მოახლოება (II თავი)
II თავი *** თაია, არ გინდა ზურგზე მომიკიდო?-ჩემკენ იწევდა, გაბაშვილი. -დარწმუნებული ვარ მოგერევი.-ღიმილით ვუპასუხე მე. -ცოტახანი რა იყო?!-გაიცინა იმანაც, თან კლასელებს უყურებს, რომლებიც ამაოდ ცდილობდნენ სამარშუტო ტაქსის მძღოლებთან შევაჭრებას. -დავიღალე!-წაიწუწუნა, თეონამ. ჩემმა კლასმა გასეირნება გადავწყვითეთ, თბილისის ქუჩებში, ახლა კი სახლში დაბრუნება გვსურდა. -მუხიანში ორ ლარად გაგვიყვანთ?-ნიკამ, ტაქსი გააჩერა და გულუბრყვილო თვალებით შეჰყურებდა მძღოლს. -გეთქვა, ძია და უფასოდ გაგიყვანდით.-გაიცინა მძღოლმა. -არ არის საჭირო!-სიცილში ჰყვება, ნიკაც. მძღოლს, მაღაზიიდან გამოსული კლიენტიც გამოუჩნდა და დავკარგეთ ასე ,,ორ ლარიანი“ მგზავრობაც. საბოლოოდ კი ხუთ ლარად წავედით სახლებისკენ. *** აუდიტორიაში შევდივარ, ბავშვებს ვესალმები და ადგილს, როგორც კი ვიკავებ დეკანიც შემოდის. -მოგესალმებით! მინდა გაცნობოთ, რომ ევროპულ უნივერსიტეტში რომელთანაც ჩვენს უნივერსიტეტს მეგობრული ურთიერთობა აქვს, ეკონომიკის მეოთხე კურსელებს გავაგზავნით, რათა პირველკურსელებს ჩაუტარონ ერთ თვიანი კურსები. არა, ვინც ამ ფაკულტეტზე სწავლობს, არამედ ვინც ამ პროფესიით იქნება დაინტერესებული. ეს თქვენთვისაც კარგი იქნება და იქ მყოფი სტუდენტებისთვისაც. ამ პროგრამით, არა მხოლოდ ჩვენი უნივერსიტეტი, არამედ სხვა უნივერსიტეტებიც არიან დაინტერესებულნი, სხვადასხვა ფაკულტეტებით. კვირაში ერთი საათი იქნება გამოყოფილი თითოეული პროფესიითვის. ახლა კი ავარჩევ ორ სტუდენტს. რა თქმა უნდა ვისაც ყველაზე მაღალი შეფასებები აქვს, ისინი მოხვდებიან. - საშუალო ზომის ჭრელ ბლოკნოტს ხსნის და შემდეგ აცხადებს: იმედა აფციაური და თაია სოფრომაძე. -რა? -რა მაგარია! მე და იმედა სიხარულს გამოვხატავთ. ლექტორი, დეკანი და სტუდენტები კი გვილოცავენ. -მართალია ბევრს დაგწყდებოდათ გული, მაგრამ იმედია შემდეგ წელსაც იქნება ეს პროგრამა და ამ კუთხით თქვენც მიიღებთ ცოდნას. -კარებისკენ მიდის და თითქოს რაღაც ავიწყდებაო, ბრუნდება:-ხო, მართლა თაია და იმედა, ლექციების შემდეგ ჩემთან შემოდით. სამ დღეში უნდა შეგვესრულებინა ჩვენი მოვალეობა. ამ სამ დღეში კი ტრენინგებს ჩაგვიტარებდნენ. *** -რა სახით დადიხარ, რა გჭირს?-გვერდში მიდგება, დათო. -რა სახით?-კითხვას ვუბრუნებ და ჩანთაში საფულეს ვდებ. -რა ვიცი, ეს დღეები სულ უხასიათოდ დადიხარ, თანაც არც მწერ, არც მირეკავ.-უკმაყოფილოდ იძახის. -არც აქამდე ვიწუხებდი თავს და ალბათ გეჩვენება რაღაცები.-მხრებს ვიჩეჩ მე. -შენი და თამთას საუბარს შემთხვევით მოვუსმინე. -რა საუბარს?-თვალებდაჭყეტილი ვუყურებ მას. -ვინ არის ნიკა?-ხმადაბლა მისვამს შეკითხვას. -დათო მისმინე, შენ არავინ ხარ ჩემთვის რომ მასეთ შეკითხვებზე პასუხები გაგცე. მოგწონვარ, მეც მოგეცი, ალბათ რაღაც იმედი, ასეა კი... -ორ წამს ვფიქრდები და თვალებს ვხუჭავ.-მაგრამ ეს არაა მართალი. ვაღიარებ ვფიქრობდი შენზე, მაგრამ ყველაფერი შეიცვალა! -და რა შეიცვალა? -რა შეიცვალა?-ჩემს თავს უფრო ვუსვამ კითხვას. -ხომ იცი, წარსული ყოველთვის გახსენებს თავს. -რა წარსულზე ლაპარაკობ?-აშკარად ეტყობა დათოს რომ ბევრ გაურკვევლობას ვუტოვებ. ვერ გავამტყუნებ. -უნდა წავიდე!-ვიძახი და სირბილით გამოვდივარ შენობიდან. *** -თაია, რომელი ნაყინი ვიყიდოთ?-სკოლიდან გამოსულს შემეკითხა დედა. -მთავარია ვანილის იყოს!-დაღლილი ვუთხარი და სკოლის ჩანთა მხრებიდან მოვიხსენი. -მანანა, როგორ ხარ? სოფო, როგორ შეცვლილხარ, რამდენი ხანია არ მინახიხარ!-არც მეტი არც ნაკლები, ნიკას ბებია იდგა ჩვენს წინ. -არაგვიშავს, თქვენ როგორ ბრძანდებით?-ღიმილით შეხვდა, დედა. -ღვთის წყალობით კარგად! რა ხდება სკოლაში, ახალი ხომ არაფერია?-მე შემომხედა. -არა, ისეთი არაფერი!-მოკლედ ვუპასუხე და ხელის გულები გამიოფლიანდა. ასე მეგონა, გაბაშვილზე, როგორც კი იწყებდნენ საუბარს ყველაფერი სახეზე მეწერა. -სიმართლე რომ ვთქვა, მასწავლებლებს ჩემს ნიკუშაზე ზედმეტი მოსდით!-უკმაყოფილოდ აცმაცუნებდა ტუჩებს. უნდა ვაღიარო, გაბაშვილის ბებია ყველაზე სასაცილოდ ამბობდა აი, ამ სიტყვებს : ,,ჩემი ნიკუშა.“- ეგ და თავის და სახლში პოეზიის საღამოებს გვიტარებენ.-იღიმება ლამაზნაკვთებიანი ქალი, რომელსაც ახალგაზრდობის სილამაზე, ჯერ კიდევ შერჩენია.-მარიამი, ხომ ძალიან კარგია, მაგრა ნიკუშა, ისე კითხულობს ლექსებს, რომ... - შეხედე, ჩვენს ნიკუშას!-გვერდზე გავაბრუნე თავი და ჩემთვის ჩავილაპარაკე. -მარიამი?-კითხულობს დედა. -ჩემი მეორე შვილიშვილი, ნიკას და. ორი წლით უმცროსია, ძამიკოზე. -არ ვიცოდი, და თუ ყავდა.-უთხრა დედამ და კვალვ ნანას ლაპარაკს დაუგდო ყური. გაბაშვილს და ყავს? საოცარია, არადა რომ შეხედავ დედისერთა ბიჭის წარმოდგენას გიტოვებს. ნეტავ, ძმას თუ გავს? -როცა სახლშია, მაღაზიაში არასდროს მიშვებს მარტო, მძიმეებს არასდროს მაწევინებს! კიდევ გაგრძელდა მათი საუბარი, მაგრამ მე გავეცალი და საკანცელარიო ნივთებს დავუწყე თვალიერება. ქალბატონმა ნანამ, თავის შვილისშვილის ქება დაამთავრა და დაგვემშვიდობა. ,,რაც უფრო შორს ხარ, მით უფრო ვტკბები, მე შენში მიყვარს ოცნება ჩემი.“ -გონებაში ცოტა მიახლოებულად წარმოვიდგენ ნიკას წაკითხულ ლექსს. ალბათ მიხვდებოდით, რომ მე და ნიკა, არც თუ ისე ძალიან ვგავართ ერთმანეთს. აი, კიდევ ამის დამადასტურებელი მტკიცებულება: მე არ მიყვარს პოეზია, მას კი. *** ცხოვრებაში ერთხელ მაინც დგება მომენტი, როდესაც მივიწყებულს იხსენებ ან გახსენებენ. გიწევს ამაყად იდგე და ერთმანეთში არეული გრძნობები გათიშო. ხანდახან ყველაფერი ილუზია გგონია, რომელსაც რეალობის მტვერი