მთვარის დღესასწაული( 1,2,3,4,5)
რას ნიშნავს იყო მამაკაცი ისეთ ქვეყანაში,როგორიც ედომიაა? 1.უნდა იყო კარგი წინამძღოლი ოჯახში. 2.კარგი მონადირე 3.კარგი მოჯირითე. 4.გქონდეს სტაბილური და კარგი სამსახური. 5.და,რაც ყველაზე მნიშვნელოვანია ედომიანელებისათვის- ყოველთვის დაიცვა ადათი. რაში მდგომარეობს ეს ადათი? დაქორწინდე მანამ ,სანამ 30 წელს გადაცილდები. დავუშვათ მამაკაცი ვერ,ან არ დაქორწინდა 30 წლამდე,რა ბედი ელის?მხოლოდ ორი,რამ -კარგავს სამსახურს და იკვეთება ოჯახიდან.ეს კი ედომიანელი მამაკაცისთვის სიკვდილის ტოლფასია.ქვეყანა,რომლის მოსახლეობა 1 მილიონს არ აჭარბებს,ასე ადგენს პრიორიტეტებს და ზრუნავს მოსახლეობის ზრდაზე.თუმცა ქალებთან უფრო რთულადაა საქმე,ამიტომ ლოგიკურად იბადება კითხვა- რას ნიშნავს იყო ქალი ედომიაში? 1.იყოს კარგი მზარეული. 2.ფლობდეს რაიმე ხელსაქმეს. 3.იყოს განათლებული,თუ დასაქმებულია მით უკეთესი. 4. და უმთავრესი- უნდა დაქორწინდეს არა უგვიანეს 25 წლამდე.და აქაც დაისმის კითხვა- რა მოხდება თუ ქალი არ ან ვერ გათხოვდება? მოკვდება.აი ასე უცბად,უმიზეზოდ და უმტკივნეულოდ.არსებობს სპეციალური პროფესია,რომლის წარმომადგენლებიც გაუთხოვარ ქალებს აძლევენ კაპსულებს და ისინიც მშვიდად გამოესალმებიან ასეთ ძვირფასს სიცოცხლეს.მიზანი? ისეთ ქვეყანას,რომელსაც ბიოლოგიური კრიზისი აქვს არ სჭირდება ურჩი და მოღალატე ქალები,რომლებიც არ ზრუნავენ ერის გამრავლებაზე და რეპროდუქციულად უსარგებლოა..პრინციპი შემდეგში მდგომარეობს- უნაყოფო ხე უნდა მოიჭრას. და მეც - ლალე სური ,ამ ზედმეტად მოწესრიგებული ქვეყნის შვილი ვარ.მე ,ჩემი მშობლები და ძმა ერთ პატარა ქალაქ ნაინში ვცხოვრობდით,მშვიდად,მოკრძალებულად და უხმაუროდ,მანამ სანამ ჩემმა ასაკმა არ მიაღწია 24 და ჩვენს ოჯახში განგაშის ზარმა არ ჩამოჰკრა.თუმცა ყველაფერი ასე უცბადაც არ მომხდარა. კარგი ოჯახი მყავს.თბილი,მშვიდი,შრომისმოყვარე.ნაინში საცხოვრებლად,რომ გადმოვედით სოფლიდან მაშინ მე 7 წლის ვიყავი, ჩემი ძმა ჯუდო კი 12 წლის.ჩვენი სახლი და უბანი მაშინვე მომეწონა,კოპწია სახლები სტანდარტულად ჩაწიკწიკებული მწკრივში სიმწვანეში ჩაფლულიყო.ყველას ორსართულიანი სახლი ედგა,მხოლოდ ფერები იყო სხვადასხვა.ჩემი სახლი ლურჯი იყო,რა ფერის სახლს არ შეხვდებოდით ჩვენს ქუჩაზე-იისფერი,ყვითელი,წითელი,სტაფილოსფერი,თუმცა მე ყველაზე მეტად მწვანე სახლი მომწონდა.სახლები ზურგით ერთმანეთისკენ იდგა,პარალელულ ქუჩაზე.მაგრამ მე მაინც გამორჩეულად მომწონდა.მხიბლავდა ამ სახლის ბინადარნი,განსაკუთრებით კი ფადი.ჩემი ძმის ტოლა იყო ზუსტად.ჩვენთან არასოდეს მოსულა ,თუმცა სახლის უკანა ფანჯრინად,ჩემი ოთახის ფანჯრიდან ყოველთვის შემეძლო გადამეხედა მის ეზოში,შემეჭყიტა მისი ოთახის ფანჯრებში და მეცქირა მისთვის.თავიდან გულუბრყვილოდ ,ბავშვურად მივეჯაჭვე.მხიბლავდა მისი მანერები,ღიმილი,თავშეკავება,ყოველთვის უფრო თავდაჯერებული და სერიოზული იყო ვიდრე მის ასაკს შეეფერებოდა.დამატყვევა.რაც დრო გადიოდა უმისოდ ვეღარ ვარსებობდი.მამჩნევდა? რათქმაუნდა კი,როგორ ვიყავი შემოსკუპული ჩემი ოთახის ფანჯრის რაფაზე და მას ვუყურებდი.მსუბუქად,ფრთხილად ჩაეღიმებოდა,თავს ოდნავ დამიკრავდა და ისევ გააგრძელებდა მის საქმეს.წლები მემატებოდა და მისი სიყვარულიც.მიუხედავად იმისა,რომ არც კი დავლაპარაკებივარ ამ დროის მანძილზე მე ის მთელი არსებით მიყვარდა.აბსურდულად გეჩვენებათ?არა,ასე არაა.მე მისი პიროვნება მხიბლავდა.საოცრად მზრუნველი და თავაზიანი იყო მშობლების და პატარაფის მიმართ.ხშირად ვხედავდი,როგორ ასუფთავებდა ეზოს და ალაგებდა მის ოთახს.უზომოდ უყვარდა ცხოველები,განსაკუთრებით კი მისი ძაღლი როკი.სკოლაში წარმატებული მოსწავლე იყო და სამსახურიც შესაფერისი იპოვა,არქიტექტორი გახდა.როცა 20 წელი შეუსრუდა ჩემი ტანჯვაც დაიწყო.ამ ასაკიდან ჩვენს ქვეყანაში მამაკაცს უფლება აქვს დაოჯახდეს.როგორც ზემოთ ავღნიშნე ასარჩევად 10 წელი აქვს.ქალს კი 18 წლიდან ეძლევა უფლება და მხოლოდ 25 წლის ჩათვლით,მაგრამ არჩევნის გარეშე.ქალს არ შეუძლია აირჩიოს,ინიციატორი იყოს.მას მხოლოდ ერთი უფლება აქვს,თუ მამაკაცი არ მოეწონება უარი თქვას.და აი ფადის შეუსრულდა 20 წელი მე კი ჯერ კიდევ 15 ვიყავი და უუფლებო,ის კი სრულუფლებიანი და ყოველწლიური მთვარის დღესასწაული ჩემთვის სიკვდილის ტოლფასი იყო.სწორედ ამ დღეს შეეძლო დაესახელებინა მამაკაცს ის გოგონა თუ,რომელი მოსწონდა და დალოდებოდა მის პასუხს. ზოგჯერ შეგრძნება მქონდა,რომ რაც უფრო მემატებოდა ასაკი, მით მეტად მგუდავდა და მარწუხებს მიჭერდა ყელზე ეს წესები და ტრადიციები. ახლაც კი სუნთქვა მიჭირს ,როცა ვიხსენებ ფადის პირველ მთვარის დღესასწაულს.ჯუდოსთვისაც პირველი იყო.თუმცა ამას ნაკლებად განვიცდიდი,ვიცოდით ვინც უყვარდა და ვის ხელსაც ითხოვდა.აი ფადი კი…..მთელი დღე მე და ზოი ჩემს ოთახში საწოლზე ფეხმორთხმული ვიჯექით და უხმოდ შევცქეროდით ერთმანეთს კარგა ხანს.ხან ხელისგულებს ჩამოვაყრდნობდი თავს და სასოწარკვეთილი თვალებით მივცქეროდი მეგობარს,ხან კი აკანკალებულ ხელებს ბარძაყებსა და მუხლისთავებზე სწრაფი მოძრაობით გადავისმევდი. -დამშვიდდი ლალე-თანაგრძნობით მომიჭირა ხელი თითებზე. - არ შემიძლია- დაბნეული უმისამართოდ ვაცეცებდი თვალებს. -შენ ხომ ძლიერი გოგო ხარ?შემოუძახე ახლა თავს და გამოფხიზლდი თუ გინდა დედაშენმა და მამაშენმა ასეთი დაგინახონ,რომ დაბრუნდებიან? - მოდი წავიდეთ- უცებ წამოვიყვირე და საწოლიდან წამოვფრინდი. - გაგიჟდი?-მკლავში მწვდა- იქ ჩვენი მისვლა არ შეიძლება,დაგვსჯიან. - გული გამისკდება ზოი- ცრემლებმა თავისით გამოიკვალეს გზა ჩემს ღაწვებზე- აირჩევს ან არ აირჩევს ჩემთვის მაინც ტანჯვა იქნება. - დამშვიდდი,იქნებ არ აირჩიოს- თავადაც ხვდებოდა ,რომ ფუჭად მაიმედებდა. მთელი საღამო მისი ფანჯრების ცქერაში გავიყვანე.სუნთქვა შეკრული,მინაზე აკანკალებული ხელები მივადე და ველოდი ,როდის აინთებოდა შუქი. ღამის 10 საათი სრულდებოდა,რომ დაბრუნდა.ფანჯრები ფართოდ გამოაღო,შუქი ჩააქრო და გაუხდელად გადაწვა საწოლზე. დღეს მეტის იმედი აღარ უნდა მქონოდა,ემოციურად გამოფიტულს იქვე ფანჯრის რაფაზე თავი ჩამოვდე და დამეძინა. ჰო თქვენთვის ერთი მთავარი სამოქალაქო წესის თქმა დამავიწყდა- 10 საათიდან დილის 7- მდე კომენდატის საათი მოქმედებს.ამ დროს ქვეყანა არსებობას წყვეტს,ერთბაშად ქვავდება და იყინება, თითქოს კვების წყაროდან გამოთიშეს.ფანჯრიდან გახედვის მეშინოდა ყოველთის ამ საათებში,შიში მიპყრობდა,მზაფრავდა მომაკვდავი ქუჩები.თუ ვინმე გაბედავდა გასვლას და ამის მოწმე ვინმე აღმოჩნდებოდა სასჯელი 30 დღით პატიმრობა იყო.ეს კი დამერწმუნებით სულაც არაა სახარბიელო მდგომარეობა. მეორე დღეს სასიხარულო ამბავი გავიგე,ჩემს ძამიკოს მალიკასთვის ხელი უთხოვია,ამ დილით კი დადებითი პასუხი მიიღო.სახლი სიხარულმა და ბედნიერებამ მოიცვა.მალიკა ყველას მოგვწონდა სახლში. ინტერესით ვკვდებოდი,ისე მინდოდა გამეგო თუ რა და როგორ ხდებოდა მთვარის დღესასწაულზე მაგრამ,ეს ხელმიუწვდომელი და ამოუცნობი რჩებოდა მათთვის ვინც შესაფერისი ასაკის არ იყო,ანუ მე.თუმცა სამი წლის შემდეგ საკუთარი თვალით ვნახე ყველაფერი,ამას მოგვიანებით,ქვემოთ მოგიყვებით. -როგორ მიხარია ძამიკო შენი ამბავი- დავინახე თუ არა მაშინვე მისკენ გავექანე და ყელზე ჩამოვეკიდე,უზომოდ მიყვარდა ჩემი ჯუდო.