შესვლა
რეგისტრაცია
რეკლამა

მარიონეტი (მეექვსე თავი)


21-11-2017, 13:55
ავტორი murachashvili
ნანახია 3 430

შემდეგ? თითქოს უნდა გახარებოდათ, იმ ავბედით ღამეს ცოცხლად გადარჩენა. თითქოს უნდა გახარებოდათ, იმ გარდაცვლილ ადამიანებს შორის მათი და მათი ახლობლების სახელებსა და გვარებს რომ ვერ ხედავდნენ, მაგრამ სამწუხაროდ ვერც სიხარულს გრძნობდნენ და ვერც აღტაცებას. მხოლოდ ტკივილი, მხოლოდ ცრემლი და საკუთარი უსუსურობისგან დარჩენილი მრისხანება.
9 აპრილის სისხლიანი ღამის შემოქმედი საბჭოთა არმიის სპეცნაზელები რათქმა უნდა საქართველოდან იმ ღამითვე გაიყვანეს. თუმცა მათი ჩანაცვლება სულაც არ გაუჭირდათ რუსული ჯარით. 17-18 წლის, პირტიტველა, ხაკისფერ ფორმიანი ჯარისკაცები თბილისში იდგნენ გაცოფებული და შურისძიების სურვილით დაბრმავებული, ტკივილით გახელებული ხალხის წინაშე.
როგორც უკვე აღვნიშნე, გამოცხადდა კომენდანტის საათი. ბუნებით ურჩობას მიჩვეული ერი თითქოს განგებ არღვევდა დადგენილ ნორმებს. არ უნდოდათ დადგენილ შეზღუდვებზე დამორჩილება და საპასუხოდ ისევ ტყვიას იღებდა. სულ რამდენიმე წუთიანი კომენდანტის საათის დარღვევისთვის ისევე კლავდნენ, როგორც სახელმწიფოს წინააღმდეგ ჩადენილი დანაშაულისთვის. თითქოს ერთი ღამის მსხვერპლი არ იყო საკმარისი სისხლისღვრა ისევ და ისევ გრძელდებოდა.
თამამად შეიძლება ითქვას, რომ საბჭოთა ხელისუფლებამ ნაწილობრივ მაინც მოახერხა შიშის ჩანერგვა. უნდოდათ თუ არა, კომენდანტის საათის დადგომას მაინც დაძაბულნი ელოდნენ. მორიგი საზარელი სიახლის გაგების შიშით, ახალი ამბების ყურება აღარავის უნდოდა. შებინდდებოდა თუ არა, გარეთ გასვლას ყველა ერიდებოდა. ღამის თერთმეტ საათზე იხურებოდა ყველა კარი და ფანჯარა. ერთ დროს ცოცხალი და ლამაზი ქალაქი ახლა ძაძით შემოსილიყო.
საერთო ტკივილმა გააერთიანა ერი. რუსთაველის მოედანზე, არ სრულდებოდა სამგლოვიარო ცერემონია. მთავრობის სასახლის წინ უამრავი ტიტა მიეტანათ. ყველასთვის საყვარელმა ყვავილმაც კი დაკარგა სილამაზე.
- ვაჩუქოთ ერთმანეთს ტიტები! - ეს ფრაზა მხოლოდ სიმღერის ტექსტიდან ამოგლეჯილ მონაკვეთად კი არა, გლოვის სიმბოლოდ ქცეულიყო.
პირველი შემთხვევა იყო, როცა ტკივილს ვეღარ აყუჩებდა აღარც სიმღერა, აღარც სიცილი, დარჩენილიყო მხოლოდ ცრემლები და ისევ ჯიუტად სიმღერით გამოხატული პროტესტი.

