან, შენ კიდევ აქ ზიხარ და ერთ საწყალ მოხუცებულთან ერთად სვამ ჩაის, ნუთუ არ გრცხვენია? - უცებ მეუბნება ბატონი იოანე, მის ხმაში მკვეთრად იგრძნობოა აღფრთოვანებაში ჩუმად შერეული ტკივილი
ჩემი სხეულის თითოეულ სისხლძარღვძი მდინარე სისხლს სირცხვილი ცვლის. ვიბნევი და არ ვიცი რა ვუპასუხო. მთელი მსოფლიოს მოზარდების გამართლება დავიწყო სხვადასხვა არგუმენტებით თუ რასაც სინამდვილეში ვფიქრობ ის წამოვროშო.
- რას გაჩუმებულხარ? მიპასუხე, არ გრცხვენია? - კიდევ ერთხელ მეკითხება, ვგრძნობ როგორ მიხურდება ლოყები და ალბათ შემივარდისფრდა კიდეც.
- არა, - მოულოდნელად ვპასუხობ და შეშინებული თვალებით ვუყურებ მოხუცს,
- დარწმუნებული ხარ? - ეჭვით მიყუებს, მინდა მთაწმინდაზე აწიმციმებული ეშმაკის ბორბალს შევხედო ან იმ ანძას მთელს თბლისში ელექტროენერგიას რომ აწვდის ოთახებს, ძალიან მინდა მას თვალი ავარიდო თუმცა ამის აგივრად საკუთარ თვში ღრმად დარწმუნებული ვპასუხობ
- დიახ, - მიღიმის და მე კიდევ ვამატებ, - რაც არუნდა იყოს, ბატონო იოანე, ყველას ერთ ქვაბში მოხარშვა არშეიძლება..
- ჭკუის დარიგებას მიპირებ, შვილო?
აი ახლა კი ნამდვილად სირცხვილისგან ვიწვი და თავს ისე ვხრი, ჩემი ძვლების ტკაცუნის ხმა მესმის
- აქ ხშირად მინახავხარ, უფრო სწორად ყოველ საღამო, ირჩევ სხვადასხვა წიგნს, ჯდები ცივ იატაკზე და სხვადასხვა გვერდებიდან ფრაზებს ხმამაღლა კითხულობ, - ჩაის სვამს და სარწეველას ზურგს ბოლომდე ეყრდნობა
- დიახ, ამას მართლა ვაკეთებ, - ვეთანხმები და ჩაის მეც ვსვამ, კარკადის ჩაის გემო ბებიის ჩაის მახსენებს, ყოველსაღამოს რომ სიყვარულით გაჯერებულს მასმევდა ხოლმე.
ბატონი იოანე მიღიმის და თვალებს ხუჭავს...
- და რატომ შვილო? - ჩუმად მეკითხება
მეცინება, არ ვიცი რა ვუპასუხო, თავადაც რამდენჯერ მიფიქრია ამას რატომ ვაკეთებთქო, მაგრამ პასუხი ვერ მიპოვია, ახლა კი, ეს საყვარელი მოხუცი, პირისპირ მაყენებს ჩემს გაურკვეველ ქმედებებთან და მთხოვს გავცე პასუხი იმაზე რაც თავადაც არ მესმის ბოლომდე. თვალებს ვხუჭავ და სიტყვებს თავისუფლების უფლებას ვაძლევ.
- აქ იმიტომ მოვდივარ რომ მარტოობს გავექცე,- ვამბობ უცებ, გაკვირვებული ვახელ თვალებს, გულში ვყვირივარ პასუხი ვიპოვეთქო, მაგრამ ახლა ამ პასუხს ახსნა-განმარტება ხომ სჭირდება, ოხ ესმე, როგორი მეტიჩარა ხარ, ვუბრაზდები საკუთარ თავს და ლაპარაკს უნებურად ვაგრძელებ, - რომც არ მინდოდეს მოსვლა, ფეხებს თავისით მოვყავარ აქამდე. სხვადასხვა წიგნს ვკითხულობ, რომ თითოეულ პრესონაჟში საკუთრი თავის პატარა ნაწილი მაინც ვიპოვო და ავისურლო ოცნება, თავად გავხდე პერსონაჟი, ის პერსონაჟი რომელსაც სულით-ხორცამდე შეიყვარებენ და მე აღარ ვიქნები მარტო... რა კომიკურია არა? ვინ ხატავს მომავალს სიცარიელით. კიდევ უფრო კომიკური კი ისაა ბატონო იოანე, რომ ადამიანს ყბის მოღლა შეუძლია მარტოობასა და თავისუფლებაში გატარების ჭეშმარიტებაზე, ის კი არ იცის ამ უკანასკნელმა რომ ადამიანი ცხოველია, რომელსაც მხოლოდ ერთი ინსტიქტი თვით გადარჩენა ამოძრავებს, რომელის უბრალოდ აღიარებაა საჭირო და არა გაღმერთება. ამ ინსტიქტის გარეშე კი ვერც მარტო გადარჩება და ვერც ვინმესთან ერთად..
ვიგრძნობ რომ მოხუცი თვალებს ნელა ახელს და მიყურებს, მაგრამ გაკვირვებული არა, უფრო ‘’ მე შენი მჯერა’’ სახით მიყურებს.
შემოდგომის თბილ ნიავს, ორივეს სულიდან მიაქვს რაღაც მძიმე, რაც მე მაიძულებს რომ თვალები გავახილო, ბატონ იოანეს კი - თვალები აღარ დახუჭოს.
ამ შემოდგომის სამყაროში საკუთარი ხმა მეუცხოება...
ვგრძნობ ეს თვე როგორ მათრობს თანდათან და მგონია რომ ამიერიდან ყველა ასე გამაბრუებს.
წიგნის ბოლო ფურცლებს ვშლი და ხმამაღლა ვიწყებ კითხვას:
‘’დიახ! ეს ისაა! საოცარია, რომ ეს აქამდე არ მოუვიდა თავში! აი სად არის ყვეაფრის დედააზრი; შეუგნებლად მიდიოდა აქეთკენ, ახლა კი სუინბერნმა მიუთითა უკეთესი გამოსავალი. მისთვის საჭირო იყო სიმშვიდე და აი აქ მოელოდა მოსვენება. მან ილუმინატორს გახედა. დიახ, იგი საკმაოდ ფართო იყო. და მარტინს ამდენი ხნის შემდეგ პირველად აუძგერდა გული. ბოლოს მაინც იპოვა თავისი სნეულების წამალი. აიღო წიგნი და ნელა წაიკითხა ხმამღლა:
როს სურვილთაგან ვთავისუფლდებით
შიშით, იმედით გული არ ტოკავს,
და უკანასკნელ შემსუბუქებით
ჩვენს უცნობ ღმერთებს ვსწირავთ მადლობას,
მისთვის, რომ ყოფნა მარად არ ფეთქავს,
მისთვის რომ მვდარი ვეღარ ადგება,
რომ გზა დახშული ყველა მდინარე
ზღვის ვრცელ სიღრმეში შენაკადდება...’’

