შესვლა
რეგისტრაცია
რეკლამა

ალუბლები 3 თავი (დასასრული)

25-11-2017, 15:46
ავტორი ლორელაი
ნანახია 7 625

ყველაზე კოშმარული ღამე თეთრად გავათენე ფანჯარასთან. ვხედავდი როგორ აწრიალდა მთელი ქუჩა, როგორ ახმაურდა, როგორ აბობოქრდა, მთელი ქვაფენილი შთანთქა, პოლიციის სირენებმა, ქალების განწირულმა კივილმა, კაცების გინებამ, ჩხუბმა და მერე კი ყველაფერი ერთბაშად დადუმდა. მერე დავინახე, როგორ გამოიყვანა ეზოდან ორმა პოლიციელმა, ზურგს უკან ხელებზე ბორკილებდადებული ზუკა, თავჩაღუნული ჩემი ყველაზე ახლობელი ადამიანი. დავინახე როგორი სასოწარკვეთილი ტირილი აღმოხდა ნათია დეიდას და იმ დღეს მე პირველად მოვკვდი.
მოკვდა უდარდელი ლოლა, ლაჩარი გოგო, რომელსაც არაფერი გაუკეთებია, იმისთვის რომ ეს უსამართლობა შეეჩერებინა.

ვიდექი და თვალს ვადევნებდი, როგორ გაიკრიფა ხალხი ქვაფენილიდან, როგორ მოიცვა საზარელმა სიჩუმემ ჩვენი ქვაფენილი, როგორ გაიცრიცა ღამე. იმ ღამეს და კიდევ რამდენიმე ღამეს ვიდექი ასე უძრავად ფანჯარასთან და ვცდილობდი გონებაში ყველაფერი უკუღმა დამეტრიალებინა. მინდოდა, დრო უკან დამებრუნებინა, არ ამეღო ის ბეჭედი, არ მომხდარიყო ის რაც მოხდა.
დედაჩემი მეუბნებოდა, რომ ზუკასგან ამას არ ელოდა, რომ იმედი გაუცრუვდა, რომ თურმე არ სცნობია. დადიოდა ოთახებში და ცალ თვალს ჩემკენ აპარებდა, ელოდა, რომ რამეს ვიტყოდი. მე კი მხოლოდ ვიჯექი და ერთ ადგილს მივჩერებოდი. ვერ ვიტანდი, როცა ის ზუკას ცუდად ახსენებდა, მაგრამ მაშინ შედავების თავი არ მქონდა. მაშინაც და მერეც , ეს იყო ერთადერთი რამ, რასაც დედაჩემს ახლაც ვერ ვპატიობ.
ოთხი დღის შემდეგ სახლის კარი, რომ გამოვაღე და ქუჩაში გამოვედი, აღარ მომდომებია ქვაფენილის ჩარბენა. მაშინ ვერც ქვაფენილს ვიტანდი, ვერც ქუჩას და ვერც იმ ალუბალს, მის დანახვაზე მხოლოდ ზუკა, რომ მახსენდებოდა. ვარდისფერ სახლსაც უჩუმრად ჩავუარე, არც მისი ღია დარაბებისკენ გამიხედავს და არც მისგან წამოსული მწველი მზერისთვის მიმიქცევია ყურადღება.
მე დავმალე ჩემი დანაშაული და ხელები ზუკას შევაწმინდე.
მე ვერ მივედი ზუკას დედასთან და ვერ ვანუგეშე, ვერ დავპირდი რომ ყველაფერი კარგად იქნებოდა...

უნივერსიტეტის ეზოში ვიჯექი და ველოდი როდის დაიწყებოდა რეპეტიცია, იმ ამბის შემდეგ პირველად უნდა შევხვედროდი გრეკოს. თითქოს მხოლოდ მაშინ გავაანალიზე რაც მოხდა, როგორ მივატოვე გრეკო. არ ვიცოდი როგორ შემხვდებოდა, არ ვიცოდი რას მეტყოდა. ვღელავდი, ვნერვიულობდი და ვცდილობდი არ მეტირა.
უკვე საკმაოდ გვიანი იყო, შემოდგომის სიცივისგან აკანკალებულმა ძლივს ავიარე რამდენიმე საფეხური და კიბის თავთან მდგარი გრეკოს დანახვაზე შევდექი. როგორც კი ჩვენი თვალები ერთმანეთს შეხვდა, გრეკო მიტრიალდა და დერეფანს გაუყვა, დაცდის დრო არ იყო, ვერ ვაიძულე ჩემს თავს რომ გამეშვა, მთელი ძალა მოვიკრიბე და უკან გავყევი, უკვე მანსარდაში ასულს დავეწიე.
- ლუკა, - შედგა, მომეჩვენა, რომ ღრმად ჩაისუნთქა, - ერთი წუთით.
ჩვენს შორის დარჩენილი სამი კიბე ძლივს ავიარე, წინიდან მოვუარე და გავჩერდი, ვერ გავბედე თავი ამეწია. ვგრძნობდი, რომ მიყურებდა, ვგრძნობდი, როგორ ცდილობდა აღელვება და სიბრაზე არ გამოეხატა.
- უნდა ვილაპარაკოთ.
- რაზე? - ჩემდა გასაკვირად სრულიად მშვიდად შემეკითხა.
- იცი შენ... იმ საღამოს რაც მოხდა.
- კი, ვიცი. ზურა დაიჭირეს.
- გრეკო...
- ლოლა, იქნებ ოდესმე მომინდეს ამ თემაზე საუბარი, მაგრამ ახლა არა. როგორც აღმოჩნდა იმაზე მეტად ახლობელი ხარ მისი, ვიდრე მეგონა. - ლუკამ გვერდი ამიარა და კარი შეაღო. უკან არ გავყოლილვარ. გასაკვირი არ იყო მისგან ეს რეაქცია, ვიფიქრე რომ ასე ჯობდა, ცხელ გულზე რამის თქმას მოცდა ვარჩიე. თავს ვაიძულე დამშვიდება და ღიმილაფარებულმა შევაბიჯე რეპეტიციაზე. სცენაზე უკვე შეეკრათ წრე. ჩანთა სკამზე ჩამოვკიდე და მეც ილიასა და ლაშას შუა ჩამოვჯექი. გვიანობამდე გაგვიგრძელდა რეპეტიცია, პრემიერა ახლოვდებოდა, ამიტომაც ორმაგი ძალით ვაგრძელებდით რეპეტიციებს. გონება გათიშული მხოლოდ იმაზე ვფიქრობდი, რომ როლი უკეთ მეთამაშა. იმ დღეს ყველაზე უკეთ გამომივიდა ჩემი და გრეკოს ეპიზოდის თამაში. ყველაზე გულწრფელი დიალოგი და აღსარება, ჩემი გმირის ენით გადმოვეცი.
- ახლა უნდა იტირო, ლოლა. - როლში შესულს კახას ხმამ თითქოს ის ბიძგი მომცა, რომელიც მჭირდებოდა ემოციების გამოსახატად. სპექტაკლის მიხედვით მე, გრეკოს პერანგზე მქონდა ხელები ჩაჭიდებული ქვემოდან ვუყურებდი თვალებში და მონოლოგს ვკითხულობდი. ცრემლები ამ მომენტზე თავისთავად წამომივიდა თვალებიდან. ვგრძნობდი, როგორი დაჭიმული იყო გრეკო, როგორ ცდილობდა ემოციები არ დატყობოდა, მე ახლა არ ვიყავი როლში, მე ჩემს თავს გამოვხატავდი, მხოლოდ გრეკო ხვდებოდა ახლა მე რას ვტიროდი, რას ვუხსნიდი და რატომ.

- ბრავო, ლოლა, გრეკო. - აღფრთოვანებული კახა ტაშსა და შეძახილებს არ იშურებდა. - ასე თუ ითამაშებთ წარმოუდგენელ წარმატებას მიაღწევთ. - კახას სიტყვებზე გრეკომ ჩემს ხელებს, მის პერანგს რომ ჩასჭიდებოდა, ხელი მოჰკიდა, სულ ოდნავ, ფრთხილად შემეხო და დაბლა ჩამომაწევინა. უხერხულობისგან ლაშამ გვიხსნა, მოწონების ნიშნად მხარზე ხელი დამიტყაპუნა და ისე დამემშვიდობა. სანამ რამის გააზრებას მოვასწრებდი გრეკომ გვერდი ამიარა და ინასთან ერთად დატოვა დარბაზი. ერთი ღრმად ამოვიოხრე და კახას მაგიდას მივუჯექი, ზედ ხელები დავაწყე და თავი ჩამოვადე.
მინდოდა დრო აქ შეჩერებულიყო და აქედან გასულს ყველაფერი ძველებურად დამხვედროდა, ქუჩაც, ალუბალიც და ზუკაც ჩემ ცხოვრებაში. ზუკას გახსენებამ ისევ სევდა მომგვარა და ტირილის შესაკავებლად თვალები დავხუჭე.
ძილიდან ტელეფონის ხმამ გამომარკვია, თვალები სიბნელეს რომ შევაჩვიე, მხოლოდ მაშინ ამოვიღე ჯიბიდან ტელეფონი. ეკრანზე გრეკო რომ ამოვიკითხე, მოუთმენლად წამოვდექი. ჩემთვის წარმოუდგენელი იყო, გრეკო მირეკავდა.
- კიდევ დიდხანს აპირებ მანდ ყოფნას? - აღებისთანავე ჩამესმა მისი უხეში ხმა. - გვიანია, დაიკეტა კარები.
- რა? უკვე? - მხოლოდ მაშინ გავხედე ფანჯრებს, ბნელოდა გარეთ.
- თორმეტი საათია, ლოლა.
- არაა...
- უკანა მხარეს გამოდი. კიბესთან, რომ ფანჯარაა, იქ დაგელოდები.
ერთხანს გაოგნებული დავყურებდი გათიშულ ტელეფონს, გრეკო მე მელოდა, იცოდა და ახსოვდა, რომ აქ ვიყავი, იქნებ მითვალთვალებდა?
ფანჯარას გავხედე, რომლიდან შემოსული ლამპიონების სუსტი შუქი ოდნავ ანათებდა დარბაზს. „ჯანდაბა, რამდენ ხანს მეძინა?“

