შესვლა
რეგისტრაცია
რეკლამა

„გახდი ჩემი სვანი“ (7)


23-11-2017, 15:11
ავტორი pekhshvela
ნანახია 2 979

მისი თვალები გაბრწყინებულები მიყურებდნენ. ჩემში იჭრებოდნენ და იქ იმ სიყვარულის მორევში მითრევდნენ სადაც მხოლოდ მე და ის ვიყავით. სადაც მხოლოდ სიყვარული იყო. ამაზე მეტი ბედნიერბა რა გინდა ადამიანს? გვერდით გყავდეს საყვარელი მამაკააცი, საყვარელ ადგილას და საჭირო დროს. ლევანი მიფერადებს ცხოვრებას, ის არის ჩემი ყველა ჩანახატის თუ სხვა რამის მუზა. ის ჩემი ცხოვრების მუზა გახდა. ჩემი გული და სული უკვე მთლიანად მას ეკუთვნის. მხოლოდ ახლა ვხვდები რომ აქამდე ჩემი ცხოვრება ერთი დიდი ერთფეროვნება იყო. საერთოდ არაფერი ყოფილა თითქოს ის აქამდე. ყველაზე მეტად ვარ ახლა ძლიერი როდესაც ის ჩემს გვერდითაა. დამავიწყა ყველა ტკივილი რაც წარსულში ყოფილა. უბრალოდ ვდგავარ და თვალებში ვუყურებ მას. როგორ აკლდა თურმე ჩემს ცხოვრებას. ხელს ყურის უკან თმებში მიცურებს და მიღიმის.
-ჩემი გიჟი ჩემი გიჟი კესანე. მი სი მალატ.
-ჩემი სვანი ხარ შენ. მისი მალატ. ვიმეორებთ ორივე. ვგრძნობ როგორ მცირდება დისტანცია ჩვენს შორის. სუნთქვა მიხშირდება როდესაც მისი ცხვირი ჩემს ცხვირს ედება და მალე მის რბილ ტუჩებს ვგრძნობ ჩემსაზე. ერთიანად დამიარა სხეულში. მუცელშიი რაღაც თბილი ჩამეღვარა მეც ინსინქტურად ხელი შევუცურე თმაში და კოცნაში ავყევი. ეს კოცნა ყველაფერი იყო ყველაფერი. სიყვარულიც, სითბოც ზრუნვაც, დუმილიც , ვნებაც. ასე კარგად არასდროს ვყოფილვარ გეფიცებით. როდესაც ერთმანეთის ტუჩებს მოვწყდით. ისევ მიმიხუტა ლევანმა. ისე ძლიერად თითქოს ვინმე უპირებდა ჩემს წართმევას.
-ჩემი ქალი ხარ შენ კესანე ჩემი გიჟი ქალი. გპირდები რომ სიცოცხლის ბოლომდე ბედნიერი იქნები ჩემს გვერდით.
-ეჭვიც არ მეპპარება ჩემო სვანო. ყველაზე კარგი ხარ. ყველაზე და ყველაფერე მეტად მიყვარხარ. სულ შენთან მინდა ყოფნა. ახლა ვხვდები რომ აქამდე თურმე არ მიცხოვრია.
-ჩემი გოგო. ყოველ დღეს გაგილამაზებ სანამ ცოცხალი ვარ. სულ მეყვარები.
-აბა გაბედე და გადამიყვარე! თითქოს ვემუქრები და ორივე ვიწყებთ სიცილის. ბედნიერებისგან დავფრინავ რასაც ქვია. ეს სასწაული შეგრძნებები მასთან ყოფნისას ბოლოს მიღებს. მაფორიაქებს სასიამოვნოდ. ახლა ყველანაირ რეალობას ვარ მოწყვეტილი. მთელი უსგული დავლაშქრეთ და თითოეული წერტილი ჩემს გონებაში ჩავიბეჭდე, იმდენად არ მინდოდა აქაურობის დავიწყება და ამ ყვეკაფერთან მოშორება. გაგიჟებული ვიყავი სვანეთზე და ჩემს სვან ბიჭზე. ორმაგად ბედნიერება იყო სვანეთის ნახვა. მთელი კვირა ემოციებით და ბედნიერებით დატვირთული იყო. თითქმის მთელი სვანეთი მოვიარეთ. მუზეუმებიიც დავათვალიერეთ და ყველაფერს ნელნელა ვწერდი. ჩემს შთაბეჭდილებებს და ემოციებს. ლამაზ ჩანახატებს სვანეთზე და სვანებზე. ხანდახან სვანებსაც კი გამოველაპარაკებოდი ხოლმე და ვისმენდი მათგან