შესვლა
რეგისტრაცია
რეკლამა

აისჰევენი IX და X თავები.


15-11-2017, 19:11
ავტორი Sleeping Cinderella
ნანახია 1 196

თავი IX - შობა

გაბრიელ სანდერსი,ჯეინის მეორე ქმარი,საშუალო სიმაღლის,სიმპათიური კაცი იყო,ღია მწვანე თვალებით და ყავისფერი თმით.46 წლის იყო,მაგრამ უფრო ახალგაზრდად გამოიყურებოდა.

როდესაც ჯეინი გარდაიცვალა,ბავშვებზე ის ზრუნავდა.მან ასწავლა მათ ინსტრუმენტებზე დაკვრა,ბენდიც მან ჩამოაყალიბა მათგან.ვენდი და ქეითი მასთან კაფე-ბარში მუშაობდნენ,მაგრამ მას შემდეგ,რაც თავისი საცოლე მიატოვა საკურთხეველთან,გერმანიაში გადავიდა ცოტა ხნით,რამდენიმე კვირით ადრე მაქციების შემოსევამდე.

ახლა ის უილოუს მეთექვსმეტე დაბადების დღისთვის ჩამოვიდა.
ვენდის გული სიხარულით აევსო და ნაზად შემოხვია ხელები გაბრიელს.
-ჰეი!-გაბრიელი ჩაეხუტა,-ბოდიშით ბავშვებო,რომ არ ვიყავი აქ,როდესაც მაქციები შემოესივნენ გრინეიჯს.აქ უნდა ვყოფილიყავი!
-არაუშავს,არ ინერვიულო,მთავარია რომ ახლა აქ ხარ.
-უილოუს დაბადების დღეს ვერ გამოვტოვებდი.
-გახსოვდა?-გაუხარდა უილოუს.
-რა თქმა უნდა! დედაშენი ყოველთვის ამბობდა,რომ ძალიან მნიშვნელოვანია რომ დღესასწაულებზე შენს ოჯახთან ერთად იყოო.ძალიან მიხარია თქვენი ნახვა.-გაბრიელმა თავის გერებს თვალი მოავლო,-ძალიან მომენატრეთ.ხო მართლა,რობი სადაა?
-აქ ვარ?-ოთახში რობი შემოვიდა და მამინაცვალს ჩაეხუტა.

გაბრიელი ერთადერთი კაცი იყო,ვისიც რობს ეშინოდა და პატივს სცემდა.
სანამ რობერტი წასული იყო,გაბრიელი იყო მამამისიც,მასწავლებელიც და დამრიგებელიც.მან ასწავლა რობს,როგორ გაეპარსა წვერი,დაეჭირა თევზი ან მოეხიბლა საპირისპირო სქესი.
ღაც რობმა იცოდა,გაბრიელის დამსახურებით.

ალისამ სუფრა გაშალა.
-ჩვენთან რჩები?-ჰკითხა ვენდიმ გაბრიელს.
-თუ მამაშენი წინააღმდეგი არ იქნება,კი ბატონო.
-ის აქ არ არის.
-ჯერ მხოლოდ ერთი თვე გავიდა და თავისი ოჯახი ისევ მიატოვა?
-არავინაც არ მიუტოვებია,დასასვენებლად კი არ არის,საქმეებს აგვარებს.
-როგორც იტყვი.
-შენ წარმოდგენაც არ გაქვს...
-ხოდა მითხარი.-წარბები აწია გაბრიელმა.
ვენდიმ უხერხულად გახედა რობს,მაგრამ მან თვალებით ანიშნა რომ არაფერი ეთქვა.

სადილმა ჩუმად ჩაიარა,მხოლოდ დანა-ჩანგლის ჩხარუნი არღვევდა დუმილს.

-უკვე 17 დეკემბერია,და სახლი ჯერ კიდევ არ მოგირთავთ?-გაბრიელმა სცადა რომ უხერხულობა განემუხტა,-არ მითხრა რომ ეს ფერადი ნათურები არის მთელი დეკორაცია.
-ვენდის ევალება სახლის საშობაოდ მორთვა.-უპასუხა უილოუმ.
-უკაცრავად მაგრამ ჩემი ცხოვრებით ვიყავი დაკავებული,-თქვა ვენდიმ სარკაზმით,-შენ თვითონ რატომ არ მორთე სახლი? მე რატომ მევალება?
-იმიტომ,რომ შენ თვითონ თქვი,რომ თუ უშემოდ მივეკარებოდით სახლს,ხელებს მოგვაჭრიდი.
-კარგით ბავშვებო,-გაეცინა გაბრიელს,-მოდი ერთად მოვრთოთ სახლი,კარგი?
-კარგი.-დაეთანხმა ყველა.

მალე სახლი გაივსო ნაძვის ხეებით და ფერადი ნათურებით.გაბრიელს კარგი გემოვნება ჰქონდა და ერთადერთი იყო,ვისაც ვენდი ენდობოდა საშობაო დეკორაციებში.
შობა ვენდის საყვარელი დღესასწაული იყო.მხოლოდ ამ დროს ფიქრობდა,რომ სამყარო ლამაზი და ჯადოსნური ადგილი იყო.

-არ ვუთხრათ გაბრიელს მამაზე?-ვენდიმ ჩაუჩურჩულა რობს,სანამ ფერად ნათურებს კიდებდნენ კედელზე.
-რა ვუთხრათ,მამაჩემი ვამპირია,ხალხი მოკლა და ახლა ღმერთმა იცის სად წავიდა,რომ ჩვენც არ დაგვიშავოს რამე?
-მე მას ვენდობი,გამოსავალს იპოვის.
-როგორიცაა მამას მოკვლა.
-არა!
-დამიჯერე,რაც ცოტა ხალხმა იცის მის შესახებ,მით უკეთესი.-რობმა ნათურების ჩამოკიდება დაამთავრა და კიბიდან ჩავიდა.
ვენდიმ ამოიოხრა.უნდოდა რომ ვინმე ჭკვიანთან ესაუბრა რობერტის შესახებ.
რიკი თავის ყოფილ ცოლთან დაბრუნდა,რობს არ უნდოდა ამაზე ლაპარაკი და ქეითს...ქეითი დიდად არ გამოირჩეოდა ბევრი ლაპარაკით.

-ვაუ,შენი ოთახი უკვე მოგირთავს,ძალიან ლამაზია.-თქვა გაბრიელმა,როცა ვენდის ოთახში შეიხედა.
ოთახი მორთული იყო ფერადი ნათურებით და კუთხეში 2 მეტრიანი ნაძვის ხე იდგა,რომელიც ოთახს მყუდროებას მატებდა.
-ეს უბრალოდ ყოველდღიური დეკორაციაა,არ მინდა რომ შობას მთელი წელი ველოდო,ხოდა ჩემთვის ყოველი დღე შობაა.
-ჭკვიანურია.-გაიღიმა გაბრიელმა,-უილოუმ მითხრა რომ შეყვარებული გყავს.
-არ მყავს.მას მხოლოდ ერხელ შევხვდი.
-მოგწონს?
-რატომ გგონია?
-იმიტომ გეკითხები,რომ ისე გაწითლდი,თითქოს ზაფხულის ცხელი დღეა და 40 გრადუსი სიცხეა.
-მგონი მომწონს.-დაიმორცხვა ვენდიმ.
-საშობაო წვეულებაზე დაპატიჟე.
-საშობაო წვეულება გვექნება?-გაუხარდა ვენდის.
-რა არის შობა,წვეულების გარეშე,ჰა?-გაბრიელმა გაიღიმა,-გინდა გავისეირნოთ?
-გავისეირნოთ?
-ხო,სუფთა ჰაერი ჩავისუნთქოთ.
-კარგი.
ვენდიმ ქურთუკი აიღო.

