შესვლა
რეგისტრაცია
რეკლამა

ალუბლები 2თავი


23-11-2017, 20:09
ავტორი ლორელაი
ნანახია 7 120

გამოცდები წარმატებულად ჩავაბარეთ. რატომღაც იმ დღეებში ზუკაც თავს მარიდებდა და ვერც გრეკოს ვხედავდი. აგვისტოს ბოლოს გადავწყვიტე ცოტა დამესვენა, ბარგი ერთ პატარა ჩანთაში ჩავალაგე და დილით ადრე წავედი მატარებლების სადგურზე. გამიმართლა და თბილისი-ბათუმის მატარებელზე ერთი ბილეთი დარჩენოდათ, ალბათ ბოლო წამს დააბრუნა - მეთქი ვინმემ გავიფიქრე. ჩამომდგარ მატარებელში ავედი და ჩემი ადგილის მოსაძებნად რამდენიმე სავარძელს ჩავუარე გვერდი. ჩემ გვერდით ადგილას ერთი ძალიან მომხიბვლელი, დახვეწილი, ასე ორმოც წლამდე ქალი იჯდა. თავი გვერდით მიებრუნებინა. მისალმებაზე ოდნავ შემობრუნდა, ფერმიხდილ სახეზე ხელი ჩამოისვა, დილა მშვიდობისაო, წაიჩურჩულა და ისევ ზურგი შემაქცია. მისთვის ყურადღება არ მიმიქცევია. ჩემს საქციელზე ვფიქრობდი და ვერაფრით ამეხსნა, რა მოხდა ისეთი, რომ მე ახლა ჩუმად, ქურდულად გავრბოდი ბათუმში, ისე რომ ამის შესახებ არც ზუკამ იცოდა და არც არავინ. ყურებში ყურსასმენები მქონდა გაკეთებული და მზის სათვალის ქვეშ თვალებდახუჭული ველოდი, როდის ჩავიდოდით ბათუმში. ქუთაისიდან გავდიოდით ჩემი ტელეფონი, რომ ამღერდა. ნომრისთვის არ დამიხედია ისე გავეცი პასუხი.
- ლოლა...
- ხო, ზუკა.
- სად ხარ? გამოდი ჩემთან...
- ბათუმში მივდივარ... - პასუხი არ გაუცია, დუმილი რამდენიმე წამს გაგრძელდა. მერე ტელეფონი გაითიშა. გული მომეწურა. ხასიათი წამიხდა, ნერვებმოშლილმა მოვიშორე ყურსასმენები ყურიდან და საზურგეს მივადე თავი. გვერდით მჯდომისგან რაღაც უცნაური, მოგუდული ხმები ისმოდა. ქალს ისევ გვერდით მიეტრიალებინა თავი და მხრები უცახცახებდა. „ტირის.“ - გავიფიქრე და მომინდა რაღაც მეთქვა, მეკითხა თავს როგორ გრძნობდა, რამით თუ შემეძლო დახმარება, მაგრამ ვერ გავბედე. არ მინდოდა მის საქმეში უხეშად ჩავრეულიყავი. ჩუმი ტირილი, რომ სლუკუნში გადაიზარდა და ქალიც უკვე ისტერიკის პირას იყო, ვეღარ მოვითმინე, ხელი მხარზე შევეხე. შეკრთა.
- უკაცრავად, ცუდად ხართ? - ხმა არ გაუცია, მხოლოდ თავი გააქნია და ისევ ტირილი დაიწყო. - გთხოვთ, ნუ ტირით... დამშვიდდით, ასე ნუ განიცდით. ყველაფერი მოგვარდება, აი ნახავთ. - მეც არ ვიცი რას ვამბობდი, ან რატომ , თუმცა ჩემმა სიტყვებმა გაჭრა. ქალი გაკვირვებული მობრუნდა ჩემკენ, ნამტირალევი ლურჯი თვალები შემომანათა და ტუჩები კბილებს შორის მოიქცია. „ტირილის შეკავებას ცდილობს“.
- გინდათ წყალს მოგიტანთ? დალევთ, დამშვიდდებით და მერე წყნარად დავილაპარაკოთ. - ქალმა შუბლი შეკრა, გრძელი თლილი თითები თვალების ქვეშ, ლოყეზე გადაისვა და ცრემლიანი სახე მოიწმინდა. - დაწყნარდით, ახლავე მოვალ. - დარწმუნებით ვუთხარი და ფეხზე წამოვდექი. გამცილებლის კუპემდე მისასვლელად სულ ათი წამი დამჭირდა, უკან კი წყლის ბოთლით გამოვბრუნდი. ჩემს ადგილზე დავჯექი და გაკვირვებულ ქალს წყალი გავუწოდე. უხმოდ ჩამომართვა, სახურავი ნელ მოხსნა და ბოთლი პირთან მიიტანა, ის იყო უნდა დაელია, რომ ისევ უკან ჩამოიღო.
- მადლობა. - ჩუმად მითხრა და წყლის რამდენიმე ყლუპი მოსვა. ცოტა ხანს ვადროვე, სანამ დამშვიდდებოდა და ტირილის სურვილი გადაუვლიდა, მერე კი გავუღიმე.
უანგარო ღიმილი იწვევს ღიმილს!
ლამაზი თვალები ჰქონდა, მეტყველი და სევდიანი.
- დამშვიდდით? - ფრთხილად შევაპარე.
- კი, მადლობა ყველაფრისთვის. - ხავერდოვანი, ოდნავ ჩახლჩილი ხმა ჰქონდა, არ ვიცი მოწევის გამო, თუ ტირილისგან ჩახლეჩვოდა.
- რას ამბობთ, მე ისეთი არაფერი გამიკეთებია, რომ მადლობა მიმეღო. ეს ჩვეულებრივი მომენტია. ხანდახან ადამიანებს გვჭირდება ტირილი, მაგრამ თუკი ამ დროს გვერდით ისეთი ადამიანი არ გვეყოლება, ვინც გაგვიღიმებს და დაგვამშვიდებს, შეიძლება უბრალო ტირილი ფატალურ შედეგებამდე მივიდეს. - ქალს ბოლო სიტყვებზე მწარედ გაეღიმა, თვალებში სხივი ჩაუქრა და ისევ ფანჯარაში გაიხედა.
- სამწუხაროდ ამას ყველა ვერ ამჩნევს.
- მართალია, ვერ ვამჩნევთ, ან არ ვიმჩნევთ ჩვენი ახლობლების სევდასა და ტკივილს. არ შეგვიძლია, ან არ გვინდა დავეხმაროთ. მაგრამ მე არ შემიძლია ასეთ დროს ჩუმად ყოფნა, არ შემიძლია გულგრილად შემოგხედოთ, მიუხედავად იმისა, რომ ჩემთვის სრულიად უცხო ხართ. მერე რა... ერთ დღეს შეიძლება მე აღმოვჩნდე თქვენს ადგილას. შეიძლება მაშინ ჩემი გადარჩენა ერთ უბრალო ღიმილსა და სიტყვას შეეძლოს, ამიტომაც ახლა მინდა დაგეხმაროთ. სამყაროს კანონზომიერებას ჩემი მესიჯი გავუგზავნო, მჯერა, რომ ამქვეყნად უკვალოდ არაფერი ქრება, მერე ერთ დღეს ეს ღიმილი მე უკან დამიბრუნდება და შესაძლოა სიცოცხლე დამიბრუნოს. - არ ვიცი რას რატომ ვამბობდი, მაგრამ იმ დროს გული ამას მკარნახობდა.
- შენ რა ანგელოზი ხარ? - ქალი საბოლოოდ შემობრუნდა ჩემკენ. გულში სითბო ჩამეღვარა, შევძელი თავისი სევდისთვის მომეწყვიტა.
- არა, ანგელოზებს ფრთები აქვთ, მე არა. - ორივეს გულიანად გაგვეცინა. - მე არ ვიცი რა ხდება თქვენს გულში, არ ვიცი რა გიჭირთ, მაგრამ თუ გინდათ გულზე მოგეშვათ, თუ გინდათ თქვენი სევდა და ტკივილი გამოუშვათ, ეს საუკეთესო მომენტია, მე საუკეთესო კანდიდატი ვარ ამისთვის. უცხო ადამიანთან უფრო ადვილია გაიხსნა, ადვილია იყო უნიღბოდ, აქ არ მოგიწევთ თამაში, არ მოგიწევთ მოიტყუოთ რომ კარგად ხართ. გადამიშალეთ გული...
- ჩემო გოგონა... - ქალმა თავისი სანთელივით თეთრი ხელი ჩემი თავისკენ წამოიღო, თმებზე ჩამომისვა და გამიღიმა. - ერთ დღეს შესაძლოა მართლაც მომინდეს გულის გადაშლა, მართლაც ჩამოვიხსნა ნიღაბი, მაგრამ ეს სამუდამო იქნება, საყოველთაო იქნება. მაშინ ალბათ შენც გაიგებ ჩემი ტკივილისა და სევდის მიზეზს...
- დავიბენი...
- შენ კარგი გოგო ხარ! ჭკვიანი გოგო ხარ, შენგან კარგი ფსიქოლოგი დადგება. იფიქრე ამაზე.

ბათუმმა გუნება ვერ გამომიკეთა, ვეცადე მაგრამ არაფერი გამომივიდა. დილით ადრიანად მივდიოდი ზღვაზე და ძალიან დიდხანს ვცურავდი, მერე ჩემს ნაქირავებ პატარა, შუშაბანდიან სახლში ვბრუნდებოდი, ყავას ვსვამდი და ვიძინებდი. საღამოსაც იგივე მეორდებოდა. ამ დროის განმავლობაში არც მე ვრეკავდი ზუკასთან, არც ის მირეკავდა. ხასიათი საბოლოოდ წამიხდა. ვერ ვეგუებოდი ამდენხნიან განშორებას და სიჩუმეს. დუმილი ისევ ზუკამ დაარღვია. სკაიპში დამირეკა. მონიტორზე მისი სახე რომ დავინახე ფეხები მომეკვეთა. ერთხანს ხელებს მუშტად ვკრავდი და ვშლიდი, მერე ერთი კედლიდან მეორე კედლისკენ რამდენჯერმე გავიარ-გამოვიარე. მერე სარკეს ვეცი აწეწილი თმა მაღლა ავიწიე, კეფაზე შემოვიხვიე და ფანქრით დავიმაგრე, როცა მივხვდი რას ვაკეთებდი გაბრაზებულმა გამოვიძრე ფანქარი თმიდან. ამასობაში ზარი შეწყდა, იმედგაცრუებული მოწყვეტით ჩავჯექი სავარძელში.
„დარეკე, დარეკე რა...“
დარეკა.
ოთახში მარტო იყო, თავის საწოლის ზურგზე მიწოლილი, ნოუთბუქი მუცელზე ედო. დაღლილი მეჩვენა. იღიმოდა.
- მომენატრე, ლოლა...
- მეც მომენატრე...
- როდის ჩამოხვალ?
- არ ვიცი ჯერ, ვნახოთ.
- კარგად ერთობი?
- არ მეტყობა? - ფეხზე წამოვდექი, რომ ჩემი გარუჯული სხეული კარგად დაენახა.
- ლოლაა, ხომ წყნარად ხარ?
- წყნარად ვარ. - ვიგრძენი, როგორ წამოვხურდი, ხელი ყელზე მოვიჭირე, თმის წვალება დავიწყე.
- მანდ არაფერი იყიდო, გთხოვ. - გავღიზიანდი, მიუხედავად იმისა, რომ ვიცოდი რატომაც მეუბნებოდა ამას, მაინც არ მომეწონა.
- ნუ ღელავ, მივხედავ ჩემ თავს. - ზუკა რაღაცის თქმას აპირებდა, მაგრამ დავინახე როგორ გაიხედა სავარაუდოდ კარისკენ, როგორც ჩანს ვიღაც შევიდა ოთახში.
- დამელოდე, ლოლა... - ორი სიტყვა მომიგდო და წამოდგა. გაბრაზებისგან და წყენისგან ცრემლები მომაწვა, თავი ხელებში ჩავრგე და თმები წინ ჩამოვიყარე.
- ლოლა, ლოლაა. - თავი მძიმედ ავწიე. მონიტორიდან ზუკას გარდა კიდევ ერთი ადამიანი შემომცქეროდა. თვალები დავხუჭე და ისევ გავახილე, ნამდვილად ლუკა იყო...
- გამარჯობა, ლოლა...
- გამარჯობა, გრე... ლუკა. - რატომღაც ისევ ლუკას დაძახება ვარჩიე. დავინახე როგორ გადახედა ზუკამ ლუკას და შუბლი შეკრა.
- კარგი, ლოლ, მერე დაგირეკავ. - დამშვიდობებაც არ მაცალა ისე გათიშა კამერა. სიტყვა შუაზე გამიწყდა, დავჯექი და ვიტირე. ვტიროდი ზუკასთან დაძაბულ ურთიერთობაზე, ვტიროდი მის საქციელზე, ვტიროდი ლუკას ნახვის გამო...
იმ საღამოსვე ჩავალაგე ბარგი და უკან დავბრუნდი.
ჩვენს ქვაფენილს რომ ავუყევი სუნთქვა გამიხშირდა, გული მიცემდა. მინდოდა მალე ავსულიყავი სახლში, მაგრამ ვერაფრით ვაიძულე თავი ფეხისთვის ამეჩქარებინა. ალუბლებს, რომ გავუსწორდი გულში რაღაც ჩამწყდა.
- ლოლა...
- რა გინდა, ლუკა? - გრეკო თავის ფანჯარაზე იჯდა, ხელში ფუნჯი ეჭირა, მაისური საღებავებით ჰქონდა დასვრილი.
- მოდი, რაღაც უნდა განახო. - გამიღიმა და ოთახში ჩახტა. მობეზრებულად ამოვიოხრე და ფანჯარასთან მივედი. ოთახში ბნელოდა. უკან დავიხიე. - მოდი, ნუ გეშინია, ხომ გაინტერესებდა რა ხდებოდა ჩემს ოთახში, ხოდა შანსი გეძლევა ნახო. - კუთხეში მაგიდის ტორშერი აინთო. ლუკა მოლბერტთან იდგა, იღიმოდა.
- რა გინდა, გრეკო?
- შენ ლუკა დამიძახე! - ჩემკენ წამოვიდა, სერიოზული სახე ჰქონდა, დაძაბულიც კი, ხელში მოლბერტი ეჭირა. ფანჯარასთან დადგა, ისე, რომ კარგად დამენახა. ლუკასგან მზერა ნახატზე გადავიტანე. სურათზე აყვავებული ალუბლის ხე ეხატა, მის ძირში კი გოგონა იდგა ზურგით, გაშლილი თმით. ძალიან ნაცნობი იყო გოგონას სილუეტი ჩემთვის.
- ეს რა არის, გრეკო?
- შენ ხარ... - გრეკო მიღიმოდა. ჟრუანტელმა მთელი სხეული შემოიარა, ყელში მომაწვა და დამადუმა. ვიდექი და ხან გრეკოს ვუყურებდი, ხან მოლბერტზე შემოდგმულ ნახატს. თავი შემეზიზღა, აუტანელი გახდა ჩემთვის იქ გაჩერება. მოვბრუნდი და წამოვედი.
იმ საღამოს ფეისბუქზე დამატება მომივიდა გრეკოსგან, მესიჯებში სურათები იყო. მე კაფეში, ნაყინის ჭამის დროს. ასე არასდროს მომწონებია ჩემი თავი სურათებში. ხელები ამიკანკალდა. პასუხის დაბრუნება ვერ გავბედე, უბრალოდ დავხურე ნოუთბუქი და ლოგინზე მუცლით დავწექი. ცოტა ხანს ვითმინე, მერე კი გადავწყვიტე ზუკასთვის მიმეწერა. მისგან შორს, მეგონა ნახევარი ადამიანი ვიყავი. არ შეიძლება ადამიანზე ასე მიჯაჭვება, ლოლა, მეტყოდა ხოლმე დედაჩემი, მაგრამ მე არ მინდოდა ყურად მეღო მისი სიტყვები. ამ ბოლო დროს კი ნელ-ნელა ვრწმუნდებოდი, რომ მე ზუკაზე მიჯაჭვული ვიყავი. მის გარეშე გატარებული არც ერთი წუთი არ მახსნდებოდა და უეცრად მომხდარმა გაუგებრობამ თითქოს დიდი ტვირთი ამკიდა.
საათს გავხედე, თორმეტი იყო. ვიცოდი არ ეძინებოდა. ტუმბოზე დადებულ ტელეფონს დავწვდი და მესიჯი მივწერე: ‘გამოდი, კარებთან გელოდები.“ - მერე ტელეფონი ისევ თავის ადგილას დავაბრუნე, საწოლიდან წამოვდექი, მაისურზე თბილი მოსაცმელი შემოვიხვიე და გარეთ გამოვედი. შეყვარებული მამაკაცივით ვიდექი ზუკას ჭიშკართან და მის გამოსვლას ველოდი. არ გამოვიდა, ჯერ ვიფიქრე ალბათ არ უნახავს მესიჯითქო, მერე ვიფიქრე სახლში შევაკითხავდი, მაგრამ გადავიფიქრე. ქვაფენილს ჩავუყევი, ხელები ჯიბეებში ჩავიწყე და ქუჩას ვათვალიერებდი. გრეკოს სახლთან ბიჭებს მოეყარათ თავი, შორიდანვე შევაჩნიე ზუკაც იქ იყო, თავის ბიძაშვილთან ერთად. ბიჭები პირდაპირ ტროტუარზე ისხდნენ და ლუდს სვამდნენ. უკან გაბრუნება დავაპირე, არ მინდოდა ზუკას ამ სიტუაციაში ნახვა, არც ის მინდოდა გრეკო მენახა. ის იყო შემობრუნებას ვაპირებდი, გრეკომ რომ დამინახა. ცოტა ხანს ჩუმად მიყურა, მერე ლუდის ცარიელი ერთჯერადი ჭიქა ურნაში ჩააგდო და ზუკას რაღაც უთხრა. გულზე ცეცხლი შემომენთო, საშინლად გავბრაზდი. მხრებში გავსწორდი და გზა განვაგრძე. ზუკას ისევ ვერ შევატყვე ჩემ დანახვაზე სიხარული, მიუხედავად იმისა, რომ დიდხანს ვყავდი გულზე მიკრული, მერე კი გვერდზე მომისვა და თავისი ჭიქით ლუდიც შემომთავაზა. ბიჭების საუბარს არ დავუინტერესებივარ. მხოლოდ გრეკო მაინტერესებდა, რომელიც ჩემი მისვლის შემდეგ ჩუმად იდგა და იღიმოდა. ზუკა ხანდახან გამომხედავდა და გამიღიმებდა ხოლმე, თუმცა მაინც ვგრძნობდი, რომ დაძაბული იყო.
- სხვანაირი მეჩვენები. - სხვათაშორის მითხრა ზუკამ და ჩემს თმას მისწვდა, დაწვნა დაუპირა.
- გეჩვენება... - თმა ფრთხილად გამოვაცალე და უკან გადავიყრე. გრეკოს არც ამჯერად გამოუხედავს ჩემკენ.
- წამოდი, სახლში გაგაცილებ, - ზუკა ფეხზე წამოდგა და ხელი გამომიწოდა. უნებურად გამექცა თვალი ლუკასკენ, რომელიც კედელს ზურგით მიყრდნობოდა და ბიჭების საუბარზე მომხიბვლელად იცინოდა. ხასიათი წამიხდა, მას საერთოდ არ ვაინტერესებდი, არ ვიცი ეს იმიტომ ხდებოდა, მე რომ ზუკასთან ერთად ვიყავი, თუ მართლა არ ვაინტერესებდი. შეუძლებელია არ მოვწონდე! თავმომწონედ გავიფიქრე და ზუკას გამოწვდილ ხელს ხელი შევაგებე. მე შენ გაჩვენებ, როგორ არ მოგწონვარ. გულში დავექადნე გრეკოს და ზუკას მხარზე მოვხვიე ხელი.
- ჩვენ წავალთ, აბა კარგად. - ზუკა ბიჭებს დაემშვიდობა, მეც ვითომ არაფერი, ისე გავუყარე ხელი მკლავში და გვერდულად გავხედე გრეკოს. გაურკვეველი იყო რას ფიქრობდა, მაგრამ მის სახეზე ღიმილი არ წაშლილა.
ფეხები უკან მრჩებოდა, გრეკოსთან ლაპარაკი მინდოდა, მაგრამ ვხვდებოდი ახლა ვერ მოვახერხებდი. ეს ბიჭი ჩემთვის ამოუხსნელ ამოცანად იქცა. ვერ ვიგებდი ვაინტერესებდი, თუ არა. რას ნიშნავდა მისი ფლირტის გამოვლენის რამდენიმე შემთხვევა და შემდეგ სრული იგნორი.

