შესვლა
რეგისტრაცია
რეკლამა

წარსულის ბილიკი 4


11-12-2016, 12:27
ავტორი teddy))
ნანახია 1 819

***
დილით მობილურის ხმა მაღვიძებს და თვალებ დახუჭული, ხელის ცეცებით ვეძებ მობილურს.
-გისმენთ!
-მარია, გცალია?-მესმის გიორგის ხმა და წამში ვფხიზლდები.
-რა გინდა?-ბალიშს მაღლა ვწევ და თავს ვადებ.
-დღეს შემხვდები?-მეკითხება ის.
-კარგი აზრი არ არის, გიორგი!-ვპასუხობ მე.
-გთხოვ, უნდა ვილაპარაკოთ!-მეუბნება ის.
-კარგი, შევხდეთ!-ვთანხმდები მე და მისამართს ვანიშნინებ, სადაც მოვიდეს. ლაპარაკი სჯობს, მგონია ეს საუბარი ყველაფერს შეცვლის...

***
ხუთი საათისკენ, თავისუფლებაზე მდებარე, პატარა კაფეში შევდივარ. გიორგი, მაგიდასთან ზის და თითებს მორიგეობით ათამაშებს, თითქოს როიალზე უკრავსო.
-გამარჯობა!-მივედი მასთან.
-როგორ ხარ?-მიღიმის ის, ჩვეულებრივი ღიმილი არ გეგონოთ, მასში თითქოს სევდა და სიხარული აირია.
-არამიშავს! რაზე დამიბარე?-სკამზე ვჯდები და ჩანთას, გვერდზე მდგომ სკამზე ვდებ.
-მარია... გუშინ ვერ გაგეცი პასუხი, უბრალოდ არ შემეძლო!-იწყებს ის და ჩვენთან მოსული ბიჭი აწყევტინებს საუბარს.
-ჩაი, თუ შეძლება!-ვეუბნები მას და გიორგიც იგივეს უკვეთავს. ბიჭი თავს გვიქნევს და მაგიდას სცილდება.
-ჩემთვის ძნელია, აგიხსნა ის, რასაც ამდენი წელი ვინახავდი. ისევ განმიახლდა ჭრილობები... რვა წლის, შემდეგ გნახე...-ჩერდება და სახეზე დაჟინებით მიყურებს. თვალები ემღვრევა და სკამის საზურგეს ეყუდება. მე კი ვზივარ ჩუმად და არ მინდა გარეგნულად დამეტყოს ის, რაც ჩემს შიგნით ხდება. ყველაფერი ირევა, აურზაურია... თითქოს წარსულის ბილიკზე გავდივარ, ყველაფერი მეორედება... და უცებ გამახსენდა ქალის სამჯერ განმეორებული სიტყვები: ,,ყველაფერი მეორდება!“ თითქოს ეს სიტყვები ჩემთვის იყო განკუთვნილი.
-რვა წლის წინ, როდესაც ასე უთქმელად დაგტოვე... -აგრძელებს ის.
-რატომ?-ხმას ძლივს ვიღებ.
-შენ არ იმსახურებდი ამას!-მეუბენბა, გიორგი.-სანამ შენ გაგიცნობდი, თამრიკო ჩემი შეყვარებული იყო...
-მატყუებდი?-ხმის კანკალით ვამბობ მე.
-არა, როდესაც შენ გაგიცანი, თამრიკოს ჩამოვშორდი... შენ რომ დაგინახე, სხვა გავხდი, უკეთესი გამხადე...- სიგარეტს უკიდებს ის.-მაშინ, როდესაც... არ მიყვარს ამის თქმა.
-რომ არ გაგეკეთებინა, ის რაც მაშინ გააკეთე არ მოგიწევდა!-ნიშნის მოგებით ვეუბნები მე.
-ხო, მართალი ხარ! მაშინ, როდესესაც დავშორდით... მოკლედ, მინდა გითხრა ის რა მოხდა.
-გისმენ!-მოკლედ ვუპასუხე და ღია ფერის კედლებს მოვავლე თვალი.
-იმ დღეს, თამრიკომ დამირეკა, გაგიჟებული იყო... მთხოვა, მასთან მივსულიყავი. პანიკაში იყო, ხოდა მეც შემეშინდა თავს რამე არ აუტეხოს მეთქი და მივედი... როდესაც მასთან, სახლში მივედი, გიჟს გავდა, მთხოვდა არ დამეტოვებინა... თავს იკლავდა... ჩემს გამო, ჩვენი ურთიერთობის გამო და იმის გამო რომ მივატოვე...-ანერვიულებული მიხსნის ის.
-მიტოვება, შენი ჰობი ყოფილა!-ვიცინი მე, თუმცა ამ სიცილის უკან, რამხელა ტკივილი იმალება ღმერთმა იცის...
-მარია, გთხოვ... სანამ მას დავშორდებოდი ყველაფერი ავუხსენი!
-ჩემგან განსხვავებით!-ვამბობ და ამ დროს თავს ვეღარ ვიკავებ და სახეზე ცრემლი გორდება.
-მე კი თამრიკოს დატოვება ვეღარ შევძელი... განა იმიტომ რომ მომწონდა ან მიყვარდა... უბრალოდ შემეშინდა... ხომ შემეშინდა, იმის რომ თავს რამეს აუტეხავდა ჩემს გამო, მისი ნერვიულობის შემეშინდა, პანიკის...
-და ჩვენი სიყვარულის არ შეგეშინდა?-ჩაის ფინჯანს ვიღებ და სახესთან ახლოს მიმაქვს, ცრემლების დასაფარად. ხელი მიკანკალებს და ისევ უკან ვაბრუნებ.
-შემეშინდა, ყველაზე და ყველაფერზე მეტად... ღმერთმა იცის, როგორ შემეშინდა... ასეთი მშიშარა, არასდროს ვყოფილვარ...-ამბობს ტკივილიანი ხმით, მისი ხმა ასეთი არასოდეს ყოფილა.
-და თუ შეგეშინდა, რატომ დათმე ყველაფერი?-კითხვების დასმას განვაგრძობ მე, თან ჩემს სახეზე ცრემლები დათარაშობენ.
-არ ვიცი, მაგრამ ასე გამოდის რომ თამრიკოსი შემეშინდა...-სევდიანი ღიმილით იღიმება ის და მეც ირონიული ღიმილით ვაჯილდოვებ.
-მეგონა ჩემს გვერდით ძლიერი კაცი იდგა, თურმე რა მხდალი ყოფილხარ...-ვეუბნები და ფეხზე ვდგები. თვალს მადევნებს, ისე თითქოს რომელიმე, მხატვრის მშვენიერ ნახატს შეჰყურებსო... გასასვლელისკენ გავდივარ და ვცდილობ მყარად გავიარო, უბრალოდ მინდა მალე გავაღწიო, ამ კაფეში ყოფნა მხუთავს... უკვე სუფთა ჰაერს ვისუნთქავ. მარჯვნივ, შესასვლელში შევდივარ და ტროტუარზე ვჯდები. ჩანთას ძირს ვაგდებ, გამვლელების ცქერას, თვალს ვარიდებ... მუხლზე ხელს ვიდებ და თავს ზეცისკენ ვწევ:
-ღმერთო, დიდებულო, დამეხმარე...-ვჩურჩულებ და პირჯვარს ვიწერ. არ მჯერა, მისი გაგება არ შემიძლია... ფეხზე ვდგები და შუქნიშანს ყურადღებას არ ვაქცევ ისე მივდივარ გზისკენ. სიგნალის ხმა მესმის, ხალხის ყვირილი, შეჯახებას ვგრძნობ და გონებასაც ვკარგავ.

