შესვლა
რეგისტრაცია
რეკლამა

ილიანი (თავი 6 )


13-11-2017, 18:42
ავტორი naattii
ნანახია 2 195

ჩემთვისაც რაოდენ გასაკვირი არუნდა ყოფილიყო ველოდი, მართლა ველოდი რომ ნებისმიერ წუთს შემოვიდოდად და გვერდული გაცინებით ახლოს დაჯდებოდა, თუმცა სასტუმროში წასვლის დრო ისე მოვიდა არ გამოჩენილა, ვეღარ მოვითმინე და ფეისბუქზე მივწერე საყვედური, თითქოს ამით ჩემი თავი არ გავეცი.
საღამოს საქართველოს ნაკრების თამაში იყო კალათბურთში, ამ სპორტის სახეობაში გამოცდილება მქონდა ამიტომ ქრისტინესთან ერთად მთელი ემოციებით ვბალეიშიკობდით ჩვენს გუნდს, ისე ვიყავი აზარტში შეჭრილი სულარ გამიგონია ზარის დარეკვა და შემოსული ორი გიორგი, სწორედ ამ დროს გადამწყვეტი ბურთი ჩავაგდეთ და მე და ქრისტინე ფეხსაცმელებით შევხტით დივანზე და კივილი მოვრთეთ, სწორედ ამ დროს შევამჩნიე კედელს მიყუდებული,ხელებ გადაჯვარედინებული გვერდულად როგორ მიცინოდა. შევცბი, არ ველოდი, თუმცა ჩემი საქმიანობა მაინც განვაგრძე ის კი ეზოში გავიდა და სხვა გოგოებს შეუერთდა.
ღამის ორი იქნებოდა ისევ ეზოში რომ ვიჯექით, რამდენიმე გოგო ორივე გიორგებთან და გაცხარებით განვიხილავდით გოგოების პატიოსნებას, ანუ მთელ სასტუმროს არ ვაძინებდით.
-მე არ მივაქცევ ალბათ ყურადღებას რომ შემიყვარდება ვინმესთან იყო თუარა ჩემამდე, სიყვარული სიყვარულია. თქვა გიომ და გადაგვათვალიერა.
-აი მე კი ვერ ავიტან, როცა წარმოვიდგენ, რომ ქალი რომელიც მიყვარს სხვასთან იყო, სხვასაც ჩემსავეთ კოცნიდა და ეფერებოდა, მხოლოდ ჩემი უნდა იყოს- გადაჭრით განაცხადა გიორგიმ და ჩემსკენ ამოუხედავად დაწვდა მაგიდაზე დადებულ ჩემ ხელს და თითებს თამაში დაუწყო. ლამის თვალები ავატრიალე, შეიძლება ბიჭი ასეთი მორცხვი და ამასთანავე ასეთი მესაკუთრე?
ღამის 4 საათამდე განვიხილავდით ამ საკითხს და მეც გიორგის ვუდგებოდი თუმცა როცა მეორე გიომ ჩვენს ხელებს დახედა ჩაცინებულმა გამოაცხადა:
-ისე რა მაგარია ორმა ქუთაისელმა ერთმანეთი თბილისში იპოვეთ და ამ ერთ კვირაში მშვენიერი საზაფხულო ფლირტი გამოგივიდათ.
ფლირტი? მეგონა მომესმა თუმცა როცა ჩემ წინ მჯდარ გიორგის გადავხედე და თითების თამაში შეწყვიტა მივხვდი სწორად გავიგონე, ანუ რა გამოდიოდა? მე ბოლო დონის რომანტიკოს ყველანაირი სცენარი მქონდა განხილული ფლირტის გარდა, ანუ რას ნიშნავდა ხვალ რესტორანში ქეიფით ყველაფერი დასრულდებოდა და სახლებში ისე წავიდოდით ვითომც არაფერი?
-ახლა ჯობია წავიდე და ჩემს სნიკერსებს დავაცხრე, იქნებ ცოტა მოვსუქდე და ქარის ჭკუაზე აღარ ვიარო _ სიცილით ვთქვი და ლიფტში ისე შევხტი ვერავის რომ ვერ მოესწრო რამის თქმა
ჰმ, ფლირტი. ფლირტი მომინდომეს ბიჭებმა, ვერ მოგართვით_ გაბრაზებული ბურტყუნით ვიცმევდი პიჟამოს აივნიდან გიორგის ძახილი რომ გავიგონე.
