შესვლა
რეგისტრაცია
რეკლამა

shame 3


25-11-2017, 13:49
ავტორი nenNGO
ნანახია 1 497

როგორც იქნა ავსტრიაში ჩავედი, მგზავრობის გარდა ამას ყველაფერი ერქვა უკან ქალი მეჯდა ?! ქალი კიარა ცარიელი პროვოკაცია იყო დამეფიცება მსგავსი არაფერი მინახავს ჩემი განვლილი 19 წლის მანძილზე.. გინდა თუ არა „მძღოლმა“ ტარება არ იცის თვითმფრინავი მიხვეულ მოხვეულად დაყავსო.. ბორტგამცილებელი გოგონა ჭკუიდან ლამის გადაიყვანა და მე ხომ საერთოდ. 2 წუთი თვალს როგორც კი მოვხუჭავდი მაშინვე აქოთქოთდებოდა ხოლმე თან რა საოცარი ხმა ჰონდა იმ დალოცვილს ნახევარ თვითმფრინავს ტანში ჟრუალტელი გვივლიდა.. ნუ მოკლედ ეგ ხომ კოშმარი იყო მაგრამ აი პასპორტ კონტროლის დროს ჩხუბი რომ დაიწყო რიგი დამითმეთ მეჩქარებაო მაშინ მივხვდი რომ იმაზე რთულ შემთხვევასთან მქონდა საქმე ვიდრე მეგონა. რის ვაი ვაგლახით გამოვაღწიე აეროპორტიდან და გავემართე დედაჩემის სახლისკენ, თან ვნერვიულობდი თან უზომოდ მინდოდა რაც შეიძლებოდა მალე მენახა ნინაკა თორემ უკვე ფსიქიკა ვეღარ მიძლებდა. თავში ერთიანად ასიათასობით აზრი მერეოდა, ვფიქრობდი ყველანაირ საშინელებაზე, უკიდურეს მდგომარეობაში ვიყავი. ვიღაცას რომ მოესმინა მეტყოდა აი შენ რა გიჭირს ორი ხელი და ორი ფეხი გაქ არაფერი გაკლია ზოგს ჯანმრთელობა არ უვარგა ზოგს კი პურის ფული არ აქვსო .. ბევრს არ ესმის რომ პურის ფულის არ ქონდა ზოგჯერ უფრო ნაკლებად გტანჯავს ვიდრე ის ფაქტი რაც მე მჭირდა იმ დროს .. არც ის ესმით რომ შეზღუდული შესაძლებლობის მქონე ადამიანებიც არიან ბედნიერები და საერთოდ არაფერია ამაში გასაკვირი.. ბევრი იმ დროს ჩემზე გაცილებით ბედნიერი იქნებოდა მიუხედავად იმისა რომ ერთი შეხედვით მე სრულიად ჯანმრთელი ვიყავი . ნებისმიერი დაავადება მერჩივნა იმ დროს ჩემს დანგრეულ და გაცამტვერებულ ნერვულ სისტემას.. იმ ფაქტს რომ მეგონა ავსტრიაშიც კი ყველამ იცოდა ჩემი საქციელის შესახებ და მეგონა ასევე მთელი ავსტრია ჩემსკენ იშვერდა თითს.. მეგონა ვირზე უკუღმა უნდა შევესვი და ტალახი ისე ესროლათ ჩემთვის. არადა თითქოს ისეთი არაფერი დამიშავებია ხო? ვის არ დაუშვია შეცდომა.. ვის არ ქონია სექსი .. კი ასე ჩავთვვლიდი მეც ის ბიჭი გეგა რომ არ ყოფილიყო.. მე მისი მშობლების ხელში რომ არ გავზრდილიყავი