***
თვალებს ვახელ, შემდეგ ისევ ვხუჭავ. დედაჩემის ხმა მესმის, ბუნდოვანი მხედველობით თეთრ ხალათში გამოწყობილ ექიმს ვხედავ. საბოლოოდ თვალებს ვახელ და ანერვიულებულ დედაჩემს ვხედავ.
-როგორ ხარ?-ლოყაზე მეფერება. პირი გამომშრალი მაქვს და საპასუხოდ ვუღიმი.
-ოპერაცია დაგჭირდა, საშიში არაფერია!-მამშვიდებს, მანანა.
-ჩემი ლამაზი გოგონა, როგორ არის?-მამა, შემოდის პალატაში.
-კარგად, მა!-ვპასუხობ მას.
-ნორმალური ხარ?-ანა და დათო შემოდიან ჩემთან. ასე გაგრძელდა ერთი საათი. ანერვიულებული ნათესავები შემოდიოდნენ, ზოგი გაკვეთილს მიტარებდა, თუ როგორ ფრთხილად უნდა ვიყო გადასასვლელებზე. ვინც დამეჯახა, (ჩემი ბრალი იყო) ის კაციც მოვიდა, ათასი ბოდიში მიხადა და უკან წავიდა.
-თავს როგორ გრძნობ?-პალატაში, ლაშა შემოდის.
-ლაშა?-გავიკვირვე მე.
-გახლავართ!-იღიმის და ყვავილებს კომოდზე დებს.
-არ იყო საჭირო, გმადლობ!-ყვავილებითვის მადლობას ვუხდი, მას.
-არაფერია!-მეუბნება ის.-მარტო გასაშვები არ ხარ!-იღიმის ის.
-დღეიდან დაცვად აგიყვან, ბიზნესმენ კაცს!-ვიცინი მე.
-ჩემს მოვალეობას საუკეთესოდ შევასრულებ, ქალბატონო, მარია, თორემ დაცვისთვის ამდენი ნერვიულობა არ შეიძლება!-სიცილით მეუბნება, ლაშა.
-ინერვიულე?-ოდნავ შესამჩნევლად ვუღიმი მას. საპასუხოდ არაფერს ამბობს, მკლავზე თავის ხელს მადებს.
-მარია!-მესმის გიორგის ხმა.
-გამარჯობა!-ვეუბნები მას და ვიშმუშნები. გიორგი ლაშას ართემვს ხელს და ისეთი თვალებით უყურებს ლაშას, თითქოს არ აქვს უფლება რომ, ჩემს გვერდით იყოს. რა ეგოისტია, თუმცა მეც ეს გრძნობა არ მიპყრობს თამრიკოს დანახვისას?!
-როგორ ხარ?-მეკითხება ის.
-როგორც შემეფერება!-ვეუბნები და თავს გვერდზე ვატრიალებ.
-მიხარია, რომ კარგად ხარ!-ამბობს ის.
-მეც, მიხარია!-ვეუბნები მას.
-კარგით, მე დაგტოვებთ!-კარს აღებს გიორგი და გარეთ გადის.
-ეს, მხოლოდ მეგობარია?-მეკითხება, ლაშა.
-თუ იცი, რომ ნათესავადაც მეკუთვნის, მითხარი!-ნერვებ მოშლილი, ვპასუხობ, ლაშას. ამან, რაღა დააშავა...
ცოტახნის შემდეგ, ლაშა მარტო მტოვებს და კვლავ, დედა, შემოდის პალატაში.
-მარია, რამე ხო არ გაწუხებს?
-არა, დედა!-ვპასუხობ მე.
-ინგასთვის თურმე, თავის შვილს უთქვამს, რომ კაფეში დაგინახათ შენ და გიორგი!-მეუბნება, დედა.
-ლალის, კიდევ ახსოვს გიორგი?-მეღიმება მე.
-ხო, არაფერი ხდება?
-პატარა აღარ ვარ, ვისწავლე ჭკუა!-ვპასუხობ მე.
-კი, მაგრამ გიორგისთან რა გინდოდა?-კვლავ კითხვების დასმას აგრძელებს, მანანა.
-დედა, მეძინება!-ვეუბნები, პასუხის თქმის ასარიდებლად.
-კარგი, შენ როგორც გინდა!-ნაწყენი გადის პალატიდან.