იმ ღამით ჩემს საწოლში მოკუნტულს, თვალი ჭერისთვის გამეშტერებინა და თითქოს პროექტორი მიენათებინოთ ჭერს, ისე ვხედავდი კადრებად ყველა იმ მომენტს, რომელიც მე გრეკოს სახლში ვნახე. მისი სახე, მისი მიხვრა-მოხვრა, მისი დამოკიდებულება იმ ქალისადმი, თვალებიდან არ ამომდიოდა. მთელი სხეული მეწვოდა, გული მიჩქარდებოდა. გრეკო იმ მომენტში სულ სხვა ადამიანი იყო, არ ჰგავდა არც კაფეში მყოფ ლუკას, რომელიც სურათებს მიღებდა, არც იმ საღამოს ნანახ უყურადღებო ბიჭს, რომლის იგნორმაც სუნთქვა შემიკრა.
მალე სწავლა დამეწყო. ზუკამაც მაგისტრატურა გააგრძელა. ახალმა გარემომ და ნაცნობებმა, ცოტა ხანს ერთმანეთს დაგვაშორა, გრეკოსადმი ინტერესიც ცოტა გამინელდა. როგორც კი გადავწყვიტე, რომ აკვიატებამ გამიარა და გრეკო თავიდან ამოვიგდე, მაშინვე შემახსენა თავი.
ჯგუფელებთან ერთად უნივერსიტეტს ვტოვებდი, გრეკომ გვერდი, რომ ამიარა და შენობაში შევიდა. ძალიან სიმპატიური და მამაკაცური იყო. სუნთქვაშეკრულმა გავაყოლე თვალი მიმავალს და გოგოებს ვთხოვე ჩემ გარეშე წასულიყვნენ. მოკლე კაბა მეცვა და ვცდილობდი არ მერბინა, რადგან სირბილისას კაბა მაღლა იწევდა. გრეკომ კიბეები მოხდენილად აირბინა, დერეფანს გაუყვა მარცხნივ, შემდეგ პატარა კიბით მანსარდაში ავიდა და დაბალი, უბრალო, ათასნაირი პლაკატით აჭრელებული კარი შეაღო. კიბის ბოლოში ვიდექი და ხელებს ვიმტვრევდი, ვნერვიულობდი, არ ვიცოდი იქ რას აკეთებდა, ან რატომ მოვიდა. ჯერ კიდევ არ ვიყავი გარკვეული უნივერსიტეტის ცხოვრებაში, ამიტომ წარმოდგენა არ მქონდა მანსარდაში რა იყო. კიბის უჯრედზე დგომამ დიდხანს არ მომიწია, კიბეებზე ორი გოგო გამოჩნდა, გულზე თაბახის ფურცლები მიეხუტებინათ, ერთმანეთს რაღაცას ელაპარაკებოდნენ, როგორც კი გამისწორდნენ შედგნენ, მერე ისევ ერთმანეთს გადახედეს.
- თქვენც ქასთინგზე ხართ?
- ქასთინგზე? აა, კი, ქასთინგზე ვარ... - დავიბენი, მაგრამ მალევე მოვახერხე კონცენტრირება. „ესე იგი ქასთინგი, საინტერესოა.“
გოგოებს უკან მივყევი და ზურგს უკან მივხურე კარი. მანსარდა ნათელი და ათასგვარი აპარატურით სავსე იყო. განათების მოწყობილობები, ხმის ჩამწერი ოთახი და პატარა სცენა მოეწყოთ. მარჯვნივ დერეფნის ბოლოს კარზე ხელით ნაწერი ქაღალდი მიეწებებინათ. „საგრიმიორო“ - იუწყებოდა წარწერა. ოთახში, ჩვენ გარდა კიდევ ხუთი გოგო იყო, სცენის კუთხეში მიყუჟულიყვნენ და ფურცლებს ჩასჩერებოდნენ.
„რა შარში გაყავი თავი, ლოლა?“
პარტერში ორი მამაკაცი იჯდა, მაგიდაზე პატარა მაგიდის სანათი დაედგათ და დახვავებულ ფურცლებს ჩაჰყურებდნენ. ერთმა, რომლის სილუეტი კარგად ნაცნობი იყო, ბოთლის თავსახურს მოხნა დაუწყო, თან მოსაუბრეს თავს უქნევდა.
ეს გრეკოა!
მეტი ვერაფრის გაფიქრება ვერ მოვასწარი, ოთახში ახალგაზრდა ქალი შემოვიდა, ალბათ ყურადღებას არ მივაქცევდი, რომ არა მისი თმები, რომელიც საიდანღაც მეცნობოდა. ქალი ქუსლიანი ფეხსაცმელების კაკუნით გრაციოზულად მიუახლოვდა მაგიდას, ჯერ გრეკოსკენ გადაიხარა და მომეჩვენა, რომ საჭიროზე მეტ ხანს დაყოვნდა მის ლოყას მიწებებული, ხოლო შემდეგ მეორე მამაკაცს აკოცა და გეკოს გვერდით მოთავსდა სკამზე. გულში მადლობას ვუხდიდი იმ გოგოებს, რომ მათ ზურგს ვიყავი ამოფარებული და ვერც ერთი ვერ მხედავდა.
- აბა, მზად ხართ? - გრეკოს გვერდით მჯდომმა, თაბახის ფურცლები ერთად მოაგროვა და სცენისკენ მიუთითა კუთხეში მიყუჟულ გოგონებს. - სათითაოდ გამოდით. ლევან, სინათლე ჩააქრე. - ზურგს უკან გასძახა ვიღაცას და წამსვე ჩამობნელდა ოთახი. მხოლოდ სცენაზე პატარა ადგილას ეცემოდა ყვითელი განათება.
სცენისკენ მაღალი, გამხდარი გოგონა დაიძრა, შავი თმები კეფაზე დაეხვავებინა და არც თუ ისე თავდაჯერებული ნაბიჯებით მოდიოდა. სცენის შუაგულში გაჩერდა, თვალები დახუჭა შემდეგ გაახილა და გაიღიმა. თავის გაცნობის შემდეგ, მონოლოგი წაიკითხა „ქარიშხლიანი უღელტეხილიდან“, ხმა უკანკალებდა, აშკარა იყო ნერვიულობდა, ბოლოს კი სულ ჩაუწყდა. ჟიურის შეფასებას არ დალოდებია მადლობა გადაიხდა და ისევ კუთხისკენ მიიყუჟა. მისი ადგილი ახლა დაბალმა, ქერა გოგონამ დაიკავა, შანდორ პეტეფის ლექსი, მართლაც რომ ძალიან ლამაზად წაიკითხა და მანაც კულისებს მიაშურა. ასე გაგრძელდა მანამ, სანამ ჩემი რიგი არ მოვიდა.
- შემდეგი! - რეჟისორის ხმაზე ჩემ წინ მდგარი გოგოები შემობრუნდნენ და სცენისკენ მანიშნეს. დავიბენი, აშკარად არ ვიყავი მზად, რა თქმა უნდა, არ ვიყავი, მე ხომ იქ სრულიად შემთხვევით მოვხდვდი. ერთი ნაბიჯით უკან დავიხიე და ის იყო კარი უნდა გამეღო, გრეკოს ხმამ რომ შემაჩერა.
- შემდეგი!
თითოს მოვინუსხე, ჯანდაბაში გავუშვი ჩემი შიში და კომპლექსები, გრეკოსთვის თავის მოწონების საუკეთესო შანსი მეძლეოდა და მეც წინ წავედი. სამ საფეხურიანი კიბე დინჯად და თავდაჯერებულად ავიარე და ცენტრში გავჩერდი. ყვითელი განათება პირდაპირ სახეში მირტყავდა, ვერავის ვხედავდი, თუმცა ინტუიციით ვიცოდი სად იჯდა გრეკო და სავარაუდოდ მას გავუსწორე თვალი.
რამდენიმე წამს ჩუმად ვიდექი, ჩემს ხელებს დავყურებდი და ვხვდებოდი პანიკის შეტევა როგორ თანდათან იპყრობდა ჩემს სხეულსა და გონებას.
- თამამად, თამამად... - გრეკოს მხიარულებაშეპარულ ხმაზე თავი ავწიე. „ოღონდ ახლა დაწყნარდი, ლოლა. დაწყნარდი, რა!“ ვჩურჩულებდი ჩემთვის. - თქვენი ადგილი ნამდვილად არ ყოფილა სცენაზე. შეგიძლიათ მიბრძანდეთ! - გრეკოს ირონიას დასასრული არ უჩანდა. გავბრაზდი, ჩემს სულელურ საქციელზე გული მომდიოდა, მე მას დაცინვის საშუალებას ვაძლევვდი, მის თვალში სუსტი გოგო გამოვჩნდი.
სკამი აგრიხინდა, ჟიური ადგილს ტოვებდა.“ უნდა მოვასწრო, უნდა მოვასწრო.“ მერე კი პირი გავაღე და როგორ და რანაირად არ ვიცი, თუმცა მეხუთე კლასში ნასწავლი „შვლის ნუკრის ნაამბობი“ დავიწყე.
ხმა მითრთოდა, სიტყვები ძალიან თავისუფლად ამომდიოდა, ჯერ ერთ ადგილას ვიდექი და დაბალ ხმაზე ვყვებოდი, შემდეგ სიარული და ხელების გამოყენება დავიწყე. დარბაზში სიჩუმე იყო გამეფებული, ვხვდებოდი მე ისინი დავიჭირე, ამან უფრო გამათამამა, უფრო მგზნებარედ უფრო თამამად გავაგრძელე, მერე ვიგრძენი რომ უნდა მეტირა, ყელში რაღაცამ წამიჭირა, ალბათ ეს არის როლში შესვლა, გავიფიქრე და თვალებიდან ცრემლები წამომივიდა. საიდანღაც აღტაცების ხმა გაისმა, მე ისევ განვაგრძობდი საუბარს, მერე ჩამოვჯექი, ხელები კალთაზე დავილაგე და გავჩუმდი. დარბაზი დუმდა. მე რეაქციას ველოდი, თუმცა ხმას არავინ იღებდა.
ფეხზე წამოვდექი, მანამდე იქვე სცენაზე მიგდებულ ჩანთას ხელი დავავლე და სცენიდან ჩასვლას ვაპირებდი.
- ლევან, სინათლე!
დარბაზი განათდა. კაშკაშა შუქმა თვალი მომჭრა და შემაყოვნა.
- თუ შეიძლება სცენაზე დაბრუნდით. - ეს გრეკო არ იყო.
არ მინდოდა, მაგრამ სხვა გზა არ იყო. ჩანთა ისევ ძირს დავდე და მათკენ შემოვბრუნდი. გრეკო სკამზე მიწოლილიყო, მარცხენა ფეხი მარჯვენაზე გადაედო და მიყურებდა, მის გვერდით მჯდარი ქალი დაბალ ხმაზე რაღაცას ეჩურჩულებოდა, მაგრამ როგორც ჩანს მას არ უსმენდა. ეგოისტურად მესიამოვნა.
- აბა, გაგვეცანი. ჩემს სიაში არ ხარ. - რეჟისორი წინ გადმოიხარა და ბურთულიანი კალმის თავი რამდენჯერმე დააკაკუნა მაგიდაზე.
ჩავახველე, ხმა ჩავიწმინდე.
- ლოლა ლაღიძე.
- რომელ კურსზე ხარ, ლოლა?
- პირველზე.
- ლოლა, სიმღერა შეგიძლია?
- მადონაზე უკეთ.
- ოჰოო... იუმორიც გქონიათ, ქალბატონო ლოლა. - გრეკო სკამზე შესწორდა, წინ გადმოიხარა. გამეღიმა.
- ცეკვა? - ისევ ირონია.
- პარტნიორობის კანდიდატს ვერ ვხედავ...
- მომწონს თქვენი თავდაჯერებულობა, ქალბატონო ლოლა. - რეჟისორი ფეხზე წამოდგა. - აყვანილი ხართ როლზე. - დარბაზში ყრუ გმინვა გაისმა. კარისკენ გავიხედე, გულდაწყვეტილი ღიმილით შემეგებნენ გოგოები. გავუღიმე, ხელი დამიქნიეს.
რეჟისორთან რამდენიმეწუთიანი საუბრის განმავლობაში თვალი გრეკოსკენ გამირბოდა. ის ისევ ისე იჯდა, აშკარად აღფრთოვანებული მიცქერდა და ისევ არ აქცევდა ყურადღებას გვერდით მჯდომს. მეღიმებოდა, ერთი სული მქონდა მასთან დალპარაკების შანსი როდის მომეცემოდა. ქალი აშკარად მიხვდა, რომ ჩვენს შორის თვალით გაბმულ კონტაქტში ზედმეტი იყო. ბოღმიანი მზერა მესროლა და ფეხზე წამოდგა.
- გრეკო, მე მივდივარ. არ წამოხვალ?
- შენ წადი, მეც მოვალ მალე. - ისევ არ მოუცილებია გრეკოს ჩემთვის თვალი.
- მერე მე აღარ მეცლება. - ნიშნისმოგებით გადახედა ქალმა გრეკოს და თავი ამაყად მოიღერა. გამარჯვებულის იერი ჰქონდა. ვცდილობდი თან რეჟისორისთვის მესმინა და თან მათი საუბრისთვის მეგდო ყური.
- ნუ გეცლება. - მობეზრებულად ახედა გრეკომ ქალს და ისევ კომფორტულად გადაწვა სკამზე. ქალს ღიმილი სახეზე შეაშრა, გაფითრდა, უნდოდა რაღაც ეთქვა, მაგრამ დაბნეულობისგან მხოლოდ ტუჩებს იჭამდა, შემდეგ მტრული მზერა მესროლა და კარისკენ გაბაკუნდა. ჩემი ეგო კმაყოფილებისგან მეცხრე ცაზე იყო. ბოლოს რეჟისორმა, სახელად კახამ, რამდენიმე თაბახის ფურცელი გადმომცა, როგორც მივხვდი სცენარი და მეორე დღის ორ საათზე დამიბარა. მხოლოდ მას შემდეგ წამოდგა ფეხზე გრეკო და ჩემკენ წამოვიდა. მთლიანად გაბადრული ვიდექი და ველოდი რას მეტყოდა.
- ყოჩაღ, ლოლა!
- გმადლობ. - გავუღიმე და ჩანთა მხარზე გადავიკიდე. გრეკომ გასვლისას კარში გამატარა და უკან მომყვა.
- ანუ მზად ხარ მეძავის როლი შეასრულო? - კიბეებზე ჩავდიოდით მისმა ნახევრად ჩურჩულით ნათქვამმა სიტყვებმა ადგილზე, რომ გამაშეშა.
- რა?
- ახლახან მეძავის როლზე დაგამტკიცეს, ლოლა. - ჩემ წინ შეჩერდა და ხელი იმ კარისკენ გაიშვირა, რომლიდანაც გამოვედით.
- მე, არ ვიცოდი...
- ეჰ, ლოლა, ლოლა... უკან რომ მომყვებოდი მეგონა ყველაფერი გააზრებული გქონდა, ჩემს სანახავად ამხელა მსხვერპლი გაიღე... ახლა რა უნდა ჰქნა? - ვითომ შეწუხებული სახე მიიღო, მერე კი სიცილი აუტყდა.
სიბრაზისგან ერთიანად გავწითლდი, მან მე გამომიჭირა.
- ყველაზე საზიზღარი არსება ხარ. - რაც შემეძლო სიძულვილით ვუთხარი და კიბეები ჩავირბინე.
- მართლაც კარგად შეგიძლია თამაში და გრძნობების დამალვა.
- ვერ ვიტან ქარაგმებით საუბარს.
- კარგი, კარგი... მოდი, შევრიგდეთ. არავის ვეტყვი, რომ ჩემ გამო გახვედი კასთინგზე. გამეცინა. უნივერსიტეტიდან ფეხით წამოვედით. მე სიბრაზემ მალე გადამიარა, გრეკო კი ნამდვილად კარგი მოსაუბრე აღმოჩნდა.
- დავიღალე, სახლში წავალ.
- გაგაცილებ. - ხელები ჯიბეებში ჩაიწყო და თავჩაღუნული გამომყვა.
- არა, მე გაგაცილებ. - გამეღიმა. - დაგავიწყდა? ჯერ შენი სახლია.
- კარგი, გამაცილე... ყველანაირად არანორმალური როგორ ხარ?
- მე ლოლა ვარ, გრეკო. - გამეცინა და მხარი გავკარი. - შემეგუე.
- ვხედავ, მომიწევს. - თავისთვის ჩაიბურტყუნა.
- აი, მოვედით. - უკვე ვარდისფერ სახლთან ვიდექით. - შედი, გაცივდები. - თმაზე გადავუსვი ხელი და მოურიდებლად ვაკოცე ლოყაზე.
- თავი გოგო მგონია, აუ... - ორივეს სიცილი აგვიტყდა. - შენთან ყველაფერი უკუღმა როგორაა?
- ასეთი დავიბადე, ან შენი ალუბლის ხიდან რომ ჩამოვვარდი, ექვსი წლის წინ მაშინ შევიცვალე, ან ბურთს, რომ მოვდევდი ქვაფენილზე და წავიქეცი მაშინ, - გრეკო სიცილს ვერ იკავებდა, ორივე ხელი თავზე შემოეწყო და გულიანად იცინოდა. - ან მაშინ, ზუკასთან ერთად ველოსიპედით, რომ დავეშვი და მუხლები გადავიტყავე. - ზუკას ხსენებაზე გრეკომ სიცილი შეწყვიტა. მეც გავჩუმდი. აშკარად უადგილოდ ვახსენე.
მივხვდი, არ ესიამოვნა.
- კაი, მიდი, ადი შენ... მეც საქმე მაქვს.
- კარგი, ნახვამდის. - მეც ცივად ვუპასუხე და ქუსლზე შემოვბრუნდი.
რამდენიმე მეტრი არ მქონდა გავლილი, უკან რომ მივიხედე. გრეკო ისევ ისე იდგა და მიყურებდა.
- სასიამოვნო იყო, შენი გაცნობა გრეკო. - არაფერი უთქვამს, მხრები აიჩეჩა და გამიღიმა.
- ჩემთვისაც, ლოლა.