სიბნელეში, ტელეფონის განათების ფონზე მოვძებნე ჩემი ჩანთა და ხელების ცეცებით გავემართე გასასვლელისაკენ. კიბეებზეც და დერეფნებშიც გამორთული იყო განათება. შემზარავად გამოიყურებოდა დღისით მუდამ ხმაურიანი და ხალხით გაჭედილი დერეფნები. პირველ სართულზე შიშით ჩავედი და მეორე დერეფნით უკანა მხარეს გავედი.
„კიბესთან, რომ ფანჯარაა, აი ისიც.“
ფანჯარასთან მისულმა სახელური ზემოთ ავატრიალე და ოდნავ გამოღებული ფანჯრიდან ძლივს გავყავი თავი.
- გრეკო. - არავინ გამომხმაურებია. - გრეკო, აქ ხარ?
ისევ სიჩუმე.
- ჯანდაბა, რამ დამაძინა, ახლა რა ვქნა? - ფანჯარა კარგად გამოვაღე და დაბლა ჩავიხედე, მიწიდან ფანჯრის რაფამდე ორი მეტრი იქნებოდა, სასოწარკვეთილებისგან ლამის ტირილი დავიწყე. ერთხანს ვიფიქრე, რომ გრეკოსთვის დამერეკა, იქნებ რამემ შეაყოვნა-მეთქი, მაგრამ მერე გადავიფიქრე, ალბათ აღარ მოუნდა ჩემი დახმარება და წავიდა-მეთქი. გაჭირვებით ავედი რაფაზე და ჩანთა ძირს გადავაგდე.
- ფრთხილად, თავში მომარტყი. - გრეკოს ხმის გაგონებაზე კმაყოფილების ღიმილი ვერაფრით შევიკავე. „არ დავუტოვებივარ, არ წასულა.“
- ბოდიში, დაგიძახე და ხმა, რომ არ გამეცი... ახლა რა ვქნა?!
- რაფაზე ჩამოჯექი და ფეხები დაბლა ჩამოუშვი, იქნებ დაგიჭირო. - ლუკამ თავისი შავი ტყავის ქურთუკი დეკორატიულ ბუჩქზე გადაკიდა და ფანჯრის წინ ისე დადგა, მე რომ ფეხები დაბლა ჩამეწია მის მხრებს შევეხებოდი.
- ცოტა უხერხული იქნება, იქნებ სხვანაირად მეცადა.
- უხერხული ის იქნება მანდ თუ დარჩი და დილით, მძინარეს დამლაგებელი ან დარაჯი წამოგადგა. ფეხსაცმელები გაიხადე, დამსვრი. - მისმა სიტყვებმა ისე გამაბრაზა, ლამის გადავიფიქრე მისი დახმარების მიღება, მაგრამ როგორც კი მიწამდე მანძილი ისევ გავზომე თვალით, მაშინვე გადამიარა სიბრაზემ. ბოლოს და ბოლოს ამდენ ხანს მელოდა, დამირეკა, დახმარება შემომთავაზა, თანაც ახლა იდეალური შანსი მეძლეოდა რომ შემომერიგებინა.
ფეხსაცმელები ფრთხილად გავიხადე და ისინიც ჩანთის გზას გავუყენე.
- მშვენიერია, ჩანთა მაქვს, ფეხსაცმელებიც. აბა, ბედნიერად, ლოლა. - გრეკომ ჩემს ჩანთას და ფეხსაცმელებს ხელი დაავლო და შენობის კუთხეს მიეფარა.
ეს ისე სწრაფად გააკეთა, გააზრება ვერ მოვახერხე.
ვიჯექი გაოგნებული რაფაზე და არ მჯეროდა, რომ ეს ჩემ თავს ხდებოდა. არა, გრეკო ამას არ იზამდა, და რატომ არ იზამდა ვითომ? მშვენივრად გადამიხადა სამაგიერო. ოჰ, ლოლა რა სულელი ხარ. ვუწყრებოდი, ჩემ თავს და გაბრაზების ნაცვლად ვიცინოდი. რამდენიმე წუთი რომ გავიდა და გრეკო არ დაბრუნდა, ნელ-ნელა იმაზე დავიწყე ფიქრი, რომ ის არ ხუმრობდა და ჩემი თავი ისე შემეცოდა იმ ყველაფრისთვის რა დღეშიც ვიყავი. ტელეფონიც კი არ მქონდა, რომ ვინმესთვის დამერეკა, ჩანთაში ჩავდე გადაგდებამდე. მაგრამ ვის დავურეკავდი? მაინც ვისი იმედი მქონდა? ერთადერთი ადამიანი ვისაც ამ დროს დავურეკავდი და ვისი იმედიც ყოველთვის მქონდა, ზუკა იყო, ის კი...
ზუკას გახსენებაზე ისევ მომაწვა დანაშაულის გრძნობა და ტირილი ვერ შევიკავე.
ვიჯექი ნოემბრის ბოლოს, ღამით, უნივერსიტეტის ფანჯრის რაფაზე და სიცივისგან ფეხები მეყინებოდა.
„ღირსი ხარ!“ ვუმეორებდი ჩემს თავს და ფეხების დამალვას ქურთუკში ვცდილობდი.
- მორჩი ტირილს?
ლუკას ხმის გაგონებისთანავე უაზროდ ამიტყდა სიცილი, პანიკის შეტევა მქონდა.
- მოდი, დაგიჭერ, აქ ვარ. - არ მჯეროდა, მეგონა მომეჩვენა, არაფრით არ მინდოდა დაბლა ჩახედვა. - გეყოფა, ლოლა, უბრალოდ გეხუმრე. ლოლა, ჩამოდი.
- სამაგიეროს გადახდაც როგორი მწარე გცოდნია. - თვალები მაჯით მოვიწმინდე და ფეხები დაბლა ჩამოვწიე. როგორც კი ტერფებით მისი მხრები შევიგრძენი, რაფას მაშინვე ვუშვი ხელები და მთლიანად მის მოხერხებულობას მივენდე. ვიცოდი დამიჭერდა, არც შევმცდარვარ.
- გიჟი ხარ, გეფიცები. - ხელებში ვყავდი მომწყვდეული და შუბლშეკრული თვალს არ მაცილებდა.
- ხომ გითხარი შემეგუე, ასეთი ვარ. - მისი ხელებიდან თავი დავიხსენი თუ არა, იქვე ბუჩქებთან მიყრილ ჩემს ფეხსაცმელში გავუყარე ფეხები, ჩანთას დავავლე ხელი და წამოვედი.
- ცივა, უკვე საკმაოდ გაიყინე, მორჩა, სამაგიერო გადახდილია, ახლა წამოდი ჩაი დავლიოთ. - უკან დამეწია მისი სიტყვები, მაგრამ გაჩერებას არ ვაპირებდი, ერთი სული მქონდა სახლამდე მიმეღწია.
- ვიცი, რომ გეწყინა, გეტკინა კიდეც... სამაგიეროდ ახლა იცი რა გრძნობაა, როცა მაშინ გტოვებენ როცა გჭირდება.

გრეკომ მანქანა რომელიღაცა სადღეღამისო კაფეს წინ გააჩერა და მანქანიდან გადავიდა. უკვე კართან მისული ისევ მობრუნდა და თავი ჩამოწეულ ფანჯარაში შემოყო.
- არ გადმოხვალ? თუ წამოვიღო და აქ მანქანაში დავლიოთ?
- მეზარება, თან მეძინება, მოდი ახლა სახლში წავიდეთ და სხვა დროს დავლიოთ ჩაი.
- კარგი, დამელოდე, ახლავე მოვალ.
ჩემი პასუხით აშკარად უკმაყოფილომ კაფეს მიაშურა. იმ რამდენიმე წუთში, სანამ ის გამოვიდოდა, მე მანქანის სალონის დათვალიერება მოვასწარი. ბიჭისთვის უჩვეულოდ სუფთა სალონში სასიამოვნო სურნელი იდგა. ზღვის სურნელისა და იასამნის სუნის შერწყმა, ტკბილი და გამაბრუებელი ატმოსფეროს შექმანს უწყობდა ხელს. თვალები დავხუჭე და თავი საქარე მინას მივადე. მალე გრეკოც დაბრუნდა, კარის გაღებისთანავე შემოვიდა ჩაის მადისაღმძვრელი სურნელი. თავი წამოვწიე, გრეკოს ერთ ხელში ქაღალდის ჭიქით ქაფქაფა ჩაი ეჭირა და მეორეში ქაღალდისვე პაკეტით სავარაუდოდ ბურგერი.
- ასეთ გემრიელ ჩაის სხვაგან ვერ დალევ, გასინჯე, არ ინანებ! - მის მიერ გამოწვდილ ჩაის ჭიქას ორივე ხელი შემოვხვიე და სურნელი ღრმად ჩავისუნთქე. ლუკამ თავისი ადგილი დაიკავა და საზურგეზე გადაწვა.
გარეთ ციოდა, ზამთრის მოახლოებას სუსხინი ქარი და მას მოყოლილი რამდენიმე ფიფქი გვამცნობდა. მე და ლუკა მანქანის სალონში ვისხედით, ქაფქაფა ჩაის ვსვამდით და გარეთ ქარბუქად ქცეულ ქარისა და ფიფქების თამაშს ვადევნებდით თვალს.
- თოვს...
- გვიანია, ლუკა.
- რისთვის?- მთელი ტანით შემობუნდა ჩემკენ და დაჟინებული მზერა მომაპყრო. - ჩემთვის და შენთვის?
- წავიდეთ, რა.
- წავალთ...
იმ ღამეს დიდი თოვლი მოვიდა. დილით ქუჩაში გამოსულმა ქვაფენილი სრიალით ჩავიარე. ვარდისფერი სახლის საკვამურიდან კვამლი ამოდიოდა. ჭისკარი ფრთხილად შევაღე და გაუკვალავ თოვლს ჩემი ნაფეხურები დავამჩნიე. მუხის კარს ფრთხილად მივაწექი და სახლში შევედი. ირგვლივ ახლად დამწვარი შეშის სურნელი ტრიალებდა, ბუხრის თავზე შემოდებული სუვენირებისკენ წამით გაპარული მზერა და ინტერესი მოვთოკე და ფეხსაცმელები შემოსასვლელში გავიხადე. კიბეები ფრთხილად ავიარე და დერეფნის გაყოლებაზე, ორივე მახრეს ჩამწკრივებული კარებების გაღება დავიწყე. მესამე კარის გაღებისას გამიმართლა, მისი ოთახი ვიპოვე. მუქ ნაცრისფერში გადაწყვეტილი ოთახის შუაგულში, მხოლოდ ერთი დიდი საწოლი იდგა. არეულ თეთრეულს ემჩნეოდა, რომ მისი პატრონი რამდენიმე წუთის წინ ადგა, სავარაუდოდ შხაპის მისაღებად. ოთახი კიდევ ერთხელ მოვათვალიერე და კარი ფრთხილად გამოვხურე. სამზარეულოში გადავწყვიტე ჩასვლა. გაზქურაზე ჩაიდანი შემოვდე, მაცივრიდან კი ორი კვერცხი გამოვიღე, ტაფაზე დავახალე და შემდეგ თეფშზე გადმოტანილ შემწვარ კვერცხს, პატარა ნაჭრებად დაჭრილი და ტოსტერში გახუხული პური შემოვუწყე. ის იყო ჩაიდანი გამოვრთე და ფინჯანში წყალი ჩავასხი, ოთახში გრეკო შემოვიდა. არ დამინახავს, მისგან ზურგით ვიდექი, თუმცა ვიგრძენი.
- დილა მშვიდობისა, - ღიმილით შევბრუნდი მისკენ და უკვე გამზადებული ყავა მაგიდაზე დავდგი.
- რამე მოხდა, ლოლა?
- არაფერი, დაჯექი, საუზმე მოგიმზადე. - გრეკო უნდობლად მიუახლოვდა მაგიდას, სკამი გამოწია და დაჯდა.
- მიირთვი. - მეც მის მოპირდაპირედ ჩამოვჯექი და ჩემთვის გამზადებული ყავის ფინჯანიდან ერთი ყლუპი მოვსვი.
გრეკო წამოდგა, ჩემკენ გადმოიხარა, ფინჯანი ამაცალა და თავისი კი მე გადმომიდგა. გამეღიმა, მისი ფინჯნიდანაც მოვსვი ყავა.
- შენი მოწამვლა არაფერში მჭირდება, ცოცხალი მჭირდები.
- ყველაზე დაუნდობელი გოგო ხარ, ლოლა. - ჩემკენ გადმოხრილ ლუკას გვერდი ავუარე და მისაღებში გავედი. - ასე არავინ იქცევა, ეს უსამართლობაა, არ შეიძლება ადამიანის გრძნობებზე თამაში.
- ნუ წუწუნებ. - გასვლამდე თითის წვერებზე ავიწიე, ტუჩები მის ყელს მივაკარი. რამდენიმე წამს ასე ვიდექით, გრეკოს თვალები დაეხუჭა, კანი დაეჭიმა, ნერწყვი გადაყლაპა, ხორხმა ვიბრაციით მაგრძნობინა რომ ღელავდა.

ქუჩაში გამოსულმა ჩვენი ქუჩის ბავშვები დავინახე. ქვაფენილზე ციგებით სრიალებდნენ, ზოგი თოვლის ბაბუას აკეთებდა, სხვანი გუნდაობნენ. ამ სურათმა ზუკა გამახსენა, საშინლად მეტკინა გული, ეს იყო პირველი თოვლი მის გარეშე, პირველი ნაბიჯები გაუკვალავ თოვლში, სადაც ჩემს ფეხდაფეხ ის არ მოდიოდა.
„ხვალ ზუკასთან წავალ.“ - გადავწყვიტე გულში.

დიდხანს ვიჯექი პაემნების ოთახში და ხალხს ვათვალიერებდი. ვხედავდი პატიმრებსა და მათ ახლობლებს, სევდიან, სინანულით სავსე თვალებს და გული გამალებით მიცემდა.
„როგორ შემხვდება ზუკა? ნეტავ როგორაა? ალბათ გახდა.“- ერთ ადგილას ვერ ვისვენებდი. თითებს ნერვიულად ვაკაკუნებდი და რკინის მოჭრიალე კარის გაღებაზე შეშინებული ვდგებოდი ფეხზე, მაგრამ ამაოდ.
ზუკა არ გამოვიდა.
ბადრაგმა გადმომცა, რომ შეუძლოდ იყო.
მტკნარი სიცრუე...
მე ხომ ვიცნობდი.