***
რამდენიმე დღეში გამომწერეს, მშობლებმა, რა თქმა უნდა დაიჟინეს, მათთან გადავსულიყავი, ასეც მოვიქეცი, უარი არ მიიღეს. ხოდა, ახლა ვწევარ და დედას გაკეთებულ სოუზს მივირთმევ.
-დიახ!-ამღერებულ მობილურს ვპასუხობ.
-გამარჯობა!-თამრიკოს მორიდებული ხმა მესმის.
-გამარჯობა, დიახ!-ვუპასუხე მე. ძველებურად ვეღარ ვარ, ასეცაა... როცა იგებ რომ კაცი, რომელსაც აღმერთებდი, ამ ქალის გამო დაგშორდა... საერთოდ ადამიანის გაღმერთება არ შეიძლებაო...
-იცით, თქვენი მონახულება მინდა და იქნებ მისამართი მითხრათ, ახლა სადაც იმყოფებით...-მორიდებულად მელაპარაკება ის.
-არ არის საჭირო, არ შეწუხდეთ!-ვამბობ მე.
-რა შეწუხებაა!-ამბობს ის. სხვა ვეღარაფერს ვიტყვი, მისამართს ვაწერინებ და ვემშვიდობები.

***
ორ საათში ზარის ხმა ისმის და ოთახში თამრიკო და სალომე შემოდიან.
-როგორ ხართ?-მესალმებიან თამრიკო და სალომე.
-გმადლობთ, კარგად!-სალომეს თბილად ვუღიმი, თამრიკოს კი უბრალოდ თვალს ვარიდებ. განა იმიტომ, რომ რაღაც დავაშავე და დანაშაულის გრძნობა მაწუხებს, არა, არ შემიძლია იმ ქალს ვუყურო, რომელმაც...
-გაიცანით, ეს დედაჩემია, ეს კი თამრიკო, ჩემი მოსწავლის მშობელი.-ვაცნობ ერთმანეთს.
-სასიამოვნოა!-ამბობს, მანანა და სამზარეულოში გადის.
დიდი ხანი არ გაჩერებულან, ცოტახანში წავიდნენ და მეც ამოვისუნთქე.
-რა საყვარელია, სალომე!-წასვლის შემდეგ ამბობს, დედა.
-ხო, განსაკუთრებით დედამისი!-ვამბობ მე.
-რას უწუნებ ერთი?-ფინჯნებს იღებს, დედა.
-არაფერს, არაფერს!-ვამბობ და მაგიდიდან წყლის ჭიქას ვიღებ.

