სოხუმსკი (საცდელი თავი)
-დიანა გვაგვიანდება.. გესმის გოგო? დიანა ადექითქო! ნახევრად მძინარეს მესმის ბრაზით ნათქვამი სიტყვები და ცალ თცალს ვახელ. -ადექი დროზე! ცოფიანი ძაღლივით დამყურებს ზემოდან. ხმის ამოუღებლად ვდგები საწოლიდან და ხელებს სახეზე ვისვამ. მთქნარებითა და თავის ქექვით მივემართები სააბაზანოსკენ. -ლევ ყავა გამიკეთე რა და მე მანამდე ჩავიცმევ. სააბაზანოდან გამოსული მივმართავ ჩემ დეიდაშვილს და ანგელოზივით ვუღიმი. -ერთხელ ხომ შეილება მოხდეს სასწაული და გამზადებული დამხვდე? უკმაყოფილო სახით მეკითხება და სამზარეულოში შედის. -არ ხდება ჩემო კარგო მასეთი სასწაულები და რა ვქნა ? მხრებს ვიჩეჩავ და ოთახში შევდივარ. რამდენიმე ათასჯერ ნათქვამი "რა ჩავიცვა?" ლევანის გაღიზიანებას იწვევს და იმხელა ხმაზე ღრიალებს ტიტველი წამოდიო, ვეჭვობ მეზობლებმაც გაიგეს და სირცხვილით თავს ვეღარ გავყოფ გარეთ. წარბებ შეკრული დავყურებ შავ შიფონის შარვალს და მუქ ლურჯ ჯინსს. -აიღე ის შავი შარვალი და ჩაიცვი სანამ ნერვები კიდევ შემომრჩენია და არ გადამიხევია. კბილებში ცრის და ყავის ფინჯანს კომოდზე დებს. -იცი რა? -რა? -დამაწყნარებელი დალიე. -დაჭირდება ადამიანს შენ ხელში აბა რა იქნება? დამაგლიჯე უკვე ნერვები და ეგაა. -კაი მაცადე ჩავიცმევ და გავიდეთ. -მე წავალ და შენ ტაქსით წამოდი. -რა ტაქსი? იყავი მოიცა. ხელზე ვექაჩები ოთახიდან გასულს. -ლევან! -ხუთ წუთს გაძლევ. გამაფრთხილებლად მიქნევს საჩვენებელ თითს. თავს ვუქნევ და სიცილით შევდივარ ჩემს ოთახში. რამდენიმე წუთში გამზადებული გამოვდივარ, მაგრამ ლევანი არსად არ ჩანს. ჯანდაბა. მობილურს ვიღებ და ვურეკავ. -სად წახვედი ბიჭო? აქეთ-იქით დავდივარ გაღიზიანებული. -ხომ გითხარი? -მოიცა მართლა წახვედი? მეღადავები ხო? -ხო. დროზე ჩამოდი მანქანასთან ვდგევარ -მიყვარხარ. მხიარულად ჩავყვირი ყურმილში, სწრაფად გავდივარ ბინიდან და კარებს გასაღებით ვკეტავ. სადარბაზოდან გასული მანქანასთან მდგომ ლევანს ვხედავ და მისკენ გავრბივარ. -შე საძაგელო. თითის წვერებზე ვიწევი, მის თმებს ვაფრინდები და ვწიწკნი. -ქაჯი. სახე დამანჭული ისვამს მარჯვენა ხელს თავზე. მარცხენა ხელით კი მანქანის კარებს აღებს. უნივერსიტეტის წინ აჩერებს ავტომობილს და ღიმილით გადადის. მეც მას ვბაძავ. -რომელი ლექცია გაქვს პირველი? მეკითხება დაინტერესებული და უნის წინ მდგომ ბიჭებს ხელს უწევს. -ეკოლოგიური ტურიზმი. ცხვირს ვიბზუებ და ჩემს კურსელს თავის დაკვრით ვესალმები. -შენ? -მათემატიკა. -აუ დღეს რუსული მაქვს. ლიფტში შესულს მახსენდება და შუბლზე მსუბუქად ვირტყამ ხელს. -რა რუსული? წარბშეკრული მიმზერს. -ბიჭო