გრეკოსგან განსხვავებით ზუკას ჩემი როლზე დამტკიცება სულაც არ გახარებია. სანამ მე აღფრთოვანებული ვუყვებოდი კასთინგის შესახებ, ზუკა გამომცდელად მიყურებდა. მის ოთახში ვიყავით.
- არაფერს მეტყვი? - ზუკა ფეხზე წამოდგა, თავისი ოთახის ღია კარში გაიხედა, მერე მიხურა და მომიბრუნდა.
- გრეკო მოგწონს?
- ნუ, მომწონს, კი. - არ ესიამოვნა. დავინახე როგორ დააჭირა ყბები ერთმანეთს.
- არ გინდა, ლოლა. გული გეტკინება.
- კარგი რა, შენ სულ ამას მეუბნები, შენი მოსაწონი ბიჭი ჩემ გვერდით ჯერ არ ყოფილა.
- ეს იმიტომ, რომ შენთის საუკეთესო მემეტება და არა და ნაძირალა.
- ამას რატომ მეუბნები? გრეკოზე რამე იცი? - მხარხე ხელი მოვკიდე და ჩემკენ მოვაბრუნე, თვალი ამარიდა. - ზურა, მითხარი!
- არაფერიც არ ვიცი, და ზუსტად იმიტომ რომ არ ვიცი, არ გინდა!
- ეს პასუხი არ არის, ზუკა, არც მიზეზია, არც საბაბი. - საწოლზე მიგდებულ ჩემს ტელეფონს ხელი დავავლე და ოთახიდან გაბრაზებული გამოვედი. არ გამომყოლია, იცოდა ჩემი ხასიათი. მთლიანად დაჭიმული ვიყავი, არ ვიცოდი რა მეფიქრა. ზუკას არგუმენტი იმდენად უსუსური იყო, რომ მასზე გაბრაზებაც არ ღირდა, მე უფრო თავად ზუკა მაფორიაქებდა.

სახლში წასვლა არ მიფიქრია, ქუჩას დავუყევი და ვცდილობდი გონებაში დამელაგებინა ყველაფერი. არ მინდოდა ზუკას საქციელისთვის სხვა სარჩული დამედო, მაგრამ ისიც მაფიქრებდა, რაც ზუკამ გრეკოზე მითხრა, მაგრამ თუ ასე იყო, თავად რატომ მეგობრობდა გრეკოსთან, რატომ შეეცვალა გრეკოს ზუკას ხსენებაზე სახე და საერთოდაც ცალ-ცალკე რატომ ვერ იტანდნენ ერთმანეთის ხსენებას.
კითხვები მქონდა, პასუხები არა!
ის იყო ქვაფენილს დავადექი, რომ ჩვენმა უბნის „მაყურებელმა“- ნათელა უფროსმა, შემამჩნია. სახე გაებადრა და ჩემკენ წამოვიდა. „ოღონდ ნათელა არა.“ გავიფიქრე ჩემთვის და მოახლოებულს ნაძალადევი ღიმილი შევაგებე.
- ლოლა, უნდა მიშველო. სასწრაფოდ გასასვლელი ვარ და ბავშვს ვერავის ვუტოვებ. ჩემი რძალიც სამსახურშია. წამოდი რა, გთხოვ, სულ ცოტა ხნით დაიტოვე ანანო. ხომ იცი, როგორ უყვარხარ, მხოლოდ შენთან გაჩერდება. - ანანოს ხსენებაზე გულზე მომეშვა. მე უარესს ველოდი. უარი არ მითქვამს, კარგი-თქო დავეთანხმე და მასთან ერთად შევაბიჯე ეზოში. ნათელა მიუხედავად თავისი ენისა, არ იყო ცუდი ქალი, გარდა ამისა სასწაულად ლამაზი ყვავილების ბაღი ჰქონდა და მის ეზოში ყოფნას ბავშვობიდან არაფერი მერჩივნა. მისი უმცროსი შვილიშვილი, ანანო სულ რაღაც ოთხი წლის, ცელქი, მაგრამ ძალიან საყვარელი ბავშვი, აქამდეც არაერთხელ დამიტოვებია და ამიტომაც სიამოვნებით დავთანხმდი.

სახლში მისულმა, ჯერ ჩემი განძი გამოვათრიე სამალავიდან და სიამაყით სავსემ სათითაოდ დავათვალიერე, მერე კი ასევე საგულდაგულოდ ფრთხილად ჩავალაგე და თავის ადგილას დავაბრუნე. მალე ამ ყუთში ვეღარ დამეტევათქო, გავიფიქრე და საწოლზე წამოვწექი. მხოლოდ ახლა გამახსენდა სცენარი, რომელიც ტუმბოზე მედო. ხელი გადავწიე, მაგიდის სანათი ავანთე და სცენარი გადავშალე. აქამდე არც სპექტაკლის სახელწოდებით დავინტერესებულვარ და არც მისი სცენარით, ახლა კი მუხლებზე მედო აკინძული თაბახის ფურცლები და სათაურს თვალს ვერ ვაშორებდი.
“მთვრალი ალუბალი“ - სპექტაკლის სახელწოდება!
გულმა თითქოს მუშაობა შეწყვიტა. გული გამითბა. იმ წამს გავიფიქრე, რომ ეს იყო ნიშანი.
სცენარს თვალი გადავავლე და ფურცლები გულზე მივიკარი. სპექტაკლის მოქმედება კაფეში ვითარდებოდა და გმირები კაფეს თანამშრომლები იყვნენ. როგორც სცენარიდან გავიგე ჩემი გმირი მხიარული, ახალგაზრდა გოგონა, ასევე ახალგაზრდა, ამავე კაფეს თანამშრომელ ბიჭს მოსწონს, მოქმედება ამ ორი ადამიანის ირგვლივ, სიცილსა და ტირილში, ცეკვასა და სიმღერაში მიმდინარეობს და ყველაფერი მათი ქორწინებით მთავრდება. იმ კაფეში ადამიანებს ტკბილეულით უმასპინძლდებიან. ერთმანეთს თან უსმენენ თან ეჩხუბებიან, რაღაცის დაკარგვის ეშინიათ და დაუსრულებელ მოლოდინში იმყოფებიან.
სიზმარში ვარ-მეთქი გავიფიქრე მე და ალუბლები გადაჯაჭვულნი ვიყავით. ვეცადე დამეძინა, რთული იყო, ამ ყველაფერის შემდეგ დაძინება.


ლექციებზე ერთ ადგილას ვერ ვისვენებდი, საათს დავყურებდი და ორი საათის მოსვლას გულისკანკალით ველოდი. როგორც იქნა დრო გავიდა, ჩანთა ავიღე და მანსარდის კიბეებს ავუყევი. კარებთან ვიდექი და შიგნით შესვლას ვერ ვბედავდი. ასე ცხელ გულზე მივიღე გადაწყვეტილება, მოვედი აქ და სრულიად შემთხვევით მივიღე როლი. ეს ყველაფერი კი გრეკოსა და ალუბლებს უკავშირდებოდა, ღირდა კი ამ სიზმრის გაგრძელება? მეშინოდა, რომ თავს ვერ გავართმევდი, მეშინოდა, რომ იმედები გამიცრუვდებოდა. ნამდვილად არ მინდოდა გრეკოს დევნის ამბავი ჩემთვის სამარცხვინოდ დასრულებულიყო. დასაკაკუნებლად აწეული ხელი, რამდენჯერმე ისევ ჩამოვწიე. კარს იქით ხმაური ისმოდა, სიცილი და მუსიკა ერთმანეთში არეულიყო. ხელები მოვმუშტე და გავშალე, დაწყნარებას ვცდილობდი. მერე კი გავბედე და ფრთხილად დავაკაკუნე, არავინ გამომხმაურებია, ახლა უფრო ძლიერად დავაკაკუნე, არც ამჯერად გაუღიათ კარი. ბოლოს გავბედე და ფრთხილად შევაღე, ფანჯრებზე სქელი ფარდები ბოლომდე ჩამოეფარებინათ, მხოლოდ ერთგან აეკეცათ ფარდის ბოლო და მზის სხივი მტვრის ნაწილაკების სახით ოდნავ ანათებდა დარბაზს. კოლიდორი ჩუმად გავიარე და დარბაზთან შევჩერდი. რეჟისორი, ერთი გოგონა და ორი ბიჭი პირდაპირ სცენის იატაკზე ისხდნენ და ეწეოდნენ.
- ჰმ! - ჩავახველე, რაც შემეძლო ბუნებრივად. შემამჩნიეს.
- ჩვენი მთავარი როლის შემსრულებელიც მოსულა. - რეჟისორი ფეხზე წამოდგა და მათკენ მიმიხმო. თავი არ გამომიდია, ხმადაბლა მივესალმე და მეც იატაკზე მოვთავსდი.
- გაიცანი, ეს ანია, ესენი ლაშა და ილია, მალე შენი პარტნიორი მოვა და დავიწყოთ. - მხოლოდ ახლა, ჩემი პარტნიორის ხსენებაზე დავფიქრდი იმაზე თუ ვისთან ერთად მომიწევდა თამაში. ავფორიაქდი, მაგრამ ვეცადე ჩემი ნერვიულობა მათთვის არ მეგრძნობინებინა. ზრდილობიანად გავუღიმე ყველას და ვითომ სცენარს ვკითხულობდი ისე ჩავაჩერდი ფურცლებს. მალე კარი გაიღო და დარბაზში ისევ ის ქალი შემობაკუნდა, უკან კი მოკლე, ტყავის ქურთუკსა და ჯინსებში გამოწყობილი გრეკო მოჰყვა. ოვაციებით შეეგებნენ, ქალმა თავმომწონედ გაიღიმა და სცენაზე მდგარ ერთადერთ სკამს მიაშურა. გრეკომ თავი დამიკრა და ჩემ მოპირდაპირედ, იატაკზე მოთავსდა.
- რადგანაც ყველა აქ ვართ, შეგვიძლია დავიწყოთ. - რეჟისორმა განკარგულება გასცა და სცენა განათდა. - ლოლა, შენ და გრეკოს ერთად ბევრი მუშაობა მოგიწევთ, თუმცა დღეს არ დაგტვირთავთ.
დამცხა!
გრეკოს და მე, მე და გრეკოს! აი, თურმე რა! ახლა გასაგებია რა უნდოდა გრეკოს აქ. მე და მას ერთად მოგვიწევს ამ სპექტაკლში თამაში. თვალი მისკენ გავაპარე, მშვიდად იჯდა და ფურცლებს ჩაჰყურებდა, არანაირი აღელვება, არც ღიმილი.
ჩემი სახელის ხსენებაზე ქალმა, რომელსაც, როგორც გავიგე, ინა ერქვა, თვალები მოწკურა და ნესტოები დაებერა. მერეც მთელი რეპეტიციის განმავლობაში რაღაცნაირი ირონიული მზერით გადმოგვხედავდა ხოლმე მე და გრეკოს. ჩვენი დიალოგის დროს კი სულ ვერ შეიკავა თავი, თეატრალიზებურად წამოიჭრა ფეხზე, მე დავიღალე და მივდივარო, თქვა და დარბაზიდან გაიჭრა.
გრეკომ ჩუმად ჩაიცინა, არც რეჟისორს გაუპროტესტებია და არც მსახიობებს, თითქოს მისმა წასვლამ სიტუაცია განმუხტა, უფრო ლაღად და ბუნებრივად გავაგრძელეთ ერთმანეთში შეთამაშება. ჩემი და გრეკოს დიალოგის დროს, მისმა ტელეფონმა რეკვა დაიწყო, გრეკომ დინჯად ამოიღო ტელეფონი და უკმაყოფილოდ შეკრა წარბი, გათიშა და ისევ ჯიბეში ჩაიდო. ტელეფონმა მალე ისევ დაიწყო რეკვა. რა თქმა უნდა, ეს ინა იყო.
- სიურპრიზიც ამას ჰქვია, არ ვიცოდი შენ თუ თამაშობდი ამ სპექტაკლში. - ვუთხარი, როცა რეპეტიცია დამთავრდა და სხვებთან ერთად დარბაზიდან გამოვედით.
- ინამ დაიჟინა.
- ინამ? - არ მესიამოვნა. - მიკვირს, ჩემს როლზე, რომ არ აქვს პრეტენზია. - ჩაეცინა.
- საშინლად მოუხერხებელია, არც ცეკვა ეხერხება და არც სიმღერა.
- ჰო ეტყობა, მხოლოდ პოზირება შეუძლია. - რატომ არ დააჭერ ენას კბილს, ლოლა, რატომ ხარ ასეთი დაუფიქრებელი?
- ჰო, ეს კი კარგად გამოსდის. - არ შეიმჩნია, თუმცა კი ყველაფერს მიხვდა. - ესეც.
- ესეც? - ხმა არ ამოუღია, ჩუმად გამოვედით გარეთ. ის იყო დამშვიდობებას ვაპირებდი, მაჯაზე ხელი ჩამჭიდა და ფრთხილად გადავიდა თითებისკენ.
- წამოხვალ ჩემთან? ჩაი დავლიოთ და ჩემს ნახატებს გაჩვენებ. - თვალებში მიყურებდა, დაბნეული და დაძაბული ჩანდა. არ ვიცი რამდენად კარგი იდეა იყო, მასთან ერთად წასვლა, მის სახლში და ჩაის სმა, მაგრამ დავთანხმდი.
ჩვენს ქუჩაზე, რომ შევუხვიეთ, ჩემდაუნებურად იქით გამექცა მზერა, სადაც ზუკა და ბიჭები კარტს თამაშობდნენ ხოლმე და შვებით ამოვისუნთქე, როცა იქ ზუკა არ იყო. გრეკომ ბიჭებს ხელი აუწია და მიესალმა. მათაც უცნაურად გადმოგვხედეს, ზურგი მეწვოდა მზერისაგან.
- ხვალ ყველას ეცოდინება, შენ რომ ჩემთან იყავი.
- უფრო ადრეც. - ორივეს გაგვეცინა.
- ნუ ხარ დაძაბული, მიდი. - ზურგზე ოდნავ მიბიძგა გრეკომ და მეც ფეხს ავუჩქარე. ჩემი პირველი სტუმრობის შემდეგ აქ არაფერი იყო შეცვლილი. თვალი იმ მაგიდისკენ გამექცა საიდანაც საფერფლე ავიღე. იქაურობა დაელაგებინა, რა თქმა უნდა. სიგარეტის ნამწვავები აღარ ეყარა, თუმცა თაბახის ფურცლები ისევ ადგილზე ეწყო.
- აქ დაჯექი, წყალს დავდგამ და მოვალ. - დივანზე მიმითითა გრეკომ და თავად სამზარეულოს მიაშურა.
დივანს მივუახლოვდი, მაგრამ დაჯდომა ვერ გავბედე. ზემოდან დავყურებდი ფურცლებს და თავს აფორიაქებულად ვგრძნობდი.
- დაჯექი, რატომ დგახარ?
- შენ გელოდი, - ნაძალადევად გავუღიმე და მისკენ შევბრუნდი. ქურთკი გაეხადა და ახლა მხოლოდ გრძელსახელოიანი ნაცრისფერი მაისურით იდგა. გაეღიმა.
- გინდა რამეს ვუყუროთ?
- რა ვიცი, შენ როგორც გინდა. - მხრები ავიჩეჩე და დივნის კიდეზე ჩამოვჯექი.
- მე არ მინდა, მაგრამ თუ შენ გინდა, ჩავრთოთ.
- არც მე მინდა! - გავუღიმე. - ისე მუსიკას მოვუსმენდი.
- კარგი, მაშინ ჩაის მოვიტან და მოვალ. - უკან გაბრუნებულს თვალი გავაყოლე და მეც უკან მივყევი.
- დაგეხმარები. - ჩაის პაკეტი ხელიდან ავართვი და თაროებზე შაქარს დავუწყე ძებნა.
- სასიამოვნო სანახავი ხარ ჩემს სამზარეულოში. - ზურგს უკან იდგა და მის სუნთქვას ვგრძნობდი. მესიამოვნა.
- შაქარი სად გაქვს?
- არ მაქვს.
- აბა, რით დავატკბოთ?
- მე არ მინდა დატკბობა, ისედაც ტკბილი ვარ.
- მაშინ არც მე...
- რატომ, შენც ტკბილი ხარ? - ხელი გავკარი და გავუცინე. - მოწევ? - მისაღებში დაბრუნების შემდეგ სიგარეტის კოლოფი გამომიწოდა.
- არ ვეწევი...
- ჰო, მე არ მომწონს მწეველი გოგოები. – „თავდაჯერებული იდიოტი“ - გავიფიქრე, მაგრამ ვერ გავბრაზდი, გამეღიმა.
ჩუმად ვისხედით და უშაქრო ჩაის ვსვამდით. ერთმანეთს მხრებით ვეხებოდით და მე დამეფიცება, რომ მისგან წამოსულ სითბოს ვგრძნობდი.
- მე დაგინახეთ... - ძალიან ჩუმად ამოვიჩურჩულე, დარწმუნებული არ ვიყავი, რომ გაიგებდა.
- მეც დაგინახე.
თავისთვის ჩაილაპარაკა, მაგრამ ჩემთვის არ შემოუხედავს.
- ის ქალი, ინა...
- ხომ გითხარი, შიშველი ქალები არ აღმაგზნებენ-მეთქი. - ჩემკენ შემობრუნდა, თვალებში მიყურებდა. ნერწყვი მძიმედ გადავყლაპე.
- არც მიფიქრია...
- იფიქრე...
- არ მინდა.
- არადა სულ მაგაზე ფიქრობ. - ჩაის ფინჯანი ისე დადგა მაგიდაზე ჩემთვის თვალი არ მოუცილებია. ჩემკენ მოიწია და ძალიან დიდხანს მიყურა თვალებში.
მომწონდა ეს სიტუაცია, მომწონდა ლუკა და მისი შემოხედვა.
კოცნას ველოდი, მინდოდა. კარგი, ვაღიარებ, უფრო მეტზეც ვიყავი თანახმა, მაგრამ გრეკომ არ მაკოცა. დაჟინებით მიყურებდა თვალებში, უკვე ვეღარ ვუძლებდი მის მზერას, მეგონა შიგნიდან ვიწვოდი, ყველა ორგანო გამიცხელდა, მუცლის კუნთები დამეჭიმა, ხელები ამიკანკალდა. ფინჯანს მთელი ძალით ვუჭერდი ხელს, რომ როგორმე მასაც არ შეემჩნია. აი, მესმის აქტი, კონტაქტი თვალებით.
ბოლოს ლუკამ ღრმად ამოისუნთქა და უკან დაიწია.
- კიდევ ფიქრობ, რომ ჩემთან ყოფნა გინდა?
- გეყოფა, ლუკა... - ხელისკანკალით დავდგი ფინჯანი მაგიდაზე და ფეხზე ავდექი, კიბეებს ავუყევი და იმ ოთახისკენ დავიძარი, სადაც გრეკო ინას ხატავდა. უკან მომყვებოდა.

