შესვლა
რეგისტრაცია
რეკლამა

სოხუმსკი (1 თავი)


24-11-2017, 18:08
ავტორი tatiachelo
ნანახია 5 123

-დიანა გვაგვიანდება. გესმის გოგო? დიანა ადექითქო!
ნახევრად მძინარეს მესმის ბრაზით ნათქვამი სიტყვები და ცალ თცალს ვახელ.
-ადექი დროზე! ცოფიანი ძაღლივით დამყურებს ზემოდან.
ხმის ამოუღებლად ვდგები საწოლიდან და ხელებს სახეზე ვისვამ. მთქნარებითა და თავის ქექვით მივემართები სააბაზანოსკენ.
-ლევ ყავა გამიკეთე და მე მანამდე ჩავიცვამ. სააბაზანოდან გამოსული მივმართავ ჩემ დეიდაშვილს და ანგელოზივით ვუღიმი.
-ერთხელ ხომ შეილება მოხდეს სასწაული და გამზადებული დამხვდე? უკმაყოფილო სახით მეკითხება და სამზარეულოში შედის.
-არ ხდება ჩემო კარგო მასეთი სასწაულები და რა ვქნა ? მხრებს ვიჩეჩავ და ოთახში შევდივარ. რამდენიმე ათასჯერ ნათქვამი "რა ჩავიცვა?" ლევანის გაღიზიანებას იწვევს და იმხელა ხმაზე ღრიალებს ტიტველი წამოდიო, ვეჭვობ მეზობლებმაც გაიგეს და სირცხვილით თავს ვეღარ გავყოფ გარეთ. წარბებ შეკრული დავყურებ შავ შიფონის შარვალს და მუქ ლურჯ ჯინსს.
-აიღე ის შავი შარვალი და ჩაიცვი სანამ ნერვები კიდევ შემომრჩენია და არ გადამიხევია. კბილებში ცრის და ყავის ფინჯანს კომოდზე დებს.
-იცი რა?
-რა?
-დამაწყნარებელი დალიე.
-დაჭირდება ადამიანს შენ ხელში აბა რა იქნება? დამაგლიჯე უკვე ნერვები და ეგაა.
-კაი მაცადე ჩავიცვამ და გავიდეთ.
-მე წავალ და შენ ტაქსით წამოდი.
-რა ტაქსი? იყავი მოიცა. ხელზე ვექაჩები ოთახიდან გასულს. -ლევან!
-ხუთ წუთს გაძლევ. გამაფრთხილებლად მიქნევს საჩვენებელ თითს. თავს ვუქნევ და სიცილით შევდივარ ჩემს ოთახში.
რამდენიმე წუთში გამზადებული გამოვდივარ, მაგრამ ლევანი არსად არ ჩანს. ჯანდაბა. მობილურს ვიღებ და ვურეკავ.
-სად წახვედი ბიჭო? აქეთ-იქით დავდივარ გაღიზიანებული.
-ხომ გითხარი?
-მოიცა მართლა წახვედი? მეღადავები ხო?
-ხო. დროზე ჩამოდი მანქანასთან ვდგავარ
-მიყვარხარ. მხიარულად ჩავყვირი
ყურმილში და სწრაფად გავდივარ ბინიდან.
სადარბაზოდან გასული მანქანასთან მდგომ ლევანს ვხედავ და მისკენ გავრბივარ.
-შე საძაგელო. თითის წვერებზე ვიწევი, მის თმებს ვაფრინდები და ვწიწკნი.
-ქაჯი. სახე დამანჭული ისვამს მარჯვენა ხელს თავზე. მარცხენა ხელით კი მანქანის კარებს აღებს.
უნივერსიტეტის წინ აჩერებს ავტომობილს და ღიმილით გადადის.
მეც მას ვბაძავ.
-რომელი ლექცია გაქვს პირველი? მეკითხება დაინტერესებული და უნის წინ მდგომ ბიჭებს ხელს უწევს.
-ეკოლოგიური ტურიზმი. ცხვირს ვიბზუებ და ჩემს კურსელს თავის დაკვრით ვესალმები. -შენ?
-მათემატიკა.
-აუ დღეს რუსული მაქვს. ლიფტში შესულს მახსენდება და შუბლზე მსუბუქად ვირტყამ ხელს.
-რა რუსული? წარბშეკრული მიმზერს.
-ბიჭო რუსულზე შევედი. ამაყად ვწევ თავს და ვუცინი.
-სერიოზულად?
-ხო
-აბა ვერ ვიტან რუსულსო?
-საჭირო ყოფილა გენაცვალე და რა ვქნა? მჭირდება რუსული ენა კარგ მომავალზე ხო უნდა ვიზრუნო?
-ვისთან მიხვედი ერთი ის მითხარი? სიცილით გადამხვია ხელი და ლიფტიდან ასე გამოვედით.
-სოფასთან.
-მიკვირს, რომ აგიყვანა.
-ახლა ნერვი არ მომიშალო.
-კაი კაი შედი მიდი და მე წაგიყვან უნის მერე.. აუდიტორიისკენ მიბიძგა.. - ისე რომელზე გაქვს? სწრაფად მობრუნდა შებრუნებული.
-შვიდზე. თვალები ავატრიალე და აუდიტორიაში შევდი. ჩემი კურსელის გვერდით კომფორტულად მოვთავსდი და ლექტორს გავხედე, რომელიც ახალ მასალას ხსნიდა. რამდენიმე წუთში კარი გაიღო და გიორგაძეც შემოვიდა. პირველი კურსიდა მომწონდა დათა გიორგაძე. გამორჩეული და ძალიან ჩვეულებრივი ბიჭი იყო. როგორც მე ვიძახდი ძაან ჩემებური. გამარჯობა-გაგიმარჯოს არ გაცდენია ჩვენი საუბარი, ნუ იმას თუ არ ჩავთვლით ერთხელ უკან მჯდომმა, რომ მკითხა რომელ გვერდზე ვაართო?.. ასე იყო. მე მომწონდა მას არა.
ლექციის დასრულებისთანავე კაფეში ავედი სადაც ლევანი მეგულებოდა. ნუ რა თქმა უნდა არ შევმცდარვარ. კუთხეში მდგომ მაგიდასთან იჯდა ბიჭებთან ერთად და გულიანად იცინოდა. სანამ მასთან მივიდოდი მანამდე ნაცნობებს მივესალმე და ბოლოს კი მივაღწიე დანიშნულების ადგილამდე.
-ბიჭებო თქვე სიმპატიჩნებო. ღიმილით გადავკოცნე დეიდაშვილის საძმაკაცო და ლევანის ჭიქიდან წვენი მოვსვი.
-შენ ვაფშე ხმა არ გაგვცე. აკომ გაბრაზებულმა შემომხედა.
-რატო აკუნ?
-გუშინ რატო არ მოხვედი კლუბში?
-რა მეკლუბებოდა დამხობილი ვიწექი და მეძინა მაგ დროს. გადავიკისკისე და აკოს ხელი მხარზე ჩამოვადე. -სხვა დროს წამოვალ და ვიცეკვოთ მერე ერთად. წარბები ავათამაშე.
-ვიმახსოვრებ.
-კაი ბატონო დაიმახსოვრე. თვალი ჩავუკარი გაღიმებულს -ლევან ადე ახლა ჰა.
-რა გეჩქარება ოთხია ჯერ.
-სასწავლი მაქვს ბიჭო, თან რესტორანში უნდა გავიდე გუკა ჩამოსულა ინგლისიდან. სახე დავმანჭე.
-კაი წამო მაშინ. დასერიოზულებული წამოდგა ფეხზე.