დედა სულ აღნიშნავს,რომ მე ყველაფერში უზომო ვარ- სიყვარულში,სიხარულში,ტირილში და ა.შ. - ჩემი გიჟი დაიკო- მხიარულად შემომძახა და ორი თითი ცხვირზე მომიჭირა,მერე კი მკლავები შემომხვია და გულში მჭიდროდ ჩამიკრა. -ამ წლის მთვარის დღესასწაულის ყველაზე ლამაზი წყვილი იქნებით- ისევ მის მკერდზე მიყრდნობილი ზემოთ ავცქეროდი,მინდოდა მისი ყველა ემოცია დამენახა,ისეთი ბედნიერი იყო ,სიხარულს ასხივებდა. - ვნახოთ- მშვიდად თქვა და დივანზე ჩამოჯდა,მეც თან გამიყოლა. - რატომ ვნახოთ,სხვა ბიჭებმაც გააკეთეს გუშინ არჩევანი? - კითხვის დასმისთანავე გულმა გამალებით იწყო ცემა,კბილები ერთმანეთს მაგრამ დავაჭირე,რომ ჩემი ემოციური მღელვარება და კანკალი ჯუდოს არ შეემჩნია. - რათქმაუნდა- არხეინად თქვა და ყავა მოსვა. - მე ვიცნობ,რომელიმეს?- ხმა სულ გამეპარა,ტირილნარევი ხმით ამოვილუღლუღე. - შენ?- წამით ჩაფიქრდა,თვალები ოდნავ მოჭუტა,გონებაში ალბათ ყველა ის მამაკაცი გაიხსენა ვინც გუშინ იყო- არა შენ არ იცნობ მგონი არცერთს. - აი ჩვენი მეზობელი,რომ არის პარალელულ ქუჩაზე,ჩვენი სახლის უკან- ხმის კანკალით დავიწყე. - ვინ ფადი?- წამეშველა - ჰო ფადი,მგონი იმასაც წელს შეუსრულდა 20 წელი,ისიც იქნებოდა. - კი,კი,როგორ არა ისიც იყო- გემრიელად გადაუშვა სტომაქში არომატული სითხე და ნებისად მილულა თვალები,აშკარად ვერ ამჩნევს ჩემს ემოციებს,კიდევ კარგი,თორემ დავიღუპებოდი. - და….მან არ აირჩია…?- როგორც იქნა ამოვთქვი. - ფადიმ?ვინ უნდა აერჩია,საერთოდ გაიხედა გოგოებისკენ?- გაეღიმა და ფეხზე წამოდგა- რა ცნობისმოყვარე ხარ ლალე,წავედი სამსახურში მაგვიანდება- თმები მსუბუქად ამიჩეჩა და სამზარეულოდან გავიდა. მე გაუნძრევლად ვიჯექი დივანზე ისევ იმ პოზაში და სახეზე ერთდროულად უამრავი ემოცია მეწერა- დაბნეულობა,სიხარული,ტკივილი,გაკვირვება.მხოლოდ დედის ხმამ დამაბრუნა რეალობაში,უაზროდ დავუქნიე თავი და ფრატუნით ავედი ჩემს ოთახაში.სარკეს ნელი ნაბიჯით მივუახლოვდი,ორივე ლოყა ხელისგულებში მოვიქციე,რამოდენიმე ხანი ასე მივშტერებოდი ჩემს გამოსახულებას,მერე კი…. ცრემლები წამომივიდა.ბედნიერი ვიყავი,უიმედოდ,უპასუხოდ ,მაგრამ მაინც ბედნიერი. ტკბილად მახსენდება ჩემი ძმის ქორწილი,ამის წერისას ჯერ მომინდა,რომ ყველა საქორწილო წესჩვეულება დამეწერა ჯუდოსა და მალიკას ქორწილის მიხედვით მაგრამ მერე გადავიფიქრე,მგონი ეს ყველაფერი ჩემი ქორწილის მიხედვით,რომ გადმოქცეთ უფრო საინტერესო იქნება,ეს დღე კი ჩემს ცხოვრებაში ამ დღიდან 10 წლის შემდეგ დადგა.თუმცა არ გასულა ეს ათი წელი სწრაფად,ეს იყო მტკივნეული 9 წელი,პირველი სამი წელი იმედით ვიტანჯებოდი,იმ იმედით,რომ მეც შემისრულდებოდა18 წელი და იქნებ მე ავერჩიე,რადგან ყოველი მთვარის დღესასწაული მისი არჩევნის გარეშე მთავრდებოდა,ხოლო მომდევნო 7 წელი უფრო მტკივნეული,უიმედო და მტანჯველი იყო,რადგან მე უკვე დავდიოდი ამ დღესასწაულზე,ისიც,მაგრამ ფადი არც სხვას ირჩევდა და არც მე.ყველაზე დიდი დარტყმა ჩემმა პირველმა დღესასწაულმა მომაყენა.ისე ვემზადებოდი,ისეთი იმედებით სავსე წავედი… საგანგებოდ გამომპრანჭა დედამ,მეცვა ტრადიციული გრძელი კაბა მუქი მწვანე ფერის,მაღალი წელით და თეძოდან დაშვებული.ზემოთ კი თეთრი პერანგი გრძელი მკლავით და მაღალი მანჟეტით,მკერდზე სამი ღილით შეკრული.ოდნავ ხვეული წაბლისფერ თმაში პატარა ყვავილები ჩავიმაგრე და გავიშალე. -ფერიას გავხარ ჩემო ლამაზო- დედა ბედნიერი და თვალცრემლიანი მათვალიერებდა,მამა კი ჩუმად იდგა, თუმცა ვიცოდი ისიც იგივეს ფიქრობდა. მხოლოდ მე,მამა და დედა წავედით,ამ დროისთვის ჯუდოს და მალიკას უკვე ორი გოგონა ჰყავდათ და ბავშვებით ვერ წამოვიდოდნენ. ქალაქის ცენტრში იყო საკმაოდ დიდი შენობა,რომელსაც უზარმაზარი კედლები ჰქონდა გარსს შემორტმული,ამ კედლებში კი სხვადასხვა ზომის და ფორმის ფანჯრები იყო ამოჭრილი,ერთი შეხედვით გეგონებოდათ ,რომ ვიღაცამ ეს ყველაფერი ბრმად გააკეთა,მაგრამ თუ ცოტა ყურადღებას დაუთმობდი შეამჩნევდი,რონ ყველა დეტალი უნიკალური,განსაკუთრებული და ლამაზი იყო.ყოველთვის მაინტერესებდა შიგნით შემეჭყიტა მაგრამ ეს 18 წლამდე აკრძალული მქონდა.და აი ეს დღეც დადგა.ხარბად ვათვალიერებდი არემარეს.სასიამოვნო მზიანი დღე იყო.ამ შენობის კარი გულის ფორმის იყო.რა სიმბოლურია. -შვილო ხანდახან ძირსაც დაიხედე არაფერს დაეჯახო- მამაჩემმა ღიმილით გადმომილაპარაკა და ხელკავი გამომდო,რომ არ წავქცეულიყავი.შიგნიდან სასიამოვნო ჰანგები ისმოდა,ვიოლინასა და პიანინოს ხმები ერთმანეთს ჰარმონიულად ერწყმოდნენ.ყველაფერი ბრწყინავდა ირგვლივ,შიგნითა სივრცი არ იყო გადახურული,სამაგიეროთ სიმწვანეში იყო ჩაფლული,ფაქტიურად ხელოვნური ბაღნარი ყოფილა აქ გაშენებული,ხეების ჩრდილ ქვეშ ძელსკამები მოჩუწურთმებული საზურგეებით,ცოცხალი ორკესტრი შემაღლებულ ადგილზე ისხდნენ,ყველა კუთხიდან დაინახავდი მათ.ერთ მხარეს სამ მწკრივად ჩალაგებული მაგიდები იდგა,უამრავი ნაირნაირი ტკბილეულით თუ კერძით დახუნძლული,ნებისმიერს შეეძლო მისულიყო და აეღო ის ,რაც მოესურვებოდა.იქვე იყო პატარა მაგიდები სკამებით,ზოგი მაგიდა ორ კაციანი იყო ზოგიც ოთხიანი ან მეტი.,ჩემები გზადაგზა ნაცნობებს ხვდებოდნენ და ესალმებოდნენ.მეც უკვე სახლში კარგად ნამეცადინები ყველას თავაზიანად ვესალმებოდი და თავს ვუკრავდი,ესენი ხომ,როგორც დედა იტყოდა ჩემი პოტენციური სადედამთილო და სამამათილონი იყვნენ. ზოგ მამაკაცს უკვე აერჩია გოგონა,ისხდენ,მაგიდასთან,ან ძელსკამზე,ან სეირნობდნენ.ჯერ კიდევ ასარჩევი გოგონები ან მშობლების გვერდით იყვნენ ან ნაცნობ გოგონებთან ერთად,ასე იყვნენ ბიჭებიც.ზოი დღეს არ იყო,ის ჯერ მხოლოდ 17 წლისაა,ასე,რომ მე მშობლების გვერდით ვარჩიე ყოფნა. დავჯექით თუ არა მაშინვე ფადის დავუწყე თვალებით ძებნა.ეს ჩემს ცხოვრებაში პირველად ხდებოდა.მე შანსი მქონდა ავერჩიე მას ვინც საკუთარ თავზე მეტად მიყვარდა.დავინახე კიდეც,დახლზე მიყრდნობილი სხვა მამაკაცს მშვიდად ,ესაუბრებოდა.ეს მისი სტილი იყო.მე ხომ მას ზედმიწევნით ვიცნობდი.მუქი ლურჯი შარვალ-კოსტუმი და თეთრი პერანგი ძალიან უხდებოდა,მის სიმაღლეს და ტანადობას კიდევ უფრო კვეთავდა. სიხარულისაგან შინაგანად ავდუღდი,ასეთი,რამ მხოლოდ მისი დანახვისას მემართებოდა,მაგიდაზე მდგარ წყლიან ჭიქას ხელი დავავლე და ერთიანად დავლიე ამოუსუნთქვად. -ლალე ცოტა ნაზად და მოკრძალებულად,უამრავი თვალი გიყურებს-ღიმილით გადმომილაპარაკა დედამ და გვედით მაგიდაზე მსხდომ ოჯახს,რომლებიც გაოცებულნი მიყურებდნენ თავაზიანად გაუღიმა. მაშინვე მხრებში გავიშალე და საზურგეს მივეყრდენი.ისევ ინტერესით მოვავლე თვალი გარემოს,ყველაფერი ისე იყო შექმნილი და მოწესრიგებული,რომ ახალგაზრდებს აქ თავი კომფორტულად და ლაღად ეგრძნოთ. -ოღონდ ეს არა- ბრაზით ჩავიდუდღუნე და სუფრის ბოლოს დავუწყე წვალება.ჩვენსკენ ჩემი ძმის მსუქანი და წითული კლასელი ბორა მოდიოდა ოჯახთან ერთად,ჯერ კიდევ 15 ნაბიჯი აშორებდათ ჩვენს მაგიდას მაგრამ ისე იკრიჭებოდნენ მთელი შემადგენლობით,რომ იმის წარმოდგენამაც თუ რა მიზანი ამოძრავებდათ ლამის გული ამირია. დედამ და მამამ თავანზიანად მიიღეს,მეც,რა ძალა იყო.ათას სულელურ ყოველდღიურობაზე ისაუბრეს,მე არ ჩავერთე,მხოლოდ ვიღიმოდი.ჩემი გონება და გული მხოლოდ ფადის დასტრიალებდა,როგორც კი დავინახავდი,რომ ვინმე გოგონა მიუახლოვდებოდა მაშინვე ემოციური კანკალი მეწყებოდა შინაგანად სიბრაზისაგან.