მისი და ჩემ დად რომ არ აღმექვა და შესაბამისად გეგა ჩემ ძმად ... ყველაფერი გაცილებით მარტივი იქნებოდა .. მაგრამ ... მაგრამ არსებობენ ადამიანები რომელთა ცხოვრებაშიც მარტივად არაფერი ხდება და რომლებმაც მთელი რიგირ ტანჯვა წამება უნდა გამოიარონ ერთი მშვიდი დღისათვის .... დიახ ასეთი ვიყავი მე .. მე ის ვიყავი რომელიც მარტივად ვერასდროს ვერაფერს აკეთებდა და რომელსაც ყოველთვის პრობლემებით აღსავსე ცხოვრება ჰქონდა ... ბევრს ვფიქრობდი საკუთარ ცხოვრებაზე და ჩემს ბოლო ქმედებაზე ... ბოლო ორ საშინელ ღამეზე საკუთარ სახლში რომელიც სხვას ჩემს ადგილას შეიძლება სულაც არ მოსჩვენებოდა ამხელა კატასტროფად მაგრამ მე მე ვიყავი .. მე ელენე ვიყავი რომელსაც არასდროს ეშლებოდა მსგავსი რამ... თუმცა ალკოჰოლი ჩემზე ძლიერი აღმოჩნდა თურმე ... საბოლოოდ კი როდესაც ნინაკას სახლს მივადექი დაკაკუნებამდე დიდხანს ვყოყმანობდი ვფიქრობდი რა უნდა მეთქვა. რაც არ უნდა გამგები იყოს დედა და როგორი თანამედროვე ცხოვრების სტილიც არ უნდა ჰქონდეს მაინც დედაა და მაინც გამძაფრებული ინსტიქტები და რეაქციები აქვს შვილის მიმართ.. მითუმეტეს რომ ერთადერთი გოგო ვყავდი თანაც მარტო მზრდიდა ათასი გაჭირვება ნახა ჩემს გამო. ყველაფერი გააკეთა რომ მე კარგად მეცხოვრა.. მასწავლა ცუდის და კარგის გარჩევა მაგრამ არასდროს არსსდროს უსწავლებია ის რომ ყველა ბიჭი ბიჭად უნდა აღმექვა !!! ბოლოს და ბოლოს მოვიკრიფე გამბედაობა და კარზე დავაკაკუნე .. მუხლების კანკალით ველოდებოდი როდის გამიღებდა ნინაკა კარს და მთელი სულით და გულით როდის ჩავეხუტებოდი ... ბევრი ლოდინი არ დამჭირვებია დაახლოებით სამ წუთში საკეტის ხმა გავიგე და კარი რომ გაიღო დედაჩემის დანახვისთანავე წამომივიდა გაუაზრებლად თვალბიდან მარილიანი სითხე.. ჩავეხუტე .. ჩავეხუტე ისე როგორც არასდროს ჩავხუტებივარ და ასე ვიდექით სანამ ისევ ნინაკამ არ მითხრა :
-დედი ნუ ტირი დე .. შემოდი დაღლილი იქნები
სახლში შევედი მაგრამ იმდენად გულაჩუყებული ვიყავი ვერ ვჩერდებოდი და სულ უფრო და უფრო მაღალ ხმაზე ვტიროდი .. ნინაკამ წყალი მომაწოდა და ჩემს წინ ფინჯანი ყავით ხელში ჩამოჯდა ..
-დედი ხომ მშვიდობაა? გაუფრთხილებლად ჩამოხვედი და თან როდის მერეა ასეთი სენტიმენტალური გახდი ?