უამრავ ლამაზ ისტორიებს სვანეტზე. მაგრამ მე მაინც განსაკუთრებით მიყვარდა უშბას და თეთნულდის ლეგენდა. ჩემი ყველა ჩაანაწერი მოწონდა ლევანს, აღფრთოვანებულიც კი იყო. საკუთარი თავით მეც კი გაოცებული ვიყავი ვაღიარებ ასეთი რამ არასდროს დამიწერია ამდენი ემოციით და გრძნობით. ძნელი მისახვედრი არ იყო რომ ამ ყვე;ლაფრის მიზეზი ჩემი სიყვარული იყო. სიყვარული ხომ ყველაფერს საუკეთესოს ხდის, ყველაზე უფერულ რაღაცეებსაც კი აფერადებს. ცხოვრებას უფერადებს ადამიანებს. ცხოვრების აზრს აძლევს მას. და მე უბრალოდ ვიცი რატომაც ღირს სიცოცხლე, მიღირს თუნდაც იმიტომ რომ სვანეთში ყოველ გათენებულ დილას მისი ხმა მესმოდეს, მისი თვალები მიყურებდნენ და მასზე ძალიან ბევრს ვწერდე. დიახ მასზე უფრო ბევრს ვწერდი. ვწერდი როგორ ვიპოვე ჩემი უშბა. მე თეთნულდი ვიყავი ის კი უშბა. ვგრძნობდი რამხელა იყო სიყვარული მის მიმართ. ვუყურებდი ხანდახან მალულად ჩემს სიყვარულს და უბრალოდ ცრემლები მადგებოდა, ბედნიერების ცრემლებით ვტიროდი. მიკვირდა განა შემეძლო ამხელა სიყვარული? აქამდე სად ვიყავით ან მე ან ის ნეტავ? ვფიქრობდი. ამ ფიქრებში ღმერთს მადლობას ვუხდიდი ისევ მისი გამოჩენისთვის და არსებობისთვის. გავექანებოდი მისკენ და სიცილით ვახტებოდი ზურგზე. ხელებს მაგრად ვუჭერდი საყვარელ სხეულს. იმ სხეულს რომლის სულმა და გულმა ასე გამაგიჟა. მერე მაბრუნდებდა ჩემი სვანი თავისკენ თავის მკლავებში მომაქცევდა და მიკოცნიდა ბაგეს. ამ ბაგეს რომელიც მხოლოდ მას ეკუთვნოდა. შემდეგ აწითლებულ ღაწვებს და როდესაც ვგრძნობდი პულსი როგორ მიიწევდა მაღლა მისი ტუჩების ნაზი შხებისგან ვეღარ ვუძლებდი ამ ყველაფრისგან და გიჟივით გავრბოდი მისგან. ისიც მომდევდა. ასე სულელი ბავშვებიივით დავრბოდით და უკვე დაჭერილს და მის ძლიერ მკლავებში მყოფი ვნებდებოდი და ყველა გრძნობას გასაქანს ვაძლევდი. ახლა მე ვუკოცნიდი სახეს და ისევ გავრბოდი. ასე გრძლედებოდა სულ. არცერთი წამით არ მომიწყენია სვანეთში ყოფნისას. თითოეულ დღეს მიბედნიერებდა და მილამაზებდა კესაანეებიტ. არ არსებობდა დილა ამ ორი კვირის განმავლობაში რომ თავთით კესანეები არ დაეხვედრებინა. ყველაზე ლამაზი იყო სვანეთის კესანეები. სულ სხვანაირი იყო აქ ყველაფერი. სვანეთი ეს იყო ჩემი სამოთხე. ეს იყო ჩემი უდარდელი და ლამაზი ცხოვრება. განა შეუძლია ადამიანს აქაურობა არ უყვარდეს? განა შეუძლია აქაურობას ისე მოავლოს თვალი რომ დიაფრაგმა არრ შეეკუმშოს? ან და საერთოდ თითოული კადრი გონებაში არ დატოვოს. ყოველ საღამოს ვუკითხავდი ჩემს ცანაწერებს ლევანს. ეს იყო ჩვენი ტრადიცია. აღფრთოვანებული ტაშს შემოსცხებდა ხოლმე. კოცნით მასაჩუქრებდა და საძინებლამდე მაცილებდა. უკვე ბოლო ღამე იყო სვანეთში ყოფნის. დილით ლამარიაში შევუვლიდით და დავბრუნდებოდით თბილისში. ცრემლები მაწვებოდა იმის გახსენებზე რომ აქედან უნდა წავსულიყავი. პირველად