ავტომობილში ვიჯექი, ფანჯრისკენ ვიხედებოდი და ერთადერთ რამეზე ვფიქრობდი. რა იქნებოდა ახლა დედაჩემი და მამაჩემი ერთად, რომ ყოფილიყვნენ?..
ათი წლის ვიყავი ერთმანეთს, რომ დაშორდნენ. 35 წლის ასაკში აღმოაჩინეს, რომ ერთმანეთს ვერ ეწყობოდნენ. ნანა სახლიდან წავიდა. დედამისთან გადავიდა საცხოვრებლად. მე მამასთან დავრჩი, ჩემივე გადაწყვეტილებით. თავიდან ძალიან მიჭირდა იმასთან შეგუება, რომ ერთი ოჯახი აღარ ვიქნებოდით. მერე კი შევეჩვიე. დედას ხშირად ვნახულობდი. არ ვიყავი მასზე ნაწყენი. საერთოდ არავიზე ვიყავი ნაწყენი. მოხდა და ვსო. რაც უფრო ვიზრდებოდი მით მეტად ვრწმუნდებოდი იმაში, რომ ისინი სწორად მოიქცნენ. გულის სიღრმეში მაინც განვიცდიდი, მტკიოდა და ვდარდობდი. ყველაზე მეტად მაშინ განვიცადე, როდესაც მამამ ცოლი მოიყვანა. 15ის ვიყავი. საღამოს მოვიდა და ასე შემომაპარასავით. მასთან არაფერი შემიმჩნევია, მაგრამ მისი ოთახიდან გასვლა და ჩემი აბღავლება ერთი იყო. ამასაც შევეგუე. სხვა რა გზა იყო? შევეგუე და ისევ ისე ჩვეულებრივ განვაგრძე ცხოვრება. ლიკა იმდენად კარგი იყო რამდენადაც მამა. მიხაროდა მისი არსებობა ჩვენს სახლში. თვითონ უფრო მეტად განიცდიდა ვიდრე თავად მე. კარგად გავუგეთ ერთმანეთს. ფსიქოლოგი გახლდათ და მიდგომაც კარგად იცოდა ადამიანებთან. ერთხელ ოთახში შემოვიდა და მითხრა " მე ვერასოდეს გავხდები შენი მეორე დედა. არც ვითხოვ ამას უბრალოდ ვიმეგობროთო". გასაოცარი ქალი იყო და არის. 16 წლისამ გავიგე ლიკას მუცელში არსებული პატარას შესახებ. გამიხარდა. ჩემებურად, მაგრამ მაინც გამიხარდა. მამა არასდროს მაგრძნობინებდა უსიყვარულობას. მუდამ ზრუნავდა ჩემზე. ყოველთვის მიმეორებდა, რომ მის ცხოვრებაში ნომერი პირველი ქალი ვიყავი და ვერასოდეს გადავინაცვლებდი პირველობიდან. პატარა ილიას დაბადება მართლაც გასაოცარი იყო. ყველაფერი შეცვალა ამ პაწაწუნა არსებამ. სიცოცხლე შემმატა და სიხარული შემოიტანა ჩვენს სახლში. 17 წლის ასაკში დედამ მითხრა, რომ თხოვდებოდა. ყველანაირი შემოპარვების გარეშე. ნერწყვი მძიმედ გადავაგორე სასულეში. ბედნიერებას გისურვებთქო ჩუმად ვუყხარი და მაგრად მოვეხვიე. რამდენიმე დღეში ბატონი გიორგიც გავიცანი, თავისი შვილითურთ. 22 წლის იყო გუკა ლომიძე. დედა გარდაცვლილი ყავდა და ჩემგან განსხვავებით ის უარზე იყო ამ ქორწინების. პროტესტის ნიშნად ინგლისში წაბრძანდა და დღემდე არ ჩამოსულა. ახლა კი საოცრება მოხდა და დაბრუნდა. გასაგიჟებელი იყო ეს ცხოვრება თავისი მოულოდნელობებითა და არეულობით.
-დიანა თუ არ გინდა წასვლა ჩემთან წამო. ლევანის ხმამ გამომიყვანა ფიქრების კორიანტელიდან.
-რომ არ წავიდე ეწყინება ნანას.. სულ იმას ამბობს ლიკასთან უფრო კარგად ხარ ვიდრე ჩემთანო. დანაღვლიანებულმა შევხედე საჭესთან მჯდომს.
-ა*რაკებს ნანა. ღიმილით გამომხედა და ლოყაზე მიჩქმიტა. -გოგა და ლიკა როდის ჩამოდიან?
-ილიას სუფთა ჰაერზე ყოფნა სჭირდება, ამიტომ კიდევ დარჩებიან გუდაურში.
-შენ რატომ არ წახვედი?
-გამოცდები გვაქვს.
-უი ხო. კაი გამახსენე დღეს შენთან დავრჩები და ხვალ დილითვე გოგოტიძის საგანი ვიმეცადინოთ, თან კონსპექტები გავაკეთოთ ფინალურისთვის მაინც დაგვჭირდება.
-აჰამ მასე ვქნათ. დავეთანხმე მის წინადადებას.-ლევან დღეს შენც წამო რა.
-სად წამოვიდე გოგო?
-რესტორანში. გუკას ჩამოსვლის აღსანიშნავ ვახშამზე. თვალები ავატრიალე.
-მე რა მინდა? მანქანა ჩემი კორპუსის წინ გააჩერა და გადავიდა.. როცა მიხვდა, რომ მე არ მივყვებოდი მაშინვე მოუახლოვდა ავტომობილს და კარი გამოაღო. -არ მოდიხარ?
-არა. გაბუტულმა ჩავხარე თავი. რამდენიმე წუთი დუმდა. მეც ჯიუტად არ ვიღებდი ხმას.
-კაი წამოვალ.
-მართლა? თვალებ გაბრწყინებულმა ავხედე და მანქანიდან გადავხტი.
-ვერ ვიტან მაგ მართლას. ბუზღუნით ჩაკეტა კარი და სადარბაზოსკენ წავიდა.
ბინაში ავედით. ლევანი ტელევიზორთან დაჯდა, მე კი სამზარეულოში შევედი. ომლეტი მოვამზადე, თეფშებზე გავანაწილე და მაგიდაზე დავდე.
-ლევ, მოდი ვჭამოთ. გავძახე მისაღებში მყოფს, რომელიც წამში გაჩნდა სამზარეულოში.
-აბა რა მოამზარე?
-ომლეტი.
-კაია. მაგიდასთან დაჯდა და გამომხედა. -მოდი შენც.
-მოიცადე წვენს მოვიტან. კარადიდან ატმის წვენი გამოვიღე და მაგიდაზე ჭიქებთან ერთად დავდე.
-დიანა მე უნდა გავიდე ცოტახნით, რაღაც საქმე მაქვს. შვიდის ნახევარზე მოგაკითხავ და წაგიყვან რუსულზე.
-არ მინდა ჩემით წავალ. ახლა ვიმეცადინებ, თან მოვემზადრბი საღამოსთვის და შენ რვისთვის გამომიარე სოფასთან ნუ სადარბაზოსთან იყავი რა.
-ხო მასე ჯობია. გამიღიმა და წვენი მოსვა.
-ლევან ის შავი კოსტუმი და ლურჯი პერანგი ჩაიცვი მე რო გაჩუქე. კარებისკენ წასულს დავაწიე.
