და იქმნა ნათელი...ან იქნებ... დაივიწყეთ! (საცდელი თავი)
გიფიქრიათ წყვდიადზე? გიფიქრიათ რატომ გიდგებათ თმა ყალყზე როდესაც სიტყვა წყვიდადი გესმით? გიგვრძნიათ როგორ გაუჩენია დიდ,შავ სიცარიელეს უაზრმაზარი ხვრელი თქვენს სულში? ალბათ იცით რაზეც ვსაუბრობ. ცუდი და კარგი, ბოროტი და კეთილი, თეთრი და შავი, სიბნელე და სინათლე, წყვდიადი და ნათელი. რამდენი მცნებაა დედამიწაზე, რამდენი განსხვავებული მცნებაა მაგრამ ეს მცნებები ერთმანეთის გარეშე არ არსებობს. დაკვირვებიხართ რომ როცა თეთრს ამბობ გონებაში შავს ამატებ ან პირიქით? თუმცა გიფიქრიათ ოდესმე რატომ არის ცუდი და კარგი ერთმანეთის საპირისპირო? გიფიქრიათ რომ ცუდი შესაძლოა სრულიადაც არ იყოს ცუდი? გიფიქრიათ რომ ბნელეთს სულაც არ სდომნია იმ საშინელებად მიეჩნიად რადაც მიაჩნიათ? გიფიქრიათ რომ მას არ ჰქონია საშუალება აერჩია? ის უბრალოდ გაწირეს და დადუმდა. არავის უკითხავს აზრი ხოდა ბნელეთმაც გადაწყვიტა რომ არც არასდროს არავის დააინტერესებდა. ალბათ ერთხელ მაინც გქონიათ ის მომენტი როცა შენზე ცუდს ამბობენ და შენც მაშინ როდესაც ავი საქმის გაკეთება გიწევს, ფიქრდები და ამბობ: ''მაინც ცუდად ფიქრობენ ჩემზე, ამაზე უარესი რაღა უნდა მოხდეს?'' იქნებ ეს გაიფიქრა წყვდიადმა მაშინ როდესაც იქმნა ნათელი? და ასე დაიწყო სამუდამო ბრძოლა კეთილსა და ბოროტს, ავსა და კარგს,წყვდიადსა და ნათელს შორის. რომელი გაიმარჯვებს? ვინ იცის? ჯერ ხომ თითქმის უსასრულობაა წინ. გგონიათ გავგიჟდი? რატომ ვამართლებ წყვიდადს? რა იცით რომ ვამართლებ? თუმცა რატომაც არა. თქვენ არ გინახავთ ის რაც ვნახე არც ის ადამიანი გაგიცვნიათ ვინც ყველაფერზე შემაცვლევინა აზრი და არც იმ თვალებში ჩაგიხედიათ რომლის სიღრმეშიც იკარგები. --------------------- მაღვიძარამ ისევ ჯოჯხეთურად ადრე დარეკა. ცოტა მაკლდა და ამ მაღვიძარასაც ის ბედი ეწეოდა რაც სხვებს. როგორღაც იმდენს ვახერხებ რომ გაღვიძებისთანავე რამე არ შემომელეწოს და დუშკაბინაში ჩემი გმირული საქციელის გამო სიამაყით ავსებული, თითქმის ოც წუთს ვჩერდები.თითქმის მავიწყდება რატომ ავდექი ასეთი ადრეა. თუმცა არა არ მინდა ჯეკიმ ისევ მიყვიროს. ჩემი საყვარელი შამპუნის სუნი კარგ ხასიათზე მაყენებს თუმცა ჯერ არ მეღიმება. სარკეში ვიხედები ვხვდები რომ ჯერ კიდევ რამდენიმე საფეხური უნდა გავიარო სანამ გამეღიმება თუმცა რბილმა ხალათმა და ცხელმა წყალმა მართლაც რომ კარგ ხასიათზე დამაყენა. დაბლა ჩავდივარ და ჩემს მინი სამზარეულოში ჩემს მინი მაცივარს ვხსნი -ჰმმ არაფერი ისეთი. მალე თვალები მიბრწყინდება და კიდევ ერთხელ ვპირდები სამუდამო სიყვარულს საკუთარ თავს. მე ხომ გუშინ ბანანი და შოკოლადი ვყიდე. ჩემს მაგიდას ყავით ხელში ვუჯდები და ჩემს ყოფაზე მეცინება. ვვოცნებობდი მსახიობობაზე, ჰოლივუდზე,წითელ ხალიჩაზე და საბოლოოდ კლუბში დამლაგებელ-მიმტანად მუშაობაზე დავთანხმდი.არა პატარა მარილიანო ხსნარო არ მოგცემ იმის უფლებას რომ სახეზე ჩამოგორდე.