***
უკვე ჯანმრთელი, ჩემს ბინაში გადადვდივარ და მოსწავლეებსაც ჩვეულებრივ ვამეცადინებ. სალომეს, სიცხე აქვს, ამიტომ გაკვეთილებს ვერ ვატარებთ. მგონი, ასე ჯობია... საერთოდ თუ უარს ვიტყვი ვის მომზადებაზე, კარგი იქნება...
ჩაბნელებულ ოთახში ფარდებს ვწევ და ფანჯრიდან ვიყურები. სავსე მთვარე, მედიდურად იყურება და არე-მარეს ანათებს, ლურჯი ცაც მას უერთდება და ცოტახანში პირს სატირლად ხსნის. წვიმის წვეთები, ხმაურიანად ეცემიან ძირს და გარემოს ასველებენ, თითქოს უნდა საბოლოოდ გამოაფხიზლოს ბუნებაო. წვიმის ხმაში ძლივს ვარჩევ, ზარის ხმას. საათს შევხედე... თორმეტს აკლია თხუტმეტი... ასეთ დროს ვინ უნდა იყოს? კართან მივდივარ და ვკითხულობ.
-მე ვარ...-მესმის, გიორგის ხმა. კარს სწრაფად ვაღებ და კარში თავ ჩაღუნული, გიორგი მხვდება. სასმლის სუნი ასდის, თეთრი პერანგის სახელოები მაღლა აუკეცავს და კარის ჩარჩოზე, ხელს ნერვიულად ათამაშებს.
-აქ რა გინდა? შემოდი!-მკლავზე ხელს ვკიდბ და მისაღებ ოთახში შემყავს.
-მარია, გაჩერდი, ორ წამ...-მეუბნება ის და მეც მას შევყურებ. ხელებს მხვევს და გულში მიხუტებს.
-გიროგი, რას აკეთებ...-ვეუბნები მას. ცხვირს, მისი ოდეკოლონი მიწვავს... როგორ მახსოვს ეს სურნელი... ისევ, ამას ხმარობს, რვა წლის შემდეგაც კი... ცოტახანი ჩუმად ვარ, თითქოს ამ სურნელმა დამათვროო... ხელებს დაბლა ვუშვებ და თავს მხარზე ვადებ... არა, რას ვაკეთებ...
-გიორგი, მოდი, აქ დაწექი...-დივანზე ვაწვენ მას. ამ მდგომარეობაში, ვერსად წავა...
-გთხოვ მოდი...მეუბნება ის.
-არ შეიძლება!-ვეუბნები მას და თვალებიდან ცრემლი მიგორდება...
-ვიცი, ვიცი არ შეიძლება, მაგრამ... ცოტახანი გთხოვ...-კვლავ განაგრძობს ის. მასთან მივდივარ, ხელებს ვხვევ, ვიცი ასე არ უნდა მოვქცეულიყავი, მაგრამ ახლა ეს მეც ძალიან მინდოდა, ხო, ცოტახანი მაინც... ვიცი, ხვალ ყველაფერი სხვაგვარად იქნება, ისე აღარაფერი იქნება, როგორც წარსულში, როგორც ახლა ხდება... ცოტახანში გიორგის ეძინება, მე კი, სუნთქვაშეკრული ჩუმად ვარ და არც ვირხევი... მგონია, ოდნავ რომ გავინძრე, ეს წუთები დამთავრდება, უცებ გათენდება... გამთენიისას ძილი მძლევს და თვალები მეხუჭება...
-ეს, ეს რა არის?-დილით თამრიკოს ხმა მესმის. თვალებს ფრთხილად ვახელ, გიროგის კვლავ სძინავს, ჩვენს წინ კი თამრიკო დგას, გაკვირვებული, აღელვებული სახით. საათს გავხედე პირველი საათია... უცებ გონს მოვდივარ, გიორგის ხელებს ვაშორებ და ფეხზე ვდგები... გიორგიც თვალებს ახელს, ჯერ თამრიკოს შეხედა, შემდეგ მე და ისიც სწრაფად ფეხზე დგება...