არც იმდენი გამბედაობა მეყო,რომ მივსულიყავი და გამეცნო,არ შემეძლო. ბეჭებში ფართოდ გაშლილს შარვლის ჯიბეებში ჩაეწყო ხელები,ერთ ღილზე შეკრული კოსტუმი ლამაზად გადაფენოდა მაჯებზე,მოსაუბრეს სერიოზული სახით უსმენდა,თვალს არ აცილებდა და შიგადაშიგ თავს მსუბუქად უკრავდა.მხოლოდ ამდენ ხალხში მე ამოვიკითხე მის თვალებში და სახეზე,რომ მხოლოდ თავაზიანობა აკავებდა ამ კაცთან და ზრდილობისათვის უსმენდა.მისი ყოველი მიმიკა,მანერა თუ მოქმედება ჩემთვის ლექსიკონივით იყო.შემეძლო მეთარგმნა ზუსტად ის ,რა მნიშნველობასაც ატარებდა სინამდვილეში.მხოლოდ,როცა მე მეხებოდა საქმე აი მაშინ ვერ ვხვდებიდი და ვერ ვთარგმნიდი ვერაფერს,საერთოდ ვერაფერს. -იცი ესთერ ჩემმა ბიჭმა წინა კვირაში დოღში გაიმარჯვა- თავმომწონედ გაიჯგიმა მხრებში ბორას დედა დედაჩემის წინაშე და ირიბად გამომხედა,ალბათ ჩემზე შთაბეჭდილების მოხდენა სურდა.მე კიდე წარმოვიდგინე გონებაში ოფლად დაღვრილი და გასავათებული ცხენი როგორ მოარბენინებს ცომივით გაფუებულ და აქოშინებულ ,ლოყებაბრაწულ ბორას ფინიშისკენ და სიცილი წამსკდა.იმ წამსვე ვინანე,ხუთი მრისხანე წყვილი თვალი სასიკვდილოდ მბურღავდა. - წარმოვიდგინე,როგორი ბედნიერები და გახარებულები იყავით იმ მომენტში და მეც გამეღიმა- რაღაც სისულელე მოვხლართე. ამათი ატანა მეტი აღარ შემეძლო,ბოდიში მოვიხადე და წასასვლელად საპირფარეშო მოვიმიზეზე,თან მსურდა ფადის ახლოს გამევლო,რომ შევემჩნიე.თუმცა უშედეგოდ,წამითაც არ გამოუხედავს მთელი საღამო ჩემსკენ. შემდეგ კი ყველაზე უცნაური რამ მოხდა.ყველა გოგონა შეგვკრიბეს ერთ დიდ ოთახში და გვიბრძანებს მწკრივში ჩავმდგარიყავით.გაოცებული ვადევნებდი მოვლენებს თვალს.დედას ამის შესახებ არაფერი უთქვამს წინასწარ,რამოდენიმე გოგონა დავინახე ჩემსავით დაბნეული იყურებოდა.გოგონების რიგი დიდი წითელ კართან მთავრდებოდა.სათითაოდ შედიოდნენ,თუმცა უკან არავინ გამოდიოდა,როგორც ჩანს სხვა გასასვლელი იყო.საშინელი გაურკვებლობის გრძნობას ერთიანად დამძაბა და დამთრგუნა.ვერ ვისვენებდი,ვწრიალებდი.მძულს ასეთი სიურპრიზები და იდუმალება.ხომ შეიძლება აქაც ისე უყვარდეთ და ქმნიდნენ ოჯახებს,როგორხ სხვა ქვეყნებში?გოგონების უმეტესობა მშვიდად იდგა და ელოდა საკუთარ რიგს.როგორც ჩანს მათთვის ეს ყოველწლიური რუტინა იყო.და აი ჩემი რიგიც მოვიდა.კარი აკანკალებული ხელით შევაღე და შეშინებულა მხოლოდ თავი შევყავი შიგნით. -მობრძანდით- სანდომიანად გამიღიმა შუა ოთახში მაგიდასთან მჯდომმა თეთრ ხალათში გამოწყობილმა ქალმა.მეც შევედი და იქვე კარებს ავეტუზე. -როგორც ჩანს პირველი წელია,გისურვებ უკანასკნელი ყოფილიყოს,მოდი უფრო ახლოს...მოდი,მოდი თამამად- შემაგულიანა. მეც ისე ახლოს მივედი,რომ მაგიდას ორი ნაბიჯი მაშორებდა. -ახლა კი გაიხადე -რა?- გაოცებულმა მივაშტერდი,მეგონა მომესმა. - გაიხადე საყვარელო. -რატომ?-მიზეზის არსს ვერ ჩავწვდი. -უნდა შეგამოწმო. -რაზე? რატომ?- მაინც ვერ მოვედი აზრზე აქ რა ხდებოდა. -უნდა გაიხადო აბსოლუტურად ყველაფერი,მე კი შეგამოწმებ თმის ღერიდან ფეხის ფრჩხილამდე,რომ გავიგო რამდენად ჯამრთელი და რეპროდუქციული ხარ-დამაკვალიანა. -დამცინით?- ეს ბოდვა იმდენად აბსურდული იყო მინდოდა გამეცინა,მაგრამ ექთანი ისეთი სერიოზული სახით მიყურებდა,რომ გადავიფიქრე. -მესმის თვენი,პირველ ჯერზე ასეთი რეაქციები ბუნებრივია,კარგი ავა საქმეს შევუდგეთ. ღრმად ჩავისინთქე და გახდა დავიწყე.დედიშობილა ხელებს ერთს მკერდზე და მეორეს სასირცხვო ადგილზე ვიფარებდი. -ხელები ჩამოუშვი- შევასრულე. ახლოს მოვიდა,ჯერ წრე დამარტყა,მერე ამათვალჩამათვალიერა,თითებით მკერდი და საჯდომი მომისინჯა და ისევ მის მაგიდას მიუბრუნდა. -ქრონიკული დაავადება ხომ არ გაქვს? - არა. -რაიმე წამლებს ხომ არ ღებულობ რეგულარულად? -არა. - მკერდი რაზომა გაქვს? - 3 -ციკლი რა ასაკში დაგეწყო? -ისა...მეუხერხულება უკვე ასეთი კითხვები,რა საჭიროა ეს ყველაფერი?-მოთმინების ფიალა ამევსო. -თუ დღეს ვინმემ აგირჩია,ბიჭის მშობლები შენს მონაცემებს მოითხოვენ,ეს ანკეტა კი შენს გათხოვებაში გადამწყვეტ,როლს თამაშობს. --როგორც ცხოველი? სიბრაზემ სახეზე ამომასხა და ალმური წამიკიდა,მრისხანებამ ზამბარასავით დამჭიმა. - არა,როგორც რეპროდუქციულად ვარგისი. -სასაცილოა- დავიფრუტუნე და ხელი ავიქნიე. - მეამბოხეები ქვეყანას არ ჭირდება,აბა როდის დაგეწყო ციკლი? -მივხვდი,რომ ზედმეტი.მომივიდა,თუ ენას კბილს არ დავაჭერდი ცენზურა ყველგან მუშაობდა. - 13 წლისას. -აი აქ მოაწერე ხელი,ჩაიცვი და უკანა კარით ისევ ბაღში მოხვდები. ხმა აღარ ამომიღია,ხელი მოვაწერე,სწრაფად ჩავიცვი და სასწრაფოდ დავტოვე იქაურობა.უკვე სული მეხუთებოდა.საშინლად ვიყავი გაბრაზებული მშობლებზე.რატომ არ გამაფრთხილეს? ან რატომ მაინც და მაინც გოგოდ გამაჩინეს?ან რაღა აქ დავიბადე? სულელური კითხვები მოსვენებას მიკარგავდნენ,მაგრამ ახლა აქ არაფრის გამომჟღავნება არ შეიძლებოდა.სახეზე ფამილიარული ღიმილი ავიკარი და გეზი ჩემებისკენ ავიღე. ერთი სული მქონდა,როდის მივიდოდი სახლში და ზოის ამ ყველაფერს მოვუყვებოდი.უკვე აღარ მინდოდა აქ.მე არავინ მინდოდა ფადი კი ზედაც არ მიყურებდა. ჩემს მშობლებთან ახლა ახალი “ სარფიანი პარტია” ჩამომსხდარიყო.როგორ მინდოდა ახლა დამეყვირა,რომ მე არავინ მინდოდა ფადის გარდა,მაგრამ…. მთელი საღამო ასეთი “ სარფიანი პარტიების” მისალმებაში და გამასპინძლებაში გავატარეთ.8 საათი შესრულდა თუ არა სცენაზე ჩვენი ქალაქის მერი ითრო აგაგელი გამოგორდა სრული ამ სიტყვის მნიშნელობით. -მივესალმები ნაინის მოსახლეობას,განსაკუთრებით კი ჩვენს მომავალს,ახალგაზრდებს-ცერემონიალურად მოატარა გაშლილი ხელი სივრცეში.ყველა სმენად იქცა. -მიხარია,რომ დღეს მამაკაცთა უმეტესობად არჩევანი გააკეთა.ახლა კი ხმამაღლა წავიკითხავ მათ სახელსა და გვარს და მიაი რჩეულის სახელსა და გვარს. გული გადამიქანდა.ახლა,რომ ფადის სახელი სხვა გოგონასთან ერთად ამოიკითხოს აქვე გავთავდები და მოვკვდები.მუხლები ამიკანკალდა,ხელში თითქოს მარწუხები მიჭერდა,დაძაბულობისაგან თავბრუ დამეხვა და იქნვე მაგიდასთან ჩამოვჯექი,იდაყვებით მის ზედაპირს ჩამოვეყრდნე და თავი ხელებში ჩავრგე.სმენად ვიქეცი. ერთი,ორი,სამი,შვიდი,გული ლამის ამოხტა მკერდიდან.სია დამთავრდა და მადლობა უფალს ფადი ნავე არ ამოუკითხიათ.შვებით ამოვისუნთქე. -როგორ გაგიმართლა შვილო- დედაჩემი მხრებზე ჩამფრენოდა და მსუბუქად მარხევდა,თან ბედნიერი მამაჩემს შესციცინებდა. - რა ხდება?- დაბნეულმა ავხედე. -ორმა მამაკაცმა ითხოვა შენი ხელი- სიხარულისაგან ტუჩებს თავს ვერ უყრიდა. -ვინ?- თავზარი დამეცა. - ბორამ და დანიმ. არაფერი მიპასუხნია,მაშინვე ფადია დავუწყე თვალებით ძებნა,მაგრამ არსად ჩანდა. სახლში ცხრა ხდებოდა,რომ.მივედით.დედაჩემი მთელი გზა ემოციებში იყო არარსებული მომავლის გეგმებს სახავდა ჩემს უკითხავად. არავის და არაფრის თავი არ მქონდა,ემოციურად საშინლად გამოფიტული ავლასლასდი ჩემს ოთახაში და დავიძინე. ჰოოოო,საკმაოდ დიდი შოკი მიიღო ჩემმა ოჯახმა,როცა მეორე დილით ორივე შეთავაზებაზე უარი განვაცხადე.ბევრს ეცადნენ გადამეფიქრებინა,მაგრამ ამის უფლება მაინც მქონდა და მეც ზედმიწევნიდ ვიყენებდი.სიკვდილი მერჩივნა ფადის გარეშე არასებობას,ან მას გავყვებოდი ცოლად ან არავის.