შესვლა
რეგისტრაცია
რეკლამა

Серйозний -7


2-11-2017, 20:06
ავტორი tatiachelo
ნანახია 2 101

მთელი ღამე წვიმდა თბილისში.
მხოლოდ დილით გამოიდარა და გამოანათა მზემ.  ფანჯრის რაფაზე იჯდა და ასე გაჰყურებდა მის წინ გადაშლილ ულამაზეს სურათს.. ყველაზე მეტად უყვარდა ნარინჯისფერ ბურთს ნაცრისფერ სამყაროში შერეულს, რომ უყურებდა. ღრუბლები ნელი სვლით მოძრაობდნენ, მოყავისფრო და მოლურჯო  ცაზე.
ფიქრობდა ძალიან ბევრს.
ფიქრობდა შეთეზე, გუშინდელ დღეზე და იმ კოცნაზე რომელმაც მისი გინება არია.
რამდენიმე საათი გაატარა ასე, მერე ფეხზე წამოდგა და მოწესრიგდა. სახლიდან გასვლამდე გიგისთან გავიდა, რომელსაც ისევ ტკბილად ეძინა. ღიმილით მოავლო თვალი მის არეულ ოთახს, უკმაყოფილოდ გააქნია თავი და კარები ნელა მიხურა.
-მიდიხარ მა? მისაღებში შესულმა ზურამ შვილს კითხა. ნენემ თავი დაუქნია, ღიმილით მივიდა მამამისთამ და ჩაეხუტა.
-რაღაც ვერ ხარ შენ. თმებზე ხელი ჩამოუსვა შვილს. -რამე ხდება ნენე?
-კარგი რა ზურა. რა უნდა მოხდეს ჩაგეხუტე  უბრალოდ...
-შენ "უბრალოდ" არაფერს არ აკეთებ.
-ეგეც მართალია. გაეცინა და წამშივე დასერიოზულდა. -ლევანთან გავდივარ.
-უთხარი დღეს გამოვიდეს ჩვენთან.
-ვეტყვი.
-ნენე არ გამაგიჟო ეხლა უჭმელი მიდიხარ ? ინგამ გახედა კარებისკენ მიმავალს.
-გარეთ შევჭამ. მიაძახა და კიბეები უსწრაფესად ჩაირბინა.
ავტომობილი ლევანის კორპუსთან გააჩერა. მანქანიდან გადადიოდა მოპირდაპირე სადარბაზოდან გამოსული ალექსი, რომ დაინახა. ბიჭს გაეღიმა. ნენე კი უემოციოდ იყო.
-დილამშვიდობის ნენს.
-მშვიდობიანს უკვე  ვეღარ ვუწოდებ. ჩაიჩურჩულა თავისთვის და სადარბაზოში შევიდა.
-ნენე მოიცა. ბიჭი წინ გადაუდგა.
-რა გინდა?
-გითხარი უკვე.
-მეც გითხარი ჩემი სათქმელი.
-იმ კონტრაქტის ჩაშლით რა მიიღე ? ირონიულად გახედა ბრაზისგან თვალებ ანთებულ გოგოს.
-შენ მოგიცილე.
-დარწმუნებული ხარ?
-სრულებით 
-ვერ მომიცილებ და ეგ შენც კარგად იცი. გაიცინა ხორავამ და ნენეს გასცილდა.
-როგორ აკლია. მიმავალ მამაკაცს გახედა, მერე მიბრუნდა, კიბეები აიარა და კარებზე  რამოდენიმეჯერ დააკაკუნა.
-ნენსი? გაკვირვებულმა შეხედა მის წინ მდგომს.
-არ შემომიშვებ?
-იცი მე... ბიჭს სიტყვის დამთავრებაც არ აცალა, ისე შეეჭრა ბინაში. მისაღებში შესული ადგილზე გაიყინა. ყველადერი მილეწილი იყო. მაგიდა ამოტრიალებული, ტელევიზორი დამტვრეული, იტაკზე მიყრილი ბალიშები, კედლებიდან ჩამოყრილი სურათები, სარკის ნამსხვრევები, ფანჯარა ჩალეწილი, ფარდები ჩამოგდებული და სრული ქაოსი.  სახე მხოლოდ მაშინ შეეცვალა, როდესაც მის ფეხებთან დაგდებული ნემსის მქონე დგუშიანი ცილინდრი შენიშნა. თავი ნელა გაატრიალა თვალებ ჩაწითლებული, განადგურებული ბიჭისკენ.