ბნელი ტყე ვენდისთვის ყოველთვის იდუმალი ტყე იყო,მაგრამა ახლა მისთვის რაღაცას ნიშნავდა.
-ოდესმე ყოფილხარ ბნელ ტყეში?-ჰკითხა გაბრიელს.
-არა,აისჰევენში პირველად ვარ.-მან სიგარეტს მოუკიდა,-არ მოწიო,მოწევა კლავს.
"ეგ არის მთავარი მიზანი ზუსტად,იმას თუ არ ჩავთვლით რომ ელფი ვარ და ვერ მოვკვდები." გაიფიქრა ვენდიმ და ჰკითხა-ხომ იცი რატომ დაშორდნენ ჩემი მშობლები?
-იმიტომ,რომ მამაშენმა გადაწყვიტა,რომ კარიერა უფრო მნიშვნელოვანი იყო მისთვის,ვიდრე ოჯახი?
-შენ და ემი რატო დაშორდით?
-იმიტომ,რომ მას დაუმთავრებელი საქმე ჰქონდა თავის ყოფილთან და არ მინდოდა,რომ სათადარიგო ვარიანტი ვყოფილიყავი.
-არც მამას არ უნდოდა.
-მეუბნები,რომ დედაშენმა მამაშენს უღალატა?
-არა,მას უბრალოდ მამას ძმაკაცი შეუყვარდა.
-ვინ გითხრა ეგ?-შეჩერდა გაბრიელი.
-სანდო წყარო მყავს.
გაბრიელმა ამოიოხრა.-არ ვიცოდი.
-მამაჩემი არასდროს გაურბოდა პასუხიმგებლობას,მას ყოველთვის უყვარდა თავისი ოჯახი.
-მამაშენი...-თქვა გაბრიელმა,-ცოტა არ იყოს მწყინს,რომ მამას არასდროს მეძახი.შენთვის ყოველთვის მამინაცვალი ვიყავი.
-არა! შენც მამაჩემი ხარ და ყოველთვის იქნები!
-კარგი.მართლა,სად არის?
-როგორც გითხარი,საქმეებს აგვარებს
-მგონი ვიღაცამ მოგაკითხა.
-რა?-ვენდიმ გაიხედა და კარებთან ბიჭი დაინახა ცხენით,-ოუ...
-დაა შენის ახე ისევ წითელია,ანუ ეგაა ის?
-კი,ეგაა...-თქვა ვენდიმ სუსტი ხმით.
-კარგი,სანერვიულო არაფერია.-გაბრიელმა გაამხნევა,მაგრამ ამან უფრო დაძაბა ვენდი.

-გამარჯობა.-გაბრიელმა კრისს ხელი ჩამოართვა,-შენ ალბათ კრისი ხარ.
-დიახ.
-სასიამოვნოა.-გაბრიელმა გაიღიმა და როდესაც სახლის კარი შეაღო,ვენდის თვალი ჩაუკრა,ისე რომ კრისს არ დაენახა.
კრისს თეთრი მაისური და შავი ქურთუკი ეცვა.ვენდიმ ინანა,რომ თვითონაც თეთრი მაისური არ ჩაიცვა.
-ეს არ იყო რობერტ ბლექვუდი.
-არა,ეს ჩემი მამინაცვალია,გაბრიელი.
-ა.არ ვიცოდი მამინაცვალი თუ გყავდა.
-ხო.-ვენდიმ უხერხულად დაიხვია თმა თითზე.
-მართალია,გითხარი შაბათ-კვირას გნახავ თქო,მაგრამ მანამდე მთელი კვირაა და დღეს კვირაა,ანუ მაინც შაბათ-კვირა გამოდის.
-ჰო.-ვენდიმ გაიღიმა.
-გინდა ქალაქში გავისეირნოთ? რამდენიმე კარგი ადგილი ვიცი.
-კარგი,ცხენს მოვამზადებ. "ვაიმე,რა დებილი ვარ,შემეძლო მის ცხენზე დავმჯდარიყავი მასთან ერთად >.<"
-კარგი,გელოდები. "რა დებილი ვარ,შემეძლო ჩემი ცხენი შემეთავაზებინა და ერთად ვიჯდებოდით."

და ორი დებილი წავიდა ქალაქში.
ქალაქი გაცილებით ლამაზი იყო შობის პერიოდში.თოვლი იდო ყველგან,ფერადი ნათურები ხეებზე იყო შემოვლებული,სახლებიც ნათურებით იყო მორთული,თოვლის კაცები ეზოებში,ისმოდა ბავშვების ჟრიამული და მშობლების ძახილი,თბილად ჩაიცვით და ერთმანეთს თოვლის გუნდები არ ესროლოთ,თორემ დაშავდებითო.

ვენდის ბავშვობა გაახსენდა,ის და მისი ძმა-დები თამაშობდნენ ასე,თოვლის გუნდებს ესროდნენ ერთმანეთს,აშენებდნენ თოვლის კაცებს და თოვლში ანგელოზებს ხაზავდნენ.მერე დედა ცხელ კაკაოს უმზადებდა და გაყინულ ფეხებს ცხელ წყალში აყოფინებდა.

-მოდი აქ დავჯდეთ რა,მიყვარს ეს ადგილი,დედას ბავშვობაში მოვყავდი ხოლმე.
-კარგი.-დაეთანხმა კრისი და მერხზე დაჯდნენ.
-ნაყინი არ გინდა?
-ნაყინები არ არის დეკემბერში.
-რა რასიზმია.
-გეთანხმები.აუცილებლად უნდა იყოს სანაყინე ელფებისთვის,რომ თოვლის ჭამა არ მოგვიწიოს.
-და თოვლს რას ერჩი? ბავშვობაში ძალიან მიყვარდა თოვლის ჭამა.
-მეც.-გაეცინა კრისს.
-ტეხავს,რომ თოვლი ვჭამოთ?
-არავის ადარდებს რას შეჭამ.
ერთმანეთს გაუღიმეს.
-მიდი,ჯერ შენ.-უთხრა ვენდიმ.
-ჯერ ქალბატონები.-დაიჟინა კრისმა.
-კარგი.-ვენდი დაიხარა და თოვლის გუნდა აიღო.-ძალიან გემრიელია.-თქვა გამოტენილი პირით.
კრისმა მას მიბაძა.
-ძალიან მაინტერესებს მეფის სახე,როცა დაგინახავს,როგორ ჭამ თოვლს.-გაეცინა ვენდის.
-დარწმუნებული ვარ,ყველას აქვს ნაჭამი თოვლი ბავშვობაში.-გაიღიმა კრისმა.
-რაც მართალია,მართალია.
-იცი,საერთოდ არ გავხარ სხვა მდიდარ გოგოებს.
-არა?
-არა.
-ეს ცუდია თუ,
-არა,კარგია.ანუ,იმას ვგულისხმობ,რომ არ გაცვია რაღაც ძვირიანი,დიზაინერების შეკერილი ტანსაცმელი,შენი საკუთარი სტილი გაქვს,მარტივი და საყვარელი.არც ძვირიან მანქანებს ატარებ და შოპინგზე არ დადიხარ სულელ,მდიდარ დაქალებთან ერთად და არ ყიდულობ მილიონ ტანსაცმელს,რომლებსაც არასდროს იცმევ.
-შენ მე არ მიცნობ.დავდივარ შოპინგებზე ჩემს სულელ დებთან ერთად და ვყიდულობ ტანსაცმელს,რომლებთაც არასდროს ვიცმევ.
-როგორ შეგიძლია ყველაფერი საყვარლად აქციო?-კრისმა გაიღიმა და ვენდის თვალებში ჩახედა,ის კი გაწითლდა და ეგონა რომ სახე სიცხისგან გაუსკდებოდა.
-როგორც მდიდარი გოგო,ისე არ გავზრდილვარ.პატარა ქალაქში ვცხოვრობდი,პატარა სახლში.მამაჩემი მდიდარია და ასევე დედაჩემის მშობლებიც,მაგრამ მან გადაწყვიტა რომ მშობლებისგან დამოუკიდებელი ყოფილიყო და ცხოვრები ნულიდან დაიწყო და ჩვენც გვასწავლა,როგორ გვეშოვა ჩვენით ფული.
-ძალიან საინტერესო და კარგი ადამიანი ჩანს.
-კი,იყო.ის ფიქრობდა,რომ ფული არ არის ცხოვრებაში ყველაზე მნიშვნელოვანი.
-და შენ რას ფიქრობ?
-რომ მართალი იყო.ვფიქრობ,რომ ჩვეულებრივი ხალხი,ანუ "არა მდიდარი" ხალხი უფრო ბედნიერია,ვიდრე მდიდარი.ჯობს 2 ლარიანი ლუდი დალიო ბარში ნამდვილ მეგობრებთან ერთად,ვიდრე 50 ლარიანი კოქტეილი მდიდრულ რესტორანში იმ ხალხთან ერთად,რომლებთაც მარტო იმიტომ მოწონხარ,რომ მდიდარი და პოპულარული ხარ.და მირჩევნია ახალი,ხრაშუნა თოვლი ვჭამო გარეთ,ვიდრე 200 ლარიანი უგემური სალათი შიგნით.უფრო სახალისოა,არა?
-კი.მომწონს როგორ უყურებ სამყაროს.სილამაზეს ხედავ პატარა რაღაცეებში.
-მადლობა.-გაიღიმა ვენდიმ.