წიგნს ვხურავ და ბატონ იოანეს ვუყურებ.. მის თვალებს მადლიერების გრძნობა ეუფლება, ჩემს გულს - სიყვარული მის მიმართ.
- მადლობა შვილო, - მეუბნება და ჩაის უკანასკნელ ყლუპს სვამს, თითქოს მიხვდა საით გაიქცნენ ჩემი ფიქრები დ კვლავ მიყურებს, - ნუ გეშინია, შენ მარტინივით არ დაამთავრებ,
- თქვენ ეს არ იცით..
- როგორ არა, აბა შემომხედე, ვგავარ გუშინ დაბადებულ კაცს? თითოეული ჩემი ნაოჭი, ჩემი ცონდაა, პატარა ესმე, და შენს ცოცხალ, ლურჯ, ვიტრაჟულ თვალებში, სულაც ვერ ვხედავ ვერაფერს ისეთს რომ სიბნელებ გშთანთქოს...
ბატონ იოანესთან მივრბივარ და უეცრად ისე ძლიერ ვეხუტები რომ მისი გულის ცემას გრძნობ, თვითონაც მხვევს მკლავებს და ვგრძნობ ისე მიხუტებს როგორც საკუთარ შვილიშვილს... მას ნუშის ყვავილი და სთბოს სუნი ასდის, თამბაქოს სუნთან ერთად.. განზე ვიწევი და ჩემს ადგილს ვუბრუნდები.. აივანზე სულ უფრო და უფრო წვება სიბნელე და ღამისეულ კოშმარებს შიგნიდან გამომავალი მბჟუტავი ნათურის სინათლე აფრთხობს.
ღამე ‘’ღამეა’’, მისი ლანდები და სიბნელის გაუთავებელი ბოგინი სწვდება ჩემს ყურებს.
მობილურზე შეტყობინების ხმა ისმის, ჩანთას ვხსნი და მობილურს ვაძვრენ ჯიბიდან..
ვიღიმი და პასუხსაც ღიმილიანი სახით ვწერ..
- ვინ გაგაღიმა ასე ლამაზად, შვილო? - მეკითხება ბატონი იოანე,
- ერთი ბიჭია, ბატონო იოანე, - ვპასუხობ და ისევ ვგრძნობ ჩემი ლოყების შევარდისფრებას, - მეკითხება ისევ რომელიმე პერსონაჟში ვაარ გამოკეტილი თუ შეუძლია სახლში წამიყვანოს, - რატომღაც შეტყობინების შინაარსსაც ვეუბნები და მის სახეს ვაკვირდები
უკმაყოფილებას ან იმედგაცრუებას ვერ ვხედავ ბატონი იოანეს სახეზე, თუმცა მაინც ბოლომდე არ მაძლევს უფლებას მისი ფიქრები ამოვიკითხო...
- ძალიან გიყვარს, შვილო?
მიყვარს? საკუთარ თავს ვეკითხები და გაკვირვებული ვიცქირები ჩემს გულში..
- მე ის არ მიყვარს ბატონო იოანე, - ვპასუხობ და თავადაც ვერ ვხვდები რას
- შენი დაბნევა არ მინდა ესმე, მაგრამ სიტყვებს მხოლოდ თვალებიდან გასთქვამ.. და შეიძლება შენ ვერა, მაგრამ მე უკვე დიდი ხანია შევამჩნიე მანქანა რომელიც ერთი საათია აივნის ქვეშ იცდის..
სწრაფად ვიხედები აივნიდან და ახლა უკვე სიცილით ვეუბნები ბატონ იოანეს
- მე ვაღმერთებ თქვენი ცოდნის ნაოჭებს.. - ჩანთას ვიღებ
- ღამე მშვიდობის ესმე, იმედია კიდევ შემთხვევით ვისაუბრებთ ჩაისთან ერთად, აქ.. - მეუბნება და სანამ რამის თქმას მოვასწრებ, სადღაც, ჩემგან შორს, უსასრულობაში, გალაქტიკაში ან არ ვიცი, სიბნელეში იწყებს ყურებას...
