შესვლა
რეგისტრაცია
რეკლამა

მძინარე მზეთუნახავო, პრინცი მოვიდა! (6)


24-11-2017, 21:32
ავტორი Mtirala
ნანახია 2 059

-ელზა.
-ოთო.
-ელზა.
-ოთო.
-გეყოთ, - დაიგვირგვინა ბექამ და სიმშვიდისკენ მოუწოდა მობუზღუნე 'ბავშვებს'.
-აუ, ბექა, უთხარი რამე ოთოს... შემეშვას. - ამოიწუწუნა გოგონამ და მანაქანიდან გადავიდა.
-არ დავინახო თქვენი ღლაბუცი. იქ ქრისტინაც იქნება და ცოტა სერიოზულად მოიქეცით. ჩემი დაცინვა არც კი იფიქროთ. - მკაცრი ხმით ამოილაპარაკა და ღიმილით შეაღო პალატის კარი.
-გამარჯობა. - მაშინვე მიესალმა ქრისტინა ახალმოსულებს და ბექას თვალი აარიდა. აფორიაქებდა ბექა, თან აღიზიანებდა. პირველი შეხვედრისას ძალიან კარგი შთაბეჭდილება ნამდვილად არ შექმნია, მაგრამ მაინც განახვავებულს გრძნობდა.
-გამარჯობა, - ლაღად მიესალმა ელზა ქრისტინას, თავის ძმას კი კალთაში ჩაუხტა და ლოყები დაუკოცნა. - მომენატრე, შე ველურო.
-მეც, მეც. - სასაცილოდ დაეჭყანა ვაჩე დას.
ელზამ კატოს შეხედა, სევდიანი თვალები, მის სახეს მიაპყრო და თხელი თითები თმებზე გადაატარა. მისი გრძელი, ხვეული თმები ძალიან მოსწონდა. ერთი სული ჰქონდა გოგონას როდის გაიღვიძებდა კატო. დარწმუნებული იყო ძალიან სათნო და მეგობრული გოგო იქნებოდა კომაში მყოფი.
მთელ ოთახში აუტანელი დუმილი ჩამოწვა.
ქრისტინა თვალის მოუშორებლად უყურებდა ელზას, საკუთარი ბავშვობა ახსენდებოდა, თვალები აუცრემილიანდა და ოდნავ ჩაეღიმა.
ბექა კი ქრისტინას უყურებდა, სიგიჟემდე მოეწონა ეს სევდიანი, სადა და ლამაზი გოგო.
სჯეროდა ოდესმე აუცილებლად დაუსვამდა მის წითურ თმას ხელს...
სჯეროდა ოდესმე გულში ჩაიკრავდა ამ სიფრიფანა გოგონას...
სჯეროდა...
სჯეროდა სიყვარული გააგიჟებდა...
ოთო სხვა განზომილებაში იყო, უყურებდა პატარა,ჯერ კიდევ 14 წლის ბავშვს და გულში უცნაური გრძნობა ეუფლებოდა. კარგად ახსოვს ელზას დაბადება. მაშინ 6 წლის იყო. ვაჩე, ბექა და ის სულ თავზე ევლებოდნენ ორსულ ქალს. როცა ელზა დაიბადა უბედნიერესი იყო. როცა წამოიზარდნენ ერთმანეთს სულ ეჩხუბებოდნენ და არც ერთ სიტყვას არ არჩენდნენ ერთმანეთს. ახსოვს, ერთხელ რა მწარედ იჩხუბეს. მთელი ორი თვე არ ელაპარაკებოდა ელზა ბიჭს. მერე შეურიგდა... ვაჩეს გამო გირიგდები, თორემ შენზე ისევ ნაწყენი ვარო. ოხ, ალქაჯი გოგოა ელზა.
ვაჩე კი უბრალოდ იჯდა და არაფერზე ფიქრობდა...
ერთადერთი რამ აღელვებდა...
კატო!
იმედი ბოლოს კვდებაო...
ის კი იმედით იყო სავსე, სხვა რაღა დასრჩებოდა, ელოდებოდა როდის გაიღვიძებდა.
თან ეშინოდა... ეშინოდა როგორ მიიღებდა კატო მას.
-ქრისტინა, - ელზამ დაარღვია სიჩუმე და გოგონას ჰკითხა. - რამდენი წლის ხარ?
-19-ის. - ღიმილით უპასუხა გოგონას და ობოლი ცრემლი მოიწმინდა.
-მე 14-ის. მთელი 5 წლით დიდი ხარ ჩემზე. - მანაც ღიმილით უპასუხა და ბექას გახედა. - ბექა 23 წლისაა, ოთო 20-ის, ჩემი ძმა კი - 24-ის. ყველაზე ბებერი ა მყავს. - სიცილით დაამთავრა და ვაჩეს თვალი ჩაუკრა.
-ასეთი განსხვავებული ასაკი გაქვთ? - გაოცებულმა მოავლო თვალი ბიჭებს, - არადა მეგონა ტოლები იყავით.
-რატომ? - სიცილით ჰკითხა ოთომ.
-იმიტომ, რომ ბიჭები ბავშვობაში უმეტესად თანაკლასელებთან მეგობრობენ და მათზე უმცროს ბავშვებს არ იკარებენ.
-ნურას უკაცრავად, რა. - გაეცინა ბექას. - ჩვენ სხვა ბიჭებს არ ვგავართ.
-მართლა არ ვგავართ. მართალია, ყველაზე პატარა, რომ ვარ მაგის გამო მჩაგრავდნენ, მაგრამ ახლა ვეღარ ბედავენ. - ოთომ სიცილით გააგრძელა, ბექას დაწყებული საუბარი.
-ნუ იტყუები, სულ არ გჩაგრავდნენ.
-ელზა, შენ სახლში მოგივლი. - თითქოს მუქარით ჩაილაპარაკა ოთომ და ქრისტინას გაუღიმა.
-კატო რამდენი წლისაა? - კიდევ ერთი უხერხული კითხვა დასვა ელზამ და უხერხულად შეიშმუშნა.
-კატოც 19 წლის არის. - უპასუხა ქრისტინამ და მძიმედ გაუღიმა. - კიდევ რამე თუ გაინტერესებს მკითხე.
-ააამ... - უხერხულად აიწურა ელზა. ძალიან ბევრი კითხვა უღრღნიდა გულს, მაგრამ რცხვენოდა. ბოლოს მაინც გაბედა. - შეყვარებული ჰყავს, უფროსწორად ჰყავდა?
-არა,- გაეცინა გოგონას - არც არასდროს ჰყოლია.
თითქოს ვაჩემ ამოისუნთქა, მთელი გული ამოაყოლა. თავის დის საქციელზე გაეღიმა და თან საყვადურნარევი კილოთი უთხრა.
-რა კითხვებია, ელზა.
-ჩუ, 'ბრატ', ნერვებს ნუ მიშლი. - ლოყაზე აკოცა ვაჩეს და ბიჭებს მიმართა. - ჩვენი წასვლის დროა, სამეცადინო მაქვს.
-კარგი, წავალთ მაშინ. ვაჩე, შენ არ წამოხვალ? - ჰკითხა ბექამ და ფეხზე წამოდგა. ვაჩემ თავი უარყოფის ნიშნად გააქნია, შემდეგ ქრისტინაზე ანიშნა. ბიჭი მაშინვე მიხვდა ძმაკაცის ჩანაფიქრს.
-ქრისტინა, თუ წამოსვლას აპირებ, შეგვიძლია გაგიყვანოთ.
-დიახ, გასვლას ვაპირებ, მაგრამ არ შეწუხდეთ, ტაქსს გამოვიძახებ. - უპასუხა თავჩახრილმა გოგონამ ბიჭს, ჩანთას ხელი დაავლო და ფეხზე წამოდგა. ვაჩემ შენიშნა როგორ შეეცვალა ბექას სახე, გულში გაეცინა და გოგონას მიმართა.
-არ იწვალო, ბექა მიგაცილებს სახლამდე, თუ სხვა გეგმები არ გაქვს. - ქრისტინა ჩაფიქრდა, გულში რაღაცამ გაკრა, ესიამოვნა, მაგრამ თან შეშფოთდა, ბექასთან მარტო მოუწევდა დარჩენა. "გამოფხიზლდი, ოთო და ელზაც იქ იქნებიან" შემოუძახა თავის თავს და თანხმობის ნიშნად თავი დააქნია. პალატაში მხოლოდ ვაჩე დარჩა, კატოსთან ერთად. ხელი თმაზე დაუსვა, სევდიანად გაეღიმა.ღმერთო, ასე მალე როგორ შეუყვარდა?!