პარლამენტის შენობის წინ მოზრდილ ბანერზე გამოეკრათ სხვადასხვა ასაკისა და სქესის მქონე, გმირად ქცეული საქართველოს დამოუკიდებლობისთვის „შეწირული“ გმირების ფოტოები. მათი სახელები და გვარები დიდიან-პატარიანად ყველამ ზეპირად იცოდა. დაღუპულთა აბსოლუტური უმრავლესობის სიკვდილის მიზეზი გახდა ის გარემოება, რომ ჯარმა მომიტინგეები მთავრობის სასახლესთან მიჭეჭყა, ამ უკანასკნელთ გასაქცევი არსაით ჰქონდათ. ჯარი კი არ შედგა, არამედ სვლა განაგრძო და დაიწყო ცრემლსადენი გაზის ბალონების სროლა ჭ....ტისაგან ისედაც სულშეხუთულ ადამიანთა რიგებში.
შავი ზონრებით თავწაკრული ჩვენი გმირები დაშვებული საქართველოს ბორდოსფერი დროშით უკანასკნელ გზაზე მიაცილებდნენ ოცდაერთ გმირს შორის მყოფ 51-ე სკოლელებს.
9 აპრილს დაღუპულთა გაპატიოსნებული გვამების ნაწილი ქაშვეთში, ხოლო ნაწილი სიონის საკათედრო ტაძარში დაესვენებინათ. ქაშვეთში იყვნენ დასვენებულნი ნათია და ეკაც. პანაშვიდებზე ხალხის ტალღა არ წყდებოდა, რა თქმა უნდა იქ იყვნენ ბავშვებიც. ემოციებისგან დაღლილნი, გაფითრებულნი, გაშტერებული თვალებით უმზერდნენ ჭირისუფლებს.
მოულოდნელად ნინოს ყურადღება, ტაძრის კუთხეში, ყველასგან განცალკევებით მდგომმა სამხედროს ფორმიანმა ახალგაზრდამ მიიპყრო. ასე 18 წლამდე რუსი ჯარისკაცი შემოპარულიყო ტაძარში და კუთხეში მიყუჟული მაცხოვრის ხატთან ჩამუხლული ჩურჩულით ლოცულობდა.
- დათუნა, დათუნა! - რამდენიმეჯერ დაქაჩა მკლავში გვერდით მდგომი მეგობარი.
- რა გჭირს?! - ზემოდან დახედა ვაჟმა.
- მეჩვენება? - აცახცახებული ქალიშვილის მზერას თვალი გააყოლა ვაჟმა.
- არა! - ცივად გამოცრა კბილებში
- აქ რა ჯანდაბას აკეთებს?!- ბრაზს ვეღარ მალავდა.
- რა ვიცი, ლოცულობს ალბათ! - თუმცა თითქოს ახლაღა გაიაზრა მისი სიტყვების ალოგიკურობა, გაოცებისგან თავადაც თვალები გაუფართოვდა.
- მოკლავენ, მაგ საცოდავს! - ირონიულად გაეცინა ტატოს.
- დროზე, გავიყვანოთ! - უკვე ჯარისკაცისკენ მიიკვლევდა გზას ლაშა, თუმცა მასთან მისვლა დაასწრეს.
- თქვენ ხომ ხალხი არ ხართ! – ფრჩხილებით პირდაპირ სახეზე ეტაკა ერთ-ერთი ქალი - როგორ გაბედე, აქ შემოსვლა როგორ გაბედე! - გაფითრებულ ჯარისკაცს ამჯერად მკერდში ურტყამდა მთელი ძალით.
- Извините!. - გაცოფებული ქალის მუშტებისგან სახის დამალვას არც კი ცდილობდა ბიჭი - Мне очень жаль!..
უჩვეულოდ დაძაბული სიჩუმე ჩამოვარდა ტაძარში. გამშველებლად ჩარევას რატომღაც არავინ ჩქარობდა. ისევ ლაშამ იყოჩაღა.
- არ გინდათ, გთხოვთ! - კუთხეში მომწყვდეულ ვაჟს წინ გადაეფარა.
სანაცვლოდ კი ქალის მთელი ძალით მოქნეული სილაც იგემა, ალბათ არც სახის დაკაწვრას მოერიდებოდა, ტატოს რომ არ ემარჯვა და უკნიდან მისი შებოჭვა არ მოეხერხებინა.
- შეიძლება სულ შენს გადარჩენაში ვიყო?! - ღრენით გახედა წინ მდგომ ცალს.
- მიმიშვით ლაჩრებო, არაკაცებო!... - ბოლო ხმაზე გაჰკიოდა ქალი და მარწუხებივით მოჭერილი მკლავებიდან თავის დაღწევას ამაოდ ცდილობდა.
