შესვლა
რეგისტრაცია
რეკლამა

მოახლოება (VI)


21-11-2017, 18:11
ავტორი teddy))
ნანახია 1 690

VI თავი
***
,,სად ხარ? გნახავ.“ -მომდის დათოსგან შეტყობინება. მრცხვენია ამ ბიჭის, მისი გრძნობებით თამაშის გამო. ისე მოვიქეცი, გეგონება ეს რაიმე სასიკეთოს მომიტანდა, ჩემს თავს ვუშველიდი. ხუთი წუთის შემდეგ, რადგანაც პასუხი არ დავუბრუნე მირეკავს.
-გისმენ!
-შეტყობინება არ მოგივიდა?-მეკითხება, დათო.
-შევხდეთ, შენთან ლაპარაკი მინდა!-მისამართს ვეუბნები და ყურმილს ვუთიშავ.
ამ ქუჩაზე მდებარე სკვერში შევდივარ. სკამებზე აქა-იქ სხედან ადამიანები. ზოგი ბავშითაა, ზოგი ძაღლს ასეირნებს, მარტოები დასეირნობენ, შეყვარებულთან ერთად... ხესთან მდებარე სკამზე ვჯდებიდა ჩემს ფეხებთან მონავარდე ნაცრისფერ კნუტს ვეფერები. ისიც კნავილით გამოხატავს მის სითბოს, შემდეგ კი გარბის.
-მოვედი!-ჩამესმის, დათოს ხმა. თვალებს ვახელ და ვესალმები.
-შენ როგორ ხარ?-თვალებზე ეტყობა, თუ როგორ ნერვიულობს.
-არამიშავს!-ვამბობ და თავს დაბლა ვხრი.-დათო, შენთან ლაპარაკი მინდა, ამიტომ შეგხვდი!
-ხო, გისმენ...-სკამზე დამჯდარი, ისევ ფეხზე დგება, სიგარეტს უკიდებს და მელის თუ როდის დავიწყებ საუბარს.
-სიმართლე გითხრა, ისიც კი არ ვიცი, საიდან უნდა დავიწყო...-ვამბობ და ნერვიულობისგან მეცინება. თითქოს ჩემთან მოახლოება სურსო, წინ იწევა და კვლავ საწყის ფორმას უბრუნდება.
-ძალიან დიდ პატივს გცემ და გული მწყდება რომ ეს ჩემი საქციელით ვერ დაგიმტკიცე, პირიქთ შენი გრძნობებით ვითამაშე და...-სათქნელს შუა ნაწილზე ვწყვეტ და თვალებიდან ცრემლები მომდის.-მაპატიე, მაპატიე!
-კარგი!-მეუბნება, ხელებს შლის რომ გადამეხვიოს და დამამშვიდოს, თუმცა ამას არ აკეთებს. სიგარეტის ნამწვავს ნაგვის ურნაში აგდებს და გზას განაგრძობს. თავს ხელებში ვრგავ და ხმამაღალ ტირილს ვიწყებ. ისე მტკივა ეს მდგომარეობა. ოდესღაც თითოეულ ჩვენგანს გვიწევს ის ადამიანები გავუშვათ ჩვენი ცხოვრებიდან, რომლებიც გვაღიმებდნენ, ჩვენზე ზრუნავდნენ... ხანდახან ისე შემომაწვება ხოლმე ის ტკივილი, რომელსაც მეგობრების დაკარგვა ჰქვია. ის დრო მტკივა, ის ურთიერთობა, როდესაც გეგმებს ვაწყობდით მომავალში ერთად რა უნდა გაგვეკეთებინა... ახლაც ეს დღე დამიდგა... დათო, რომელთანაც სასიამოვნო მოგონებები მაკავშრებდა, იმ დღეებს ის დაღი დავასვი, რომელსაც ვერც ერთი ვერ დავივიწყებთ და სინანულით გავიხსენებ ყოველთვის, რომ მე მას გული ვატკინე და ასე მოვექეცი. არასოდეს დამავიწყდება მისი ამ მდგომარეობაში ნახვა, მისი თვალები, სახე...

