შესვლა
რეგისტრაცია
რეკლამა

უემოციო(თვი 1)


24-11-2017, 23:15
ავტორი საკალელი
ნანახია 1 263

უემოციო
ღამეა...ფანჯრის მინებზე წვიმის წვეთები ჩუმად ხმაურობენ...თითქოს რაღაცას გეჩურჩულებიანო...მუცელში პეპლები ნელა,თუმცა აჩქარებით დაფრინავენ...ვეღარ ვაზროვნებ! ჩემი თვალებიდან წამოსული ცრემლის ნაკადი ნელ-ნელა რიტმულად უერთდება ჩაშავებული ღრუბლების წვიმის წვეთებს. მუსიკის ფონზე გული აჩქარებით მიცემს...და უცებ მახსენდება ის ერთი...ვხვდები რომ მე აღარ ვარ ის,ვინც ადრე ვიყავი!...ახლა ყველაფერი სხვანაირადაა! რაღაც გრძნობამ მთლიანად შეცვალა ჩემი ცხოვრება! ჩემი სამყაროს ნაწილი ნაცრისფერი ფერებით შეიმკო...ზედმეტად მეოცნებეც კი გავხდი!...ხანდახან რაღაცის მეშინია,მაგრამ არ ვიცი რისი...ადრე სულ გონება გაფანტული დავდიოდი და ღამით საოცნებო სამყაროში ვფრინავდი....მაშინ ყველაფერი სხვანაირად იყო,მაგრამ ახლა ეს ყველაფერი დიდ სისულელედ მიმაჩნია...ჩემი ღიმილი გულიდან მოდის მაგრამ მას ძალიან ბევრი ტკივილიც ახლავს...სიყვარული ყველაზე კარგი მაგრამ ამასთანავე ყველაზე მტკინვეული გრძნობაა...დრო როცა გულიც კი სხვანაირად გიცემს,გინდა ყველაფერს სიყვარულის თვალით შეხედო!გინდა სამყარო მის ფერებში დაინახო...ყველაზე კარგი კი იმ ადამიანთან ჩახუტებაა ვინც იწვევს ყოველივე ამას შენში...აი ზუსტად მაგ დროს ჩერდება სამყარო! გარშემო არაფერი გიჩანს თვალებში...გინდა ეს მომენტი უსასრულობამდე გაგრძელდეს......მაგრამ ყოველივე ეს ჩემში გაქრა...გულის წყვდიადში გადავარდა.....ის ვარდისფერი,სიყვარულით სავსე დღეები აღარ არსებობს....
ჩემი სახელია ემილია...ვარ 15 წლის. ალბათ ჩემი ასაკისთვის ზედმეტად მოსაწყენი ადამიანი გეგონებით და ასეც არის. მყავს 2 საუკეთესო მეგობარი ელენე და ანანო. 6 წლის ვიყავი მშობლები ავტოკატასტროფაში რომ დამეღუპა,ამიტომ ანანოსთან და მის ძმასთან ვცხოვრობ.მათი მშობლები საზღვარგარეთ ცხოვრობენ.
ელენე
ელენე სკოლაში გავიცანი.პირველივე კლასში დავმეგობრდით და დღემდე ერთად ვართ.ძალან კარგი ოჯახი ყავს. ყველაზე საყვარელი პატარა და ყავს.....ელენე მართლაც ბევრი რამის გადატანაში დამეხმარა. ყოველთვის ჩემს გვერდით იყო და არის კიდევ!
ანანო
ანანოს თან პატარაობიდან ვიცნობ.ჩვენი მშობლები დიდი ხნის მეგობრები იყვნენ და ჩ[ენც ბავშვობიდან ერთად ვიზრდებით. ანანომ ყველა ჩემი საიდუმლო იცის,ყოველთვის მხარშჳ მიდგას და მეხმარება.
ელენე და ანანოა ჩემი ცხოვრების რეალური აზრი,მათ გარეშე მე დღეს აღარ ვიქნებოდი....

დემეტრე
დემეტრე ჩემი ცხოვრების პირველი სიყვარული იყო.მისი სიყვარულით ისე ვიყავი შეპყრობილი რომ სიმართლეს ჩემს გარშემო ვერ ვამჩნევდი.სწორედ ამიტომ მეტკინა გული ყველაზე მეტად...იმაზე მეტად შევიყვარე და დავაფასე,იმაზე მეტად ვენდობოდი ვიდრე იმსახურებდა.მან კი ეს არ დააფასა და მიმატოვა.ყველაზე რთული პერიოდიმისი დაკარგვა იყო. ღამეებს ვათენებდი ტიირილში. ხან მასზე ფიქრი მკლავდა,ხან კი მშობლებზე.რამდენჯერ მინატრია დედას კლათაში ჩამედო თავი და მეტირა ბოლოხმაზე....მის ნაცვლად კი ანანო და ელენე მყავდა.
დემეტრეს დაკარგვის შემდეგ დიდი დრო დამწირდა შევგუებოდი მარტოობას. მასთან ურთიერთობამ მასწავლა რომ სიყვარული ჩემში აღარ არსებობდა. შეიძლება მეშინოდა სიყვარულის და კიდევ ერთი ტკივილის....მაგრამ ვიცი რომ არასოდეს შევიყვარებ მეორედ!......დღეს დღეისობით განსაკუთრებულად მძულს შეყვარებული წყვილები.მათი დანახვისას მინდა მივიდე და ორივეს თავში რაიმე ჩავარტყა რომ გამოფხიზლდნენ...


