ბაბლუანის სათამაშო (თავი 9)
-უნდა მცოდნოდა, რატომ ნუცა? რატომ აქამდე არ მითხარი?-ალმაცერად მიაჩერდა საწოლში გვერდით მწოლ ნახევრად შიშველ ქალს, ნერვიულად მოისვა ოდნავ წამოზრდილ წვერზე ხელი -რატომ უნდა მეთქვა?- უდარდელად მაგრამ მთელი სარკაზმით შეუბრუნა კითხვა ქმარს -ასე ბევრ შეცდომას ავიცილებდი თავიდან. -აი რატომ მეზიზღები ბაბლუანი!- კბილებში გამოსცრა გოგონამ, საბანი მჭიდროდ შემოიხვია სხეულზე და გიჟივით წამოფრინდა ლოგინიდან -ამჯერად რა დავაშავე?- გაოცებას ვერ მალავდა კაცი -გეცოდები! რომ გცოდნოდა რა? გულს არ მატკენდი? ჰო არ მატკენდი და ამის ერთადერთი მიზეზი სიბრალული იქნებოდა,მხოლოდ იმიტომ დამინდობდი, რომ სინდისის ქენჯნას გაქცეოდი, რომ მერე თავი არ დაგედანაშაულებინა. -შეწყვიტე გესმის?-დაიღრიალა ბაბლუანმა და იქვე ტუმბოზე დადებული ლარნაკი მთელი ძალით მიანარცხა კედელს, წამით შეკრთა ნუცა, მაგრამ უკან არ დაიხევდა -ის რომ ახლა ნანობ არაფერს ცვლის. ის ფაქტი რომ შენ მეამიტი ბავშვი მოკალი არ იცვლება-წყნარად, ძლივს გასაგონად ჩაიჩურჩულა, ღრმად ამოიოხრა და მოწყვეთით დაეშვა საწოლის კიდეზე, თანაც ისე რომ წამითაც არ შეუშვია ხელი სხეულზე შემოხვეული ზეწარისთვის. ნელა დაიძრა ბაბლუანი, კარს მიუახლოვდა, გასაღები გადაატრიალა და როცა დარწმუნდა რომ კარები საიმედოდ იყო ჩაკეტილი, გასაღები სწრაფი მოძრაობით გამოაძრო და ფანჯრიდან მოისროლა, გაოცებული შესცქეროდა ჯაყელი კაცის მსგავს ქმედებას და ვერაფრით გაეგო რა იყო მიზეზი რატის თავდაჯერებული ღიმილისა -რა გააკეთე?-ანთებული თვალები მიანათა კაცს-თუ ცდილობ თავი შემაძულო,მეტად აღარ ეცადო... -არ გამომივა? -არა შენ ეს უკვე შეძელი რატი, წლების წინ! -მომისმინე, ახლა ვერ გამექცევი! მოგიწევს ჩემიმოსმენა, ძალიან გთხოვ ნუ შემაწყვეტინებ, რაც მალე მით უკეთესი-აღელვებულმა ქვედა ტუჩი მოიკვნიტა, ნუცას გვერდით მოკალათდა, გამეფებულ სიმყუდროვეს მხოლოდ წყვილის ღრმა სუნთქვა არღვევდა, ერთხანს ჩუმად იყო თითქოს საჭირო სიტყვებს ეძებსო, მერე ერთი ღრმად ამოიოხრა,ლამის გული ამოაყოლა, და ძალიან ნელა, ხავერდოვანი, ოდნავ ჩახლეჩილი ხმით დაიწყო -მეგონა გიცნობის, მეგონა იმ ხუჭუჭა, გამხდარ თვალებბრიალა გოგოს ვიცნობდი, წლების მანძილზე რომ ვხედავდი ეზოში,მუდამ განმარტოებულს, ჩაფიქრებულს იდუმალს...მიზიდავდი, არ ვამბობ რომ მომწონდი ან ვგიჟდებოდი შენზე, ეს ნამდვილად იქნება დიდი ტყუილი, მაგრამ მიზიდავდა შენი იდუმალი მზერა, მაცდური ღიმილი, არ ვიცი ალბათ ეს იყო მიზეზი იმისა რომ იმ უაზრო თამაშში ჩავები, მინდოდა შენი იდუმალება ამომეხსნა, ამის შანსი მომეცა და არ ვიტყოდი უარს, ესეც რომ არა ნინო იმდენად ჩემი იყო, იმდენად ჩემად მიმაჩნდა...