შესვლა
რეგისტრაცია
რეკლამა

"ილიანი" (თავი 5 )


12-11-2017, 21:59
ავტორი naattii
ნანახია 2 171

ბუღა ხარივით ვაწყდებოდი ოთახში კედლებს და თავს ვიკავებდი გაბრაზებიდან არ მეკივლა. სულ გადამავიწყდა იმ დღეს ხომ მარიობა რომიყო და გოგოებმა დამიძახეს ავღნიშნოთო, ორივე ვაჟბატონიც იქვე იჯდა, ნათიას მივუჯექი და ლაპარაკი დავიწყეთ ფეისბუქზე მესიჯი რომ მომივიდა,დავხედე და გიორგისგან იყო, ჩუმად ავხედე მაგრამ არ მიყურებდა არაფერს იმჩნევდა, მეც ასე შეუმჩნევლად ჩავრგე ცხვირი ტელეფონში
-„მაპატიებ?“
-„არა“
-„გეფიცები მოვა დრო და მიხვდები ყველაფერს მაგრამ ახლა მაპატიე“
ჩუმად ამოვიქშუტუნე, ასეთი ქცევები ყველაზე მეტად მიყვარდა, ერთად 20 ვიჯექით და ჩვენ ჩვენი საიდუმლო გვქონდა ჩუმად ვმესიჯობდით, ჩუმად ვიცინოდით ერთმანეთზე, მინაწერზე ერთმანეთის რეაქციებს ვხედავდით და ეს უფრო მეტად გვახალისებდა. საკმაოდ ბევრი დავლიე, პივა ჩემი საყვარელი სასმელი იყო თუმცა არა 5 ბაკალი. ყოველ წამს ტვალეტში დავრბოდი სიცილით და ბოლო წასვლაზე ფეხიც უკვე კარგად მერეოდა. ჩემი ტელეფონის ხმა ძლივს გავიგე ჩემი და მირეკავდა, ისეთი ხმაური იყო ავდექი და ეზოს ბოლოსკენ გავუყევი თუმცა თვალის კუთხით აღვიქვი გიორგიც როგორ გამომყვა.
საუბარს რომ მოვრჩი გაკვირვებულმა გავხედე:
-რამე მოხდა?
-არა, უბრალოდ საკმაოდ მოგეკიდა და შემეშინდა არ წაქცეულიყავი, ხელს არ შეგიშლი უბრალოდ დახმარება მინდოდა.
გამეღიმა, ასეთი სითბოთი მივხვდი დანაშაულის გამოსწორებას ცდილობდა, პირის გაღებას ვაპირებდი შარდის ბუშტმა კიდევ რომ შემახსენა თავი და მაიძულა ოთახისკენ წასვლა, ლიფტში მართლა ისე დატრიალდა ყველაფერი გიორგის მივეყრდენი, მისი ტუჩები ისევ ახლოს მოხვდა ჩემს კისერთან თუმცა ამჯერად კოცნა არც უცდია ისე მიმიყვანა ოთახის კარამდე. სახეზე წყალი შევისხი და ისევ გამოვბრუნდი, ჩემი ბალკომის კარებთან იდგა და ღამის თბილისს გადაყურებდა.
-ლამაზი ხედი გაქვს ოთახიდან, ჩემი დის ფანჯრიდან მხოლოდ მშენებარე ბინა მოჩანს, ღიმილით გადმომხედა, ღიმილისას ეს თაფლისფერი თვალები როგორ უნათდებათქო გავიფიქრე და თავი გავაქნიე გონების მოსაკრებად.
მადლობათქო ჩავიბურდღუნე და დავინახე ჩემსკენ წამოვიდა, ამჯერად არ შემშინებია,ხელები ჩემი სკამის სახელურებზე დააწყო რომარ ავმდგარიყავი და სახე ახლოს მომიტანა -ნომერს მომცემ თუ პატარა ბავშვებივით ინტერნეტში გავაგრძელოთ?
-ნომერს? არაა, უცხო ბიჭს თანაც ნასვამი არავითარ ნომერს არ მ,ივცემ ენა გამოვუყავი და დავეჭყანე
-მართლა პატარა ბავშვს გავხარ , ნაზად გამიცინა და სანამ კიდე რამეს მეტყოდა ეზოდან ჩვენი სახელები გავიგონეთ, ბალკომზე გადავეყუდეთ და აქედან დავიწყეთ საუბარში ჩაბმა, ჩემ გვერდით ისე იყო გადმოწეული რომ რამდენჯერმე სახე ჩემს ბეჭზე გაეხახუნა და მივხვდი როგორ დამაჟრიალა, თუმცა არაფერი შევიმჩნიე. უკვე საკმაოდ გვიანი იყო გიომ ამოძახა წავიდეთო, გიორგიმაც სულ ოდნავ შეახო ტუჩები ჩემ ბეჭს და ხვალ სემინარზე გნახავო ჩუმად მიჩურჩულა.


ველი თქვენს აზრს კომენტარებში :)))



№1 სტუმარი სტუმარი ნიტა

მომწონს ძალიან,საკმაოდ კარგი საკითხავია. სუჟეტიც საინტერესოა,მაგრამ რუსულ სიტყვებს ნუ გამოიყენებ გთხოვ. პივა არა,ლუდი,ბალკონი-აივანი,ტვალეტი-საპირფარეშო.წარმატებებიიი.

 


№2 სტუმარი მწვანე

Kargii ra es ra iko ?! Rogor velodi :// 1 wutshi chaviktxe imena .. dzalian gavbrazdi,dzalian !

 


№3  offline წევრი khatia khatia

კაია ზააან ძაააანნნ
--------------------
we dont need makeup to look beatiful
კიკელა კიკელა

 


№4  offline აქტიური მკითხველი terooo

ყველაზე მეტად მომეწონა... ჩვენ ორს ამ ორიდან ერთი პატარა საიდუმლო გვქონდა

 



სახელი: *
  • bowtiesmilelaughingblushsmileyrelaxedsmirk
    heart_eyeskissing_heartkissing_closed_eyesflushedrelievedsatisfiedgrin
    winkstuck_out_tongue_winking_eyestuck_out_tongue_closed_eyesgrinningkissingstuck_out_tonguesleeping
    worriedfrowninganguishedopen_mouthgrimacingconfusedhushed
    expressionlessunamusedsweat_smilesweatdisappointed_relievedwearypensive
    disappointedconfoundedfearfulcold_sweatperseverecrysob
    joyastonishedscreamtired_faceangryragetriumph
    sleepyyummasksunglassesdizzy_faceimpsmiling_imp
    neutral_faceno_mouthinnocent