შენობიდან მშვიდი, მომღიმარი სახით გავდივარ და მანქანის მინაზე ვაკაკუნებ.. სწრაფად გადმოდის შავი სილუეტი და მიახლოვდება..
- ასეთი ლამაზი ჯერ არასდროს ყოფილხარ.. - მეუბნება და გულში მიხუტებს. უხმოდ ბეუბნები მადლობას და მანქანაშე ვსხდებით.
ძრავას რთავს და ნელ-ნელა მიუყვებით ცარიელ ქუჩას. დიდებულად მიჰყავს მანქანა. მოსახვევებს ჩიტივით უვლი, თითქოს თავს ირთობს. იგი მკვეთრი სიარულით არც გამოირჩევა და იმდენად მსუბუქად მიჰყავს მანქანა რომ შემიძლია დავიძინო კიდევაც. ფარის სინაათლეებს შორის მიიკვლევს გზას, უკან ტოვებს მიწაზე გართხმულ სახლებს და ნაძვებს შორის გაწოლილ სიბნელეს.
ჩემი სახლის წინ უკვე გგაჩერებულ მანქანაში, უეცრად იღებს ჩემს ხელს და მსუბუქად მკოცნის, ვუღიმი და მანქანიდან გადავდივარ, ისიც გადმოდის, სიბნელეში მისი თვალები ელავს და ჩემი დის კატას მახსენებს..
- ესმე, ხვალ ისევ მანდ იქნები? - მეკითხება და ხელებს მკიდებს..
- გინდა რომ ჩემი გეგმები შევცვალო? - ვეკითხები და ვხვდები, რომ არ მინდა გეგმების შეცვლა
- არ ვიცი, ვიფიქრე სადმე სავახშმოდ წავიდოდით, - ვგრძნობ როგორ უჭირს ამ შეთავაზების წარმოთქმა, რადგან იცის პასუხი მაინც ‘’არა’’ იქნება, ვცდილობ თავს ძალა დავატანო და ვუპასუხო კი, მაგრამ არ შემიძლია..
- ნოე, - ვიწყებ ჩუმად..
- კარგი, კარგი, ძილინების ესმე.. - არ მამთავრებინებს და მანქანისკენ მიდის..
- ნოე, - ვეუბნები უფრო ხმამაღლა, ტრიალდება და რაღაც ახლის მოლოდინის თვალებით იიწყებს ჩემს ყურებას..
- ამ უქმეებზე საგურამოში წავიდეთ, - ვეუბნები და მობილურს ვიღებ რომ ამ თვის უქმეებს გადავხედო
- საგურამოში? - მეკითხება გაკვირვებული, - იქ რა გვინდა ესმე?
- ვიღაცას გაგაცნობ, - ვეუბნები, ნელა ვუახლოვდები, ლოყაზე ვკოცნი და სწრაფად შევრბივაარ სადარბაზოში სადარბაზოში..
ვიცი არ წავა მანამ სანამ, სახლში არ შევალ და კარის ჩაკეტვის ხმას არ გაიგებს, მე კი არ დავწვები სანამ ფანჯრიდან არ დავინახავ როგორ მიდის მშვიდად და როგორ ეფარება ჩემი თვალთახედვის არეს..
მშობლებს უკვე სძინავთ, მინდა ერთხელ მაინც, სახლში მოსულს დამხვდნენ ისე როგორც სკოლიდან მომავალს მხვდებოდნენ და გამომკითხონ დღეს რა ხდებოდა საყვარელო ესმეო, თუმცა უკვე წლებია ასე არ ხდება..
უკვე გავიზადე?
ღამე მაინც ‘’ღამეა’’ და ათასობით მობზუილე ფუტკრების მოგერიება თავში მიძნელდება..
ხვალ კი ახალი დღე იწყება და ყველააფერი რაც დღეს მოხდა, ჩემს დღევანდელ პერსონაჟში შთაინთქმება..

