შესვლა
რეგისტრაცია
რეკლამა

თამამი თამაშები. ნაწილი 1


2-11-2017, 22:02
ავტორი მიაკო
ნანახია 1 308

ადამიანი ამოუცნობი მანეკენია,რომელსაც მოქმედება,საუბარი,კვება და სუნთქვა შეუძლია.მის გონებაში მუდმივად ტრისლებს ახალი იდეები,გატაცებები და ტვინის ნახევარი მხარე ამ ყოველივეს ამუშავებს,ადამიანი კი ქმნის და შემდგომ რისთვის იყენებს ღმერთმა უწყის. ყველა მათგანი ინდივიდუალურია,ვერ გაიგებ რაზე ფიქრობენ,რას განიცდიან,როგორ აზროვნებენ,რადგან დედამიწა ტყუილით არის გარშემორტყმული,ტყუილი კი თვით ადამიანებმა გამოიგონეს,იმის დასაფარად რაზე საუბარიც არ უნდათ ან რასაც მალავენ.ცხოველისგან განსხვავებით მრავალი უპირატესობა გვაქვს,მაგალითად ის რომ საუბარი შეგვიძლია და სიყვარულს ტუჩებასა და ენის დახმარებითაც გამოდმოვცემთ,რასაც საუბარი და აზრის,გრძნობების და განცდების გადმოცემა ეწოდება.
და მაინც რამდენიც არ უნდა ვისაუბროთ ადამიანთა შესაძლებლობებზე,რამდენადაც არ უნდა გვეგონოს რომ შესანიშნავად ვიცნობთ ყველას,მათ გარედან სქელი დამცავი გარსი მაინც აქვთ შემოკრული,გარსის შიგნით კი თვითოეული ინახავს მოგონებას,იცავს რაღაცას,რასაც სამუდამოდ საკუთარ გულში ინახავენ. სწორედ ამიტომაც არის ადამიანი ამოუცნობი,რადგან თუ ვიღაც იღიმის ღიმილის უკან განრისხებული მანიაკი დგას,და თუ მანიაკს ვუყურებთ მის შიგნით მოფერებისა და სიყვარულის მათხოვარს დავინახავთ. შესაბამისად კი ყველა ინდივიდუალურია.
ჩვენ შეგვიძლია ვიმოქმედოთ და გამოვიგონოთ,ვიმუშაოთ დაღლამდე,მივაღწიოთ წარმატებას და სიბერემდის ვიყოთ ან ბედნიერები ან უბედურები. ჩვენ შეგვიძლია შევცვალოთ საკუთარი ცხოვრება,ზუსტად ამის გამო ვართ დამოუკიდებელნი და ძლიერნი,რადგან საკუთარ არჩევანს დიდი ხნის ფიქრის შემდეგ ვიღებთ,ფიქრი კი რთული მექანიზმია.

იმის მიუხედავად,რომ არასდროს მყოლია მეტისმეტად მზურველი მშობლები მე მაინც ვფიქრობ რომ თავად ვიქნები შეუდარებელი,და საერთოდაც ვარ კიდეც შეუდარებელი,უბრალოდ უკეთესის იმედი მაქვს. რაც უკეთესი მით უფრო კარგი !