-მაგის ჩაცმას ვაპირებდი ისედაც. გაიცინა და კარები გამოაღო -ჭკვიანად იყავი და საღამოს მოკლე კაბით არ დამხვდე, თორემ რესტორანში კი არა მიქელ გაბრიელთან წაგიყვან. სწრაფად მომაყარა სიტყვები და კარი გაიხურა.
-გიჟი. თავი გავაქნიე და მაგიდის ალაგებას შევუდექი.
ცოტა წავიმეცადინე, მერე გარდირობში ქექვა დავიწყე რაიმე ნორმალური კაბა, რომ მეპოვნა. სულ ხუთიოდე კაბა მქონდა ისიც სარესტორნოდ არც ერთი არ გამოდგებოდა. მობილურს დავწვდი და ჩემს მეგობარს დავურეკე.
-ანუკი როგორ ხარ?
-კარგად დიანა.. შენ როგორ ხარ?
-ვარ რა.. ანუკ თხოვნა მაქვს შენთან.
-რა ხდება?
-გოგო საღამოს მივდივარ რესტორანში და რამე კაბა არ გაქვს, რომ მათხოვო?
-ახლა სახლში არ ვარ.. მარა არაა პრობლემა.. დიტოს დავურეკავ და იმას ამოვატანინებ ერთი მაგარი კაბა მაქვს .. იმედია მოგეწონება.
-ვგიჟდები შენზე..
-როგორც ბაუნტზე?
-როგორც რძიან ყავაზე.. ვუთხარი და გავიცინე.
-კაი გოგო დაურეკავ ჩემ ძმას.
-კაი ველი ვატუკას. მობილური გავთიშე და კმაყოფილი სახით გავხედე საათს. უკვე შვიდის ნახევარი იყო. ტაქსი გამოვიძახე და ვატოს დაველოდე. რამდენიმე წუთში მობილურისა და კარის ხმა ერთდროულად გაისმა. ჯერ მობილურს ვუპასუხე..ოპერატორმა შემატყობიანა თქვენი ტაქსი გამოძახების ადგილზე მოსულიაო. გასაგებიათქო ვუთხარი და გავუთიშე. კარი გამოვაღე და წინ მდგომ ვატოს მივესალმე.
-ეს გადაეციო იმ ცეტმა მიბრძანა. გაიღიმა ბიჭმა და შავ პარკში ჩადებული კაბა გამომიწოდა.
-მადლობა და ბოდიში შეწუხებისთვის. გამოწვდილი პარკი გამოვართვი და დივანზე დავდე.
-არაფერია.
-შემოგიპატიჟებდი მარა გავრბივარ. სიცილით ავიღე ჩანთა, ტყავის ქურთუკი მოვიცვი და ბინიდან გავედი.
-სად მიდიხარ?
-რუსულზე
-შენ რუსულზე? სიცილით დამხედა.
-ხო. მეც გამეცინა.
-შემოგვიარე ხოლმე.
-თქვენც ამომიარეთ.
ვატოს პირველ სართულზე დავემშვიდობე, სადარბაზოდან გავედი და ტაქსში ჩავჯექი.
რუსულზე ერთი საათი ვიყავი. დავალება მომცა და მალევე გამომიშვა. სადარბაზოდან გამოსულს ლევანი დამხვდა მანქანასთან იდგა გამოწყობილი.
-რა სიმპათიური ხარ შე დამპალო. ღიმილით ავათვალიერე ჩემი ბიჭი.
-უსიმპათიურესი. გამეკრიჭა და მანქანის კარი გამოაღო.
ჯერ ჩემთან ავედით.
დივანზე დადებული პარკიდან ღია ვარდისფერი, ბარხატის კაბა ამოვიღე და შევათვალიერე. ოთახში შევედი და ჩავიცვი. ძაან ლამაზი იყო. ტანზე გამოყვანილი, მუხლამდე კაბა. ფეხზე კრემისფერი მაღლები მოვირგე, თმები გავისწორე და მარცხენა მხარეს გადავიყარე. ღია ფერის ტუჩსაცხი წავისვი. მაკიაჟი არ გამიკეთებია. არც მჭირდებოდა.
-ლევ, მზად ვარ მე უკვე. კაბის ფერი, პატარა ჩანთა მხარზე გადავიკიდე, თეთრი მანტო მოვიცვი და მისაღებში გავედი.
-ლამაზუნა ხარ. გამიღიმა დეიდაშვილმა.
შევიფერე მისი კომპლიმენტი და გავინაზე.
მანქანაში ვიჯექით და რესტორნისკენ მივდიოდით ჩემი ტელე, რომ ამღერდა. ნანა იყო. მაშინვე ვუპასუხე.
-სად ხარ დიანა?
-მოვდივართ დედა გზაში ვართ უკვე.
-ერთი საათია შენ გელოდებით.
-რუსულზე ვიყავი.
-კარგი მალე მოდი.. გუკამ გიკითხა უკვე.
-რახან მაგას ვახსოვარ რაღა მომკლავს . ირონიულად გავიღიმე და მომცინარ ლევანს გავხედე.
-დიანა წესიერად მოიქეცი აქ, რომ მოხვალ. სწრაფად მითხრა და გამითიშა.
-რაო?
-გუკამ გიკითხაო.
-ოჰ.
-იცი რაზე მეშლება ნერვები?
-რაზე?
-იმ გუკას მოსაწონად ყველაფერს, რომ აკეთებს.
-კაი დაანებე თავი. რა ქნას ნანამაც? უნდა ბედნიერად, რომ იყოს. რა არ აქვს უფლება?
-როგორ არ აქვს ლევან. აქვს, მაგრამ ასე არა. ნანას გუკასთან თამაში არ სჭირდება. რას ანახებს ამ შეკრებით? კარგი "დედინაცვლის" როლშია.
-ეჭვიანობ!
-არ ვეჭვიანობ.
-როგორ არა. გეშინია დედაშენმა გუკასთან კარგი ურთიერთობა არ დაამყაროს, რადგან შენ ასეთი ახლო ურთიერთობა ნანასთან არ გაქვს.
გავჩუმდი. ცრელლები მომაწვა და ცხვირი ამეწვა. ლევანმა ავტომობილი რესტორნის წინ გააჩერა და გადმომხედა.
-დიანა.. ღრმად ამოისუნთქა და ხელი მხარზე დამადო..-ბოდიში ასე არ უნდა მეთქვა.
-სიმართლე თქვი. ცრემლიანი თვალებით შევხედე.-ეგოისტი ვარ. არ მინდა დედამ ჩემზე მეტად ვინმე შეიყვაროს. ცრემლი გადმომიგორდა თვალიდან.
-ნანა შენი დედაა დიანა. ვინ უნდა შეიყვარის შენზე მეტად, როცა შენ ხარ მისი სიხარული. ღიმილით მითხრა და ცრემლი მომწმინდა. -წამო შევიდეთ თორე კიდევ დაგირეკავს. თავი დავუქნიე და მანქანიდან გადავედი.
რესტორანში შესულმა აქეთ-იქით ყურება დავიწყე. კუთხისკენ გრძელ, დიდ მაგიდასთან მჯდომი ნანა დავინახე და მისკენ წავედი. ლევანიც გვერდით მედგა. გიორგის ღიმილით გადავეხვიე. ლევანმა ხელი ჩამოართვა და მოიკითხა. ვისაც ვიცნობდი ყველას მივესალმე. ძირითადად სულ გიორგის ნათესავები იყვნენ. ნანამ მაგიდასთან დაგვსვა, თვითონ კი მეუღლეს მიუბრუნდა.
-სად გდია ნეტა ის ვაჟბატონი? ლევანს ვკითხე.
-ჩუმად იყავი გოგო ტეხავს. შემომიბღვირა.