რუსულზე შევედი. ამაყად ვწევ თავს და ვუცინი. -სერიოზულად? -ხო -აბა ვერ ვიტან რუსულსო? -საჭირო ყოფილა გენაცვალე და რა ვქნა? მჭირდება რუსული ენა კარგ მომავალზე ხო უნდა ვიზრუნო? -ვისთან მიხვედი ერთი ის მითხარი? სიცილით გადამხვია ხელი და ლიფტიდან ასე გამოვედით. -სოფასთან. -მიკვირს, რომ აგიყვანა. -ახლა ნერვი არ მომიშალო. -კაი კაი შედი მიდი და მე წაგიყვან უნის მერე.. აუდიტორიისკენ მიბიძგა.. - ისე რომელზე გაქვს? სწრაფად მობრუნდა შებრუნებული. -შვიდზე. თვალები ავატრიალე და აუდიტორიაში შევდი. ჩემი კურსელის გვერდით კომფორტულად მოვთავსდი და ლექტორს გავხედე, რომელიც ახალ მასალას ხსნიდა. რამდენიმე წუთში კარი გაიღო და გიორგაძეც შემოვიდა. პირველი კურსიდა მომწონდა დათა გიორგაძე. გამორჩეული და ძალიან ჩვეულებრივი ბიჭი იყო. როგორც მე ვიძახდი ძაან ჩემებური. გამარჯობა-გაგიმარჯოს არ გაცდენია ჩვენი საუბარი, ნუ იმას თუ არ ჩავთვლით ერთხელ უკან მჯდომმა, რომ მკითხა რომელ გვერდზე ვაართო?.. ასე იყო. მე მომწონდა მას არა. ლექციის დასრულებისთანავე კაფეში ავედი სადაც ლევანი მეგულებოდა. ნუ რა თქმა უნდა არ შევმცდარვარ, კუთხეში მდგომ მაგიდასთან იჯდა ბიჭებთან ერთად და გულიანად იცინოდა. სანამ მასთან მივიდოდი მანამდე ნაცნობებს მივესალმე და ბოლოს კი მივაღწიე დანიშნულების ადგილამდე. -ბიჭებო თქვე სიმპატიჩნებო. ღიმილით გადავკოცნე დეიდაშვილის საძმაკაცო და ლევანის ჭიქიდან წვენი მოვსვი. -შენ ვაფშე ხმა არ გაგვცე. აკომ გაბრაზებულმა შემომხედა. -რატო აკუნ? -გუშინ რატო არ მოხვედი კლუბში? -რა მეკლუბებოდა დამხობილი ვიწექი და მეძინა მაგ დროს. გადავიკისკისე და აკოს ხელი მხარზე ჩამოვადე. -სხვა დროს წამოვალ და ვიცეკვოთ მერე ერთად. წარბები ავათამაშე. -ვიმახსოვრებ. -კაი ბატონო დაიმახსოვრე. თვალი ჩავუკარი გაღიმებულს -ლევან ადე ეხლა ჰა. -რა გეჩქარება ოთხია ჯერ. -სასწავლი მაქვს ბიჭო, თან რესტორანში უნდა გავიდე გუკა ჩამოსულა ინგლისიდან. სახე დავმანჭე. -კაი წამო მაშინ. დასერიოზულებული წამოდგა ფეხზე. ავტომობილში ვიჯექი, ფანჯრისკენ ვიხედებოდი და ერთადერთ რამეზე ვფიქრობდი. რა იქნებოდა ახლა დედაჩემი და მამაჩემი ერთად, რომ ყოფილიყვნენ?.. ათი წლის ვიყავი ერთმანეთს, რო დაშორდნენ. 35 წლის ასაკში აღმოაჩინეს, რომ ერთმანეთს ვერ ეწყობოდნენ. ნანა სახლიდან წავიდა, დედამისთან გადავიდა საცხოვრებლად. მე მამასთან დავრჩი, ჩემივე გადაწყვეტილებით. თავიდან ძალიან მიჭირდა იმასთან შეგუება, რომ ერთი ოჯახი აღარ ვიქნებოდით. მერე კი შევეჩვიე. დედას ხშირად ვნახულობდი, არ ვიყავი მასზე ნაწყენი, საერთოდ არავიზე ვიყავი ნაწყენი. მოხდა და ვსო. რაც უფრო ვიზრდებოდი მით მეტად ვრწმუნდებოდი იმაში, რომ ისინი სწორად მოიქცნენ. გულის სიღრმეში მაინც განვიცდიდი, მტკიოდა და ვდარდობდი. ყველაზე მეტად მაშინ განვიცადე, როცა მამამ ცოლი მოიყვანა. 