ვენდი რომ სხვა ბიჭთან ყოფილიყო პაემანზე,იმ მომენტზე იფიქრებდა,თუ როდის და როგორ აკოცებდნენ ერთმანეთს,მაგრამ ახლა...ყოველი მომენტი მნიშვნელოვანი იყო.კრისის ყოველი მოძრაობა,ყოველი სიტყვა განსაკუთრებული იყო ვენდისთვის.კრისს იმ პატარა ბავშვივით უყურებდა,რომელიც აღტაცებით უყურებს ფილმის შენელებულ კადრებს 3D სათვალით.საშობაო ნათურებიც კი ვერ ანათებდნენ ისე,როგორც კრისი.ვენდის შეეძლო საათობით მოესმინა მისთვის,თუნდაც რამე უაზრობაზე ელაპარაკა,და მაინც იფიქრებდა,რომ ძალიან ჭკვიანური და საინტერესოა.ის არ ფიქრობდა,რომ პარკში,მერხზე ჯდომა და ცხოვრებაზე ლაპარაკი მოსაბეზრებელი იყო,(არადა როდესაც წყვილებს პარკში ხედავდა,ვერასდროს იგებდა,რატომ მოსწონდათ მერხზე ჯდომა და ლაპარაკი.)
ფიქრობდა,რომ მისი ხმა თაფლის ჩანჩქერი იყო ტყეში,როცა მზე ანათებს,ჩიტები ჭიკჭიკებენ და ოქროს არფა უკრავს და მისი მელოდია და ჩიტების ჭიკჭიკი ერთმანეთს ჰარმონიულად ერწყმის.
ვენდი დაბრმავდა მისი სილამაზით და ფიქრობდა რომ მასთან შედარებით,თვითონ არც ისეთი ლამაზი იყო.

-კიდევ მომიყევი შენზე და შენს ოჯახზე.-სთხოვა კრისმა.
-მოკლედ,გრინეიჯში დავიბადე და გავიზარდე,მერე ჩემი მშობლები დაშორდნენ და მამაჩემი გადავიდა.11ის ვიყავი,როცა დედაჩემი გარდაიცვალა.მერე ჩემი მამინაცვალი,გაბრიელი,დაინიშნა მაგრამ ქორწილამდე 4 წუთით ადრე ერთმანეთს დაშორდნენ.
-ოუ...
-აჰა.
-რამდენი ხანია რაც აქ ხარ?
-3 თვე იქნება.მაქციების შემოსევის შემდეგ პირდაპირ აქ მოვედით.
-ახლა აღარ არიან მაქციები გრინეიჯში და შეგიძლია სახლში დაბრუნდე.
-უკვე სახლში ვარ.მოიცა,გინდა რომ წავიდე?
-ვაიმე არა,რა თქმა უნდა არა!
-შენს შესახებ რას მეტყვი? შენს ოჯახზე.
-როგორც უკვე იცი,მამაჩემი მეფეა.-გაიღიმა კრისმა.-6 ძმა და ერთი და მყავს.
-ვაუ,დიდი ოჯახია.
-ტექნიკურად 5 ძმა გამოდის,რადგან ერთერთი ავტოავარიაში დაიღუპა.
-უი...მე და ჩემი მეგობარიც მოვყევით ავტოავარიაში და ის დაიღუპა,ამიტომ ვიცი რასაც გრძნობ.უფროსწორედ,ის მეგობარზე უფრო მეტი იყო ჩემთვის.
-ვწუხვარ...და არა,ჩემი ძმა უბრალოდ ავტოავარიაში არ დაღუპულა,მაქციებმა მოკლეს.
-მართლა?-გაოცდა ვენდი,-როდის?
-4 წლის წინ.მაგრამ საკმარისია ამაზე ლაპარაკი,რამე პოზიტიურზე ვილაპარაკოთ.
-კარგი.რას საქმიანობ,ზოგადად? იმის გარდა,რომ პრინცი ხარ და მუშაობა არ გჭირდება,მაგრამ მაინც.
-ექიმი ვარ.
-მართლა? აი საიდან იცნობ მამაჩემს,ისიც ექიმია.
-ჰო.მიყვარს ხალხის დახმარება.-კრისმა გაიღიმა,ვენდისთან ახლოს მიიწია და თმა ყურსუკან გადაუწია.
ვენდიმ ღმერთს მადლობა შესწირა რომ უკვე იჯდა,თორემ წაიქცეოდა.
კრისის თვალები არაამქვეყნიურად ლამაზი იყო,მხოლოდ ფერის ან ფორმის გამო კი არა,იმიტომ რომ კრისის თვალები იყო.
-აქ რაღაც გაქვს.-უთხრა ვენდიმ და წარბიდან თოვლის ფიფქი მოაშორა,და მიუხედავად იმისა,რომ სახეზე აღარაფერი ჰქონდა,ისევ შეეხო,თითქოს რაღაცას აშორებდა.
კრისი მის ხელს ნაზად შეეხო და ვენდის გული დრამივით დაიწყო ცემა.

სახლში მიმავალი ვენდი ფიქრობდა ამ შეხებაზე,მის ხელებზე და მის წარბებზეც კი...გონებაში ათასჯერ მაინც გადაახვია ეგ მომენტი.
თითქოს მთელი სხეული სტკიოდა შიგნიდან,იმიტომ რომ უნდოდა,რომ მასთან გაეტარებინა ყოველი წამი და როცა კრისმა თქვა რომ რაღაც საქმე ჰქონდა და უნდა წასულიყო,ვენდის ცოტა დააკლდა,რომ ეტირა.

-იცი რა მგონია უცნაური?-თქვა ვენდიმ მოგვიანებით,როდესაც თავის დებს მოუყვა კრისთან შეხვედრის შესახებ.
-არ ვიცი.-უპასუხა ქეითმა.
-მისი ძმა ავარიაში დაიღუპა 4 წლის წინ,უფრო ზუსტად კი,მაქციებმა მოკლეს და პოლიც ავარიაში დაიღუპა ასევე 4 წლის წინ.ორივე ელფები იყვნენ.
-გინდა თქვა,რომ პოლი პრინცი იყო?
-არ ფიქრობ,რომ უცნაური დამთხვევაა?
-დამთხვევაა,ვენდი.
-იცი რა არის ამაზე უცნაური? ავტოავარია ელფს ვერ მოკლავს,განსაკუთრებით ისეთ ძლიერ ელფს,როგორიც პოლი იყო.
-რას გულისხმობ?
-პოლიციამ რაღაცა დამალა.პოლი მარტო ავარიის გამო არ დაღუპულა,ის...
-მაქციებმა მოკლეს?
-ზუსტად.
-შანსი არაა,-თქვა ქეითმა,-მხოლოდ იმიტომ,რომ კრისის ძმა მოხვდა ავარიაში 4 წლის წინ და მაქციებმა მოკლეს,არ ნიშნავს იმას,რომ პოლია.
-რატომ არ ჰკითხე?-ჰკითხა უილოუმ და თავისი დაბადების დღის საჩუქარი გახსნა.
-როდესაც ის თავისი ლამაზი,ცისფერი თვალებით გიყურებს,ვეღარ ფიქრობ ნორმალურად.მაგრამ ვკითხავ,როცა ვნახავ.
-და როდის ნახულობ.
-შობას.მის დაპატიჟებას ვაპირებ.

"ძვირფასო კრის" წაშლა.
"კრის" წაშლა.
"მიყვარხარ.გთხოვ მოდი ჩემს საშობაო წვეულებაზე და ცოლად მომიყვანე." წაშლა.
"შობა ჩემი საყვარელი დღესასწაულია და მინდა რომ ჩემს საყვარელ ადამიანებთან ერთად შევხვდე.შენ კი ჩემი საყვარელი ადამიანი ხარ,ხოდა მოდი და ცოლად მომიყვანე,რადგან მიყვარხარ და რაღაც." წაშლა.
"შობა ჩემი ფავორიტი დღესასწაულია და მინდა რომ ჩემს ფავორიტ ადამიანებთან ერთად შევხვდე.შენ კი ჩემი ფავორიტი უცნობი ხარ.
წვეულება საღამოს რვაზე იწყება.
ვენდი." გაგზავნა.