***
-ირაკლიმ მომაკითხა და შეიძლება წავიდე?-დამატებითი გაკვეთილის დასასრულს, თქვა ნიკამ. ირაკლი, ყველამ კარგად ვიცოდით ვინ იყო მისთვის.
-წადი და რაც ავხსენი კარგად იმეცადინე!-გაუღიმა და მეშვიდე კლასის მათემატიკის წიგნი მიაწოდა, გაბაშვილს.
ხუთ წუთში ჩვენც გამოვედით და სახლის გზას მარტო დავადექი, რადგან ჩემი კლასელების უმრავლესობა სხვა მხარეს ცხოვრობდა. ნიკა დავინახე, რომელიც თავის ბიძაშვილთან ერთად შოკოლადის ნაყინს შეექცეოდა, თან ღიმილიანი სახით ირაკლის უსმენდა. გამეღიმა და შეუმჩნევლად განვაგრძე ჩემი გზა.
მეორე დღეს სკოლაში მოსული, ნიკა, ბაჩოსთან მივიდა, რომელიც ჩემს გვერდზე იჯდა და ქართულის დავალებას ამოწმებდა:
-ირაკლის დაბადების დღეა და რამე მინდა ვუყიდო. სკოლის კუთხეში რომ მაღაზიაა, გაკვეთილების მერე გამომყევი რა!-სთხოვა მას.
-კარგი, გამოგყვები!-უთხრა და თავისი საქმიანობა განაგრძო.
სკოლაში ის დღეები გაბრწყინებული სახით მოდიოდა, თურმე ძალიან მოსწონებია ირაკლის მისი საჩუქარი.
ერთი კვირა იყო გასული, ცოტა მეტიც, როდესაც დამრიგელებელმა კლასის კარი შემოაღო და ნიკას უთხრა გარეთ გამოდიო. დერეფრიდან მხოლოდ გაქცევის ხმა შემოგვესმა და მასწავლებლის ძახილი. ერთი კვირა ნიკა სკოლაში არ დადიოდა, იმ დღეს მისი ქურთუკი და ჩანთაც კი არ წაუღია, მის მაგივრად მისმა მეგობრებმა წაიღეს სახლში, გაბაშვილის ნივთები.
სკოლაში, როდესაც დაბრუნდა მის სახეზე ვერანაირ სიხარულის გამომხატველ ღიმილის ნიშან-წყალს ვერ შეამჩნევდი. ხანდახან, ჩაფიქრებული თუ გაიღიმებდა და თვალები უცრემლიანდებოდა.
-დირექტორი გიბარებს, ნიკა!-უთხრა მასწავლებელმა.
-რატომ?-შეეკითხა და ფეხზე ადგა.
-რომ ჩახვალ ყველაფერს აგიხსნის, გვესმის შენი, მაგრამ ასე გაგრძელება არ შეიძლება, შენს თავს უნდა მოერიო!-მკაცრი ხმით უთხრა, რომელსაც ბოლოს ღიმილიც დაურთო. ნიკა, თანხმობის გარეშე გავიდა გარეთ, დირექტორთან კი რა მოხდა არაფერი ვიცი.
-რა ხდება?-იკითხ ერთ-ერთმა ჩემმა კლასელმა. არავის არაფერი გვითქვამს, ყველა გავჩუმდით და გაკვეთილი განვაგრძეთ. თანდათანობით ირკვეოდა, რომ თურმე ირაკლი მოკლეს, გამოძიებამ კი ვერაფერი ვერ დაადგინა, ვინ ჩაიდინა და რა მიზნით.

------------
ველი თქვენს შეფასებებს! ძალიან დიდი მადლობა თქვენი აზრის გაზიარებისთვის. თხოვნა მაქვს ვინც კითხულობთ მითხარით თქვენი აზრი.
დათო, რომელიც ნიკას კამო არ ვგულშემატკივრობდი, თუმცა უნდა ვთქვა რომ მე ყველა ჩემი პერსონაჟი მიყვარს, ამ თავის წერისას ისე შემიყვარდა დათო, ერთი ისიც კი გავიფიქრე დათო ხომ არა მეთქი?! მგონი, თანდათან ირკვევა, არა ყველაფერი? კიდევ ერთხელ ძალიან დიდ მადლობას გიხდით ყველას!