***
-ჯერ თქვენ გაგიყვანთ სახლში და მერე გავიყვან ქრისტინას.- უთხრა ბექამ მოჩხუბარე ბავშვებს. კარგო, მაშინვე დაეთანხმნენ და ჩხუბი განაგრძეს. - არ დაიღალეთ?! სულ როგორ უნდა ჩხუბობდეთ, ამიხსენით.
-ბექუშ, შენ ხო მაინც იცი, რომ მე ვარ მართალი? - აწიკვინდა ელზა.
-შენ კი არა, მე ვარ მართალი, ბავშვო. - მობეზრებული ხმით უპასუხა ოთომ და თვალები გადაატრიალა, ძალიან ღლიდა ეს ბავშვი.
-ბავშვი თვითონ ხარ, უჟმურო. - დაეჯღანა გოგონა და თავი ფანჯრისკენ მიატრიალა. მათ საქციელზე ქრისტინას გაეცინა.
-მოვედით... აბა, გადახტით, ერთმანეთი არ დახოცოთ, ოღონდ. - დაარიგა ჭკუა 'ბავშვებს'. - ქრისტინა, საით?! - ღიმილით უთხრა მისამართი გოგონამ და წინ გაიხედა. დანიშნულების ადგილზე მალევე მივიდნენ. მაღალი კორპუსი იყო, ხუთსართულიანი, აივნებით.
-მადლობა, - ღიმილით უთხრა ქრისტინამ ბიჭს და მანქანიდან გადმოვიდა, ბიჭიც მას გადმოყვა.
-არა, რისი მადლობა.
-ყავაზე დაგპატიჟებდი, მაგრამ სახლში არც ყავა მაქვს და არც შაქარი. - სევდიანად გაეცინა ქრისტინას, ხუმრობით ცდილობდა უხერხულობა დაემალა.
-არაუშავს, სხვა დროს იყოს. - ბიჭსაც გაეცინა.
-ნახვამდის.
-ნახვამდის.

***
-ელზა... ელზა... ელზა... გამეცი, გოგო, ხმა. გამებუტე?! - ოთო აივანზე, ზურგით მდგომ გოგოსთან მივიდა და ჩაეხუტა. - რა იყო, მართლა გამებუტე?
-არა, - ჩახუტებით გამოწვეული ემოციების დაიგნორება სცადა ელზამ.
-მაშინ გაიღიმე. - ლოყაზე აკოცა და ისე უთხრა.
-არა.
-მიდი, მიდი.
-არა, მეთქი. - ოთომ წარბები სასაცილოდ შეჭმუხნა, მერე ნიკაპი მხარზე ჩამოადო.
-რომ გთხოვო?! - ძალაუნებურად გაეღიმა ელზას. - მაინც გაიღიმე... წამოდი, დავიძინოთ.
-რა დროის ძილია ჯერ?! - გაეცინა გოგონას.
-მერე, რა. მომენატრა შენთან ერთად ძილი, ბავშვო.

