შესვლა
რეგისტრაცია
რეკლამა

სექსუალური განათლება (თავი 7)


12-11-2017, 01:17
ავტორი თაკუნა86
ნანახია 3 193

უცნაური სიზმარი ვნახე იმ ღამეს. არ ვიცი რატომ მაგრამ გამეღვიძა ცუდი შეგრძნებით...თითქოს ისევ რესტორანში ვიყავი, თითქმის იგივე სიტუაცია მხოლოდ ახლა მე უბრალოდ გარე მეთვალყურე ვიყავი იმ სიტუაციისა რაც წინა საღამოს მოხდა... ჩემს როლს ვინ თამაშობდა მისი სახე არ დამინახავს ხოლო ვაჟას მაგივრად დათო და ვატო ჩხუბობდნენ... რას ნიშნავდა არ ვიცოდი... ზლაზვნით ავდექი, მკლავი ისევ მაწუხებდა და მისი სრესვით გამოვედი სამზარეულოში..ყავა გავიმზადე და ფანჯარასთან მდგომ მაგიდასთან ჩამოვჯექი. უსასრულობაში, ცაში დავიწყე ყურება და ვცდილობდი აზრები დამელაგებინა... "განცხადებას დავწერ და სკოლიდან წამოვალ... ვუჩივლებ... აუცილებლად ვუჩივლებ იმ არაკაცს..".
- გაიღვიძე?- ტელეფონში ვატოს ხმა გავიგონე
- კი
- ცოტახანში მოვალ- გათიშა პასუხის თქმაც არ მაცალა
თავი მოვიწესრიგე, საშინაო ფორმაში გამოვეწყე დედა ვასაუზმე და ზუსტად ამ დროს კარზე ზარია
- შემოდი- შინ შევიპატიჯე- დედა ეს ჩემი მოწაფეა ვატო გაიცანი...-დედაც თავაზიანად მიესალმა და სამზარეულოში გავიყვანე
- ჩაის დაგალევინებ თუ გინდა- და სამზარეულოს კარადიდან ფინჯანი გადმოვიღე
- ყავა...ჩაის არ ვსვამ...
- ყავა?- გამიკვირდა- და შენთვის შეიძლება?
- ნატა.. არ გინდა ეს ცინიკური თუ ნიშნისმოგებით საუბარი, ისე ნუ გამოგყავს თითქოს შენ ძალიან დიდი ხარ ჩემზე... და ამაზე საუბარს არ ვაპირებ ახლა
-მე უბრალოდ როგორც მოზარდს ისე აღგიქვამ...
- ხოდა ნუ აღმიქვამ.. ცამყალიბებული ბიჭი ვარ ვიცი რა მინდა რატო და როგორ..
- კარგი ნუ გეწყინება..
-შენ როგორ ხარ?- სიტყვა გამაწყვეტინა
- კარგად მადლობთ
- ხომ არ დაურეკავს?
- ვის? - ძალიან გავიკვირვე კითხვა
- ვის და ვაჟას- გაკვირვებულმავე მიპასუხა
-არა,, რას ქვია დაურეკავს?,,,-გავბრაზდი
- დარეკავს და იმას ნიშნავს ხოდა არ უპასუხო-კატეგორიული ტონით მელაპარაკებოდა. რომ ვუყურებდი მმართლაც ვერ აღვიქვამდი მოზარდად ისეთი დალაგებული და გააზრებული საუბარი ჰქონდა. თითოეულ სიტყვა თავდაჯერებულად და მტკიცედ ამბობდა და თითქოს მჯეროდა და ვენდობოდი ამ ბიჭს
- მე ვიცი რასაც ვიზავ- ვუთხარი
- იქნება მეც გამანდო განზრახვა?!
- აუცილებელია?
- ეს ამბავი მეც მეხება უკვე და კი
- შემთხვევით გეხება და აღარ მინდა უფრო მეტად შეგეხოს და დაგაზარალოს, ამიტომ მადლობა მოკითხვისთვის და დანარჩენი მე ვიცი
- მისმინე..- ცოტა ტონი დაეძაბა- სკოლაშ მიხვალ და განცხადებას დაწერ განთავისუფლების შესახებ, მიზეზი რამე მოიფიქრე, მაგრამ იქ აღA დაბრუნდე, მის ზარებს არ უპასუხო დადანარჩენი მაცადე, ჩემს ზარს ელოდე
- რაო?- გაოგნებული უსმენდი მის სიტყვებს
- რაც გაიგონე და დამიჯერე- ჩაიდანმა კივილი მორთო და ცხელი წყალი ფინჯანში დავასხი და ვაყოს ყავა დავუდგი მაგიდაზე
- ვატო... გინდა რომ წყობილებიდან გამოვიდე?
- მემუქრები?... რატომ უნდა გამოხვიდე?
- მე გთხარი თავად მივხედავ საქმესთქო
- კარგი რაც გინდა ქენი და "დალშე" მე ვიცი- გაბრაზებული ადგა და დაულეველი ყავა დატოვა. გზა თავად გაიკვლია კარამდე და წავიდა.
მობილურს დავწვდი და ვაჟას მოადგილეს შევატყობინე რომ მეორე დღეს სკკოლაში მივიდოდი და განცხადებას ვწერდი წამოსვლასთან დაკავშირებით. გავთიშე თუ არა ტელეფონი კოლეგებმა ამიკლეს რეკვით და შეტყობინებებით
"სად გაქრი წუხელ? ასე უნდა დაგეტოვებინეთ? რა საქციელი იყო ეს?"- საყვედურები და კითხვები მეტი არაფერი
"ნატა მას დღე მშვიდობისა, მშვიდობაა?"-ქეთის სმსი.
რა უნდა მეპასუხა? ამიტომ ტელეფონს ხმა გამოურთე და გადავწყვიტე არავისთან მესაუბრა. შევეცადე საქმით შემექცია თავი. მეორე დღეს ჯერ განვთავისუფლდებოდი სკოლიდან დაშემდეგ აუცილებლად საჩივარს დავწერდი ვაჟაზე.დღემ ისე ჩაიარა არავისთან მისაუბრია არც გარეთ გავსულვარ, არ მინდოდას დედაცემს რაიმე შეეტყო და ამიტომ მას ვეხმარებოდი საახალწლო სამზადისისთვის.რამდენიმე საათის შემდეგ ტელეფონს გადავხედე და ვაჟას ნარეკებიც ვნახე, რამაც ძალიან გამაღიზიანა და თავიდან გამახსენდა მისი საზიზღარი სახე.