- საკმარისია! - ხალხის ტალღაში გაჭირვებით მოიკვლევდა გზას მოძღვარი - ხომ არ გავიწყდებათ, უფლის სახლში ხართ?!...
- უფლის, მაშინ ეს ნაძირალა აქ რას აკეთებს, ამათ ეკლესიაში როგორ უშვებთ? მკვლელები, სადისტები!... - ისევ გაჰკიოდა ქალი.
სიბრაზის ტალღამ ზუზუნის სახით დაუარა ხალხს.
- ვიდრე რამე დაუშავებიათ, ეგ ბიჭი ტაძრიდან გაიყვანეთ! - ამჯერად დათუნას მიმართა მოძღვარმა.
- Мне очень жаль!.. - კედელთან ჩაცურებული, ცხარე ცრემლებით ტიროდა ჯარისკაცი.
ხომ ყველას ტკიოდა, ხომ ყველა დარდობდა, იმ დღეებში ვისი ცრემლი არ ნახეს, მაგრამ ასე მაინც არ უმოქმედია. მოულოდნელობისგან გაშეშებული, აცახცახებული ბიჭები ჯარისკაცის წამოყენებას ვერ ბედავდნენ. წესით, ალბათ ყველაზე მეტად ის უნდა შეზიზღებოდათ, მაგრამ რატომღაც ეცოდებოდათ.
- შენც არ ატირდე, თორემ მოგკლავ! - ასლუკუნების პირას მისულ ნინოს გაეღიმა დათუნას სიტყვებზე.
ისევ თავად მოიაზრა. ნელი ნაბიჯით მიუახლოვდა.
- Извините. - ოდნავ შეეხო მხარზე, მაგრამ დენდარტყმულივით სწრაფადვე გამოწია ხელი - Для вошевоже безорасности, лучше будет если покините храм! - გამართული რუსულით მიმართა.
შეცბუნებულმა ახედა ვაჟმა თავზე წამომდგარ კიკინებიან, შავბენდენიან გოგონას. ალბათ ისევ ლანძღვასა და უხეშობას ელოდა, მაგრამ გოგონა არც უტევდა და არც შეურაცყოფას აყენებდა. უბრალოდ ცრემლებით სავსე თვალებით უმზერდა.
- Да, Да, наверно… - ფეხზე ძლივს წამოდგა.
იმის შიშით, რომ ისევ ჭირისუფლის შემოტევის მსხვერპლად იქცეოდა, ბავშვებმა ტაძრის კარამდე მიაცილეს, თუმცა უკან შესვლა აღარ უფიქრიათ. სუფთა ჰაერის ჩასაყლაპად თავადაც ეზოში გავიდნენ.
- აი, ეს მესმის. შესაშური შოუ შემოგვთავზეთ! ტოლერანტობისა და შემწყნარებლობის სანიმუშო მაგალითები ხართ. - ირონიული ტაშის კვრით თავზე წამოადგათ წვეროსანი ლიდერი წმინდა გიორგის ხატთან მდგომებს - მხოლოდ თქვენ ხართ, თუ უფროსებიც გვერდს გიმაგრებენ?
- მშობლები დედასთან არიან საავადმყოფოში. - მეგობრების ნაცვლად თავადვე უპასუხა ნინომ.
- საავადმყოფოში? აა, ხო, ქალბატონი ნატო როგორაა, მის ჯანმრთელობას ისევ საფრთხე ხომ არ ემუქრება? - კითხვები დააყარა, თუმცა პასუხი აშკარად არ აინტერესებდა - როგორც ჩანს, თქვენ დაასრულეთ დამოუკიდებლობისთვის ბრძოლა!... - ისევ ირონიულად იცინოდა მამაკაცი.
- ვერ გავიგე, ბრძოლის დასრულებაში რას გულისხმობთ? - არანაკლები ირონიით ჩაეკითხა დათუნაც.
- იმას, რომ ის ჯარისკაცი კი არ უნდა გაგეშვათ. კარგად უნდა გეცემათ, ან სულაც ჩასაქოლად...
- გაგიჟდით?! რომელი საუკუნეა? ველურები ხომ არ ვართ? ცოცხალი ადამიანი ჩასაქოლად? - მამაკაცის თვალებში დანახულმა სისასტიკის ნაპერწკალმა შეძრა ლაშა.
- დიახ, ჩასაქოლად. რა გიკვირს?! თავად იგივე არ გააკეთეს? უფლება არ გვაქვს გავჩერდეთ, მხარში უნდა დაგვიდგეთ, ერთად უნდა ვიბრძოლოთ საქართველოს თავისუფლებისთვის! - პოზიციას არ თმობდა მამაკაცი.
