დაკარგული სიმშვიდე ( ნაწილი მეორე - 7 თავი )
საჭესთან აბო დაჯდა სახლში მივედით თუ არა მანქანიდან ჩამოვედი ის ის იყო ნოეს კარები უნდა გამეღო აბომ კარები ჩაკეტა -სახლში შედი და არსად წახვიდე, არაფერზე ინერვიულო _ მხოლოდ ეს სიტყვები მითხრა მანქანა დაქოქა და ადგილიდან გაქრა, -აბო არ წახვიდე... სად მიდიხარ... ჯანდაბა ბოლო ხმაზე ვყვიროდი, მაგრამ აბო უკვე გაცილებული იყო სახლს ნერვიულად დავდიოდი ოთახებში და ვერ ვხვდებოდი რა უნდა მექნა... რაში იყო გამოსავალი, აბოს ვურეკავდი მაგრამ ამაოდ ტელეფონს არ პასუხობდა, ცოტახანში ანასტასია მოვიდა და ატირებული რომ დამინახა არ მომასვენა სანამ ყველაფერი არ მომაყოლა... გაშეშებული იყო ერთ ადგილას გაკვირვებული მიყურებდა -მოიცა ანუ ნოე? აცრემლებულმა დავუქნიე თავი და ჩამეხუტა -ჩემო პატარა... ეს რანაირი გული გაქვს ნუ მაგიჟებ... ასე როგორ შეგიძლია? -ძალიან მიყვარს ტას _ ამოვიჩურჩულე _ ჩემებთან არაფერი შეიმჩნიო კარგი? -რათქმაუნდა პატარავ რათქმაუნდა -დაურეკე რა აბოს ტას _ ვერ ვისვენებდი ანასტასიამ ალბათ ასჯერ დარეკა მაგრამ ამაოდ... დრო ისე გავიდა ვერც გავიგე, არვიცი როდის დამეძინა მაგრამ გამოღვიძებულს ანასტასია მეჯდა გვერდით -ევა რა კარგია რომ გაიღვიძე, გთხოვ რაიმე შეჭამე ასე ნუიქნები ბავშვს არ ავნო რამე -მოვიდა ნოე ? _იმედიანად ვკითხე თავი გააქნია უარის ნიშნად და ლანგარი გამომიწოდა -არც დაურეკავს არცერთს? -არა ევა.. ჭამე გთხოვ რამე გაბრაზებულმა გავიქნიე დივნის საზურკისკენ ხელი და ცრემლები წამომივიდა -ხომ კარგად იქნება ტას? -აუცილებლად ჩემო პატარა, აუცილებლად ჭამის მადა ნამდვილად არ მქონდა მაგრამ რაიმე უნდა მეჭამა... მე და ანასტასია სამზარეულოში ვიჯექით ის ის იყო ვახშმობა დავამთავრეთ რომ კარები გაიღო და ორივე შემოსასვლელისკენ გავიქეცით, ოთახში შემოსული ნოეს დანახვისას მისკენ გავიქეცი და მაგრად ჩავეხუტე -მოხვედი... მოხვედი ... ჩემთან ხარ _ სახეზე ვეფერებოდი ... აბომ ანასტასიას თვალებით ანიშნა გავიდეთო და დაუმშვიდობებლად წავიდნენ... კარებში გასულ აბოს დავეწიე და შემოვატრიალე ვუყურებდი და განადგურებული სახე ჰქონდა, ადამიანს არ ჰგავდა -ძალიან დიდი მადლობა აბო... არ ვიცი რა გითხრა -არაფერი ევა უბრალოდ მასთან იყავი _ მხარზე ხელი დამადო, ანასტასიას ხელი მოკიდა და დამემშვიდობნენ ოთახში დავბრუნდი და ნოე ვერსად დავინახე... შეშინებულმა საძინებლისკენ გავიქეცი და არც იქ დამხვდა თვალები ამიცრემლიანდა და ის ის იყო ოთახიდან უნდა გამოვსულიყავი ნოე რომ შემოვიდა -ტირი პატარავ? _ შეშინებულმა მომიახლოვდა, ჩავეხუტე და ტირილი ვერ შევიკავე ნოე დაიბნა არიცოდა რა ექნა და ხელები მომხვია -მოდი ჩემთან... ნუ ტირი რა -მეგო... მეგონა წახვედი _ ძვლივს ამოვთქვი ორი სიტყვა -შენთან ვარ პატარავ ვსიო... შენთან ვარ _ შუბლზე მაკოცა ლოგინზე დამაწვინა და გვერდით მომიწვა ***ანასტასია*** მე და აბო ახლომდებარე რესტორანში შევედით ყავა შევუკვეთეთ და განადგურებულ აბოს ვუყურებდი -გაოცებული ვარ აბო... ამას