ვენდიმ 5 ჭიქა ვალერიანი დალია,რომ დამშვიდებულიყო.იგი წინ და უკან მოუსვენრად დადიოდა და ყოველ 30 წამში ამოწმებდა თმას და მაკიაჟს.
-ვაუ,მშვიდად იყავი როცა ორმეტრნახევარი სიმაღლის მონსტრებმა დაარბიეს ჩვენი ქალაქი და სახლი და ეხლა პანიკებში ხარ ვიღაც პრინცის გამო?-ჰკითხა ქეითმა და ჭიქაში ვალერიანის წვეთები ჩაამატა.
-ახლა არ შემიძლია ლაპარაკი.-ვენდიმ მეექვსე ჭიქა დალია,-რომ არ მოვიდეს?
-თუ მოსვლას არ აპირებდა,ხომ მოგწერდა ან რამე,დამშვიდდი.
-ლამაზი ვარ?
-ბრმასაც კი შეუყვარდები.
ეს სიმართლე იყო.ვენდის Berta Bridal's deep V neck,კოჭებამდე მბრწყინავი კაბა ეცვა.მართალია ეს კაბა საქორწილოდ იყო შეკერილი,მაგრამ "შობა-ქორწილი,რამ გაყო." თქვა მან.

უკვე საღამოს რვა საათი იყო.
სტუმრები მოვიდნენ-რობერტის უმცროსი ძმა,ტეილორი,მისი საცოლე სტეფანი,(რომელსაც ნერვებისმომშლელი სიცილი და საშინლად დიდი ცხვირი ჰქონდა) და რობერტის თანამშრომლები.
რობმა თავისი მეგობრები დაპატიჟა კოლეჯიდან-ქერათმიანი ჯეიმი,სემი საყვარელი ღიმილით,დენი,რომელიც სემს ჰგავდა და ბარი,რომელიც ასევე ვენდის ბავშვობის მეგობარი იყო.
აქვე იყო ტონი,ალისას ნახევარ-ძმა.იგი ძალიან მომხიბვლელი და ჭკვიანი იყო და ქეითზე ქრაში ჰქონდა.
ქეითს კი წარმოდგენაც არ ჰქონდა ამის შესახებ.ყოველ ჯერზე,როცა ბიჭი მისდამი ყურადღებას იჩენდა და ეფლირტავებოდა,ფიქრობდა რომ უბრალოდ თავაზიანი იყო,როდესაც უილოუს პირიქით,ეგონა რომ,როცა ბიჭი უბრალოდ თავაზიანობას იჩენდა მისდამი,ეს ნიშნავდა რომ აუცილებლად მოსწონდა და ელფირტავებოდა.

ახლა მას მეგობარი ბიჭი ჰყავდა-ჩარლი პიტერსი-მაღალი,სიმპათიური და იდუმალებით მოცული.
ისიც მდიდარი ოჯახიდან იყო და სკოლაში დიდი პოპულარულობით სარგებლობდა,განსაკუთრებით კი გოგოებში.
ამიტომ სძულდა უილოუ ყველა გოგოს ახლა-მან მათ პრინცი წაართვა.

როცა ჩარლი უილოუთი დაინტერესდა და ვენდისთვის "საშიშროებას" აღარ წარმოადგენდა,ვენდიმ აღმოაჩინა,რომ ჩარლი სინამდვილეში ძალიან თავაზიანი და სასიამოვნო ბიჭი იყო.მასთან შეეძლო ყველაფერზე ელაპარაკა და რჩევაც ეთხოვა,ისე რომ არ შეშინებოდა,რომ ჩარლი მას განსჯიდა.მასთან თავს მშვიდად გრძნობდა.

სანამ ვენდი მიხვდებოდა,რა გრძნობა იყო ეს,ქეითი მიხვდა და ჰკითხა-რას აპირებ?
-რაზე?-ვერ მიხვდა ვენდი.
-ჩარლიზე.ვხედავ როგორ უყურებ ხოლმე.
-ის ჩემი მეგობარია! და უილოუს შეყვარებული!
-ზუსტად ამიტომ მოგწონს! კლასიკური "ვენდი",ის გინდა,რისი ქონაც არ შეგიძლია ან აკრძალული გაქვს.როცა ნახე,რომ აღარ აინტერესებ,მისი გაცნობა დაიწყე,სხვანაირად შეხედე და აი,შენი დის შეყვარებულზე იდორბლები.
-არაფერია,გაივლის.
-შეგიძლია უთხრა უილოუს რასაც გრძნობ ჩარლის მიმართ,დარმწუნებული ვარ დაგითმობს
-არ დამითმობს.
-როგორ არა,უყვარხარ.
-და ჩარლიც უყვარს.
-მას ყველა ბიჭი უყვარს,ვისაც კი ელაპარაკება.
-მეც,სხვათაშორის.
-დარწმუნებული ვარ გაგიგებს.
-კი,ვუყვარვარ და დამითმობს კიდეც,მაგრამ მეც მიყვარს უილოუ და ვერ ვთხოვ ამას.ეს მიუტევებელი დანაშაულია.მკვლელობა? კარგი,ყველაფერს თავისი მიზეზი აქვს. ქურდობა? კარგი. შვლიპო შენი დის შეყვარებულს? არავითარ შემთხვევაში!

მაგრამ მას ძალიან აინტერესებდა მართლა დაუთმობდა თუ არა უილოუ ჩარლის და ერთ დღესაც ჰკითხა-როგორი მიდის საქმეები შენს და ჩარლის შორის?
-არის რა.
-გიყვარს,ხო?
-მგონი.რატომ მეკითხები?
-უბრალოდ დამაინტერესა.
-ვიცი რომ მოგწონს.
-რა?
-არაუშავს,შეგიძლია შვლიპო,პრობლემა არ მაქვს.
-სამაგიეროდ მე მაქვს!
-მართლა,არ მაქვს პრობლემა.
-ეს რამე მახეა?
-არა,მართლა.ჩვენ ეგრე სერიოზულადაც არ ვართ ერთად,სექსიც კი არ გვქონია ჯერ.
-რა თქმა უნდა არ გქონიათ! შენ ყოველთვის ქალიშვილი იქნები! დაქორწინდები,შვილებს გააჩენ,ბევრს,ლამაზს და მაინც ქალიშვილი იქნები!
-ხო კაი დაწყნარდი,ვიქნები.

მაგრამ ეს მანამდე იყო,სანამ ვენდი კრის შეხვდებოდა.
ახლა იგი ბუხრის წინ,ტახტზე იჯდა თავის მბწრყინავ კაბაში და ცეცხლს მოწყენილი მისჩერებოდა.
-დარწმუნებული ვარ,რომ არ ეცალა და იმიტომ ვერ მოვიდა.-უთხრა ქეითმა.
-ისე არ ეცალა,რომ წერილიც ვერ დაწერა? დამიჯერე,როცა ბიჭს პატიჟებ შენს საშობაო წვეულებაზე და ის არ მოდის,ის არ არის დაკავებული დრაკონთან ბრძოლით,მას უბრალოდ არ მოწონხარ.რანაირი შობაა ეს? კრისი არ არის,მამა არ არის,რიკი არ არის.ჩარლიც კი ახლა ჩემის დის შეყვარებულია.და ეს სტეფანი,ჩვენი მომავალი ბიცოლა,ყოველ ჯერზე,როცა იცინის,ფერია კვდება.
-და ცხვირი? მას კი არ აქვს ცხვირი,ცხვირს ყავს ეგ.
-ჰეი,შეხედე,ვინ არის ეს გრძელთმიანი ქერა?
-რეი? მამას თანამშრომელია.
-უი ეგ რეია? ვერ ვიცანი,გრძელ თმაში უფრო ნაშაა.ყველა საყვარელი ბიჭი რატომ არის მამას ვიღაც? ან უილოუს.
-კრისი არ არის.
-უი,მართლა? და სად არის აბა? და ისევ ვფიქრობ,რომ პოლი მისი ძმაა.
-უბრალოდ პარანოიკი ხარ.პოლი თუ პრინცი იყო,როგორღაც გეცოდინებოდა.
-ვინ იცის,იდუმალებით მოცული იყო.და ყოველ ჯერზე,როცა პარანოია მაქვს,მართალი ვარ ხოლმე.
-ამჯერად არა.

ვენდი იმედგაცრუებულად გრძნობდა თავს.მისი საყვარელი დღესასწაული საყვარელი ადამიანების გარეშე.მიუხედავად იმისა,რომ მისმა ძმამ და დებმა მიატოვეს თავიანთი მეგობრები და შეყვარებულები,და მასთან მივიდნენ,რომ გაემხიარულებინათ.

მან გადაწყვიტა,რომ იმაზე აღარ ედარდა,რაც უკვე წავიდა,არამედ დამტკბარიყო იმით,რაც ჯერ კიდევ ჰქონდა და ასეც მოიქცა.მას ყავდა ძმა და დები,რომლებიც ყველაფერს გააკეთებდნენ მისთვის,ბავშვობის მეგობარი ბარი,რომელიც ძმაზე ნაკლებად არ უყვარდა,და მამინაცვალი,რომელიც მამასავით ძვირფასი იყო ვენდისთვის.