სახლში გამოფიტული და ემოციებდაკარგული დავბრუნდი. არც გრეკოს ზარებზე მიპასუხია და არც რეპეტიციაზე წავსულვარ. მთელი ღამე ზუკაზე ვფიქრობდი. დილით გაღვიძებულს მისაღებიდან ნაცნობი ხმა შემომესმა. სასწრაფოდ წამოვდექი, ჩავიცვი და დაუვარცხნელი თმით გავედი. მისაღებში დედაჩემთან ერთად, გრეკო იჯდა და ყავას მიირთმევდა. ჩემ დანახვაზე ოდნავ გაეღიმა და თვალი ჩამიკრა.
- დილა მშვიდობის...
- შუადღეა თითქმის, ლოლა. მოდი, დაჯექი, იცნობ ლუკას, არა? - დედაჩემი ფეხზე წამოდგა, უკვე დაცლილი ფინჯანი აიღო და მე და ლუკა ოთახში მარტო დაგვტოვა.
- ვიცნობ... - ფეხები დივანზე მოვიკეცე. როგორც კი დედა გავიდა კითხვით სავსე თვალები შევანათე ლუკას.
- გუშინ არ მპასუხობდი...
- ჰოო.
- ლოლა, არ მომწონს შენი ქცევები. - გრეკო წამში დასერიოზულდა.
- აქ, ამის გარჩევის ადგილი არ არის.
- ლოლა, რა გინდა? ვფიქრობ და ჯერ კიდევ ვერ გავარკვიე რა გინდა ჩემგან? შენი ქცევა ყოველ დღე იცვლება, ხან ძალიან თბილი ხარ და უკან დამყვები, ყავას მიმზადებ, საუზმეს მიკეთებ, ხან კი საერთოდ მაიგნორებ. რატომ მეთამაშები?
- არ გეთამაშები.
- ასე არ გამოვა, მე ვერ მეთამაშები, არ მოგცემ ამის უფლებას.
- გუშინ ზუკას სანახავად ვიყავი.
- რა? - გრეკო ფეხზე წამოდგა.
- მის სანახავად მივედი, მაგრამ ის არ გამოვიდა...
- ჰოო, ზუკა... გასაგებია. - თვალები აემღვრა, ოდნავ გაეღიმა, თითქმის ძალით, თავი გააქნია და გავიდა.
უსუსურობის განცდამ კინაღამ დამახრჩო. გული ყელში მომებჯინა. თვალები დავხუჭე და დივანს მივეყუდე.
- ლოლა, შენ მე გამაგიჟებ, შვილო... - დედა კარებში იდგა და შეშფოთებული მზერას არ მაშორებდა. მხოლოდ მაშინ გავიაზრე ყველაფერი, სასწრაფოდ წამოვხტი ფეხზე, ფეხსაცმელი ამოვიცვი და გრეკოს გავეკიდე.
ქვაფენილზე ჩადიოდა, ხელები შარვლის ჯიბეში ჩაეწყო და თავი ჩაეხარა.
- ლუკა, - დავუძახე, შეჩერდა. - ლუკა...
ჩემკენ შემობრუნდა.

- რა გინდა?
- მომისმინე...
- რას მეტყვი მაინც?
- უბრალოდ ძალიან დავიბენი, ცოტა დრო მჭირდება, ყველაფერი ისე აირია, თან ისიც ვერ გავიგე ჩვენ შორის რა ხდება.
- სერიოზულად, ლოლა? რა ვერ გაიგე? არ იცი?
- საიდან უნდა ვიცოდე? არ ვიცი შენ რას გრძნობ.
- არ იცი? როგორ მეუბნები, რომ არ იცი? ვერ გრძნობ? ვერ ხვდები?
- არ ვიცი, არ ვიცი, არ მომისმენია მე ეს სიტყვები...
- რა გინდა? მუხლებზე დავდგე და გეხვეწო რომ გაიგო? სანთლები დაგინთო? ყვავილები გამოგიგზავნო ბარათთან ერთად? ის ცხრა ასო გჭირდება მაინცდამაინც?
- ჰო, ის ცხრა ასო მჭირდება...
- მიყვარხარ... მიყვარხარ... გესმის? მაშინაც მიყვარდი, როცა კაფეში ალუბლის ნაყინს ჭამდი, მაშინაც პირველად ქასტინგზე რომ გნახე, მაშინაც როცა ინასთან მნახე... სულ პირველად რომ დაგინახე, ჩემი ალუბლის ჭამისას, მაშინვე შემიყვარდი. იმ წამსვე, ლოლა...

ზამთრის სიცივისგან პირიდან ორთქლი ამოსდიოდან. მივუახლოვდი, ხელები ჯიბიდან ამოვაღებინე, თითები ისე ჩავჭიდე თითებზე, როგორც ამას თვითონ აკეთებდა ხოლმე.
ერთმანეთს თვალებში ვუყურებდით, ლუკას ისეთი მზერა ჰქონდა თითქოს რაღაცას ეძებდა, რაღაც ხელჩასაჭიდს. ორივე მძიმედ ვსუნთქავდით. მომწონდა მასთან ყოფნა. პირველი შემთხვევა იყო, როცა ჩემს გრძნობებში სრულიად ვიყავი დარწმუნებული.
ალბათ რაღაც მოხდებოდა, უნდა მომხდარიყო, მაგრამ სწორედ ამ დროს ზუკას სახლის კარები გაიღო და ქუჩაში ნათია დეიდა გამოვიდა.
ბედისწერა იყო ალბათ.
მისი დანახვისთანავე გრეკოს ხელი გავუშვი, ერთი ნაბიჯით უკან დავიხიე. საოცრად ნაწყენი მზერა ჰქონდა, საკუთარი თავი შემეზიზღა, როცა მის გაფითრებულ და დარდისგან თვალებჩაცვენილ სახეს შევხედე.
- ყველაფერი გასაგებია, ჩემთვის. - გრეკომ თვალი ამარიდა და ისევ ქვაფენილზე დაეშვა.
მე დავიკარგე.
ვიგრძენი, საკუთარ თავში, გრძნობებში ავიხლართე და ისიც ვიცოდი, რომ ვერასდროს შევძლებდი ისევ მეპოვა ის ლოლა, ვინც აქამდე ვიყავი.
ზუკას დედა ჩემ წინ იდგა, ცრემლიანი თვალებით მიყურებდა, მერე მიბრუნდა სახლში შევიდა და კარი ღია დატოვა.
ამ ხნის მანძილზე მე პირველად გადავაბიჯე ზუკას ზღურბლს ფეხი და იმ სახლში შევედი, ერთ დროს ჩემი რომ ერქვა, იმ ქალს მივყევი უკან, საკუთარი დედისგან, რომ არ ვარჩევდი.
ფანჯარასთან მიდგმულ სარწეველა სავარძელში იჯდა, თვალები ფანჯრისთვის გაეშტერებინა და აკანკალებული ყბების დამორჩილებას ცდილობდა.
- ნათია დეიდა...
- წადი, ლოლა.
- გთხოვთ, მე ვერ შევძელი...
- ვიცი, ლოლა და მეგონა რომ ჩემი შვილის მსხვერპლი უაზროა არ იქნებოდა, თუმცა ახლა ვხვდები, რომ ჩემი იმედები, ზუკას იმედები, ფუჭი იყო. - ხმას თანდათან უმატებდა, ბოლოს ფეხზე წამოდგა, მიყვიროდა, მაგრამ მე არაფერს ვგრძნობდი, გარდა იმისა, რომ ის მართალი იყო.
- მე ყველაფერს გავაკეთებ...

ახალი წელი დგებოდა, მთელი ქალაქი ზეიმობდა, ყველა რაღაც ახალს, კარგს ელოდა, მეც ველოდი...
იმ დღეს სპექტაკლის პრემიერა გვქონდა, მაგრამ არ ვღელავდი. ყველაფერს მექანიკურად ვაკეთებდი. ზუკას დედის ნახვის შემდეგ მე და ლუკას აღარ გვისაუბრია. მხოლოდ ორჯერ შევხვდით რეპეტიციაზე, თუმცა არც მას შეუმჩნევია რამე და არც მე. დანაშაულის გრძნობას ყველა სხვა გრძნობა გადაეფარა ჩემთვის. აღარ ვფიქრობდი, არც საკუთარ თავზე, არც გრეკოზე, არც სპექტაკლზე, ერთადერთი ნათია დეიდას სახე მედგა თვალწინ.
სპექტაკლის დაწყებამდე გრეკო არ მინახავს. სცენაზე რომ შემოვიდა, გული გამიჩერდა, ყველაზე მიუწვდომელი, მკაცრი და სასტიკი მზერა ჰქონდა. პირველი ერთობლივი სცენა დაახლოებით ხუთ წუთს გრძელდებოდა, დამეფიცება იმ წუთებიდან მე მისი თვალების მეტი არაფერი მახსოვს. ის როლში იყო შესული, ვგრძნობდი, ცდილობდა ისე ეტკინა ჩემთვის სპექტაკლიდან, რასაც ცხოვრებაში ისურვებდა და ვერ აკეთებდა. მომდევნო სცენაში მე უნდა მეტირა. ვტიროდი. იმ საბედისწერო მომენტში, როცა მე მისი საკინძე მეჭირა ხელში და სპექტაკლის მიხედვით პატიებას ვთხოვდი. გრეკომ ხელებზე მომკიდა ხელები და უხეშად მომიშორა, ზურგი მაქცია, მერე თითქოს რაღაც გაახსენდაო, მობრუნდა, ორივე ხელით მომიმწყვდია მკლავებს შორის, თვალებში ჩამხედა. რაღაც ველური, მრისხანე და ირონიული ამოვიკითხე მათში. კულისებიდან რეჟისორის განწირული ხმა ისმოდა, „დავიღუპე“...
და მან მაკოცა.
ეს სცენარში არ იყო გათვალისწინებული.
ეს ადრე არასდროს მომხდარა.
პარტერი აპლოდისმენტებმა მოიცვა.
ფარდა დაეშვა, ჩვენ კი ისევ ისე ვიდექით, ისევ მის მკლავებში მომწყვდეული, გული ამოვარდნას ლამობდა, სუნთქვა მეკვროდა. გრეკო კოცნას არ წყვეტდა, მე წინააღმდეგობას არ ვუწევდი.
საშინლად, ყველაზე მეტად მინდოდა მასთან ყოფნა, სურვილისგან ვიწვოდი,მაგრამ ამავდროულად სინდისის ქენჯნას და სირცხვილს ვგრძნობდი.
აუტანელი ტკივილია ეს გულსა და მუცელში.
სასიამოვნო ტკივილი.
ლუკამ კოცნა შეწყვიტა, ერთხანს ისევ ასე ვიდექით, მისი მკლავების სიძლიერეს ვგრძნობდი და გული მახეში გაბმული ჩიტივით მიფართხალებდა.
- ეს არასდროს დაგავიწყდეს!
ხელები გამიშვა, გამათავისუფლა და ვერ დავინახე, უბრალოდ მივხვდი, რომ წავიდა.