* * *

მეორე დღეს 11 საათი სრულდებოდა როდესაც სკოლაში შევაბიჯე და პირდაპირ მოადგილეს ვესტუმრე.
- მიზეზს რას მეტყვბი? თან ამ შუა სემესტრში? ასე მოულოდნელად შეიძლება?
- მიზეზი პირადი პრობლემები... შემცვლელის მოსაძებნად გაქვთ საკმარისი დრო ასე რომ არა მგონია დიდი აურზაური შექმნას ჩემმა წასვლამ
- ნება თქვენია... მარტო მე ვერ ვწყვიტავ ალბათ იცი.. ბატონი ვაჟას ხელმოწერა არის საჭირო მაგრამ სამწუხაროდ ახლა ისეთ მდგომარეობაშია... მაგრამ გასაგებია ოფიციალურ მხარეს მერეც მოვაგვარებთ - ძალიან გამიკვირდა მისი სიტყვები
-მოხდა რამე?- გაოგნებულმა ვიკითხე
- არ გაგიგიათ? ... მოხდა რომელია.. გუშინ ლამის იმ ქვეყანას აღმოჩნდა...- სიცივემ დამიარა ტანში, შიშმა და სიამოვნებამ ერთდროულად. ამბავი მართლაც არ დავმალავ მაგრამ გამეხარდა მაგრამ ეჭვი რომ ეს შეიძლება ვატოს ნახელავი ყოფილიყო მაშინებდა. გიჟივით წამოვხტი სკამიდან და გარეთ გამოვვარდი. მობილური ამოვიღე და ვატოს ნომერზე დავიწყე რეკვა... არ მპასუხობდა. სახლში დავრეკე, დედამისმა ყურმილი ძალიან მშვიდად აიღო და ასეთივე ტონით მითრა რომ მეგობრებთან ერთად არის. გავთიშე. ვაჟასთან დარეკვას არ ვაპირებდი მაგრამ საიდან გამეგო რა მოხდა?
- ალო, ქეთი...
- დიახ მას...გისმენთ
- ქეთი ვატო ხომ არ იცი სად არის?- პირდაპირ ვკითხე მოკითხვების და მიკიბ მოკიბვის გარეშე
- მას დაგირეკავთ ცოტა ხანში - მივხვდი ვერ საუბრობდა და გავთიშე. გარეთ გამოვედი და საით წავსულიყავ რა მექნა აღარ ვიცოდი. სკოლის ეზოს გამოვუყევი და ქეთიმაც დარეკა.
- ქეთი გისმენ - მალევე ვუპასუხე
- სად ხართ?
- სკოლის ეზოში
- გამოუყევით ქუცას და სკვერი რომ არის მანდ დაგხვდებით..
გზა სწრაფად გავაგრძე და რამდენიმე წუთში ადგილზე ვიყავი და ქეთის ველოდი. რამ,დენიმე წუთში ქეთიც გამოჩნდა.
- ზუსტად არაფერი ვიცი მაგრამ არც გავიგე გეტყვით.. მაგრამ ნატა...- ქეთიც ნატათი მომმართავდა-თუ ის რაც მგონია მართალია ....-გაჩუმდა
- ქეთი რა ხდება?!