აცხია. საქმეც იმაშია რომ შეიძლება ყველაფერი პირიქით იყოს რეალობა და შემდეგ ილუზია ანუ რეალობა გაჟღენთილი იყოს ილუზიით. საქმე კი იცით რაშია? ერთი ღილაკის დაჭერით შეძლებ ემოციების ზღვარი შეაჩერო? შეიძლება დიდ ტალღამ წაგლეკოს და ოკეანეში აღმოჩნდე, სადაც ყველაფერი სუფევს. შეიძლება ჩემთვის ოკეანეში ხეტიალი სიმშვიდე იყოს, სიყვარული, ბედნიერება, მაგრამ სხვა დანარჩენისთვის ეს წყლის წვეთები შავ, ბნელ ღამეს ჰგავდეს, გემის ჩაძირვას... ზოგი მხოლოდ წყლის ზედაპირზე არეკლილ ვარსკვლავებს ამჩნევს ზოგი კი ფსკერს, სადაც განწირული ხარ. მაგრამ ამ დროსაც შეიძლება არა შველა? ასეა, ყველაფერს აქვს ორი მხარე. ვისთვის შველა, ვისთვის გადაწურული იმედი. *** -მე ეზოში ჩავდივარ!-კალათბურთის ბურთით მოდის ჩემი უმცროსი ძმა. -გიორგი, დამიცადე!-ჩემი და მასთან მიდის და რაღაცას ეჩურჩულება. -არა მეთქი! -გთხოვ! -კარგი ხო, აიღე!-მობეზრებული სახით ამბობს და გარეთ გადის. რა უნდა აიღოს ეს ნამდვილად არ ვიცი, მაგრამ ის კი ვიცი, რომ ჩემი უმცროსი და და ძმა მუდმივად კინკლაობენ, მაგრამ ხომ გაგიგონიათ მელას თავის მახრჩობელა უყვარდაო?! ამ შემთხვევაში მელა, მაკაა. -მამა, დედას უთხარი რომ მივიდვარ! -ვეტყვი, ხო! ჩემი თავი, ჩემი ოჯახის წევრების გარეშე ვერ წარმომიდგენია, არ შემიძლია მათ გარეშე, ვერ შევძლებ მათი სითბოს, თუნდაც ჩხუბის გარეშეც კი. ისინი ის ადამიანები არიან ვინც ჩემს გამო ყველაფერს აკეთებდნენ და აკედებენ. საოცარია, როდესაც ფიქრდები რომ ამ ქვეყნად დაიარებიან ის ადამიანება ვისაც დედას უწოდებ, მამას, დედ-მამიშვილს, ისინი შენზე ფიქრობენ და იცი რომ რთულ მომენტში დაგეხმარებიან, ზურგს არასდროს გაქცევენ, ყოველთვის იფიქრებენ შენზე... *** ტრენინგები ჩაგვიტარეს და ახლა უკვე შეგვეძლო ჩვენი საქმე გაგვეკეთებინა. ისევ ის უნივერსიტეტი, ისევ ის განცდები... თითქოს არაფერი შეცვლილა, მხოლოდ იმის გარდა რომ სახელი შეუცვალეს. ისევ ის ღია ნაცრისფერი კედლები, ქვის კიბეები, გარშემო ფერად- ფერადი საყვავილეები, ისევ კლასიკურად ჩაცმული ლექტორები, რომლებსაც ლექციაზე ეჩქარებათ, ზოგსაც სახლში. არა მხოლოდ ლექტორები გამოირჩევიან ამ რიტმით, არამედ სტუდენტებიც. ზოგს თაბახის ფურცლები დაუჭერიათ ხელში და რაღაცას ჩაჰკირკიტებენ, ზოგი მობილურით ერთობა და ღიმილი დასთამაშებს სახეზე, ზოგსაც კი ერთმანეთთან სჯა-ბაასი გაუმართავთ. -გამარჯობა!-რექტორთან შევდივართ რამდენიმე სხვა უნივერსიტეტის მოსწავლეები და საქმის ვითარებას გვაცნობენ. ნაწილი გარეთ გველიან, ზოგს კი ხვალიდან ეწყება ახალი პროფესიის შეთავსება-ლექტორობა. -მოგესალმებით! როგორც იცით სტუდენტებმა უნდა ჩაგიტარონ ლექციები, გესაუბრებოდათ ამაზე დეკანი, მე კი ეკონომიკის ფაკულტეტიდან ვარ და დიდი იმედი მაქვს სასარგებლო რჩევებს მოგცემთ და რაიმე ახალს შეგმატებთ. -რა გქვიათ?