ნამდვილად არ ველოდი, ევა არ იმსახურებს ამას _გაბრაზებულმა ჩავილაპარაკე -არც ნოეა კარგად.... მოდი მათ საქმეში ნუ ჩავერევით ხო? -სულ მასე მეუბნები სულ... იცი რა დაემართა დღეს? ღმერთს ვთხოვდი რომ ყველაფერი კარგად ყოფილიყო და ბავშვს საფრთხე არ შექმნოდა_ მოულოდნელად ჩავფიქრდი და ანერვიულებულმა გავხედე აბოს _ აბო შენ? ... -არა მე არა.... ცოტახანი დამშვიდდი კარგი? უბრალოდ მოდი და ჩამეხუტე _ ვხვდებოდი რომ ცუდად იყო მის მხარეს გადავჯექი და მკერდზე მივეხუტე -გითხრა ევამ არა? -ხო ... მითხრა აბო... ძალიან ვნერვიულობ მასზე -კინაღამ ხელში ჩამაკვდა ტას... თვითონ გამომიყვანა ამ სიტუაციიდან ახლა ჩემი ჯერია... მაგრამ არვიცი... არვიცი რაუნდა ვქნა, თითქოს ვპატარავდები უსუსურს რომ ვხედავ, მინდა რომ ავდგე და თუ კარგად იქნება თავად გავუკეთო დოზა -რაა? ამ სიტუაციიდან გამოგიყვანა? _ თითქოს გვიან გავიაზრე ნათქვამი და მოვშორდი აბოს _ რას ნიშნავს ამ სიტუაციიდან?? აბო შენ ... -გთხოვ ისტერიჩკა ქალივით არ დაიწყო კარგი? ეს წარსულში იყო ტასო დიდი ხნის უკან, სწორედ მაშინ გავიცანი ნოე... ყველანაირად გვერდით დამიდგა -ეს....ეს.... აქამდე როგორ არ მითხარი? _დაბნეული ვიყავი -რა მეთქვა ყოფილი ნარკომანი ვარ თქო? შეცვლიდა რამეს? აი ახლა გაიგე... შეიცვალა შენში რამე?_ მკაცრად მკითხა -არა უბრალოდ... -მაშინ უბრალოდ გვერდით დამიდექი კარგი? -ევამ რა უნდა ქნას? _ ისევ მისკენ მივიწიე და თემის გადასატანად ვკითხე -არ ვიცი პატარავ არ ვიცი... სულ სხვა გეგმები მქონდა მაგრამ გადაგვედო დროებით, ახლა ამ სიტუაციაში ორივე მათ გვერდით უნდა ვიყოთ -რა გეგმები აბო? -ჩვენი ქორწილის _ ისე ჩაილაპარაკა თითქოს არაფერი -რაა? _ გაოცებულმა გავხედე -ხო რა ცოტახნით გადაგვედო -მოიცა ანუ? _ ბედნიერებისგან რამექნა აღარ ვიცოდი -ამ დღეებში ამოვალ შენებთან -არ მჯერავს _ ცრემლები მომაწვა ბედნიერებისგან -ჩემი ბატი ტასიკო... ცოტაც მაცადე და დაგაჯერებ ***ევა*** შუაღამეს გამომეღვიძა, ძილის შებრუნებას ვაპირებდი ფანჯარასთან მდგომ ნოეს რომ მოვკარი თვალი -არ გეძინა? _ შეწუხებულმა ვკითხე გამომხედა და ცალყბად გამიღიმა -კი პატარავ მოსაწევად ავდექი... დავიძინოთ _ მოვიდა და გვერდით მომიწვა მაგრამ მივხვდი რომ საერთოდ არ ქონდა გამონაძინები -ნოე დაიძინე რა გთხოვ მივეხუტე და მაგრად მოვეხვიე ***ნოე*** ვუყურებდი მძინარე ევას და მხოლოდ ერთადერთი აზრი მომდიოდა თავში, ცოტახანი უნდა გამეშვა ჩემგან რომ ყოველ მეორე დღეს მსგავს სიტუაციებს არ გადავყროდით... მაგიჟებდა მისი ცრემლიანი თვალები და სევდიანი ხმა... ასე ბავშვსაც რაიმეს ავნებდა ამიტომ სხვას ვერაფერს ვიფიქრებდი... დილას თვალები გაახილა თუარა გაღიმებულმა გამომხედა -დილა მშვიდობის საყვარელო _ მაკოცა და უფრო ამტკივდა ჩვენი მდგომარეობა -პატარავ უნდა ვილაპარაკოთ _ ცივად გამომივიდა და გაკვირვებული მზერა მომავლო -მოხდა რამე? _შეშინებულმა ამოილაპარაკა და გამეღიმა მის ბავშვურობაზე -წამოდი ჯერ ისაუზმე კარგი? წამოდგომას ვაპირებდი ხელი რომ დაიჭირა ჩემი და გამაჩერა -არა არა ... მითხარი ჯერ რა ხდება -საუზმის შემდეგ შუბლზე ვაკოცე და ქვევით ჩავედი ***ევა*** ერთი სული მქონდა გამეგო ნოეს რა საქმე ქონდა, ჩუსტებში გავუყარე ფეხები და ღამის პერანგითვე ჩავედი ქვევით -მოდი მზადაა _ გამზადებულ საუზმეს გავხედე და გამეღიმა -შენ არ ისაუზმებ ? _ კენტად დადებულ თეფშს შევავლე მზერა -არა პატარავ არ მშია მე, ყავას დავლევ მხოლოდ უხასიათობა შევატყვე და ზედმეტი კითხვებით თავი აღარ მომიბეზრებია... გამზადებული საუზმე მივირთვი თუ არა წვენი დავაყოლე და გავხედე -გისმენ _ შეშინებულმა ვკითხე თითქოს წინასწარ ვგრძნობდი რაღაც ცუდს -პატარავ ახლა რასაც გეტყვი კარგად უნდა მომისმინო და გაიაზრო მპირდები? _ თავი დავუქნიე და ვანიშნე გააგრძელე თქო _ პირველ რიგში იმით მინდა დავიწყო რომ რასაც ახლა გეტყვი არ არის ჩემთვის იოლი....უბრალოდ ამჟამად ასე ჯობია -რა ჯობია _ჩურჩულით ვკითხე -მუცელში შვილი გყავს.... შვილი რომლის სიხარულიც ვერ იგრძენი და თუ ჩემთან იქნები კიდევ დიდხანს ვერ იგრძნობ... მინდა რომ ცოტახანი დედაშენთან წახვიდეთ შენ და ნიაკო... არ მინდა ამ მდგომარეობაში მხედავდეთ, არ მინდა შენს ნაღვლიან მზერას ვუყურო და ბავშვი გაკვირვებული იყოს მამას რა ჭირს დაბნეული ვუსმენდი და ვერ ვხვდებოდი რა ხდებოდა ჩემს თავს... საუბარი მან გააგრძელა -არ იფიქრო რომ გტოვებთ... როგორცკი ყველაფერს გადავლახავ ისევ ერთად ვიქნებით, უბრალოდ ვერ ავიტან ამ მდგომარეობაში მხედავდე და შენი დამშვიდება არაფრით შემეძლოს -არა...არა....არა.... ვერ მომექცევი ასე _ შეშინებულმა ჩავილაპარაკე _ შენსგარეშე როგორ... ან .... ამას როგორ მეუბნები ნოე _ ცრემლები მომაწვა რომლებიც ნოემ თითებით შემიმშრალა -არ იტირო რა... ყოველ დღე გნახავთ პატარავ, მე წავიდოდი მაგრამ აქ არ მინდა მარტო იყოთ... დამეხმარე გთხოვ ამჟამად სხვანაირად არ შემიძლია, მომეცი უფლება რომ ისეთი დაგიბრუნდე როგორსაც მიმსახურებ -მერე.. მერე რას მეუბნები? შენ არ იყავი რომ ამბობდი ვერსად გაგიშვებო? ასე ნუ გამიმეტებ გთხოვ ნოე _ ვტიროდი და არ მადარდებდა ის რომ კარებთან აბო და ანასტასია იდგა, მათ დანახვაზე აბოსკენ გავიქეცი -აბო შენ... შენ ხომ გისმენს, უთხარი არ გამიშვას, უთხარი რომ საშინლად ვიქნები მის გარეშე... მე რომ მისგან წასვლა მდომებოდა თავიდანვე წავიდოდი... ტასო შენ უთხარი იქნებ შენი ხათრი მაინც ქონდეს ანასტასიას თვალები აუცრემლიანდა და ხან მე მიყურებდა ხან ნოეს მომიახლოვდა და ხელი მომკიდა -დამშვიდდი გთხოვ რა... ბავშვისთვის საზიანოა ევა ნოე ანასტასიას გამოსტაცა ჩემი თავი თვალებში შევხედე ჩაწითლებული ქონდა და მაგრად ჩამეხუტა -არა რა პატარავ... ასე ნუ იქცევი გთხოვ... როცა შევძლებ სულ თქვენთან ვიქნები, გთხოვ შენი ცრემლები უარესად მხდის -და მე ? მე კარგად ვარ? კითხულობთ მაინც? ბავშვმა რომელსაც მთელი წელი ველოდებოდი მხოლოდ უბედურება მომიტანა... რატომ ხდება ასე...