* * *
ბანკეტიდან რომ გაუჩინარდით გვიან შევამჩნიეთ, მაშინ როდესაც ვიშლებოდით ამიტომ როდიდან გვაკლდით არ ვიცი. შინ რამდენიმე თანაკლასელი წამოვედით ერთად, მათ შორის ნიკაც იყოდა კიდევ 3 სხვა. პირველი მე ჩამოვედი ტაქსიდან და ნიკაც გადმომყვა
- სახლამდე მიგაცილებ
- სადღა ნდა მიმაცილო კორპუსთან ვდგავარ- ძალიან გამეცინა მაგრამ მაინც გადმოვიდა ავტომობილიდან
- ცოტახანი გავისეირნოთ რა- მთხოვა და ვერ ვუთხარი უარი. ამ პარკში ჩამოვედით ზუსტად სეირნობით
- ცოტა ხანი თორემ ცივა და სახლში ავალ
- შენ ვატო გიყვარს?- პირდაპირ მკითხა ნიკამ რაზეც ძალიან უხერხულად ვიგრძენი თავი
- თავხედი ნუ ხარ და შენი საქმე არ არის ვის ვინ უყვარს - გავუბრაზდი
-ე ი გიყვარს.. და დათოს შენ უყვარხარ?- განაგრძობდა ნიკა
- ნიკა რა გინდა?! სხვისი ცხოვრებით რომ ინტერესდები საკუთარი არ გაგაჩნია?
- როგორ არა მაგრამ ჩემთან ყველაფერი დალაგებულია ეს თქვენი სამკუთხედ ოთხკუთხედი ურთიერთობა დიდ ინტერესს იწვევს ჩემში...-ირონიულად მომიგო
- ჰა?? ვერ მიგიხვდი?
- დათოს შენ უყვარხარ, შენ ვატო გიყვარს, ვატოს კი.....იმხელა პაუზა გააკეთა მოლოდინისგან გული ლამის გამიჩერდა
- ამოღერღავ?- შევუტიე
- ნატა?! - გამომცდელად შემომხედა. ვერ გეტყვით იმ მომენტში რა დამემართა, მინდოდა ადგილზე გამექვავებინა ასეთი სისულელის გამო
- შენ კარგად თუ ხარ? აზრზე ხარ რეებს ბოდიალობ??? რა ნატა ბიჩო? ვინ ნატა? სანამ რამეს იტყოდე ცოტა ძალა დაატანე მაგ ტვინს- მივაყარე პირდაპირ თუ კი რამ მმადგა ენაზე
- გოგო, შენ გგონია ეს მე მოვიგონე?... მე მითქვია და აი ჩემს ფეხებს ყველაფერი რა
- თუნდაც მასე იყოს შენ რა გაღელვებს?!- დამაინტერესა მართლაც
- მე? მე რა უნდა მაღელვებდეს? ან ვინ უნდა მაღელვებდეს?-გაიოცა
- აბა სიამოვნებას განიჭებს ეს სიტუაცია?
- სიამოვნებას მანიჭებს ვატოს პრობლემები..- ძალიან ახლოს მოვიდა და თვალებში საშინელმა გაბრაზებულმა ჩამხედა- სახლს მიაგნებ მემგონი- თქვა და დამტოვა აქვე.
სახლში სირბილით ავედი გამოვიცვალე და პირდაპირ მობილურს მივაშურე. გვიანი იყო მაგრამ ვიცოდი არც ვატოს ეძინებოდა და არც დათოს.
- ვატო სალაპარაკო მაქ შენთან- ყურმილის აღებისთანავე ვუთხარი
- ეხლა არ მცალია და არც დროა რომ გნახო... მოვიცლი და ვილაპარაკოთ
- კარგი ვუთხარი და გავთიშე. დათოს ნომერი ავკრიფე. ძალიან მეუხერხულებოდა ორივესთან ჩვენი სამის თემის დატრიალების ამბავი მაგრამ ამ ამბავს რახან ახალი და თანაც ასეთი გმირი შეემატა ეს ძალიან დიდ პრობლემას შექმნიდა.
- დათო საქმე მაქვს..
- გისმენ ქეთი...
- ხვალ დილას როგორც კი გაიღვიძებ აუცილებლად მნახე
- კარგი- და გათიშა. ძალიან ვინანე რომ ასე გვიანი იყო და ვერც მე გავიდოდი სახლიდან და ვერც ისინი გამოვიდოდნენ.
მთელი ღამე ფიქრში გავატარე. ვინ და რატომ უყვარდა ვატოს ეს მეორეხარისხოვანი იყო უკვე ჩემთვის, მისი არჩევანი და უფლება იყო, მაგრამ ნიკას რა უნდოდა და რატომ ატრიალებდა ასეთ საშინელ ჭორს ეს არ მესმოდა და ვცდილობდი ახსნა მომეძებდა. რატომ იყო ასე გადაკიდებული ვატოზე, რა შეიძლებოდა მომხდარიყო მათ შორის?!
როგორც იქნა დილა გათენდა, გიჟივით მეჭირა მობილური ტელეფონი და ველდი დათოს ან ვატოს ზარს. დაახლოებით 2 საათი იქნებოდა დათომ დამირეკა ჩამოდიო.
- ვატო არ გინახავს?
- არა დღეს არა , რა ხდება?
- დათო....- და მოვუყევი წინა საღამოს დიალოგი, რამაც საოცარი შოკი მოჰგვარა დათოს -- როგორ ფიქრობ რატომ აკეთებს ამას ნიკა?
- ეგ არ ვიცი მაგრამ მე სხვა რამ მაფიქრებს..
- რა?- გავიკვირვე
- მართალია?... მართლა მასეა?- და დათოს სიტყვების მერე მეც ამეკვიატა ეს აზრი. ბევრი აღარ გვისაუბრია დავიშალეთ. ვატო არც გუშინ და არც დღეს არ გვინახავს მე და დათოს. ბიჭებს უთქვამთ რომ უბანშია მაგრამ არ ჩნდება არც ზარებს პასუხობს.რა ხდება არ ვიცით....
ქეთის მონაყოლმა მართლაც რომ თავზარი დამცა... რატომ ავირიე ამ ბავშვებში რატომ? რა უნდათ საერტოდ რატომ მინგრევენ ცხოვრებას და რატომ აკეთებენ ნიკაც ვატოც დათოც და ქეთიც ასეთ რაღაცეებს?! მათზე გავბრაზდი მაგრამ რატომ არ ვიცი.
- ნატა ... რახდება გამაგებინებთ?
- ქეთი რა გითხრა საყვარელო- ჩემი ბრაზი მოვთოკე- აბსურდია ყველაფერი, რატომ ხდება ასე მეც არ ვიცი მაგრამ ასეთი აბსურდი ჭორის გავრცელება არ შეიძლება... მე ჩემი პრობლემებიც საკმარისი მაქვს ახლა კიდე თქვენ...
- რამე მოხდა?,
- არაფერი არა... ქეთი უნდა წავიდე... აუცილებლად დაგირეკავ საღამოს და შენ და დათო ჩემთან ამოდით
- კარგი