როდესაც დააფასა ის,რაც ჰქონდა,სამყარომ საჩუქარი გამოუგზავნა-რობერტი და რიკი მოვიდნენ წვეულებაზე.
-მამა!-ვენდის გაუხარდა და რობერტშ ჩაეხუტა."მიხარია,რომ კარგად ხარ." უნდოდა ეთქვა,მაგრამ ვერ შეძლო,მას უბრალოდ არ შეეძლო თავისი გრძნობების სხვების დასანახად გამომჟღავნება და იმ ფაქტის აღიარება,რომ ნერვიულობდა ახლობლებზე.
-ვიცი როგორ გიყვარს შობა და როგორ შემეძლო უშენოდ გამეტარებინა? დედაშენი ყოველთვის ამბობდა,რომ "მეგობრები,რომლებთაც მართლა უყვარხარ,აუცილებლად იქნებიან შენთან ერთად შენს საყვარელ დღესასწაულებზე." ხოდა მეც აქ ვარ.
-aww.
-სად იყავი?-უილოუ მოვიდა რობერთან და ჩაეხუტა,-შენზე ვნერვიულობდი.
-მე...

-შობას გილოცავ.-რიჩარდმა ვენდის გაუღიმა და ხალხში გაერია,რომ ნაცნობებს მისალმებოდა და ცოტა დაელია.
-შობას გილოცავ რიკ.-თქვა ვენდიმ ჩუმად,როცა რიჩარდი უკვე წასული იყო.

როცა რობერტმა ნაცნობებთან და თავის "მოსისხლე მტერ" გაბრიელთან ლაპარაკი დაამთავრა,ვენდის და ქეითის გვერდზე ტახტზე ჩამოჯდა.
-კარგი წვეულება გამოგივიდა,ყოჩაღ.-შეაქო ვენდი.
-წვეულება გაბრიელის დამსახურებაა,მე უბრალოდ ბუხარი მოვრთე.
-ზუსტად მაგას ვამბობდი,წვეულება კარგი გამოვიდა ბუხრის გამო.
ვენდის გაეცინა,-მიხარია რომ დაბრუნდი.
-მე ცოტათი მეწყინა,რომ მზეზე არ ბრწყინავ.-უთხრა ქეითმა.
-სამაგიეროდ შენი და ბრწყინავს,მზის გარეშეც.ძალიან ლამაზი კაბაა,ვენდი,მაგრამ არ ფიქრობ რომ ცოტათი...გახსნილია?
-მაგიტომაცაა ლამაზი!-დაიცვა კაბა ვენდიმ.-რამდენი ხნით აპირებ დარჩენას?
-რამდენიმე დღით.
-არ გაბედო,რომ ჩემს დაბადების დღემდე და ახალ წლამდე წახვიდე!
-საყვარელი დღესასწაულები საყვარელ ხალხთან,ხომ გახსოვს.
-რატომ არ შეგიძლია,რომ სულ დარჩე? ახლა ხომ აქ ხარ?
-ვენდი...ჯერ კიდევ ვსწავლობ როგორ გავაკონტროლო თავი,თქვენს სიცოცხლეს საფრთხეში ვერ ჩავაყენებ.
-მშვენივრად უმკლავდები.
-შენ და შენი დები და ძმა მაძლევთ ძალას.ძალიან ძნელია წყურვილის გაკონტროლება,მაგრამ როცა თქვენ ოთხს გხედავთ,ყველაფერი წყნარდება და მშვიდად ვარ.
-ხოდა დარჩი ჩვენთან და კარგად იქნები.
-ასე ადვილი არ არის,ვენდი.თქვენს სიცოცხლეს ვერ გავრისკავ,ჯერ კიდევ მჭირდება დრო.
-ანუ,ეგაა? მთელი ჩემი ცხოვრება სულ წასული იყავი.უკაცრავად,რომ ისეთი შვილი არ ვარ,როგორიც გინდოდა,რომ გყოლოდა,და არც ისეთი ჭკვიანი ვარ,როგორიც გინდა რომ ვიყო,მაგრამ...
-რა? არა,ვენდი,არა,შენ ყველაზე საუკეთესო შვილი ხარ,როგორზეც ოცნებაც კი არ შეიძლება.-რობერტმა ვენდის სახე ხელებში მოიქცია,რომელმაც ქეითს გამარჯვების ღიმილით შეხედა,-ზუსტად ამიტომ მივდივარ,რომ უსაფრთხოდ იყო.
-და შენს უსაფრთხოებაზე რას იტყვი? რანაირი შვილი ვიქნები,რომ ასე უბრალოდ მოგცე საშუალება წახვიდე და ამრტომ გადაიტანო ყველაფერი.
-და რანაირი მამა ვიქნები,რომ ჩემი შვილების სიცოცხლე რისკის ქვეშ დავაყენო?
-მამა,რომელიც შვილებს არ ტოვებს.
-უნდა წავიდე,მაგრამ გპირდები,რომ დავბრუნდები.
-ყოველთვის ბრუნდები.-ვენდიმ გაუღიმა და ნაზად წაუთაქა მხარზე.

ხალხი ძალიან ნასიამოვნები ჩანდა,განსაკუთრებით კი ქალები,როცა რობერტი წვეულებაზე მოვიდა.
ის იყო მთავარი მიზეზი,რატომაც მოვიდნენ წვეულებაზე-ყველაზე სიმპათიური ქირურგი აისჰევენში.მას ჰქონდა ფული,გარეგნობა,ჭკუა,სხვა რა უნდა ქალს კაცში?
ქალებმა რობერტი შვილებს მოსტაცეს.იგი ყველას მოსწონდა და მასთან ლაპარაკი უნდოდა.
როდესაც ქალაქში ერთი პოპულარული და სიმპათიური კაცია,რომელზეც ყველა ქალი ოცნებობს,მაინც შეიძლება იმ ერთი ქალის მოძებნა,რომელსაც ეს კაცი არ აინტერესებს,მაგრამ რობერტის შემთხვევაში ასეთი ქალი არ არსებობდა.

ვენდი ფანჯარასთან მივიდა.გარეთ ბნელოდა,მაგრამ მან მაინც დაინახა თოვლი და სუფთა ჰაერი ჩაისუნთქა.წამით მოეჩვენა,რომ ლურჯი სინათლეები დაინახა ტყეში,მაგრამ ქეითმა შეაწყვეტინა,-ნახე ვინ მოვიდა.
ვენდიმ მიიხედა და კრისი დაინახა.
-ვაიმე...-თქვა ვენდიმ,-ეს მართლა ხდება?
-ჰო.-ქეითს გაეცინა და ოდნავ უბიძგა დას კრისისკენ.
ვენდიმ გაიღიმა და ხელები გაშალა,რომ კრისს ჩახუტებოდა.კრისმაც გაუღიმა და ორივე ხელგაშლილები მიდიონენ ერთმანეთისკენ.
ვენდიმ დაითვალა,რამდენი წამი გაგრძელდა ჩახუტება და მან 5მდე დაითვალა,ქეითმა კი 10მდე.
მოგვიანებით ვენდის უთხრა,რომ მას არასდროს ენახა ვენდი და კრისი ასეთი ბედნიერები,და როდესაც ერთმანეთს გაუღიმეს,მთელი ოთახი,რომელიც ისედაც სავსე იყო ფერადი ნათურებით,განათდა და გარშემო ყველაფერი ბინდმა მოიცვა მათ გარდა.

"მეგონა აღარ მოხვიდოდი" უნდოდა ეთქვა ვენდის.
-დამაგვიანდა...მაგრამ აქ ვარ.-უთხრა კრისმა.-შენთვის საჩუქარი მაქვს,მაგრამ არ გახსნა,სანამ არ წავალ.
-არსადაც არ მიდიხარ.-გაუღიმა ვენდიმ.
-არა?
-ყოველშემთხვევაში ამაღამ.-მან კრისს ხელი ჩაჰკიდა და თავისი ოთახისკენ გაუძღვა.

იმ მომენტიდან,როდესაც კრისი დაინახა,მთელი სამყარო გაუჩინარდა და ვენდიმ ამიტომაც ვერ შენიშნა რომ რიჩარდმა იეჭვიანა,ხოლო რობერტს ძალიან აინტერესებდა შვილის ახალი მეგობარი.
-ვინ არის ეგ ბიჭი?-ჰკითხა მან ქეითს.
-კრისი,ვენდის ახალი შეყვარებული.ძალიან საყვარელი და კარგი ბიჭია.
-ურჩევნია რომ ეგრე იყოს.
-იდიოტს გავს.-თქვა რიჩარდმა.ქეითმა მას შეხედა და გაეღიმა.