-დამისხი ის წითელი ღვინო თორემ მე აქ დითხანს ვერ გავძლებ. თვალით ვანიშნე გამჭირვალე დოქისკენ.
რამდენიმე ჭიქა დავლიე. უცებ სიმღერა შეიცვალა და რესტორანში Pharrell Williams - Happy ჩაირთო. ლევანს ეშმაკურად გავხედე.
-დიანა არც იფიქ.. სიტყვის დასრულება არ ვაცადე ისე მოვკიდე მკლავში ხელი და საცეკვაო მოედნისკენ იძულებით წავიყვანე. მხიარულად ვცეკვავდით და სახეს სასაცილოდ ვმანჭავდით..
მუსიკის დასრულებისთანავე გავემართეთ მაგიდისკენ. სიცილით ჩამოვჯექი სკამზე და იმ წამს შევხედე წინ მჯდომ ბიჭს, რომელიც სიგარეტს ეწეოდა და ღიმილით მიყურებდა. დაბნეულმა სახე ლევანისკენ გავაბრუნე.
-დიანა.. მომესმა ნანას ხმა და იმ ბიჭის უკან მდგომ დედაჩემს გავხედე. -მოდი ერთ წუთს.
ლევანმა მხარი გამკრა და თვალით მანიშნა გიორგის გვერდით მდგომ გუკაზე. ნერვიულობისგან სხეული დამეჭიმა.. ფეხზე წამოვდექი, ნანასთან მივედი და გვერდით დავუდექი. გიორგისთან და გუკასთან მისვლისას ვიგრძენი სხეულის კანკალი. ბიჭმა როგორც კი დამინახა, გაიღიმა და გადამეხვია. არ მოველოდი მისგან ასეთი სითბოს გამოხატვას. ის ხომ სულ ორჯერ მყავდა ნანახი.
-გაზდილხარ. ამათვალიერა ღიმილით. -თან გალამაზებულხარ.
-მადლობა. დაბნეულმა ხმა ძლივს ამოვიღე.
-გამარჯობა. ლევანის ხმა მომესმა და გვერდით მივბრუნდი. გუკამ უცნაურად შეხედა.
-ეს ჩემი დიშვილია ლევანი. დედაჩემმა წარუდგინა ჩემი დეიდაშვილი.
სასიამოვნოათი სემოიფარგლნენ.
-დიანა წამო დავჯდეთ. წელზე ხელი მომხვია და ჩვენი ადგილისკენ წამიყვანა.
-სულ, რომ წავიდეთ? მიშველეს თვალებით ავხედე.
-ეგ არ გამოვა. ვიყოთ ცოტახნით და მერე წავიდეთ. საფეთქელზე მაკოცა და სკამი გამომიწია, რომ დავმჯდარიყავი.
ისევ ის ბიჭი და მისი დაჟინებული მზერა, რომელიც სახეს მიწვავდა. პირდაპირ გახედვა არ მინდოდა მისთვის რო არ შემეხედა, ამიტომ ხან მარჯვნივ და ხან მარცხნივ ვიყურებოდი, მაგრამ ბოლოს კისერი ისე ამტკივდა სხვა გზა აღარ დამრჩა და წინ გავიხედე. ტუჩის კუთხე ჩატეხა და მის გვერდით იმ წამს დამჯდარ გუკას ჩუმად გადაულაპარაკა რაღაც. გუკამ იმწამსვე მე შემომხედა.
-დიანა. ხმამაღლა დამიძახა გუკამ სიმღერის გამო. -გაიცანი ეს ჩემი ძმაკაცია მათე ბოკუჩავა, ზედმეტ სახელად სოხუმსკი. მიმითითა მის გვერდით მჯდომზე, რომელიც თვალს არ მაცილებდა. მის თვალებს, რომ წავაწყდი ხმა წამერთვა და ვერც ვერაფერი ვერ ვთქვი. ნერწყვი მძიმედ გადავაგორე სასულეში და თავი დავუკარი. გამიღიმა და თვალი ჩამიკრა.
ძალიან სიმპათიური იყო. ასეთი ბიჭი არასდროს მენახა. არა როგორ არა. ამაზე სიმპათიურებიც მყავდა ნანახი, მაგრამ მისნაირი არა. არავის უმოქმედია ჩემზე ასე. მიზიდავდა, რაღაც მაინტრიგებდა და მის თვალებში ვიძირებოდი. შავი კუპრივით თმები, დიდი თანაბარი მოვარდისფრო ტუჩები, ლამაზად გამოკვეთილი წარბები და მუქი ლურჯი ხანაც მონაცრისფრო თვალები ამშვენებდა. წინიდან ცხვირი ოდნავ კეხიანი, პროფილში კი სწორი ქონდა. სახეს ისე უმკაცრებდა და ისეთ ეშხს სძენდა ბევ კურნოსას შეშურდებოდა. განსაკუთრებით მისი პატარა ხალი იყო ლამაზი სანახავი მის ცხვირზე, მკრთალად რომ იყო მოთავსებული . ნიკაპის გვერდით, მარჯვენა მხარეს დიდი ზომის ხალი ქონდა, რომელიც უფრო სხვანაირ იერს უქმნიდა სახეს. ყელზეც ქონდა ორი ერთნაირი ხალი და ლავიწთანაც. ეს მაშინ შევამჩნიე თეთრი პერანგის საყელო გვერდით, რომ გაწია და შეისწორა. სიგარეტი ძალიან უხდებოდა.. მოწევის დროს თვალებს აწვრილებდა და პირს ოდნავ აღებდა ბოლის გამოსაშვებად. საშინლად სიმპათიური იყო. უსაშინლესადაც კი. ასე არასოდეს დავბნეულვარ. მაშინაც არ დავბნეულვარ გიორგაძემ რო მკითხა" რომელ გვერდზე ვაართო?". არ ვიცოდი რა მემართებოდა, მაგრამ ჩემ წინ მჯდომის გამოხედვა ძალიან მაშინებდა.
-დიანა ჰო კარგად ხარ? მიჩურჩულა ლევანმა.
-ხო. ამოსუნთქვას ამოვაყოლე.
-სახეზე ფერი არ გადევს.
-დახუთულობის ბრალია.. ცოტახანს გავალ მე ეზოში.
-გამოგყვები
-არა იყავი მალე მოვალ. გავუღიმე და ფეხზე წამოვდექი. ეზოში გასულმა სუფთა ჰაერი ღრმად ჩავისუნთქე და ოდნავ მოვდუნდი. რამდენიმე წუთი ეზოში ვიდექი და მანქანების მოძრაობას უაზროდ ვაკვირდებოდი. მერე სიცივემ გამომაფხიზლა და ისევ უკან შევბრუნდი. კარებში მათეს შევეჯახე. როგორც ჩანს გარეთ გადიოდა.
-ბოდიში. ჩუმად ვთქვი და გზა გავაგძელე. მკლავში ხელი ჩამავლო და ასე უხმოდ წამიყვანა საცეკვაო მოედნისკენ. ხელი წელზე, რომ მომხვია და თავისკენ მიმქაჩა მანდ ჩაირთო ჩემი პანიკა.
-არ მინდა ცეკვა! უკან გაწევა ვცადე, მაგრამ ვერ მოვახერხე.
-ერთი ცეკვა არაფერს გიზამს.. ბოხი, ხრინწიანი ხმით მითხრა და ნელ მუსიკას ტანი ააყოლა. დაჰიპნოზებულივით ავყევი ცეკვაში. -გაყინულხარ. ყურში ჩამჩურჩულა და ცხელი სუნთქვა სახეზე მომაფქვია. ბუსუსებმა ისე დამაყარა კივი მიმიქარავს.
