პატარა მევიოლინე
მინდა ერთი პატარა ტრაგიკული სიყვარულის ისტორია მოგიყვეთ,რომელიც ჩემს მეზობლად მცხოვრებ ერთ თინეიჯერ გოგონას გადახდა.ელისს (ასე ერქვა მას)კარგად არც ვიცნობდი.ჩვენი ნაცნობობა მხოლოდ მისალმებით შემოიფარგლებოდა.იგი ყოველთვის მხიარული და ბედნიერი იყო.მისთვის არაფერი არ წარმოადგენდა გადაუჭრელ პრობლემას. ერთ მშვიდ საღამოს,როდესაც ჩემს ეზოში ვიჯექი და გაზაფხულის არომატით ვტკბებოდი,ელისი დავინახე.(ჩვენს სახლებს მხოლოდ ერთი ღობე ჰყოფდა, ასე რომ კარგად ვიცოდი რა ხდებოდა მასთან)სახეზე ხელებ აფარებულმა სირბილით გადაკვეთა ეზო და სახლში შევარდა ,ისე რომ მე არც კი შევუნიშნივარ.სახლში ისე შევიდა, რომ სინათლე საერთოდ არც აუნთია.რამოდენიმე წუთით კვლავ სიჩუმემ დაისადგურა,შემდეგ კი ვიოლინოს ნაზმა, წკრიალა მელოდიამ მოიცვა მთელი ეზო.შევცბი,ეს ისეთი მოულოდნლი იყო,მაგრამ შემდეგ მელოდიას ჩავუღრმავდი და მივხვდი, რომ ეს ნამდვილი შემოქმედება იყო.იმ წუთას არ ვფიქრობდი საიდან, ან რატომ მოდიოდა ეს მუსიკა, ან თუნდაც ვინ ასრულებდა მას...ის ჩემთვის იმდენად უცხო,ნაზი, სიყვარულით სავსე, სევდიანი და ამასთანავე მძიმე იყო, რომ უნებურად თვალზე ცრემლი მომადგა.ნელ-ნელა კი სევდიანი ფიქრების და აზრების მორევში გადავეშვი...მელოდიის დასრულების შემდეგ თვალები გავახილე და მიხვხვდი, რომ საკმაოდ დიდხანს ვიდექი გაშეშებული.უცებ გამოვერკვიე და გავაცნობიერე, რომ ამ მუსიკას ვიოლინოზე სწორედ ის პატარა გოგონა ასრულებდა.არ მჯეროდა...არ მჯეროდა რომ მას ეს საერთოდ თუ შეეძლო.ამას ხომ პროფესიონალი მევიოლინეც ვერ შეასრულებდა ასე... მეორე დღეს კიდევ ერთხელ გავიხსენე გასული საღამო და გამახსენდა რომ ელისი სახლში სახეზე ხელებ არაფებულლი შევარდა ანუ ტიროდა ამას კი ის არაამქვეყნიური მელოდია დავუმატე და მივხვდი რომ ელისი უიმედოდ იყო შეყვარებული...მისი ნახვა მინდოდა და მთელი დღე ველოდებოდი რომ გამოსულიყო მაგრამ სახლი დაკეტილს გავდა.ცოტა ავნერვიულდი რადგან ვიცოდი რა იყო უიმედო სიყვარული ადამიანს ზეც კი არ ათქმევინებდა უარს ამიტომ მასთან გადასვლა გადავწყიტე როდესაც კვლავ იგივე მელოდა მომესმა ელისის სახლიდან.ამან ცოტა დამამშვიდა.ამიტომ თავს უფლება მივეცი და კვლავ სასიამოვნო ჰანგებს ჩავუღრმავდი.შევმჩნიე რომ მელოდია ისეთი არ იყო როგორიც წინა საღამოლს მაგრამ რაღაცით გავდა ჩავთვალე რომ ეს მისი გაგრძელება იყო. გადიოდა დღეები ელსი თვაის ჯადოსნურ ვიოლინოზე საუცხოო ჰანგებს აჟღერებდა ყოველ საღამოს,მაგრამ თავად არ ჩანდა არც დღე და არც ღამე.