ცხოვრებაში ჩემს საყვარელ დედაქალაქში არ მინდოდა. უფროსწორად კი იმ ყოველდღიურობაში დაბრუნდება არ მინდოდა. როგორ შეეძლო ნორმალურ ადამიანს აქაურობას მოშორებოდა? მიეტოვებინა ეს სილამაზე და ქალაქის ხმაურისთვის ეცქირა. თუმცა ქალაქსაც თავისი ხიბლი აქვს.. ცოცხალ და სიყვარულით სავსე ქალაქს. განსაკუთრებით მიყვარად თბილისი წვიმისას მაგრამ აქ აქ უბრალოდ საოცრება იყო წვიმა. თითოეულ წვეთს მიქონდა ჩემი დარდები და უბრალოდ მცლიდა უარყოფითისგან. ულამაზესი იყო მესტია წვიმისას. თეთნულდისკენ ცაზე გამოსული ცისარტყელა კი ყველაზე ფერადი წვიმის შემდეგ. სვანეთი მართლაც რომ სამოთხე იყო დედამიწაზე. ამ სააღამოსაც ტრადიციულად წავუკითხე ჩემი ჩანახატი ლევანს. ბუხართან ვიჯექით ფუმფულა საფენზე, ზურგით მას ვეყრდნობოდი. მისი სურნელისგან ისე ვიყავი გაბრუებული და ეს სითბოც ისე მთენთავდა. ყველაფერს დავთმობდი რომ ახლა დრო გაჩერებულიყო და სულ ასე ვყოფილიყავით. წაკითხვას რომ მოვრჩი ტუჩები მისყელს მივადე და ცხვირით ხარბად ვისუნთქავდი მის სურნელს . ვგრძნობდი როგორ დაბურძგლა ჩემს ამ მოქმედებაზე. ხელი სახეზე ჩამოვუსვი , ხელი დამიჭირა და თითები დამიკოცნა . ახლა უკვე თვითონ მეფერებოდა სახეზე. ზედმეტი სიტყვების გარეშე ვიყავით ამ ნეტარებაში. მე ჩემი სვანი და სვანეთი. რეალობა რომელიც ყველა ოცნებას ჯობია მართლაც. ასე ერთმანეთში ახლართულებს ჩაგვეძინა ორივეს. მის სხეულს ვებღაუჭებოდი როგორც ჩემი ცხოვრების ღუზას. ის იყო ჩემი მიმართულება. ჩემი საყრდენი. დილით პირველს მე მეღვიძება და არ მინდა მის სხეულს მოვშორდე. მისი მონოტონური სუნთქვა მაგიჟებს. ოდნავ ვიხედები მისი სახისკენ და ისეთი მშვიდი ძილით სძინავს რომ მაგიჟებს. ვაკვირდები მის თითოეულ ნაკვთს, მის სვანურ ნაკვთებს რომელსაც ჭკუიდან გადავყავარ. ტუჩები მის ლოყასთან მიმაქვს და ვცდილობ ვაკოცოო თუმცა ამ დროს ის ხელს მკიდებს და ჩემს ზემოდან ექცევა. მე კიდევ გაოცებული ვუყურებ და სიცილი მსკდება.
-ვიღაცა ცუღლუტობს!. მეუბნება ლევანი და ჩემს საყვარელ ტუჩის კუთხეს ტეხავს .
-მე? რა სისულელეა როგორ გეკადრებათ? ეს თქვენ ძალადობთ! ვეუბნები სერიოზული სახით.
-ვძალადობ ხო?
-დიახ! ისევ მკაცრი ტონი მაქვს. და გამომცდელად ჩავშტერებივარ თვალებში
-კარგი მაშ ახლა განახებ ძალადობას. ბაგეებზე მაცხრება რასაც ქვია. გახელებით მიკოცნის და ხელებს ჩემს სხეულზე დაატარებს. ერთიანად მახურებს და მაგიჯებს მისი შეხებები. სადღაც გაურკვეველ ემოციებში მისვრის. სუნთქვა მიხშირდება და უნებურად სიამოვნების ოხვრა მცდება. მკოცნის და თან იცინის. არ წყვეტს ამ გასაგიჯებელ შეხებებს. შემდეგ ყელზე გადადის და სველ კოცნებს მიტოვს. ერთიანად ვწყდები და ვდუნდები, გავიტრუნე მგონი ვერ გადავრჩები გულში გავიფიქრე. მინდა შევაჩერო თუმცა ამის არც თავი მაქ და არც სურვილი. ისევ მკოცნის გახელებით და წამებში მცილდება და სიცილით