დერეფანი იმაზე მეტად გაიწელა, ვიდრე სინამდვილეში იყო, ალბათ იმიტომ, რომ მე მივდიოდი ნელა, კედლებს ვათვალიერედი და გრეკოს ნახატებთან სათითაოდ ვჩერდებოდი. მე რომ ვჩერდებოდი ის ჩემ უკან დგებოდა, ხმას არ იღებდა, თუმცა ვგრძნობდი, რომ მიყურებდა, მისი მზერა სხეულს მიწვავდა.
- მომიყევი შენზე. მაინტერესებს.
- არაფერი საინტერესო ჩემზე არ არსებობს. - ამჯერად ის წავიდა წინ, ოთახის კარი გამიღო და დაელოდა სანამ შიგნით შევიდოდი.
- ყველას აქვს რაღაც საინტერესო, რაღაც დაფარული.
- შენ მგონი ჩემი იდუმალება გხიბლავს. - ნაჭერგადაფარებულ მოლბერტთან მივიდა, თეთრი ქსოვილი ფრთხილად მოაშორა, ნახატი ჩამოიღო და ისე რომ ჩემკენ არ მოუბრუნებია, კედელს მიაყუდა. სანამ ახალ ტილოს დგამდა, მე ფანჯარის რაფას მივეყრდენი და ოთახს მოვავლე თვალი. ოთახის ჭერი ხელოვნურად დაედაბლებინათ, ჭერში გამოჭრილი კიბე ალბათ კიდევ ზემოთა სართულზე ადიოდა. - არავითარი საიდუმლო ჩემზე არ არსებობს, რასაც არ უნდა ამბობდნენ ბოროტი ენები არ დაიჯერო. მხოლოდ მე შემიძლია გითხრა ის, რაც არის. მე კი გეუბნები, რომ არაფერი არ არის... არაფერი რაც შენ გატკენს.
- რატომ გგონია, რომ ეგ მაწუხებს?
- ეს ყველას აწუხებს...
- ყველას არა.
- ყველას, ვისაც უყვარს. - წელში გასწორდა და ჩემკენ წამოვიდა. გაკვეთილის მოსაყოლად წამომდგარი მოსწავლესავით გავსწორდი, ხელები დაბლა ჩამოვუშვი და დაველოდე მის მოქმედებას. მინდოდა მეთქვა, რომ მე არ მიყვარდა და რომ ეს სისულლე იყო, მაგრამ როგორც ყოველთვის ახლაც მიმიხვდა.
- ეგ პირიქითაა, ვისაც უყვარს ის ამაზე არ წუხს, რომ ატკენენ. - თითქოს ნიშნი მოვუგე, მაგრამ ვერ მივხვდი ისე გავეცი ჩემი თავი.
- შენ არ გიყვარვარ... მაგრამ სულ ჩემთან ყოფნა გინდა, ცდილობ მომიახლოვდე, ცდილობ დაფარულს ჩასწვდე, გაიგო ის რაც ასე გიზიდავს, რაც ასე გაფორიაქებს.
- ამბობ, რომ არაფერი არ გაქვს დამალული, მაგრამ ასე არსაიდან მოხვედი, ასე უეცრად დაიკავე ჩემს ცხოვრებაში ადგილი, მინდა ვიცოდე ვინ ხარ. - ახლა უკვე აღარ ვიყავი თავდაჯერებული, ვკანკალებდი, მოშვებულად და გამოფიტულად ვგრძნობდი თავს. - მაქვს ამის ცოდნის უფლება, ლუკა.
- ნუთუ საუბარი საკუთარ თავზე უფრო მნიშვნელოვანია შენთვის, ვიდრე სიტუაცია, ვიდრე ის, რაც აქ ხდება, ნუთუ პასუხი აქამდე ვერ გავეცი შენ კითხვებს?
- კარგი...- მობეზრებულად ჩაილაპარაკა და გამეცალა. - რა გაინტერესებს?
- ხომ შეიძლება ადამიანმა კითხვა დაგისვას და უპასუხო, ეს ნორმალურია, მინდა ვიცოდე აქამდე სად იყავი, რას აკეთებდი, რატომ დაბრუნდი, რა გინდა უნივერსიტეტში, სპექტაკლში, ჩემგან რა გინდა, ლუკა? - ავღელდი. - მაწუხებს ეს კითხვები. რთულია ასე გაუცნობლად შენთან ახლოს მოსვლა.
- იმის გეშინია გითხრა, რომ ცუდ ამბებში ვიყავი გარეული და ამიტომ არ ვიყავი აქ? შეგიძლია დაწყნარდე.
- კარგი, ლუკა როცა მოგინდება საუბარი ამაზე, მაშინ ვისაუბროთ. ახლა წავალ, არ მინდა უაზროდ დავძაბოთ ურთიერთობა, მგონი მე იმაზე მეტი გავაკეთე ჩვენთვის ვიდრე მევალებოდა. - სიტყვა „ჩვენთვის“ რაც შემეძლო გამოვკვეთე.
- ლოლა, - გრეკოს ხმამ დერეფანში შემაჩერა. - დაბრუნდი. - შევჩერდი, მაგრამ დაბრუნება არ მინდოდა.
- რისთვის?
- გიპასუხებ... ყველაფერზე, რაც გაინტერესებს.
პირველად ამ საუბრის განმავლობაში თავისუფლად ამოვისუნთქე, ვიგრძენი რომ მომეშვა.
პასუხებს ახლა უწინდელი მნიშვნელობა დაეკარგა.
მისკენ შევბრუნდი, კარებში იდგა, დაძაბული მზერა ჰქონდა. მივუახლოვდი. ორივე ხელი ხელებზე ჩამჭიდა, თვალებში მიყურებდა. მომეჩვენა, რომ შეშინებული იყო. არ ჰგავდა იმ გრეკოს პირველად რომ ვნახე, არც იმას სპექტაკლში პარტნიორობას, რომ მიწევდა.
- ჩვენს შორის გრავიტაციაა, შენი სხეული იძაბება ჩემს მოახლოებაზე. - გაეცინა.
- შევიდეთ?
- შევიდეთ. - ისევ წინ გამატარა. დივანს მივუახლოვდი, იმ წამს ინა და მისი შიშველი სხეული წარმომიდგა თვალწინ და მოვიქუფრე. შენიშნა.
- მოდი, აქ დავსხდეთ. - ფანჯრისკენ წამიყვანა, ორივე რაფაზე ჩამოვსხედით. ერთხანს ჩუმად მიყურებდა.
- აქედან თორმეტი წლის ასაკში წავედით ოჯახით, არ მინდოდა, მაგრამ მე მაშინ არავინ მკითხავდა ამას. მამაჩემი სამსახურში რაღაც პრობლემებში გაეხვა, დიდ შარში... დააპატიმრეს. ჩვენ კი იძულებულნი გავხდით დედის ნათესავებთან წავსულიყავით გერმანიაში. სკოლა იქ დავამთავრე. დაბრუნება მინდოდა, მაგრამ ვიცოდი პროფესიის უქონლობის გამო, აქ თავს ვერ გავიტანდი, ამიტომ უნივერსიტეტში ჩავაბარე. დამთავრების მერე გადავწყვიტე დავბრუნებულიყავი, ჩემი პროფესიით ვეძებდი სამსახურს და როცა თანხმობის წერილი მომივიდა აქედან, მაშინვე ჩამოვედი. ჩემი ოჯახი ისევ იქ დარჩა.
- მამაშენი? - მოსმენილისგან გაოგნებულმა ძლივს ამოვიღე ხმა, არასდროს არ მსმენოდა გრეკოს მამისა და ოჯახის ამბავი, მათზე უბანში არავინ არაფერი იცოდა.
- ხუთი წლის წინ ციხეში გარდაიცვალა...
- ვწუხვარ... - იმ წამს ვინანე, რომ კითხვა დავუსვი, ვინანე რომ საერთოდ წარსულზე ავალაპარაკე.
- აი, ახლა ყველაფერი იცი. - ფანჯარაში გაიხედა, მის მზერას თვალი გავაყოლე, შეღამებულ ცაზე, ნახევარმთვარე დაკიდებულიყო. ქალაქი ხმაურობდა, ქუჩას ლამპიონები ანათებდნენ. ჩვენს ქვაფენილს ზუკა მოუყვებოდა, ხელები ჯიბეებში ჩაეწყო. შევცბი, რაფიდან ჩამოვხტი და ვცადე თავი ისე დამეჭირა, ლუკა რამეს არ მიმხვდარიყო. არ გამომივიდა.
- ზუკას ემელები, ლოლა? - ირონიული ხმა ჰქონდა, თვალებში ბრაზი გასჩენოდა.
- არ ვიმალები. ჰო, კარგი, არ მინდა აქ მნახოს, ამ დროს, ამაში უცნაური რა არის.
- დაგავიწყდა, რომ მაინც გაიგებს? - ლუკას სიტყვა არ ჰქონდა დამთავრებული, ზარის ხმა რომ გაისმა. შევხტი, წარმოვიდგინე, რომ ზუკა მოვიდა და გული ამიკანკალდა.
- ასე ნუ გეშინია, ლოლა. ზუკას არაფერს ვეტყვი. - ისევ ირონიულად გამიღიმა და ოთახიდან გავიდა. ცოტა ხანს ვითმინე, მაგრამ ინტერესმა მძლია და ფეხაკრეფით გავედი დერეფანში. დაბლიდან ხმები ისმოდა. რაც შემეძლო ჩუმად მივიპარე კიბესთან და ვცადე მისაღებში ჩამეხედა.
ინას დაბალმა და ოდნავ ჩახლეჩილმა ხმამ მაშინვე მიიქცია ყურადღება. ვერ ვარჩევდი რაზე საუბრობდნენ, თუმცა მაინც საშინლად ვიეჭვიანე. აღარ შემეძლო ასე ჩუმად ვმდგარიყავი და მათი საუბრისთვის მესმინა, ამიტომ ნელა დავიწყე კიბეებზე ჩასვლა. ფეხის ხმაზე ორივემ ერთდროულად ამომხედა. ინა შეკრთა, ეჭვიანი მზერით გადახედა გრეკოს, მან კი უბრალოდ მკრთალად გამიღიმა.
- ლოლა? შენ აქ რა გინდა?
- გამარჯობა, ინა. არაფერი, ისე შემოვიარე, მეზობელი მოვინახულე.
- ჰოო? - ისევ ჩამეკითხა ინა, შევატყე როგორ გაუწითლდა ლოყები, არ ვიცი ეჭვიანობისგან, თუ სირცხვილისგან.
- მე უკვე მივდიოდი, აბა, კარგად, ინა. - კეთილგანწყობილი ღიმილით გადავჭერი მანძილი კიბიდან ოთახის ცენტრამდე, ინას და გრეკოს შუაში გავიარე და ის იყო კარი უნდა გამეღო, ლუკას ხმამ რომ შემაჩერა.
- ლოლა, - კართან მყოფს ლუკას სიტყვები დამეწია. - დაგირეკავ.
- კარგად. - გაბრაზებული ვიყავი ინაზეც, გრეკოზეც და ჩემ თავზეც. გაბრაზებაზე მეტად კი ეჭვიანობა მახრჩობდა, რა უნდოდა ინას? რატომ არ გამაჩერა გრეკომ, რატომ მომცა ასე გაურკვევლობაში მყოფს გამოსვლის საშუალება?
ეზოდან ისე გამოვედი არ დავფიქრებულვარ, რომ ქუჩაში შეიძლება ზუკას გადავყროდი. სახლში ასულმა ტანსაცმელი გამოვიცვალე და საწოლზე წამოვწექი, ყურში ყურსასმენები მქონდა გაკეთებული და Governors - Is This Love ვუსმენდი. უკვე გვიანი იყო დედა, რომ შემოვიდა, ზუკა მოვიდა და გელოდებაო, გამიკვირდა. ზუკას არასდროს სჭირდებოდა ჩემთან შემოსასვლელად ჩემი თანხმობა. იმ დროს აწკრიალებული ტელეფონისთვის ყურადღება არ მიმიქცევია ისე გავედი მისაღებ ოთახში.
- ზუკა? - დივანზე მჯდარ და ტელეფონში ჩამძვრალს გვერდით მივუჯექი და ლოყაზე ვაკოცე. - რა ხდება?
- რა უნდა ხდებოდეს, მომენატრე. - ისეთი სითბოთი და გულწრფელი ხმით მითხრა გული გამითბა, თავი მხარზე დავადე და მეც მის ტელეფონს ჩავაცქერდი.
- მეც მომენატრე. - მართლაც მომნატრებოდა, მაშინ იმ წამს ვიგრძენი, თუ რამხელა დისტანცია გაჩენილიყო ჩვენ შორის და თითქოს ამ სიტყვებმა ისევ შეგვაკავშირა. გული ამიჩუყდა, თავი სახლში ვიგრძენი, იმ სახლში, რომლიდანაც თითქოს რაღაც მიზეზით გამომაგდეს, თუ მე თავად წამოვედი და ახლა ერთბაშად უკან დავბრუნდი. თვალები მქონდა დახუჭული და მის გახშირებულ სუნთქვას ვუგდებდი ყურს. ზუსტად ვიცოდი არც ის იყო მშვიდად, უფრო სწორედ მშვიდად იყო, მაგრამ ტელეფონი ისე უბრალოდ ეჭირა, გულისყური მთლიანად ჩემკენ ჰქონდა მომართული.
დიდხანს ვისხედით ასე ჩუმად, მომწონდა მის სიახლოვეს ყოფნა. მერე ზუკამ ხელი მხარზე მომხვია და გულზე მიმიკრა.
- ძალიან მიყვარხარ. - ყურში ჩამჩურჩულა, თავზე მაკოცა და ადგა. გულმა საშინელი სისწრაფით დამიწყო ძგერა, სანამ გონს მოვედი ზუკამ კარი გააღო და გავიდა. თითქოს ოთახი დაიბურა, ჩამობნელდა, ჰაერი გათბა, ხელები ამიკანკალდა, სუნთქვა შემეკრა. ვიდექი შუა ოთახში და ვერ გამერკვია, რა იყო ეს ყოველივე.
„ზუკას ადრეც არაერთხელ უთქვამს ჩემთვის რომ ვუყვარდი, აბა ახლა რამ აგაღელვა, ლოლა?“ - ვეკითხებოდი ჩემ თავს და პასუხს ვერ ვიღებდი. ალბათ ეს ზუკას საქცელიდან გამოდინარე იყო. სხვანაირად იქცეოდა, სხვანაირად საუბრობდა და შევატყვე, რომ ამ ბოლო დროს სულ შეცვლილიყო, ჩემი ნაცნობი ზუკა, ჩემი მეგობარი ზუკა, ახლა მე სხვა თვალით დავინახე.
„არა, ამაზე არ უნდა იფიქრო, ლოლა.“
ოთახში შებრუნებულს ტელეფონზე გრეკოს ექვსი გამოტოვებული ზარი დამხვდა. ტელეფონი ისევ ტუმბოზე დავდე და დავწექი, ახლა არ მინდოდა არც გრეკოს ხმის გაგონება და არც რამეზე ფიქრი. მინდოდა დამეძინა და დამშვიდებულს გამეღვიძა.