უკვე წესად მქონდა საღამოს ეზოში სავარძეში მოკალათება და მისი მოსმენა. ერთ საღამოსაც ჩვეულებრიად გამოვედი ეზოში,სავარძელში მოვიკალათე და ელისის მელოდიას დაველოდე.აი,დაიწყო და პირველმა ჰანგებმაც გაიჟღერა.უეცრად ვიცანი რომ ეს მელოდია სულ პირველ საღამოს მოვისმინე მისგან,მაგრამ კვლავ ისეთი სასიამოვნო იყო რომ ამისთვის ყურადღებაც კი არ მიმიქცევია...როდესაც მელოდია დასრულდა შევნიშნე რომ უკვე საკმაოდ გვიანი იყო.უცნაურად მომეჩვენა როგორც წესი ელისი ამდენ ხანს არ უკრავს ხოლმე.ფიქრებიდან ელისის ეზოს კარებზე კაკუნმა გამომარკვია.სტუმრებმა კარები გააღეს და ეზოში დაუკითხავად შევიდნენ.აქედან ერთ-ერთი ელისის მეგობარი ლიზა იყო,მეორე კი უცხო ახალგაზრდა ბიჭი იყო,რომელიც საკმაოდ სიმპატიური იყო,მაგრამ სახეზე მშვენიერებას უძილობისგან და თირილისგან ჩასიებული და ამოღამებული თვალები უჩრდილავდა.ორივე აღელვეული ჩანდა.ლიზა წინ წავიდა ეზოს შუა გულში გაჩერდა და ელისს დაუძახა.ბიჭმა ვეღარ მოითმინა და თავად დაუძახა მას.უეცრად სახლის კრები ჭრიალით გაიიღო და სიბნელიდან ნელი ნაბიჯით ელისი გამოვიდა.ერთ ხელში ვიოლინოს ხემი ჭირა მეორეში კი თავად ის ჯადოსნური სკრავი.ტანზე ვიქტორიანული პერიოდის შავი მთლიანი კაბა ემოსა.თმა გაწეწილი ჰქონდა.მის სახეს კი ვერ ვხედავდი. უცხო ბიჭი წინ წამოვიდა და ელისს დაჟინებული და სევდით აღსავსე თვალებით მიასტერდა.ელისი მისკენ ნელი ნაბიჯით წავიდა ვიოლინო კი ხელში ჩაებღუჯა,როდესაც შევნიშნე რომ ინსტუმენტის სიმზე სისხლის წვრილი ნაკადი მოდიოდა,ფეხზე წამოვიჭერი ,მაგრამ უკვე გვიან იყო...ელისი უცნობი ბიჭის ფეხებთან უგონოდ დაეცა... ისიც მუხლებზე დავარდა ,უგონოდ მყოფი ელისი გულში ჩაიკრა და მწარე ცრემლებით ატირდა... მიუხედავად ექიმების მცდელობისა ელისი ვერ გადარჩა.მან ვენები უკანასკნელი მელოდიის დაწყებამდე გადაიჭრა... მას შემდეგ მაწუხებს კითხვები და დანაშაულის გრძნობა,თუ როგორ დაემთხვა ეს ყველაფერი ერთმნეთს?რა მოხდებოდა ის ადამიანი ერთი დღით ადრე რომ მოსულიყო ელისსთან? ან რა მოხდებოდა თუ თავის დზროზე მივხვდებოდი მის ჩანაფიქრს და გადავარჩენდი მას?ვიცი რომ მე შემეძლო მისი გადარჩენა მაგრამ ეს არ გავაკეთე...რატომ? |
ტესტები
აქტიური მწერლები
აქტიური მწერლები
.:დღის აქტიური მკითხველი:.
ყველაზე მნიშვნელოვანი ცხოვრებაში არის?
ყველა გამოკ
.:შემოგვიერთდით FACEBOOK-ზე:.