ამ დროს,ოთახში,რომელიც ფერადი ნათურებით და სანთლებით იყო სავსე,ბუხრის წინ,კრისმა ვენდის კაბა გაუხსნა და ნელა შეეხო მის მხრებს.
ვენდიმ თვალები დახუჭა და მისი სურნელი შეისუნთქა.კრისს ცისარტყელას სუნი ჰქონდა და მისი კანი ისეთივე რბილი და სასიამოვნო იყო,როგორც ღრუბელი.

"ეს მართლა ხდება? გაიფიქრა ვენდიმ, "მართლა ვეხები მის სხეულს? მისი ტუჩები მართლა ეხებიან ჩემს ყელს? სიზმარში ვარ? თუ სამოთხეში?"
-შენთან სამოთხეში ვგრძნობ თავს.-უთხრა კრისმა და ვენდის წამით ეგონა,რომ კრისს მისი ფიქრების წაკითხვა შეეძლო,და როცა გაიფიქრა "მიყვარხარ" და კრისი არ გაქცეულა,დარწმუნდა,რომ კრისი მის ფიქრებს კი არ კითხულობდა,არამედ მისი მონათესავე სული იყო და გაოცდა,თუ რამდენი ბედნიერების ატანა შეუძლია ელფის სხეულს.

თავი X - საჩუქრები

ვენდიმ თვალები გაახილა და რობერტი დაინახა,რომელიც საწოლზე იჯდა და იღიმებოდა.
-დაბადების დღეს გილოცავ,პრინცესა.
ვენდიმ თვალები მოიფშვნიტა.რობი,ქეითი და უილოუ იდგნენ საწოლის გარშემო და იღიმებოდნენ.
-უკვე 19 ის ხარ.როგორი გრძნობაა?-ჰკითხა უილოუმ.
-არანაირი განსხვავება არაა.-უპასუხა ვენდიმ.
-გილოცავ.-გაუღიმა რობმა და საჩუქრის ბრტყელი ყუთი მიაწოდა,მწვანე ქაღალდში შეფუთული,წითელი ბანტით.
მეც გილოცავ.-ვენდი ტყუპისცალს ჩაეხუტა და ლოყაზე აკოცა.
ვენდიმ ყუთები გახსა.რობის ყუთში წითელი კაპიუშონიანი სვიტერი იდო The Flash ლოგოთი.
-აუუ,საუკეთესო საჩუქარია,რაც კი მიმიღია.-გაუხარდა ვენდის და ძმას ისევ ჩაეხუტა,-მეც მაქვს შენთვის საჩუქარი.-ვენდიმ ხელი გადაყო და ტუმბოს უჯრიდან საჩუქრის ყუთი ამოიღო.ყუთში პატარა ბეჭედი იდო,გველის გამოსახულებით.
რობერტმა გამჭვირვალე ბურთი აჩუქა,რომლის შიგნითაც ნაძვის ხე იდგა და ტოვდა.უილოუმ მუსიკალური ყუთი,მაგრამ შიგნიტ ბალერინის მაგივრად მძინარე მზეთუნახავი იყო.და როცა ვენდიმ ქეითს ინტერესით შეხედა,რა მაჩუქაო,მან თქვა-შენი და ვარ,ეს უკვე საჩუქარია.

ვენდიმ თავისი ახალი სვიტერი ჩაიცვა.დღე ახალი დაწყებული იყო,მაგრამ ისეთი გრძნობა ჰქონდა,რომ ვერაფრის გაკეთებას ვერ მოასწრებდა.
აინტერესებდა,ნეტა კრისმა თუ იცოდა,რომ დღეს მისი დაბადების დღე იყო.ჯერ ერთი თვეც არ იყო გასული,რაც გაიცნო და ჯერ არ უნდოდა,რომ თვითონ ეთქვა დაბადების დღეზე.

მან ძველი როლიკები ჩაიცვა და სახლის წინ სრიალი დაიწყო.
მისი ბავშვობის მეგობარი,ბარი,რომელიც ვენდის ყოველთვის ელოდებოდა აისჰევენში,როცა ბავშვები იყვნენ,(ვენდი ყოველ ზაფხულს აისჰევენში ატარებდა) მოვიდა და საჩუქარიც მოუტანა-ძველი ზღაპრების წიგნი.
-ე,რა საყვარლობაა,მადლობ.-გაუღიმა ვენდიმ.
-არაფერს.შენი ძმა სახლშია?
-კი,მიდი.

5 წუთიც არ იყო გასული,რომ გაბრიელიც მოვიდა,(ის სასტუმროში გადავიდა,რაც რობერტი დაბრუნდა) ვენდის დაბადების დღე მიულოცა და საჩუქარიც მისცა-საღებავები და ფუნჯები.
"მსოფლიოში საუკეთესო ოჯახი და მეგობრები მყავს." გაიფიქრა ვენდიმ.

სანამ იგი როლიკებზე კატაობდა,უილოუ გამოვიდა სახლიდან და კიბეზე ჩამოჯდა.ცოტათი ნაწყენი ჩანდა,ამიტომ ვენდი მასთან მისრიალდა და ჰკითხა
-ჰეი,რატომ ხარ მოწყენილი?
-კაცობრიობის გადარჩენის იმედი დავკარგე.არც მქონდა,მაგრამ ახლა საბოლოოდ ხელი ჩავიქნიე.
-რა მოხდა?
-მეგონა,რომ ჩემი მეგობარი იყო,მან კი მომატყუა და მიღალატა.
-ვიინ?-ვენდი მის გვერდით ჩამოჯდა.
-ნინა ებოტი.
-რა გააკეთა?
-ჩარლის კერავდა და მითხრა,რომ პირიქით,ჩარლი კერავდა მას.
-და შენ დაიჯერე? ნინა ებოტი? კვაიზმოდოც კი ზედმეტად კარგია მისთვის.
-რა თქმა უნდა არ დავიჯერე,უბრალოდ,ვეჭვიანობდი,იმიტომ რომ ჩარლის ეფლირტავებოდა,როცა ვუთხარი რომ არ ექნა...კაი,კი არ ელფირტავებოდა,თავიდან ფეისბუქზე დაიმატა და მის პოსტებს ალაიქებდა,მერე ჩარლიმაც დაულაიქა პოსტები და ნინას ვთხოვე რომ მეგობრებიდან წაეშალა და თავი ისე მაგრძნობინა,თითქოს ეჭვიანი და პარანოიკი ვარ,რომელსაც ადამიანების ნდობა არ შეუძლია,მაგრამ მთელი ეს დრო მართალი ვიყავი.ვიცოდი,რომ რაღაც რიგზე არ იყო,რა უნდა ვიღაც უცნობის წაშლას ფეისბუქიდან,ხო? მაგრამ,არა.მითხრა,რომ ჩარლი არ მომწონსო და ამ დროს მას კერავდა.
არ მესმის,როგორ შეიძლება ეს.მისთვის კარგი მეგობარი ვიყავი,ვუსმენდი მის სულელურ ისტორიებს,ვეუბნებოდი,რომ ლამაზია,როცა მაიმუნზე უკეთესი არაფრითაა,და სამაგიეროს ასე მიხდის? ასეთი ბოროტება თუ არსებობდა სამყაროში,არ მეგონა.ვოლდემორიც კი ანგელოზია,მასთან შედარებით.
-ვოლდი ისედაც ანგელოზია,სცადე ამბრიჯი.ვინ გითხრა მაგ გოგოზე?
-ლილიმ.ჩარლის დიდი ხნის მეგობარია და ჩარლიმ ლილის უთხრა,ლილიმ კი მე მითხრა.ჩატიც ვნახე და ყველაფერი.
-ა,ლილიმ თუ გითხრა,ესე იგი სიმართლეა.არ იღელვო,ის გოგო გადაიხდის.-უთხრა ვენდიმ და წამოდგა,-მითხარი მისი მისამართი.
-რატო,მის მოკვლას აპირებ?!
-პფფ,ვინ გგონივარ შენ მე? სიკვდილი მისთვის საცუქარი იქნება.
-ვენდი...
-ხო კაი,დამშვიდდი,ის იმას მიიღებს,რაც დაიმსახურა.არავის აქვს უფლება,რომ ჩემს პატარა დას აწყენინოს.

-ჩაიცვი,სანადიროდ მივდივართ.-ვენდიმ ქეითის ოთახის კარი შეაღო.
-ირემზე სანადიროდ?-ჰკითხა ქეითმა სარკაზმით.
-გოგოზე.
-აი ეს უკვე მესმის! ვინ არის?
-ერთი ძუკნაა,რომელმაც ჩვენს დას გული ატკინა.
-ორ წუთში მზად ვარ.