დღეს მაკიაჟს ვატარებ ამიტომაც არ ვიტირებ. რატომ? როდესაც მაკიაჟს ვატარებ თავს იმის უფლებას არ ვაძლევ რომ ჩემი სისუსტე დაინახონ. მგონი ეს დედაჩემის რჩევებიდან იმ რჩევათაგანია რომელსაც ნამდვილად ვიყენებ. კლუბში შესვლისთანავე ვხვდები რომ მაგრად დამერხა ჯეკი ჩემსკენ მორბის თუმცა არ ყვირის. -სწრაფად დაალაგე დღეს მნიშვნელოვანი შეხვედრაა და ყველაფერი უნდა ბრწყინავდეს. და გახსოვდეს დაგვიანებაზე მერე ვისაუბრებთ. ჯეკი ორმოცს მიღწეული, ენერგიული მაგრამ ცოტა მოსებეზრებელი ტიპია, თუმცა ვერ გეტყვით ვერ ვიტანთქო ჩემი აზრით მისნაირ ადამიანთან ურთიერთობა ის ერთ-ერთი რამაა რაც ცხოვრებაში უნდა გააკეთო. აგერ უკვე მესამე წელია ამას ვაკეთებ მაგრამ ღმერთო იქნებ მოვიდა დრო წინ წავიდე და სხვა რამეც გავაკეთო?! ჯეკი ამ კლუბის მფლობელი არაა. მფლობელი თითქმის არასდროს ჩანს მაგრამ ვვეჭვობ ვინმე განქსტერი უნდა იყოს. ისე სიმართლე რომ ვთქვათ არ მაწყობს შარში გახვევა მირჩევნია ვიცოდე რომ უბრალოდ ღამის კლუბში ვმუშაობ საჭირო არაა ვიცოდე რას აკეთებს ''ჩემი ბოსი'' ნეტავ დღეს ვნახავ? თუ მნიშვნელოვანი შეხვედრაა ალბათ მოვა. თუმცა არა არ მინდა ნახვა. ო, ღმერთო ვკვდები ისე მაინტერესებს. ვიცი შარს გადავეყრები თუმცა ეს ხომ ჩემი სპეციალობაა.ნეტავ სიმპატიურია? ჯანდაბა რაზე ვფიქრობ? შუადღემდე საინტერესო არაფერი ხდება მერე კი ორი შავი მანქანა ერთმანეთის მიყოლებით მოემართება კლუბისკენ. -კაბნეტში ადი და შავი საქაღალდე ჩამომიტანე. -კი მაგრამ... -სწრაფად! ასეთი დამფრთხალი არასდროს მინახავს კიბეზე ავრბივარ და თან ვბუზღუნებ -ცოტაც და ვნახავდი სულ ცოტაც და... კიბეზე რომ ვეშვები ხმები მესმის საქაღალდეს ანერვიულებულ ჯეკის ვაჩეჩებ. -ახლა შეიგიძლია წახვიდე -ანუ? -დღეს კლუბი არ იმუშავებს -კარგი. ჯეკი ცოტა დამშვიდდი. -ვეცდები. ძალით მიღიმის და ვხვდბი რომ საერთოდ არ მოეშვა. ქურთუკს ვიღებ და გარეთ გასვლას ვაპირებ თუმცა ადგილზე ვიყინები და ქუსლებზე ვტრიალდები. -უნდა ვნახო პირველად ასეთი ახლოს ვარ. კედელზე აკრული გავდივარ შეხვედრების ოთახამდე. კარი დახურულია თუმცა ხმები მესმის. ნეტავ რომელი ხმის პატრონია ამ კლუბის პატრონი? ამ ოთახს ჭუჭრუტანა აქვს სულ მცირე თუმცა არავინ იცის ჩემს გარდა. თუ იცით ვინ გააკეთა ეს? რა თქმა უნდა მე. სანამ იმ პატარა ხვრელს ვპოულობ მთელ სიცოცხლეს ვათავებ.როგორც იქნა ვიპოვე. შიგნით ვიხედები და ანერვიულებულ ჯეკს ვხედავ რომელიც შავებში ჩაცმული კაცის გვერდით ზის. რამდენის იქნება?სახეს ვერ ვარჩევ მხოლოდ სილუეტს. -ჯანდაბა! ლამის ვყვირი მაგრამ როცა მახსენდება რომ ჩუმად უნდა ვიყო პირზე ხელს ვიფარებ. ოთახში აურზაურია მაგრამ რაღაც მეჩვენება. მეჩვენება რომ ის კაცი ჯეიკის გვერძე რომ ზის და ის კაცი რომელიც დიდი ალბათობით კლუბის მფლობელია მე მიყურებს. სახის ნაკვთებს ვერ ვარჩევ მაგრამ ვარჩევ ორ თვალს რომელიც მიყურებს. |
ტესტები
აქტიური მწერლები
აქტიური მწერლები
.:დღის აქტიური მკითხველი:.
ყველაზე მნიშვნელოვანი ცხოვრებაში არის?
ყველა გამოკ
.:შემოგვიერთდით FACEBOOK-ზე:.