ნენეს ხმა არ ამოუღია, ლევანისგან ელოდა თავის გასამართლებელ ფრაზას , მაგრამ ისიც ვერ მოისმინა.
-არაფერს მეტყვი?
-ლევან ბავშვი აღარ ხარ დარიგება, რომ დაგიწყო. შენც ძალიან კარგად იცი რა არის ცუდი და რა არის კარგი. ძირს დაყრილი ბალიშები დივანზე დააწყო.
-მაგიტო მიყვარხარ ტვინს რო არ ბურღავ. ღიმილით მივიდა ნენესთან და მოეხვია. -გეფიცები აღარ ვიზამ. უბრალოდ ეს პერიოდი ძაან ძნელია.
-გადაიტან. ვიცი, რომ გადაიტან. კისერზე ხელები ძლიერად შემოხვია. -აქაურობას  მე მივხედავ შენ წადი მოწესრიგდი.
  ყველაფერი მილაგებული ქონდა კარებზე ზარი, რომ გაისმა. ლევანი წელს ზევით შიშველი გამოვიდა ოთახიდან თან თმას იმშრალებდა.
-ანდრო იქნება უეჭველი. თვალები აატრიალა და კარები გააღო.
-რას შვები ბიჭო აბა.. ვა ვა ნენსუ? ღიმილით მოეხვია გოგოს და ლოყაზე ხმაურიანად აკოცა.
-დილიდანვე არ მომასვენო. შუბლშეკრულმა შეხედა ანდროს
-გიგილომ დამირეკა ააგდე ეგ და გამოეთრიეთ ჩემთან მხეცი უნდა განახოთო. ანდრიამ გადასცა დანაბარები.
-რა მხეცი?
-მე რა ვიცი. აი ნენეს ეცოდინება.
-მანქანა აჩუქა ზურამ და გადარეულია. გაეცინა გოგოს.
-მოიცა დღეს რა რიცხვია?
-25ია
-ფუ შენი სულ დამავიწყდა მაგისი დაბდღეა დღეს. ლევანი ფეხზე წამოდგა, ტელეფონი აიღო და ოთახში გავიდა.
-გამოხვალთ ანუ?
-აბა რას ვიზამთ. გაიკრიჭა ანდრო.
ნენემ ჩანთა და ტელეფონი აიღო.
-მიდიხარ?
-ხო სამსახურში გავდივარ.
-მოიცა ერთიწუთი სალაპარაკო მაქვს.
-რა ხდება?
-ალექსი გადმოვიდა მოპირდაპირე  კორპუსში საცხოვრებლად.
-ვნახე დილით.
-მერე?
-რა მერე?
-ნენე
-უკვე შემეჭამა ტვინი ამ ალექსით. დაღლილი გამომეტყველებით წავიდა კარისკენ . -მე ძველებურად ვაგძელებ ცხოვრებას და სულ ფეხებზე ალექსი ხორავა.
-ნენე ნუ გარბიხარ როცა გელაპარაკები.
-მეჩქარება.
-ერთხელაც იქნება გავჭედავ.
-არაფერია გასაჭედი. წავედი მე აბა ჰე. გნახავთ საღამოს. კარები მიხურა და კიბეებს დაუყვა.
  კომპანიაში მისული ჯერ თავის კაბინეტში შევიდა, მერე კი ბატონის კაბინეტს ესტუმრა. დაუკაკუნებლად შეაღო კარები.. არ ეგონა უფროსი  ოთახში თუ დახვდებოდა, მაგრამ...
-გამარჯობა ბატონო შეთე. სავარძელში მჯდომ ბიჭს თავის დაკვრით მიესალმა, რომელიც მის წინ დადგმულ სკამს მისჩერებოდა. მეტად ექსტრაორდინალური იყო უსულო საგანი. სპილოს ძვლისფერი, ვიოლინოს გასაღებივით მომგვალებული ორი ფეხით, ხის მასალისგან დამზადებული, ოქროსფერი ორნამენტებით მორთული, რომელსაც საზურგეზე ორი რქა ედგა.
-ნენე ეხლა ეს მოგწონს? თითით სკამზე ანიშნა. 
-პირდაპირი ვიყო?