-ძალინ მაბნევ. გავჩერდი და თვალებში შევხედე.
ჩაიცინა და აბურდულ თმებზე ხელი გადაისვა.
-კარგი გოგო ხარ! მტკიცედ მითხრა და გამცილდა.
ძალიან დაბნეული და აღელვებული წავედი ლევანისკენ, რომელიც ვიღაც ბიჭთან ლაპარაკობდა.
-წავიდეთ რა. თხოვნით შევხედე.
-კაი დავემშვიდობოთ ხალხს და გავიდეთ.
ნანასთან და გიორგისთან მივედით.
-დე ჩვენ უნდა წავიდეთ სასწავლი გვაქვს, თან ორშაბათიდან გამოცდები გვეწყება. იმ წამს მოფიქრებული წასვლის მიზეზი ვუთხარი და თვალი მათესკენ გავაპარე. თვალებ დაწვრილებული მიყურებდა.
-იყავით ცოტახანს კიდევ.
-დავიღალე დედა.
-კარგი რახან ასეა წავიდნენ, მაგრამ ხვალ სახლში გელოდებით ვახშამზე. გიორგიმ თბილად გაგვიღიმა.
-კარგი. გავუცინე და ჯერ მას მერე კი დედას მოვეხვიე. გუკაც მოგვიახლოვდა მათესთან ერთად.
-უკვე მიდიხართ? ზემოდან დამაჩერდა. თავი დავუქნიე და ლევანს ვანიშნე წავედითთქო.
-ხვალ ხო მოხვალთ ჩვენთან?
-კი. გავუღიმე
-კარგით მაშინ ხვალამდე. გუკამაც გაიღიმა.
მათემ უცნაურად გამომხედა და თავი გვერდით გადაწია. ლევანს ხელი ჩავკიდე და მაგიდისკენ წავიყვანე. სკამზე გადაკიდებული მანტო ჩავიცვი, ჩანთა ხელში დავიკავე და კარისკენ წავედით.
-არ მეგონა გუკა სოხუმსკის ძმაკაცი თუ იქნებოდა. გარეთ გასვლისთანავე თქვა ლევანმა. თავი სწრაფად მივატრიალე მისკენ.
-ვინ არის საერთოდ? ავტომობილში ჩაჯდომისთანავე ვკითხე.
-სოხუმელია.. ძაან სტრანი ტიპია. მამამისი ქურდი იყო, პირდაპირი გაგებით არა ოღონდ. ჩაქცეულები არიან. მოსკოვში ცხოვრობენ. დედამისი, მამამისის საქმეების გამო მოკლეს. მამამისიც გაგორეს იმ წელს. მათე ბიძამისმა გაზარდა. შეგნებული ტიპია, მაგარი დასტოინი ესმის რა რა არის და სად როგორ უნდა იბაზროს. როგორც ჩანს ახალი ჩამოსულია თბილისში.
-რას საქმიანობს?
-რაგბისტია. რუსეთის მორაგბეთა ეროვნული ნაკრებშია. აუ იმენა ჭორიკანად მაქციე რა.
-ისე არ ხარ რას ამბობ.
-შენ რაღაც ძაან დაგაინტერესა სოხუმსკიმ. ეჭვნარევი მზერა მტყორცნა.. -დიანა ოღონდაც მაგასთან და მაგის რაგბისტელ საძმოსთან არ მაჩხუბო და თუ გინდა მთელი შენი უბნის ბიჭებს შევებრძოლები.
-მშიშარა. სიცილით ვუთხარი.
-ეგ რა შუაშია?
-თავშია.
-გოგო მე კი არ მეშიანია
-აბა?
-პროსტა ჩხუბი არ მინდა ბოკუჩავას სასტავთან. სერიოზულად მითხრა და შუქნიშანზე ანთებულ წითელზე მანქანა გააჩერა.
-არა ლევან ეგ შიში არაა. გადავიკისკისე.
-სულელო. თმები მსუბუქად მომქაჩა. -ჩემი და ხარ და იმდენად მიყვარხარ, ბოკუჩავას კი არა კიმ ჩენ ინს შევებრძოლები თავისი საჰაერიო ბომბებითურთ. სიცილი ამიტყდა ლევანის ნათქვამზე. მასაც გაეცინა.
სახლში მისულებმა მაშინვე გამოვიცვალეთ. ლევანს მამაჩემის სპორტულები მივეცი კომფორტულად, რომ ყოფილიყო. მე კი ჯინსის შავი შარვალი და თეთრი როლინგი გადავიცვი.
-ლეო ჩაი არ გინდა? მისაღებში, კომპიუტერთან მჯდომს ვკითხე. თავი დამიქნია თანხმობის ნიშნად. -რომელი ჩაი?
-პიტნის.
სამზარეულოში გავედი ჩაის გასაკეთებლად. წყალი გასქურაზე დავდგი და ფანჯარასთან დავდექი. ისე მოულოდნელად აზუზუნდა ჩემი მობილური შიშისგან შევხტი. მამა მირეკავდა.. გაღიმებულმა ავიღე ტელეფონი და მონატრებულ ხმას დაველოდე.
-დიანა შვილო როგორ ხარ მამა? როგორ მიყვარდა გოგასგან ნათქვამი მამა, ამ დროს ყოველთვის სასიამოვნო ჟრუანტელი მივლიდა სხეულში.
-კარგად ვარ მა. თქვენ როგორ ხართ? როგორაა ჩემი დრუნჩა? ილიას დაბურთული ლოყების გახსენებაზე გამეცინა.
-კარგად ვართ. ესეც კარგადაა ახალი სიტყვები ისწავლა და ბურდღუნებს. რამდენიმე დღეში ჩამოვალთ ჩვენ.
-გადადუღდა გოგო წყალი. სამზარეულოში შემოსულმა ლევანმა მითხრა და გაზქურა გამორთო.
-დიანა მარტო არ ხარ? მამაჩემის მკაცრი ხმა ჩამესმა ყურმილში.
-ლევანი რჩება დღეს ჩემთან. აი აღიარე ეხლა რა იფიქრე?
-არაფერი ისეთი. ხმაზე მივხვდი, რომ გაეცინა. -კარგია ლევანი თუ რჩება მანდ ისედაც მოუსვენრად ვარ შენ, რომ მარტო ხარ.
-კაი რა მა.. 19 წლის ვარ და 5 წლის ბავშვივით მექცევი.
-ბავშვი ხარ ჩემთვის.
-არა და არ ვარ.
-მე ვუყურებ დილით მუტფილმებს და საქანელებზეც მე ვკატაობ?
-ნუ გავიხსენებთ წვრილმანებს.
-ოხ დიანა. ჭკვიანად იყავი მა და ფული თუ დაგჭირდება ჩემს უჯრაში, რომ კარტაა აიღე და ბანკომატიდან გამოიტანე.
-არ მინდა მაქვს შენი დატოვებული და მეყოფა.
-კაი მაშინ. ძილინებისა მა.
-ძილინებისა. გაღიმებულმა ვუთხარი და ტელე გავთიშე.
-მაოცებთ შენ და გოგა.
-რატო? წარბშეკრულმა გავხედე ლევანს.
-გასაოცარი მამა-შვილობა გაქვთ და მაგიტო.
-ხო განსაკუთრებულად მიყვარს. ბიჭო მაკამ იცის ჩემთან რო რჩები?
-კი..ვუთხარი. ღამე სახლში მაინც არ ვარ ხომლმე და შეგუებულები არიან ისედაც უჩემობას, ნიკოლოზიც და მაკაც.