--------


-ქალბატონო ლილი,თუ შეიძლება ერთი ფინჯანი ყავა მომიტანეთ-ფეხს ფეხზე ვიდებ და სავარძლის სახელურებს ვუსვამ ხელებს.
ტელევიზორში ნაჩვენები საინფორმაციოს წამყვანის ხმა ყურებში ზარივით ჩამესმის,თუმცა რას გავაწყობ ლილის მხოლოდ ეს მცირედი აბედნიერებს და ეხმარება განტვირთვაში.
ცოტა ხანში ფინჯანს ჩემს წინ მდგარ დაბალ შუშის მაგიდაზე დგამს,თავს მიკრავს და მისაღები ოთახიდან მშვიდად გადის,თუმცა ვიცი რომ ყურები აქვე რჩება ტელევიზორთან ახლოს.
ცხელ ყავას ვუშვებ ხახაში,სავარძლის სახელურზე ვდგამ ფინჯანს და საათს ნერვიულად დავყურებ ყოველ ათ წამში ერთხელ.
-მისმინე ბვევრი ვიფიქრე მაგრამ ამაზე უკეთესი ვერაფერი მოვიფიქრე-ენრვიულებული ლიზი გვერდით მდგარ საარძელში ესვენება და ფეხებს იატაკზე მხიარულად აპაკუნებს
-რას გულისხმობ?-ვიღიმი და მის პატარა ხელს ჩემს ხელებში ვიქცევ
-ვერ გამიგია დედა,სწავლა ახლა დაიწყო და ძალიან გვტვირთავენ მასწავლებლები,ასე შეიძლება ? ჯერ პატარები ვართ და ისე გვექცევიან თითქოს ზრდასრულები ვიყოთ. ვერ გამიგია..
-და რა მოიფიქრე ?
-ჩვენ გავხსნათ სკოლა სადაც ნაკლებათ დავტანჯავთ ბავშვებს,როგორი იდეაა ? -სერიოზული სახით ელის ჩემს პასუხს და თვალს არ მაცილებს
-სწავლა კარგია,მომავალში ჭკვიანი და სასურველი ქალი რომ იყო,ხომ არ გინდა რომ იყო ის ვისთვისაც ყველაფერი სამატრელია ? ხოდა იყავი ის ვინც შეძლებს ყველაფერს მიაღწიოს,რაადგან მე შენს გაუმჯობესებაში არ შევიტან წვლილს,სწავლას გამოვრიცხავ მხოლოდ-ვპასუხობ და წარბებს კრავს განაწყენებული
-ანუ არ ვხსნით სკოლას ?
-არა არ ვხსნით
-არადა კარგი სახელი მქონდა მოფიქრებული-მრებს იჩეჩავს და იღიმის. მაგალითად "ლიზის სამფლობელო" ან "არ დაინტანჯო სწავლით" ანდაც უკეთესი "ლიზმარი". თანაც რაამდენი მსურველი იქნება წარმოგიდგენია ? წელიწადში ერთხელ სკოლის ერთ კლასსს წავუკიდედით ცეცხლს და გავიხარებდით,დღესასწაულის მსგავსი დღე იქნებოდა,მიხვდი ? -ტიჩებს ბრიცავს და თვალებს კვლავ იმედიანად აპაჭუნებს
-არ გამოვა ეგ საქმე,და თანაც რვა საათია და სკოლაში გაგვიანდება-ფეხზე დგება ლიზი გატანჯული მზერით,თითქოს სასიკვდილოდ გამეტებული საწამებელ ოთახში მიდიოდეს. თუმცა სწავლა ყველა ბაშვისთვის წამებაა სკოლა კი გისოსებიანი ციხე.გაავებული დგება ფეხზე და ჩანთას ავლებს ხელს,ზურგზე იკიდებს და გასასვლელისკენ მიდის,უკან კი მისი ჭკუის ლილი მისდევს საჭმლის მისაცემად.
ერთი შეხედვით ყველაფერი რიგზეა,მაგრამ არ მასვენებს ფიქრი წარსულზე,მით უმეტეს მას შემდეგ რაც გავიგე გიგის ჩამოსვლის შესახებ. დაახლოებით ერთი თვეა ქალაქში ეს ამბავი გავარდა,მითქმა-მოთქმა არ წყდება მასზე,მე კი უკვე გარეთ გასვლას ვერიდები,საქართველო პატარაა,თბილისი კი უფრო პატარა,ვინ იცის სად შეგეყრება ეს დაუვიწყებელი სენი და გაგახსენებს თავს უწინდელივით.