15ის ვიყავი. საღამოს მოვიდა და ასე შემომაპარასავით. მასთან არაფერი შემიმჩნევია, მაგრამ მისი ოთახიდან გასვლა და ჩემი აბღავლება ერთი იყო. ამასაც შევეგუე. სხვა რა გზა იყო? შევეგუე და ისევ ისე ჩვეულებრივ განვაგრძე ცხოვრება. ლიკა იმდენად კარგი იყო რამდენადაც მამა. მიხაროდა მისი არსებობა ჩვენს სახლში. თვითონ უფრო მეტად განიცდიდა ვიდრე თავად მე. კარგად გავუგეთ ერთმანეთს. ფსიქოლოგი გახლდათ და მიდგომაც კარგად იცოდა ადამიანებთან. ერთხელ ოთახში შემოვიდა და მითხრა " მე ვერასოდეს გავხდები შენი მეორე დედა, არც ვითხოვ ამას, უბრალოდ ვიმეგობროთო". გასაოცარი ქალი იყო და არის. 16 წლისამ გავიგე ლიკას მუცელში არსებული პატარის შესახებ. გამიხარდა. ჩემებურად, მაგრამ მაინც გამიხარდა. მამა არასდროს მაგრძნობინებდა უსიყვარულობას. მუდამ ზრუნავდა ჩემზე. ყოველთვის მიმეორებდა, რომ მის ცხოვრებაში ნომერი პირველი ქალი ვიყავი და ვერასოდეს გადავინაცვლებდი პირველობიდან. პატარა ილიას დაბადება მართლაც გასაოცარი იყო. ყველაფერი შეცვალა ამ პაწაწუნა არსებამ. სიცოცხლე შემმატა და სიხარული შემოიტანა ჩვენს სახლში. 17 წლის ასაკში დედამ მითხრა, რომ თხოვდებოდა. ყველანაირი შემოპარვების გარეშე. ნერწყვი მძიმედ გადავაგორე სასულეში. ბედნიერებას გისურვებთქო ჩუმად ვუყხარი და მაგრად მოვეხვიე. რამდენიმე დღეში ბატონი გიორგიც გავიცანი, თავისი შვილითურთ. 22 წლის იყო გუკა ლომიძე, დედა გარდაცვლილი ყავდა და ჩემგან განსხვავებით ის უარზე იყო ამ ქორწინების. პროტესტის ნიშნად ინგლისში წაბრძანდა და დღემდე არ ჩამოსულა იქიდან. ახლა კი საოცრება მოხდა და დაბრუნდა. გასაგიჟებელი იყო ეს ცხოვრება თავისი მოულოდნელობებიტა და არეულობით. -დინა თუ არ გინდა წასვლა ჩემთან წამო. ლევანის ხმამ გამომიყვანა ფიქრების კორიანტელიდან. -რომ არ წავიდე ეწყინება ნანას, ისედაც სულ იმას ამბობს ლიკასთან უფრო კარგად ხარ ვიდრე ჩემთანო. დანაღვლიანებულმა შევხედე საჭესთან მჯდომს. -ა*რაკებს ნანა. ღიმილით გამომხედა და ლოყაზე მიჩქმიტა. -გოგა და ლიკა როდის ჩამოდიან? -ილიას სუფთა ჰაერზე ყოფნა სჭირდება, ამიტომ კიდევ დარჩებიან გუდაურში. -შენ რატომ არ წახვედი? -გამოცდები გვაქვს. -უი ხო. კაი გამახსენე დღეს შენთან დავრჩები და ხვალ დილითვე გოგოტიძის საგანი ვიმეცადინოთ, თან კონსპექტები გავაკეთოთ, ფინალურისთვის მაინც დაგვჭირდება. -აჰამ მასე ვქნათ. დავეთანხმე მის წინადადებას.