არავარ ნოე ნიაკოს ფიცავარ არავარ კარგად ოთახში შემიყვანა და ლოგინზე დამსვა თვითონ ჩემს წინ დაიხარა -მაპატიე რა... თუ შეძლებ ყველაფერი მაპატიე ევა, ჩემი ბრალია ასე რომ ხარ და არ გაბედო წამით მაინც უცოდველი ბავშვის შეძულება.,... ის ჩვენი შვილია, ჩემი და შენი გესმის პატარავ? ძალიან ცოტახანი მოგვიწევს ერთმანეთის გარეშე ყოფნა, გპირდები რომ პატარას ერთად გავზრდით... გპირდები რომ ყოველ დღე თქვენთან მოვალ უბრალოდ ასე როცა ვიცი რომ სახლში შენ ტირი და ნერვიულობ ვერ გავჩერდები, ნიაკოს? ნიაკოს ხომ ვერ ავუხსნით რა ხდება? დამეხმარე იმაში რომ შვილს არ შევზიზღდე, წყობიდან გამოსულმა ლომკის დროს შეიძლება რომელიმე ჩემი მსხვერპლი გახდეთ და რაიმე გავნოთ... ნუ დაუშვებ რომ მერე მთელი ცხოვრება ვინანო... დამეხმარე პატარავ, დაეხმარე შენს ნოეს კარგი? არაფერი მითხრა და ოთახიდან გავიდა... ანასტასია მალევე შემოვიდა მე თითქოს ნოემ დამაჰიპნოზა და ერთადერთი აზრი მიტრიალებდა თავში " ნოეს სხვანაირად ვერ დავეხმარები... უნდა დავეხმარო.. " ცრემლები მოვიწმინდე და ანასტასიას გავხედე -მომეხმარები ბარგის ჩალაგებაში? გაუფრთხილთით თქვენში ადამიანს ! გამარჯობათ მეგობრებო... პირველრიგში მადლობა მათ ვინც ისტორიას კითხულობს ახლა კი წინა თავის კომენტართან დაკავშირებით მინდა გითხრათ რომ სამწუხაროდ მე არ შემიძლია საჯაროდ განვიხილო ჩემს პრობლემები თუ რატომ ვერ ვწერ და ვდებ ისტორიას (რითიც პირადად არავინ დაინტერესებულად და საჯაროდ მიზეზის ახსნას მთხოვთ) აქვე მინდა მოგმართოთ თუ სურვილი არ გაქვთ და დაკარგეთ ინტერესი შეგიძლიათ შეწყვიტოთ ისტორიის კითხვა "ძალიან უპასუხისმგებლო ადამიანი ხარ აქ ამდენი ადამიანი გელოდება შენ არც კი ამბობ რატომ არ დებ აღარასოდეს წავიკითხავ შენს ისტორიას" _ წარმატებებს ვუსურვებ კომენტარის ავტორს, აქ ყველა საკუთარი სურვილით არის და ვერაფერს დავაძალებ... მართალია ამდენი ადამიანი მელოდება მაგრამ მინდა გაითვალისწინოთ რომ მეც ადამიანი ვარ, მაქვს პირადი ცხოვრება და ფიზიკურად არ შემიძლია 24 საათი ისტორიას დავუთმო... არვიცი ამ "გამოსვლას" როგორ ჩამითვლით, შეიძლება სითავხედეთაც მაგრამ ვერ დავტოვებდი ამ ფაქტს აღუნიშნავს თუ ზოგი ფიქრობთ რომ ავტორები მთელი დღე ზიან და წერენ ძალიან ცდებით... მათაც აქვთ თავიანთი ცხოვრება ისევე როგორც თქვენ... ალბათ ვინმე იტყვის რომ თუ ასე იყო დაგეწერა და მერე დაგადო საიტზე ისტორიაო მაგრამ არა იმიტომ, რომ მე თქვენ მაძლევთ სტიმულს თქვენი თითოეული დადებითი სიტყვა ჩემი მუზაა... ასე რომ ვისაც სურვილი არ გაქვთ ელოდოთ "უპასუხისმგებლო მეს" შეგიძლიათ დასრულების შემდეგ წაიკითხოთ ისტორია. ბოდიშს გიხდით მათ ვინც მოთმინებით ელოდით და ოდნავ მაინც გამიგებთ ამ სიტუაციაში, დამიჯერეთ მეც ნამდვილად არ მხიბლავს და არ მახარებს ის ფაქტი რომ გალოდინებთ ჩემს მკითხველს... მცირეოდენ გაგებას ვითხოვ მეტს არაფერს :) და მაინც მე მიყვარხართ ადამიანებო ♥ |
ტესტები
აქტიური მწერლები
აქტიური მწერლები
.:დღის აქტიური მკითხველი:.
ყველაზე მნიშვნელოვანი ცხოვრებაში არის?
ყველა გამოკ
.:შემოგვიერთდით FACEBOOK-ზე:.