ახალმა წელმა ჩემთვის უღიმღამოდ ჩაიარა, ვიდექი ფანჯარასთან, ჩემს ოთახში, გავყურებდი ქვაფენილს და მხოლოდ იმ კოცნაზე ვფიქრობდი, ყველაფერი თავის ადგილას რომ დააბრუნა და ამავდროულად ყველაფერი არია. სამი დღე იყო გასული რაც ლუკა არ მენახა, არ დამირეკავს, არც მივსულვარ, არც მას გამოუჩენია ინიციატივა.
ღამის ორი ხდებოდა ერთ ბოთლ წითელ ღვინოს ხელი რომ დავავლე, ჯიბეებში კანფეტები ჩავიყარე და თავზე კაპიშონჩამოფარებული გარეთ გავედი. თოვდა წვრილად და სუსხიანი ქარი ფიფქებს აქეთ-იქით ფანტავდა. ქვაფენილი ფრთხილად ჩავიარე და ვეცადე ქუჩაში არავის შევხვედროდი. გრეკოს ჭიშკარი დაკეტილი დამხვდა. იმედგაცრუებისგან ყელში ბურთი გამეჩხირა, არადა ველოდი, რომ სახლში დამხვდებოდა. „ალბათ ოჯახთან გაფრინდა.“ გულდაწყვეტილმა ჯიბიდან რამდენიმე კანფეტი ამოვიღე, კარებს იქით, ეზოში ვისროლე და უკან მოვბრუნდი.
„უმაგრესი ახალი წელი გაქვს, ლოლა. არც გრეკოა შენთან და არც ზუკა.“
ზუკას ჭიშკარი ღია დამხვდა.
ბევრი აღარ მიფიქრია, ეზოში შევედი და ოთახის კარზე ფრთხილად დავაკაკუნე, სამჯერ პატარა პაუზით, როგორც ამას მე და ზუკა ვაკეთებდით. კარი ნათია დეიდამ გამიღო. გაბრწყინებული თვალების დანახვა გამიკვირდა.
- ახალ წელს გილოცავთ.
- მეც გილოცავ, ლოლა. შემოდი. - ქალის გულითადმა მიპატიჟებამ დამაბნია. ჩვენი ბოლო შეხვედრის შემდეგ ამას არ ველოდი, თუმცა მაინც გამიხარდა.
ჯიბიდან კანფეტები ამოვიღე, ღვინის ბოთლიც მივაწოდე, მოსაცმელი კი საკიდზე ზუკას ქურთუკის გვერდით ჩამოვკიდე. მისი ქურთუკის დანახვაზე ცრემლები მომაწვა, ხელი ფრთხილად ჩამოვუსვი, მერე კი ორივე ხელი ჩავჭიდე, ცხვირთან მივიტანე და მაგრად ჩავიხუტე. მისი სურნელი ჰქონდა, მისი გამაბრუებლად სასიამოვნო სურნელი.
- ახლა გული ტკივილამდე სწრაფად გიძგერს და ცრემლების შეკავებაც გიჭირს, არა?! - ნელა გავუშვი ხელი ქურთუკს და თვალები დავხუჭე.
- ეს სიზმარი არ არის, ჰო?!
- არ ვიცი, მოდი შევამოწმოთ. - მერე ხორციელად ვიგრძენი მისი ჩემ წინ დგომა, მისი სუნთქვა სახეზე მეცემოდა, მე კი ჯიუტად არ ვახელდი თვალს. აკანკალებული ტუჩების დამორჩილება ვერაფრით მოვახერხე და ტირილი ამიტყდა. ის იყო, ჩემი ზუკა, ჭკვიანი თვალებით. ხელები მისკენ გავიშვირე, მიჭირდა ნაბიჯის გადადგმა, მას ველოდი, ველოდი თანხმობას. მან ოდნავ შესამჩნევად გამიღიმა, მომეხვია და ყურს უკან მაკოცა, ხანგრძლივად და ნაზად.
ვიტირე, ბევრი და ვიცინე ამავდროულად. ვითხოვდი პატიებას და მიხაროდა რომ ვხედავდი. ზუკას დედა შეთქმულივით გაუჩინარდა და იმ საღამოს აღარც გამოჩენილა. გაშლილ მაგიდასთან ორნი ვისხედით, წინ წითელი ღვინით სავსე ბოკლები გვედგა და ნელ-ნელა ვწრუპავდით.
- შენთან რომ მოვედი, რატომ არ გამოხვედი? - ვკითხე მერე, როცა დივანზე გადავინაცვლეთ და მან ისევ ჩემს თმასთან დაიწყო თამაში.
- იმიტომ, რომ იქ არ უნდა გენახე...
- რა მოხდა იმ ღამით?
- მოდი, დავივიწყოთ რაც იყო, - ზუკა ჩემკენ მობრუნდა, გულზე მიმიკრა და პატარა ბავშვივით დამარწია. - წინ ვიაროთ.
- ზუკა,
- ჰო, ლოლა.
- ასე ძალიან გიყვარვარ?!
იმ ღამესაც და კიდევ რამდნიმე ღამეს, მე ზუკასთან ვრჩებოდი. ეს თითქოს ჩვეულბრივი ამბავი უნდა ყოფილიყო, რადგან ადრეც არაერთხელ დავრჩენილვარ მასთან, მაგრამ დედაჩემი ამ ამბავს, რა თქმა უნდა, აღფრთოვანებით არ შეხვედრია. რამდენჯერმე ცუდადაც გახდა და წნევამ აუწია. დღისით მის სასთუმალთან ვიჯექი, წამლებს ვასმევდი, საყვედურებს ვისმენდი და ხმას არ ვიღებდი, საღამოს კი ზუკას სახლში მივდიოდი და მის დაბრუნებას ველოდი. ზუკას საძინებელში, მის საწოლზე მეძინა, მას კი იქვე დივანზე. ის მთელი დღე გასული, სახლში გვიან ბრუნდებოდა, შუბლზე მკოცნიდა და იძინებდა. მე ვიწექი თვალებგახელილი და ჭერს ვუყურებდი. იშვიათად მეძინებოდა, ხან კი საერთოდ არ მეკარებოდა ძილი, მაგრამ როგორც კი დავიძინებდი, მაშინვე ალუბლის ხესთან აღმოვჩნდებოდი, გრეკოს ფანჯარასთან, რომლის იქითაც მე ვხედავდი ლოლას, ძველ, ლაღსა და მხიარულ ლოლას გრეკოსთან ერთად. სიზმარი კი რატომღაც მალე და ჩემი ტირილით მთავრდებოდა. მე ისევ ასე ჩუმად დავდიოდი ზუკას სახლსა და დედაჩემს შორის და ისევ არ მეძინა ღამით. არ ვიცი თავს ასე რად ვისჯიდი, რატომ ვაიძულებდი ზუკასთან ერთად ერთ ჭერქვეშ გამეთია ღამე და გრეკოზე ფიქრს დავეტანჯე, მაგრამ ასე ვთვლიდი საჭიროდ. ამით თითქოს ჩემი ცოდვის გამოსყიდვას ვაიძულებდი თავს. ვხვდებოდი, რომ ზუკაც ამჩნევდა ჩემს ცვლილებას, არაფერს მეუბნებოდა, თუმცა კი რამდენჯერმე დავიჭირე მისი ეჭვიანი და სევდიანი მზერა. ერთმანეთს გაუცხოვებულები, არ ვსაუბრობდით, ერთად არ დავდიოდით, ერთადაც კი არ ვსადილობდით. არდადეგების გასვლამ და უნივერსიტეტში დაბრუნებამ ახალ რეალობასთან დამაჯახა. რეალობასთან, რომელსაც ლუკას გარეშე ყოფნა ერქვა, იქ იმ სამყაროში, რომლითაც მას დავუახლოვდი. თეატრი და ის სცენა მუდამ მას და იმ კოცნას მახსენებდა, რომელიც კოშმარად მექცა.
თბილისში მარტი იდგა, ვარდისფერი და სურნელოვანი მარტი. ჩვენი ალუბალი ყვაოდა, ჩემი და ზუკას ალუბალი, ჩემი და ლუკას ალუბალი. იმ დღის მერე ყოველთვის ვცდილობდი მის სიახლოვეს არ ჩამევლო, გზის მეორე მხარეს გადავდიოდი და ვცდილობდი არც სახლისკენ გამეხედა და არც ალუბლისკენ. იმ დილას კი რატომღაც ცდუნებამ მძლია. ძალიან ლამაზი იყო აყვავებული, ვარდისფრად გადაპენტილი ხე. ერთ წამს შევჩერდი. დავაპირე მისვლა და მისი სურნელის შეგრძნება, მაგრამ მერე გამახსენდა ის ნახატი, რომელზეც მე ვიყავი აყვავებულ ალუბლის ხესთან და ამეტირა.
იმ დღეს პირველად მომაკითხა ზუკამ უნივერსიტეტში. კარებთან ჯიბეებში ხელებჩაწყობილი იდგა და თვალი რაღაცისთვის გაეშტერებინა.
- გამარჯობა.
- გამარჯობა, მორჩი უკვე? - დაბნეულმა მკითხა და თვალი ამარიდა.
- ხო, წავიდეთ? - წამოვედით. ერთმანეთს გვერდი-გვერდ მივყვებოდით. ალბათ ლამაზი წყვილი ვიყავით, რადგან რამდენჯერმე თვალი გამოგვაყოლეს. ალბათ ბევრ გოგოსაც შეშურდა იმ დროს ჩემი, მაგრამ ჩვენ უბრალოდ მოვდიოდით გვერდი-გვერდ და არა ერთად. ჩვენს ფიქრებთან ორივე მარტო ვიყავით. არ ვიცოდი ზუკა რას ელოდა ამ ურთიერთობისგან, მაგრამ ვიცოდი რომ რაც არ უნდა ყოფილიყო, გულში მაინც სიცარიელე მქონდა. ზუკა არ ცდილობდა ჩემთან დაახლოვებას, არ მაწუხებდა არც სიტყვებით, არც ქმედბით, ის მხოლოდ იცდიდა. ალბათ ჩემგან ელოდა რამეს...
მე კი უბრალოდ არ შემეძლო დარდს გავმკლავებოდი, რამდენჯერმე დავიჭირე ჩემი თავი, როცა ლუკას ნომერს ვკრებდი, ისე შემრცხვა ამის გამო ზუკასი, თვალებში ვეღარ ვუყურებდი. ზუკა ძალიან მიყვარდა, ყოველთვის მიყვარდა, მაგრამ არ იყო ეს საკმარისი, რომ ბედნიერები ვყოფილიყავით. არ ვიყავით ბედნიერები და ამას ორივე ვგრძნობდით. დედამისიც გრძნობდა და სულ ეჭვით მიყურებდა. რა თქმა უნდა, ის ხომ დედა იყო, დედას კი შვილის ბედნიერების ხილვა სურდა. ვიცოდი, ერთი სული ჰქონდა ზუკას ცხოვრების დანგრევისთვის როდის მისაყვედურებდა, მაგრამ ამას ზუკას გამო ვერ აკეთებდა.

ჩემს ოთახში, საწოლზე წამოყრილ „განძს“ დავცქეროდი და ის წუთები მახსენდებოდა, როცა მათ ვიპარავდი. აქ მხოლოდ ის ბეჭედი არ იყო, ნათელას სახლიდან რომ მოვიპარე, რომელიც მერე ზუკამ წაიღო, რომლის გამოც იჯდა ეს თვეები ციხეში. გამახსენდა, როგორ ვიდექი ნათელას წინ და ვუყვებოდ, იმას რასაც მხოლოდ ზუკას თუ მოვუყვებოდი. მისი სახე და სიბრალულით სავსე მზერა არ დამავიწყდება. მიჭირდა ჩემი დანაშაულის აღიარება, მაგრამ ეს უნდა გამეკეთებინა, თუნდაც ამაო ყოფილიყო, თუნდაც დაგვიანებით...
გრეკოს მამის კობრისთავიანი საფერფლე მეჭირა ხელში, ჩემს ტელეფონზე მესიჯი რომ მოვიდა. გახსნა არც მიფიქრია, მე გრეკოს მესიჯს ველოდი, ის კი ვიცოდი არ მომწერდა. „განძი“ სამალავში დავაბრუნე და ქურთუკი მოვიცვი. ადრეული გაზაფხულის მიუხედავაად ქუჩაში საკმაოდ ციოდა. ქვაფენილს დავუყევი, ალბათ სხვა დროს სულ სირბილით ჩავივლიდი, მაგრამ ახლა ეს არ შემეძლო, ყოველი ნაბიჯი, ყოველი ქვა რაღაცას მახსენებდა, სულს მიხუთავდა. ქუჩაში ისევ იდგა ზუკა ბიჭებთან ერთად, ხელები ქურთუკში ჩაეყო და იცინოდა. ჩვენი ბავშვობა გამახსენდა, მუდამ მხიარული ზუკა და მე, ნაწნავებიანი ლოლა. ზუკას უყვარდა ჩემი ნაწნავები, მეც ყოველთვის მის გასახარებლად თმას შუაზე ვიყოფდი და ვიწნავდი. თითები უნებურად გამეცქცა თმებისკენ, კულულებს ფრთხილად ჩამოვუსვი ხელი და სიმწრით გამეღიმა, თმა გაშლილი მქონდა, როგორც გრეკოს უყვარდა.
ნაბიჯს ავუჩქარე, არ მინდოდა მას დავენახე.
ისევ ჩემს ქუჩაზე მივდიოდი, ისევ ქვაფენილზე, ისევ იდგა ვარდისფერი სახლი, მაგრამ პანორამას რაღაც აკლდა.
გული მტკივნეულად შემეკუმშა, ჩვენი ალუბალი აღარ იყო. ახლობელის გარდაცვალებასავით მტკივნეული იყო მისი არ არსებობა. მეტკინა, მეწყინა და ამეტირა.
- მოუჭრია...
- მოუჭრია... - დამეთანხმა ზუკას ხმა. ცივი და გაუხეშებული ტემბრი ჰქონდა. მხოლოდ მე თუ გავუგებდი, ახლა ის რას გრძნობდა.
- არ მაპატია...