დილით სახლიდან გამოსულმა ერთხანს ვიფიქრე, რომ ზუკასთან შემევლო. უკვე მის სახლთან ვიყავი, რომ დავინახე, როგორ ჯდებოდა ზუკა გრეკოსთან მანქანაში. გავჩერდი. აქამდე ისიც არ ვიცოდი მანქანა, თუ ჰყავდა, არც ის ვიცოდი სად მიდიოდნენ და ვიგრძენი რომ დავიძაბე. ვადროვე სანამ მანქანამ ქვაფენილი ჩაიარა და მხოლოდ შემდეგ განვაგრძე გზა.
უნივერსიტეტში ისეთი გადატვირთული დღე მქონდა ზუკაზე საფიქრალად არ მეცალა. ლექციების შემდეგ ბიბლიოთეკაში შევიარე და წინა დღით გამოტანილი წიგნი უკან დავაბრუნე, რამდენიმე გვერდი დავაკონსპექტე და ის იყო წამოსვლას ვაპირებდი, კახას მესიჯი მივიღე. თხუთმეტ წუთში დარბაზში მელოდებოდა. ღრმად ამოვისუნთქე და ჩემი თავი კიდევ ერთხელ გავკიცხე იმის გამო, რომ ჩემი დაუფიქრებლობის გამო ამხელა საქმეს შევეჭიდე. ტელეფონი შარვლის უკანა ჯიბეში ჩავიდე, ჩანთა გადავიკიდე, მაგიდაზე დახვავებულ წიგნებს ხელი დავავლე და მანსარდიკენ წავედი. კიბეებზე ლაშა და ილია დამხვდნენ ჩამომსხდარნი, ორივეს ღიმილით მივესალმე და კარი შევაღე.
შესვლისთანავე მომხვდა ყურში ინას კისკისისა და გრეკოს სიცილის ხმა. ჩემ დანახვაზე ორივე გაჩუმდა, ინამ თავისი ტელეფონი აიღო და ფანჯარას მიაშურა. გრეკომ კი გამიღიმა და თვალი ჩამიკრა. უსიამოდ მომხვდა მისი სიცილი თვალში, მაგრამ ვეცადე არ შემემჩნია, სიცილის გამო ხომ ვერ გავბრაზდებოდი.
- მოხვედი?
- მოვედი, რა ხდება? - საკოცნელად გადმოწეულს მოხერხებულად ავუარე გვერდი და ჩემი ნივთები მაგიდაზე დავაწყე.
- მოხდა რამე?
- არაა, კახა სადაა? რეპეტიცია არ გვექნება?
- მოსაწევად გავიდა, ლოლა, რამე მოხდა? - გრეკომ წინ მომიარა და გამომცდელად მომაჩერდა. ორივე ხელით მაგიდას დავეყრდენი, არ მინდოდა, მაგრამ თვალი მაინც ჩვენკენ მომზირალი ინასკენ გამექცა. რაფაზე იჯდა, სარკმელი ოდნავ შეეღო და თითებში მოქცეულს სიგარეტს მაგრად უჭერდა კბილებს.
ნაღვლიანი მეჩვენა.
გრეკომ ჩემს მზერას თვალი გააყოლა და ჩაეცინა.
- მერე სალაპარაკო გვაქვს, ლოლა. - ხმადაბლა მითხრა და დარბაზში შემოსული კახასკენ გაემართა. კიდევ ერთხელ გავაპარე თვალი ინასკენ, მერე კი მეც დანარჩენებს შევუერთდი.
ისევ სცენის შუაგულში ვისხედით და ისევ საინტერესოდ მიმდინარეობდა რეპეტიცია. ყველა ვხალისობდით, მხოლოდ ინა იჯდა რაფაზე და აკანკალებული ხელით სიგარეტს ეწეოდა. ისევ დაჟინებით მიმზერდა გრეკო და თავს ხან ერთ გვერდზე ხრიდა, ხან მეორეზე. გაურკვეველი გრძნობები მჭამდა. ვერ ვხვდებოდი რა მოხდა ჩემი წამოსვლის შემდეგ, რაზე ისაუბრეს ინამ და ლუკამ, რატომ იქცეოდა ინა ასე უცნაურად. გრეკო კი თითქოს ჩემ ჯიბრზე გახედავდა ხოლმე ინას და წამით თვალებში ნაღველი უდგებოდა.
ეჭვიანობისგან მინდოდა მეტირა, მეყვირა, მინდოდა გავქცეულიყავი, მაგრამ ვერ ვდგებოდი, ვიჯექი ჩუმად და უღიმღამოდ ვამბობდი ჩემს რეპლიკებს,
- ასე არაფერი გამოვა, ლოლა. - ერთ დიალოგზე მოულოდნელად გაბრაზებული წამოდგა ფეხზე კახა და ჯიბიდან სიგარეტი ამოიღო. - რობოტივით მექანიკურად იძლევი პასუხებს, არანაირი ემოცია, არანაირი გრძნობა, არც სიხალისე, სად გაქრა შენი მსახიობური ნიჭი?
- არ ვიცი...
- რა არ იცი? ასე არ შეიძლება, მალე პრემიერა გვექნება, შენ თუ ასე გააგრძელე, ალბათ სპექტაკლი ჩაგვივარდება. - მოუთმენლად დააბიჯებდა კახა სცენაზე და გაბრაზებული იქნევდა ხელებს.
- კახა, გეყოფა, - გრეკო ფეხზე წამოდგა, სერიოზული იყო, მოღუშული და გაბრაზებული უყურებდა კახას. - ლოლა, უბრალოდ დაღლილია, დაისვენებს და ხვალ ჩვეულ ფორმაში იქნება.
- იმედი მაქვს, გრეკო...
- ჩვენ წავალთ, უჩვენოდ გააგრძელეთ. - ლუკამ ჩემს ნივთებს მოკიდა ხელი და სცენიდან ჩავიდა. - ლოლა, წამოდი.
- რა... ლუკა, - სადღაც გულის სიღრმეში საშინლად გავბრაზდი ლუკაზე ასე ერთპიროვნულად, რომ მიიღო გადაწყვეტილება, მაგრამ მაინც საოცრად მესიამოვნა მისი გამოქომაგება. - ლუკა...
- დაიღალე, დასვენება გჭირდება.
- გეყოფა, ლუკა. ბავშვი არ ვარ. არ მიყვარს როცა ვინმე ჩემს ნაცვლად იღებს გადაწყვეტილებებს. ეს ჩემი საქმეა და მე მივხედავ.
- შენს ხასიათსაც მიხედავ, ლოლა? - ლუკა კიბეებზე შედგა და ჩემკენ შემობრუნდა.
- მივხედავ. - ჩანთა გამოვართვი, მხარზე გადავიკიდე და კიბეებს ჩავუყევი.
- გაბრაზებული ხარ ჩემზე.
- არ ვარ.
- ხარ! - დამეწია, მაჯაზე ხელი წამავლო და ჩემი თითები თავისაში მოიქცია, ვეცადე გამეთავისუფლებინა, მაგრამ ვერ მოვახერხე. დასჯილი ბავშვივით მივყვებოდი ეზოში თავჩაღუნული, რადგან რამდენიმე წყვილი თვალი მოგვშტერებოდა.
- დაჯექი. - მანქანის კარი გამიღო და მერე მომიხურა კიდეც. წინააღმდეგობა აღარ გამიწევია, რატომღაც არც სურვილი მქონდა და არც შემეძლო. ალბათ მთელი ქალაქი გავიარეთ უჩუმრად. მე ფანჯრიდან გავყურებდი ქუჩებს და სალონში ჩართულ მუსიკაზე ვფიქრობდი. გრეკო ხანდახან გადმომხედავდა და უცნაურად იღიმოდა.
- მე და ინა უბრალოდ მეგობრები ვართ. მეგობრები და სხვა არაფერი. - მოულოდნელად დაიწყო გრეკომ, მე გაოცებისგან თვალები გამიფართოვდა, ტუჩები მაგრად მოვკუმე და ვეცადე ხმა არ გამეცა. - გესმის?
- მესმის, თუმცა არ ხარ ვალდებული ამას მიხსნიდე.
- ლოლა... ეჭვიანობ?
- არა, ლუკა... ნუ ჰო, ვეჭვიანობ... - ერთბაშად მივბრუნდი მისკენ და ხმამაღლა წამოვიძახე. - მე ჩემი თვალით ვნახე თქვენი დამოკიდებულება, თუნდაც იქ ხატვის დროს. ვხედავ მის თვალებს, როცა ჩვენ ერთად ვართ.
- ანუ ეჭვიანობ? - თითქოს ამის მეტი არაფერი გაეგონოს, მხოლოდ ამ სიტყვას ჩაეჭიდა.
- იმეორე ახლა ეჭვიანობ, ეჭვიანობ, შენც ხომ ეჭვიანობ ასე ზუკაზე?
ზუკას ხსენებაზე, ღიმილი სახეზე შეაშრა, დაიძაბა.
- ხომ გითხარი, შიშველი ქალები არ აღმაგზნებენ-მეთქი. - უგულოდ სცადა თემის შეცვლა.
- ლუკა...
- სახელს შენსავით ვერავინ მეძახის. - მანქანა ჩემს სახლთან შეაჩერა, ჩემკენ შემობრუნდა, ცოტახანს ჩუმად მიყურა, მერე თითები თითებზე მომკიდა, მხოლოდ თითები ეხებოდნენ ერთმანეთს, ლუკა კი დაჟინებით მიმზერდა თვალებში. მხოლოდ ახლა შევამჩნიე, რომ რაღაცნაირი მომწვანო, თაფლისფერი თვალები ჰქონდა, ნატიფი სახის ნაკვთები და საოცრად თბილი ღიმილი. იმ წუთას რატომღაც ლუკა ზუკას შევადარე. მერე დარცხვენილმა დავხარე თავი. „ჯანდაბა, ლოლა რას აკეთებ?“- ვეუბნებოდი ჩემს თავს და ლუკას თვალს ვერ ვუსწორები.
- უნდა წავიდე, ლუკა.
- კიდევ ერთხელ, თქვი.
- ლუკა... - ძლივს შეკავებული ემოციით წარმოვთქვი, ტანში სასიამოვნო დაძაბულობას ვგრძნობდი, გული გამალებით მიცემდა და გრეკოს სიახლოვე თავბრუს მასხამდა.
- მინდიხარ, - გრეკო ჩემკენ გადმოიხარა, ლოყაზე ფრთხილად შემეხო. მისმა სურნელმა, მისმა სითბომ, მისი ტუჩების შეხებამ საერთოდ გადამავიწყა ყველაფერი. - ვიცი, უხეში სიტყვაა, მაგრამ დამიჯერე, ჩემს გრძნობებს, ვერც „მომწონხარ“ გამოხატავს და ვერც ...
მერე ლუკა ისევ მომშორდა, გამიღიმა და მეც მხოლოდ ახლა დავუკვირდი მის სიტყვებს.
„მინდიხარ“...
„მინდიხარ“.
„ჩემს გრძნობებს, ვერც „მომწონხარ“ გამოხატავს და ვერც ...“
რაა? რა ვერ გამოხატავს? გონებაში გამალებით ვფიქრობდი მის სიტყვებზე და ვცდილობდი, გულში მოწლილი ემოცია, ყელამდე არ ამომეშვა.
არ მინდოდა მეტირა.

იმ ღამეს როგორც ყოველთვის გადავთვალე ჩემი განძეულობა, სათითაოდ მოვეფერე და გრეკოს სახლიდან წამოღებული საფერფლე გულში ჩავიკარი. ჩამძინებოდა. ტელეფონზე მოსული შეტყობინების ხმამ გამომაფხიზლა და სიბნელეში ხელით ძლივს მივაგენი ტელეფონს.
„მსოფლიოში ყველაზე ლამაზი ღამეა გარეთ, ნუ გამათენებინებ უშენოდ.“
გამეღიმა.
„რას მთავაზობ?“
„სამყაროს განახებ.“
„ვერ შეძლებ...“
„ჩემს შესაძლებლობებში ეჭვი გეპარებაა?“
„როგორ გეკადრება.“
გამეცინა. ტელეფონი ტუმბოზე გადავდე და საწოლიდან წამოვდექი. ჩემი სახლიდან გრეკოს სახლამდე მანძილი, ღიმილით ჩავიარე. ციოდა, თუმცა კი სასიამოვნო სიწყნარე იყო ჩვენს ქუჩაზე. სანამ გრეკოს კარს შევაღებდი, გარემო მოვათვალიერე და მხოლოდ ამის შემდეგ შევედი.
სახლში სითბო ტრიალებდა. ოთახი მოვათვალიერე, მაგრამ ლუკა ვერსად ვნახე, კიბის ბოლოს დავდექი და ზემოთ ავიხედე.
- ლუკა. ლუკაა... მე მოვედი.
ზემოთ რაღაც გაჩხაკუნდა, მერე ნაბიჯების ხმა გაისმა და ისიც გამოჩნდა, თეთრი, საღებავებით დასვრილი მაისური ეცვა, ხელებს კი ნაჭრით იწმენდდა. გაეღიმა.
- ამოდი.
კიბეები ღიმილით ავიარე, გრეკო რაღაც იდუმალი მზერით მიყურებდა.
- ხატავდი?
- ხო რა, წამო. - საღებავიანი ხელი მაჯაში ჩამავლო და სახელოსნოში შემიყვანა.
ირგვლივ ყველაფერი ცისფერი შუქით იყო განათებული, ნახატები კი ყველა კუთხეში მიეყუდებინა, ყველა სურათიდან ჩემი თავი მიმზერდა. ვიდექი კარებში გაოცებული, აღფრთოვანებული და ბედნიერი.
- ეს ნახევარი სამყაროა, ახლა მთლიანს განახებ. - ჭერში დატანებული, ჩამოსაწევი კიბე გახსნა და ხელით მანიშნა წინ წავსულიყავი.
ზამთრის სიცივე და სუსხი, მთელს სხეულს უცებ მოედო, მაგრამ არ შემიმჩნევია, კიბე ფრთხილად, ლუკას დახმარებით ავიარე და სახურავზე აღმოვჩნდი. სუნთქვა შემეკრა ისეთი სილამაზე გადამეშალა თვალწინ. გრეკოს სახლის სახურავიდან მთელი თბილისი მოჩანდა, სიცივესა და ლამპიონების შუქში გახვეული თბილისი.
- რა ლამაზია...
- ნამდვილად, ძალიან ლამაზია აქედან თბილისი, ეს იყო ის, რაც გერმანიაში ყოფნისას არასდროს ამომდიოდა თვალებიდან, გამუდმებით მახსენდებოდა ამ სახურავიდან დანახული თბილისი... - ჩემ უკან იდგა და მისი ტუჩებიდან წამოსული, თბილი ჰაერი ყურზე მელამუნებოდა.
- ძნელია ამ სილამაზის დავიწყება.
-ჰო, მაგრამ აქ ამისთვის არ ამომიყვანიხარ, მოდი, აქ დაჯექი. - სახურავზე თბილი პლედი გაეშალა, რამდენიმე ცალი მუთაქა და ბალიში დაელაგებინა და ერთ ბალიშზე ჩამომსვა. - კომფორტულად ხარ? აი, ეს მოიხურე. ცოტა ცივა, არ მინდა გაცივდე.
- დაწყნარდი, ასეთი ნაზიც არ ვარ, რომ რამდენიმე საათს სიცივეში ვერ გავძლო. - მეცინებოდა გრეკოს საქციეზე. დაბნეული ტრიალებდა, სანამ არ დარწმუნდა, რომ კომფორტულად ვიჯექი და პლედიც კარგად მათბობდა. გავხალისდი, საინტერესო და სასაცილო სანახავი იყო ჩემზე მზრუნველი გრეკო.
- რატომ იღიმი?
- შენზე მეღიმება.
- მართლა? და რას ფიქრობ?
- ვფიქრობ, რომ რაღაც გაქვს, რაღაც ისეთი რაც სხვებისგან განგასხვავებს, რაც მიზიდავს და ამავდროულად მაშინებს.
- გაშინებს?
არაფერი მიპასუხია, თვალი ავარიდე, ვგრძნობდი ერთხანს როგორ დაჟინებით მიმზერდა, მერე ადგა, კიბეებზე ჩავიდა და მალე ტელესკოპით დაბრუნდა უკან. სადგამი გამართა, ტელესკოპი დაამაგრა და შიგ რამდენჯერმე ჩაიხედა.
- მოდი. ჩაიხედე. - მივედი, ჩავიხედე და ვერაფერი დავინახე.
- ვერაფერს ვხედავ. აა, როგორ არა, რაღაცეებს ვხედავ, მოიცა რა არის ეს? ნუთუ ცაზე ვარსკვლავები ჩვენი ქვაფენილის მსგავსადაა განლაგებული?
- სულელო, ეგ იმიტომ ჩანს, რომ ფოკუსი ქვაფენილისკენ გაქვს მიმართული. აი, ახლა ავწევ და დააკვირდი. რას ხედავ?
- ვარსკვლავებს... ბევრს...
- მეტს ვერაფერს?
- კი, როგორ არა, - ტელესკოპი მისკენ მივაბრუნე. - ვხედავ, მაიმუნის მსგავსად განვითრებულ ამოუცნობ ობიექტს, კბილებიც აქვს, ხელებიც... მოიცა, მგონი სიცილიც შეუძლია, თან არც თუ ისე ცუდად. მგონი, სიმპატიურიც უნდა იყოს.
- ლოლა...
- შეხედე შენ, ამ ამოუცნობ ობიექტს ქართული ენაც სცოდნია, - თვალს არ ვაშორებდი ტელესკოპს, რომლიდანაც საერთოდ ვერ ვხედავდი გრეკოს, მაგრამ თამაშს არ ვწყვეტდი. - ჰეეი, შენ!- ხელებს სასაცილოდ ვიქნევდი და სიცილს ძლივს ვიკავებდი. - რა გქვია?
- მე, ჟუუ ვარ. აქ, შენთან მარსიდან გამომგზავნეს. - არაბუნებრივი ხმით ალაპარაკდა გრეკო. - პრეზიდენტმა ტუუმ მიბრძანა, დედამიწელი ლოლა მოძებნე და თავი შეაყვარეო.
გავჩუმდი, ისიც გაჩერდა, მანამდე ჰაერში მოქანავე ხელები დაბლა ჩამოუშვა და წარბებს ქვემოდან ამომხედა. ტელესკოპს თვალები მოვაშორე, ისეც ცისკენ მივმართე და ბალიშზე ჩამოვჯექი.
- დაგაფრთხე?
- არა. ცოტა დავიბენი, დღეს შენგან ისეთი რამეები მესმის... - მოვიბუზე, მეძნელებოდა მისთვის თვალებში შეხედვის, ჯერ კიდევ გონებიდან არ ამომდიოდა მისი სიტყვები, „მინდიხარ“. ვგრძნობდი, რომ რაღაც ხდებოდა, მაგრამ ეს რაღაც ცოტა მაშინებდა კიდეც.
გრეკო ჩემ გვერდით ჩამოჯდა, მერე ზურგზე გადაწვა, ხელები თავის ქვეშ ამოიდო და მზერა ცას გაუშტერა.
- ორ წელიწადში ერთხელ, ორი კვირით, ცაზე შეგიძლია მარსი დაინახო, იცოდი ეს?
- და ახლა არის ის ორი კვირა?
- ჰო, ახლაა, მოდი აქ დაწექი,- თავის გვერდით, სახურავზე მანიშნა და მარცხენა მკლავი ისე გაშალა, რომ თავი მასზე დამედო. შევყოყმანდი. - ლოლა...
ბევრი აღარ მიფიქრია, თმები ავიწიე და ფრთხილად დავდე თავი მის მკლავზე. სახე მისი სახისკენ მქონდა შებრუნებული და მისი სუნამოს სურნელსაც მკაფიოდ ვგრძნობდი, რაღაც ცივსა და მომნუსხველს. გრეკომ პლედი კარგად გადამაფარა. მისმა მზრუნველობამ და სიახლოვემ გული საშინლად ამიძგერა. ისიც ღელავდა, ამას მისი მფეთქავი არტერია ადასტურებდა. არ შევიმჩნიე. ვხვდებოდი, რომ ისიც ისე განიცდიდა ჩემს სიახლოვეს როგორც მე, მასაც ისე უვლიდა ტანში ჟრუანტელი, როგორც მე.
- შეხედე, - მარჯვენა ხელი ცისკენ გაიშვირა. - ჩემს თითს გააყოლე მზერა, ღამღამობით ცაზე მარსის მოწითალო-მონარინჯისფერო ნათება გამოჩნდება ხოლმე, ხედავ?
- ვხედავ, რა ლამაზია.
- იცი, რისი დამსახურებაა მისი ასეთი შეფერილობა?
- რკინის?
- იცოდი არა? ყველაფერი იცოდი?
- ჰო, ასტრონომია ჩემი ჰობია.
- მოკლედ, ჩემს გაოცებას სულ ახერხებ, ლოლა. - ორი თითით ჩემი ლოყა დაიჭირა და ისე მიჩმიტა, როგორც ამას პატარა, პუტკუნა ბავშვების დანახვაზე აკეთებენ ხოლმე.
- მეტკინა, დათვო.
- დათვო? მე ვარ დათვი? ეს, მაღალი, ახოვანი და სიმპატიური ბიჭი? როგორ თქვი წეღან? სიმპატიურიო?
- წეღან ვთქვი სიმპატიური მაიმუნი, ახლა დათვი, - ვუთხარი ნიშნისმოგებით და ენა გამოვუყე.
- ასე არა, ახლა აღარ ვარ სიმპატიური? დათვი და მაიმუნი? - გრეკო წამოჯდა და ბალიშები დამაყრა. - დათვი და მაიმუნი, ხო?
ერთანეთს მუთაქებსა და ბალიშებს ვესროდით და ხმამაღლა ვიცნოდით. ალბათ კიდევ დიდხანს გავაგრძელებდით, გრეკოს სახლის მოპირდაპირე აივანზე, თმაგაწეწილი ნათელა უფროსი, რომ არ გამოსულიყო.
- რა ამბავია, რა ხმაურია? აღარ დააძინებენ ადამიანს! არც დღე იცით, არც ღამე? - გაჩუმებულებს, უეცრად ისევ სიცილი აგვიტყდა და უკან შებრუნებული ნათელა ისევ აივანზე გამოვიდა. გრეკომ დამიჭირა, პირზე ხელი ამაფარა, რომ არ გამცინებოდა და თან ტუჩებზე თითს იფარებდა, გაჩუმების ნიშნად. როგორც იქნა ნათელამ ინება უკან შესვლა და ჩვენც შვებით ამოვისუნთქეთ.
- ღმერთო, ეს რა იყო?
- გადავრჩით.
-კი, მგონი გადავრჩით. - გრეკოს გვერდით ჩამოვჯექი, ისევ გვეღიმებოდა.
კარგი ღამე იყო.
მერე გრეკომ სიგარეტი ამოიღო და მოუკიდა. ხმა არ ამომიღია, არც მას, დაველოდე როდის დაამთავრებდა მოწევას. ისიც თითქოს ძალით, დიდხანს ეწეოდა და მეც მშვიდად ველოდი.
მან, რომ ბოლო ნაფაზი დაარტყა და რამდენიმე წამის დაგვიანებით გამოუშვა კვამლი ფილტვებიდან, მე ოხვრა აღმომხდა. ღვთაებრივი შესახედი იყო მისი პროფილი.
- მინდა შენთვის რაღაც გავაკეთო, ლუკა.
- რა გინდა, რომ გააკეთო? - ჩემკენ არ მოუხედავს. ჩამწვარი სიგარეტი სახურავს დააჭ ყლიტა და ნამწვი ჯიბეში ჩაიდო.
- მინდა, თვალები დახუჭო.
- დავხუჭე. - ხელებით სახურავს ეყრდნობოდა, თავი უკან გადაეწია და თვალები დაეხუჭა.
- ასე არა, - ხელები დავუჭირე, მსუბუქი ბიძგით დავაწვინე სახურავზე. ხელები ერთხანს თითებში მქონდა მოქცეული, მერე ხელი გავუშვი. იწვა, სუნთქვაშეკრული, თვალებდახუჭული და მშვილდივით მოჭიმული.
ელოდა...
მე ფრთხილად, ოდნავ შევეხე თითებით მის თვალებს, ქუთუთოებს, თვალის კაკლები დაფრთხნენ, კიდეებს მიაწყდნენ, მაგრამ მათზე მაინც არ შევჩერებულვარ, მერე წარბებზე გადავედი, შუბლზე, ყურებზე, ლოყებზე, ნიკაპზე, ბოლოს კი ტუჩებზე.
დიდხანს, ძალიან დიდხანს გავჩერდი მათზე. ლუკას ბაგეები უნებურად გაეპო, პირიდან თბილი და მენთოლიანი ჰაერი ამოუშვა, თითებზე მომეხალა.
შემეშინდა. რატომ, არ ვიცი.
ხელი უკან წამოვიღე და დაუფიქრებლად შევეხე თითებით ჩემს ტუჩებს, სწორედ ამ დროს გაახილა თვალი გრეკომ. მისი მზერა ტუჩებზე შემეყინა. ტუჩებიდან სასწრაფოდ მოვიშორე თითები და წამოვდექი. უთქმელად ჩავირბინე კიბეები, მერე სახლი და მხოლოდ ჭიშკარში გასვლისას ავიხედე მაღლა.
ის არ ჩანდა.
სახლში გულაჩქარებული და ბედნიერი შევვარდი, სააბაზანოს სარკეში ჩემ თავს ვუცქერდი და იმხელა განსხვავებას ვხედავდი დღევანდელ ლოლასა და რამდენიმე თვის უკანდელ ლოლას შორის, რომ თავადაც მიკვირდა.
ეს ლოლა მგონი შეყვარებული იყო.
მაჯაზე ლუკას საღებავების კვალი ისევ მემჩნეოდა, ამიტომ იმ ღამეს შხაპი არ მიმიღია.