თითოეულ პრესონაჟში საკუთრი თავის პატარა ნაწილი მაინც ვიპოვო და ავისურლო ოცნება, თავად გავხდე პერსონაჟი, ის პერსონაჟი რომელსაც სულით-ხორცამდე შეიყვარებენ და მე აღარ ვიქნები მარტო... რა კომიკურია არა? ვინ ხატავს მომავალს სიცარიელით.



№1 სტუმარი მოცინარი

აუ რა მაგარი იყო!!! ძალიან კარგად წერ <3

 


№2 სტუმარი სტუმარი თათა

მომეწონა ❤️❤️????გააგრძელე

 


№3  offline წევრი -სესილი^

სტუმარი თათა
მომეწონა ❤️❤️????გააგრძელე

მადლობა <3 <3

მოცინარი
აუ რა მაგარი იყო!!! ძალიან კარგად წერ <3

მადლობა<3

 



სახელი: *
  • bowtiesmilelaughingblushsmileyrelaxedsmirk
    heart_eyeskissing_heartkissing_closed_eyesflushedrelievedsatisfiedgrin
    winkstuck_out_tongue_winking_eyestuck_out_tongue_closed_eyesgrinningkissingstuck_out_tonguesleeping
    worriedfrowninganguishedopen_mouthgrimacingconfusedhushed
    expressionlessunamusedsweat_smilesweatdisappointed_relievedwearypensive
    disappointedconfoundedfearfulcold_sweatperseverecrysob
    joyastonishedscreamtired_faceangryragetriumph
    sleepyyummasksunglassesdizzy_faceimpsmiling_imp
    neutral_faceno_mouthinnocent