არ ვიცოდი რა მეპასუხა დავიბენი .. ახლავე ვერ ვაჯახებდი ყველაფერს მეგონა გული გაუსკდებოდა ამიტომ თემის გადატანა ვარჩიე
-მომენატრე დე და იმიტომ , ძალიან მეძინება კოშმარულად ვიმგზავრე დავისვენებ კარგი? მაგ ყველაფერზე მერე ვილაპარაკოთ
-კარგი ელენიკო მე ახლა სამსახურში ვარ გასაქცევი რაღაც ახალი პროექტია და გადარბენებზე ვარ. საღამოს რამე გემრიელს მოგიტან მანამდე შენც გამოიძინებ ტუ მოგშივდება საჭმელი მაცივარშია ფულსაც დაგიტოვებ და რამე იყიდე თუ მოგინდება..
-კარგი დე მადლობა. ხომ არ დაგაგვიანდება სჰენ ?
-არა საღამოსთვის მოვალ

ნინაკა სამსახურში წავიდა მე კი სააბაზანოსაკენ ავიღე გეზი. ცხელი შხაპის ქვეშ მოვდუნდი ახლა უკვე ტანის ღრუბლით სირცხვილის და შეცდომების ჩამორეცხვას აღარ ვცდილობდი, უბრალოდ ცხელი აბაზანით დაღლილობას ვიხსნიდი მიუხედავად იმისა რომ ტკივილს დიდად არ მიმსუბუქებდა ის ფაქტი მაინც მახარებდა რომ გეგას სუნს საკუთარ სხეულზე ვეღარ ვგრძნობდი და ეს რაღაცნაირად მამშვიდებდა. დაახლოებით საათ ნახევარი არ გამოვსულვარ აბაზანიდან.. აფსურდულად ჟღერს მაგრამ ყოველთვის ჩემი განტვირთვის საუკეთესო საშუალება შხაპის ქვეშ დგომა იყო .. აბაზანიდან გამოსვლისას ხალათი მოვიცვი თმა პირსახოცით შევიკარი და ჩემი ლეპტოპი ჩანთიდან ამოვიღე.. ვხვდებოდი თათასთვის რომ არ დამერეკა უდავოდ ეჭვი გაუჩნდებოდა რომ რაღაც მჭირდა იმიტომ რომ წამოსვლისას საკმაოდ ბემჟის „ვიდზე“ მნახა და სახევ სულ მთლად წაშლილი მქონდა.. ამიტომ ლეპტოპი გავხსენი და „მესენჯერის ვიდეოჩატით“ დავურეკე შემოსული არ იყო საიტზე და მეც თავი დავანებე რეკვას ვიფიქრე შემოვა და თვითონ დამირეკავსტქო .. ასეც მოხდა ნახევარ საათში თათას ზარი შემოვიდა და ნაძალადევი ბედნიერი სახით ავიღე ყურმილი..
-თათუკ როგორ მომენატრე უკვე დაოო- ეს სიტყვები ისეთი გაჭირვებით წარმოვთქვი მეტი რომ არ შეიძლებოდა განსაკუთრებით სიტყვა „დაო“ ზე გამეჩხირა ყელში ბურთი
-ჩემო მზევ მეც ძალიან მომენატრე დაო როგორი ხარ ნუ არ შემიძლია მაგ თეთრ ხალათში
-როგორი თათუ? -ამჯერად მართლა გულით გამეცინა ისეთი გამომწვევი სახით მელაპარაკებოდა ვინმეს რომ მოესმინა ლგბტ თემის წევრებად ჩაგვთვლიდა
-სექსი ხარ დედუ სექსი
-ნუხარ რა დეგენერატკა - ამჯერად ისევ ნაძალადევად გავიცინე ვერავინ წარმმოიდგენდა როგორ მძულდა მაგ სიტყვის ყველანაირი მნიშვნელობა ყველანაირ ასპეკტშო
-გოგო რასშვები როგორ მოიარე ასვტრია?
-შენ თუ ავადმყოფი არხარ ამ დილით ჩამოვედი და რაუნდა მომევლო ? ისე მეძინება თვალებში ასანთის ღერები უნდა გავიჩხირო რომ არ დამეძინოს
-ვაიმე ელენ ისეთი ნერვებ დაწყვეტილი ვარ აი რა გითხრა პროსტა რაა
-რახდება გოგო? რამ დაგაწყვიტა ნერვები?
-ელენ აი რაც თავი მახსოვს ოჯახში ხმამაღალი სიტყვა არ გამიგია. მთელს ქალაქში მგონი ჩვენზე ჰარმონიულად არავინ ცხოვრობს ხომ იცი შენც არა?! პროსტა ეს ორი დღეა სულ ღრიალი ლეწვა ფშვნა და ორომტრიალია აღარ შემიძლია გაქცევაზე ვარ უკვე რა ატანა აღარ შეიძლება ამდენის რა . არც ვარ მიჩვეული ხო გესმის
-რას მეუბნები გოგო ?! რატო კიმაგრამ რა მოხდა ასეთი? მსგავსი არაფერი მახსოვს თამთუ რა გაჩხუბებთ?
-გეგა გაგვითავხედდა ელ ძაან რა პროსტა აი ატანა შეუძლებელია ისეთებს აკეთებს. მე ეგეთი არ მახსოვს ჩემი ძმა. დეგენერატი როდის არ იყო მაგრამ ასეთი?!
შევცბი ერთიანად დამიარა ჟრუანტელმა მთელს ტანში, რა მეთქვა ან რა მექნა აღარ ვიცოდი მაგრამ ვხვდებოდი რომ არაფერი უნდა შემემჩნია ახლა უკვე მარტო ჩემს თავს კიარა ამ ყველაფრით გეგასაც გავყიდდი და ეს არავითარ შემთხვევაში არ უნდა მომხდარიყო. ასერომ თუ რამე ძალა მქონდა დარჩენილი სულს გულს სხეულსა და ორგანიზმში ყველაფერი მოვიკრიბე რომ რამენაირად არაფერი შემემჩნია და ისე გამეგრძელებინა თათასთან საუბარი