ამ გადაწყვეტილებას არასოდეს შევცვლიდი,მზად ვიყავი,არ მეშინოდა. ვერავის ვუმხელდი ზოის გარდა,რომ მე უფადობა არ შემეძლო.როგორც ხე ფოთლის გარეშე,გემი აფრების გარეშე,სხეული გულის გარეშე იგივე იყო რაც მე ფადის გარეშე. მე მისით ვიყავი შეპყრობილი. დედაჩემი პოზიციებს არ თმობდა,მთელი დღე ტვინს მიბურღავდა,დღის ბოლოს კი ფარხმალი დაყარა,მიხვდა,რომ ნათქვამს არ გადავიდოდი და შემეშვა. ზოის მეორე დღესვე მისხალმისხალ მოვუყევი ყველაფერი,ნეტა მისი სახე გენახათ,როცა “ ტექ- დათვალიერების” შესახებ ვუამბობდი. -რა მეშველება,ვერ გავთხოვდები,მე რომ პატარა მკერდი მაქვს?- მეგონა მთელ ამ პროცესს გააპროტესტებდა ამან კიდე მკერდიო. -მანამ გაგეზრდება კიდე,ნუ გეშინია- დავაიმედე. თუმცა სულ ტყუილად ნერვიულობდა,პირველივე მთვარის დღესასწაულზე გათხოვდა. მართალია იმდენი დრო აღარ ჰქონდა ჩემთვის,რაც ადრე მაგრამ ისევ საუკეთესო მეგობრები ვიყავით. მომდევნო ორი წელი აი ასეთი იყო,მე მირჩევნდენ,ოღონდ სხვები,მე ყველას უარს ვეუბნებოდი,მერე სახლში ომი იწყებოდა ერთ კვირიანი.ფადი არავის ირჩევდა,არც მე.არც მიყურებდა.ყველაფერი გაყინული იყო. მერე? მერე იყო გაუჩინარება.იმ საღამოსვე ვიგრძენი უმისობა.მთელი დღე ვწრიალებდი,ვერ მოვისვენე,მალიმალ მისი ფანჯრებისკენ მეჭირა თვალი.იმ ღამით არ აინთო შუქი.გულმა რეჩხი მიყო.მეორე დღეს ასე დაღამდა,მესამეც,უკვე პანიკა დამეწყო.სახლში ყველა იყო მის გარდა. მერე კი გავიგეთ სხვა ქალაქში გადასულიყო,ცა ჩამომექცა.რამდენი კვირა ფანჯრის რაფაზე ჩამოყრდნობილს მეძინა,იმის მოლოდინით,რომ ვაითუ მოვიდეს და მე გამომრჩესთქო. მერე? მერე დეპრესია,თვითგვემა,უიმედობა,უსუსურობა,სიკვდილის სურვილი,სურვილი,რომ მალე მოსულიყო ჩემი ოცდამეხუთე დაბადების დღე. და მოვიდა კიდეც.ჩემი ოჯახი პანიკაში იყო,წელს ბოლო შანსი მქონდა.უკვე აღარც ბევრი მთხოვნელი მყავდა,რადგან ყოველ წელს ყველას უარით ვისტუმრებდი.დედა დღედაღამ ტიროდა და ცდილობდა დავერწმუნე კონკრეტული არჩევნის გაკეთებაში.ჩემთვის სულერთი იყო,მანამ სანამ ერთ საღამოს,ჩვეულებისამებრ რაფაზე შემომჯდარმა ნანატრი შუქი არ დავინახე საყვარელი ადამიანის ოთახიდან.მოულოდნელი ემოციისაგან და სიხარულისაგან იმხელაზე შევხტი,რომ რაფიდან პირდაპირ იატაკზე მოვადინე ზღართანი.ტკიპასავით ავეკარი ფანჯრის მინას,ბედნიერებისაგან მაკანკალებდა,მართალია ვერ ვხედავდი მაგრამ მისი სილუეტი ფარდიდან კარგად იკვეთებოდა.მე მას მილიარდში გამოვარჩევ.ვერ გავუძელი ამდენ სიხარულს და ბედნიერებისგან ავტირდი.ორივე ხელი ტუჩებთან შევკარი და წინ და უკან შეუჩერებლად დავდიოდი მთელს ოთახში.ჩუმად ვბუტბუტებდი ყველა იმ ლამაზ და მოსაფერებელ სიტყვებს,რაც მისთვის მემეტედობა.საერთოდ არ მეძინა იმ ღამით.ან რა დამაძინებდა.ახლა ზუსტად ვიცოდი,თუ დავიძინებდი,მისი ადგომა გამომრჩებოდა,მისი ნახვა დამიგვიანდებოდა.მთელი ღამე ერთგულად ვიჯექი რაფაზე და ველოდი,ველოდი და ველოდი. რვა ხდებოდა მისი აივნის ფარდები,რომ შეირხა.ის იყო.აივნის კარის სახელური ძლიერად ჩამოსწია და ფეხი გამოდგა.და ეს კიდევ ერთი ძლიერი დარტყმა იყო ჩემთვის.ეს არ იყო ფეხი,ეს იყო რკინის კონსტრუქცია მარჯვენა ფეხის მუხლის დაბლა.შიშისგან და მოულოდნელობისაგან,პირზე ხელი ავიფარე და ავქვითინდი. როცა გიყვარს საკუთარ ტკივილზე აუტანელი საყვარელი ადამიანის ტკივილია.იმდენად დიდი იყო მოულოდნელობა ნანახის და აღქმა,რომ მუხლები მომეკვეთა და იატაკზე მოწყვეტით დავეცი,მუხლისთავებზე მჭიდროდ მოვიჭირე თიტები,მინოდა მეც მტკენოდა,მინდოდა მეც მეგრძნო ის ტანჯვა ,რასაც ის განიცდიდა.ცრემლებმა უმალ გამოიკვლიეს გზა ღაწვებზე,მდინარესავით ჩამოედინებოდა,წყალუხვი მდინარესავით,რომ შიგნით ჩავმხვრჩვალიყავი,ჩემს განცდები,ემოციებში და ტანჯვაში.სახე გაფითრებული შევცქეროდი ჩემს თავს სარკეში და ვხედავდი,რომ იმდენადდიდი იყო ემოციური შოკი,რომ სახეზე არანაირი ემოცია თუ ჰგანცდა არ მეწერა,უბრალოდ იმ წამს დავცარიელდი.ცოტა ხნის მერე გაჭირვებით ავზიდე ტომარასავით დამძიმებული სხეული და შიშით გავაპარე თვალები ფანჯრისკენ,თითქოს ველოდი,რომ ის რაც პირველად დავინახე სიხარულის და ემოციებისგან დაბინდული თვალთა აღქმა იყო და ახლა ყველაფერს ნათლად დავინახავდი,მაგრამ შევცდი,ფადი ბამბუკის სკამზე მოკალათებულიყო და მტკივანი ფეხი მოაჯირის შემაღლებულ რიკულზე შემოედო.შემაბარბაცა,ერთბაშად ღებინების შეგრძნება და სიბნელე მომაწვა ყელსა და თვალში,კანკალით ჩამოვუსვი მინას ხელი,თითქოს მას მოვეფერე ასე ნანატრ თმებზე და ლოყაზე. -რატომ?როგორ?ვინ?სად?-გონება ქაოსმა მოიცვა,მალევე მინდოდა გამეგო მისი ამბავი,მაგრამ აბა როგორ შევძლებდი ამას.ჩვენთან თითქოს დემოკრატიაა,მაგრამ სინამდვილეში პატრიარქატია გამეფებული,აქ სიტყვას მამაკაცი იწყებს და წერტილ და მძიმესაც ის სვამს. იცით,რას გავს ედომია? ადამიანს,რომელსაც ორი ხელი ტანსაცმელი აქვს,ერთი საგარეო-ძვირფასი,ხარისხიანი და ლამაზი,ხოლო მეორე-ძველი,გაცრეცილი და დალაქავებული.როცა საქმე საგარეო პოლიტიკას ეხება ედომია იცმევს ძვირფასს ტანსაცმელს,რომ გარეშე მყოფზე კარგი შთაბეჭდილება მოახდინოს,ხოლო,როცა საქმე საშინაო პოლიტიკას და ყოფას ეხება ედომია იმოსება გაცრეცილი,დალაქავებული და ძველი ტანსაცმლით,თითქოს სახლში შემოსვლისას იხდის პალტოს და საკიდზე კიდებს ახალს და იცმევს ძველს.სწორედ ეს ორსახოვნება ღუპავს აქაურებს,ანადგურებს და ფიტავს. ამ და კიდევ უამრავი წვრილმანის გარდა მე უბრალოდ არ შემიძ₾ია ხელში დავიჭირო ტკბილეული ან თაიგული,მის კარზე მივაკაკუნო და თუნდაც , როგორც კეთილმოსურნე მეზობელმა მოვიკითხო მისი ჯამრთელობა.ეს იმიტომ,რომ მე ქალი ვარ. სწორედ ამიტომ გამეფანტა ხელიდან ეს წლები,რომლებიც ფადის გარეშემ ჩაირა.რამდენჯერ მინატრია მთები გადამეტრიალებინა,ყველა უფსკრუსა და გამოქვაბულში შემეჭყიტა,ფეხით მომევლო ყველა კუთხე კუნჭული და მეპოვნა,მაგრამ ჩვენთან ხომ ქალს არაფერში არ შეუძლია ინიციატორი იყოს,პასუხისმგებლობა რამე საქმეში საკუთარ თავზე აიღოს და თუ მაინც გადაწყვეტს ამის კეთებას მან ნებართვა მისი ოჯახის უხუცესი მამაკაციდან უნდა აიღოს.აბა მე როგორ ამეღო ნებართვა მამისგან?რა უნდა მომეყვანა არგუმენტად თუ რატომ მივდიოდი?რატომ მინდოდა ფადის პოვნა?თვითნებოდა ,ხომ მძიმე ცოდვაა და მეოთხე დადასტურებულ ფაქტზე სიკვდილით ისჯება? ჩემს თავს არ ვდარდობდი,განა ჰქონდა აზრი მას ძვირფასი მამაკაცის გარეშე?მაგამ ჩემს უკან ჩემი ოჯახი იდგა. ახლა კი ვუყურებ მას და ამდენი წლის ნაგროვები ემოციები ყელში ბურთივით მეჩხირება,შინაგანად ვდუღვა და ვერ ვხვდები რომელი ემოციაა მართებული ახლა და განა ასეთ დროს ემოციებს გააჩნია მართებულობა? ის ზის მშვიდად,თვალებდახუჭული,თავი ოდნავ უკან გადაეწია და სახელს დილის მზეს აფიცხებდა.ძალიან ლამაზი იყო ჩემი ფადი.სწორი ცხვირი,ოდნავ წამოწეული ყვრიმალები,საშუალო ზომის ტუჩები,ხორბლისფერი კანი,თმა ყოველთვის მარჯვნივ საგულდაგულოდ გადავარცხნილი.იჯდა თვალებ მილულული და მზეს უღიმოდა. რეალობაში ჩემს ოტახში გრიგალივით შემოჭრილმა ძმისშვილებმა დამაბრუნეს.თითქოს ღმა ძილიდან გამოვედი,მსუბუქად შევარხიე თავი და გაღიმებული დავაცქერდი ორი კიკინებიან გოგონას. -მამიდა დრეს შენ წაგვიყვანე რა სკოლაში-განაბული თვალებით ამომაცქერდა ორივე. -რათქმაუნდა ჩემო ბეღურებო,ჩავიცმევ და ჩამოვალ კარგი? -კარგი-მიპასუხეს და სირბილით დაეშვნენ კიბეზე. 