არ ვიცი ნუცა! არ ვიცი...რომ მცოდნოდა, რომ მიმვხვდარიყავი... მე შევძელი და იმ სამყაროში შემოვაღწიე რომლის კარებს ასე საგულდაგულოდ კეტავდი,მეამაყებოდა, მახარებდა ეს ფაქტი, ასაკის ბრალი იყო ალბათ,მაგრამ რაც მეტ დროს ვატარებდი შენთან მით უფრო მტანჯავდა სინდისის ქენჯნა, მით უფრო განვიცდიდი და მეშინოდა იმ დღისროცა ყველაფერს გაიგებდი... მერე დადგაის დღეც როცა საბოლოო დარტყმა მოგაყენე, გეგმა სისრულეშიმოვიყვანე და მაშინ დავიცალე, სასაცილოა მაგრამ თითქოს მომეშვა, აღარ შემეძლო შიში ცხოვრება, ვიეგოისტე მაშინაც კისაკუთარ თავზე ვფიქრობდი,იმ ტკივილზე რასაც შინი ტკივილი მომაყეებდა, არც მაშინ მყვარებიხარ, არ მინდა მოგატყუო, ამჯერად მაინც... მერე შენ ისევ გამოჩნდი ჩემს ცხოვრებაში ესეც გამიზნული და კარგად დაგეგმილი იყო,ისევე როგორც მთელი ჩვენი ცხოვრება, შენი, ჩემი,ნინოსი.... შენი დაბრუნება, ზიზღი, თითოეული სიტყვა, ჩვენი პირველი სექსიც კი შენი გეგმის ნაწილი იყო... შენ შური იძიე იმისთვის დაბრუნდი რომ ჩემთვის თვი შეგეყვარებინა, გილოცავ ამჯერად შენ ეს შეძელი, გაიმარჯვე, დამამარცხე, ნინოც გაანადგურე, რეპუტაციაც აიმაღლე ყოფილი კლასელების და გეგმის უშუალო მონაწილეების თვალში... ეს ის არის რაც ნამდვილად გინდოდა? ესარის ის რის გამოც გაისარჯე? ეს არის ის რამაც შეძლო შენი დამშვიდება? მეეჭვება- მთელი გრძნობით საუბრობდა ბაბლუანი, დროდადრო ინტონაციას აუწევდა, ხანაც პირიქით, მაგრამ არცერთი წამით მოუშორებია ქალის აწყლიანებული თვალებისთვის თავისი კუპრივით შავი თალები, გრძნობდა როგორ თრთოდა ნუცა, როგორ უკანკალებდა თლილი თითები -რას ნიშნავს შენი გამოსვლა?- თვალზე ობლად ჩამოგორებული ცრემლი სწრაფად მოიწმინდა -ეს შემოთავაზებაა, არანაირი გეგმები, არანაირი ტყუილი და დაპირისპირება -კი მაგრამ.. -არავითარი მაგრამ, მე მიყვარხარ შენ მოიგე ეს თამაში, აღარ მსურს მისი გაგრძელება-ოდნავ კატეგორიული იყო მამაკაცის ტონი. ნუცა ერთხანს გაშეშებული მიშტერებოდა კაცს, მერე ირონიულად ჩაიღიმა, ფეხზე გამარჯვებულის ღიმილით წამოიმართა, წელში გასწორდა და დაჟინებით მიაჩერდა კაცს -მაპატიემაგრამ მე შურისსაძიებლად დავბრუნდი ძვირფასო ქმარო, სასიყვარულო ინტრიგებისთვის არა. გიყვარვარ?ძალიან კარგი ეს შენი პრობლემაა ჩემი კი არა.-თეძოების რხევით, საცვლების ამარა დაძრა კარადისკენ, ერთ-ერთი უჯრიდან სათადარიგო გასაღები გამოიღო და თავდაჯერებულმა აუფრიალა მეუღლეს ცხვირწინ -ყოველთვის არსებობს გეგმა B! |
ტესტები
აქტიური მწერლები
აქტიური მწერლები
.:დღის აქტიური მკითხველი:.
თქვენი აზრით, ქალებისთვის, რა ასაკშია მიზანშეწონილი დაოჯახება?
ყველა გამოკ
.:შემოგვიერთდით FACEBOOK-ზე:.