-სად დადიხარ შყა ღამისას ეს პატიოსანი ბიჭი? სიცილით ვკითხე
-დავდივარ რა ვწევარ. ტუჩის კუთხე ჩატეხა და ენა ტუჩებზე გადაისვა.
-საზიზღარო რეებზე ფიქრობ ახლა.
-შენ გამახსენე. ჩაიხითხითა და მოზუზუნე ტელეფონს უპასუხა -გისმენთ. კი გიცანი. რა გქვია? მობილური ყურიდან მოიცილა და ეკრანს დახედა. -ფუ ამის სახელი არ ჩამიწერია. ჩაიდუდღუნა თავისთვის და მობილური ისევ ყურზე მიიდო. მე ხმამაღალი სიცილი ამიტყდა. -არა.. არავინ არაა მარტო ვარ. ლევანმა მე გამომხედა და ხელით მანიშნა გაჩუმდიო.
-საყვარელო საჭმელი მზადაა. სპეციალურად დავიყვირე.
-დიანა დაგმარხავ ცოცხლად. მობილურს ხელი მიადო, ჩუმად მითხრა და აივანზე გავარდა. გულიანად ვკისკისებდი.
ჩაის ფინჯნებით ხელში გავედი მისაღებში და ჟურნალების მაგიდაზე დავდე. ტელევიზორი ჩავრთე და არხების ქექვას შევუდექი. ერთ-ერთ არხზე ჩემი საყვარრლი ფილმი გადიოდა "პარიზში ნებისმიერ ფასად". ვგიჟდებოდი ამ კინოზე და ათიათასჯერაც, რომ მენახა არ მომბეზრდებოდა. დივანზე დავჯექი, კომფორტულად მოვთავსდი და ყურება დავიწყე. ლევანიც უხმოდ შემოვიდა და ჩემს გვერდით დაჯდა.
-რაო გავიხსენოთ გათენებული ღამეებიო? სიცილით ვკითხე. მასაც სიცილი აუტყდა. არაფერი უთქვამს, თვალი ჩამიკრა და ჩაი მოსვა.
დილით გაღვიძებული სწრაფად მოვწესრიგდი. ლევანთან ერთად ვისადილე, მერე კი სწავლას შევუდექით. კონსპექტებს ვაკეთებდით გამოცდისთვის.
-მარკეტინგის, მეოთხე თავის ქსეროქსი არ მაქვს გადაღებული. ფურცლებში ქექვით ვუთხარი ლეოს.
-მე მაქვს მაგის ელ ვერსია და ამოვაპრინტეროთ.
-კაი მაშინ შენ ამოაპრინტერე და მე მანამდე მესამე თავს დავასრულებ..აუ ძაან დავიღალე.
-მეც დავიღალე. ამოიხვნეშა და მის ტელეფონზე მოსული სმს გახსნა. -დიანა
-ჰო. მაგიდაზე თავდადებულმა ამოვიღმუილე
-აკომ დღეს საღამოს კლუბში გამოდითო.
-ნანასთან მივდივართ დღეს. თავი ნელა ავწიე და ლევანს შევხედე. -არ გადამაგდო ეხლა. მისი ეშმაკური ღიმილის დანახვაზე ფეხზე წამოვხტი. -ლევან.
-ორივეგან წავიდეთ.
-ოო ეგ კაი აზრია.
შუადღემდე სახლში ვიყავით, კონსპექტები გავაკეთეთ და წავიმეცადინეთ. ლევანი მენეჯმენტის ჩემთვის გაუგებარ თავს მიხსნიდა უკვე მესამეჯერ, მაგრამ მე ისეთი გათიშული ვიყავი არაფერი არ შემდიოდა თავში.
-ახლა ისევ არ მითხრა ვერ გავიგეო თორემ გავჭედავ.
-რა ვქნა? ვერ ვიგებ და. თავლები კონსპექტს მივაპყარი. -ეს მაგალითი საერთოდ რა შუაში აქ?
-გოგო მერამდენედ აგიხსენი ეს მაგალითი არის ამ თემის წინაპირობა. საჩვენებელ თითს ადებს კონსპექტს.
-აღარ მინდა ეს მეცადინეობა გადავიწვი უკვე. რომელი საათია?
-ოთხია
-რომელზე გავიდეთ?
-შვიდისთვის.
-მომშივდა. ტუჩები მოვკუმე და ლევანს გავხედე .
-მეც. თავი დამიქნია და ტუჩები ააცმაცუნა. -მიდი რა რამე გააკეთე .
-ოოო მეზარება თან დაღლილი ვარ.
-არახარ შენ ოჯახში შესაშვები. თმა მომწიწკნა
-დამპალო.
-აუტანელო. თვალი ნიშნის მოგებით ჩამიკრა და მობილურს დაწვდა. -აკო რას შვები ბიჭო?..რავი ვნახოთ.. არა, დიანასთან ვარ.. არა არ ავსულვარ. შაკოსთან იქნება. მე რა ვიცი. ამო რა მიდი და შაურმა წამოაყოლე. შაურმის ხსენებაზე თვალები გამიბრწყინდა, ამაზე კი ლევანს გაეცინა. -რაიმე წვენიც ამოაყოლე ბარემ. ჯიგარი ხარ. სიცილით ჩასძახა და მობილური გათიშა.
-როგორ მიყვარხარ ლევანჩო. მისკენ გადავიხარე და მოვეხვიე.
სანამ აკო მოვიდოდა მანამდე ტელევიზორს ვუყურებდით, თან მომავლის გეგმებს ვაწყობდით.
-დამატებით პროფესიად რას ირჩევ შენ?
-ფსიქოლოგია ან საერთაშორისო.
-საერთაშორისო ჯობია.
-ფსიქოლოგიაც კაია.
-და სამართალი?
-ოოო არ მაქვს მე მაგ წესების სწავლის თავი. ხელი ავიქნიე და სახე დავმანჭე. -და შენ რას ირჩევ?
-აზრზე არ ვარ.
-საერთაშორისო ავირჩიოთ, თან ერთად ვივლით . წარბები ავათამაშე და ლევანს შევხედე.
-მოუშორებელი ხარ რა. ხითხითით მითხრა და ზარის ხმაზე კარის გასაღებად წავიდა. მეც უკან გავყევი დაბღვერილი.
-აჰა გამომართვი. პარკები ხელში მიაჩეჩა ლევანს.
-რა კაი ბიჭი ხარ შენ. ღიმილით მოვეხვიე აკოს
-ეგ ვიცი. რამე ახალი თქვი. გამეკრიჭა და მისაღებისკენ წავიდა.
-სიმპათიური , უსაყვარლესი, უკარგესი და უცანცარესი ხარ. სიცილით დავახასიათე.
-კარგად დაიწყე მარა ბოლოში აურიე. ჟურნალების მაგიდაზე მანქანის გასაღები დადო და დივანზე ჩამოჯდა.
-მიდი გოგო ჭიქები მოიტანე წვენისთვის და ეს პარკი გამომართვი. ბძანება გასცა დეიდაშვილმა.
შაურმას გემრიელად შევექცეოდით და ბევრს ვიცინოდით აკოს მოყოლილ ისტორიებზე. კიდევ ერთხელ ჩავკბიჩე და იმწამსვე გავჩერდი, როგორც კი პირში რაღაც მაგარი ვიგრძენი. ნახევრად შეჭმული შაურმა მაგიდაზე დავაბრუნე და ფეხზე წამოვხტი. სარკესთან მისულს ზედა კბილი თავის ადგილზე, რომ არ დამხვდა ლამის გავრეკე. იმხელა ხმაზე ვიყვირე ლევანი და აკო იმწამსვე ჩემთან გაჩდნენ.