-ლევან დღეს შენც წამო რა. -სად წამოვიდე გოგო? -რესტორანში. გუკას ჩამოსვლის აღსანიშნავ ვახშამზე. თვალები ავატრიალე. -მე რა მინდა? მანქანა ჩემი კორპუსის წინ გააჩერა და გადავიდა.. როცა მიხვდა, რომ მე არ მივყვებოდი მაშინვე მოუახლოვდა ავტომობილს და კარი გამოაღო. -არ მოდიხარ? -არა. გაბუტულმა ჩავხარე თავი. რამდენიმე წუთი დუმდა. მეც ჯიუტად არ ვიღებდი ხმას. -კაი წამოვალ. -მართლა? თვალებ გაბრწყინებულმა ავხედე და მანქანიდან გადავხტი. -ვერ ვიტან მაგ მართლას. ბუზღუნით ჩაკეტა კარი და სადარბაზოსკენ წამოვიდა. ბინაში ავედით. ლევანი ტელევიზორთან დაჯდა, მე სამზარეულოში შევედი. ომლეტი მოვამზადე, თეფშებზე გავანაწილე და მაგიდაზე დავდე. -ლევ, მოდი ვჭამოთ. გავძახე მისაღებში მყოფს, რომელიც წამში გაჩნდა სამზარეულოში. -აბა რა მოამზარე? -ომლეტი. -კაია. მაგიდასთან დაჯდა და გამომხედა. -მოდი შენც. -მოიცადე წვენს მოვიტან. კარადიდან ატმის წვენი გამოვიღე და მაგიდაზე, ჭიქებთან ერთად დავდე. -დიანა მე უნდა გავიდე ცოტახნით, რაღაც საქმე მაქვს. შვიდის ნახევარზე მოგაკითხავ და წაგიყვან რუსულზე. -არ მინდა ჩემით წავალ. ეხლა ვიმეცადინებ, თან მოვემზადრბი საღამოსთვის და შენ რვისთვის გამომიარე სოფასთან, ნუ პადიეზთან იყავი რა. -ხო მასე ჯობია. გამიღიმა და წვენი მოსვა. -ლევან ის შავი კოსტუმი და ლურჯი პერანგი ჩაიცვი მე რო გაჩუქე. კარებისკენ წასულს დაეწია დიანას ხმა. -მაგის ჩაცმას ვაპირებდი ისედაც. გაიცინა და კარები გამოაღო -ჭკვიანად იყავი და საღამოს მოკლე კაბით არ დამხვდე, თორემ რესტორანში კი არა მიქელ გაბრიელთან წაგიყვან. სწრაფად მიაყარა სიტყვები ერთმანეტს და კარი გაიხურა. -გიჟი. თავი გავაქნიე და მაგიდის ალაგებას შევუდექი. ცოტა წავიმეცადინე, მერე გარდირობში ქექვა დავიწყე რაიმე ნორმალური კაბა, რომ მეპოვა. სულ ხუთიოდე კაბა მქონდა, ისიც სარესტორნოდ არც ერთი არ გამოდგებოდა. მობილურს დავწვდი და ჩემს მეგობარს დავურეკე. -ანუკი როგორ ხარ? -კარგად დიანა.. შენ როგორ ხარ? -ვარ რა.. ანუკ თხოვნა მაქვს შენთან. -რა ხდება? -გოგო საღამოს მივდივარ რესტორანში და რამე კაბა არ გაქვს, რომ მათხოვო? ხო იცი მე კაბები არ მომეპოვება. -ეხლა სახლში არ ვარ.. მარა არაა პრობლემა, დიტოს დავურეკავ და იმას ამოვატანინებ ერთი, მაგარი კაბა მაქვს .. იმედია მოგეწონება. -ვგიჟდები შენზე.. -როგორც ბაუნტზე? -როგორც რძიან ყავაზე.. ვუთხარი და გავიცინე. -კაი გოგო დაურეკავ ეხლა ჩემ ძმას. -კაი ველი ვატუკას. მობილური გავთიშე და კმაყოფილი სახით გავხედე საათს. უკვე შვიდის ნახევარი იყო. ტაქსი გამოვიძახე და ვატოს დაველოდე. რამდენიმე წუთში მობილურისა და კარის ხმა ერთდროულად