5 წუთში მზად ვიყავი,სარკეში კიდევ ერთხელ შევათვალიეე ჩემი თავი,მხარზე ჩანთა გადავიკიდე და მეც დავუყევი კიბეებს.მისაღებიდან ლაპარაკის ხმა შემომესმა,დედა და მამა რაღაცას განიხილავდნენ. -გარო გაიგე ფადის ამბავი?-დაზაფრული ხმით ლაპარაკობდა დედაჩემი და თან ცალი ხელი ლოყაზე მიედო. -მე კი არა მთელმა უბანმა გაიგო-მამა ისევ გაზეთს ჩაჰკირკიტებდა,თავი არც აუღია ისე ამოსძახა. -როგორ მენანება ასეთი ვაჟკაცი გასაძევებლად-დედა ისევ იმ პოზაში იდგა და თავს აქანავებდა. -და რატომ უნდა გააძეონ ფეხი,რომ არ აქვს?-როგორც იქნა მოწყვიტა თვალი გაზეთს. -მაგიტომ არა მაგრამ მასეთს ვინ გაყვება ცოლად?ვის უნდა უფეხო ქმარი ან სიძე? -იპოვის მის შესაფერისს,ხომ არიან გოგონები,რომლებსაც წელს ბოლო შანსი აქვს?ჰოდა იმათგან შესთავაზოს ,რომელიმეც თავის თავსაც გადაარჩენს და კიდევ ერთ სიცოცხლეს. -გაროოო...-დედაჩემი ახლა მიხვდა თუ რა ხდებოდა-გაროო.... -რა გეტაკა ქალო,რა არი ესთერ?-გულმოსულმა გაზეთი გვერდითა სავარძლისკენ მოიქნია. -ჩვენი ლალე... -რა ამბობ?-მამა ვერ მიხვდა,დედა რას ამბობდა,მაგრამ მე მივხვდი,წამიერად მივხვდი ყველაფერს რაც დედას გულში ედო,კიბის მოაჯირს ორივე ხელით ჩავაფრინდი და სმენად ვიქეცი. -გარო ლალესთვის წელს ბოლო წელია-თითქოს ახლა გაახსენდათ,რომ მარტში 25 წელი მისრულდებოდა და მთვარის დღესასწაული აპრილში იყო.ანუ მანამდე ორი თვე იყო დარჩენილი. მამა თითქოს ბურანიგან გამოვიდა,უხმოდ უყურა დედას,მერე ნერვიულად მოიქექა კეფა,თავი გადააქნია და ისევ დედას მიუბრუნდა: -მე არ მინდა ასეთი სიძე.....ინვალიდი -და შენი შვილის სიცოცხლე ხომ გინდა? -და იქნებ იყვნენ სხვა მთხოვნელები? -ვინ გარო ვინ?ყველას უარით ისტუმრებს,შენც ხომ ხედავ შარშან და შარშანწინ არავინ მოსულა,აღარავის უნდა,განწირულია,ეს ბოლო შანსია-დედა სასოწარკვეთილი თავისი იდეით აღფრთოვანებული მამაჩემის დარწმუნებას მთელი მონდომებით ცდილობდა და რა იცოდნენ,რომ ეს სწორედ ის იყო,რასაც ამდენი წლებია ველოდი,ვნატრობდი და ვოცნებობდი.საკუთარ ყურებს ვერ ვუჯერებდი.ბედნიერების ტალღამ ცუნამივით დამიარა მთელს მკერდსა და მუცელში,კიდე უფრო მაგრამ ჩავებღაუჭე მოაჯირს და სმენად ვიქეცი.ახლა ჩემი მომავალი წყდებოდა,სიკვდილ-სიცოცხლის საქმე. -ხო მაგრამ....ვთქვათ კაი იყოს მასე,იქნებ ბიჭი არ გვთხოვს ხელს? -დაველაპარაკები დედამისს,ვიცი ,რომ იმისთვისაც ბოლო წელია -არ ვიცი დამაბნიე ესთერ,ჯუდოსაც დავეკითხოთ,მანაც უნდა იცოდეს,არა მგონია კარგი აზრი იყოს,ლალე არ დათანხმდება. -რაზე ლაპარაკობთ,რაზე არ დათანხმდება ლალე?-ოთახში ჯუდო შემოვიდა წინ გოგონები მოუძღოდნენ ჩანთაგადაკიდებულები. დედამ რეკორდულად მცირე დროში მოახსენა სიტუაცია ჩემს ძმას და ახლა ჩემი ორივე მშობელი თვალებდაფართოებულნი მოლოდინით სავსე ჯუდოს პასუხს ელოდნენ,მათ შორის მეც კიბეზე,ცალი ხელით,მოაჯირზე ჩაფრენილი და ცალი ხელით მკერდზე მიჭერილი ხელით. -არაა...არ არსებობს ლალე არ დაგთანხმდებათ-დარწმუნებით თქვა და საკიდიდან კოსტუმი ჩამოხსნა. -დავთანხმდები-ამოვიკნავლე,აკანკალებული ვიდექი კიდეზე და სასოწარკვეთილი შევცქროდი ჩემი ოჯახის წევრებს. -გაიგონე?-მამამ თითით ,რაღაც მოხაზა ჰაერში და კითხვით სავსე მზერით დამაკვირდა. -კი-დანაშაულზე წასწრებული ბავშვივით ჩავიდუდღუნე,ჩემს ხმას ვერ ვცნობდი. -დაიკო კარგად დაფიქრდი,მხოლოდ იმიტომ,რომ ბოლო წელია ნუ შეშინდები და ნუ გარისკავ,მოვიდეს მთარის დღესასწაული,იქნებ უკეთესმა ბიჭმა გთხოვოს ხელი და თუ არა მერე ვიფიქროთ ამ ვარიანტზე-როგორი თანამგრძნობი და მძრუნველი მყავს. -მაგიტომ არა,თუ მოხდება მე თანახმა ვარ-ჩემივე ხმა გუგუნით მიგრუხუნებდა ყურებში,თითქოს ჩემში არსებული მეორე მე ლაპარაკობდა ასე გაბედულად.ეს ჩემი შანსი იყო,ჩემი ბედნიერების შანსი. -კარგი-შვებით ამოისუნთქა დედამ-მაშინ მის ოჯახს მე დაველაპარაკები ამ დღეებში და თუ ისინიც და ბიჭიც თანახმა იქნებიან მთვარის დღესასწაულზე შენს ხელს ითხოვს. მონოტორულად დავუქნიე თავი,მოულოდნელი სტრესის და ემოციისგან ყელიდან ხმა აღარ ამომდიოდა,ძალა აღარ მყოფნიდა,მინდოდა სიხარულისაგან მეხტუნა,მეკივლა,მეტირა,მემღერა,ყველაფერი გამეკეთებინა ,რომ დავცლილიყავი,მაგრამ.... ეს ხომ გაცრეცილი და დალაქავებული ტანსაცმელივითაა?უმნიშვნელოდ გავიღიმე,ძმისშვილებს ხელი მოვკიდე და ეზოში გავედი. მთელი გზა ათას რამეებზე მეტიტინებოდნენ გოგოები,მაგრამ ჩემი გონება მხოლოდ ამ დილანდელ ამბავს დასტრიალებდა.ერთი დღისთვის საკმაოდ ბევრი იყო ჩემთვის.მივიყვანე თუ არა ისევ უკან გამოვბრუნდი,სასწრაფოდ ზოი უნდა მენახა,უნდა დავცლილიყავი ამ ემოციებისგან,თორე წამლეკავდა.სწრაფად მივაბიჯებდი მისი სახლისკენ,რაც კი შემეძლო,ლამის მივრბოდი. შევედი თუ არა მაჯაში ხელი წავავლე და მისი საძინებლისკენ წავათრიე. -ნელა გადარეულო,ამხელა მუცელს ვერ ხედავ?-სიცილით მისაყვედურა.ზოი მეორე ბავშვზე იყო ორსულად. -სასწრაფო საქმე მაქვს-სწრაფად მივაყარე და საძინებლის კარი მჭიდროდ მივხურე. ზოი საწოლის კიდეზე ჩამოჯდა და ხელით მანიშნა მეც მის წინ ჩამომჯდარიყავი.მაგრამ მე ისეთ დღეში ვიყავი ახლა ჯაჭვით თუ დამაბამდნენ ერთ ადგილზე,თორე ისე რა მომასვენებდა? -ჰე ამოთქვი,თავბრუ დამესხა-ვეღარ გაუძლო ჩემს წინდა უკან ბოლთის ცემას და სიჩუმეს. -ფადი ჩამოვიდა-ვთქვი და ღრმად ამოვისუნთქე ,თითქოს მთელი დღის ნაგროვები ემოცია შინაგანი ტყვეობიდან გავათავისუფლე. -გავიგე-ვგრძნობდი ჩემი ბედნიერებით ზოიც ბედნიერი იყო. -მას ფეხი არა აქვს-ჩემდაუნებურად ავტირდი და ტუჩებზე ხელი ავიფარე. -ვიცი საყვარელო-ისიც დავასევდიანე. -ის განწირულია,არავინ გაყვება....ჩემებს უნდათ,რომ ჩემი თავი შესთავაზონ,ჩემთვისაც ბოლო შანსია და მისთვისც,ბოლო ორი წელია მტხოვნელი არ მყოლია და პანიკაში არიან. -რას ამბობ?-ზამბარასავით წამოხტა ლოგინიდან და წინ დამიდგა,ჩემი ხელები მის მტევნებში მოიქცია და მოლოდინით სავსე თვალები შემომანათა-შენ რა უთხარი? -დავთანხმდი,თუ ფატი დათანხმდება-მეტი აღარ შემეძლო,მეგობარს მთელი ძალით გადავეხვიე და მის მკერდზე გულიანად ავტირდი,მჭიდროდ შემომხვია ხელები,რისი საშალებაც მისმა ღიპუცამ მისცა და ისიც ჩემთან ერთად ტიროდა.ეს ნახევრად მოპოვებული ბედნიერების ცრემლები იყო.ეს იმედის ცრემლები იყო,ჯერ კიდევ არ ახდენილი ოცნებების. სახლში შვიდი ხდებოდა,რომ დავბრუნდი.ზოისთან ლაპარაკმა დამცალა,განმმუხტა,დამამშვიდა.კარი მალიკამ გამიღო. -სად ხარ მულიკო აქამდე,ტკბილი ფლავი გავაკეთე და არავის დავაკარებინე თითი,შენ გელოდებით-მხარზე მომხვია ხელი და კარი ზურგს უკან მიხურა.აი ასეთი იყო ჩემი რძალი.რძალზე მეტად და უფრო შეფერის მას,თბილი და მზრუნველი. -ზოისთან ვიყავი-ლოყაზე ვაკოცე. -როგორაა ეგ გაბერილი დაგორავს ხომ? -ისეთი საყვარელია-გონებაში ისევ წარმოვიდგინე ზოი და გამეღიმა. სამზარეულოში მხოლოდ ჯუდო და ბავშვები იყვნენ. -დედა და მამა სად არიან?-გამიკვირდა,რომ არ დამხვდენ სახლში სამუშაო საათები უკვე დამთავრებული იყო. -ხომ იცი როგორი სულსწრაფია დედა,ნავეებთან წავიდა-მომახსენა ჯუდომ და მის მარჯვნივ სკამი გამოსწია,რომ დავმჯდარიყავი. -ასე მალე?-გაოცება ვერ დავფარე. -არავის გაგვიგონა-თავი იმართლა-დაჯექი მოდი,თორე უკვე ნერწვით გამოვიძღე კუჭი შენს ლოდინში. ფლავი მართლა გემრიელი იყო მაგრამ ჩემი ფიქრები სულ სხვაგან დაფრინავდნენ.