უკან შმეოტრიალებული ლილი ჩემკენ მოდის,უკან კი სოფი მოყვება,მაღალ ქუსლებზე აღმართული პარიზის კოშკოვით,სიარული ცხენისას მიუგავს,მოხდენილად მოაბიჯებს და მისი თვითოეულის ნაბიჯის გადადგმა ტალღებს მაგონებს.
-რამ გაგახსენა ჩემი თავი-ვიცინი და ვეგებები ძველ მეგობარს
-შენ არ გახსენდები და მე მაინც გამახსენდე არ შეიძლება ? -თვალებს ჭუტავს და ძლიერ მეხვევა კისერზე.
ლილის ვანიშნებ რომ ნისაღები დატოვოს და ისიც უთქმელად მიდის სამზარეულოსკენ.
-გიგის შესახებ გავიგე მარი,რას აპირებ? -თავს აქნევს თითქოს გამაწყენებული-მუდმივად სახლში ვერ გამოიკეტები რალუნცელივით,ჯობს შეეგუო რეალობას
-მართალი ხარ...-თქვს ვაქნევ და შუბლს ნერვიულად ვისრეს.
-რა უნდა რა ჯანდაბად ჩამოეთრა ახლა ?-ხმას უწევს გაბრაზებული და ხელის თითებს იტკაცუნებს
-ვკითხავდი მაგრამ ვერასდროს ეღირსები მაგის პასუხს-მეცინება და გაწითლებულ სახეზე ღიმილი ეპარება სოფისაც
-დამცინი კიდეც -თავს აქნევს და ჭარბებს ათამაშებს
-ვცდილობ გავერთო ცოტათი
-ხუმრობა იქეთ გადადე. სამსახურში წამოსვლას არ აპირებ ?
-კი წამოვალ
-ახლა ?
-ახლა-ვპასუხობ და ფეხზე ვდგები-ისე როგორ ფფიქრობ,ვემახსოვრები ? -ცხვიირს ვაცმაცუნებ
-მას შემდეგ რაც ბოლოს ნახე შვიდი წელი გავიდა არა მგონია ახსოვდე-ფეხზე დგება სოფიც და ზევით აწაჩულ კაბას ისწორებს მოხდენილად.

------

გზად მიმავალს გონებაში ყველაფერი ძველი ფილმის ფირივით მიტრიალდება.
მაგრამ ფიქრი იმაზე რაც უკვე წარსულს ჩაბარდა ალბად უკვე სისულელეც კია,შვილიანი ქალისთვის მაინც.

ერთ კვირიანი შესვენების შემდეგ ვუბრუნდები ჩვეულ ადგილს.
დიდი შენობის კართან ვდგები სოფისთან ერთად და პირჭვარს ვისახავ,დღე წარმატებული მინდა მქონდეს.
-მარი როგორ ხარ ? -მეგებება გზად შემხვედრი ყველა და თავს მნიშვნელოვან ადამიანად აღვიქვამ. მგონი ვარ კიდეც ამ ჯერად მაინც. საკუთარ კაბინეტში შევდივარ და უკვე მონატრებულ სავარძელს უწინდელივით ვეუფლები.
მაგიდაზე დალაგებულ საქაღალდეებს ვიღებ და მარაოსავით ვალაგებ,თვითოეულს ვავლებ ხელს და ახლიდან ვათვალიერე,რასაც განვლილი მასალის გახსენებას ვუწოდებ მე.
-მარი შეიძლება?-კარი იღება ოდნავ და მოისმის ხმა დაბალი კაკუნის ხმა,კაკუნს კი ბატონი გოჩას ხმა მოყვება.
-კი შემოდით-ვდგებჯ ფეხზე და მაგიდის განსვრივ მდგარ შავ გორგოლაჭიან სკამისკენ ვუთითებ
-არა ვიდგები იყოს-მოღიმის და მაგიდის წინ დგება
-რამე მოხდა ? განწყობაზე აარ ხართ-მართლა მიქანდება გული და სკამზე მოწყვეტიდ ვენარცხები
-კი მოხდა
-და რა ?
-ჩვენს განაყოფში ახალი უფროსი გვყავს,ის გამაგებს ამის შემდეგ რის შესახებ უნდა დავწეროთ სტატია,რა უნდა გავაშუქოთ და რა დავწეროთ.გივი სამსახურიდან წავიდა
-რას ამბობ,ჩვენი გივი ? -ხელებს ვიფარებ პირზე-რა მიზეზით?
-ახალი უფროსის გამო,ძალიან ჭკვიანი და გავლენიანი ტიპი ყოფილა,ვისაც მეტი ფული აქვს ის იმარჯვებს -მხრებს იჩეჩავს და გულ დაწყვეტილი ჯდება სკამზე
-უსამართლოდაა სამყარო წარმართული,მაგრამ ვერაფერს გავაწყობთ. ალბად შეიჩვლება ჩვენთვისაც ყველაფერი,უზარმაზარ გამაყოფს როგორ უნდა უხემძღვანელოს ? ან რამდენი წლის არის ?
-როგორც გივი მარიამ,წლოვანება არ ვიცი,არც მაინტერესებს-გაბრაზებული დგება ფეხზე და კაბინეტიდამ გიჟივით გადის. ალბად ჯერაც ვერ ეგუება მეგობრის წასვლას.