გადის ოტახიდან. ახლა ყველაზე მეტად მინდა რამე გავუქანო ამ ხისტავიანს! ამადუღა და დამტოვა! რამდენი ახალი ემოცია გააღვიძა ჩემში. რასაც ქვია ვულკანი იფრქვეოდა ჩემს შიგნით. გამმალებით მიცემდა გული და სწრაფად ვსუნთქავდი. ვცდილობდი სუნთქვა დამერეგულირებინა. წამოვჯექი და მუხლებზე დავიდე ხელები. ერთი ხელით იმ ადგილს ვეხებოდი ჩემს ყელზე სადაც ის მკოცნიდა და მისი შეხებების გახსენებაზე ისევ ვწითლდებოდი. გაშეშებული და დამუნჯებული ვიჯექი, ვერც გავიგე როდის შემოვიდა ლევანი საუზმით ხელში. გონზე მხოლოდ მისმა ჩაცინებამ მომიყვანა.
-შენ კიდე ეგრე ხარ? ჯობია ისაუზმო და გავიდეთ ნელნელა. ახლა უკვე ვნებიანად მიღიმის და მაგიჟებს.
-ყველაზე საზიზღარი სვანი ხარ დედას გეფიცები!
-აჰ საზიზღარი ხომ? სსაუზმე მოვუმზადე ქალბატონს და კიდევ მე ვარ საზიზღარი?
-დიახ საზიზღარი ხარ იმის გამო რაც გამიკეთე!
-და რა გაგიკეთე? ისეთ სახეს იღებს თითქოს არაფერი მომხდარა რამდენიმე წუტის წინ ჩვენ შორის. მისი ეს საქციელი მაგიჟებს ჭკუიდან გადავყავარ ისე ოსტატურად მეთამაშება.
-ჰმ უყურე რა. კიდე რა გამიკეთე ხო?
-ხო რა რა გაგიკეთე, კარგი ხო ნუ მოგლიჯე ეგ ყელი გეყოფა გაუშვი ხელი მერე კიდევ გაკოცებ. სერიოზული სახიტ მეუბნება და ამ დროს ბალიშს ვუქანებ რასაც მისი სიცილი ყვება რომელიც ასე მასულელებს და მადებილებს.
-იდიოტი ხარ ნამდვილი იდიოტი. დადექი და მარტო ისაუზმე. ფეხზე ვდგები გაბუტვის ნიშნად და კარებისკენ მივდივარ. ვგრზნობ როგორ სწრაფად წამოდგა ლევანი და დამიჭირა.
-კარგი რა სულელო რაზე ბრაზდები?
-ვერ ხვდები ხომ?
-კარგი რა იყო თუ ასე გინდა მივიყვანტ საქმეს ბოლომდე. ვნებიანდ ილოკავს ტუჩებს და ჩემს სახეს აკვირდება.
-ფუუ რა იდიოტი ხარ გამეცალე რაა. მის ხელებში ფართხალს ვიწყებ ის კიდევ არაფრის დიდებით არ მიშვებს, ზურგზე მიკიდებს და იმ ადგილზე მაბრუნებს სადაც გვეძინა. პირდაპირ მიჯდება და ცდილობს ტავისი ხელით მაჭამოს. მეკიდევ გაბრუსხული სახეს გვერდიტ ვწევ. საჭმელს თეფშზე აბრუნებს და ტუჩებს წინ მიპრუწავს.
-კარგი ხო ვიცი ესენი უფრო გეგემრიელება . ტუჩები ახლოს მოაქვს . თავს ვაბრუნებ ინტერესით და ეგრევე მის ტუჩებს ვეტაკები. ნაზად მკოცნის და მაშოშმინებს რასაც ქვია.
-ასეე რა ჩემი გოგო. ვიცოდი ეს ტუჩები დგაწყნარებდა.
-აუუ საზიზღარი ხარ რა. ჩემს მიმიკებზე კვდება სიცილით და ჭამას იწყებს. სხვა რა გზა მქონდა შევურგიდი ჩემს სიყვარულს. საუზომაბასაც მალე მოვრჩით. ბარგი მანქანაში ჩაავალაგეთ და გავუყევით თბილისის გზას. თითოელუ ნაბიჯით დაშორება უშგულთან მტკიოდა. ცრემლებიც კი მომადგა იმდენად არ მინდოდა ამ ყველაფრის დატოვება, თუმცა სხვა გზა არ იყო. ფანჯრიდან ვიყურებოდი და მალულად ცრემლები გადმოვუშვი. ვიგრძენი როგორ შეეხო მისი თითები ჩემსას. ხელი მაგრად მომიჭირა და მითხრა.
-დაბრუნდებით პატარავ, გპირდები. მერე სულ აქ დაგიტოვ.