-კატასტროფაა. მამაკაცს სკამისთვის თვალი არ მოუცილებია ისე თქვა.- ეს მხოლოდ ლედი გაგას მოეწონება , რადგან ორიგინალურობას აჭარბებს.
-თქვენი დიზაინითაა დამზადებული?
-ამაზე პასუხს არ გაქცემ.  შეუარწყოფად მიიღო ნენეს კითხვა. -ეხლა ხომ არის ღირსი ეს სკამი გადავალეწო თავზე? რომელი ნორმალური ადამიანი იყიდის ამას?  აღშფოთებული წამოდგა ფეხზე და სკამს წრე დაარტყა.
-ეს რქები ვისი იდეა იყო? გაეცინა ნენეს.
-ვისი იქნებიდა თუ არა ჩვენი ავეჯის მწარმოებელი კოპმანიის მთავარი ამომავალი ვარსკვლავისა. თვალები აატრიალა და ისევ თავის სავარძელს დაუბრუნდა. -რუსეთში და თურქეთში უკვე გააგზავნეს აი ეს მთვრალზე დახატული, უაზრო დიზაინით შექმნილი სკამისმაგვარი რაღაც. გაცოფებულმა ახედა ნენეს. -და მე დღეს ვიგებ, რომ ჩემს შექმნილ კომპანიაში ჩემს გარდა გადაწყვეტილებას თავად სიკო იღებს.
-კარგით დამშვიდდით უკან დავაბრუნებთ. ჯერ საბაჟოზეც არ იქნება მისული.
-მისულიცაა, გადასულიც და გასულიც. ერთი კვირის წინ გაგზავნა და ეხლა მობრძანდა და თავისი სკამი მომიტანა. გამიხარა გული.
-ჰელოოოოოოუ შეთუუუ.. კაბინეტში მწვანე შარვალ-კოსტუმში გამოწყობილი ბიჭი შევიდა.
-ეხლა გავაფრენ. შეთემ თვალები დახუჭა და ხელი თავზე მაგრად მოიჭირა.
-უი ესეც აქ ყოფილა. ნენესკენ გაიხედა. -აბა შეთუ როგორ მოიხიბლე ჩემი ორიგინალურობით? სიცილით ჩამოჯდა სწორედ იმ სკამზე, რომელსაც ბატონი შეთე სკამსაც ვერ უწოდებდა.
-კი მოხიბლული ნამდვილად ვარ. მოხიბლული ვარ ამ რქებით, რომელიც ყანწს გავს.
-მაგიტომაც ამშვენებს ამ სკამს.. ეს ხაზს უსვამს საქართველოში რომაა დამზადებული. სიამაყით გახედა უფროსს.
-საშინელებაა. ნენემ სიმართლეს თვალი გაუსწორა 
-შენ ვინ გეკითხება. გაბრაზებულმა ცხვირი აიბზუა. -რა გაგეგება დიზაინის, მარტო საბუთებით აქეთ იქით სირბილი იცი.
-ბატონო სიკო შეგილიათ ამ სკამს ხელი მოკიდოთ და სადაც გინდათ იქ წაიღოთ ოღონდ მე არ დამანახო. შეთე გაბრაზებული წამოდგა ფეხზე. -და კიდევ.. თურქულ ან რუსულ ბაზარზე ეს სკამი, რომ გამოჩნდეს მაგ ვარდისფერი ჰალსტუხით ჩამოგკიდებ რომელიმე ხეზე. ორ კვირას გაძლევ, რომ ნორმალური დიზაინით გაკეთებული სკამი წარმომიდგინო, რომელიც არ იქნება ასეთი კატასტროფა. საერთოდ სანამ გადააგზავნი შენი დახატული სკამების დიზაინს სახელოსნოში მანამდე მე მანახე.
-ჰმ შურიანები. სიამაყით აწეული თავით გაბრძანდა ოთახიდან.
შეთემ ღრმად ამოისუნთქა.
-ნენე ჩვენი კომპანიის ავეჯის კატალოგი მომიტანე ამ წლისაც და წინა წლისაც. რუსეთის კომპანოებისთვის დამზახებულიც წამოიღე.
-კარგით მოვიტან.
რამდენიმე წუთში კატალოგები შეუტანა და მაგიდაზე დაუდო.
-რა უნდა ქნათ ეხლა?