-----

ალბად ამ საქმიანობას სწორედ იმის გამო ვერ ვიტან რომ სულ აქ ვარ ? ან იმის გამო რომ ძალიან მღლის ? მაგრამ ერთი ვიცი,ჩემი თანამშრომლის ტელევიზორში დანახვა მეტად უფრო დამღლელია ვიდრე საათობით კაბინეტში გამოკეტვა და იდიოტურ თემებზე მუშაობა.
თუმცა ეს ერთადერთი რამ არის,რაც მეხმარება სწორად წინსვლაში.
სამსახური არის მეორე სახლი.

ერთ საათიანი დასვენება ყველასთვის ჰავაიზე წამოჭიმვის ტოლფასია..როგორც იქნა დგება ხუთი სსათი და ვცილდები კაბინეტს,მივუყვები დერეფანს და სულ ბოლოში არსებულ კარს ვუახლოვდები
-მე ხომ არ მეძებ? -უკნიდან მამაკაცის ხმა ჩამესმის ყურებში და ადგილზე ვიყინები. ვაანალიზებ რომ ახალ უფროსთან სალაპარაკოდ ჯერაც არ ვარ მზად და სიტყვებს ვერ ვუყრი ადგილს.
-მგონი კი-ვტრიალდები და ჩემს წინ აღმართულ მამაკაცს ვაჩერდები.
-ახალი უფროსი ვარ მგონი მიხდი -მიღიმის და წარბს ზევით სწევს
-რთული მისახვედრი არ არის-საპასუხოდ ვუღიმი მეც
-სასიამოვნოა-მიწვდის ხელს
-ჩემთვისაც.
-რამე გინდოდა ?
-მაინტერესებს სამუშაო გრაფიკი თუ შეიცვლება ? -იმის გამო რომ არ ვიცი რა ვკითხო,პირველივე რაც მაგონდება იმას ვროშავ
-არამგონია -მოკლედ მიჭრის და თავისი კაბინეტისკენ მიდის. გვერდით ვიწევი და გზას ვუთმობ.
-შენი სახელი? -უეცრად ჩერდება
-მარი-ვპასუხობ მაშინვე-და თქვენი ?
-გიგი.



№1 სტუმარი სტუმარი Lilu

Malee dadee shemdegiiraa

 


№2  offline წევრი მიაკო

სტუმარი Lilu
Malee dadee shemdegiiraa

❤ მალევე დავდებ შემდეგ ნაწიილსაც.

 



სახელი: *
  • bowtiesmilelaughingblushsmileyrelaxedsmirk
    heart_eyeskissing_heartkissing_closed_eyesflushedrelievedsatisfiedgrin
    winkstuck_out_tongue_winking_eyestuck_out_tongue_closed_eyesgrinningkissingstuck_out_tonguesleeping
    worriedfrowninganguishedopen_mouthgrimacingconfusedhushed
    expressionlessunamusedsweat_smilesweatdisappointed_relievedwearypensive
    disappointedconfoundedfearfulcold_sweatperseverecrysob
    joyastonishedscreamtired_faceangryragetriumph
    sleepyyummasksunglassesdizzy_faceimpsmiling_imp
    neutral_faceno_mouthinnocent