-კარები ღია იყო, მეთქი ცუდად ხო არ გახდა, ახლახანს გამოჯანმრთელდა მეთქი, გადასახდელი ფული მოგიტანეთ, თქვენ კი...-ლუღლუღებს, თამრიკო.
-მომისმინე...-იწყებს, გიორგი.
-არაფრსი მოსმენა, არ მინდა, ნათლად ვხედავ აქ ყველაფერს...-ყვირილს იწყებს, თამრიკო.-თქვენგან ამას არ მოველოდი...-მომმართავს მე.-თურმე, ვინ ყოფილხართ...-ზიზღით ამბობს ბოლო სიტყვებს.
-შეგიძლია წარსულში გადაიხედო... ახლა ბარი-ბარში ვართ!-ვეუბნები შენარჩუნებული სიმშვიდით.
-ვერ გავიგე?-ამბობს ყვირილით.
-თამრიკო, წავიდეთ!-ხელს კიდებს, გიორგი.
-შენთან ერთად არსად არ წამოვალ!-ხელს აშვებინებს ის.
-და საერთოდ, შენ რაზე ლაპარაკობ?-მეკითხება, თამრიკო.
-რვა წლის წინ, წარსულში გადაიხედე და იქნებ გაგახსენდეს!-ვამბობ მე და კარებისკენ ვანიშნებ, რომ წავიდნენ.
-კიდევ დიდ გულზე ხარ?-მეკითხება, თამრიკო. აღარაფერს ვპასუხობ, გიორგი ხელს კიდებს და გარეთ გაყავს. რამდენიმე წუთს შეშლილივით, გასასვლელს ვუყურებ. საძინებელ ოთახში შევდივარ, ყველაფერს, რაც წარსულთან, გიორგისთან მაკავშირებს ხელს ვკიდებ და სანაგვე ურნაში ვუძახებ.
-ასე, არ შეიძლება...-ვამბობ მე. სახეზე ცრემლები დათარაშობენ, მობილურს, რომელიც უკვე დიდი ხანია რეკავს ყურადღებას არ ვაქცევ და კვლავ ზარის გამეორებისას ვპასუხობ:
-მარია, შენს სადარბაზოსთან ვარ, ჩამოხვალ?-მეკითხება, ლაშა.
-ვერა!-ვპასუხობ მე.
-ხმაზე რა გჭირს, კარგად ხარ?
-კი, კარგად ვარ!-ვეუბნები და მობილურს ვთიშავ. გაღებულ კარებზე ვიღაც აკაკუნებს და ოთახშიც შემოდის.
-რატომ ამოხვედი?-ცრემლებს ვწიმენდ მე.
-მარია, დამშვიდდი, რა გჭირს?-მეკითხება, ლაშა.-გიორგი და თავისი ცოლი გავიდნენ, დავინახე, დაბლა...
-ხო, ვიცი!
-ვიცი, რომ იცი!-ამბობს, ლაშა.-ვინ არის ის ბიჭი, იტყვი თუ არა?
-არავინ!-ვპასუხობ მე.
-თქმა არ გინდა!-მეუბნება ის.
-ჩემი, შეყვარებული, წლებია დავშორდით.-დამალვას რა აზრი აქვს.
-და აქ რა უნდოდა?-მეკითხება, ლაშა.
-გახსოვს რომ გითხარი, ცხოვრების დინება, უნებლიედ, სიყვარულის უსასრულობაში ჩაგითრევს მეთქი?-ვეკითხები მას.-მაშინაც ჩაფლული ვიყავი და ახლაც, უბრალოდ თავიოს დაღწევა მიჭირს, როგორც ჭაობიდან უჭირს ადამიანს გამოსვლა.
-გასაგებია!-იმედგაცრუებული ამბობს, ლაშა.
-იმედები გაგიცრუე, ხომ? გეგონა, არავინ მიყვარდა, შემდეგ ერთმანეთი შეგვიყვარდებოდა, როგორც ჩვეულებრივ ხდება ხოლმე...-ირონიით ვეუბნები მას.-წადი, უბრალოდ წადი!
----------------------
წარსულის ბილიკი 4