5 წუთის შემდეგ გოგოები ქალაქის გზას მიუყვებოდნენ რობერტის 1964 Chevrolet Impala-თი.

ნინა ებოტი დედასთან და დასთან ცხოვრობდა პატარა ორსართულიან სახლში.
დებმა სახლი გარედან დაზვერეს.სახლში არავინ იყო შუახნის ქალის გარდა,რომელიც სავარაუდოდ ნინას დედა იყო.
იგი სამზარეულოში ფუსფუსებდა,როდესაც დები სახლში შეიპარნენ და მეორე სართულზე,ნინას ოთახში ავიდნენ.
მას თავისი სახელი ეწერა ოთახის კარზე,"რა იდიოტობაა." გაიფიქრა ვენდიმ.
მან მაგიდიდან დღიური აიღო და გადაშალა.
-სხვისი დღიურის წაკითხვა არ შეიძლება.-უთხრა ქეითმა.
-რატომ? აქ მის დასასჯელად ვართ მოსულები და მისი დღიურის წაკითხვა არ შემიძლია?
-დასასჯელად? მეგონა მის მოკვლას ვაპირებდით.
-ეგ მოსაწყენი იქნება.და თვითონაც წარმოუდგენლად მოსაწყენი ვინმეა.ლილი მართალი იყო,მოღალატე ა.ე მოიცა,წერს რომ ჩარლის აკოცა და უთხრა მიყვარხარო,ჰაჰაჰაჰაჰაჰა,და ჩარლიმ უთხრა რომ დასაფიქრებლად დრო მჭირდებაო.ჰაჰაჰაჰა.
-რა უბედურია.-გაეცინა ქეითსაც.
უცებ კარი გაიღო და ოთახსი ნინა შემოვიდა.
-აქ რას აკეთებთ?-გაუკვირდა,როცა ყოფილი დაქალის უფროსი დები დაინახა.
-არასწორი ოჯახი აირჩიე მტრად.-უპასუხა ვენდიმ.
-რა?
-ვიცით რაც გააკეთე.
-რა გავაკეთე? გაგიჟდი?
-მოკეტე,-ვენდიმ ქურთუკის ჯიბიდან პისტოლეტი ამოიღო და ნინას დაუმიზნა,-ხმა არ ამოიღო,ჩუმად გადი უკანა კარიდან.
ნინას თეთრი სახე უარესად გათეთრდა.
კიბეები ჩუმად ჩაიარეს,ისე რომ მისის ებოტს არაფერი გაეგო და მანქანაში ჩაჯდნენ.
-სად მივდივართ?-იკითხა ნინამ შეშინებულმა.
-უილოუს ბოდიში უნდა მოუხადო.-უპასუხა ვენდიმ და მანქანა დაქოქა.

ისინი დრიმერვილში დაბრუნდნენ.

ნინამ იფიქრა,რომ სახლში აპირებდნენ შესვლას,მაგრამ ვენდიმ სარდაფისკენ უბიძგა.
სარდაფი დიდი და ცივი იყო,ნინას კანკალი დაეწყო.ვენდი ძალიან მშვიდად გამოიყურებოდა,მაგრამ ნინამ იცოდა,რომ კარგი არაფერი ჰქონდა ჩაფიქრებული.
-სად არის უილოუ?-იკითხა ნინამ.
-მალე მოვა.-უპასუხა ვენდიმ,-დაჯექი,თავი ისე იგრძენი როგორც საკუთარ სახლში.-მან კეთილად გაიღიმა,მაგრამ მისი თვალები საერთოდ არ გამოიყურებოდა კეთილად.
იგი წინ და უკან მიმოდიოდა ოთახში და პისტოლეტს ხელში ათამაშებდა.
ნინა კუთხესი მაგიდასთან,სკამზე ჩამოდა და ხელები ჯიბესი ჩაიწყო.ქეიტი მის გვერდით დაჯდა და გაუღიმა.
-მისმინე,ვწუხვარ რაც გავაკეთე...-დაიწყო ნინამ.
-მეგობარი გაცვალე ბიჭში?-ვენდიმ შეაწყვეტინა და ზურგჩანთიდან ყასბის დანა ამოიღო,-ჩვენს სამყაროში,რაც შენ ჩაიდინე,მიუტევებელი ცოდვაა.-მან ნინას ხელი ამოაღებინა ჯიბიდან,მაგიდაზე დადო და დანა თითებზე დაარტყა.

ნინამ იმხელაზე დაიკივლა,რომ ვენდი დარწმუნებული იყო,რომ ყველა ჩიტი აფრინდა ხიდან,როგორც ფილმებშია ხოლმე.
ტკივილი ისეთი ძლიერი იყო,ნინამ ვერაფერი ვეღარ იგრძნო,მხოლოდ ამოიკვნესა და მაგიდიდან ნელა ჩასრიალდა იატაკზე.
-შეგვეძლო თმები გადაგვეპარსა მისთვის,უარესი იქნებოდა.-თქვა ქეითმა.
-მონსტრი კი არ ვარ ქალო.მიდი რობს დაუძახე,რომ სისხლდება შეუჩეროს,თორე ეხლა რომ მოკვდეს,ტეხავს.
-კარგი.-ქეითი სარდაფიდან გავიდა.
-ხო კიდე,უილოუც წამოიყვანე.

-რა ჯანდაბა ხდება აქ?!-რობს თვალები გაუფართოვდა,როცა ვიღაც გოგო იატაკზე დაინახა,საკუთარ სისხლში მოთხვრილი,-ხომ შეიძლებოდა ვიღაცას დაენახეთ!
-არ ინერვიულო,-დაამშვიდა ვენდიმ,-ვერავინ გაიგებს.
-რა?-უილოუმ გაოცებისგან პირზე ხელი მიიფარა.
-რა გააკეთა,რომ ეს დაიმსახურა?-იკითხა რობმა და სამედიცინო ჩანთა გახსნა.
-ჩარლის ფეისბუქზე ფოტოები დაულაიქა უილოუს ნებართვის გარეშე.
-ვაუ,მძიმე დანაშაულია.
-მეც მაგას არ ვამბობ?
-მართლა,რა დააშავა.
-სიმართლეს გეუბნები.
-თითები მოაჭერი?!-უილოუ ჯერ კიდევ შოკში იყო.
-არ მითხრა,რომ ბედნიერი არ ხარ.
-ასე არ შეიძლება!!! ასე არ შეიძლება!!!!!
-ანუ არ ხარ ბედნიერი?
-ვერც წარმოიდგენ,რამდენჯერ მიოცნებია რომ ეს მომხდარიყო,მაგრამ....
-მაგრამ რა? შენგან განსხვავებით კი არ ვოცნებობ,ვმოქმედებ.
-მაგრამ ესე არ შეიძლება!
-სამართალმა უნდა იზეიმოს.როცა ვიღაცა რაღაცას აშავებს,ამისთვის უნდა გადაიხადოს კიდეც.რატომ უნდა დაელოდო კარმას,როცა შეგიძლია შენ თვითონ იყო?
-და შენც ადექი და თითები მოაჭერი?
-მან გული გაგიტეხა.თითების მოჭრა არაფერია გატეხილ გულთან შედარებით.

-კარგად იქნება.-თქვა რობმა,როცა ნინას ხელი შეუხვია.
-ო არა,კარგად ნამდვილად არ იქნება.-ჩაიღიმა ვენდიმ.
-რის გაკეთებას აპირებ?-ჰკითხა უილოუმ.
-მთელ თავის ცხოვრებას აქ გაატარებს.
-რა?
-ვხუმრობ! მალე მოკვდება.
-რაა??!!
-რა? მეუბნები რომ გავუშვა? მერე მაგრად დაგვერხევა.
-მაგრამ...
-არ იღელვო ამაზე.მე შენ საჩუქარი გაგიკეთე და შენ მხოლოდ უნდა ისიამოვნო ამით,ნერვიულობა კი ჩემი საქმეა.ჰეი შენ,-ნინას ფეხი წაჰკრა,-მიდი,ბოდიში მოუხადე.
-ბოდიში...-ატირდა ნინა,-მეორედ აღარ ვიზამ!
-ვეღარ იზამ.-შეუსწორა ვენდიმ.
-არა!-უილოუმ ვენდი შეაჩერა,-არ მჭირდება მისი ბოდიში,გთხოვ აღარ დაუშავო არაფერი.
-ძალიან კეთილი გული გაქვს და ეს კომპლიმენტი არ არის.
-ვაპატიე უკვე,აღარ მაინტერესებს რა გააკეთა,გთხოვ გაუშვი.
-არა,შანსი არაა,ვერ გავუსვებ.მაგრამ კაი ჯანდაბას,არაფერს დავუშავებ.გაიგე?-უთხრა ნინას,რომელსაც ცრემლები ჩანჩქერივით ჩამოსდიოდა სახეზე,-მადლობა უილოუს,რომ დარჩენილ თითებსაც არ მოგაჭრი.
ვენდიმ ნინა ფეხზე ააყენა და ქვევით,კიბეებისკენ უბიძგა სადაც საკნები იყო.
მან საკნის კარი გააღო,ნინა შეიყვანა,ჩაკეტა და წავიდა.
უკან მალევე დაბრუნდა ცარიელი ბოთლით და დანით ხელში.
-არა გთხოვ,არა...-ნინა აქვითინდა,მაგრამ ვენდიმ მის ვედრებას ყურადღება არ მიაქცია.ჯანმრთელი ხელი დანით გაუჭრა და ბოთლი სისხლით აავსო.
-ხვალამდე.-უთხრა ნინას,სანამ წავიდოდა,-ისიამოვნე დარჩენილი დროით.