გაისმა. ჯერ მობილურს ვუპასუხე, ოპერატორმა შემატყობიანა თქვენი ტაქსი გამოძახებულ ადგილზე მოსულიაო. გასაგებიათქო ვუთხარი და გავუთიშე. კარი გამოვაღე და წინ მდგომ ვატოს მივესალმე. -ეს გადაეციო იმ ცეტმა მიბრძანა. გაიღიმა ბიჭმა და შავ პარკში ჩადებული კაბა გამომიწოდა. -მადლობა და ბოდიში შეწუხებისთვის. გამოწვდილი პარკი გამოვართვი და დივანზე დავდე. -არაფერია. -შემოგიპატიჟებდი მარა გავრბივარ. სიცილით ავიღე ჩანთა, ტყავის ქურთუკი მოვიცვი და ბინიდან გავედი. -სად მიდიხარ? -რუსულზე -შენ რუსულზე? სუცილით დამხედა. -ხო. მეც გამეცინა. -შემოგვიარე ხოლმე. -თქვენც ამომიარეთ. დიტოს პირველ სართულზე დავემშვიდობე, სადარბაზოდან გავედი და ტაქსში ჩავჯექი. რუსულზე ერთი საათი ვიყავი. დავალება მომცა და მალევე გამომიშვა. სადარბაზოდან გამოსულს ლევანი დამხვდა მანქანასთან იდგა გამოწყობილი. -რა სიმპატიური ხარ შე დამპალო. ღიმილით ავათვალიერე ჩემი ბიჭი. -უსიმპატიურესი. გამეკრიჭა და მანქანის კარი გამოაღო. ჯერ ჩემთან ავედით. დივანზე მიგდებული პარკიდან ღია ვარდისფერი, ბარხატის კაბა ამოვიღე და ავათვალიერე. ოთახში შევედი და ჩავიცვი. ძაან ლამაზი იყო. ტანზე გამოყვანილი, მუხლამდე კაბა. ფეხზე კრემისფერი მაღლები მოვირგე, თმები გავისწორე და მარცხენა მხარეს გადავიყარე. ღია ფერის ტუჩსაცხი წავისვი, არც მეტყობოდა საერთოდ თუ მესვა. მაკიაჟი არ გამიკეთებია, არც მჭირდებოდა. -ლევ მზად ვარ მე უკვე. კაბის ფერი, პატარა ჩანთა მხარზე გადავიკიდე, თეთრი მანტო მოვიცვი და მისაღებში გავედი. -ლამაზუნა ხარ. გამიღიმა დეიდაშვილმა. შევიფერე მისი კომპლიმენტი და გავინაზე. მანქანაში ვიჯექით და რესტორნისკენ მივდიოდით ჩემი ტელე, რომ ამღერდა. ნანა იყო. მაშინვე ვუპასუხე. -სად ხარ დიანა? -მოვდივართ დედა, გზაში ვართ უკვე. -ერთი საათია შენ გელოდებით. -რუსულზე ვიყავი. -კარგი მალე მოდი.. გუკამ გიკითხა უკვე. -რახან მაგას ვახსოვარ, რაღა მომკლავს . ირონიულად გავიღიმე და მომცინარ ლევანს გავხედე. -დიანა წესიერად მოიქეცი აქ, რომ მოხვალ. სწრაფად მითხრა და გამითიშა. -რაო? -გუკამ გიკითხაო. -ოჰ. -იცი რაზე მეშლება ნერვები? -რაზე? -იმ გუკას მოსაწონად ყველაფერს, რომ აკეთებს. -კაი დაანებე თავი. რა ქნას ნანამაც? უნდა ბედნიერად, რომ იყოს არ აქვს უფლება? -როგორ არ აქვს ლევან. აქვს, მაგრამ ასე არა. ნანას გუკასთან თამაში არ სჭირდება. რას ანახებს ამ შეკრებით? კარგი "დედინაცვლის" როლშია. -ეჭვიანობ! -არ ვეჭვიანობ. -როგორ არა. გეშინია დედაშენმა გუკასთან კარგი ურთიერთობა არ დაამყაროს, რადგან შენ ასეთი ახლო ურთიერთობა ნანასთან არ გაქვს. გავჩუმდი. ცრელლები მომაწვა და ცხვირი ამეწვა. ლევანმა ავტომობილი რესტორნის წინ გააჩერა და გადმომხედა. -დიანა.. ღრმად ამოისუნთქა და ხელი მხარზე დამადო..