მალიმალ კარისკენ ვიყურებოდი.ვივახშმეთ,ტელევიზორის წინ გადავინაცვლეთ.ჩემი მშობლები კი არა და არ ჩანდნენ. როგორც შემდეგში გავიგე სიტუაცია სწორედ ასე განვითარდა იმ საღამოს ნავეების ოჯახში: .... ტკბილეულით ხელდამშვენებული ესთერისა და გაროს დანახვა მწვანე სახლის ბინადართატვის მოულოდნელი და გასაკვირი იყო,თუმცა კართან მოსული მეზობლები თავაზიანად შეიპატიჟა სახლში კირამ. მისაღებში ტელევიზორის წინ კი მისი ქმარშვილი მოკალათებულიყო,ჯონი,ფადი და 17 წლის სელვი.სტუმრების დანახვისას ყველა ფეხზე წამოდგა,ფადის გაუჭირდა მაგრამ ისიც . მამაკაცებმა წესისამებრ ერთმანეთის მხარს ეამბორნენ. -რა საპატიო სტუმარები მყავხართ,დღეს ღვინო დაგვილევია და ეგაა-მხიარულად შეძახა ჯონიმ და მსუბუქად შემოჰკრა გაროს მზრებზე ხელი-იმედია კარგ ამბავზე ხართ მოსულები? -რათქმაუნდა,რათქმაუნდა,გაიგეთ ფადის ამბავი,მტელმა ოჯახმა მივიტანეთ გულთან,გვინდოდა პირადად მოგვენახულებინეთ,გარომმ მთელს ოჯახს მოავლო თვალი. -გაიხარეთ მადლობა,პირველები ხართ სამეზობლოდან ვინც ჩვენი ამბით დაინტერესდა და დაგვაფასა,თორე ზურგს უკან ვიცი უკვე მთელმა ქალაქმა იცის ფადის ამბავი. -როგორ ხარ შვილო?-სევდიანი ხმით მიუბრუნდა ესთერი ფადის. -მადლობთ ესთერი დეიდა,ახლა უკეთ ვარ-თავაზიანად დაუკრა თავი და გაუღიმა. -რა მოხდა შვილო,რატომ დაგემართა ეს უბედურება?-ცნობისმოყვარეობის დაკმაყოფილება კლავდა. -უბედური შემთვევა იყო-მოკლედ უპასუხა ფადიმ,შეკითვას აშკარად აარიდა თავი. -სტუმრად იყო დაზიანებული ფარდულის კედელი გადმოინგრა და შიგ მოყვა-სამაგიეროდ დედამ გაანათლა,თუმცა ნამდვილი რეალური მიზეზი სულ სხვა ,რამ იყო,რომელსაც ოჯახი ასე საგულდაგულოდ მალავდა და მოგვიანებით გავიგე. ფადის აშკარად უკმაყოფილება დაეტყო სახეზე,თუმცა ამ თემაზე საუბარი აღარ გაგრძელებულა.ცოტა ხანში სუფრას შემოუსხდნენ ყველანი,მასპინძლებიც და სტუმრებიც.ბევრ რამეზე ისაურეს გარდა მისვლის მიზეზისა.ვერა და ვერ დაიწყო გარომ ქორწინებაზე საუბარი. ფადი უხმოდ იჯდა,მამის მარჯვნივ და საერთო დისკუსიაში არ ერთვებოდა,თითქოს არ ეკუთვნოდა აქაურობას ,ამ პრობლემებს,ამ ყოველდღიურობას. -ჩემო კარგო ადამიანო მე და ჩემი ცოლი თქვენთან და თქვენს ოჯახთან მეტად დელიკატურ საკითხზე სასაუბროდ ვართ მოსულები-როგორც იქნა გაბედა და წამოიწყო საუბარი გარომ-ჩვენს ქალიშვილს წელს 25 წელი უსრულდება,სხვადასხვა მიზეზთა გამო ისე მოხდა,რომ ვერ დაოჯახდა,არადა იცით ,რით შეიძლება დასრულდეს ეს ყველაფერი-კაცმა მძიმედ გადაყლაპა ნერწყვი და კიდევ ერთხელ მოავლო თვალი მთელ ოჯახს,ფადი ცარიელ თეფშზე ჩანგალს მსუბუქად აწკარუნებდა-თქვენთან წინადადებით ვართ მოსული,არ მინდა უტაქტობაში და სიტავხდედეში ჩამითვალოთ,მაგრამ ფაქტს ვერ გავექცევით,რომ თქვენი ვაჟისთვისაც ბოლო წელია,მითუმეტეს ახლა უნარშეზღუდულია და იმის შანსი,რომ რომელიმე გოგო თანხმობას ეტყვის ნულის ტოლია,ამიტომ მინდა შემოგთავაზოთ ჩვენი შვილების სიცოცხლისთვის და კეთილდღეობისათვის,დავაქორწინოთ ისინი ერთმანეთზე-როგორც იქნა ბოლომდე თქვა სათქმელი და შვებით ამოისუნთქა. -არა-სიწყნარეში მეხის გავარდნასავით გაისმა ფადის ხმა,მხრებში გაშლილს თავი მაღლა აეზიდა და ჩანგალს მთელი ძალით უჭერდა თითებს. -ფადი შვილო,რაც არუნდა მწარე მოსასმენი იყოს გარო მართალს ამბობს,იქნებ დაფიქრდე და პასუხი მერე უთხრა-ჯონი სიტუაციის გამოსწორებას შეეცადა. -არა-ახლა უფრო კაცრი და შეუვალი იყო მისი სიტყვები,თაფლისფერ ირისებს მთელი გუგა დაეფარა,ცხადად ამხელდა მისი პატრონის განწყობას. -ვიცი ეს მოულოდნელია,თუ სხვა გყავს შერჩეული ვისი პასუხის იმედიც გაქვს მეტს აღარ გთხოვთ,მაგრამ თუ არა,მაშინ გევედრები,გემუდარები,ნუ მოასწრებ ნურც შენს მშობლებს და ნურც ჩვეენ ჩვენი შვილების უბედურებას და სიკვდილს.შეილძება ისეთი არაა როგორიც გინდა ,მაგრამ ჩვენი გოგონა ლამაზია,მეოჯახე,ხელსაქმეც იცის-ესტერი უკვე თავს ვერარ აკონტროლებდა და ხმა აუკანკალდა და ტირილი დაიწყო-გევედრები,წარმოიდგინე შენი დაიკო,ომ ამ დრეში იყოს და ვიმემმის გადარჩენაზე უარი თქვას,არა...არ იფიქროთ ცუდს ვუსურევ,პირიქით,ღმერთმა ქნას პირველივე დრესასწაულზე ეპოვნოს გუისწორი,მაგრამ გთხოვ ცოტა ხნით წარმოიდგინე ჩვენი ოჯახის უბედურება,შენი ოჯახისიც წამოიდგინე სვილო,გჰთხოვ ნაჩქარევად არ გვიპასუხო,დაფიქრდი,შენ გადაწყვეტილებას შეუძლია,ორი სიცოხლე და ორი ოჯახი იხსნად სიკვდილისაგან და ტანჯვისაგან,თუ ვინმე არ გყავს ხტოვ დაფიქრდე ჩემს გოგონაზე,დღესვე ნუ გვიპასუხებ,დაგელოდებით. ფადის ხმა აღარ ამოუღია,მშვიდი მაგრამ მრისხანე თვალები მოავლო ჩაჩუმებულ სუფრას,ყველა მას შესცქეროდა. -ღამე მშვიდობისა-ფეხზე წამოდგა ,ყველას თავი დაუკრა და ოთაახიდან გავიდა. აი ასე ჩაიარა იმ საღამომ ნავეების ოჯახში.როგორც დედამ და მამამ თქვა ყველა თანახმა იყო,მხოლოდ ფადის საბოლოო პასუხი არ ვიცოდით ჯერ. მთელი ღამე მუხლმოყრილმა ლოცვაში გავაატრე,უფალს არ ვთხოვდი ფადის,მე უბრალოდ მის ბედნიერებას ვთხოვდი. -ისე იყოს,როგორც შენ ჩათვლი საჭიროდ უფალო,თუ არ ვეყვარები და ჩემთან ბედნიერი იქნება დაე უარი თქვას.გთხოვ დაეხმარე,რომ სწორი გააწყვეტილება მიიღოს,განა ჩემთვის,არამედ მისთვის.გთხოვ უფალო,როგორ უკეტესია მისთვის ისე მოხდეს ყველაფერი. მხოლოდ ამ სიტყვებს ვიმეორებდი გათენებამდე,ცრემლით მუხლმოყრილი,მანამ,სანამ დილის ცხრა საათზე დედას ხმა არ შემომესმა დაბლიდან. -ლალე,ჩამოდი ჩემო გოგო,დღეს ბედნიერი დღე გაგითენდა ფადი თანახმაა... გქონიათ ასეთი მომენტი? ოცნებობ,ოცნებობ,ოცნებობ და უცებ მოულოდნელად ეს ოცნება რეალობად იქცევა,შენ კი იმდენად დაბნეული და გაოგნებული რჩები ,რომ ვეღარ გაგიგია,გაგიხარდეს,მოიწყინო თუ სამყაროს ეჭვის თვალით უყურო. ზუსტად ასეთი არეული გრძნობები შემომეპარა.განა იმიტომ,რომ ფადისადმი სიყვარული გამინელდა?მისადმი სიყვარულს მხოლოდ ჩემი სიკვდილი განელებს,უბრალოდ ეჭვებმა შემიპყრო და დამიმონა.რატომ?რატომ დასთანხმდა ასე მოულოდნელად ?ნუთუ უყვარვარ?არა,სისულელეა.თუ უყვარდი ამისთვის მთელი 7 წელი ჰქონდა. დედამ განმიცხადა,რომ აწი შემეძლო ჩემი სამუშაოსთვის თავი დამენებებინა.ან თუ მაინც და მაინც ქმრისთვის მეკითხა,მომცემდა თუ არა იმის უფლებას,რომ დაქორწინების მერე გამეგრძელებინა მუშაობა. საკმაოდ მარტივი და საინტერესო სამუშაო მქონდა,რომელსაც სულაც არ სჭირდებოდა სამსახურში ყოველდღიურად სიარული.მე ადგილობრივ რადიოში ვმუშაობდი კორექტორად.მიგზავნიდნენ მთელი მომდევნო კვირის საინფორმაციო ან შემეცნებითი პროგრამების ტექტსურ მასალას,მე კი გრამატიკულად უნდა გამემართა და კორექტირება უნდა შემეტანა,შემდეგ კი ისევ უკან უნდა გამებრუნებინა.ზოგჯერ კურიერს ვატანდი,ზოგჯერ კი თავად მიმქონდა.ეს ყველაფერი დამოკიდებული იყო ამინდსა და ჩემს განწყობაზე.საკმაოდ მშვიდი და სტაბილური საქმე იყო. დედას არაფერი ვუპასუხე,ჯობდა ამ საკითხთან დაკავშირებით ფადისთან მოვრიგებულიყავი. მალე მთვარის დღესასწაულიც მოვვიდა.თუმცა მანამდე არც მოსულა და არც დაურეკავს ფადის ჩემთვის,მხოლოდ მისი მშობლები მოვიდნენ რამოდენიმეჯერ,რომ რაღც საკითხები წინასწარ შეეთანხმებინათ ჩემს მშობლებთან. და აი მოვიდა მთვარის დღესასწაულიც,ახლა ზუსტად ვიცოდი,რომ ფადი მე ამირჩევდა,მაგრამ აღფრთოვანებით არ ველოდი ამ მომენტს.ვიჯექი ჩემთვის წყნარად მაგიდასთან ხის ჩრდილში ტრადიციულ ტანსაცმელში გამოწყობილი და ვუსმენდი,როგორ აწყობდნენ უკვე გეგმებს ჩემი და ფადის მშობლები.ის ისევ მის მეგობრებთან იდგა.მხოლოდ ორჯერ შევამჩნიე,რომ გამომხედა,მხოლოდ ორჯერ და მე ვერაფერი ამოვიკითხე მის მზერაში.ვერც სიხარული,ვერც ინტერესი,ვერც სიბრაზე. პირველად შესვლისას შემომხედა. -ლალე ჩვენთან,რომ იცხოვრო ჯერჯერობით წინააღმდეგი ხომ არ იქნები?-საოცრად თბილი და მშვიდი ხმა ჰქონდა ჩემს სადედამთილოს. -არა რათქმაუნდა ქალბატონო კირა-გულწრფელად გავუღმე.ვგრძნობდი მის კეთილგანწყობილებას. -რა კარგია,სელვი გაგიჟდება სიხარულისაგან-მადლიერებით სავსე თვალები შემომანათა კირამ-ოღონდ იცოდე ქალბატონო აღარ დამიძახო,უბრალოდ კირა,კარგი?-ჩემი თითები მოიმწყვდია ხელებში,ჯერ მე გამიღმა მერე კი მის ქმარს გადახედა,დასტურის მისაღებად,მანაც მშვიდად დაუქნია თავი. -კარგი-თავი ოდნავ დავხარე და მორიდებით გავაპარე თვალი ფადისკენ.ჩვენსკენ საერთოდ არ იყურებოდა. დავნაღვლიანდი,საოცარი უღირსობის გრძნობა დამეუფლა,თითქოს საკუთარ თავს ვყდიდდი,მაგრამ ჩემ გრძნობებს ვერ ვეწინააღმდეგებოდი,მე ის მიყვარდა,მე მასთან მინდოდა,ცოტათი მაგრამ მჯეროდა საკუთარი თავის,რომ შემიყვარებდა.იქნებ გამომსვლოდა,იქნებ გამიმართლოს. რამოდენიმეჯერ გავიფიქრე მასთან მისვულიყავი მაგრამ,მის სახეს,როგორც კი შევხედავდი,მაშინვე გადავიფიქრებდი.მერე მინიშნებით ვცადე მიმეხვედრებინა მისი მშობლები,რომ იქნებ სუფრაასთან წუთით მოეყვანათ,მაგრამ მამშვიდებდნენ-მალე მოვა.თუმცა ეს მალე არა და არ დადგა იმ საღამოს. მერე დაიწყო მოსაწყენი შემოწმება,სიშიშვლე,ანკეტა და როცა ჩვენი ჩვენი მერი აგაგი გამოგორდა,ნუ ეს ყველაფერი,ეს ყველა დეტალი უკვე ზეპირად ვიცოდი და მოგვმართა მისი დაზეპირებული და გაცვეთილი თითქოს პატივისცემით სავსე სიტყვებით,მე უკვე დაძაბულობისაგან სუნთქვა მიჭირდა.საოცარმა შიშა ამიტანა.მთელი ძალით ჩავაფრინდი ჩემი სკამის სახელურს,საზურგეს ძლიერად მივეყუდე და სუნთქვა შევწყვიტე,ჩემი სუნთქვის ხმაც კი გონებას მიფანტავდა,შინაგანმა კანკალმა ამიტანა,წამის მეასედ ში უამრავი რამის ეჭვმა შიშმა და მოულოდნელობამ დამიარა.ვაითუ გადაიფიქროს.მთელი სამყარო გაიყინა ჩემს ირგვლის,მხოლოდ მერის სიტყვების მესმოდა მხედველობით კი ფადიზე ვიყავი კონცენტრირებული,მხოლოდ მას ვუყურებდი და საშინლად მინდოდა თუნდაც წამიერად დამენახა მის თვალებში და სახეზე რას გრძნობდა,რას განიცდიდა.ის უბრალოდ იდგა იდაყვით დახლზე ჩამოყრდნობილი,ცალი ფეხი მეორე მტკივან ფეხზე მსუბუქად გადაედო და ოდნავ თავდახრილი საკუთარ თითებს აწვალებდა.ყველაფერი დროში გაიწელა,თითქოს აგაგი ენაბლუ გახდა,სიტყვები საოცრად გრძელი და ამოუთქმელი გახდა. -და ბოლოს ფადი ნავემ აირჩია ლალე სური-როგორც იქნა ამოთქვა,ვგრძნობდი ჩემი და ფადის ოჯახის წევრებში გამოწვეულ სიხარულს და ცრემლებს მაგრამ მე ისევ სკამზე მიყინული მხოლოდ ფადის ვუყურებდი,მე მისი თვალების დანახვა მსურდა და ამ დღეს მან მეორედ შემომხედა,ალბათ მხოლოდ ორი წამით გაეყინა მზერა ჩემი მიმართლებით მერე კი გასასვლელისკენ წავიდა.არაფერი,სრულიად არაფერი იყო მის მზერაში,რაც თუნდაც მცირედი იმედის მომცემი იქნებოდა ჩემთვის. მეხვეოდნენ,მილოცავდნენ,მკოცნიდნენ,მე კი მხოლოდ მონოტორულად ვიღიმოდი და თავს ვუქნევდი ყველას ვინც მილოცავდა. მე ვთხოვდებოდი მამაკაცზე,რომელიც სიცოცხლეზე მეტად მიყვარდა,რომელიც ჩემი არსებბობის მთავარი არსი იყო და მე ვიცოდი,რომ მისთვის ასეთი არ ვიყავი,თუნდაც მცირედით.მე მისთვის არაფერი ვიყავი და სწორედ ეს არაფრად ყოფნა მძულდა,მეზიზღებოდა გული მერეოდა.ერთბაშად მინდოდა მასთან და არ მინდოდა.მე ის მიყვარდა და მაინც ვერ ვამბობდი მასზე უარს ყველაფრის მიუხედავად,რომც მომენდომებინა ენა ვერ წარმოთქვამდა. -გაუშვი,ეგ არ ჩაიცვა გთხოვს ,შვიდი წელია კარადაში გიკიდია და ,რაღა ახლა გაგახსენდა,ნახე რა ლამაზი კაბა მოგიტანე-ზოი ცდილობდა ხელებიდან გამოეგლიჯა ჩემი მწვანე კაბა,მაგრამ მე არ ვანებებდი,მთელი ძალით ვიხუტედბი გულში. -სხვას არ ჩავიცმევ-კატეგორიულად განვაცხადე და უფრო განზე გავწიე ხელები,რომ ზოის არ წაერთმია. -რატომ?-ტუჩები გაბუსხა და მუცელი უფრო წინ გამოსწია. -ეს კაბა....ეს კაბა იმიტომ ვიყიდე შვიდი წლის უკან,რომ-უჰაერობამ გამაჩუმა,ღრმად ჩავისუნთქე-იმიტომ,რომ ჩემი და ფადის ნიშნობაზე ჩამეცვა,შვიდი წელი ველოდი ამ დღეს ამიტომ მხოლოდ ამას ჩავიცმევ და არაფერს სხვას-კაბა ხელებში გავშალე და ჩემს თვალწინ გამოვწიე-ეს ფადის საყვარელი ფერია. -არანორმალული ხარ-ზოის გაეღიმა და ლოყაზე მიჩქმიტა-ასე როგორ შეგიძლია. -როგორ ასე? -ასე გიყვარდეს? -სხვანაირად არ გამომდის-ჩემი ნიშნობის კაბა საწოლზე ფრთილად გადავაფინე და გამოცვლა დავიწყე. გრძელი იყო,წელში მსუბუქად გამოყვანილი,მეოთხედი ვიწრო მკლავით და რაც მტავარია მწვანე,ფადის საყვარელი ფერი. მისი სახლი მწვანეა,მისი ოთახის კედლებიც,ფარდებიც,მისი რვეულის ყდებიც ,რომელშიც ხაზავს. თმა სანახევროდ ავიწიე,მხერზე მსუბუქად დამეფინა კულულები.ზოის მალიკას დაჟინებული თხოვნით მსუბუქი მაკიაჟიც გავიკეთე და გეზი პირველი სართულისაკენ ავიღეთ ,სადაც ფადი და მისი ოჯახი გველოდა.დღეს ჩემი ნიშნობა იყო. ნერვიულობისაგან ხელები საშინლად მიკანკალებდა,მოაჯირს მოვეჭიდა და ნელნელა დავუყევი კიბეებს.მესმოდა,როგორ გულიანად იცინოდა ყველა,ნეტა რაზე იცინოდნენ.მერ სულ არ მეცინებოდა,მთელი შიგნეული მიდუღდა მღელვარებისაგან,ვგრძნობდი,როგორ ბაგიბუგობდა ჩემი გული და ყელში მებჯინებოდა.ჩავათავე კიბეები და წამით შევდექი,არ ვიცოდი საით წავსულიყავი.თვალებით ფადის დავუწყე ძებნა.მე მიყურებდა,წამიერად მაგრამ შევამჩნიე როგორ გაეღიმა,გაეღიმა ოღონდ მხოლოდ თვალებით,ალბათ...ალბათ უფრო იმიტომ,რომ მისი საყვარელი ფერისაა ჩემი კაბა. -მოდი შვილო მოდი-დედაჩემი წინ წამოდგა და ხელი შემაშველა. -საღამომშვიდობის-შეძლებისდაგვარადა გავიღიმე და ყველას მოვავლე თვალი.მისაღებში მხოლოდ ჩემი მშობლები,ძმა რძალი,ძმისშვილები,ფადის მშობლები და და და ჩემი მეგობარი ზოი იყო.აი ასეთი მოკრძალებული და მცირე იყო ჩემი ნიშნობის აუდიტორია. -ფადის გვერდით დაჯექი-დედამ ცარიელი ადგილისკენ მანიშნა-ადგილზე გავიყინე,გაოცებული გავხედე დედას მერე კი იმ ადგილისკენ შევტრიალდი,არ მინდოდა...ჯერ არ მინდოდა...ან ასე მალე არ მინდოდა,ალბათ იმიტომ ,რომ თუნდაც იმ მანძლზე ,რა მანძილზეც ახლა ვდგავარ არ ვყოფილვარ ფადისთან ასე ახლოს,და ახლა მთალდ უარესი გვერდით დავუჯდე.ცივმა ოფლმა დამასხა. -მოდი-ფადი ხელჯოხს დაეყრდნო ,ფეხზე წამოდგა და თავისუფალი ხელით ადგილისკენ მიმითითა,მერე კი ჩემსკენ გამოიშვირა. გული გამიჩერდა,მე ის დამელაპარაკა,შემომხედა,დაბნეულმა ჯერ ზოის გავხედე,ის მიღიმოდა,მაგულიანებდა,რომ მისვულიყავი.რამდენჯერ წარმოვიდგინე ეს მომენტი გონებაში,რამდენჯერ მიოცნებია ამ წამებზე,მაგრამ ეს განცდა,ეს ემოციების პიკი,რაღაც ვულკანის ამოფქვევის მსგავსი იყო,მხოლოდ ერთ რამეს ვლუღლუღებში გულში,ამდენი სიხარულისაგან და მოულოდნელობისაგან გონება არ დამეკარგა. -თამამად -შემაგულიანა ჯუდომ და მსუბუქად დამიქნია თავი,ჩემი ძამიკო,მანიშნა,რომ ჩემს გვერდითაა და არაფრის არ უნდა მეშინოდეს. მისკენ გადავდგი ნაბიჯი,ერთი,ორი,სამი,თან მის თვალებს მზერას არ ვაშორებდი.