-ვერ ვფიქრობ. ერთადერთი რაც ვიცი ის არის, რომ ბაზარზე ამ სკამის გამოჩენა , ჩვენი დიზაინით შექმნილი ავეჯის  გაყიდვების რიცხვს საგძნობლად დასცემს. რასაც მოყვება ჩვენი ავეჯის კომპანიის უკან დახევა, რითაც ისარგებლებს ალექს ხორავა ან ნებისმიერი სხვა და მთლიანად გაგვაქრობს.
-სხვა გზა თუ არაა მაშინ, ჩვენ რუსეთში ხოლო სიკო და დადუ  თურქეთში წავიდნენ  იქნებ მასე მოვაგვაროთ.
-ეგრეც შეილება, მაგრამ მოსწრებაზეა. აქედან მოვაგვაროთ ჯერ და თუ საჭირო გახდება ჩავალთ.
-ის შავი ტყავის სავარძელი თქვენი დიზაინით რომაა შექმნილი უკვე დაამზადეს. გაყიდვაშიც მალე იქნება. იქნებ მაგან მაინც მოგვიტანოს წარმატება.
-ვნახოთ.. დღეს რამე შეხვედრა მააქვს დანიშნული?
-ორ საათზე გაქვთ  იტალიელებთან. ქსოვილისა და მასალის საკითხებზე.
-დადუს უთხარი და ეგ წავიდეს.
-მგონი დაგავიწყდათ, რომ მაგან იტალიური არ იცის.
-ანუ უეჭველი მე უნდა წავიდე?
-თქვენს გარდა ამ კომპანიაში იატალიური არავინ იცის ამიტომ... მხრები აიჩეჩა გოგომ
-მეზიზღება ყველა ენა. სავარძელში გადაწვა და ჭერს ახედა. ცოტახანი ასე იყო, მერე ნენეს მიუბრუნდა. -შენც წამოდი რა ..  მარტო ვერ ავარჩევ ქსოვილებს.
-წამოვალ.
ჩუმათ იყვნენ.
შეთე ნენეს  აკვირდებოდა. ნენე კი კომპანიის კატალოგს ათვალიერებდა.
აი სიჩუმე მაშინ გაიფანტა როცა ნენემ  ქვედა ტუჩი კბილებს შორის მოიქცია.
-მასე ნუ შვები. შეთეს მკაცრი ხმა უფრო დაბოხებული ეჩვენა გოგოს.
-რაა? ვერ მიხვდა ნენე.
-მასე აღარ გააკეთო. მკაცრად თქვა და ნერწყვი ხმაურიანად გადააგორა სასულეში.
სამსახურის საქმეების მოგვარების შემდეგ თავისი მოვალეობაც დაასრულა. უკვე ღამის ცხრა საათი იყო.  კომპანიიდან გამოსულმა ჯერ გიგის საჩუქარი იყიდა, შემდეგ კი სახლისკენ წავიდა. სადარბაზოს წინ გააჩერა ავტომობილი და გადავიდა. უკანა კარები გააღო და გიტარა გადმოიტანა. სწრაფად ავიდა კიბეებზე და სახლის კარებზე დააკაკუნა. ინგამ გაუღო კარი..
-გიგილოოო. სად ხარ ბიჭო?
-ეგერ ვარ მოდი. სამზარეულოდან მოესმა ხმა.  ნენეც იქით წავიდა საითაც ძმა ეგულებოდა.
-ოჰ რა ხალხი. ღიმილით მოავლო სუფრას თვალი. მაგიდის მარჯვენა მხარეს ლევანი, ანდრო და გიგის კურსელი ლუკა ისხდნენ. მარცხენა მხარეს კი გიგის ბავშვობის ძმაკაცები აკო, თაზო, მიშო და ნოდო. სათითაოდ გადაკოცნა ბიჭები და მოიკითხა. გიგის გიტარა გადასცა და გემრიელად ჩაკოცნა გაზრდილი და უფრო გასიმპატიურებული ძმა. მხიარულად ჩაჯდა ანდროსა და ლევანის შუაში. ცოტა დალიეს, ბევრი ილაპარაკეს, გიგიმ თავის ახალ  გიტარაზეც დაუკრა და მეტად დაამშვენა სუფრა. ზურაც შეუერთდა მათ და მერე კი წავიდა სმა და ღრეობა.