-სულ გააფრინე? აქ ხალხს ძინავს.
-იცოდე სანამ სნიკერს მეც არ მესვრი არსად წავალ და აქ დავჯდები.
-იჯექი მე ხელს არ მიშლი. აივნის კარი მივკეტე, თუმცა ინტერესი მკლავდა კიდევ რამდენ ხანს იჯდებოდა ტროტუარზე, 15 წუთში ისევ გადავხედე და გამეცინა, ზუსტად იქ იჯდა ისევ თუმცა გიო ზემოდან დამდგარი ეხვეწებოდა წამო რა მეძინებაო, ბოლოს შემეცოდა 5 სრულდებოდა. 2 სნიკერს ხელი დავავლე და ბალკომზე გავედი:
-იცი მაინც რა ჯიუტი ხარ?
-კი ნია მეუბნებიან ხოლმე
-არ გეშინია რომ მოგწამლო? _სიცილით ჩავუგდე შოკოლადი
--ზუსტად მაგის იმედი მაქ რომ შენით მომწამლავ_ თავი ჩამიკრა და გაღიმებული დამტოვა.
მეორე დღეს, საღამოს, რესტორანში აღნიშვნით ვასრულებდით ჩვენს სემინარებს, ამიტომ კაბა უკვე წამოღებული და მომზადებული მქონდა. ჩაცმას ვაპირებდი კარზე კაკუნი რომ გავიგონე, მარიკა იყო:
-აუ ნია მიშველე ხომ მითხარი თმის დასწორება ვიციო?
-კი მარ რა პრობლემაა მოვდივარ. მის ოთახში რა თქმა უნდა გიორგიც დამხვდა, მხოლოდ მომესალმა და ისევ ტელევიზორს მიაშტერდა, ჩუმად ჩამეცინა, როგორც ჩანს სნიკერსმა არ იმოქმედა. თმის დასწორების მერე მარიკა მეორე გოგოსთან მაკიაჟისთვის მიდიოდა, გიორგიმ მე იქ რა მინდა აგერ ნიასთან დავრჩებიო. ოთახში შესული ლოგინზე გაითხლარშა სრული არ სიტყვის მნიშვნელობით.
-გიორგი უნდა ჩავიცვა
-მერედა ხელს რითი გიშლი? ჩემთვის ვწევარ ბუნჩულად
გაბრაზებულმა დავსტაცე ხელი კაბას და სააბაზანოში გამოვიცვალე, აშკარად მოეწონა ჩემი კაბა. სარკეს მივუჯექი მაკიაჟისთვის მაგრამ თავი ცოტა ცუდად ვიგრძენი, წამომახურა და თავი საშინლად ამტკივდა, მიხვდა იმიტომ რომ წავბარბაცდი და ხელი შემაშველა.
-რა მოხდა, ხურხარ სიცხე ხომარ გაქვს?
-ხო ალბათ, მეტი რაუნდა იყოს, საწყლად ამოვილაპარაკე, სიმართლეს ვერ ვეტყოდი, ჯერ ვერა, თითქმის არ ვიცნობდი.
რესტორანში ნათიას შეყვარებულს მივყავდით, გიორგი კი იმ კარებთან მივიყვანე სადაც მარიკა იყო და სიცილით დიდისამბით ჩავაბარე აი შენი ძმა როგორიც დამიტოვე ისეთს გიბრუნებთქო.
25 გოგოში მხოლოდ ერთი ბიჭი იყო და მასზეც მე მაწვალებდნენ მიდი თვალი ჩაუკარიო, გვერდით მარიკა მომიჯდა და საღამოც დაიწყო. ერთ საათში ტელეფონი ამოიღო და როცა მივხვდი ვის ურეკავდა ყურები დავიგრძელე.
-ძამი ჩვენ დაგვაგვიანდება, არ დამელოდო
-...........
-ოჰ სხვანაირად როგორ შეიძლება, ერთი საღამოც როგორ გაძლებდით გოგოების გარეშე. ამ დროს თვალები დავქაჩე, გოგოები?
-კარგი კარგი გავიგე რომ გიო მარტო ცხოვრობს და იყენებთ, მოკლედ მე მაგვიანდება აბა თქვენ იცით როგორ გაატარებთ დროს. ტელეფონი გათიშა და გადმომხედა, ნეტა ამ ბიჭს გამოასწორებს რამე ან ვინმე?
არ შევიმჩნიე, მე ხომ უბრალო საზაფხულო ფლირტის შედეგი ვიყავი, რისი უფლება მქონდა? მხოლოდ მისი გაწვალების.