ის იდგა მშვიდად,აუღელვებლად და მელოდებოდა,როდის მოეჭიდებოდა მის ხელს ჩემი ხელი და მოვკალათდებოდი ჩემს კუთვნილ ადგილზე. აკანკალებული თითები მსუბუქად შეცურდა ჩემდაუნებურად მის ძლიერ მტევანი,არ ვიცი მან რა იგრძნო ან თუ იგრძნო საერთოდ რამე,მაგრამ ჩემში მთელი სამყარო აყვავდა,თითქოს ჩვენმა სულებმა ერთმანეთს ხელი ჩასჭიდეს,ერთმანეთსი გადაიხლართნენ,აქამდე ჩაბნელებულმა ჩემმა სულმა და სამყარომ სინათლის წყარო იპოვა და ერთიანად გაკაშკაშდა,გულმა ძლიერად მიბიძგა,მისგან წამოსულმა სითბომ მთელს ძარღვებში დამიარა და ერთიანად გამათბო.დივანზე მოვკალათდი ჩემს კუთვნილ ადგილზე,გვერდით ფადი მომიჯდა,ხელჯოხი საზუგეს მიადო.ვგრძნობდი ეს სიახლოვე ჭკუას მაკარგვინებდა,ნასვამივით მირატრატებდა თავი,ვგრძნობდი ძალას თუ არ მოვიკრდებდი ამდენი განცდები გონებას დამაკარგვინებდა.სულ ამეწვა მარცხენა მხარე,ვცდილობდი არ შევხებოდი,რაც შეიძლება კიდისკენ მივიწიე და სახელურს ზედვე ავეკარი. -ძალიან ლამაზი ხარ რძალო-სელვი ძალიან საყვარელი ბავშვი იყო,თვალებში სულ ჭინკები დაუხტოდნენ. -მაგრამ შენ უკეთესი ხარ-დაიმორცხვა . -რადგან ყველანი შევიკრიბეთ და ამ საღამოს მნიშვნელოვანი ადამიანებიც აქ არიან-მამა ჩემკენ და ფადისკენ გამოიხედა,ეს უკანაკსნელი დიდი ინტერესით უსმენდა მას-და სანამ სუფრას მივუსხდებით ,არ დავარღვიოთ ჩვენი ადათ-წესი და დამოყვრების ნიშნად და იმის ნიშნად,რომ აწი ერთნი ვართ,ერთი ოჯახი,ერთი შთამომავლობა პირველი მე და ჯონი დავიწყებთ-თქვა და პატარა ჯიბის დანა ამოიღო,მარცხენა ხელის მტევანზე სიგნითა მხრიდან დაისვა და ფადის მამას გადააწოდა,იმანაც იგივე გაიმეორა,ჭრილობა მსუბუქი იყო,მერე ხელი მაღლა აწიეს ერთმანეთს მიადეს თიტები კი ერთმანეთში გადახლარტეს ერთიანობის და სიმტკიცის ნიშნად,იგივე გააკეთა დედებმაც.მერე კი ფადის მოაწოდეს დანა,მან წაარბშეუხრელად დაისვა მტევანზე და მაშინვე გამოჟონა ჭრილობიდან წითელმა სიტხემ და ამოღრმავებულ ადგილას იწყო მოგროვება.ახლა მე გამომიწოდა. -შენი ჯერია-მარჯვენა ხელში ჩამიდო დანა მის გაჭრილ ხელს მეორე ხელი ქვემოდან ამოუდო. შემეშინდა,სისხლის საოცრად მეშინია,დანის პირი კანზე მივიდე თვალები დავხუჭე მაგრამ ვერ შევძელი , ვერ დავისვი,ვგრძნობდი ყველა მე მიცდიდა,მე კი არც თვალს ვახელდი და არც დანას ვისმევდი,ვიგძენი,როგორ შემეხო ფადის ძლიერი თითები ,მაშინვე ვჭყიტე თვალები,ჩემი მარჯვენა მის მარჯვენაში მოიქცია და დანას მსუბუქად დააწვა,ძალიან მსუბუქად,შიშმა მომიცვა ხელისგულ თვალს არ ვაცილებდი,როგორ ნელნელა მოჟონავდა სისხლი,ტუჩები სატირლად მომებრიცა.,ამეწვა ხელი. -მე მიყურე-გონზე მისმა ხმამ მომიყვანა,ინსტიქტურად დავემორჩილე და მზერა გავუსწორე,წამში ისე ჩავიკარგე მის თვალებში,რომ ყველანაიი შიში თუ ტკივილი გამიქრა,მონოტორულად მივყვებოდი მისი ხელის მოძრაობებს,ვიგრძეი,როგორ ამაწევინა ხელი და ხელისგულები ერთმანეთს მიეწებნენ,მერე კი თითები მჭიდროდ გადაიხლართა ერთმანეთში. -მორჩა-თითქოს დამამშვიდა.თვალები სწრაფად დავაფახურე და სხვებისკენ გადავინაცვლე მზერით. -გილოცავთ-ყველა გამხიარულდა,ჩვენ კი ისევ ისე თითებგადაჭდობილი ვიდექით ოთახის ცენტრში და ჩვენი ერთმანეთში შერწყმული მეწამული სითხე ნელნელა ბლანტად იღვრებოდა იატაკზე.თითზე ცივი მეტალის შეხება ვიგრძენი,ისევ ითებს დავხედე,ფადიმ ნიშნობის რგოლი გამიკეთა,ხელი გამიშვა ჯიბინაც ცხვირსახოცი ამოიღო და ხელზე მჭიდროდ შემომახვია. -შენ?-გავბედე და ვკითხე.პირველად დაველაპარაკაე,და ეს ასეთი ბანალური სიტყვა იყო. -მეორეც მაქვს-და ჯიბიდან კიდევ ერთი ცხვირსახოცი ამოაძვრინა,მინდოდა მივხმარებოდი მაგრამ ვერ გავბედე,ნასკვი კბილებით შეკრა. -ახლა რადგან,ყველაფერმა ასე კარგად ჩაიარა,შეგვიძლია სუფრასთან გადავინაცვლოთ-მამაჩემი ძალიან ბედნიერი ჩანდა.და საერთოდ ძალიან ბედნიერი იყო ყველა,ჩემებიც და ფადისებიც,რატომაც არა ამის ბეევრი მიზეზი ჰქონდათ,უპირველესად კი ჩვენი სიცოცხლე. ლუკმა არ გადამსვლია ყელში,არც ფადის,ის მხოლოდ ღვინოს წრუპავდა ნებისად და საერთო დისკუსიაში არ ერეოდა,იჯდო მშვიდად,აუღელვებლად. -დალევ?-ისე მკითა ჩემთვის არ შემოუხედავს,ალბათ ზრდილობამ აიძულა თრემ არც ამას მკითავდა. -არა-უღიმღამოდ ჩავილაპარაკე და ისევ სელვის მივუბრუნდი,რომელიც თავის თავგადასავლებს მიყვებოდა დიდი მონდომებით.მხოლოდ ზოი ამჩნევდა ჩემს განწყობას და შინაგან მღელვარებას.რამოდენიმეჯერ მანიშნა კიდეც ,რომ გამეღიმა მაგრამ ახლა არ შემეძლო.გადაწყდა ,ქორწილი ორ კვირაში გაიმართებოდა. -ამ დღიდან წყვილს შეუძლია პაემანზე შეხვდნენ ერთმანეთს საჯარო ადგილებში,დღეს კი შეგიძლიათ ცოტა ხნით განმარტოვდეთ და ისაუბროთ,ალბათ ბევრი,რამ გენდომებათ ერთმანეთს უთხრათ-დედაჩემი საკმაოდ ენაწყლიანი იყო ამ საღამოს,ალბათ მოჭარბებულმა სიხარულმა გამოიწვია.-შეგიძლიათ ჩვენს ორანჟერიაში გახვიდეთ-დაგვაკვალიანა. არ ვიცოდი,რა მეპასუხა,კითხვით სავსე თვალებით გავხედე ფადის,რაღაც წამი ყოყმანობდა,მერე ჯოხს დაავლო ხელი ფეხზე წამოდგა და ხელი გამომიწოდა. -სიამოვნებით-თქვა და წინ გამატარა.ესეც პირველად ხდებოდა ჩემს ცხოვრებაშ,მე შემეძლო ვყოფილიყავი ფადისთან ერთად მარტო და გვესაუბრა.დრეს სასწაულების დრეა,ოცნებების ახდენის დღე. სკამზე ჩამოვჯექი და უხერხულობის დასაფარად თითები ერთმანეთში გადავხლართე. ისიც ჩემს გვერდით მოკალათდა ,ჯოხი ფეხებშორის მოიქცია და ხელისგულებში ატრიალებდა. -ბედნიერი ხარ?-მოულოდნელად მკითხა. -რატომ მეკითხები?-დამაბნია მისმა უცნაურმა კითხვამ. -ბედნიერი ხარ,ჩემზე,რომ ქორწინდები?-მთელი სხეულით შემობრუნდა ჩემკენ,ვერ ვხვდებოდი საით მიყავდა საუბარი. -მაპატიე,ვერ ვხვდები რა გინდა,რომ გიპასუხო-მისმა დაჟინებულმა მზერამ სულ ამაბნია. -მაინტერესებს ,რამდენად ბედნიერია ადამიანი,როცა საწადელს აღწევს,რამდენად გახარებული ხარ,როცა იმაზე ქორწინდები ვინც გინდა. -ანუ? -როგორ ფიქრობ რამდენად გულუბრყვილო ვარ? -არ ხარ. -მართალია,ამიტომაც გეკითხები ბედნიერი ხარ,რომ საწადელს მიაღწიე და ჩემზე ქორწინდები?ვიცი,რომ გიყვარვარ,წლებია,და ბედნიერი ხარ რომ ბოლო ბოლო ეს შეძელი?-ვერ გამერჩია ბრაზობდა თუ დამცინოდა. -და შენ არ გინდოდა? -შენზე დაქორწინება? -ჰო -არა,მე არავიზე დაქორწინება არ მინდოდა. -რატომ?-სულ ავირიე-შენ?... შენ გეი ხარ-ჩურჩულით წარმოვთქვი და ჩემსავე სიტყვება შემაშინა. -რათქმაუნდა არა-გაეცინა. -თუ ასეა რატომ დათანხმდი. -გადაგარჩინე,სიკვდილს გადაგარჩინე,ჩათვალე,რომ შენივე სიცოცხლე გაჩუქე იმ სიყვარულის სანაცვლოდ,რომლითან ეს წლებია გიყვარვარ. -და შენ არ....-ვეღარ ამოვთქვი. -მე არავინ მიყვარს,არავინ,მაპატიე,არც შენ.მაგრამ,სანაცვლოდ,ცოცხალი იქნები,ოჯახი გექნება და თავშესაფარი. -მაგრამ მე მხოლოდ -ამაზე მეტის მოცემა მე არ შემიძლია,არ მინდა და ნურც მომთხოვ-თქვა,ჯოხს ხელი დაავლო და წავიდა. პ.ს. არ ვიცი ახსოვს თუ არა ეს ისტორია ვინმეს აქ მკითხველტანაგ,გაზაფხულზე ვდებდი,თუმცა მიზეზთა თუ უმიზეზობით ვერ გავაგრძელე.ახლა კი ძალიან მომინდა,რომ გამეგრძელებინა და დამესრულებინა.ეს ის პირველი ხუთი თავია ,რაც უკვე ატვირთული მაქვს აქ ცალცალკე,იმედია დაგაინტერესებთ <3 |
ტესტები
აქტიური მწერლები
აქტიური მწერლები
.:დღის აქტიური მკითხველი:.
ქალის და მამაკაცის ურთიერთობაში უპირველესი არის?
ყველა გამოკ
.:შემოგვიერთდით FACEBOOK-ზე:.