-ვარდისფერ პერანგში გამოწყობილი ბიჭი წევს მაღლა თავს. -მე თაია მქვია, თაია სოფრომაძე. -მეოთხე კურსელი ხართ, ხომ?-ახლა მის გევრდით მჯდომი გოგონა დგება და ჟღალ თმას უკან იყრის. -კი, მე მეოთხე კურსელი ვარ. -სკამზე ვჯდები და საუბარს განვაგრძობ.-მე რომ პირველკურსელი ვიყავი ყველაფერი მაინტერესებდა, უნივერსიტეტის ერთი კუნჭულიდან დაწყებული, მეორე კუნჭულამდე. არა მარტო, ჩემი ლექტორები, არამედ სხვა ფაკულტეტებისა, მაღალკურსელები... ეს ჩემთვის რაღაც ახალი იყო, რომელიც არ განმეცადა... ალბათ, დამეთანხმებით, რომ სკოლისგან განსხვავდება თავგადასავლებითაც და სწავლითაც... -მე მაღალკურსელი გოგოები მომწონს!-იძახის უცებ უკან მჯდომი ბიჭი და მის ნათქვამს სიცილიც ჰყვება. -გოგოებო თქვენ რას იტყვით? უმეტესობა ამ კითხვაზე მორცხვობს, ერთი გაბედული კი დგება: -ჩვენც მოგვწონს, მაგრამ ყოველშემთხვევაში თქვენსავით დახამებულები არ ვართ!-ენას უყოფს წინა კომენტარის ავტორს. -კარგი, გვეყო!-ვიცინი და კვლავ ფეხზე ვდგები.-გადავიდეთ ახლა ეკონომიკაზე. პირველ რიგში მაინტერესებს, რამ გადაგაწყვეტინათ ამ ფაკულტეტის არჩევა? -მე პირადად, ჩემმა ძმამ შემაყვარა ეკონომიკა. სამი წლის წინ ჩააბარა და იმდენად უყვარდა და უყვარს ეს საქმე, რომ გადავწყვიტე მეც ამ განხრით წავსულიყავი. -ღიმილით ამბობს კუპრივით შავთვალება გოგონა. -თქვენ რატომ გადაწყვიტეთ? -შენი სახელი? -სოფო. -პირველ რიგში ყველამ შენობით მომმართეთ. უხერხულია მეოთხე კურსელს რომ თქვენობით მესაუბრებით პირველკურსელები.-ვიცინი მე.-ხუთი წლიდან მინდოდა ეკონომიკაზე ჩამებარებინა. რა თქმა უნდა იმ ასაკში არ ვიცოდი ეკონომიკის განმარტება, მაგრამ სულ ,,ბანკობანას“ ვთამაშობდი ჩემს დასთან, მამიდაშვილებთან... მსიამოვნებდა როგორ დავიდებდი წინ შოკოლადების ყუთს, ვითომ კომპიუტერი იყო და, როგორ ვეხმარებოდი ხალხს სხვადასხვა რაღაცების გადახდაში... ძალიან მიყვარდა, როდესაც ფერად ფურცლებს ვჭრიდი, ვითომ ბარათები იყო. ჩემი მშობლები და ნათესავები ისე არ გამოვიდოდნენ ბანკიდან რომ ჩემთვის ბანკის ბარათები არ წამოეღოთ, რომელზეც სხცვადასხვა ინფორმაციას იწერებიან. -ცუდი იქნებოდა ამ ფაკულტეტზე რომ არ ჩაგებარებინა, თუ ასე გიყვარდა! -ხოდა ავისრულე ჩემი ოცნება! სიამაყეს ვგრძნობ სწორედ იმიტომ რომ ჩემი ოცნება, რომელიც ამავედროულად მიზანიც იყო არ დავივიწყე და დღემდე ვბრძოლობ იმისთვის რომ ცხოვრების ბოლომდე ჩემი საყვარელი პროფესიით ვისწავლო და ვიმუშაო. ---- ველი თქვენს შეფასებებს... დიდ მადლობას გიხდით ყველას ვინც თავისი აზრი გამიზიარა! |
ტესტები
აქტიური მწერლები
აქტიური მწერლები
.:დღის აქტიური მკითხველი:.
ყველაზე მნიშვნელოვანი ცხოვრებაში არის?
ყველა გამოკ
.:შემოგვიერთდით FACEBOOK-ზე:.