~-უიმე რამ გამოაშტერა ეგ ბიჭი კიმაგრამ ? გარდატეხის ასაკში არ ყოფილა ეგეთი ახლა რამ წამოუარა?- ეს ყველაფერი ისეთი ხმის ტემბრით , ისეთი შეშფოთებით ვთქვი ჩემს მსახიობურ ნიჭში დავრწმუნდი და გავაანალიზე რომ სამედიცინოზე მეტად თეატრალური იყო ჩემში
-არვიცი ელე მართლა აი ხო აღარაა ეს „პაცანი პადლეცი“ ბიჭი რა სჭირს ვერ გავიგეთ უმიზეზოდ ღრიალებს ყველაფერზე. დღეს გამთენიისას მოვიდა სახლში და თაზომ საყვედური რომ უთხრა კინაღამ მთელი სახლი დაგვამხო თავზე .. ნერვოზი აქვს მეორე დღეა ხო გეუბნები რა
-ადექი და დაელაპარაკე შენც - გულის სიღრმეში ვიცოდი გეგა არაფერს ეტყოდა ამიტომაც გავბედე ამის თქმა
-კაი გეხვეწები რააა.. ერთი სიტყვის თქმა არ ღირს მაგისთვის ისეთი აცოფილი დადის პროსტა რამე რო ვკითხო შეიძლება კედელზე მიმატყეპოს
-კაი ნუ იძახი სისულელეებს ერთი
-კაი აღარ გვინდა მაგ თემაზე რა თორე ძაან მიკვდება გული გეფიცები. შენ რასშვები როდის მობრძანდები სამშობლოში?
-1 თვეში დაო - ამის ტქმა იყო და ისეთი იყვირა ჩემი გვერდითა მეზობელი ლამის შემომივარდა რა აყვირებს მაგ შენ დაქალსო
-რააა გოგოო??? არარსებობს 1 კვირაში სარივით ერჭვე თბილისში რაა, რა 1 თვე მაქსიმუმ 5 დღით ჩადიოდი და რა 1 თვე დარჩენა მოგინდა? ან უნის ვის უტოვებ?
-აუუ რავქნა თათ მინდა ცოტახანი დედაჩემთან ყოფნა რა
-პროსტა შენ იმენა არ გაპატიებ მაგას რაა ეხლა 1 თვე როდის გავა რაა კაი აქ რავქნა უშენოდ? ჩავკვდი უკვე მარტოობით
-შეყვარებული თუ საქმრო შენ გკავს გოგო მეკიარა რამ ჩაგკლა? - გულწრფელად გამეცინა მის ნათქვამსა და მობუსულ გაბრაზებულ ტუჩებზე
-ოო დაქალი სულ სხვაა ხომ იცი? მალე ჩამოდი რაა უშენოდ 1 თვე რა გამაჩერებს- ლამის თვალები აუცრემლიანდა თათას..
-გაჩერდები დაო გაჩერდები ისეთი არაფერია რა ეს 1 თვე ნუ ატრაგიკულებ, ერთი ორი სამი და ოთხიიი კვირაა სულ რაგჭირს?- ისევ გულიანად გამეცინა მე
-კაი ელ წავედი და დაგირეკავ რა კიდევ თორემ ჩემი ფილოსოფიის ლექტორი მტრისას და ავისას ხომ იცი?
-კაი თათ გკოცნი
საუბარს მოვრჩჰით... გამეღიმა ... დედაჩემს ველოდებოდი და თან ვხვდებოდი რომ ეს უკვე განაჩენი იქნებოდა მაგრამ ტან მწამდა რომ ნინაკა ახლა არ გამწირავდა.. დედა იყო და გამიგებდა.. უეჭველად იპოვიდა გზას ჩემს გადასარჩენად