თავი1
ორშაბათი...
ელენემ მე და ანანოს გამოგვიარა როგორც ყოველთვის და სკოლაში წავედით.გაკვეთილებზე დრო ისე ნელა გადიოდა კინაღამ ჩამეძინა....სკოლის შემდეგ ჩვეულებრივ კაფეში გავიარეთ.ცხელი შჴკოლადი შევუკვეთეთ და სკოლის ”გაჭორვა” დავიწყეთ. ჩ[ენს პარალელურ კლასში ახალი მოსწავლე გადმოსულა, ალექსანდრე.მაღალი შავგვრემანი,მოდური ბიჭი იყო.ვაღიარებ სიმპატიური,მაგრამ ყველაზე მეტად რაც მასში არ მომწონდა ის იყო რაც თითქმის ყველა ბიჭს ახასიათებს,თავის თავზე ძალიან დიდი წარმოდგენა.თავისი თავი ყველაზე სიმპატიური და ყველაზე მაგარი ტიპი ეგონა,თავის საძმაკაცოსთნ ერთად მუდამ სკოლის ეზოში იდგა.
ელენე მისით იყო შეპყრობილი.ძალიან მოწონდა. ჭკუა მაშინ დაეკარგა მასზე როცა ალექსანდრემ თავის წვეულებაზე დაპატიჟა,უთხრა შენი დაქალებიც წამოიყვანეო.მასაც მეტი რაუნდოდა....
ანანომ და ელენემ წვეულებაზე წასვლაზე ვერ დამითანხმეს.არასოდეს მიყვარდა წვეულებები, მთვრალი ბიჭეი,ნახევრად შიშელი გოგონები......ყოველთვის გული მერეოდა ესეთ სანახაობებზე. სასტიკ უარზე ვიყავი,წასვლას არ ვაპირებდი....
სხვა გზა არ ჰქონდათ,გამოიპრანჭნენ და წავიდნენ.მე კი სახლში მარტო ვიყავი.პოპკორნი გავამზადე და ფილმის ყურება დავიწყე. ცოტახანში ტელეფონზე ესემესი მივიღე. უცხო ნომრიდან იყო,ფოტო გამომიგზავნა სადაც ჩანს როგორ ცდილობდა იღაც ბიჭი ელენეს ”შებმას”.
ელენესთან დავრეკე მაგრამ ტელეფონს არ იღებდა,ანანოს კი ტელეფონი გამორთული ჰქონდა.სხვა გზა არ იყო. ჩაიცვი და წვეულებაზე წავედი
მივედი თუ არა საშჳნლად არ მესიამოვდა სიგარეტისა და ალკოჰოლის სუნი,ხმამაღალი მუსიკა და ნახევრად შიშველი მოცეკვავე გოგონები.
ელენეს ძებნა დავიწყე,ყველაფერი მოვიარე მაგრამ ვერსად ვნახე.გარეთ გაედი და ანანო ვიპოვე ვიღაც გოგოსთან ერთად საქანელაზე იჯდა და ბოლოხმაზე იცინოდა.
-ემიიიიიიი(ანანო)
-ანანო ელენე სად არის?(მე)
-ამმ......წეღან აუზში ჩავარდა და არ არი ეხა მააქ??(ანანო)
-რაა??გოგო სად არ ვიყავი და არსად არ იყო.....არ შეგიძლია ერთხელ მაინც არდაკარგოთ ეთმანეთი და ჭკვიანად იყოთ როდესაც მე არ ვარ თქვენთან ერთად?????(მე)
-აააააამმმმმმ..........არა(ანანო)
-ხო ბიჯო მაგარი შტერი გოგოა(*)
-რაქვია??(*)
-ამმ...ელენე მგონი....(*)
უკნიდან საუბარი გავიგე,მივბრუნდი და ვის ვხედავ,ალექსანდრე.ნუ სხვა ვინ უნდა ყოფილიყო. იმედია ჩემს ელენეზე არ ქონდა საუბარი...
უცებ ელენეც გამოჩნდა და ალექსანდრემ და მისმ აძმაკაცამც ეგრევე სიცილი დაიწყეს...
-ბიჯო ესაა??
-ხოოო..........
ანანოს ვთხოვე ელენე გაეყვანა და მანქანასთან დამლოდებოდნენ მე კი ალექსანდრეს თან მივედი
-სხვების დაცინვას არ გინდა შენ საკუთარ თვ მიხედო?
-უკაცრავად?..
-რადა ჩემი დაქალის დაცინვას შეეშვი.მეორეჯერ არ გავიგონო მასზე ერტი ცუდი სიტყვა ნათქვამი თორე გეფიცები ინანებ......
ვუთხარი,პასუხს არ დაველოდე დაწამოვედი
ხო ვიცი რო სულელი ვარ და ესე ძაან არ უნდა გამესერიოზულებინა,მაგრამ ძალიან მეშლება ნერვები,როდესაც ვინმე ჩემს საუკეთესო მეგობარს შეურაცჰყოფას აყენებს.



№1 სტუმარი სტუმარი bells

Yochag dzaan magarri iyo... Momwons dasawyisi da imedia gagrdzelebac asetive iqneba

 


№2 სტუმარი tako

rodis dadeb shemdegs? kargia momwons

 



სახელი: *
  • bowtiesmilelaughingblushsmileyrelaxedsmirk
    heart_eyeskissing_heartkissing_closed_eyesflushedrelievedsatisfiedgrin
    winkstuck_out_tongue_winking_eyestuck_out_tongue_closed_eyesgrinningkissingstuck_out_tonguesleeping
    worriedfrowninganguishedopen_mouthgrimacingconfusedhushed
    expressionlessunamusedsweat_smilesweatdisappointed_relievedwearypensive
    disappointedconfoundedfearfulcold_sweatperseverecrysob
    joyastonishedscreamtired_faceangryragetriumph
    sleepyyummasksunglassesdizzy_faceimpsmiling_imp
    neutral_faceno_mouthinnocent