№1 სტუმარი ucnobi

dzalian mshrali istoriaa...

 


№2  offline წევრი teddy))

ucnobi
dzalian mshrali istoriaa...

Gavitvaliswineb

 


№3  offline აქტიური მკითხველი lalita

მშრალი არარის მაგრამ ცოტა მეტი დადე რა.

 


№4  offline წევრი teddy))

lalita
მშრალი არარის მაგრამ ცოტა მეტი დადე რა.

ხვალ დავდებ, შემდეგი თავით უკვე სრულდება kissing_heart innocent heart_eyes

 


№5  offline წევრი teddy))

MoonLady
ღრუბლები... ნაცრისფერი ღრუბლები ლურჯ ცაზე... ნაწვიმარის სურნელი და ....

როგორ მახარებ... უღრმესი მადლობა!

 



სახელი: *
  • bowtiesmilelaughingblushsmileyrelaxedsmirk
    heart_eyeskissing_heartkissing_closed_eyesflushedrelievedsatisfiedgrin
    winkstuck_out_tongue_winking_eyestuck_out_tongue_closed_eyesgrinningkissingstuck_out_tonguesleeping
    worriedfrowninganguishedopen_mouthgrimacingconfusedhushed
    expressionlessunamusedsweat_smilesweatdisappointed_relievedwearypensive
    disappointedconfoundedfearfulcold_sweatperseverecrysob
    joyastonishedscreamtired_faceangryragetriumph
    sleepyyummasksunglassesdizzy_faceimpsmiling_imp
    neutral_faceno_mouthinnocent