№1 სტუმარი Shorena kiladze

Aii she maimuno shen cygluto :)(mivxvdi xo) es irakli vinaa ha ?zalian momcons magram aseti nagloba ra sachiroa ver vxvfebi .mesmis tkivili gafaitana nikam magram ...dato tu nika ha?

 


№2  offline წევრი teddy))

Shorena kiladze
Aii she maimuno shen cygluto :)(mivxvdi xo) es irakli vinaa ha ?zalian momcons magram aseti nagloba ra sachiroa ver vxvfebi .mesmis tkivili gafaitana nikam magram ...dato tu nika ha?

პირველ თავში იყო ნახსენები, ირაკლი, შეიძლება არ გახსოვთ... ეგეთი ტიპაჟია და რა ქნას ახლა, ნიკამ?! smile kissing_heart ოიჰ, გაიგებთ ნიკა თუ დათო heart_eyes

 


№3 სტუმარი სტუმარი თათუ

წინასწარ ბოდიში თუ რამე მიუღებელს ვიტყვი:)
ყველაფერი კარგია,მაგრამ ზედმეტად პატარა თავებს დებ.
ავტორების დამოკიდებულება რომ არ დადებას პატარა თავის დადება სჯობს ჩემი აზრით,ზედმეტად მცდარია. ჯერ ისედაც თავებად იდება თან ასე პატარებად ანუ მთელი ისტორია ნაწილ-ნაწილდება.
აზრი იკარგება ზოგჯერ.და რა თქმა უნდა ემოციაც შუაზე მიწყდება.
მოკლედ,მთელი გულით გეუბნები ძალიან მომწონს აი ყველაფერი,მაგრამ მგონი უკეთესი იქნება თუ მკითხველიც ორი დღე მოვითმენთ და შენც უფრო დიდ და მდიდარ თავს დაგვიდებ.
თორე ასე მგონია პატარ-პატარა გამოცანებით ვერთობით.

 


№4  offline წევრი teddy))

სტუმარი თათუ
წინასწარ ბოდიში თუ რამე მიუღებელს ვიტყვი:)
ყველაფერი კარგია,მაგრამ ზედმეტად პატარა თავებს დებ.
ავტორების დამოკიდებულება რომ არ დადებას პატარა თავის დადება სჯობს ჩემი აზრით,ზედმეტად მცდარია. ჯერ ისედაც თავებად იდება თან ასე პატარებად ანუ მთელი ისტორია ნაწილ-ნაწილდება.
აზრი იკარგება ზოგჯერ.და რა თქმა უნდა ემოციაც შუაზე მიწყდება.
მოკლედ,მთელი გულით გეუბნები ძალიან მომწონს აი ყველაფერი,მაგრამ მგონი უკეთესი იქნება თუ მკითხველიც ორი დღე მოვითმენთ და შენც უფრო დიდ და მდიდარ თავს დაგვიდებ.
თორე ასე მგონია პატარ-პატარა გამოცანებით ვერთობით.

ძალიან დიდი მადლობა და შევეცდები ეს შეცდომა გამოვასწორო! heart_eyes

 



სახელი: *
  • bowtiesmilelaughingblushsmileyrelaxedsmirk
    heart_eyeskissing_heartkissing_closed_eyesflushedrelievedsatisfiedgrin
    winkstuck_out_tongue_winking_eyestuck_out_tongue_closed_eyesgrinningkissingstuck_out_tonguesleeping
    worriedfrowninganguishedopen_mouthgrimacingconfusedhushed
    expressionlessunamusedsweat_smilesweatdisappointed_relievedwearypensive
    disappointedconfoundedfearfulcold_sweatperseverecrysob
    joyastonishedscreamtired_faceangryragetriumph
    sleepyyummasksunglassesdizzy_faceimpsmiling_imp
    neutral_faceno_mouthinnocent