-ბოდიში ასე არ უნდა მეთქვა. -სიმართლე თქვი. ცრემლიანი თვალებით შევხედე.-ეგოისტი ვარ. არ მინდა დედამ ჩემზე მეტად ვინმე შეიყვაროს. ცრელი გადმომიგორდა თვალიდან. -ნანა შენი დედაა დიანა. ვინ უნდა შეიყვარის შენზე მეტად, როცა შენ ხარ მისი სიხარული. ღიმილით მითხრა და ცრემლი მომწმინდა. -წამო შევიდეთ, თორე კიდევ დაგირეკავს. თავი დავუქნიე და მანქანიდან გადავედი. რესტორანში შესულმა აქეთ-იქით ყურება დავიწყე. კუთხისკენ გრძელ, დიდ მაგიდასთან მჯდომი ნანა დავინახე და მისკენ წავედი. ლევანიც გვერდით მედგა. გიორგის ღიმილით გადავეხვიე, ლევანმა ხელი ჩამოართვა და მოიკითხა. ვისაც ვიცნობდი ყველას მივესალმე, ძირითადად სულ გიორგის ნათესავები იყვნენ. ნანამ მაგიდასთან დაგვსვა, თვითონ კი მეუღლეს მიუბრუნდა. -სად გდია ნეტა ის ვაჟბატონი? ლევანს ვკითხე. -ჩუმად იყავი გოგო ტეხავს. შემომიბღვირა. -დამისხი ის წითელი ღვინო თორემ მე აქ დითხანს ვერ გავძლებ. თვალით ვანიშნე გამჭირვალე დოქისკენ. რამდენიმე ჭიქა დავლიე. უცებ სიმღერა შეიცვალა და რესტორანში Pharrell Williams - Happy ჩაირთო. ლევანს ეშმაკურად გავხედე. -დიანა არც იფიქ.. სიტყვის დასრულება არ ვაცადე ისე დავექაჩე მკლავში. ბუზღუნით გამომყვა სეცეკვაო მოედნისკენ. იმდენი ვქენი მაინც გავაცინე და მხიარულად დავიწყეთ ცეკვა. მუსიკის დასრულებისთანავე გავემართეთ მაგიდისკენ. სიცილით ჩამოვჯექი სკამზე და იმ წამს შევხედე წინ მჯდომ ბიჭს, რომელიც სიგარეტს ეწეოდა და ღიმილით მიყურებდა. დაბნეულმა სახე ლევანისკენ გავაბრუნე. -დიანა.. მომესმა ნანას ხმა და იმ ბიჭის უკან მდგომ დედაჩემს გავხედე. -მოდი ერთ წუთს. ლევანმა მხარი გამკრა და თვალით მანიშნა გიორგის გვერდით მდგარ გუკაზე. სხეული დამეჭიმა, ნერვიულობისგან.. ფეხზე წამოვდექი და მაგიდას შემოუარე. ნანასთან მივედი და გვერდით დავუდექი. გიორგისთან და გუკასთან მისვლისას ვიგრძენი სხეულის კანკალი. ბიჭმა, როგორც კი დამინახა, გაიღიმა და გადამეხვია. არ მოველოდი მისგან ასეთი სითბოს გამოხატვას. ის ხომ სულ ორჯერ მყავდა ნანახი. -გაზდილხარ. ამათვალიერა ღიმილით. -თან გალამაზებულხარ. -მადლობა. დაბნეულმა ხმა ძლივს ამოვიღე. -გამარჯობა. ლევანის ხმა მომესმა და გვერდით მივბრუნდი. გუკამ უცნაურად შეხედა. -ეს ჩემი დიშვილია ლევანი. დედაჩემმა წარუდგინა ჩემი დეიდაშვილი. სასიამოვნოათი სემოიფარგლნენ. -დიანა წამო დავჯდეთ. წელზე ხელი მომხვია და ჩვენი ადგილისკენ წამიყვანა. -სულ, რომ წავიდეთ? მიშველეს თვალებით ავხედე. -ეგ არ გამოვა. ვიყოთ ცოტახანი და მერე წავიდეთ. საფეთქელზე მაკოცა და სკამი გამომიწია, რომ დავმჯდარიყავი. ისევ ის ბიჭი და მისი დაჟინებული მზერა, რომელიც სახეს მიწვავდა. პირდაპირ გახედვა არ მინდოდა მისთვის რო არ შემეხედა, ამიტომ ხან მარჯვნივ და ხან მარცხნივ ვიყურებოდი, მაგრამ ბოლოს კისერი ისე ამტკივდა სხვა გზა აღარ დამრჩა და თვალი თვალში გაუყარე. ტუჩის კუთხე ჩატეხა და მის გვერდით იმ წამს დამჯდარ გუკას ჩუმად გადაულაპარაკა რაღაც. გუკამ იმწამსვე მე გამომხედა. -დიანა. ხმამაღლა დამიძახა გუკამ სიმღერის გამო. -გაიცანი ეს ჩემი ძმაკაცია მათე ბოკუჩავა, ზედმეტსახელად სოხუმსკი. მიმითითა მის გვერდით მჯდომზე, რომელიც თვალს არ მაცილებდა. მის თვალებს, რომ წავაწყდი ხმა წამერთვა და ვერც ვერაფერი ვერ ვთქვი. ნერწყვი მძიმედ გადავაგორე სასულეში და თავი დავუკარი. გამიღიმა და თვალი ჩამიკრა. ძალიან სიმპატიური იყო. ასეთი ბიჭი არასდროს მენახა. არა როგორ არა. ამაზე სიმპატიურებიც მყავდა ნანახი მარა მისნაირი არა. არავის უმოქმედია ჩემზე ასე. მიზიდავდა, რაღაც მაინტრიგებდა და მის თვალებში ვიძირებოდი. შავი კუპრივით თმები, დიდი თანაბარი მოვარდისფრო ტუჩები, ლამაზად გამოკვეთილი წარბები და მუქი ლურჯი, ხანაც მონაცრისფრო თვალები ქონდა. წინიდან ცხვირი ოდნავ კეხიანი, პროფილში კი სწორი ქონდა, სახეს ისე უმკაცრებდა და ისეთ ეშხს სძენდა ბევ კურნოსას შეშურდებოდა. განსაკუთრებით მისი პატარა ხალი იყო ლამაზი სანახავი მის ცხვირზე, რომ იყო მოთავსებული მკრთალად. ნიკაპის გვერდით, მარჯვენა მხარეს დიდი ზომის ხალი ქონდა, რომელიც ამშვენებდა. ყელზეც ქონდა ორი ერთნაირი ხალი და ლავიწთანაც. ეს მაშინ შევამჩნიე თეთრი პერანგის საყელო გვერდით, რომ გაწია და შეისწორა. სიგარეტი ძალიან უხდებოდა.. მოწევის დროს თვალებს აწვრილებდა და პირს ოდნავ აღებდა ბოლის გამოსაშვებად. საშინლად სიმპატიური იყო. უსაშინლესადაც კი. ასე არასოდეს დავბნეულვარ, მაშინაც არ დავბნეულვარ გიორგაძემ რო მკითხა" რომელ გვერდზე ვაართო?". არ ვიცოდი რა მემართებოდა მაგრამ ჩემ წინ მჯდომის გამოხედვა ძალიან მაშინებდა. -დიანა ჰო კარგად ხარ? მიჩურჩულა ლევანმა. -ხო. ამოსუნთქვას ამოვაყოლე. -სახეზე ფერი არ გადევს. -დახუთულობის ბრალია, ცოტახანს გავალ მე ეზოში. -გამოგყვები -არა იყავი მალე მოვალ. გავუღიმე და ფეხზე წამოვდექი. ეზოში გასულმა სუფთა ჰაერი ღრმად ჩავისუნთქე და ოდნავ მოვდუნდი. რამდენიმე წუთი ეზოში ვიდექი და მანქანების მოძრაობას უაზროდ ვაკვირდებოდი. მერე სიცივემ გამომაფხიზლა და ისევ უკან შევბრუნდი. კარებში მათეს შევეჯახე, როგორც ჩანს გარეთ გადიოდა. -ბოდიში. ჩუმად ვთქვი და