* * *
ვატოს რეკვით მემგონი ტელეფონი ავუფეთქე. სახლში მისვლა არ მინდოდა იქიდან რა უნდა გამეკეთებინა, ამიტომ გადავწყვიტე... კოლეგას დავურეკე და ვაჟას ადგილსამყოფელი ვკითხე. ძალიან არ მინდოდა მასთან საუბარი მაგრამ ახლა მხოლოდ ის იყო ერთად ერთი ვინც პასუხს გამცემდა იმ ეჭვზე რაც მღრღნიდა. ქალაქის ცენტრალურ საავადმყოფოში იწვა ბატონი ვაჟა. პალატაში რომ შევედი გამცინებოდა თუ მეტირა არ ვიცოდი ისეთ მდგომარეობაში აღმოვაჩინე. სახე დალურჯებული შეშუპებული და ნაკაწრებით სავსე ჰქონდა, მარცხენა ხელი დაბინტული ჰქონდა, როგორც შემდეგ გავარკვიე ნაღრძობი ჰქონდა და არა მოტეხილი, მუცელზე მარჯვენა მხარეს "ლეიკოპლასტირით" ჰქონდა ჭრილობაზე საფენები დამაგრებნული. საცოდავი მაგრამ ამავდროულად საზიზგარი და სასიამოვნო სანახავი იყო
- გამარჯობათ- მივესალმე მის მეუღლეს
- მობრძანDით- თავაზიანად მომმართა და როგორც ხდება ძალიან რომ სწუხან ადამიანებზე ზუსტად ასეთი როლი მოვირგე. მეუღლემაც დააღო პირი და მოყვა, რომ საახალწლო რამოდენიმე პროდუქტისთვის სუპერმარკეტში ჩავიდა ვაჟა და ასეთი აღმოაჩინეს სადარბაზოში ნახევარი საათის შემდეგ. პოლიციაც იყო დაკითხვაზე მაგრამ ვერ იხსენებს ვინაობას თუ ვინ შეიძლება ყოფილიყვნენ მისი ასეთი გამლამაზებლები. ეს ფაქტი ცოტა მამშვიდებდა, არ იცის ე ი შეიძლება არც იყო ვატო..
- ნონა... წადი ექიმს ჰკითხე რეები უნდა მომიტანო
- თავად შემოვალო ხომ თავქ ვაჯა ექიმმა?- გაოგნებულმა კითხა მეუღლემ
- სანამ სემოვა გადი შენ და გითხრას.... რამდენ ხანს ველოდო მტკივა ეს დედა...- შეიგინა. ცოლც დაჰყვა მის ნებას და
- ერთი წუთით დაგტოვებთ და მარტო ნუ დატოვებთ ახლავე მოვალ- გავიდა.
- ლამაზად კი გამოიყურები- დამცირება დავუწყე- ეტყობა მაგრად გააბრაზე ვიღაცა- გამეცინა, მინდდოდა თავისი უსუსურობა ეგრძნო
- შენ ენას კბილი დააჭირე და ეხლა მომისმინე ქალბატონო...