***
ვაჩე ოთახში იჯდა, კატოს პალატაში. უკვე ბინდდებოდა, მზე ჩადიოდა. პალატაში ჩამი-ჩუმი არ ისმოდა. ბიჭს ტვინში ურტყამდა დუმილი, ღრმად სუნთქავდა, თითქოს რაღაცას ელოდა. ეშინოდა... ეშინოდა ამ აუტანელი ჩუმი ხმაურის. უცნაურია, მაგრამ მართლა ეშინოდა. გულში კაწრავდა რაღაც, თითქოს ბრჭყალები ესობოდა სათუთ გულს. კატოს დახედა, გაეღიმა. ულამაზესი იყო კატო. ბავშვობაშიც ძაალიან ლამაზი იყო. როცა დაიბადა, მთელი ქალაქი გაოგნებული იყო, ასეთი ლამაზი ბავშვი არ ენახათ. ანგელოზი იყო. ექიმმა მშობლებს ახარა, ასეთი ლამაზი შვილები არავის არ ჰყავსო, ბიჭი ნამდვილი ვაჟკაციაო, გოგონა კი ანგელოზიო, ასეთი ლამაზი დედამიწაზე არ დადისო. შეიძლება მოგეჩვნოთ აბუქებსო, მაგრამ არა. შავი, ხუჭუჭა თმები აქვს... და ულამაზესი თვალები. იცით როგორი?! ვერავინ და ვერაფერი, რომ ვერ აღწერს, ისეთი. არც ცისფერი, არც ზღვისფერი, არც ბალახისფერი, არც თაფლისფერი. აუღწერელი ფერის თვალები აქვს კატოს. ზღვისფერი და მასზე ჩამავალი მზისფერი. ანათებდა კატო, თვალებით ანათებდა. ვაჩე კი ჩამქრალ, უსიცოცხლო სხეულს უყურებს. წარმოიდგენდა ხოლმე როგორ იღიმოდა კატო და მასაც ეღიმებოდა. აღარ იცოდა, რა ექნა. თავში ძალიან ბევრი აზრი უტრიალებდა, ფიქრობდა მომავალზე, ფიქრობდა ყველაფერზე, მაგრამ ვერაფერს იგებდა. ფეხზე წამოდგა, სკამი საწოლთან მიაჩოჩა, თავი კატოს საბანზე ჩამოადო და ღრმად ამოისუნთქა. კატოს, ხელის მტევანი მისი სახის წინ იდო. საკუთარი ნატიფი, ულამაზესი თითები მოკიდა. თითები ერთმანეთში გადახლართა. ხელი ტუჩებთან მიიტანა და ფრთხილად, ძალიან ნაზად აკოცა. ტანში ჟრუანტელმა დაუარა, მთელი სხეული აუფართხალდა, ტანი აუკანკალდა. ხელის მტევანი ახლა ლოყასთან მიიტანა, მისი ნაზი კანი მთელი სხეულით შეიგრძნო. გააფრინა... გაგიჟდა...
მერე იყო გრძნობა...
იგრძნო სიყვარული,
ბედნიერება,
სიხარული,
სსევდანარევი სიხარული...
და...
და დაეფიცება იგრძნო,
როგორ შეარხია გოგონამ ნაზი, თხელი, ნატიფი თითები.

***
სახლში შესულ ბექას უცანური სიჩუმე ეხამუშა. იფიქრა, ოთომ და ელზამ ერთმანეთი დახოცესო და მისივე ფიქრებზე გაეცინა. სამზარეულო და მისაღები მოათვალიერა, ბაღშიც გაიხედა, მაგრამ როცა ვერ იპოვა ვერც ერთი ანერვიულდა. მერე გაახსენდა... ვაჩეს ოთახში შეიჭყიტა, შემდეგ ლიზას ოთახში შევიდა. ამას კი მართლა არ ელოდა. ოთო და ლიზა... ერთმანეთზე ჩახუტებულები საწოლზე იწვნენ. ელზას თავი ოთოს მკერდზე ედო. ბექას გაეღიმა, ასე ბავშვობის მერე არ ყოფილან. ხვდებოდა, რომ მათ შორის მეგობრობაზე მეტი იყო და ამაზე ბედნიერებით ეღიმებოდა.