-აუ მარი მაგარი იდეა მაქ, მოდი შენი ძმა ჩემი ნომრიდან გავაწვალოთ.
-რა პრობლემაა, გაეცინა და ნომერი მაშინვე მომცა, მეც არ დავაყოვნე და მის თვალწინ ავკრიბე ტექსტი „ საყვარელო სულ დამივიწყე არც უნდა მომიკითხო?“ და ხითხითით გავაგზავნე, 2 წუთი არიქნებოდა გასული რომ დამირეკა თუმცა არ ვუპასუხეთ, მიხვდა და მანაც შეტყობინება დაგვიბრუნა.
„რომელი ხარ?“, „ღმერთო ჩემო, შენ რა ჩემს ნომერსაც ვეღარ ცნობ თუ ბევრი გწერს საყვარელოთი? როგორ არ ველოდი ამას შენგან“, მარიკას სიცილი მემგონი მთელ სუფრას ესმოდა. ბოლოს ვინაობას მიხვდა და სიცილით მკითხა არასდროს გაიზრდებიო? შემდეგმა შეტყობინებამ კი წარბები ზემოთ ამაწევინა, „ნია გიო ვარ, გიორგიმ გოგოები გააცილა და ტელეფონი სახლში დატოვა, რომ მოვა ალბათ გიპასუხებს“ ალბათ? რა თქმა უნდა ალბათ მე ხომ ფლირტი ვარ, ისე გავბრაზდი ჩვენი ლექტორის შემრცხვა თორე თეფშს სიამოვნებით მივალეწავდი კედელს.
-მინდია რატომ ზიხარ? წამო ვიცეკვოთ, და ბიჭი ლამის ძალით გავათრიე.
როცა ცეკვას მოვრჩით და ტელეფონს დავხედე სამი შეტყობინება დამხვდა, მეც არ დავაყოვნე: „უკაცრავად მინდიას ვეცეკვებოდი და ვეღარ გიპასუხე“. მივხვდი გაბრაზდა „კარგი ხელს აღარ შეგიშლი, გაერთე“. ჰმ, კიდევ აქეთ იყო ბიჭი გაბრაზებული და დიდ გულზე, რა უფლებით? მე მყავდა „ნაშები“ სახლში და ვგულაობდი? ვერ მოვითმინე და მაინც ვუპასუხე, შედეგად კი ის გამოვიდა, რომ მთელი საღამო, უკანა გზა და თითქმის მთელი ღამე საუბარში გავატარეთ, შედარებით უკეთ გავიცანი, 6 საათი იყო დავიძინოთო შემომთავაზა, 8ზე ისევ ქუთაისში ბრუნდებოდნენ უჩემოდ, იმდენი მეხვეწა შენც წამო ერთად გავერთობითო, მაგრამ ჩემი საქმე მქონდა და ვუთხარი დაქალთან უნდა დავრჩე ორშაბათს დავბრუნდები რაღაც უნდა გავაკეთოთქო. იმ პირობით დაიძინა, რომ დილით მომიკაკუნებდა და გავაცილებდი.


ვეცადე თქვენი ყველა შენიშვნა გამეთვალისწინებია :))))



№1 სტუმარი Ani

Dzalian sayvareli istoriaa

 


№2  offline აქტიური მკითხველი terooo

მეტი დიალოგი მინდა

 



სახელი: *
  • bowtiesmilelaughingblushsmileyrelaxedsmirk
    heart_eyeskissing_heartkissing_closed_eyesflushedrelievedsatisfiedgrin
    winkstuck_out_tongue_winking_eyestuck_out_tongue_closed_eyesgrinningkissingstuck_out_tonguesleeping
    worriedfrowninganguishedopen_mouthgrimacingconfusedhushed
    expressionlessunamusedsweat_smilesweatdisappointed_relievedwearypensive
    disappointedconfoundedfearfulcold_sweatperseverecrysob
    joyastonishedscreamtired_faceangryragetriumph
    sleepyyummasksunglassesdizzy_faceimpsmiling_imp
    neutral_faceno_mouthinnocent