იმ დღის შემდეგ სახლში ჩავიკეტე, არ მინდოდა არც გარეთ გასვლა, არც უნივერსიტეტი და არც ზუკას ნახვა. არ შემეძლო იმ ქუჩაზე გავლა, სადაც ის არ შემომეგებოდა, მშობლიური და საყვარელი. ჩემს თავში ჩავიკეტე, ან ნივთებს ვიპარავდი, ან ოთახში გამოკეტილი იმ სურათებს ვათვალიერებდი, გრეკომ რომ გამომიგზავნა. ჩვენს მესიჯებს უკვე მეათასედ ვკითხულობდი. დაზეპირებული მქონდა თითოეული მათგანი, ზუსტად ვიცოდი, რომელ მესიჯში რა შეცდომა გვქონდა დაშვებული წერისას. საწოლზე გულაღმა ვიწექი და მის სურათს ვუყურებდი.
მენატრებოდა...
კარზე კაკუნი გაისმა, სამჯერ, პატარა პაუზით. ჩვენი კოდი იყო, ჩემი და ზუკასი. თვალები ამოვიმშრალე და ლოგინზე წამოვჯექი. კარი ფრთხილად გააღო, ნახევარი ტანით შემოიხედა, გავუღიმე, შემოვიდა და მიხურულ კარს ზურგით მიეყრდნო.
სიჩუმე ჩამოვარდა. ხმას არ ვიღებდით, ორივეს გვეძნელებოდა დაწყება.
- რაღაც უნდა გითხრა. - ისევ მან გაბედა, კარს ფრთხილად მოშორდა და საწოლის კიდეზე ჩამოჯდა, ჩემკენ არ გამოუხედავს, თავის ხელებს დაჰყურებდა. არაფერი მითქვამს. კიდევ რამდენიმე წამს იჯდა ჩუმად, მერე ქურთუკის შიდა ჯიბეში ხელი ჩაიყო და იქიდან რაღაც ამოიღო. ერთხანს ხელში ეჭირა და დაჰყურებდა. მუხლებზე წამოვიწიე და მის მარცხენა მხარს ჩამოვადე თავი.
- რა არის?
- ეს შენ არ გექნება... ნახე... - სურათი იყო, გამოვართვი. კოდაკით გადაღებულ ფოტოზე ორი ბიჭი იდგა კედელს მიყრდნობილი. ერთს ფეხი ბურთზე ედგა, შუაში პატარა გოგონა ჩაეყენებინათ, ორი ნაწნავით, ჯინსის კომბინიზონითა და თეთრი მაისურით. სურათის მარცხენა მხარეს აყვავებული ალუბალი იდგა, კედელზე კი ოკრო-ბოკრო ასოებით ეწერა: „ლუკა+ლოლა+ზუკა=მ“
ზუკას შევხედე თავი ჩაეღუნა, მხრები უთრთოდა, მძიმედ სუნთქავდა. სურათზე კი წამი შეჩერებულიყო. ორი პატარა ბიჭით და ნაწნავებიანი გოგონათი.
- მხოლოდ მე და შენ არ ვყოფილვართ, ჩვენ „სამნი ვიყავით“, მე, შენ და გრეკო.
სურათზე ჩვენ ვიყავით, მე, ზუკა და გრეკო. არ ვიცოდი ეს რას ნიშნავდა, იმ წამს ფიქრის დრო არ მქონდა, თუმცა ვხვდებოდი რას მოასწავლებდა. მთელი ეს დრო მატყუებდნენ. მივხვდი რატომ იქცეოდა გრეკო ასე, რა უნდოდა ეთქვა და რატომ მიმალავდა ზუკა ამ ყველაფერს.
სურათიანი ხელი სახეზე ავიფარე და ავტირდი.
- წადი. - ადგა, რამდენიმე ნაბიჯი გადადგა, მერე მობრუნდა, რაღაცის სათქმელად მოემზადა, მაგრამ არ უთქვამს, მძიმედ ამოისუნთქა, კარები გაიხურა და მარტო დამტოვა. დავრჩი საკუთარ თავთან და შეჩრებულ წამთან ერთად. დაბინდული თვალების მიუხედავად ცოცხლად წარმომიდგა თვალწინ ის მომენტი, როგორ დავრბოდით ბურთით ქვაფენილზე. გამახსენდა ზუკას გადატყავებული ფეხები, ჩემი ალუბლით დასვრილი ჯინსის კაბა და ლუკა, რომელიც თავისი მაისურის ნახევით ცდილობდა ჩემი კაბიდან ალუბლის ლაქის ამოყვანას.
„ჩვენ სამნი ვიყავით“.
ამის თქმას აპირებდა მაშინ გრეკო, ამის ჩვენება უნდოდა. მასაც ჰქონდა, ზუკასაც ჰქონდა, მე რატომ არ მაქვს?! უნდა მქონდეს, აქ უნდა იყოს, სადმე აქ უნდა იყოს.“
უჯრები გადავქექე, ყველა თარო გადმოვალაგე, წიგნებშიც მოვძებნე და ალბომშიც, მაგრამ ვერ ვნახე. დედაჩემი იყო ერთადერთი, ვისაც ეს ფოტო შეიძლება სცოდნოდა. თვალები დავიბანე, თმა მოვიწესრიგე და სამზარეულოში გავედი. დედაჩემი ფანჯარასთან იჯდა, ქუჩას გაჰყურებდა და ეწეოდა. ადრე არასდროს მენახა მის ხელში სიგარეტი, თავი დამნაშავედ ვიგრძენი. ჩავახველე, ჩემ დანახვაზე სიგარეტი საფერფლეში ნაჩქარევად ჩაასრისა და კვამლი ხელებით გაფანტა.
- არაუშავს... - ვუთხარი და მის წინ ჩამოვჯექი. უხერხულად გრძნობდა თავს ვხვდებოდი, მაგრამ მე მხოლოდ ფოტოს ამბავი მაინტერესებდა.
- ეს ფოტო, - სურათი მაგიდაზე დავდე და ცერა თითი დავაჭირე. - გახსოვს?
გაოცებულმა შემომხედა, მერე ფოტო აიღო და დააკვირდა, ცოტა ხანს უყურებდა და მერე მაგიდაზე დააბრუნა.
- როგორ არა, უბანში თამაშისას გადაგიღოთ ლუკას მამამ, ლევანმა, თავისი კოდაკით, თან ძლივს გაჩერებდათ. საიდან გაქვს? მეგონა დაგეხა.
- დამეხა?
- ხო, შენ და ზუკა ეჯაჯგურებოდით და მაშინ დაიხა, მახსოვს ბევრი იტირე, ვცადეთ გამთელება, მაგრამ ვერ შევაწებე და მერე არ ვიცი სად წავიდა. - ესე იგი დამეხა. ზუკამ დამიხია ძალით, აშკარა იყო.
- მოიცა, სად მიდიხარ?
- მალე მოვალ. – ვუთხარი და გამოვედი, არ ვიცი სად მინდოდა წასვლა, მაგრამ იქ ვერ გავჩერდებოდი. „ ყველამ იცოდა, ყველაფერი იცოდნენ და არ მითხრეს. რატომ უნდა ეთქვათ?! განა რა იყო აქ სათქმელი, სამი პატარა ბავშვის მეგობრობაა? ეს ჩემთვის იყო ასეთი მნიშვნელოვანი და კიდევ გრეკოსთვის. ზუკას კი არ სურდა, მე ეს მენახა და გამეგო.“
იმ წამს საშინლად გავბრაზდი მასზე, არ მინდოდა მისთვის გამეგო, არ უნდა გამეგო, არ ეპატიებოდა ასეთი ეგოისტობა.