-რა მოგივიდა გოგო რა გაყვირებს?
-კბილი მომტყდა. აბღავლებამდე ცოტა მაკლდა.
-რაა?
-აი ნახე. ხელით ვაჩვენე ეშვის გვერდით ჩატეხილი "კიჭი". ამის დანახვაზე ლევანს და აკოს ისტერიული სიცილი დაეწყოთ. მაგათ რა ენაღცლებოდათ საერთოდ. მე ვტიროდი და ვბღაოდი ესენი კიდე სიცილით იხოცებოდნენ.
-აუ ცუდად ვარ ჩემი. ლევანი აკოს დაეკიდა მხარზე და თვალზე მომდგარი ცრემლი მოიწმინდა.
-ვაიმე კუჭი. ახლა აკო აკნავლდა.
-რა ვქნა? ტირილით ვკითხე
-კბილი სადაა მოტეხილი? დასერიოზულებულმა ლევანმა შემომანათა დაინტერესებული თვალები.
-ხელში მიჭირავს. ხელის გულზე მოთავსებული ნატეხი ვანახე.
-ხო და გეშველა.
-რანაირად ეშველა ? აკომ კითხა ლევანს.
-სუპერ წებოთი მივაწებოთ. სიცილის მეორე ტალღას ვეღარ გავუძელი და მისაღებში გავედი.
-სტატუსი უნდა დავწერო. ტელეფონი ჯიბიდან ამოიღო ლევანმა.
-რა სტატუსი?
-შაურმის ჭამის დროს კბილი რო მოგტყდა. ახარხარდა
-მიგასიკვდილებ კეკელიძე. ფეხზე წამოვხტი და ლევანს ტელეფონი ხელიდან გამოვტაცე. -სტომატოლოგთან უნდა წავიდეთ სასწრაფოდ.
-მგონი კვირას არ მუშაობენ. ძლივს დაწყნარებულმა აკომ საღი გონებით დაიწყო აზროვნება.
-რომელიმე კლინიკა იმუშავებს. ასე ყველა ხომ არ იქნება დახურული. საფულე და ტელეფონი ავიღე და გასასვლელისკენ წავედი.-აკო ლობჟანიძე და ლევან კეკელიძე გამოეტიეთ მალე. ვიყვირე კარებთან მისულმა.
-მოვდივართ ჰო.
მანქანაში ვისხედით და ფანჯრიდან ვათვალიერებდით სტომატოლოგიურ კლინიკებს.
-ამ სიარულში ვერ მოვასწრებთ ნანასთან მისვლას. ლეომ სარკიდან გამომხედა.
-რა დროს ის ვახშამია?
-ერთ საათში უნდა ვიყოთ იქ.
-სანამ კბილს არ გავიკეთებ არსად არ წავალ. ხელები გადავაჯვარედინე და წინ მჯდომ აკოს გავხედე. -რას მოგქონდა ის შაურმა რა გინდოდა?
-აუ ეს შარზეა. ლევანს გახედა საწყალი სახით. კეკელიძეს გაეცინა.
-ნახე მობილურში რაიმე კლინიკა იქნება. უაზროდ დავდივართ ესე.
-აი ვიპოვე. წამოიყვირა აკომ -რაღაც კლინიკაა წერეთელზე.
-კვირას არიან მერე? ლობჟანიძეს გავხედე.
-აუ ეგ არ წერია. მოიცა დავრეკავ.
-ხო მიდი.
-ალო სტომატოლოგიური კლინიკა მინ.. ნუ მაკადრებთ მასეთ სიტყვებს.
-რა ხდება? ლევანმა მანქანა გზიდან გადააყენა და აკოს მიუბრუნდა.
-ვიღაც ბებო მლანძღავს. სპიკერზე ჩართო მობილური. ქალი იმხელა ხმაზე ყვიროდა შენ ამოწყდიო სიცილი ვერ შევიკავე და იმ წამს სულ დამავიწყდა ჩემი მოტეხილი კბილი.
-ბოდიში ბებო სხვაგან მოვხვდი.. სტომატოლოგიურ კლინიკაში ვრეკ... არა ბებო არაა მზად შენი პროთეზი..თვალები აატრიალა აკომ და საწყალი სახით გადმოგვხედა - კი ამ კვირაში იქნება. არა ბებო არა.. აუუუ ლობჟანიძემ ვეღარ მოითმინა და ტელეფონი გათიშა. -მე აღარ დავრეკავ შენ დარეკე. ლევანს გადახედა, რომელიც ჩემზე უარეს დღეში იყო და სიცილისგან საჭეს ჩახუტებოდა.
-ეს რა დღეა ტო. ცუდად ვარ ჩემი. ხარხარებდა კეკელიძე.
-მივიდეთ რა პირდაპირ კლინიკაში. ასეთი პრესტიჟული კლინიკაა და კვირას როგორ ად იმუშავებს?
-ამ თბილისში ერთი ისეთი კლინიკა არ არის, რომ კვირასაც მუშაობდეს?
-რა ვიცი მე. მხრები აიჩეჩა და მანქანა დაქოქა.
ჩემი ტელეფონი აწკრიალდა.. ნანას ღმილიან ფოტოს დავხედე და თვალები ავატრიალე.
-ვინ გირეკავს.? სარკიდან გადმომხედა ლევანმა.
-ნანა.
-უპასუხე მერე.
-რა ვუთხრა? შაურმის ჭამის დროს კბილი მომტყდა და ვერ მოვალთქო?
-არა ეგ არა.. ახარხარდა კეკელიძე.
-ხო დე..
-დიანა სად ხართ ? მალე მოხვალთ?
-არ ვიცი დედა.
-რა არ იცი? არ გადამრიო იცოდე მოდი აუცილებლად.
-მოვალ დედა, მოვალ.
-დროულად. მკაცრად მითხრა და მობილურიც გათიშა. ნერვები ისე ამეშალა ჩემი ტელეფონის დალეწვის სურვილი გამიჩნდა. ნახევარი თბილისის მოვლისა და სტომატოლოგიური კლინიკის ძებნაში, ძლივს მივაგენით კვირას მომუშავე კლინიკას. ნახევარი საათიანი იმ გამაწვრილებელი ბურღისა და პირში ნემსების ჩაჩრის შემდეგ, მალევე გამიკეთეს ეს ჩატეხილი კბილი და ზუსტან ორმოც წუთში სარკეში ვათვალიერებდი ჩემ კიჭებს. კლინიკიდან ისეთი ბედნიერი სახით გამოვედი, მგონი ასეთი ბედნიერი სახე მის დღემში არ მქონია.
სახლში გახარებული მივედი. ჩემი დარჩენილი ნახევრად შეჭმული შაურმა მაშინვე ნაგვის ურნაში მოვისროლე და გაღიმებული ჩავჯექი დივანში.
-დიანა უკვე ცხრა საათია. ლევანმა დამხედა ზემოდან.
-წავალ ჩავიცვამ. მოიცა შენ ესე მოდიხარ? მამაჩემის სპორტულ შარვალში და შავ დუტის კურტკაში გამოწყობილი ავათვალიერე.
-შანსი არაა. ახლა მე იმ ოფიციალურ სამოსს არ ჩავიცვამ. თავი გააქნია.
-ხო კაი ჯანდაბას.
-ბიჭო მათე ბოკუჩავა ჩამოსულა. აკომ თავი ამოყო მობილურიდან და ლევანს მიაჩერდა.