საავადმყოფოდან სასოწარკვეთილი გამოვედი. მინდოდა თვალები დამეხუჭა და რომ გავახელDი სვაგან და სხვა დრს აღმოვჩენილიყავი. მაგარი ახალი წელი დგებოდა, ან რა მეაახალწლებოდა როცა სულ რაღაც 2 დღეში მემგონი ჩემი ცხოვრება მძაფრსიუჟეტიან ფილმს დამესგავსა?!
ვატოს ნომერი ავკრიფე. დიდხანს ურეკე მმაგრამ არ მპასუხობდა. ავდექი და სმს გავუგზავნე თანაც ისეთი აუცილებლად უნდა შემხმიანებოდა
"შენი საქციელი დასაწყისია ჩემი დასასრულის"- სულ ეს იყო სრულიად საკმარისი რომ დაახლოებით მიმხვდარიყო რას ვეუბნებოდი.
ქეთის გადავურეკე და ერთ საათში ჩემთან იყავით შენ და დათოთქო ვთხოვე. ტელეფონი გავთიშე და სახლის გზას დავადექი. ფიქრებში ისე გავერთე ვერც კი მივხვდი რომ მათოვდა. ფეხზე რომ სისველე ვიგრძენი მხოლო მაშინ მივხვდი რომ წელს თოვლი გვეღირსა.ტელეფონი აწკრიალდა ჩანთაში
- ნატა რახდება?!- ვატო იყო
- საშინელება ყველა მხრიდან... - ლამის ტირილი დავიწყე,ვატო იყო ერთადერთი ადამიანი ვინც უშუალოდ საქმის კურსში იყო ყველაფრისა და მასთან შემეძლო ღიად საუბარი, მაგრამ თავად ბევრს მალავდა და დრო იყო ყველაფერი თავის ადგილზე დალაგებულიყო.
- სად ხარ?
- სახლისკენ მივდივარ
- ცოტა ხანში მოვალ...
- მოდი გელოდები - მკაცრად ვუთხარი
- ეგ ტონი დაივიწყე და გითხარი მოვალთქო
- ქეთი და დათოც მოვლენ და ვილაპარაკოთ
- რომ წავლენ გამაგებინე და მერე მოვალ
- რატომ?- გამიკვირდა- გაქვს რამე დასამალი მათთან?
- მე არა შენ გაქ..- მითხრა და მივხვდი რომ ინციდენტს გულისხმობდა
- კარგი დაგირეკავ.