ვენდი თავის ოთახში მიდიოდა,როცა დერეფანში რობერტი შემოხვდა,რომელიც სისხლის სუნს გამოჰყოლოდა.
-ჰაი.-მიესალმა ვენდი.
-ვისი სისხლია ეს?-გაოცდა რობერტი,როცა ვენდის ხელში სისხლით სავსე ბოთლი დაინახა.
-ერთი კრიმინალის.ეს შენთვისაა.-გაუწოდა ბოთლი.
-ჩემთვის?
-ხო,აბა სხვა ვისთვის მენდომება სისხლით სავსე ბოთლი?
-საიდან გაქვს?
-მისგან ავიღე.
-რა დააშავა?
-მნიშვნელობა არ აქვს.
-ვენდი...რა დააშავა?-რობერტმა კითხვა წყნარად გაუმეორა,მაგრამ მისი სახე მკაცრად გამოიყურებოდა.
-თავისი ძაღლი და რამდენიმე ცხოველი აწამა.-მოიფიქრა ვენდიმ.
-და ამისთვის მოკალი?
-არაა!! საკანში ჩავკეტე.
-რა? ვენდი,ხალხის ასე უბრალოდ დაჭერა არ შეიძლება,ჯერ პოლიციას უნდა შეატყობინო!
-კარგი რა,იმათ ფეხებზე ჰკიდიათ ცხოველები.ესეთი ხალხი სამუდამო პატიმრობას იმსახურებს.
-შეიძლება ერთხელ დაუშვა შეცდომა,მაგრამ ხალხი იცვლება.
-მითხარი ერთი ვინმე,ვინც შეიცვალა.
-ოლივერ ქვინი.
-ყველას კი არ აქვს შანსი 5 წელი კუნძულზე გაატაროს,თან ოლივერი გამოგონილი პერსონაჟია.იცი ხო ეგ?
-არ დაუძახო ოლივერს გამოგონილი პერსონაჟი!
-რას იზამდა ოლივერი იგივენაირ სიტუაციაში რომ ყოფილიყო,როგორშიც მე ვარ.
-ოლივერი ცხოველების მწამებლებზე უარეს დამნაშავეებს დასდევდა.
-ცხოველის წამება ადამიანის წამებაზე ნაკლებია?
-წამიყვანე მასთან.

ვენდიმ რობერტი საკნებთან მიიყვანა და ნინა აჩვენა.იგი ეგრევე წამოდგა,როცა რობერტი დაინახა და მუდარა დაუწყო,რომ გაეშვა.
-რა უქენი?-იკითხა რობერტმა,როცა ნინას ხელზე ჭრილობა დაინახა.
-მისმა ძაღლმა ქნა,სანამ მოკვდებოდა.
-რა?-ნინამ გაოცებისგან პირი დააღო,-მე...მე არაფერი მიქნია ჩემი ძაღლისთვის!
-არ მოუსმინო მას.
-მის გაშვებას ვაპირებ.-თქვა რობერტმა.ნინა აქვიტინდა და მუხლებზე დაემხო და მადლობებს იხდიდა.
-არ შეგიძლია,ეს საჩუქარია შენთვის ჩემგან.თუ გავუშვებთ,ციხეში ჩამსვავენ.თუ მოვკვლავთ,სისხლს ტყუილად გავფლანგავთ.არ მოვკლავთ,და ოდესმე მაინც მოკვდება და ისევ სისხლის ტყუიალდ გაფლანგვა გამოდის.ჯობს მისი სისხლი დალიო,ვიდრე უდანაშაულო ხალხი დახოცო.თან თავის გაკონტროლებას ისწავლი,როცა საჭიროება არ არის,რომ შეჩერდე.
-ძველი მე არასდროს დაგეთანხმებოდა,მაგრამ ახალი მე....ჯანდაბას,დავლევ მის სისხლს.-რობერტმა ხარბად გაიღიმა.
ვენდიმ ის მარტო დატოვა.

ქეითი მას ოთახში ელოდებოდა.მან გაიღიმა და უთხრა-ჩაიცვი,რაღაც უნდა განახო.
-ჯერ ერთი მაცვია.
-მიდი,ეს ჩაიცვი.-მან ვენდის საყვარელი სარაფანი აიღო და მიაწოდა,-ამაში საყვარელი ხარ.
-ჩემთვის სიურპრიზ ფართი თუ გაქვს,მოგკლავ!
-დამიჯერე,მოგეწონება.-გაუღიმა ქეითმა.
-მაგრამ ეხლა ბარში მივდივართ რობთან და მის მეგობრებთან ერთად.
-უკეთეს ადგილას მიმყავხარ.შენ რა გეგონა მართლა საჩუქრის გარეშე დაგტოვებდი?

მათ დერეფანი გაიარეს და იმ სასტუმრო ოთახში შევიდნენ,რომელსაც წვეულებებისთვის იყენებდნენ,
ქეითმა იასამნისფერი ფარდა გადაწია,რომელიც ოთახს აივნისგან ყოფდა.
იქ კრისი იდგა.მის გვერდით კი პატარა მაგიდა იდგა ორისთვის და ზედ სანთლები,ნამცხვრები და სასმელები ელაგა.
ვენდი სხვა სიტუაციაში იფიქრებდა,რომ "რომანტიული სადილი ორისთვის" ძალიან ბანალურია,მაგრამ ახლა მთელი გულით გაიღიმა და კრისს ჩაეხუტა.
-გილოცავ.-ჩასჩურჩულა კრისმა.

მათ ვერ შენიშნეს,როგორ დატოვა ქეითმა ოთახი,მხოლოდ ერთმანეთს უყურებდნენ.
მაგიდას მიუჯდნენ და უხერხულად გაურიმეს ერთმანეთს.
-მოკლედ,უკვე 19ის ხარ.-თქვა კრისმა,რომ უხერხული სიჩუმე გაეფანტა.
-აჰამ.-უპასუხა ვენდიმ და თეფშიდან ნამცხვირს ნაჭერი აიღო.
-გემრიელი ჩანს.-თქვა კრისმა და ნამცხვარი ჩაკბიჩა.
-მართლა გინდა ამის ჭამა?-ჰკითხა ვენდიმ.
-არა,შენ?
-არც მე.
ორივემ ელვისუსწრაფესად გადადეს ნამცხვრები,მაგიდიდან წამოხტნენ და ერთმანეთს აკოცეს.

მეორე წამში,ორივე იატაკზე იწვა.
-დარწმუნებული ხარ,რომ ტახტზე გადასვლა არ გინდა?-ჰკითხა ვენდიმ.
-არ აქვს მნიშვნელობა სად ვარ,ცივ,ქვის იატაკზე თუ ჯუნგლებში,მტაცებლებით გარშემორტყმული,მთავარია შენთან ერთად ვიყო.
-aww,რა საყვარლობაა.ანუ ტახტზე ხო?
-ტახტზე!!!




სახელი: *
  • bowtiesmilelaughingblushsmileyrelaxedsmirk
    heart_eyeskissing_heartkissing_closed_eyesflushedrelievedsatisfiedgrin
    winkstuck_out_tongue_winking_eyestuck_out_tongue_closed_eyesgrinningkissingstuck_out_tonguesleeping
    worriedfrowninganguishedopen_mouthgrimacingconfusedhushed
    expressionlessunamusedsweat_smilesweatdisappointed_relievedwearypensive
    disappointedconfoundedfearfulcold_sweatperseverecrysob
    joyastonishedscreamtired_faceangryragetriumph
    sleepyyummasksunglassesdizzy_faceimpsmiling_imp
    neutral_faceno_mouthinnocent