ლევანი აივანზე გავიდა სიგარეტის მოსაწევად. ნენეც გაყვა.
-ლევ.
-ჰო.
-კარგად ხარ?
-ისე რა. გაუღიმა გოგოს, სიგარეტი მარცხენა ხელით დაიკავა, ხოლო მარჯვენა  ნენეს  გადახვია.
-ნახე რა ლამაზია. მთვარეს შეხედა ნენემ. -ხანდახან მგონია, რომ სამყაროში ყველაზე ლამაზი სწორედ ისაა.
-ამოუცნობია სამყარო.
-მასეა.
-ნენე რაღაც გჭირს თუ მე მეჩვენება?
-არ ვიცი. მე თვითონაც ვერ ვიგებ . ჩემში რაღაც იცვლება. უცნაურად გაიღიმა და ბიჭს ახედა. ლევანმა უბრალოდ გაიღიმა და შუბლზე აკოცა.
სამზარეულოში მალევე დაბრუნდნენ. ნენეს მობილურზე შეთემ დაურეკა. ბოდიშის მოხდით დატოვა ბიჭები და ოთახში შევიდა .
-გისმენთ.
-ნენე ორი წუთი შეგილია, რომ შენი სადარბაზოს წინ ჩამოხვიდე?
-კი ჩამოვალ. დაბნეულმა ძლივს უპასუხა.
სწრაფად ჩაიარა კიბეები.
სადარბაზოდან გასულმა დაინახა მანქანაზე მიყუდებული მამაკაცი, რომელიც სიგარეტს ეწეოდა.
შეთემ როდესაც ნენე დაინახა სიგარეტი მაშინვე გადააგდო და მისკენ წავიდა.
სახეზე, სიარულზეც და სართოდაც ეტყობოდა, რომ ნასვამი იყო.
გოგოს მიუახლოვდა და მის წინ დადგა.
-ბატონო შეთე მთვრალი ხართ?
-ადამიანები ვსვამთ იმიტომ, რომ რაიმე ცუდი დავივიწყოთ.. ვსვამთ იმიტომ, რომ ბედნიერები ვართ და ამას ავღნიშნავთ.. და ვსვამთ იმიტომ, რომ ჩვენი ერთფეროვანი ცხოვრება შევცვალოთ და რაღაც მოვახდინოთ. ახლა სწორედ იმიტომ დავლიე, რომ იმ რაღაცის მოხდენა მინდა. არასოდეს არავინ მყვარებია.. არასდროს ვყოფილვარ მეოცნებე. მაგრამ ახლა მაქვს ის ოცნება რამაც აქ მომიყვანა. საერთოდ არასოდეს მითქვამს ასეთი ფრაზები.. არც ვიცი საერთოდ რა მჭირს. ..ვინგრევი.. შინაგანად ვიშლები. ჩემს თავს ვერ ვცნობ.. რაღაცეები იცვლება ჩემში და ეს ცვლილებები მომწონს კიდეც. ყველაფერი იმ დღეს დაიწყო როცა ყინულის ლოდი მიწოდე და მიმლანძღე.. ჩაიცინა..- ამეკვიატე.. მთელი დღეები ჩემში ხარ გამჯდარი..თავი ჩახარა.. -აღარ მინდა ასე შევნიღბო ჩემი ქცევა თითქოს არაფერი ხდება როცა შინაგანად ვიწვი. ნენე რატომ ახლა და არა ორი წლის წინ? რატომ ავირიე ახლა და არა მაშინ როცა პირველად დაგინახე? რატომ არ შემიძლია ისევ ისე ყინულივით ცივი ვიყო? ასე როგორ შემოიჭერი ჩემს გონებაში? ასე როგორ ამრიე? დაბნეულ გოგოს თვალებში შეხედა.. -მინდა მოხდეს ის რაც შეცვლის ჩემს სიმარტოვეს, სიცარიელეს და სიცივეს. გოგოს წელზე ხელი შეუცურა და გულზე ძლიერად მიიკრა. -აუხსნელი რაღაცეები მჭირს. მგონი ვგიჟდები. გაეცინა.. ნენეს ხელები ზურგზე, რომ იგრძნო სხეული დაეჭიმა, გული აუფრიალდა და ხმა გაუწყდა, მხოლოდ ის შეძლო მისთვის ხელები ძალიან ძლიერად მოეხვია და მთელი არსებით ეგრძნო "უ"მარტოობა.