* * *
- სამივემ კარგად ვიცით ის რაც ნიკამ იბოდიალა- პირდაპირ საქმეზე გადავედი როდესაც სამზარეულოში მარტო დავრჩით მე ქეთი და დათო- მაგრამ მე მაგ თემაზე სალაპარაკოდ არ დამიბარებიხართ.მაინტერესებს მიზეზი თუ რატომ ერჩის ნიკა ვატოს... რამე მოხდა ისეთი რამაც ასეთი აგრესია გამოწვია?!
- მე არაფერი ვიცი- ქეთიმ თავიდანვე თავი გაირიცხა ამ სიტუაციიდან
- დათო სენ? -დავაკვირდი დათოს
- ნატა მას... უბრალოდ ხათრი ვერ გაგიტეხეთ და აქ იმიტომ ვარ...
- მესმის და ახლაც არ მაწყენინო... ხომ ხვდებით როგორი სიტუაცია დატრიალდა... თუ იაზრებთ რა შეიძლება მოყვეს ამ ყველაფერს?!
- ვერაფერს გეტყვით სანამ ვატოს არ ვნახავ- თქვა დათომ
- არ გინახავს?-ჰკითხა ქეთიმ
- არა არ მპასუხობს არც ზარზე არც სმს ზე...
- რა ეტაკა სად გაქრა?!- გაიკვირვა ქეთიმ... მე კი ვიცოდი მიზეზი, დათოსაც ჰქონდა პასუხი ჩემს კითხვაზე და თუ რმე ქრთისაც ჰქონდა პასუხი თავის ფიქრებზე მაგრამ ცალცალკჯკე ყველანი ვდუმდით რადგან ჩვენი საერთო კვანძი ვატო იყო და მასთან დალაპარაკების გარეშე ზედმეტად არცერთი ვიღებდით ხმას.
- კარგით,, ახლა ჩვენ საუბარს აზრი არ აქვს... ამიტომ აღარ გაგაჩერებთ...
- ჩაფიქრებული ბავშვები გამოვისტუმრე და სასტუმრო ოთახში შევბრუნდი.
- დედა რაღაც მოუხშირეს შენმა მოწაფეებმა ჩვენთან სიარულს,,,
- კი დედა სკოლის ამბებია შენ არ იდარდი...- ჩავეხუტე სავარძელში მჯდომს, მაგიდიდან მობილური ავიღე და ვატოს დავუკავშირდი. მეორე ზარზე აიღო
- გისმენ...
- სად ხარ?- რატომ ვკითხე არ ვიცი
- რა მნიშვნელობა აქვს?!
- პრინციპში არანაირი... თუ შეგიძლია მოდი
- ნახევარ საათში მანდ ვარ...
აღარ უკითხავს ხომ არ მატყუებ მართლა წავიდნენ და მსგავსი უაზრო კითხვები..სამზარეულოში გავედი ჩაიდანი დავდგი... ორი ფინჯანი გადმოვიღე და ყავის გამზადება დავიწყე... ველოდი ვატოს



№1 სტუმარი სტუმარი likA

ვერ ვიძინებდი ამას ველოდებოდი და ეხლა საერთოდ ვერ დავიძინებ ისეთ ინტრიგაში ვარ

 


№2  offline წევრი თაკუნა86

სტუმარი likA
ვერ ვიძინებდი ამას ველოდებოდი და ეხლა საერთოდ ვერ დავიძინებ ისეთ ინტრიგაში ვარ


მადლობა შენ რომ კითხულობ :*

 


№3  offline აქტიური მკითხველი ანი ანი

17 წლის ბიჭი და 34 წლის ქალი.... სერიოზულად?! ეს ბიჭი 18ის მაინც იყოს ან ეს ქალი რაამბავია ... არადა ვატო მომწონს :/

 


№4 სტუმარი ნაინა

შესანიშნავია,მომწოს,ოღონდ არ მყოფნის პატარა თავებია,ველდები,დადე მალე

 


№5 სტუმარი ნიაა

ძალიან კარგად წერ,საინტერესო პერსონაჟებიც გყავს.მაგრამ ვატო და ნატა წარმოუდგენელია,კი ბატონო ვატო ცალკე საინტერესო პერსონაჟია,ცალკე ნატაც მაგრამ ერთად ? მეგობრებო,ნატა პედოფილი გამოდის ჩვეულებრივი,და არ გვინდა ახლა აქ ფრაზები სიყვარულმა ასაკი არ იცის და ა.შ.. მე პირადად სალომე და დათას გამო ვაგრძელებ კითხვას მომიტევეთ მაგრამ სხვა ყველაფერი გულის ამრევი და ამაზზრზენია :)