ძნელი იყო ზუკას ასე გაშვება ჩემთვის, მაგრამ ისმის გააზრება, რომ ამ ყველაფერს მიმალავდა, საშინლად მაბრაზებდა. თავს ვაიძულე მომეთოკა ჩემი გრძნობები, დამევიწყებინა, რომ მასთან ვალში ვარ და გამეწყვიტა ურთიერთობა, სხვა შემთხვევაში ორივეს გვეტკინებოდა. ის რაც მას ჩემთან უნდოდა, ვერ გამოვიდოდა, მე კი მეგობრულად ყოფნაც აღარ შემეძლო. ასე დავრჩი მარტო...
არც ალუბალი, არც ლუკა და აღარც ზუკა...
ერთადრთი ქვაფენილი დარჩა უცვლელი.
გაზაფხული ისე მიიწურა ზუკა აღარ მინახავს. დედაჩემისგან გავიგე, რომ მაგისტრატურას აგრძელებდა, მაგრამ არა თბილისში. სად, დედას არ დაუკონკრეტებია, არც მე ჩავძიებივარ. ასე ახლობელი ადამიანი, ამდენად შორეულად როგორ იქცა ვერ მივხვდი. ოთახში დარჩენილს თვალი მაინც გამირბოდა იმ ნივთებისკენ, ზუკას ნაჩუქარი რომ იყო. სიცარიელეს ვგრძნობდი გულში, უსაზღვროსა და მტკივნეულს.
ჩემი მავნე ჩვევა დროდადრო მაინც მახსენებდა თავს, ვერაფრით ვჩერდებოდი, რასაც თვალს დავადგამდი, უთუოდ ჩემი უნდა გამხდარიყო. ფაქტზე არავის დავუჭერივარ, სამწუხაროდ...
მაისის ბოლო იყო, მზე საოცრად ათბობდა ქალაქს და ქუჩას. მარტო ავდიოდი ქვაფენილზე და იმ დღეებზე მეფიქრებოდა, ზუკა რომ მომყვებოდა. ვიხსენებდი როგორ ვგიჟობდით და როგორ ვაბრაზებდით ერთმანეთს. აღარ ვბრაზობდი მასზე, თუმცა არც დაახლოება მიცდია. ვარდისფერ სახლთან მისული, ცოტა ხნით შევჩერდი. თითქმის ერთი წელი იყო გასული ლუკას გაცნობიდან, მე კი ისევ მტკივნეულად მიჭერდა ყელში მის გარეშე გატარებული დღეები და უალუბლობა. არც ერთხელ შემხმიანებია, არც დაურეკავს და არც მოუწერია, მაგრამ რატომღაც ვიცოდი, რომ სადღაც ახლოს იყო, მჯეროდა ამის.
სახლში ასულმა ჩემი განძი ისევ გამოვიღე სამალავიდან, კობრისთავიან საფერფლეს ხელი დავავლე და წერილის წერას შევუდექი:
„გამარჯობა, გრეკო,
ლუკა,
შენ ლუკა უფრო მოგწონდა...
არ ვიცი შეამჩნიე, თუ არა ამ საფერფლის გაქრობა, მაგრამ მე გაგახსენებ; მისაღებში მაგიდაზე გედო ნამწვით სავსე, ირგვლივ ქაღალდები იყო მიმოფანტული. იმ დღეს, მე პირველად შემოვიპარე შენს სახლში. ჩუმად გითვალთვალებდით შენ და ინას და გასვლისას, ისე როგორც კლეპტომანებს გვჩვევია, ხელს გავაყოლე. გეფიცები დაბრუნება მინდოდა, მაგარამ ვერ ვბედავდი. არ მინდოდა ამის შესახებ რამე გცოდნოდა. დიდხანს ვმალავდი ჩემს მავნე ჩვევას, მაგრამ ახლა ამას აზრი აღარ აქვს, არც ჩემთვის და აღარც შენთვის. ვიცი, რომ საფერფლე მამაშენს ეკუთვნოდა. ვხვდები რამდენად ძვირფასი იქნება ეს შენთვის და ამიტომ უკან გიბრუნებ.
ეს წერილი არაფერს შეცვლის, ვიცი, შესაძლოა ვერც ნახო, ან დიდი ხნის შემდეგ აღმოაჩინო, მაშინ როცა არაფერს აღარ ექნება მნიშვნელობა, თუმცა მაინც გწერ. შენ იყავი ყველაფრის დასაწყისი და დასასრული. შენ ხარ ჩემი პირველი ალუბალი, ბავშვური ალუბალი და მიხარია რომ ასეა.
პ.ს. „ჩვენ სამნი ვიყავით, არა? ლ+ზ+ლ=მ“
წერილი და საფერფლე ყუთში ჩავდე, ზემოდან ‘ლუკას’ დავაწერე და ოთახიდან გამოვედი. შებინდებული იყო, ქვაფენილს ლამპიონები ანათებდა. ქუჩა პატარა ბავშვებით იყო სავსე, გოგონებით და ბიჭებით. მე ზუკა გამახსენდა, მასთან ერთად გატარებული დღეები და ბავშვობა გრეკოსთან, რომელიც არ მახსოვდა. „ცუდად მოვიქეცი, გრეკოსთანაც და ზუკასთანაც.“ ფიქრები ამედევნა. გამოსწორების შანსები ალბათ არ იყო, მინდოდა დამებრუნებინა ორივე ჩემს ცხოვრებაში, თუმცა ვიცოდი გამიჭირდებოდა, განსაკუთრებით ლუკას დაბრუნება. ლუკას ჭისკარი დაკეტილი დამიხვდა. თითის წვერებზე ავიწიე, რკინის კარზე ავძვერი და ჩემი წერილიანად ჭისკრის მეორე მხარეს გადავძვერი. ბალახს დაეფარა ირგვლივ ყველაფერი, ყვავილებიც კი, აკლდა პატრონის ხელი. ეზო გავიარე, მუხის კარს მივადექი და გავჩერდი, მის გვერდით დიდი ქოთნით, ხელოვნური პალმის ხე იდგა. იქ, ხის ძირას დავტოვე ჩემი წერილიანი ყუთი და უკან დავბრუნდი.
კიდევ ორი დღე ვითმინე, ბოლოს კი ჩემს ოთახში ჩავიკეტე, საწოლზე ჩამოვჯექი და ნოუთბუქი გავხსენი. რამდენიმე თვის შემდეგ, პირველად ვრეკავდი სკაიპით ზუკასთან და გული ყელში მებჯინებოდა. მის სახელს მწვანედ აციმციმებულს თვალი რომ მოვკარი, გული ამიჩქარდა. ერთი ზარი გავიდა, ორი, სამი, ზუკა არ მპასუხობდა, ალბათ უკვირდა, ან ეძნელებოდა, ბოლოს გამოსახულება გამოჩნდა. ეკრანიდან დინჯი გამომეტყველებით, უკვე თმაწამოზრდილი ზუკა მიყურებდა. ის ზუკა, რომელთან ერთადაც გავიზარდე, ისეთი თმებით, სულ რომ ვუჩეჩავდი. ხმა ჩამიწყდა, ჩუმად ვუყურებდი მის სახეს, არც მას ამოუღია ხმა, თუმცა კი ემჩნეოდა მღელვარება. ვისხედით ორივე ჩუმად, სხვადასხვა ქვეყანაში, სულ სხვანაირები, შეცვლილები, გაზრდილები, შერცხვენილები და ვერ ვბედავდით რამე გვეთქვა. დუმილი აუტანელი რომ გახდა და ყელში გაჩხერილი ბურთი ცრემლებად გადაიქცა, მაუსს თითი დავაჭირე და კავშირი შევწყვიტე. ვიტირე. არ ველოდი რომ დარეკავდა, თუმცა რამდენიმე წამის შემდეგ მესიჯი მოვიდა.
- „ვერ გაუძელი?“ - სიმწრის სიცილი ამიტყდა, მიცნობდა ზუკა, იცოდა ახლა რა მდგომარეობაში ვიყავი. იმასაც ხვდებოდა, რომ საუბარს მესიჯობა მერჩია, ამჯერად მაინც.
- „უშენოდ სულ მიჭირდა...“
- „მეც...“
- ...
- „ვიცი, გიჭირს საუბრის დაწყება, ისიც ვიცი ჩუმადაც ვერ ძლებ, იცოდე, რომ შენზე არ ვარ გაბრაზებული, არც ნაწყენი, შენ მართალი იყავი ყველაფერში, არ უნდა დამემალა... ჩემი ბრალია, ვეჭვიანობდი...“
- „ახლა მესმის შენი, აღარ ვბრაზობ, მაგრამ მეწყინა, არ გქონდა უფლება ის მიგესაკუთრებინა რაც სამივესი იყო. მე მესმის შენი, თუმცა შენც ხომ იცი, რომ მე და შენ, სულ მე და შენ ვიქნებით. შენ სულ ჩემი ზუკა იქნები და მეყვარები, არა ისე როგორც შენ გინდა, მაგრამ მეყვარები... ზუკა... მაპატიე...“
- „არაფერია საპატიებელი, ლოლა... ვიცი. ბედნიერი უნდა იყო გრეკოსთან.“
- „ხომ იცი, რომ ეს უკვე შეუძლებელია, დიდი ხანია დამივიწყა.“
- „ეჰ, ლოლა, არ გცნობია. თორმეტი წელი არ დაავიწყდი და არც ახლა დაავიწყდები.“ - მესიჯს ღიმილები მოაყოლა, ალბათ თვითონაც იღიმოდა ამ დროს.
მორიდებული მესიჯობა მალე ძველებურ, გულღია და სიცილით სავსე საუბარში გადაგვეზარდა, ყოველ სიტყვას ვისრუტავდი და გაფაციცებით ვკითხულობდი მის ამბებს, მის თავს გადახდენილ სიტუაციებს, ბედნიერი ვიყავი, რომ ის დამიბრუნდა. შორს იყო, მაგრამ გულით ჩემთან.
ზუკასთან გარკვეულმა ურთიერთობამ ხალისი შემმატა, იმდენად ვიყავი გახარებული, გამოცდის დღესაც კი ხალისით ვდგებოდი საწოლიდან. თავის მოვლასაც დიდ დროს ვუთმობდი და რატომღაც არც ჩემი მავნე ჩვევა მახსენებდა ხშირად თავს. ვარდისფერ სახლთან ჩავლისას გულში მაინც გამკრავდა რაღაც მტკივნეულად. უჩვეულოდ მოღუშული მეჩვენებოდა სახლი ალუბლის გარეშე, ქუჩა ზუკას გარეშე და საერთოდ გრეკოს გარეშე. რამდენჯერ დაწოლისას მიფიქრია; აი, ახლა დარეკავს ტელეფონი, ზარი უცხოეთიდან იქნება, ავიღებ ყურმილს და მის მეორე მხარეს გრეკოს ოდნავ მოგუდულ, დაძაბულ და თბილ „ლოლას“ გავიგებ-მეთქი. იმასაც ვფიქრობდი, ერთ დღეს ქვაფენილზე ჩავლისას ალუბალი ისევ ადგილზე დამხვდება, ისევ აყვავებული, სარკმელიც ღია იქნება და გრეკოსაც დავინახავ მოლბერტთან - მეთქი. ამ ფიქრებით გაბრუებილს რამდენჯერ თვალდახუჭულს მიმიღწევია გრეკოს სახლთან, თვალების გახელის შემდეგ უფრო მეტი ეფექტის მოლოდინში.
იმ დღეს კი რატომღაც ლექციებზე ვერაფრით გავჩერდი, რაღაც მიბიძგებდა სახლში დაბრუნებისკენ. არასდროს გამოვირჩეოდი წინათგრძნობის უნარით, ამიტომ ეს მოუსვენრობა უხასიათობას დავაბრალე. ბოლო ორი ლექცია გავაცდინე და სახლში წამოვედი. მხოლოდ ვარდისფერ სახლთან მისვლის შემდეგ მივხვდი, რომ ეს უბრალო მოუსვენრობა არ იყო, გულმა იგრძნო მისი დაბრუნება. ყველა სარკმელი ერთად გაეღოთ, ჭისკარიც მთლიანად ღია იყო. მის წინ შევჩერდი, რამდენიმე დღის წინ ნანახი მუხლამდე ბალახი ბოლომდე გაეკრიჭათ, ყვავილებისთვისაც შემოეცალა სარეველა ბალახი. ეზოსთან ერთად აივნისთვისაც შეევლო ხელი ვიღაცას. გული ამიკანკალდა, როცა ის ხელოვნური პალმის ხის ქოთანი მუხის კართან ვეღარ დავინახე.
„დაბრუნდა, ნახა, უთუოდ ნახა!“ გულამოვარდნილმა სასწრაფოდ ავირბინე ქვაფენილზე და მისაღებშივე მივწექი გულაღმა.
„ნახა, უნდა ენახა. ღმერთო, დაბრუნდა. წაიკითხავდა? იქნებ სულ ვერ შეამჩნია? იქნებ ქოთნიანად გადააგდო ნაგავში?“ - ემოციებისგან ერთ ადგილზე ვერ ვისვენებდი.
ის აქ იყო, იმავე ჰაერს სუნთქავდა რასაც მე, იმ ქუჩაზე დადიოდა სადაც მე, იმ მთვარეს უყურებდა რომელსაც მე. ფიქრები მაგიჟებდა, ლოდინი უფრო.
არც იმ დღეს და არც მომდევნო დღეს არაფერი მომხდარა, მე სახლში ვიჯექი, ხელში ტელეფონით, გვერდით ნოუთბუქი მედო და ველოდი სადმე მოეწერა, ან დაერეკა, ან მოსულიყო. ხანდახან ვფიქრობი, ახლა ავდგები და მივალ - მეთქი, მაგრამ შეხვედრის შიში მქონდა, ამის გარდა წერილს თავისი საქმე უნდა გაეკეთებინა, მჯეროდა, რომ მან წერილი ნახა. პასუხს ველოდი წერილზე, რაღაცას ველოდი...
მე მის წინაშე ჩემი სული გავაშიშვლე, ის რაც არ იცოდა მოვუყევი, სიყვარულშიც გამოვუტყდი და...
იმ დღეებში, არაფრის ხალისი და განწყობა არ მქონია, არც მეგობრებს ვნახულობდი და არც უნივერსიტეტში დავდიოდი. დედაჩემს რომ არ ენერვიულა, ყოველ დილით ადრე ვდგებოდი, მოჩვენებითი სიმშვიდით ვსაუზმობდი და სახლიდან გავდიოდი. გრეკოს სახლი ისევ დაკეტილი მხვდებოდა და ეს ამბავი უარესად მტკენდა გულს. იმის შანსი, რომ წერილმი ნახა და მერე მასზე იმოქმედა, აღარ იყო. ამის გაცნობიერებამ გული საშინლად მატკინა. ლექციებს ვაცდენდი, დავდიოდი იმ კაფეში სადაც ლუკა შემხვდა და ვჯდებოდი იმ ადგილას, სადაც მაშინ ვიჯექი. ყოველ დღე ერთი და იგივეს ვუკვეთავდი, ალუბლის ნაყინს. ჭამას რომ მოვრჩებოდი ხელს მაგიდაზე ვდებდი, მერე თავს ვადებდი და თვალებს ვხუჭავდი. ამ დროს იმ მომენტზე მეფიქრებოდა, ლუკამ მინაზე რომ მომიკაკუნა. ყოველი წვრილმანი თვალწინ წარმომიდგებოდა და ამითაც კმაყოფილი ვიყავი. იმისთვის, რომ უხერხული არ ყოფილიყო ჩემი კაფეში ამდენხანს გაჩერება, რამდენჯერმე ვუკვეთავდი ნაყინს. ამდენი ცივის ჭამამ შედეგი გამოიღო და ყელი ამატკივა. ამის გამო, იმ დღეს ჩვეულად ნაყინი ვერ შევუკვეთე, მე კი სხვა არაფერი არ მსურდა. თავი ხელზე მედო და ქუჩას გავყურებდი.
„ნეტავ რამდენია ახლა ამ ხალხისგან შეყვარებული? რამდენს უყვარს ცალმხრივად, რამდენი იტანჯება საყვარელი ადამიანის დაკარგვის გამო?“ - ისევ ძველი ფიქრები მომეძალა და ისევ ამეტირა.
- ინებებთ რამეს, თუ ჩვეულად თქვენი ალუბლის ნაყინი მოგართვათ? - თავზე წამომდგარმა ნაცნობმა მიმტანმა გულისხმიერად გამიღიმა და შეკვეთას დაელოდა.
- მმ, ყელი ისე მტკივა... - უარის თქმა მომერიდა, მაგრამ ატკივებულ ყელს უარესს ვეღარ ვუზამდი.
- თუ გნებავთ, ალუბლის მაფინები გვაქვს სურპრიზით, - შეკვეთის მოლოდინში მომარჯვებული ბლოკნოტი და კალამი წინსაფარის ჯიბეში ჩაიდო და თავის დაქნევის შემდეგ მაგიდას მოშორდა.