გზა გავაგძელე. მკლავში ხელი ჩამავლო და ასე უხმოდ წამიყვანა საცეკვაო მოედნისკენ. ხელი წელზე, რომ მომხვია და თავისკენ მიმქაჩა მანდ ჩაირთო ჩემი პანიკა. -არ მინდა ცეკვა! უკან გაწევა ვცადე, მაგრამ ვერ მოვახერხე. -ერთი ცეკვა არაფერს გიზამს.. ბოხი, ხრინწიანი ხმით მითხრა და ნელ მუსიკას ტანი ააყოლა. დაჰიპნოზებულივით ავყევი ცეკვაში. -გაყინულხარ. ყურში ჩამჩურჩულა და ცხელი სუნთქვა ყელში მომაფქვია. ბუსუსებმა ისე დამაყარა კივი მიმიქარავს. -ძალინ მაბნევ. გავჩერდი და თვალებში შევხედე. ჩაიცინა და აბურდულ თმებზე ხელი გადაისვა. -კარგი გოგო ხარ! მტკიცედ მითხრა და გამცილდა. ძალიან დაბნეული და აღელვებული წავედი ლევანისკენ, რომელიც ვიღაც ბიჭთან ლაპარაკობდა. -წავიდეთ რა. თხოვნით შევხედე. -კაი დავემშვიდობოთ ხალხს და გავიდეთ. ნანასთან და გიორგისთან მივედით. -დე ჩვენ უნდა წავიდეთ სასწავლი გვაქვს, თან ორშაბათიდან გამოცდები გვეწყება. იმ წამს მოფიქრებული წასვლის მიზეზი ვუთხარი და თვალი მათესკენ გავაპარე. თვალებ დაწვრილებული მიყურებდა. -იყავით ცოტახანს კიდევ. -დავიღალე დედა. -კარგი რახან ასეა წავიდნენ, მაგრამ ხვალ სახლში გელოდებით ვახშამზე. გიორგიმ თბილად გაგვიღიმა. -კარგი. გავუცინე და ჯერ მას მერე კი დედას მოვეხვიე. გუკაც მოგვიახლოვდა მათესთან ერთად. -უკვე მიდიხართ? ზემოდან დამაჩერდა. თავი დავუქნიე და ლევანს ვანიშნე წავედითთქო. -ხვალ ხო მოხვალთ ჩვენთან? -კი. გავუღიმე -კარგით მაშინ ხვალამდე. გუკამაც გაიღიმა. მათემ უცნაურად გამომხედა და თავი გვერდით გადაწია. ლევანს ხელი ჩავკიდე და მაგიდისკენ წავიყვანე. სკამზე გადაკიდებული მანტო ჩავიცვი, ჩანთა ხელში დავიკავე და კარისკენ წავედით. -არ მეგონა გუკა სოხუმსკის ძმაკაცი თუ იქნებოდა. გარეთ გასვლისთანავე თქვა ლევანმა. თავი სწრაფად მივატრიალე მისკენ. -ვინ არის საერთოდ? ავტომობილში ჩაჯდომისთანავე ვკითხე. -სოხუმელია.. ძაან სტრანი ტიპია. მამამისი ქურდი იყო, პირდაპირი გაგებით არა ოღონდ. ჩაქცეულები არიან. მოსკოვში ცხოვრობენ. დედამისი, მამამისის საქმეების გამო მოკლეს. მამამისისც გაგორეს იმ წელს. მათე ბიძამისმა გაზარდა. შეგნებული ტიპია, მაგარი დასტოინი ესმის რა რა არის და სად როგორ უნდა იბაზროს. როგორც ჩანს ახალი ჩამოსულია თბილისში. *** ეს საცდელი თავია..თუ მოგეწონებათ ეს ისტორია ამ თვის ბოლომდე დავდებ სრულად დუ-დიკოსთან ერთად )) და თუ არა შევწყვეტ..серйозний-ს დასასრულს ამ დღეებში მოგაწვდით )) |
ტესტები
აქტიური მწერლები
აქტიური მწერლები
.:დღის აქტიური მკითხველი:.
ქალის და მამაკაცის ურთიერთობაში უპირველესი არის?
ყველა გამოკ
.:შემოგვიერთდით FACEBOOK-ზე:.