ვიცი პატარა თავია,
მაგრამ მართლა ძალიან არეული ვარ.
ბოდიში დაგვიანებისთვის...
მიყვარხართ.



№1  offline წევრი kaisha13

იცი ძალიან საზიზღარ ხასიათზე ვარ მაგრამ მაინც მესიამოვნა ამ ისტორიის დანახვა,ოთომ და ელზამ მაინც მოახერხეს ჩემი გაღიმება ასე რომ ეს პატარა თავიც გეპატიება საყვარელო..

 


№2  offline აქტიური მკითხველი ანი ანი

აუ რა საყვარლები არიან ოთო და ელზა აი ძალიან ძალიან საყვარლები მიყვარს ეს წყვილი...
იმედია მალე გამოფხიზლდება კატო.და ყველაფერი ლამაზად და კარგად დამთავრდება ...
მიყვარს ეს ისტორია.. თბილი სევდიანი და საყვარელია <3

 


№3  offline წევრი ))♡

გავგიჟდი გავაფრინე ეს რაიყო???? საუკეთესოო ხარ რაააა აი ვგიჟდები ამ "ჩემეულ" მოთხრობაზე ????????????????????????❤???????? აბა შენიციიი
--------------------
მიყვარხარზე მეტად მიყვარხარ

 


№4  offline წევრი Mtirala

kaisha13
იცი ძალიან საზიზღარ ხასიათზე ვარ მაგრამ მაინც მესიამოვნა ამ ისტორიის დანახვა,ოთომ და ელზამ მაინც მოახერხეს ჩემი გაღიმება ასე რომ ეს პატარა თავიც გეპატიება საყვარელო..

იმედია ყველაფერი კარგადაა... ❤ ჩემი ელზა და ოთო, მათი უდიდესი გულშემატკივარი ხარ. ❤ მაპატიეთ ეს პაწუა თავიც და დაგვიანებაც ❤ძალიან დიდი მადლობა საყვარელო ❤

ანი ანი
აუ რა საყვარლები არიან ოთო და ელზა აი ძალიან ძალიან საყვარლები მიყვარს ეს წყვილი...
იმედია მალე გამოფხიზლდება კატო.და ყველაფერი ლამაზად და კარგად დამთავრდება ...
მიყვარს ეს ისტორია.. თბილი სევდიანი და საყვარელია <3

არ ვიცი როგორ დასრულდება, მაგრამ შემდეგი იქნება მნიშვნელლვანი თავი... :)) ძალიან დიდი მადლობა გულშემატკივრობისთვის ❤❤❤

))♡
გავგიჟდი გავაფრინე ეს რაიყო???? საუკეთესოო ხარ რაააა აი ვგიჟდები ამ "ჩემეულ" მოთხრობაზე ????????????????????????❤???????? აბა შენიციიი

შენ იყოს ეს ისტორია... ვგიჟდები მე შენზე, ვაფრენ... მადლობა, მადლობა, მადლობა... ❤❤❤
--------------------
გოგონა ლაბირინთიდან

 


№5  offline წევრი მოცინარი

ანტონიმო :'( ელზა და ოთო არიან ზიღუარულები <3 ... ბექას და ქრისტინეს წყვილს ველი მე :* :* პაწუკაა ძალიან და არ გეპატიება >:( კაი ხო, ხომ იცი ძალიან კარგი ხარ :* :* :* ვაფრენ შენზე და ამ ისტორიაზე :*

 


№6  offline წევრი Mtirala

მოცინარი
ანტონიმო :'( ელზა და ოთო არიან ზიღუარულები <3 ... ბექას და ქრისტინეს წყვილს ველი მე :* :* პაწუკაა ძალიან და არ გეპატიება >:( კაი ხო, ხომ იცი ძალიან კარგი ხარ :* :* :* ვაფრენ შენზე და ამ ისტორიაზე :*

ჩემი ანტონიმო, როგორ მაბედნიერებ :) :* ვიცი რომ პატარაა, მაგრამ მართლა ვერ ვიცლი და... მეც ვაფრენ შენზე ❤
--------------------
გოგონა ლაბირინთიდან

 


№7  offline წევრი ფერადიი...

