ბაბლუანის სათამაშო ( თავი 10 )
მთელი დღე უხასიათოდ იყო, ვერაფრით შეძლო ბაბლუანის სიტყვების დავიწყება, ფიქრებიდან ამოგდება, როგორ ეჯავრებოდა ეს კაცი, სძულდა ბაბლუანი, ჩვეული თავხედური ღიმილით, შავი თვალებით, ეზიზღებოდა მისი ყოველი ნაკვთი, სხეული, ძლიერი, ოდნავ უხეში ხელები, სიძლიერეს რომ ანახებდენენ სიფრიფანა ქალს. მაგრამ იცოდა ნუცამ და ვერ უარყოფდა, რომ იზიდავდა ეს კაცი, მისი მამაკაცური მომხიბვლელობა, შარმი, სიძლიერე და სისუსტეც ერთდროულად...ისეთი სუსთი მოეჩვენა ქალს რატი, როცა მის წინ იდგა და ახსარებას აბარებდა, როცა თავისი გრძნობები გაუშიშვლა, ისეთი უმწეოდა უსუსური მოეჩვენა წამით ნუცას იგი, ისიც კი გაიფიქრა რომ უსაყვარლესი იყო ბაბლუანი, მაგრამ არსებობდა დიდი „მაგრამ“ მათ ურთიერთობაში რაც აფერხებდა ნუცას, არ აძლევდა გახსნის საშუალებას, ვერ დაუშვებდა სისუსტე დაენახვებინა კაცისთვის, ეს მისი პრინციპების დასამარება იქნებოდა,ამიტომ უნდა ებრძოლა, არ დაეთმო. იცოდა ნუცამ მართალი და ბავშვივით გულღია იყო ბაბლუანი წანი დღით,სხვა შემთხვევაში ასეთი აფორიაქებული არ იქნებოდა, იცნობდა ქმარს, ნანახი ყავდა „მოთამაშე“ ბაბლუანი და ექვსი წლის მერე, ამდენი მტანჯველი წლის, თვისა თუ წუთის შემდეგ შეეძლო განსხვავება დაენახა ამ ორ ადამიანს შორის. გრძელი, ჭითელი და საჭიროზე ბევრად თხელი ხალათი მჭიდროს შემოიკრა სხეულზე, თმა აიწია, ყავის ფინჯანს ხელი დაავლო და მისაღებისკენ ღიღინით გაემართა. ფანჯარასთან შეჩერდა, საოცრად ჩანდა ფანჯრიდან ბაღი, უამრავი დეკორატიული ხე, ხელოვნური ბალახი, მოწმენდილი ცა...საოცრება იყო, მაგრამ აქამდე არასდროს შეუნიშნავს ეს სილამაზე, არა როგორ არ დაუნახავს , მაგრამ პირველად აღიქვამდა მცენარეებს, როგორც მშვენიერებას, ხელოვნების ნიმუშს ამდენი წლის შემდეგ, საკუთარი თავის უკვირდა. იდილია ზარის ხმამ დაურღვია, უკმაყოფილოდ შეიშმუშნა,ზლაზვნით გაემართა კარებისკენ, გაოცება ვერ დამალა კარების ზღურბლზე მდგარი აბაშიძის დანახვისას -შენ?! - სახეზე ყალბი ღიმილი აიფარა, ცნობისმოყვარედ აათვალიერა, მისთვის არასასიამოვნო,მაგრამ აშკარად მიმზიდველი ქალი -არ შემომიშვებ? - ჯაყელს აღელვებული მოეჩვენა მეტოქე, განზე გაიწია და სტუმარს ხელით ანიშნა შემოდიო, უხერხულად შეიშმუშნა ნინო, სახლი სწრაფად შეათვალიერა და ოთახის შუა გულში მდგარ დივანზე დაეშვა -ვიცი გაგიკვირდა ჩემი აქ მოსვლა, მაგრამ... -გარჩევებისთვის ნამდვილად არ მცალია- ირონიული ღიმილი ესროლა ქალმა და უდარდელად