- უკაცრავად, თქვენი სახელი? - ინეტერესით ჩაეკითხა ნინო.
- გიორგი მაღლაკელიძე.
- ბატონო გიორგი, არ დაიღალეთ?!
- ვერ მიგიხვდით.
- ვერა, ხომ? - ირონიულად გაეცინა - მაშინ ჩაგეკითხებით, დემაგოგობით არ დაიღალეთ?
- იმედია იმის ილუზია არ გქონდათ, რომ თავისუფლებას ვინმე ლანგრით, მარტივად მოგვართმევდა. - ქალიშვილის სიტყვები აშკარად გულზე მოხვდა - არ უნდა მოვდუნდეთ!...
- საკმარისია! აქ სიტყვით გამოსვლის ადგილი არაა. - საბოლოოდ გამოვიდა მდგომარეობიდან დათუნა.
- შენც ამას უჭერ მხარს?! - ამრეზით გახედა ლიდერმა ნინოს.
- ასეთი გადაჯიშებული რა ხარ?! გლოვა მაინც გვაცადე! - კბილებში მუქარით გამოცრა ლაშამ.
- მემუქრები?! - ტყუპის ცალის ბუნჩულა სახის შემხედვარეს, ირონია გაეპარა ხმაში მამაკაცს.
- არა, გაფრთხილებთ! - ძმას გვერდით დაუდგა ტატო და მთელი ტანით გაეყინჭა წინ მდგომს, მასვე მიბაძეს დანარჩენებმაც - მშვიდად გლოვას დაგვაცადე.
- რომ არ დაგაცადოთ?
- ამ საკაცეებს ოცდამეორეც მიემატება! - კოპებშეკრულმა ამოიღრინა დათუნამ.
- თვენს ადგილას, კარგად დავფიქრდებოდი, ვის ელაპარაკებით და როგორ! - ბიჭებისკენ მუქარით გაიწია გიორგიმ.
- ბატონო გიორგი, 9 აპრილის ღამემ უკვე აჩვენა, რომ ჩვეულებრივ მოკვდავთა შორის ლიდერთა ადგილი არაა. - სიტყვა ლიდერი განსაკუთრებული ირონიით წარმოსთქვა ნინომ - ეროვნული მოძრაობის ლიდერები ნახეთ სად იკრიბებიან?!. - მთავრობის სახლის წინ დადგმული ტრიბუნებისკენ გაიხედა - საბედნიეროდ მათგან ყველა ცოცხალი და უვნებელია. მგონი სჯობს იქ მიბრძანდეთ. ჩვენთან თქვენი ყოფნა სასიკეთო არ უნდა იყოს.
- უმადური ხარ, პატარა ქალბატონო! მერედა, როგორი უმადური. - თვალები დაუწვრილდა სიბრაზისგან გიორგის.
- რას იზამთ, უბრალო ხალხისგან არც უმადურობა უნდა გიკვირდეთ!
- დედაშენის გადარჩენის გამო ასე მიხდი მადლობას? - თვალი თვალში გაუყარა ნინოს.
- გამიკვირდებოდა, რომ არ დაგემადლებინათ.
- მსგავსი ქცევა არ დამიმსახურებია. არც ამ ბრალდებების ღირსი ვარ. მოვა დრო და ინანებთ. აუცილებლად ინანებთ. განსაკუთრებით შენ, ენაგრძელო ქალბატონო. კაცი არ ვიყო, თუ სანანებელი არ გაგიხდეთ! - ცივად ჩაილაპარაკა და მოშორდა ოთხეულს.
იმ წუთას სულაც არ ადარდებდათ გიორგის სიტყვები, არადა იქნებ ღირდა შეშინებოდათ?!. მაშინ უბრალოდ არ ფიქრობდნენ, იქნებ არც ელოდნენ, თუ ცხოვრება ამდენ განსაცდელს მოუმზადებდათ. ალბათ კარგი იქნებოდა წინასწარმეტყველების უნარი ჰქონოდათ.
მაგრამ მაშინ თავში მხოლოდ უგზოუკვლოდ დაკარგულთა და მოწამლულთა სახელები და გვარები უტრიალებდათ.
აი ახლაც ისევ ფიქრობდა მოგონებებში დაკარგული ნინო, ცდილობდა 51-ე სკოლელი გოგონების სახეების აღდგენას. თუმცა უშედეგოდ.
- რა ფერის თვალები ჰქონდა? ცისფერი თუ მწვანე? იქნებ ლურჯი?
თითქოს ახლაღა მიხვდა, რომ მიუხედავად სურვილისა, გონებას მაინც ვერ შემოენახა მათი სახეები და მხოლოდ ფურცელზე აღნიშნულ წარწერებად დარჩენილიყვნენ, მხოლოდ 51-ე სკოლელ გოგონებად.