---
ვიცი რომ დავაგიანე და თან დანაპირები დიდი თავი ვერ დავდე რაც არის ეს არის რაღაც მიზეზების გამო ბოდიშს გიხდით და გპირდებიტ რომ ეს აღარასდროს განმეორდება მიყვარხართ მე თქვენ და იმედია მოგეწონებათ



№1 სტუმარი Qeti qimucadze

Ramdenixania gelodebiii. Madli ufals vgamochndii. Nugar daagvianeb raa

 


№2  offline წევრი nenNGO

Qeti qimucadze
Ramdenixania gelodebiii. Madli ufals vgamochndii. Nugar daagvianeb raa

რომ ვერ აგიგტსერ ისე გამახარე <3 გპირდები აგარ განმეორდება <3 მოგეწონა? <3

 


№3 სტუმარი rgref

აუუუ იცი რა განცდებით ვკითხულობ ძალიან ძალიან გთხოვ დიდი თავები დადე და მალ მალე რა ძალიან მაინტერესებს და კიდე ბევრია ამ დღეში ზუსტად ვიცი ძალიან მაგრად წერ

 


№4  offline წევრი nenNGO

rgref
აუუუ იცი რა განცდებით ვკითხულობ ძალიან ძალიან გთხოვ დიდი თავები დადე და მალ მალე რა ძალიან მაინტერესებს და კიდე ბევრია ამ დღეში ზუსტად ვიცი ძალიან მაგრად წერ

შემიყვარდიი !!! საოცრად გამახარე

 


№5 სტუმარი სტუმარი მარი

ძალიან მომწონს ასე გააგრძელეე და მალე დადეეე????

 



სახელი: *
  • bowtiesmilelaughingblushsmileyrelaxedsmirk
    heart_eyeskissing_heartkissing_closed_eyesflushedrelievedsatisfiedgrin
    winkstuck_out_tongue_winking_eyestuck_out_tongue_closed_eyesgrinningkissingstuck_out_tonguesleeping
    worriedfrowninganguishedopen_mouthgrimacingconfusedhushed
    expressionlessunamusedsweat_smilesweatdisappointed_relievedwearypensive
    disappointedconfoundedfearfulcold_sweatperseverecrysob
    joyastonishedscreamtired_faceangryragetriumph
    sleepyyummasksunglassesdizzy_faceimpsmiling_imp
    neutral_faceno_mouthinnocent