„მაფინები ალუბლის, სურპრიზით...“
შეკვეთას დიდხანს არ დაუგვიანია, რამდენიმე წამის შემდეგ მიმტანმა მაფინიანი თეფში წინ დამიდო და უკან გაბრუნდა.
- ალუბლის მაფინო, იმედი არ გამიცრუო, კარგი?
თვალები დავხუჭე და კიდე მოვაკბიჩე, გემრიელი იყო. კმაყოფილს გამეღიმა, ალუბალი და უგემური სად გაგონილა - მეთქი, გამეფიქრა. კიდევ ორი ლუკმა და პირში პატარა კაფსულა მომხვდა. შევყოყმანდი, მერე აქეთ-იქით გავიხედე ჩუმად და ხელსახოცი ტუჩებთან მივიტანე. ნამდვილად კაფსულა იყო. აი, ისეთი წამლებს რომ ვსვამთ ხოლმე. ხელსახოცით კარგად გასუფთვების შემდეგ, კაფსულა გავხსენი და შიგნით ძალიან პატარა, დახვეული ფურცელი ვნახე. ალბათ ორი სანტიმეტრის სიგრძის გრაგნილზე ლამაზი ხელნაწერი ასოებით ეწერა:
„ჩემს პირველ ალუბალს.“
მოულოდნელობისგან ფურცელი დავკუჭე და მაგიდაზე დავაგდე. იმის წარმოდგენამ, რომ ამ წერილს გრეკო მწერდა ძალიან ამაფორიაქა. რა თქმა უნდა, მინდოდა ეს სიურპრიზი გრეკოსგან ყოფილიყო, მაგრამ ვიცოდი რამდენად შეუძლებელზე ვოცნებობდი. თვალები ამიწყლიანდა, მთელი სხეულით ავკანკალდი. მაშინვე ამოვიღე საფულედან ფული, მაგიდაზე დავტოვე და ქუჩაში გავედი. სუფთა ჰაერმა ცოტა აზრზე მომიყვანა, დავმშვიდდი.
„შეუძლებელია, რომ ეს გრეკო იყოს, ლოლა. თუმცა რატომაც არა. მხოლოდ მას შეიძლება სცოდნოდა პირველ ალუბალზე, მხოლოდ მას შეეძლო დაეწერა ეს წერილი. ასე უბრალო და ასე ამაფორიაქებელი.“ რამდენიმე მეტრის გავლის შემდეგ გავჩერდი, მერე უკან მოვბრუნდი და კაფეში შევედი. ჯერ კიდევ არ აეღოთ მაგიდიდან ჩემი თეფში. ხელის კანკალით ავიღე ფურცელი და გავშალე. ნამდვილდ ის ეწერა – „ჩემს პირველ ალუბალს.“
მაგიდასთან დავჯექი და სხეულის დამშვიდებას შევეცადე. „მოდი ვცადოთ!“- შევუძახე ჩემს თავს და მიმტანი მოვიხმე.
- მართლაც ძალიან გემრიელი მაფინები გქონიათ, თუ არ შეწუხდებით კიდევ ერთის შეკვეთა მინდა. - მიმტანმა მრავლისმთქმელი ღიმილით დამასაჩუქრა და შეკვეთის მოსატანად გავიდა.
ცოტა ხნის შემდეგ ისევ წინ მედო ალუბლის მაფინი და ვერ გამებედა მიკარება. მიმტანი რომ თვალს მიეფარა, ორივე ხელი მოვკიდე და შუაზე გავხლიჩე. ისევ ისეთი კაფსულა გადმოვარდა თეფშზე. ღრმად ჩავისუნთქე, მერე ამოვისუნთქე, მერე თვალები დავხუჭე და კაფსულა გავხსენი. ხელები მიკანკალებდა ქაღალდს რომ ვხსნიდი, ერთხანს ასე მეჭირა და ვფიქრობდი გამეხილა თუ არა თვალი. იმედგაცრუების მეშინოდა.
„გთხოვ, ისევ არ გამიცრუო იმედი, რა...“
თვალები ნელა გავახილე, ბუნდოვნად ვხედავდი გარემოს და მხოლოდ მას შემდეგ მივხვდი, რომ დიდხანს და მაგრად ვაჭერდი ქუთუთოებს ერთმანეთს. ქაღალდზე ისევ ხელნაწერი, ლამაზი ასოებით ეწერა: „ხომალდი მარსიდან, საღამოს დაფრინდება.“ ვერ მივხვდი. იმედგაცრუებულმა დავდე ფურცელი მაგიდაზე და წყენისგან ყელში გაჩენილი ბურთი გადავყლაპე. „რას ველოდი, რა მეგონა?ეს უბრალოდ გასართობია, კლიენტების მოსაზიდად, აბა, რა მარსი და რა ხომალდი?“ მაგიდას იდაყვებით დავეყრდები და სახეზე ხელი ავიფარე. ვბრაზობდი, რომ ეს სისულელე დავიჯერე, ჩემ თავს ვკიცხავდი წარმოდგენებისთვის.
კაფე მთლიანად მოშლილმა, აკანკალებულმა და იმედგაცრუებულმა დავტოვე. ვიტრინასთან ჩავლისას კიდევ ერთხელ შევხედე იმ მაგიდას და დავიფიცე, რომ ამ კაფეში არასდროს აღარ შევიდოდი. მხოლოდ ერთი რამ მინდოდა, მალე მივსულიყავი სახლში, აბაზანაში, წყლის ქვეშ დავმდგარიყავი და მეტირა.
მართლაც დიდხანს ვიდექი და ვტიროდი, იმდენად დიდხანს, რომ თავი ამტკივდა. ხალათმოცმული და თავზე პირსახოცმოხვეულივე შევწექი საწოლში და თვალები დავხუჭე. მე, გოგონა, რომელიც არასდროს არაფერზე ღელავდა, რომელიც მუდამ თაყვანისცემლებით გარშმოხვეული ამაყად დააბიჯებდა, რომელსაც ეგონა, რომ მუდამ ისე იქნებოდა ყველაფერი როგორც მას სურდა, სიყვარულისგან გულნატკენი დეპრესიული და საცოდავი იწვა და თვალების გახელა არ უნდოდა. ყოველთვის მეცინებოდა რომანტიკულ ფილმებზე და შეყვარებულების დეპრესიულ დიალოგებსა თუ საქციელზე. ახლა კი მე ვიყავი ასეთ დღეში. საყვარელი ადამიანის ნახვაზე ვოცნებობდი. ვგრძნობდი, რომ ეს იყო ის გრძნობა, ის სიყვარული, რომელიც სიკვდილამდე გამყვებოდა... ბანალური ვიყავი, მაგრამ მთელი არსებით მტკიოდა, ლუკას დაკარგვა.
„მარსი და უცხოპლანეტელთა ხომალდი, ჰმ! კიდე რა გინდოდა...“ - გაბრაზებულმა შევიცვალე გვერდი და სწორედ აქ გამიელვა თავში ჩემი და გრეკოს დიალოგმა სახურავზე. დედამიწელი ლოლა და მარსელი ჟუუ, პრეზიდენტი ტუუ და ბრძანება თავის შეყვარებაზე.
- არ არსებობს!
არადა არსებობდა. ყველაფერი უცებ დალაგდა და ნაპირიც გამოჩნდა. ავდრის შემდეგ გამონათებულ მზეს ვგავდი იმ წამს. წერილში მინიშნება იყო. ის „პირველი ალუბალი“ სწორედ ამას მიმანიშნებდა, რომ წერილის ადრესატი ნამდვილად მე ვიყავი. გრეკოს ახასიათებდა ასეთი მოულოდნელი და განსაცვიფრებელი რამეები.
მე პაემანი მქონდა, პირველი ნამდვილი პაემანი, ასეთი ორიგინალური ფორმით გაგებულ-მიხვედრილი.
რას აკეთებენ გოგოები პაემანზე წასვლის წინ, თუ არა მაკიაჟს?! მეც მაშინვე წამოვდექი საწოლიდან, ხალათი და პირსახოცი მოვისროლე და ის ალუბლისფერი კაბა ჩავიცვი, უკვე დიდი ხანი რომ იყო საკიდზე მეკიდა და უხალისობის გამო ვერ ვიცვამდი. თმების შეშრობის შემდეგ სუნამო ვიპკურე, ტუჩსაც მივეცი ფერი და წამწამებიც ავიპრიხე. ეზოში რომ გამოვედი, ცაზე უკვე ვარსკვლავები ანათებდა. მშვიდი და სასიამოვნო ღამე იყო. თბილოდა. ნელა მივაბიჯებდი ქვაფენილზე და გულში ვლოცულობდი, რომ ფეხზე მყარად ვმდგარიყავი. არ ვიყავი დარწმუნებული, რომ გრეკოს დანახვაზე ცუდად არ გავხდებოდი.
ვარდისფერი სახლის კარი ღია დამხვდა. ჩუმად შევედი და გადავჭერი ეზო. როგორც ველოდი, მუხის კარიც ადვილად გავაღე და სახლში შესვლისას ვიგრძენი რამდენად მაკლდა ამ გარემოს აურა. თურმე მომნატრებოდა. არ დამიძახია, კიბეები ფრთხილად ავიარე და ყოველი ფეხის გადადგმისას უფრო მიორმაგდბოდა გულისცემა. ლუკას სახელოსნომდე დერეფანი ისე გაიწელა, მეგონა არასდროს დამთავრდებოდა. კართან შევჩერდი, გულზე ხელი მივიდე და დამშვიდება ვცადე. ათასი ჭიანჭველა მეხვია სხეულზე. დამშვიდდი-მეთქი, საკუთარ თავს ვუმეორებდი, მაგრამ ვერ ვმშვიდდებოდი. აღელვებისგან ფეხები მეკვეთებოდა, ხელები მიკანკალებდა. არ ვიცოდი მის დანახვაზე რა მექნა; გამეღიმა, მივსალმებოდი, მომეკითხა თუ ჩუმად ვმდგარიყავი.
კარის სახელური ფრთხილად ჩამოვწიე და ოთახში შევაბიჯე. ბნელოდა და მხოლოდ ფანჯრის რაფაზე მდგარი, შანდალში ჩარჭობილი სანთელი ანათებდა მკრთალად გარემოს. კედლები ისევ ჩემი პორტრეტებით იყო სავსე. ზოგან ვიცინოდი, ზოგან სივრცეში ვიყურებოდი. ერთგან თმაგაშლილი მინდორში ვიდექი და ცას ვუყურებდი. იდუმალი გარემო იყო. ჭერში ასასვლელი კიბე ჩამოწეული დამხვდა. კიბის ძირში დავდექი და ზემოთ ავიხედე. ნაგლეჯად მოჩანდა ცა და ვარსკვლვები. საფეხურზე ფეხი შევდგი, მაგრამ ასვლა ვერ გავბედე. იქვე კიბეზე ჩამოვჯექი და დამშვიდება ვცადე.
„მხდალი ხარ!“ - ვუმეორებდი ჩემს თავს. ბოლოს და ბოლოს უნდა გადაწყდეს, ან დამთავრდეს ან დაიწყოს. ისევ ფეხზე წამოვდექი, კაბის კალთაზე ხელი ჩამოვისვი და სახურავზე ავედი. იქ ყველაფერი ისევ ისე დამხვდა, როგორც იმ ღამით. ისევ ბალიშები ეყარა, ისევ იდგა ტელესკოპი და ჩაის ფინჯნებს ორთქლი ჯერ კიდევ ასდიოდათ. გული სიხარულს ვერ იტევდა, მესიჯი ნამდვილი იყო, მინიშნება სწორედა გამოვიცანი. რამდენიმე ნაბიჯი გადავდგი და ტელესკოპს შევეხე. ჩავიხედე და ფოკუსი გავასწორე.
- მაიმუნის მსგავსად განვითარებული, სიმპატიური უცხოპლანეტელის ნახვა თუ გინდა, მარჯვნივ მოტრიალდი. - და აი ისიც, ჩემი მონატრებული და საყვარელი ხმა. ტელესკოპს მოვშორდი და მისკენ მივტრიალდი. ჩემგან რამდენიმე ნაბიჯში იდგა, ხელები მუქი ალუბლისფერი ბრიჯის ჯიბეებში ჩაეწყო. თეთრი მოკლემკლავიანი მაისური ეცვა, რომელიც გარუჯულ სხეულზე ძალიან ლამაზად ანათებდა. სუნთქვა შემეკრა, გულაჩქარებული წამოვწითლდი კიდეც და სხეულიც გამიხურდა. უსაზღვროდ სიმპატიური და მომნუსხველი იყო. სასურველი მამაკაცის დანახვაზე ქალებს რაც ემართებათ მეც ის დამემართა. გრეკო დაკვირვებით მიყურებდა და ვერ გამეგო ამ სერიოზული და დაჟინებული მზერის იქით რა იყო.
- გამარჯობა...
დიალოგის დაწყების ყველაზე სულელური მცდელობა იყო ჩემგან. გრეკოს ჩაეღიმა. ჩემკენ წამოვიდა და სრულიად მოულოდნელად ჩემს ლოყაზე მისი რბილი ტუჩები ვიგრძენი. რამდენიმე წამით გაგრძელდა ეს მწველი და შინაგანი ორგანოების ამომტრიალებელი შეხება. სუნთქვა გამიხშირდა და თვალები თავისთავად დამეხუჭა.
- მისია შესრულებულია. - ცივი წყლის გადასხმის ეფექტი ჰქონდა მის სიტყვებს. თვალები უცებ გავახილე და მის საოცრად კმაყოფილ მზერას წავაწყდი. - დედამიწელი ლოლა შეყვარებულია. გამარჯობა... - გრეკომ თვალებით გაიღიმა და ორივე ხელი წელზე შემომხვია. სხეულზე ავეკარი. თავი მის მკერდში ჩავმალე და კანის სურნელი ჩავისუნთქე. ნელა და მონოტონურად მისვამდა წელსა და ბეჭებზე ხელს და ვგრძნობდი თანდათან როგორ იძაბებოდა.
- უნდა გიბწკინო...
- რატომ, ასეთი დაუჯერებელი ვარ? - ჩამჩურჩულა და ყურის ქვემოთ მაკოცა. დავიძაბე და თავი გვერდით გადავხარე. გრეკომ თავისუფლება რომ იგრძნო კოცნით ჩაუყვა ყელს, შემდეგ ლავიწს და თავი გულზე დამადო. სახურავზე დაფენილ პლედზე ჩამოვსხედით. ლუკამ მკერდზე მიმიხუტა და თმებს გაეთამაშა.
- კარგი გადაწყვეტილება იყო წასვლა. - ისევ მე დავიწყე.
- ალბათ.
- სხვა შემთხვევაში ვერ მივხვდებოდი ვერაფერს.
- შენი წერილი ვნახე. - წერილის ხსენებამ ძალიან დამძაბა. გვერდით გავიწიე და ყელზე მოვისვი ხელი. - მაშინ ზუკამ...
- ზუკა ჩემი დანაშაულის გამო იჯდა ციხეში...
- გასაგებია. ამიტომ ვერ ელეოდი. - გრეკო ფეხზე წამოდგა, ჩაის ფინჯნები აიღო და მომაწოდა. - ჩვენი ამბავი როგორ გაიგე?
- ზუკამ მითხრა, როცა... როცა დარწმუნდა, რომ მასთან ყოფნით უბედური ვიყავი. სურათი მაჩვენა. - ფინჯანს ორივე ხელი მოვხვიე და ტუჩებთან მივიტანე, განსხვავებული სურნელი ჰქონდა. დაგემოვნების შემდეგ მივხვდი რა იყო. ალუბლის ჩაი. - ალუბალი რატომ მოჭერი?
- მინდოდა დამესაჯე. - ლუკამ გამიღიმა და თავადაც მოსვა ჩაი.
- გამოგივიდა, გათენება და ქვაფენილზე ჩამოვლა შემძულდა. მე კი არა ზუკაც ვერ პატიობდა ამას საკუთარ თავს. - ლუკამ მოხრილ ფეხებზე ხელები დაილაგა და თითებს დააშტერდა.
- მეც გამიჭირდა პატიება...
ცოტა ხანს ასე ვისხედით, ერთმანეთისკენ არ გაგვიხედავს, მაგრამ მე იმ წამს პირველად დიდი ხნის შემდეგ ამოვისუნთქე თავისუფლად.
- საშინელებაა ქუჩა ალუბლის გარეშე. - დუმილი ისევ მე დავარღვიე, ზუკას მივეკარი და ჩავეხუტე. გაეცინა, ხელი მაგრად მომხვია და თავზე მაკოცა.
- მალე გაზაფხული მოვა, ზუკაც ჩამოვა და ნერგის შოვნაც არ იქნება ძნელი