№1 სტუმარი Qeti qimucadze

Mivicyebuli chrilobebi gamexsna. Saocari gogo xar rom amtemas sheexe. Patriotuli suliskvetebis amagleba ar gvawyendaa. Moutmenlad velodebi shemdeg tavs

 


№2  offline ახალბედა მწერალი murachashvili

Qeti qimucadze
Mivicyebuli chrilobebi gamexsna. Saocari gogo xar rom amtemas sheexe. Patriotuli suliskvetebis amagleba ar gvawyendaa. Moutmenlad velodebi shemdeg tavs

უღრმესი მადლობა ამ სიტყვებისთვის kissing_heart ამას წინებზე მკითხეს, რატომ არის ჩემს ისტორიებში აღწერილი 80-90-იანი წლების ისტორიები. უბრალოდ ეს ჩემი ბავშვობაა. ვფიქრობ ნინოსა და მისი მეგობრების სახეებში არ გაგიჭირდებათ მაშინდელი ახალგაზრდების დანახვა. ზოგჯერ უბრალოდ ვიჯერებთ რასაც ჩაგვძახიან. ბრმად მივყვებით და ბრმადვე ვიღუპებით. დღეს მშობლების თაობას აქტიურად აკრიტიკებენ, თითქოს არ შემგდარი, დროში დაკარგულები დავრჩით. იქნებ ასეცაა, არ ვდაობ. მე უბრალოდ მინდა ყველა თაობამ სულ რაღაც 30 წლის წინანდელ მოვლენებს გადავავლოთ თვალი და ერთად შევაფასოთ.

 


№3 სტუმარი Shorena kiladze

Gmerto ra mtkivneulia mec maxsovs es periodi ragac momentebi Patara vikavi magram mainc.zalian kargi gogo xar istoria zalian momcons carmatebebi chemo kargo

 


№4  offline აქტიური მკითხველი lalita

9 აპრილი საქართველოს და ყველა ქართველის დიდი ტკივილია .შენკი შეუდარებელი ხარ საოცრად გააცოცხლე ის ღამე ისე წერ რომ სულ თვალწინ დამიდგა ყველაფერი.

 


№5  offline ახალბედა მწერალი murachashvili

Shorena kiladze
Gmerto ra mtkivneulia mec maxsovs es periodi ragac momentebi Patara vikavi magram mainc.zalian kargi gogo xar istoria zalian momcons carmatebebi chemo kargo

დიდი მადლობა, იმედია ბოლომდე გამოგვყვებით.

lalita
9 აპრილი საქართველოს და ყველა ქართველის დიდი ტკივილია .შენკი შეუდარებელი ხარ საოცრად გააცოცხლე ის ღამე ისე წერ რომ სულ თვალწინ დამიდგა ყველაფერი.

მიხარია, რომ კითხულობ heart_eyes ისტორია ახლა იწყება. ძალიან მინდა ნორმალური გამოვიდეს.

 


№6 სტუმარი სტუმარი ლელა

მოვკვდი ტირილით.თქვენ ისეთი ნიჭი გაქვთ წერის არ ვიცი რა ვთქვა.პირველად რომ გადავაწყდი თქვენ ნაწერს გავათენე კითხვაში.ძალიან მიჭირს ლოდინი.შემდეგ თავს როდის დადებთ

 


№7  offline ახალბედა მწერალი murachashvili

სტუმარი ლელა
მოვკვდი ტირილით.თქვენ ისეთი ნიჭი გაქვთ წერის არ ვიცი რა ვთქვა.პირველად რომ გადავაწყდი თქვენ ნაწერს გავათენე კითხვაში.ძალიან მიჭირს ლოდინი.შემდეგ თავს როდის დადებთ

ნიჭი? სასიამოვნოა ამ სიტყვების ხილვა. დიდი მადლობა ჩემო ძვირფასო. უზომოდ მიხარია თქვენი დამოკიდებულება.

 



სახელი: *
  • bowtiesmilelaughingblushsmileyrelaxedsmirk
    heart_eyeskissing_heartkissing_closed_eyesflushedrelievedsatisfiedgrin
    winkstuck_out_tongue_winking_eyestuck_out_tongue_closed_eyesgrinningkissingstuck_out_tonguesleeping
    worriedfrowninganguishedopen_mouthgrimacingconfusedhushed
    expressionlessunamusedsweat_smilesweatdisappointed_relievedwearypensive
    disappointedconfoundedfearfulcold_sweatperseverecrysob
    joyastonishedscreamtired_faceangryragetriumph
    sleepyyummasksunglassesdizzy_faceimpsmiling_imp
    neutral_faceno_mouthinnocent