მთელი დღე, რეპეტიციამდე ათასჯერ მაინც დავხედე ტელეფონს, ველოდი რამეს გრეკოსგან, ზარს ან მესიჯს, მაგრამ არაფერი. რეპეტიციაზე გულაჩქარებული შევედი. ჯერ კიდევ არ იყვნენ სხვები მოსულები. ჩანთა სკამზე გადავკიდე, სცენარი ამოვიღე და ჩემი როლის გამეორება დავიწყე.
- მენატრებოდი.
გავშრი. ავღელდი. მე მთელი დღე ველოდი მის ზარს და ის კი ამდენი ლოდინის მერე მოვიდა და მითხრა, რომ ვენატრებოდი. მისკენ შევბრუნდი. მინდოდა მეთქვა, რომ საშინელი ბიჭია, რომ იმ ყოველივეს შემდეგ ასე არ უნდა გავეშვი, რომ ერთ ზარს ან მესიჯს მაინც ვიმსახურებდი, რომ უმისოდ ცუდად ვიყავი, რომ მკლავდა ეს არეულობა, ლოდინი.
მაგრამ მე სხვა რამ ვთქვი.
- მეც.


იმ დღეს რეპეტიციიდან ლუკამ წამომიყვანა მანქანით. ჩემ სახლთან გაჩერებულებმა კიდევ რამდენიმე წუთს ვისაუბრეთ.
- საღამოს ჩემთან ჩამოდი... ზუკაც იქნება... - კარის გასაღებად წაღებული ხელი უცებ გამიშეშდა.
- ზუკა?
- ჰო, რამე პრობლემაა?
- არა, ლუკა.
- ვიცი, რომ ღელავ, ოღონდ ვერ ვხვდები რატომ, თქვენ ხომ მეგობრები ხართ? - იჭვენულად ჩამეკითხა, თვალი ავარიდე, ქუჩას გავხედე თითქოს მშველელს ვეძებდი.
- რა თქმა უნდა, მეგობრები ვართ. - მაინც მომიწია პასუხის გაცემა. გრეკო როგორც ჩანს ამ პასუხმა არ დააკმაყოფილა, ვაღიარებ გულში არც მე მჯეროდა ამ სიტყვების, რაღაცა ამოუხსნელმა უკმაყოფილების შეგრძნებამ ყელში ბურთი გამიჩხირა. ჩემს გრძნობებში ავირიე.
- ლოლა, - ისეთი ტონით მითხრა, წამსვე მისკენ შევაბრუნე თავი. ცოტა ხანს დაჟინებით მიყურა თვალებში. - მე და ზუკა მეგობრები ვართ, მართალია წლებია რაც ერთმანეთი არ გვინახავს, მაგრამ ორივეს გვახსოვს, როგორ დავრბოდით ბურთთან ერთად ქვაფენილზე, მახსოვს ბავშური ფიციც, რომ სამუდამოდ მეგობრები ვიქნებოდით. - მერე ლუკა გაჩუმდა. ჩაისუნთქა.
გასაგები იყო ამას რატომ მეუბნებოდა, ვხვდებოდი ამ სიტყვების ქვეტექსტს.
- მე რატომ არ მახსოვხარ...
- უნდა გახსოვდე, ლოლა, უბრალოდ შეუძლებელია, რომ არ გახსოვდე! ჩვენ იმდენი... - მოულოდნელად ჩემკენ გადმოიხარა. ხელები თავზე მომკიდა და მისკენ მიმაბრუნა. -უნდა გახსოვდე!
- შენ რა მიცნობდი?
- რა თქმა უნდა, ყოველთვის ლამაზი კაბები გეცვა, თავზე გვირგვინი გედგა და ამბობდი, რომ პრინცესა ხარ, ერთხელ გვირგვინი დაგეკარგა. - ლუკა წარსულის მოგონებებში გადაეშვა, მეც თითქოს გამახსენდა რაღაც. – ქვაფენილზე იჯექი და ტიროდი, პრინცესა გვირგვინის გარეშე რა პრინცესააო. ისე გულამოსკვნილი ტიროდი შემეცოდე, მოვედი და გვერდით მოგიჯექი, შენ უნდობლად შემომხედე. დაგპირდი ვიპოვი შენს გვირგვინს-თქო.
- მერე მიპოვნე? - ვეღარ მოვითმინე, რომ არ მეკითხა.
- ვიპოვე კი, დამტვრეული ეგდო, ეტყობა მანქანამ გადაუარა, ვერ გავბედე შენთვის ამის თქმა. - ვცდილობდი რამე მაინც გამეხსენებინა, მაგრამ ვერა, ვერაფერი გავიხსენე. - საღამოს რაღაცას გაჩვენებ, იმედია მერე მაინც გაგახსნდება.

მთელი საღამო ჩემს განძს ვეფერებოდი, ხან ერთი ამოვიღე ხან მეორე, ბოლოს ლუკას სახლიდან წამოღებული საფერფლე მომხვდა ხელთ. მხოლოდ ახლა დავაკვირდი, რომ არ იყო უბრალო ნივთი, საკმაოდ კარგი ნაკეთობა იყო. ვატრილებდი ხელში და ვხვდებოდი, რა ძვირფას ნივთთან მქონდა საქმე. ამაში მაშინ დავრწმუნდი, როდესაც ძირზე, გარეთა მხრიდან წარწერა ამოვიკითხე - „ლევან ნაკაშიძეს 1988წელი, ოდესა.“ ეს საფერფლე გრეკოს მამის იყო, წარმოვიდგინე რა ძვირფასი იქნებოდა ის ლუკასთვის და გული მომეწურა. საბანში გავეხვიე და მოვიკუნტე, ბოღმამ და საკუთარი თავის ზიზღმა ამიტანა. მინდოდა მეტირა, მეკივლდა და გამელანძღა ჩემი დაავადება, მინდოდა თავი დამესაჯა, მაგრამ ხმა ვერ ამოვიღე. ბოღმა გულში ჩავიხვიე და მხოლოდ ცრემლებს მივეცი საშუალება გამოსულიყვნენ. აქამდე მხოლოდ წამით გამკრავდა სინანულის გრძნობა. როგორც წესი კლეპტომანებს სინდისი არ აწუხებთ, მაგრამ ჩემ შემთხვევაში საქმე რთულად იყო, ეს ნივთი გრეკოს ეკუთვნოდა. შეიძლება ეს ერთადერთი ნივთი იყო რაც მამისგან დარჩა. ტირილმა თავი ამატკივა, მერე კი ჩამეძინა.
უკვე საკმაოდ ბნელოდა რომ გავიღვიძე, ჩაბნელებულ ოთახში ვერცხლისფრად ანათებდა კობრისთავიანი საფერფლე და კიდევ ერთხელ მახსენებდა ჩემს დანაშაულს. თვალები ორივე ხელით ამოვიმშრალე და წამოვჯექი. ერთხანს უაზროდ მივჩერებოდი ჩემს საგანძურს, მერე ფრთხილად დავაბრუნე სამალავში და აბაზანას მივაშურე. სარკემ უმალ მამცნო, რომ ნამტირალევი ვიყავი. თვალები დაწითლებული და შეშუპებული მქონდა. ახლა ასე გრეკოს არ უნდა ვენახე. გრეკოს გახსენებაზე, ზუკა და ჩვენი მომავალი შეხვედრა გამახსენდა. ღრმად ამოვისუნთქე და ვეცადე მაკიაჟით დამემალა ჩემი ნამტირალევი თვალები.



იმ საღამოს მეგონა, რომ ჩვენ სამის, ჩემი გრეკოსი და ლუკას ცხოვრებას დალაგდებოდა, მაგრამ...
ვარდისფერ სახლს, რომ მივუახლოვდი, გულმა უცნაურად დამიწყო ფეთქვა. გვიანი შემოდგომა იყო, მაგრამ მაინც თბილოდა. ლუკას ეზოდან მუსიკის და სიცილის ხმები გამოდიოდა. ჭიშკარი ფრთხილად შევაღე. ეზოს შუაგულში მაგიდა დაედგათ ხის სკამებით და იქვე კუთხეში, მაყალზე მწვადს წვამდნენ ჩვენი ქუჩის ბიჭები. ეს არ იყო ის სიტუაცია, სადაც მე მინდოდა ყოფნა, მაგრამ გრეკოს გამო ახლა უარს ვერ ვიტყოდი. ბიჭებს ღიმილით მივესალმე და სახლში შევედი. მისაღებში გრეკო, ზუკა და კიდევ ორი ჩემთვის უცნობი ბიჭი ისხდნენ და კარტს თამაშობდნენ. მიხურულ კარს ზურგით მივეყრდენი და არ ვიცოდი სად დამემალა აკანკალებული ხელები. ჩემ დანახვაზე ორივე ფეხზე წამოდგა, ორივე ჩემკენ წამოვიდა, მერე რატომღაც ზუკა შეყოვნდა და დაელოდა სანამ გრეკო ჩემთან მოვიდოდა. გრეკო ჩემკენ გადმოიხარა, მაკოცა. მის მხარს უკან ზუკას თვალებს მოვკარი თვალი, რომლებიც აღელვებულ, მუქ ტბას მიუგავდა. თითქოს შეთქმულები არიანო, ის ორი ბიჭი მისალმების შემდგომ გარეთ გავიდნენ. ოთახში სამნი დავრჩით, მე გრეკოს გვერდით ვიჯექი, ზუკა ჩვენ წინ, ხელში კარტის დასტა ეჭირა და ათამაშებდა. მხრებში მოხრილი იჯდა, ორივე იდაყვი მუხლებზე ედო და არ გვიყურებდა. დაძაბული ვიჯექი და გრეკოს თითებს , თმებს რომ მიწეწავდნენ ღიმილით ვიგერიებდი.
- რამეს აღნიშნავთ? მეგონა მხოლოდ ჩვენ ვიქნებოდით. - როგორც იქნა სიჩუმე დავარღვიე, ვეღარ ავიტანე უხმოდ ყოფნა.
- დაბადების დღე აქვს. - ზუკას ჩემთვის არ ამოუხედია, ისე გამცა პასუხი. გამიკვირდა. გრეკო მომაჯადოებლად მიყურებდა. არ ვიცოდი რა მეთქვა, რადგან ახლა ზუკას გამო სიტყვებს ზედმეტად დიდი ყურადღებით ვარჩევდი, ამიტომ უბრალოდ გავუღიმე და ერთი სიტყვით შემოვიფარგლე.
- გილოცავ!
გრეკომ მადლობის ნიშნად თვალი ჩამიკრა, ზუკას ისევ არ გამოუხედავს ჩემკენ. ისევ სიჩუმე ჩამოვარდა. გრეკო რატომღაც ხმას არ იღებდა, მე მიყურებდა და იღიმოდა. ზუკას მხრები უთრთოდა დაძაბულობისგან, თუმცა მაინც ჯიუტად ჩასჩერებოდა კარტს.
- აბა, რა უნდა მანახო?
- ა, ჰო, მოიცა ახლავე ჩამოვალ. - გრეკომ ზუკას გადახედა, თითქოს ნიშნისმოგებით, თითქოს ირონიული ღიმილით, ან უბრალოდ მე მომეჩვენა ასე, მაგრამ ის კარგად შევამჩნიე, როგორ აღელდა ზუკა. როგორ მიყარა კარტი მაგიდაზე და დივანს გადაადო მარცხენა ხელი. გრეკომ კიბეები აირბინა და ოთახში ისევ სიჩუმემ დაისადგურა.
ზუკა დაჟინებით მიყურებდა, თითქოს დანაშაულზე წაესწრო ჩემთვის, მე კი ალმურმოდებული თვალის გასწორებას ვერ ვბედავდი. მერე ზუკა დინჯად წამოდგა ფეხზე, გვერდით ჩამიარა, ბარიდან ბოთლი გამოიღო, სახურავი ხმაურით მოხსნა დ სასმელი ჭიქაში ჩამოასხა, რადენიმე ყლუპი დალია და ისევ ჩემკენ წამოვიდა. ოდნავ გადმოიხარა ჩემ მხარს უკან.
- იმედები გამიცრუე, ლოლა. - სუსხიანი ხმა ჰქონდა, მტკიცე და ყოვლისმომცველი. მისი სიტყვები ჯერ ყურს უკან მომეხალა, შემდეგ სხეულზე გაიფანტა, მთელი სხეული მოიარა, შემაცია, გამყინა. თვალები დავხუჭე.
ზუკა კი ისევ ისე დინჯად მომცილდა და თავის ადგილს დაუბრუნდა. ვიჯექი გაყინული, თითქოს ყინულის ლოდად ქცეული და მთელი სულითა და გულით მინდოდა ახლა ზუკას ისევ ისე შემოეხედა ჩემთვის, როგორც ამას მიჩვეული ვიყავი.
გრეკომ ხმაურით ჩამოირბინა კიბეები, ხელში პატარა ყუთი ეჭირა. მის დანახვაზე ზუკამ ჭიქაში დარჩენილი სასმელი სულმოუთქმელად გამოცალა, ჭიქა მაგიდაზე დადო და გრეკოს მიაშტერდა.
ლუკა ისევ ჩემ გვერდით დაჯდა. ყუთი გამომიწოდა, დავიბენი თუმცა მაინც გამოვართვი.
- გახსენი.
ხელისკანკალით ავხადე ყუთს თავი, ერთხანს გაოგნებული ვუყურებდი, მერე კი როცა აზროვნების უნარი დამიბრუნდა, ერთიანად ავკანკალდი, სიცივე ერთბაშად სიცხემ შეცვალა. ყუთში ჩემი ბავშვობის სათამაშო გვირგვინის ნამტვრევები ეწყო.
- ეს რა არის?
- ეს ის გვირგვინია, რომელიც დაკარგე. - გრეკომ ყუთი გამომართვა, გვირგვინის ნამტვრვები სათითაოდ ამოალაგა მაგიდაზე და შემდეგ ისევ ყუთს მიუბრუნდა.
გულმა უცნაურად დაიწყო ფეთქვა, „გრეკოს ჩემი გვირგვინის ნამსხვრევები ჰქონდა შენახული, ამდენი წელი ინახავდა, ამდენი წელი უფრთხილდებოდა.
კი, მაგრამ რატომ?“
აკანკალებული ხელებით ავიღე გვირგვინის სამად გადატეხილი ნამსხვრევი მაგიდიდან. ნამდვილად ჩემი გვირგვინი იყო, მახსოვდა ბებიამ მოსკოვიდან ჩამომიტანა, ვარდისფერ კაბასთან და ფერიას ჯოხთან ერთად.
- ეს კი ის არის, რაც აქამდე არ იცოდი. - ამჯერად არ მომჩვენებია, როგორ გადახედა ლუკამ ზუკას და არც ზუკას გაფითრებული სახე გამომრჩენია.
სანამ გრეკო მონდომებით ცდილობდა ყუთის ძირიდან რაღაც ამოეღო, ზუკას ტელეფონმა დარეკა.
- გისმენ, - მობეზრებითა და თითქოს თავშეუკავებელი გაბრაზებით ჩასძახა. არ ვიცი ვინ იყო და რა უთხრა, მაგრამ დავინახე, როგორ გაფითრდა ზუკა და ფეხზე წამოდგა. ერთიანად დავიძაბე, შევამჩნიე როგორ დადო ყუთი გრეკომ მაგიდაზე და მანაც ზუკას მიბაძა.
- როგოორ? - ზუკას ხმა სასოწარკვეთისგან ჩახლეჩვოდა, ცალ ხელს თავზე იჭერდა და ოთახში მოუთმენლად სცემდა ბოლთას. - კარგი, კარგი.
ტელეფონის გათიშვის შემდეგ ზუკა ჩემკენ წამოვიდა.
ნერვიულობისგან ყელი გამიშრა და ფეხზე წამოვდექი.
- ლოლა... - ჩემი სახელი ისეთი ხმით წარმოთქვა, თითქოს სამუდამოდ მემშვიდობებოდა. მერე ლუკას გახედა, ხელი მაჯაში ჩამკიდა. - ლოლა, უნდა წავიდეთ...
სასოწარკვეთილი, შეშინებული მიყურებდა და ხელს გამეტებით მიჭერდა მაჯაზე.
- რა ხდება, ზურა? - გრეკოს ხმამ ეიფორიიდან გამომიყვარა. მოღუშული გვიმზერდა.
- ლოლა, წამოდი! - ზუკას გრეკოსთვის ყურადღება არ მიუქცევია, კარისკენ წავიდა და მეც თან გამიყოლა. ხმა ვერ ამოვიღე.
- ზურა! - გრეკოს ხმამ ოთახის სივრცე გაჰკვეთა. შეშინებულმა თვალები დავხუჭე და ზურას ხელისგან თავი გავითავისუფლე. ზუკა გაბრაზებული მობრუნდა ჩემკენ, ცოტა ხანს ასე შეკრული წარბებით მომაჩერდა, მერე გრეკოს მიუტრიალდა.
- უნდა წავიყვანო.
- რა? სად უნდა წაიყვანო? - ზუკას ისევ არ მიუქცევია ყურადღება, მე მომიბრუნდა.
- ლოლა, გთხოვ, უნდა წამოხვიდე. - ჩემი სახე ხელებში მოიმწყვდია, მისმა საქციელმა თითქოს შემზარა, გულში მოწოლილი ემოცია ცრემლებად იქცა და ლოყები დამისველა.
- ლოლა, ვერ წახვალ! რა ხდება აქ საერთოდ, მე არავინ ვარ? ეს გეუბნება წამოდიო და შენც უთქმელად მიჰყვები? - გრეკოს ხმას ძველებური სიმტკიცე დაეკარგა. ზუკას ხელები მოვიშორე და მათკენ ზურგით დავდექი, რომ ჩემი ცრემლები გრეკოს არ დაენახა.
- რა მოხდა, ზუკა?
- ახსნის დრო არ მაქვს, ლოლა, უნდა წამოხვიდე... გთხოვ, ლოლა, გთხოვ...
- ვერ დავტოვებ...
- გთხოვ...
არ ვიცოდი ზუკას რა სჭირდა, ასეთი რა უთხრეს, მაგრამ საოცარი ნდობა ვიგრძენი მის მიმართ. იმ წამს გადავწყვიტე რომ გავყვებოდი, თუნდაც ამით გრეკოს სტკენოდა.
მას კი ეტკინა, რა თქმა უნდა.
- მე უნდა წავიდე... - გრეკოსთვის განკუთვნილმა სიტყვებმა, ყელი მატკინა, გული მომეწურა.
- ლოლა, შემობრუნდი...
- წავიდეთ, ზუკა, - გრეკოს სიტყვებმა უარესად ამატირა. მისკენ არ მიმიხედავს, კარებში პირველი გამოვედი, ზუკა უკან მომყვა. სირბილით გამოვედი ქუჩაში. რაც შემეძლო ისეთი სიჩქარით ავირბინე ქვაფენილი, არავისთვის მიმიქცევია ყურადღება. ამ დროს კი ქუჩაში საკმაოდ ბევრი ხალხი ირეოდა. ჩვენს ჩიხში რომ შევუხვიე, მხოლოდ მაშინ შევჩერდი. კედელს მივეყრდენი და ლუკას გავხედე, რამდენიმე მეტრის მოშორებით იდგა, მხრებჩამოყრილი, მერე ჩემკენ წამოვიდა, გვერდი ამიარა და ჩემს ეზოში შევიდა. ზუკა მიდიოდა და მეც უკან მივყვებოდი. ზუკამ სახლის კარი შეაღო, აქეთ-იქით გაიხედა, რომ დარწმუნდა სახლში არავინ იყო, პირდაპირ ჩემი ოთახისკენ აიღო გეზი. შეშინებული და გაოცებული დავყვებოდი და ხმის ამოღებას ვერ ვბედავდი. ოთახში შესვლისთანავე ჩემს კარადას ეცა, ჩემი ტანსაცმელი და ნივთები გადმოყარა, თავში თითქოს რაღაც ამენთო, დაახლოებით მივხვდი რასაც აკეთებდა, მაგრამ გამბედაობა მაინც მოვიკრიბე რომ მეკითხა.
- რას შვრები, გაგიჟდი? რას აკეთებ? - კარადის დაცარიელების შემდგომ ტუმბოს მიადგა, ისტერიულად ყრიდა ნივთებს ძირს და ხმამაღლა ქშინავდა.
- რას აკეთებ, ზუკა? - უკვე ხმამაღლა ვტიროდი და რომ არ წავქცეულიყავი საწოლზე ჩამოვჯექი.
მთელი ტანით, გაბრაზებული შემობრუნდა ჩემკენ, მხრებში ხელი ჩამავლო და ფეხზე წამომაგდო.
- სად წაიღე? სად წაიღე-მეთქი. ამოიღე ხმა! - ზუკა ყვიროდა, მე ვტიროდი და უკვე ვიცოდი რას ეძებდა ზუკა ასე თავგამოდებით.
- ზუკა...
- ლოლა, მომეცი, მომეცი ახლავე რომ გეუბნები. - გაბრაზებულმა მიყვირა და ხელი მკრა, საწოლზე ზურგით გადავვარდი და უარესად ავტირდი. ვიწექი მოკუნტული და ყველაფერი ერთად მტკიოდა, ჩადენილი საქციელი, გრეკოს მიტოვება და ზუკას ყვირილი.
ის გაჩუმდა, მხოლოდ მისი ქშენა ისმოდა ოთახში. ცოტა რომ დავმშვიდდი და წამოჯდომა შევძელი, დავინახე, როგორ იჯდა იატაკზე ზუკა და კედელზე მხარმიდებულს, თავი მუხლებზე შემოდებულ ხელებში ჩაერგო.
- ნათელამ ანტიკვარული ბეჭედი დაკარგა, ორი საუკუნის ანტიკვარული ბეჭედი, მისი დიდი ბებიის ნაქონი. - ხომ უკვე ვიცოდი რაზე იყო საუბარი, რას ეძებდა ზუკა, მაგრამ მაინც ძალიან შემეშინდა, ზუკას ნათქვამის გამო შემეშინდა.