მოსვა ოდნავ შეგრილებული ყავა -საქმის გასარჩევად არ მოვსულვარ, პატიების სათხოვნელად მოვედი- ნუცას ლამის ყავა გადაცდა, თვალები გაუფართოვდა, ეჭვით მიაჩერდა გაფითრებულ ქალს -ნუცა მომისმინე, ვიცი გაკვირვებული ხარ, მაგრამ უბრალოდუნდა იცოდე... შენ ჩემი ახირება იყავი, ვიცი მუდამ საშინლად გექცეოდი, მაგრამ ამის მიზეზი მქონდა, მე და რატის უთქმელად გვესმოდა ერთმანეთის,მე იგი დღემდე მიყვარს, შენ ყველაფერი წამართვი. -ტყუილია! ეს შენ წამართვი ყველაფერი ნინო, შენი წყალობით უჩინარი,მაგრამ კარგი გოგო ყველას დასაცინი გავხდი! -მშურდა შენი, ახლაც მშურს...-თითქოს თავისთვის ბუტბუტებსო-შენ მუდამ ისეთი იყავი როგორიც მინდოდა რომ ვყოფილიყავი:სათნო, უმანკო, ჭკვიანი! -კი მაგრამ...-სისუსტე იგრძნო მუხლებში, სასწრაფოდ რომ არ ჩამომჯდარიყო ალბათ იქვე გაიშოტებოდა -ვიცი მე ყველაზე პოპულარული გოგო ვიყავი მთელს სკოლაში, ბევრი ოცნებობდა ჩემს ადგილზე ყოფნას, მდიდარი ოჯახი, კარგი გარეგნობა, ყველაზე მაგარი ბიჭი გვერდით, მაგრამ ეს არ მყოფნიდა, თითქოს რაღაც მაკლდა, ის რაც შენ გქონდა, მზრუნველი ოჯახი...შენ სულიერებას მეტ მნიშვნელობას ანიჭებდი ვიდრე გარეგნობას, გრძნობები მეტად მნიშვნელოვანი იყო შენთვის ვიდრე უბრალო ნივთები, სწორედ ეს თვისება მაგიჟებდა, მსურდა გამენადგურებინე, წამერთვა შენთვის ის რაცმაღიზიანებდა... -ახლა რატომ მეუბნები ამას?-ხმა აუკანკალდა ნუცას -იმიტომ რომ მივდივარ და სხვა დრო უბრალოდ არ მექნება-ნაღვლიანად გაიღიმა, ჯაყელი შოკირებული უყურებდა მის წინ მდგარ ქერა, ცისფერთვალება ქალს და ვერ იჯერებდა რომ მას რაიმე საერთო ქონდა იმ აბაშიძესთან რომელსაც სკოლაში იცნობდა, ან რომელსაც რამდენიმე თვის წინ შეხვდა-ვიცი ჩემნაირები არ იცვლებიან, არ ხარ ვალდებული მაპატიო, უბრალოდ უნდა მეთქვა, უთქმელად ვერ წავიდოდი....რატის უყვარხარ, ამას თავიდანვე ვგრძნობდი ამიტომ მძულდი,ბაბლუანს სხვა დროს არასდროს ულაპარაკია ასე სხვა ქალზე. ახლა უნდა წავიდე-სწრაფად წამოდგა, და კარებისკენ დაიძრა, ნუცა სწაფად მოეგო გონს წინ მიმავალს დაედევნა და გააცილა, მხოლოდ ნაღვლინი მზერა ესროლა აბაშიძემ მასპინძელს და გახევებული დატოვა კარებთან იგი. კიდევ დიდ ხანს იდგა ნუცა,სამყაროს მოწყვეტილი და გაუაზრებლად ღვრიდა ცრემლებს, ვერ იაზრებდა მომხდარს, ვერ გაეგო რა გახდა მისი „მტრის“ კათარზისის მიზეზი. * * * საწოლზე დამხობილს თვალები ჩასწითლებოდა ტირილისგან, მან აპატია ნინოს, გრძნობდა ამას, მაგრამ ცოცხალი თავით არ აღიარებდა, მისთვის მოულოდნელი და უცხო იყო ქალის მსგავსი ქმედება, ეჭვს ნამდვილად ვერ შეიტანდა აბაშიძის გულწრფელობაში, იმდენად პირად თემებზე დაიწყო გოგონამ საუბარი, ალბათ მისნაირი თავდაჯერებული, ქალისთვის ურთულესი იქნებოდა მსგავსი ნაბიჯის გადადგმა. ოთახში გაცეცხლებული შემოვარდა ბაბლუანი, მრისხანებას აფრქვევდა, თვალები ჩაsწითლებოდა, ყელთან ძარღვები დაჭიმვოდა -დროზე გაემზადე მივდივართ!-კბილებში გამოსცრა და მზერა საწოლზე ჩამომჯდარ გაკვირვებულ ქალს დაასო -ნუ ყვირი, თავი მისკდება- შესაშური სიმშვიდით უპასუხა ქმარს -ეგრე არა ძალიან კარგი!- ირონიულად გაიღიმა, სწრაფად მიეჭრა ქალს,ხელში აიყვანა და ნუცამ გააზრებაც ვერ მოასწრო როდის აღმოჩნდა გამჭვირვალე ხალათის ამარა ქმრის მანქანაში -შენ სულ გაგიჟდი? -ნუ კივი, დავიღალე, თანაც მე გაგაფრთხილე- წამითაც არ გაუხედავს სიბრაზისგან გაწითლებული ქალისკენ -ახლავე გააჩერე მანქანა თორემ მწარედ განანებ, ხომ იცი რომ ვარ ამის გამკეთებელი. -პირველი: ნუ ყვირითქო მგონი გასაგებად აგიხსენი, მეორეც რაც ვინანე საკმარისია, დამღალა ამ შენმა ძლიერი ქალის როლის თამაშმა, გასაგებია? ეს შენი წესები უკვე გულს მირევს, შენი პრინციპულობა, იცი აქამდე რატომ გამოგდიოდა შურისძიება? -იმიტომ რომ ჭკვიანი ვარ შენგან განსხვავებით იდიოტო! და ფრთხილად იარე, თორემ მერე სინდისი ქენჯნა დაგტანჯავს თუ გაგაჩნია სინდისი საერთოდ! -იმიტომ რომ მე არ გაგიწიე სათანადო წინააღმდეგობა, არვუარყოფ ჭკვიანი ხარ, მაგრამ ამ ბოლო დროს ეჭვი მეპარება უკვე, მოგეცი უფლება ისე დაგეტანჯე როგორც მე დაგტანჯე, შეიძლება ახლა მე მეტად ცუდადაც კი ვარ- მარცხენა ხელი საჭეს დასცხო, მარჯვენა კი ძლიერად მოუჭირა, თვალები მეტად ჩამუქებოდა -გიჟი ხარ! ახლავე გააჩერე მანქანა -შეიძლება მე გიჟი ვარ,აი შენ კი ტუსაღი ნუციკო, ჩემი ტუსაღი-ირონიულად ჩაიღიმა და ცოლს ირონიული ღიმილი ესროლა -სულ გაგიჟდი არა?-სასოწარკვეთილი მიაჩერდა ბაბლუანს იმის იმედით რომ ხუმრობდა კაცი, მაგრამ ხუმრობის და მითუმეტეს ტყუილის ვერაფერი რომ ვერ შეატყო რატის ღრმად ამოიოხრა და ოდნავ მოეშვა, არ ღირდა ამ მატყუარას გამო ნერვული სისტემის დაზიანება - მომბეზრდა ეგ თამაში ჯაყელო! -ეს თამაში შენ დაიწყე,ხომ არ დაგავიწყდა?-ირონიულად შენიშნა -ჰოდა შენ დაამთავრებ! |
ტესტები
აქტიური მწერლები
აქტიური მწერლები
.:დღის აქტიური მკითხველი:.
თქვენი აზრით, ქალებისთვის, რა ასაკშია მიზანშეწონილი დაოჯახება?
ყველა გამოკ
.:შემოგვიერთდით FACEBOOK-ზე:.