 


№6 სტუმარი სტუმარი Lika

მომწონს მასე გააგრძელე

 


№7 სტუმარი Tamunnaa

Magaria dzalian. Yvelaferi momwons am istoriis martalia asakit didi wyvili gamodian nata da vato magram mainc kargia. Gaagrdzele moutmenlad veli shemdeg. Tavs xo da rac sheexeba vigacam rom daakoma nata pedofili gamodiso eg araferi es ubralod istoria a dzalian saintereso. Ambavi da ase rom c ar. Ikos mravari sikvarulia ase rom (takuna tu sheidzleba ase mogmartot) dzalian saintereso istoriaa da usayvarlesi wkvili nata da vato :-* veli shemdegss da ar miaqcio aravis idiotur komebs yuradgeba mokled magari gogo xar da es istoroa ufro magaria :D :-P:-*

 


№8  offline წევრი თაკუნა86

ჩემო ძვირფასებო ერთი რამ მინდა ვთქვა. ჯერ ის რომ ეს მართლაც ისტორიაა მეორეც პედოფილობა მაშინ არის თუ კი ნატას მხრიდანაც იქნება ვატოს მიმართ დამოკიდებულება მაგრამ რატომ ხართ დარწმუნებული რომ მასე იქნება? :) ალბათ ბევრს ეგონა რომ უბრალოდ მათ შორის რაღაც მოხდებოდა და ვსო მაგრამ როგორც ატყობთ სხვანაირად მოხდა ყველაფერი ასერომ ვნახოთ რა იქნება :*

ნიაა
ძალიან კარგად წერ,საინტერესო პერსონაჟებიც გყავს.მაგრამ ვატო და ნატა წარმოუდგენელია,კი ბატონო ვატო ცალკე საინტერესო პერსონაჟია,ცალკე ნატაც მაგრამ ერთად ? მეგობრებო,ნატა პედოფილი გამოდის ჩვეულებრივი,და არ გვინდა ახლა აქ ფრაზები სიყვარულმა ასაკი არ იცის და ა.შ.. მე პირადად სალომე და დათას გამო ვაგრძელებ კითხვას მომიტევეთ მაგრამ სხვა ყველაფერი გულის ამრევი და ამაზზრზენია :)


მადლობა უღრმესი ჩემო კარგო. მე კრიტიკასაც და ქებასაც ადეკვატურად აღვიქვამ. :* :*

სტუმარი Lika
მომწონს მასე გააგრძელე

გენაცვალე :*

Tamunnaa
Magaria dzalian. Yvelaferi momwons am istoriis martalia asakit didi wyvili gamodian nata da vato magram mainc kargia. Gaagrdzele moutmenlad veli shemdeg. Tavs xo da rac sheexeba vigacam rom daakoma nata pedofili gamodiso eg araferi es ubralod istoria a dzalian saintereso. Ambavi da ase rom c ar. Ikos mravari sikvarulia ase rom (takuna tu sheidzleba ase mogmartot) dzalian saintereso istoriaa da usayvarlesi wkvili nata da vato :-* veli shemdegss da ar miaqcio aravis idiotur komebs yuradgeba mokled magari gogo xar da es istoroa ufro magaria :D :-P:-*


მადლობა ჩემო ძვირფასო. შენ ალბათ ქეთი გინდოდა გეთქვა... როგორც შეატყე ამბავი მართლაც ჩაოხლართა ვნახოთ ბოლოს ვინ ვისთან და როგორ აღმოჩნდება :) <3

 


№9 სტუმარი სტუმარი მარი

ძალიან მომწონს ეს ისტორია,საინტერესოდაც წერტ,ერტი სული მაქვს როდის დადებთ ახალ თავებს,ყოველთვის სულმოუთქმელად ველოდები❤რაც შეეხება, არანაირი პედოფილია,რას ამბობთ, ხდება ესე რეალურ ცხოვრებაშიც,ძალია
ნ მომწოს ნატას და ვატოს წყვილი❤

 


№10  offline წევრი თაკუნა86

სტუმარი მარი
ძალიან მომწონს ეს ისტორია,საინტერესოდაც წერტ,ერტი სული მაქვს როდის დადებთ ახალ თავებს,ყოველთვის სულმოუთქმელად ველოდები❤რაც შეეხება, არანაირი პედოფილია,რას ამბობთ, ხდება ესე რეალურ ცხოვრებაშიც,ძალია
ნ მომწოს ნატას და ვატოს წყვილი❤