იმ დღეს ნათელამ შვილიშვილის დატოვება, რომ მთხოვა, ვერ წარმოვიდგენდი თუ მისი სახლიდან რამეს მოვიპარავდი, ვერ წარმომედგინა ჩემი დაავადება მაინცდამაინც მაშინ თუ შემომიტევდა. ალბათ არაფერი მოხდებოდა, ანანოს ბებიამისის ოთახიდან პატარა ყუთი, რომ არ გამოეტანა. ბავშვის ხელში ყუთი, რომ დავინახე ვიფიქრე მისი სათამაშო იდო, მაგრამ რომ გავხენი და დიდმა ლალისთვლიანმა და საოცრად ლამაზად ნაკეთებმა ოქრომ შემომანათა, მივხვდი ჩემი უნდა გამხდარიყო. როგორც ყოველთვის მაშინაც ვერ გავუწიე ჩემს სურვილს წინააღმდეგობა, ბეჭედი მუჭში მოვიმწყვდიე და თითქოს ერთიანად მოვეშვი, დავმშვიდდი, გონებამ და სულმა შვება ჰპოვა. ყუთი დივანის ქვეშ შევაგდე, ბეჭედი კი შარვლის ჯიბეში შევინახე და ოთახში შემოსულ ნათელას გაღიმებული შევეგებე.
იქ კი ჩემს ოთახში მტირალს ცხადად დამიდგა თვალწინ ის მომენტები, როცა ეს ბეჭედი, მოვიპარე, მაშინ ვერაფრით წარმოვიდგენდი, რომ ბეჭედი ასეთი ძვირადღირებული და ფასეული იქნებოდა.
- ბეჭედი მაყაშვილების საგვარეულო საკუთრება ყოფილა და ბებიიდან შვილისშვილზე გადადიოდა. ბოლოს ბეჭედი ნათელას ბებიას აჩუქეს, მაგრამ რეპრესიებისა და ამ ოჯახზე განსაკუთრებული მეთვალყურეობის გამო ბებიამისმა დიდხანს მალა ბეჭედი და მხოლოდ სიკვდილის წინ უჩუქებია ნათელასთვის. - მხოლოდ ამ სიტყვების შემდეგ ამომხედა ზუკამ. თვალები ჩასწითლებოდა, აღარ ჰგავდა იმ ბიჭს ჩემთან ერთად ალუბალს რომ კრეფდა და კურკების გადაფურთხებაში მეჯიბრებოდა. იმ წამს მისი ძალიან შემრცხვა, მიუხედავად იმისა, რომ მან, მხოლოდ მან იცოდა ჩემი დაავადების შესახებ და აქამდე არ შემრცხვენია, ახლა უსაზღვროდ მცხვენოდა მისი.
ფეხზე წამოვდექი, თვალები ხელებით ამოვიმშრალე, დავიხარე და საწოლის ქვემოდან ჩემი განძეულობის ყუთი გამოვიღე. საწოლზე გადმოვაპირქვავე და განზე გავედი. ზუკა ფეხზე წამოდგა, გვერდით დამიდგა და გაოცებულმა დახედა ჩემს „განძს“.
- ეს სულ მოპარულია?
- ჰო. - გულში თითქოს რაღაც ჩამწყდა.
ნივთებისკენ დავიხარე, ბეჭედი ხელში ავიღე და ზუკასკენ შემოვბრუნდი.
- დავუბრუნებ.
- არა! - შეშინებულმა შეჰყვირა ზუკამ და ორივე ხელი მკლავებზე მომკიდა. - არა, არაფერს დააბრუნებ. იქ ახლა პოლიციაა, მთელს სახლში ეძებენ, მთელს ქუჩას დაკითხვას უწყობენ. ახლა იქ ვერ მიხვალ. არავინ უნდა გაიგოს, რომ ეს შენ აიღე. - მერე ცალი ხელი ნიკაპზე მომკიდა და თავი ზემოთ ამაწევინა. მის თვალებში იმდენი სითბო და მზრუნველობა იყო, გული მომეწურა, ზუკა არ მიბრაზდებოდა.
- მე წავიღებ და ჩუმად დავაბრუნებ.
- როგორ? რომ დაგიჭირონ?
- ვერ დამიჭერენ, იქ ბევრი ხალხი ირევა, ისეთ დროს შევარჩევ, როცა არავინ იქნება, ან ყურადღება იქნება მოდუნებული, ვეცდები ანანოს სათამაშოებში ჩავაგდო. მთავარია შენი ანაბეჭდები არ ნახონ. - ხელი შემიშვა და ოთახში ბოლთის ცემას მოჰყვა, შუბლი შეეჭმუხნა, რაღაცას გამალებით ფიქრობდა.
- დაგიჭერენ... - ამოვიტირე და ისევ საწოლზე ჩამოვჯექი. საშინლად მეშინოდა და თითქოს გული ცუდს მიგრძნობდა, არ მინდოდა, რომ ზუკა ამ საქმეში გარეულიყო. - მოდი სადმე გადავაგდოთ, კანალიზაციაში ჩავაგდებ, ან მტკვარში გადავაგდებ, ან...
- ლოლა, ლოლა... დაწყნარდი, არაფერი მოხდება. - გვერდით მომიჯდა და გულზე მიმიხუტა, თავი სახლში ვიგრძენი, მისი მკერდი ყოველთვის ჩემი თავშესაფარი იყო, მაგრამ იმ წამს საოცრად დაცულად ვიგრძენი თავი. - ვერ გადავაგდებთ, ანტიკვარულია, ოჯახის რელიქვიაა. არ შეიძლება. მე დავაბრუნებ.
- მეშინია...
- ნუ გეშინია, მენდე.
- შენ რომ... დაგიჭირონ?
- შენ არაფერი არ უნდა ქნა, გესმის? - ზუკამ თავი წამომაწევინა და თვალებში ჩამხედა. დაიმახსოვრე, შენ ამ საქმესთან საერთო არ გაქვს, შენ არაფერ შუაში ხარ, ეს მე ავიღე ბეჭედი, მოვიპარე, მერე სინდისმა შემაწუხა და დავაბრუნე.
- არა, ეს უსამართლობაა, - ვცადე რომ გამებრძოლა, არ მინდოდა ზუკა შარში გამეხვია, არ მაცადა, ტუჩებზე ხელი ამაფარა.
- მე მოვიპარე, მე მოვიპარე ლოლა, შენ არაფერ შუაში არ ხარ. არ გაბედო რამის თქმა.
ზუკა ფეხზე წამოდგა ხელი გამაშლევინა, ბეჭედი ამაცალა და ჯიბეში ჩაიდო. მერე ორივე ხელი თავზე მომკიდა, სახე სულ ახლოს ჰქონდა მოტანილი ჩემს სახესთან და თვალებში დაჟინებით მიმზერდა.
- ხომ იცი როგორ მიყვარხარ, ლოლა? შენ არაფერი დაგიშავებია. ხმა არ ამოიღო ლოლა, გთხოვ. დამპირდი? კარგი? - თანხმობის ნიშნად ოდნავ დავუქნიე თავი და ისევ ცრემლები წამომივიდა. - ასე, ლოლა. ასე სწორია, ლოლა. ყველაფერი ასე უნდა იყოს, გესმის? და მაპატიე. - ვერ მივხვდი რა უნდა მეპატიებინა, როცა მე მქონდა ბოდიში მოსახდელი მისთვის, ზუკამ კი კიდევ ერთხელ მითხრა, „მაპატიე, ლოლა“ და ტუჩებზე შემეხო, თვალები უნებურად დამეხუჭა.
თითქოს მან ჩემში შემოაღწია, სასიამოვნოდ თბილმა ტალღამ ყელიდან მუცლამდე მთელი შიგნეულობა ამომიტრიალა, მე კი ვტიროდი და ვეხვეოდი.
ყველაზე რბილმა შეხებამ, ყველაზე მსუბუქმა და სასიამოვნო შეხებამ ერთიანად მშთანთქა, მთელი ძალით მიკრავდა ზუკა გულში და არაფრით მშორდებოდა ტუჩებიდან.
ის უბრალოდ მეხებოდა, ჩვენი ბაგეები ერთმანეთს შეეზარდა.
ბაგეებს შორის ოდნავ გაჩენილი სივრცის შეგრძნებისთანავე მისი სუსხიანი სიტყვები მომეხალა დაბუჟებულ ტუჩებზე.
„მიყვარხარ!“
და ის წავიდა...


პ.ს. დიდი მადლობა ყველას ვინც მკითხულობს და მელოდება. ვიცი, დიდი ხანი დავიგვიანე, ეს პ.ს.-იც პირველ თავზე უნდა დამეწერა, მაგრამ დაბრუნების გამო ძალიან აჟიტირებული ვიყავი და გადამავიწყდა. ვიმედოვნებ ისტორია მოგწონთ და იმედებიც გავამართლე. სულ რაღაც 1 თავი დარჩა და იმასაც 2 დღეში ავტვირთავ. ძალიან სასიამოვნო გრძნობა ყოფილა სიახლის დამატება და კომენტარების ლოდინი. ეს ისე მაკლდა...



№1 სტუმარი l,m not sick

ააამ
არ ვიცი რა ვთქვა,მართლა!
დავიბენი
ანუ ზუკას ლოლა უყვარს და ლოლას...ჯანდაბა!თითქოს გული მიგრძნობდა რომ ასე მოხდებოდა :)
ძაალიან მომწონს თავისი ინტრიგით,
გელოდები ალუბალო :)))

 


№2  offline წევრი An_Gel

ევა, რას მმართებ?! ავირიეც აღარ ქვია ამას.
საერთოდ მიყვარს სამკუთხედები. ყველაზე მეტად მიზიდავს, მაგრამ ეს ძალიან გართულებული სამკუთხედია. გარდა იმისა, რომ ორივე მომწონს (ზუკაც და გრეკოც) ორივესთან აქვს ლოლას სასწაული ქიმია. გრეკოს და ლოლას სცენას რომ ვკითხულობდი სახურავზე, ვიფიქრე, შევცდი, ლუკას ზუკა მაინც ვერ შეედრებათქო. დასასრული კი ისეთი ჰქონდა ამ თავს, ისევ ზუკასკენ გადავიხარე. კაი ჯანდაბას, მე რა მიჭირს, ლოლასაც რომ ორივესთან სიამოვნებს ყოფნა?! ესეც მიშლის ხელს გადაწყვეტილების მიღებაში. არა, ზუკა მაინც სხვაა. სხვა ურთიერთობა აქვს მასთან, ბევრად მეტი იცის. მაგრამ იმედები გამიცრუეო რომ უთხრა ლოლას, მაგ მომენტში საშინლად გამაბრაზა. თუმცა ბეჭდის მომენტმა გადაწონა ყველაფერი, რა თქმა უნდა.
გრეკო მეცოდება. მამის ამბავი რომ არა, დარჩებოდა იმ სახლში და გაიზრდებოდა ლოლასთან ერთად. ისე მისი ურთიერთობა ზუკასთან დიდ ინტერესს მიჩენს. ვერ გავიგე, მეგობრები არიან უფრო მეტად, თუ მეტოქეები.
ისე სადღაც გულის სიღრმეში მგონია, რომ გრეკო უფრო მართალია ლოლასთან, ვიდრე ზუკა. რატომ არ უნდა, რომ ლოლამაც გაიგოს წარსულის შესახებ? გრეკოსთან მგონია, რომ უფრო თავისუფლად გრძნობს თავს ლოლა და ზუკასთან ცოტა ჩარჩოებშია.
ლოლას კლეპტომანია საინტერესო თავისებურებად მიმაჩნდა. ვერც ვიფიქრებდი, რომ ამხელა პრობლემას გამოიწვევდა. იმედია, ზუკა ამის გამო შარში არ გაეხვევა. ისედაც არ არის ლოლა მასთან მართალი გარკვეულწილად. ისე ჩამოშორდა და დაივიწყა ბავშვობის მეგობარი, თითქოს ზუკას შეშლოდა რამე მასთან.
მოკლედ, აი ხომ ხედავ რა დამმართე? ყველას ვამართლებ, ყველას ვამტყუნებ, ყველა მომწონს და ვერ ჩამოვყალიბდი, რა მინდა საბოლოოდ :დ
დასკვნით თავს დაველოდები უდიდესი ინტერესით. მგონია, რომ რაღაც ცუდი უნდა მოხდეს და ვცდები, იმედია. heart_eyes

 


№3  offline ახალბედა მწერალი ლორელაი

l,m not sick
ააამ
არ ვიცი რა ვთქვა,მართლა!
დავიბენი
ანუ ზუკას ლოლა უყვარს და ლოლას...ჯანდაბა!თითქოს გული მიგრძნობდა რომ ასე მოხდებოდა :)
ძაალიან მომწონს თავისი ინტრიგით,
გელოდები ალუბალო :)))

კარგია რომ დაიბენი და ვერ ხვდები რა უნდა ქნა, მეც ეს მინდოდა kissing_heart

An_Gel
ევა, რას მმართებ?! ავირიეც აღარ ქვია ამას.
საერთოდ მიყვარს სამკუთხედები. ყველაზე მეტად მიზიდავს, მაგრამ ეს ძალიან გართულებული სამკუთხედია. გარდა იმისა, რომ ორივე მომწონს (ზუკაც და გრეკოც) ორივესთან აქვს ლოლას სასწაული ქიმია. გრეკოს და ლოლას სცენას რომ ვკითხულობდი სახურავზე, ვიფიქრე, შევცდი, ლუკას ზუკა მაინც ვერ შეედრებათქო. დასასრული კი ისეთი ჰქონდა ამ თავს, ისევ ზუკასკენ გადავიხარე. კაი ჯანდაბას, მე რა მიჭირს, ლოლასაც რომ ორივესთან სიამოვნებს ყოფნა?! ესეც მიშლის ხელს გადაწყვეტილების მიღებაში. არა, ზუკა მაინც სხვაა. სხვა ურთიერთობა აქვს მასთან, ბევრად მეტი იცის. მაგრამ იმედები გამიცრუეო რომ უთხრა ლოლას, მაგ მომენტში საშინლად გამაბრაზა. თუმცა ბეჭდის მომენტმა გადაწონა ყველაფერი, რა თქმა უნდა.
გრეკო მეცოდება. მამის ამბავი რომ არა, დარჩებოდა იმ სახლში და გაიზრდებოდა ლოლასთან ერთად. ისე მისი ურთიერთობა ზუკასთან დიდ ინტერესს მიჩენს. ვერ გავიგე, მეგობრები არიან უფრო მეტად, თუ მეტოქეები.
ისე სადღაც გულის სიღრმეში მგონია, რომ გრეკო უფრო მართალია ლოლასთან, ვიდრე ზუკა. რატომ არ უნდა, რომ ლოლამაც გაიგოს წარსულის შესახებ? გრეკოსთან მგონია, რომ უფრო თავისუფლად გრძნობს თავს ლოლა და ზუკასთან ცოტა ჩარჩოებშია.
ისე ლოლას კლეპტომანია საინტერესო თავისებურებად მიმაჩნდა. ვერც ვიფიქრებდი, რომ ამხელა პრობლემას გამოიწვევდა. იმედია, ზუკა ამის გამო შარში არ გაეხვევა. ისედაც არ არის ლოლა მასთან მართალი გარკვეულწილად. ისე ჩამოშორდა და დაივიწყა ბავშვობის მეგობარი, თითქოს ზუკას შეშლოდა რამე მასთან.
მოკლედ, აი ხომ ხედავ რა დამმართე? ყველას ვამართლებ, ყველას ვამტყუნებ, ყველა მომწონს და ვერ ჩამოვყალიბდი, რა მინდა საბოლოოდ :დ
დასკვნით თავს დაველოდები უდიდესი ინტერესით. მგონია, რომ რაღაც ცუდი უნდა მოხდეს და ვცდები, იმედია. heart_eyes


ვგიჟდები შენს კომენტარებზე, მიხარია ასე დეტალურად რომ აღწერ და ეხები ყველა წვრილმანს.
აი, ასეთი ინტრიგანი გოგო ვარ.
მართალია ორივესთან აკავშირებს ლოლას ქიმია, თუმცა რა თქმა უნდა, ორივესთან ვერ იქნება და ორივეს ვერ შეიყვარებს. ხანდახან ცხოვრებაში ასეც ხდება, გრძნობებში ვიკარგებით, მაგრამ დრო ყველაფერს ალაგებს.