№1 სტუმარი სტუმარი ქეთი

ძაან ძაან მაგარიაა

 


№2 სტუმარი ნაინა

ძალიან კარგია დანუ აგვიანებ

 


№3  offline წევრი naniko mindia

Rogor velodevodi kargi istoria momwons ♥♥♥♥warmatebebi
--------------------
lomidze

 


№4 სტუმარი სტუმარი თაკო

არა ეხლა არ არხარ საცემი სად გაწყვიტე ჰა აუ არ დაგვიანო შემდეგი

 


№5 სტუმარი სტუმარი Lia

Zalian kargia.ar daagviano.moutmenlad velodebi axal tavs .
Kargi xar aset gemriel istorias rom wer.❤❤❤

 


№6 სტუმარი kati

Axla es istoriac unda shewyvito?kargi Ra...iqneb daasrulo esec da wina dausrulebeli istoriebic...

 


№7  offline წევრი tatiachelo

kati
Axla es istoriac unda shewyvito?kargi Ra...iqneb daasrulo esec da wina dausrulebeli istoriebic...


არ ვწყვეტ.. არაააა.)) უბრალოდ გუშინ ვერ მოვახერხე დადება.. დღეს დავდებ აუცილებლად.

 



სახელი: *
  • bowtiesmilelaughingblushsmileyrelaxedsmirk
    heart_eyeskissing_heartkissing_closed_eyesflushedrelievedsatisfiedgrin
    winkstuck_out_tongue_winking_eyestuck_out_tongue_closed_eyesgrinningkissingstuck_out_tonguesleeping
    worriedfrowninganguishedopen_mouthgrimacingconfusedhushed
    expressionlessunamusedsweat_smilesweatdisappointed_relievedwearypensive
    disappointedconfoundedfearfulcold_sweatperseverecrysob
    joyastonishedscreamtired_faceangryragetriumph
    sleepyyummasksunglassesdizzy_faceimpsmiling_imp
    neutral_faceno_mouthinnocent