-ხო ვიცი.
-ე საიდან?
-დიანას ძმის, უფროსწორად დედის ქმრის შვილის... აუ კაროჩე ვიცი რა. ახსნა დაეზარა კეკელიძეს. მის ქცევაზე გამეცინა. აკოს გავხედე.
-რაში გაინტერესებთ ეს ბოკუჩავა?
-მაგარი ტიპია. მგონი საქართველოს ნაკრებში გადმოდის.
-ავშენებულვართ. ჩავიფრუტუნე და ოთახში შევედი.
სწრაფად გავემზადე. მუქი ლურჯი შიფონის შარვალი და ამავე ფერის ბარხატის ბლუზი ჩავიცვი. ფეხზე თეთრი კეტები ამოვიცვი. საყურეები გავიკეთე, თმა კოსად შევიკარი, ტყავის ყავისფერი კურტკა ჩავიცვი, ღია კრემისფერი ბარხატის ჩანთაც გადავიკიდე და მისაღებში გავედი.
-მზად ხარ უკვე?
-ხო.
-წავედით.
-მოიცა კაბას ავიღებ ანუკის უნდა ჩავუტანო.
-რა კაბა? აკომ მომაწია კითხვა ოთახში შესულს.
-გუშინ ვათხოვე ანუკის ..
-მომე რა მე ჩავუტან. თვალებ გაბჭყვიალებულმა გამომტაცა ხელში დაკავებული კაბა.
-მხეცი.
-სიყვარულის სუნი მცემს. ლევანმა აკოს გახედა, ღიმილიანი სახით.
-ხოო? მე ცხვირში მიჭერს და ვერ ვგძნობ მაგ სუნს. აკომ ცხვირი აიბზუა.
-სიყვარულის სუნში ხარ ჩამხჩვალი და რას იგრძნობ. თავი გავაქნიე, კარები ჩავკეტე და კიბეებზე დავეშვით. პირველ სართულზე გავჩერდით მარა ვინ რა გვაცადა.
-აუ წადით რა თქვენ. მე მივცემ ამ კაბას თან სალაპარაკო მაქვს. ჯუჯღუნებდა უაზროდ .
-კარგი ხო. ანუკის უთხარი მადლობა გადმოგცა დიანამთქო.
-ხო ვეტყვი და იმასაც ვეტყვი დიანამ ჩემ მაგივრად აკოცეო. ეშმაკურად ჩაიცინა.
-სულელო.
-წადი ეხლა მიდი. ხელით მიბიძგა სადარბაზოს გასასვლელისკენ. -შენც წადი რას მიყურებ. ლევანს გახედა უკმაყოფილო სახით.
-არა. აქ უნდა ვიდგე.
-კეკელიძე ჩემს ცხოვრებას გეფიცები აქ შენი ძეგლი თუ არ დავდგა.
-და შენი ცხოვრება რომელია ? თვითონ ცხოვრება თუ მოსიარულე ცხოვრება? ხითხითით კითხა.
-კაი ლევან დაანებე ამას თავი, წამოდი დავაგვიანეთ ისედაც. მკლავში ჩავავლე ხელი.
-ერთი ორი წუთიც რა. ეშმაკურად გამომხედა .
-ეეე. ლობჟანიძემ ფეხების ბაკუნი დაიწყო. ასე მეგონა იტირებდა. ლევანმა გულიანად გაიცინა და სადარბაზოდან გავიდა.
-11ისკენ კლუბში იყავით. მოგვაძახა და კარებზე დააკაკნა.
ავტომობილში ვისხედით და აკოზე გვეცინებოდა.
ნანასგან ესემესი მომივიდა "შენ მე სულ არ მაფასებო" გულში რაღაც ჩამწყდა. თავი ფანჯრისკენ მივატრიალე და ლოყაზე ჩამოვარდნილი ცრემლი მოვიწმინდე.
-აღარ მინდა იქ წასვლა.
-რა ხდება?
-ნახე. მობილური ლევანს გავუწოდე.
-უნდა მიხვიდე!
-მეზიზღება უკვე ყველაფერი.
-მორჩი თავის შეცოდებასა და გოდებას. დაანახე ყველას თუ როგორი ხარ რეალობაში. რატომ ითრგუნები? ნანა მასეთია რაც თავი მახსოვს. ყოველთვის ასე ერთ წამში გამოაქვს დასკვნა. აუხსენი სიტუაცია და მიხვდება ამ სიტყვების სიმცდარეს. მოიწმინდე ეხლა ეგ ცრემლები და გადმოდი.
სადარბაზოში შესვლისთანავე შევამჩნიე ლევანს აღელვება.
-მე ფეხით ამოვალ.
-მე9 სართულზე ასვა არ გეზარება ეხლა?
-ლიფტში შესვლას ჯობია.
-მარტო ხომ არ შედიხარ ჩემთან ერთად იქნები. მოდი რა. ხელი ჩავკიდე და ლიფტში შევაბიჯეთ.
-ვით ვერ მივედით. თვალებ დახუჭულმა ნერვიულად ამოილაპარაკა.
-მეხუთეზე ვართ ჯერ.
-იმიტომ ვერ ვიტან აქ მოსვლას.
-გაახილე თვალები მივედით უკვე. ღრმად ამოისუნთქა ლიფტიდან გამოსულმა და კარებზე მიმაგრებულ კნოპკას თითი მიაჭირა.
-მგონი არ არიან სახლში.
-ზევით იქნებიან ალბათ. სახურავზე დაშენებული მეათე სართულისკენ ავწიე თითი.
-ზევით ავიდეთ მაშინ. კიბეებისკენ წავედით.
კარი ნანამ გაგვიღო. როგორც ჩანს უკვე აღარ გველოდა. ნაწყენმა შევხედე და მისაღებისკენ წავედი.
-გამარჯობათ. სუფრას თვალი მოვავლე. მხოლოდ ნათესავები და მეგობრები იყვნენ. სულ ოც კაცამდე იყო. სუფრის ბოლოში მჯდომი მათეს დანახვაზე ადგილზე გავშეშდი.
-მოდი დიანა. გიორგი ღიმილით მომიახლოვდა და როგორც ღვიძლი შვილი ისე ჩამიხუტა. ძალიან მიყვარდა მისი თბილი ხასიათი, განსხვავებული დამოკიდებულება და მზრუნველობა. იმ წამს მხოლოდ ერთი კადრი დავაფიქსირე. გუკას მტაცებლური თვალები.



№1 სტუმარი სტუმარი Waka

Au dzalian magariiiiaaa mal male dade xolme raaa

 


№2 სტუმარი Ciuri ciuri

ძალიან საინტერესოააა ველი მომდევნოს

 


№3 სტუმარი სტუმარი მანჩო

რა სასიამოვნო წასაკითხია და სრული არაა... ???? ვისურვებდი დასასრულის ხილვას

 



სახელი: *
  • bowtiesmilelaughingblushsmileyrelaxedsmirk
    heart_eyeskissing_heartkissing_closed_eyesflushedrelievedsatisfiedgrin
    winkstuck_out_tongue_winking_eyestuck_out_tongue_closed_eyesgrinningkissingstuck_out_tonguesleeping
    worriedfrowninganguishedopen_mouthgrimacingconfusedhushed
    expressionlessunamusedsweat_smilesweatdisappointed_relievedwearypensive
    disappointedconfoundedfearfulcold_sweatperseverecrysob
    joyastonishedscreamtired_faceangryragetriumph
    sleepyyummasksunglassesdizzy_faceimpsmiling_imp
    neutral_faceno_mouthinnocent