 


№4  offline წევრი qeti.ii

ლოლა კი არა მეც დავიბენი,ორივე ძალიან კარგი ბიჭია,თუ სწორად მივხვდი ლუკას ბავშვობიდან უყვარს ლოლა,ზუკასაც უყვარს,ახლა ვტირი მართლა არ ვიცი...
იმხელა ემოცია გამოიწვიე ჩემში,რომ აღარ ვიცი რა ვქნა,რა მოითმენს ორი დღე,როგორ თქვეს ისტორია მეორედ ატვირთე,მე კი პირველად ვკითხულობ და...
მოკლედ,ჯერ კომენტარის დაწერა არ მინდოდა,მეთქი ბოლომდე წავიკითხავ და ერთ დიდ ბუთხუზა კომენტარს დავუწერ-მეთქი მაგრამ ვერ მოვითმინე.
სასწაული გოგო ხარ,ვგიჟდები მე შენზე!❤❤❤

 


№5  offline ახალბედა მწერალი ლორელაი

qeti.ii
ლოლა კი არა მეც დავიბენი,ორივე ძალიან კარგი ბიჭია,თუ სწორად მივხვდი ლუკას ბავშვობიდან უყვარს ლოლა,ზუკასაც უყვარს,ახლა ვტირი მართლა არ ვიცი...
იმხელა ემოცია გამოიწვიე ჩემში,რომ აღარ ვიცი რა ვქნა,რა მოითმენს ორი დღე,როგორ თქვეს ისტორია მეორედ ატვირთე,მე კი პირველად ვკითხულობ და...
მოკლედ,ჯერ კომენტარის დაწერა არ მინდოდა,მეთქი ბოლომდე წავიკითხავ და ერთ დიდ ბუთხუზა კომენტარს დავუწერ-მეთქი მაგრამ ვერ მოვითმინე.
სასწაული გოგო ხარ,ვგიჟდები მე შენზე!❤❤❤

მიხარია რომ გადაწყვიტე წაკითხვა. დასაწყისი მქონდა ატვირთული, თუმცა შევწყვიტე და წავშალე. დასრულებულს ვტვირთავ ახლა. ეგოისტურად მიხარია ეგ ცრემლები.მადლობა კომენტარისთვის

okay
იცოდე, რომ ვკითხულობ. ოღონდ, ჯერ არაფერს გეტყვი.
ველოდები დასასრულს.

ვაიმე, შენი კომენტარი მუქარას ჰგავდა... საყვარელი ხარ.

 


№6  offline ახალბედა მწერალი lullaby

ვერ წარმოიდგენ, როგორი ნასიამოვნები ვარ. რაღაცები აღარ მახსოვდა, აი, ბოლო ნაწილი კი უკვე ახალი და ჩასწორებული, ნამდვილი არითმია იყო, მართლა... ლუკაც და ზუკაც თავის მხრივ ზალიან კარგები არიან, მაგრამ ეს სიტუაცია და ზოგადად ამბავი გაცილებით მაგარია, ვიდრე რომელიმე ცალკეული პერსონაჟი. მართლა ისეთი გრზნობა მაქვს, თითქოს პირველად ვკითხულობ და პირველად მაღელვებს ეს სამი ^^ აივნის სიუჟეტი იყო... აი, არ ვიცი <3

 


№7  offline ახალბედა მწერალი ლორელაი

[quote=lullaby]ვერ წარმოიდგენ, როგორი ნასიამოვნები ვარ. რაღაცები აღარ მახსოვდა, აი, ბოლო ნაწილი კი უკვე ახალი და ჩასწორებული, ნამდვილი არითმია იყო, მართლა... ლუკაც და ზუკაც თავის მხრივ ზალიან კარგები არიან, მაგრამ ეს სიტუაცია და ზოგადად ამბავი გაცილებით მაგარია, ვიდრე რომელიმე ცალკეული პერსონაჟი. მართლა ისეთი გრზნობა მაქვს, თითქოს პირველად ვკითხულობ და პირველად მაღელვებს ეს სამი ^^ აივნის სიუჟეტი იყო... აი, არ ვიცი <3[/quot
რა კარგია რომ მოგწონს...ზოგი იცოდი, ზოგი არა. რაღაცები არ გაგიმხილეთ. ინტრიგანი ვარ და იმიტო

Margaritha Loki
სულ თვალებდაქაჩულმა ჩავიკითხე :დდ :** ისეთი დაძაბული იყო რომ ერთი წამითაც არ მოდუნებულა სიტუაცია :** აი ამას ყველაზე მეტად ვაფასებ ისტორიებში ❤ ვგიჟდები როცა ავტორს სიტყვების ასეთი უზღვავი მარაგი აქვს და უბრალო სიტუაციასაც ისე აღწერს რომ გეგონება რაღაც ექშენი მიმდინარეობს შენს თავლწინ...როცა სცენები ნათლად წარმოგიდგება გონებაში და როცა ყველა პერსონაჟს შენად აღიქვამ ❤❤❤❤ საოცრება იყო მართლა , სუნთქვა მეკვროდა ზოგიერთ მომენტში და ინტრიგას ინტრიგა ემატებოდა :** ქედს ვიხრი და გაფასებ ასმაგად ქალბატონო :3 :**❤❤❤
ვიცინე, მოვიღუშე, საგონებელში ჩავვარდი, გავოგნდი.... მოკლედ იმდენი ემოცია გამოიწვიე ჩემში ლამის სული ამომძვრა მაგრამ ეს პროცესიც კი სასიამოვნო იყო :დდდდდ ❤❤❤❤❤
ამ ბიჭებმა ხო მომკლეს მთლად :(( გაიგე ახლა რომელი უფრო მომწონს :დდდდ გამიკვირდა ლოლას რატომ არ ახსოვს გრეკო :/ რაღაც მამამისის ამბებიც ძაან საეჭვოდ გამოჩნდა ;))) აშკარად კავშირი აქვს.... ძაან დავინტრიგდი :დდდდდ❤❤❤
ძალიან მაინტერესებს დასასრული და ამავდროულად არ მინდა დასრულდეს.... აუ კაი რა ;((( დეპრესიას ვაცხადებ!!! :დდდდ ❤❤

უჰ რა გულიანად გამაცინე. ეს რა გამიკეთებია, როგორ ამიღელვებიხარ. ექშენიო და გავიბადრე. ჩაგაგდე ხო საგონებელში, ამხელა კაცთმოყვარე ქალი, აირჩიე რომელიც გინდა : დ ყველა კითხვას პასუხი შემდეგ თავში გაეცემა, ქალბატონო მარგარიტა

 


№8  offline მოდერი chica sol

ვაიმე, ვაიმეე... საოცრად ნასიამოვნები ვარ და საშინლად დაბნეული. მაგრამ ყველაზე უფრო მეტად ბრაზს ვგრძნობ. ჰო, გამაბრაზე!!!
შენ თავიდანვე იცოდი, რომ ამ ორ ბიჭს შორის გრეკოსკენ ვიხრებოდი. იცი ამ თავის ბოლო ნაწილით რა გააკეთე? გავორდი. ზუკა საოცარია ...
მინდა ლოლაზე ვბრაზდებოდე, მაგრამ ღ შემიძლია... ჩემი გრეკო კი, უბრალოდ გრეკოა, ძალიან, ძალიან, ძალიან მაგარი ტიპია...
ემოციებიდან ვერ გამოვდივარ... ვერც კი ხვდები, როგორ მიმართლებ იმედებს.
სულმოუთქმელად ველი ახალ თავს.

 


№9  offline მოდერი bla.ell

რატო ხარ ესე კარგი მწერალი ჰა??
მაგარი თავი იყო გელიი:დდდ

 


№10  offline წევრი kethrine

მოკლედ ორივე თავი წუხელ ჩავაწიკწიკე, მაგრამ აზრი ვეღარ დავაფიქსირე, ნეტი გამთიშვია :დდდ ქალაუ რაღა მაშინ დაურეკა იმ ოხერმა ტელეფონმა, როცა რაღაც ისეთი უნდა ამოეღო იმ ყუთიდან. აღარ ვიცი რა ვიფიქრო. მგონია ზუკა თავის თავზე აიღებს იმ დანაშაულს და არ მინდა რატომღაც. ცოდოა... აი ლუკა რატომ არ ახსოვს ეს კიდე ცალკე თემაა... უჰ ავირიე დავირიე რა, გელოდები ქალბატონო თამთა (ხედავ დავიგიმახსოვრე ორივე სახელით :დდდ) ფანცქალით და იმედი მაქვს მალე დადებ ❤❤❤❤❤
--------------------
"ცხოვრება ყოველთვის გამოგცდის, როცა კი იტყვი -მე არასოდეს..."

 


№11 სტუმარი Shorena kiladze

Chemi lore misi alublebit.umagresi chemo tkbilo sityvebi AR myopnis .sascauli xar

 


№12  offline აქტიური მკითხველი La-Na

ვაიჰ ზუკას არ დაიჭერენ იმედია,ან არ ვიცი ზუკა მინდა ლოლასთან.კარგი ბიჭია ლუკა,მაგრამ ზუკაააააა smile ერთი სული მაქვს როდის დაიდება ახალი თავი.
პ.ს/ წინა თავში მინდოდა კითხვა და გადამიყვა გულს smile როგორც მახსოვს ზუკა და ლოლა ტოლები უყვნენ და ახლა შეცვალე მათი ასაკი,თუ მე მაქვს ცუდი მახსოვრობა?ძალიან მაგარი გოგო ხარ შენ.ასე მალე რატომ ამთავრებ?ეს არ მომწონს,დიდხანს მინდოდა გაგეგგრძელებინა kissing_heart
--------------------
ლანა

 


№13  offline წევრი kora

არც კი ვიცი რა სიტყვებით უნდა გადმოგცე ემოცია, დამამუნჯა და უფრო მეტიც, სამსახურიდან ისედაც გვიან წამოსულმა მთელი 5 გაჩერებით ავცდი სახლს იმდენად ჩამითრია კითხვის პროცესმა, რომ არა მძღოლის შეძახილი, დაუფიქრებლად გავყვებოდი შემდეგ 5საც, რადგან არაფრით არ მეთმობოდა ბოლო აბზაცამდე გაჩერება.
იმდენად სუფთად, სათუთად და გრძნობებით გადმოსცემ ყოველ სათქმელს, რომ პირველივე აბზაციდანვე ისაკუთრებ მკითხველის გულში დიდ ადგილს. ჩამოყალიბებული მწერალი და ძალიან მიხარია რომ გიცნობ <3
რაც შეეხება პერსონაჟებს, ადრეც მითქვამს რამდენად დიდი სიმპატიები მაქვს გრეკოსადმი. ლოლასა და ზუკას ურთიერთობაში კი ბოლომდე ვცდილობდი წმინდა და ნამდვილი მეგობრობა დამენახა და გაჩენილი ეჭვები ყველანაირად უკუმეგდო... ის სტერეოტიპი, რომ გოგოსა და ბიჭის მეგობრობა არ არებობს ჩემთვის ცოტა მიუღებელია და ამან ცოტა შემიცვალა ზუკასადმი დადებითი წარმოდგენა. ზუკას საწინააღმდეგო მართლა არაფერი მაქვს, კარგი ბიჭია. მაგრამ...
პ.ს. მეგონა აღარ მემახსოვრებოდა ჩემი პაროლი იმდენი ხანია აქ არ შემოვსულვარ, მაგრამ ასეთი სიახლის წაკითხვის მერე უკომენტაროდ გახვიდე სინდისიც კი შეგაწუხებს :)
--------------------
kira.G

 


№14  offline ახალბედა მწერალი ლორელაი

chica sol
ვაიმე, ვაიმეე... საოცრად ნასიამოვნები ვარ და საშინლად დაბნეული. მაგრამ ყველაზე უფრო მეტად ბრაზს ვგრძნობ. ჰო, გამაბრაზე!!!
შენ თავიდანვე იცოდი, რომ ამ ორ ბიჭს შორის გრეკოსკენ ვიხრებოდი. იცი ამ თავის ბოლო ნაწილით რა გააკეთე? გავორდი. ზუკა საოცარია ...
მინდა ლოლაზე ვბრაზდებოდე, მაგრამ ღ შემიძლია... ჩემი გრეკო კი, უბრალოდ გრეკოა, ძალიან, ძალიან, ძალიან მაგარი ტიპია...
ემოციებიდან ვერ გამოვდივარ... ვერც კი ხვდები, როგორ მიმართლებ იმედებს.
სულმოუთქმელად ველი ახალ თავს.

მიხარია რომ გაორდი. რა ვქნა ასეა საჭირო. მიყვარხარ ძააალიან. იმედებს გაგიმართლებ თუ არა არ ვიცი

bla.ell
რატო ხარ ესე კარგი მწერალი ჰა??
მაგარი თავი იყო გელიი:დდდ

ჩემო საყვარელო, მადლობა. მიხარია რომ მკითხულობ

kethrine
მოკლედ ორივე თავი წუხელ ჩავაწიკწიკე, მაგრამ აზრი ვეღარ დავაფიქსირე, ნეტი გამთიშვია :დდდ ქალაუ რაღა მაშინ დაურეკა იმ ოხერმა ტელეფონმა, როცა რაღაც ისეთი უნდა ამოეღო იმ ყუთიდან. აღარ ვიცი რა ვიფიქრო. მგონია ზუკა თავის თავზე აიღებს იმ დანაშაულს და არ მინდა რატომღაც. ცოდოა... აი ლუკა რატომ არ ახსოვს ეს კიდე ცალკე თემაა... უჰ ავირიე დავირიე რა, გელოდები ქალბატონო თამთა (ხედავ დავიგიმახსოვრე ორივე სახელით :დდდ) ფანცქალით და იმედი მაქვს მალე დადებ ❤❤❤❤❤

რა დაკვირვებული ბრძანდებით, ქალბატონო: დ ყველაფერი ისეა როგორც შენ ფიქრობ.გრეკოს აქვს მიზეზი, ზუკასაც...

Shorena kiladze
Chemi lore misi alublebit.umagresi chemo tkbilo sityvebi AR myopnis .sascauli xar

შორეე, მიხარიხარ ძალიან. მადლობაა

La-Na
ვაიჰ ზუკას არ დაიჭერენ იმედია,ან არ ვიცი ზუკა მინდა ლოლასთან.კარგი ბიჭია ლუკა,მაგრამ ზუკაააააა smile ერთი სული მაქვს როდის დაიდება ახალი თავი.
პ.ს/ წინა თავში მინდოდა კითხვა და გადამიყვა გულს smile როგორც მახსოვს ზუკა და ლოლა ტოლები უყვნენ და ახლა შეცვალე მათი ასაკი,თუ მე მაქვს ცუდი მახსოვრობა?ძალიან მაგარი გოგო ხარ შენ.ასე მალე რატომ ამთავრებ?ეს არ მომწონს,დიდხანს მინდოდა გაგეგგრძელებინა kissing_heart

ხო რაღაცები შევცვალე, ზუკას ასაკიც მათ შორის. ასე იყო საჭირო. სულ სამად გავყავი დიდი არ არის და

kora
არც კი ვიცი რა სიტყვებით უნდა გადმოგცე ემოცია, დამამუნჯა და უფრო მეტიც, სამსახურიდან ისედაც გვიან წამოსულმა მთელი 5 გაჩერებით ავცდი სახლს იმდენად ჩამითრია კითხვის პროცესმა, რომ არა მძღოლის შეძახილი, დაუფიქრებლად გავყვებოდი შემდეგ 5საც, რადგან არაფრით არ მეთმობოდა ბოლო აბზაცამდე გაჩერება.
იმდენად სუფთად, სათუთად და გრძნობებით გადმოსცემ ყოველ სათქმელს, რომ პირველივე აბზაციდანვე ისაკუთრებ მკითხველის გულში დიდ ადგილს. ჩამოყალიბებული მწერალი და ძალიან მიხარია რომ გიცნობ <3
რაც შეეხება პერსონაჟებს, ადრეც მითქვამს რამდენად დიდი სიმპატიები მაქვს გრეკოსადმი. ლოლასა და ზუკას ურთიერთობაში კი ბოლომდე ვცდილობდი წმინდა და ნამდვილი მეგობრობა დამენახა და გაჩენილი ეჭვები ყველანაირად უკუმეგდო... ის სტერეოტიპი, რომ გოგოსა და ბიჭის მეგობრობა არ არებობს ჩემთვის ცოტა მიუღებელია და ამან ცოტა შემიცვალა ზუკასადმი დადებითი წარმოდგენა. ზუკას საწინააღმდეგო მართლა არაფერი მაქვს, კარგი ბიჭია. მაგრამ...
პ.ს. მეგონა აღარ მემახსოვრებოდა ჩემი პაროლი იმდენი ხანია აქ არ შემოვსულვარ, მაგრამ ასეთი სიახლის წაკითხვის მერე უკომენტაროდ გახვიდე სინდისიც კი შეგაწუხებს :)

კარი, როგორ გაფასებ არ იცი. მადლობა ჩემო საყვარელო. ზუკა და გრეკო აბსოლიტურად განსხვავებულები არიან, ხოდა ლოოლაც დაიბნა. ბოლო ნაწილზე გამეცინაა

 



სახელი: *
  • bowtiesmilelaughingblushsmileyrelaxedsmirk
    heart_eyeskissing_heartkissing_closed_eyesflushedrelievedsatisfiedgrin
    winkstuck_out_tongue_winking_eyestuck_out_tongue_closed_eyesgrinningkissingstuck_out_tonguesleeping
    worriedfrowninganguishedopen_mouthgrimacingconfusedhushed
    expressionlessunamusedsweat_smilesweatdisappointed_relievedwearypensive
    disappointedconfoundedfearfulcold_sweatperseverecrysob
    joyastonishedscreamtired_faceangryragetriumph
    sleepyyummasksunglassesdizzy_faceimpsmiling_imp
    neutral_faceno_mouthinnocent