ეს დაბოლილი გოგოც კი გამომაფხიზლე
ვაიმე რა კაი ისტორია ვაჩეს და კატოს შემყურეს მბურძგლავს
მგონი სახელები არასწორად გვიწერია შენ ხარ ფერადი ასეთ ფერად ისტორიებს რომ წერ მე კი მტირალა ამ ფერად ისტორიებზე რო მეტირება
არ შემიმჩნიო ძან გაფრენილი მაქ საოცრად წერ და საოცარი ხარ
და შენ გგონია ამხელა :მტირალა ფერად და საოცარ გოგოს ესეთი მოკლე თავი შეგეფერება ნურას უკაცრავად ველი შემდეგს

 


№8  offline წევრი Mtirala

ფერადიი...
ეს დაბოლილი გოგოც კი გამომაფხიზლე
ვაიმე რა კაი ისტორია ვაჩეს და კატოს შემყურეს მბურძგლავს
მგონი სახელები არასწორად გვიწერია შენ ხარ ფერადი ასეთ ფერად ისტორიებს რომ წერ მე კი მტირალა ამ ფერად ისტორიებზე რო მეტირება
არ შემიმჩნიო ძან გაფრენილი მაქ საოცრად წერ და საოცარი ხარ
და შენ გგონია ამხელა :მტირალა ფერად და საოცარ გოგოს ესეთი მოკლე თავი შეგეფერება ნურას უკაცრავად ველი შემდეგს

შენ ხარ ყველა'ფერი, ფერადო... გამაგიჟე, გამაფრენინე. ვაიმე, გავგიჟდები ახლა... როგორ გამახარე, როგორ გამაღიმე ამ უსაშინლეს დღეს ვერც კი წარმოიდგენ. მადლობა, რომ არსებობ და მადლობა, რომ ასეთ საოცრებებს მეუბნები. ვგიჟდები შენზე ❤
--------------------
გოგონა ლაბირინთიდან

 


№9  offline წევრი kaisha13

ვაიმეე როგორ მინდა გაგებუტო რაა,დღეში მილიონჯერ შემოვდივარ რო ვნახო ახალი თავი ხომარ დადეე?შენ კი სულ დაგვივიწყე ხოო?

 


№10  offline წევრი Mtirala

kaisha13
ვაიმეე როგორ მინდა გაგებუტო რაა,დღეში მილიონჯერ შემოვდივარ რო ვნახო ახალი თავი ხომარ დადეე?შენ კი სულ დაგვივიწყე ხოო?

გპირდებით შემდეგი თავი იქნება ძალიან მალე თან ძალიან დიდი ❤ მიყვარხართ
--------------------
გოგონა ლაბირინთიდან

 



სახელი: *
  • bowtiesmilelaughingblushsmileyrelaxedsmirk
    heart_eyeskissing_heartkissing_closed_eyesflushedrelievedsatisfiedgrin
    winkstuck_out_tongue_winking_eyestuck_out_tongue_closed_eyesgrinningkissingstuck_out_tonguesleeping
    worriedfrowninganguishedopen_mouthgrimacingconfusedhushed
    expressionlessunamusedsweat_smilesweatdisappointed_relievedwearypensive
    disappointedconfoundedfearfulcold_sweatperseverecrysob
    joyastonishedscreamtired_faceangryragetriumph
    sleepyyummasksunglassesdizzy_faceimpsmiling_imp
    neutral_faceno_mouthinnocent