მადლობაააა <3

 


№11 სტუმარი Ana

Au ki kaia mara es asaki cotaa :| xo sheidzleboda studenti yofiliyo vato da nata 24 wlis leqtori maincdamainc es 20 wlit didi roa diskomforts qmnid da ravi sheni saqmis shen ici da gaagrdzele ramoxdeba mainteresebs

 


№12  offline წევრი თაკუნა86

Ana
Au ki kaia mara es asaki cotaa :| xo sheidzleboda studenti yofiliyo vato da nata 24 wlis leqtori maincdamainc es 20 wlit didi roa diskomforts qmnid da ravi sheni saqmis shen ici da gaagrdzele ramoxdeba mainteresebs



17 წელია სხვაობა, :) რავიცი აბა ასე დავიწყე და ვნახოთ რა იქნება :) მადლობა რომ კითხულობ

 


№13 სტუმარი Tamunnaa

თაკუნა86
ჩემო ძვირფასებო ერთი რამ მინდა ვთქვა. ჯერ ის რომ ეს მართლაც ისტორიაა მეორეც პედოფილობა მაშინ არის თუ კი ნატას მხრიდანაც იქნება ვატოს მიმართ დამოკიდებულება მაგრამ რატომ ხართ დარწმუნებული რომ მასე იქნება? :) ალბათ ბევრს ეგონა რომ უბრალოდ მათ შორის რაღაც მოხდებოდა და ვსო მაგრამ როგორც ატყობთ სხვანაირად მოხდა ყველაფერი ასერომ ვნახოთ რა იქნება :*

ნიაა
ძალიან კარგად წერ,საინტერესო პერსონაჟებიც გყავს.მაგრამ ვატო და ნატა წარმოუდგენელია,კი ბატონო ვატო ცალკე საინტერესო პერსონაჟია,ცალკე ნატაც მაგრამ ერთად ? მეგობრებო,ნატა პედოფილი გამოდის ჩვეულებრივი,და არ გვინდა ახლა აქ ფრაზები სიყვარულმა ასაკი არ იცის და ა.შ.. მე პირადად სალომე და დათას გამო ვაგრძელებ კითხვას მომიტევეთ მაგრამ სხვა ყველაფერი გულის ამრევი და ამაზზრზენია :)


მადლობა უღრმესი ჩემო კარგო. მე კრიტიკასაც და ქებასაც ადეკვატურად აღვიქვამ. :* :*

სტუმარი Lika
მომწონს მასე გააგრძელე

გენაცვალე :*

Tamunnaa
Magaria dzalian. Yvelaferi momwons am istoriis martalia asakit didi wyvili gamodian nata da vato magram mainc kargia. Gaagrdzele moutmenlad veli shemdeg. Tavs xo da rac sheexeba vigacam rom daakoma nata pedofili gamodiso eg araferi es ubralod istoria a dzalian saintereso. Ambavi da ase rom c ar. Ikos mravari sikvarulia ase rom (takuna tu sheidzleba ase mogmartot) dzalian saintereso istoriaa da usayvarlesi wkvili nata da vato :-* veli shemdegss da ar miaqcio aravis idiotur komebs yuradgeba mokled magari gogo xar da es istoroa ufro magaria :D :-P:-*


მადლობა ჩემო ძვირფასო. შენ ალბათ ქეთი გინდოდა გეთქვა... როგორც შეატყე ამბავი მართლაც ჩაოხლართა ვნახოთ ბოლოს ვინ ვისთან და როგორ აღმოჩნდება :) <3

Qeti? Ara ar shemshlia magram tu vato da nata ertad ar uqnebian wakitxvas azriagaraaq

 



სახელი: *
  • bowtiesmilelaughingblushsmileyrelaxedsmirk
    heart_eyeskissing_heartkissing_closed_eyesflushedrelievedsatisfiedgrin
    winkstuck_out_tongue_winking_eyestuck_out_tongue_closed_eyesgrinningkissingstuck_out_tonguesleeping
    worriedfrowninganguishedopen_mouthgrimacingconfusedhushed
    expressionlessunamusedsweat_smilesweatdisappointed_relievedwearypensive
    disappointedconfoundedfearfulcold_sweatperseverecrysob
    joyastonishedscreamtired_faceangryragetriumph
    sleepyyummasksunglassesdizzy_faceimpsmiling_imp
    neutral_faceno_mouthinnocent