№1  offline წევრი naniko mindia

Au kai iyo♥♥♥nu dagvianeb momdevnos ♥warmatebas gisurveb da gilocav giorgobas
--------------------
lomidze

 


№2  offline მოდერი pekhshvela

naniko mindia
Au kai iyo♥♥♥nu dagvianeb momdevnos ♥warmatebas gisurveb da gilocav giorgobas

დიდი დიდი მადლობა, მეც გილოცავ <3 მართლა ყველანაირად ვეცდები რომ მალე დავდო <333

 


№3 სტუმარი სტუმარი Usaxelo

Dzalian lamazi wasakitxi iyo ^_^ gamavso sitboti da siyvarulit <3 kesanes damokidebuleba svanetze ise kargad gaqvs agwerili mec shemayvara svaneti:-* sauketeso xar

 


№4  offline მოდერი pekhshvela

სტუმარი Usaxelo
Dzalian lamazi wasakitxi iyo ^_^ gamavso sitboti da siyvarulit <3 kesanes damokidebuleba svanetze ise kargad gaqvs agwerili mec shemayvara svaneti:-* sauketeso xar

მადლობა შენ დიდი kissing_heart კესანესი კი არა მგონი ჩემი უფროა ":დდ

 



სახელი: *
  • bowtiesmilelaughingblushsmileyrelaxedsmirk
    heart_eyeskissing_heartkissing_closed_eyesflushedrelievedsatisfiedgrin
    winkstuck_out_tongue_winking_eyestuck_out_tongue_closed_eyesgrinningkissingstuck_out_tonguesleeping
    worriedfrowninganguishedopen_mouthgrimacingconfusedhushed
    expressionlessunamusedsweat_smilesweatdisappointed_relievedwearypensive
    disappointedconfoundedfearfulcold_sweatperseverecrysob
    joyastonishedscreamtired_faceangryragetriumph
    sleepyyummasksunglassesdizzy_faceimpsmiling_imp
    neutral_faceno_mouthinnocent