№1 სტუმარი l,m not sick

აი ახლა არცერთს არ ვამართლებ,არც ლოლას და არც ზუკას (გრეკოს არ ვეხები ჯერ)
ზუკას არ უნდა დაემალაა ბავშობის ნაწილი ლოლასჹვის,ტყუილზე აგებული ურტიერთობა დიდხანს ხომ არ ძლებს,ხოდა ასე დაემართათ მათაც,არც ლოლას საქციელი მომეწონაა ციხეში ყოფნის დროს რომ მიატოვაა ზუკა,ერთხელ მიაკითხა მაგრამ ეს ცვლის რამეს,ამდენი წლის ურთიერთობა აკავშირებდათ და მგონი ასე ადვილად არ უნდა დანებებულიყოო,
გრეკო,აი აქ კი არ ვიცი რა ვთქვა ძალიან მომეწონაა ეს პერსონაჟი,რაღაცით საინტერესო წყვილია ეს და ლოლაა,ჰოოდაა მეც მჯერაა რომ გაზაფხიული მოვა თავისი ზუკათი დაა ალუბლებითურთ :დდ
თათა შენს ნიჭიერებაზეე აღარ დავიწყებ საუბარს,ეს ისედაც უნდა იცოდეე!
გელოდები ახალი ისტორიით
პ.ს არასოდეს დამავიწყდება შენი ალუბალიი ევა!

№2  offline ახალბედა მწერალი murachashvili

რამდენი ხანია ველოდი დასასრულს. აშკარად ღირდა ცდად. უმაგრესი ხარ. ჩვენი პირველი ალუბალი

№3  offline აქტიური მკითხველი La-Na

ზოგადად რომ ამოვიჩემე წყვილს,ისინი თუ არ იქნებიან ერთად,მე მაინც ისინი მინდა იყვნენ, მაგრამ შენ ისე შემომიბრუნე გრეკოს მიმართ ყურადღება,რომ სანამ ბოლომდე ჩავიდოდი,მანამ მინდოდა უკვე ლუკა და ლოლას წყვილი შემდგარიყო,ხოლო ზუკა და ლოლა ისევ ის მეგობრები ყოფილიყვნენ, როგორც ბავშვობაში.ძალიან ნიჭიერი ხარ და შენი ისტორიები ყოველთვის ამტკიცებენ ამას.აღარ დაგვეკარგო რა დიდი ხნით და მალე დაგვიბრუნდი,უკვე ახალი ისტორიით

ყველაზე მეტად ამ თავში ალუბლის მაფინები მომეწონა.
--------------------
ლანა

№4  offline ახალბედა მწერალი lullaby

შეგიზლია არ იღელვო ამაზე. დაიწყო, გაგრზელდა და დამთავრდა ერთი რიტმით. არც გაწელილა და ბოლოსკენაც არ აჩქარებულა, რისიც გეშინოდა. ღირდა ამდენი თვის ლოდინად. ეს ალუბლები ჩემთვის ერთადერთია. ლუკასა და ლოლაზე არაფერს ვამბობ, თავიდანვე ასე მინდოდა , რომ ყოფილიყო. მაგრამ ზუკამ ისეთი გრზნობები დამიტოვა, სევდიანი, ჰუმანური, ღიმილიანი, რომ მისი ამბავი გულთან მივიტანე. ეს ისტორია ასეთია, სევდიანი და თან სიყვარულით სავსე. მართალია, თავიდან ასე არ გქონდა ჩაფიქრებული, მაგრამ ალბათ ასე უნდა წასულიყო სიუჟეტი. და უზომოდ კმაყოფილი ვარ იმით, რაც გამოვიდა. ამ ნაწილს გულის ფანცქვალით ვკიტთხულიბდი. ^_^ ზალიან მიხარია რომ მონაწილე ვარ ამ უმაგრესობის შექმნის <3 პ.ს. დროა გადავიდეთ შემდეგზე :დდდ

№5  offline წევრი An_Gel

რამდენიმე საათია დავამთავრე კითხვა და არასდროს დამმართნია ასე, მაგრამ ჯერ დამჭირდა გარკვეული პერიოდი გასულიყო, რომ ცივი გონებით დამეწერა კომენტარი.
მეორე თავი როგორც კი წავიკითხე მივხვდი, უნდა შემემზადებინა თავი იმედგაცრუებისთვის. იმიტომ, რომ იმდენად რთული სამკუთხედი იყო, ორივე მამაკაცი მომწონდა ლოლასთვის. (თვითონ ლოლა ყველაზე ნაკლებად) და როგორც შენ თქვი, შეუძლებელი იყო ორივესთან დარჩენილიყო. მაგრამ... არ ვიცი. სულ-სულ ადრე, როცა მე ამ ისტორიის პირველი თავი წავიკითხე ჩემი სიმპატიები სრულიად გრეკოს მივაკუთვნე. მერე გითხარი კიდეც, თავიდან წაკითხვამ ზუკასკენ გადამხარათქო. მეორე თავის შემდეგ საერთოდ ავირიე და ახლაც, მიუხედავად იმისა, რომ კმაყოფილი და ბედნიერი ვარ ამ ფინალით, მგონია რომ რაღაც უზარმაზარი სიცარიელე გამიჩნდა გულში და ამ სიცარიელეს ზუკა ქვია.
ამ თავის დასაწყისმა გამაოგნა. ლოლას საქციელს არც კი ვიცი რა ვუწოდო. ანუ ზუკას საქციელი მიიღო, როგორც დამსახურებული?! მის თავგანწირვას ისე შეხვდა, როგორც კლეპტომანიით მოპარულ ნივთებს. გრეკოსთან არშიყი გააგრძელა, სპექტაკლში თამაში, ცხოვრება გააგრძელა ძველებურად და მხოლოდ ერთხელ გაახსენდა ზუკა. ძალიან მატკინა გული მისმა საქციელმა. ზუკა იყო მთელი მისი ცხოვრება და ლოლამ თითქოს ბოლომდე ვერ დააფასა ისე, როგორც იყო საჭირო.
ღმერთო, რომ ვუფიქრდები, რამხელა მსხვერპლი გაიღო ზუკამ მისთვის?! ციხე? თუნდაც ერთი დღით. თუნდაც ერთი საათით. უყურო ოთხ კედელს, ფიქრობდე ადამიანებზე რომლებიც გარეთ დატოვე განადგურებული, შეურაცხყოფილი, იმედგაცრუებული და გრძნობდე უმწეობას. მითუმეტეს, როცა უდანაშაულო ხარ. ზუკამ ასეთ მდგომარეობაში თვეები გაატარა და ამ დროს ლოლა?! იმაზე ფიქრობდა, გრეკომ სწორად გაიგო თუ არა იმ ღამით მომხდარი? იმაზე ფიქრობდა, გრეკოსთან როგორ ყოფილიყო მართალი?! ორი აზრი არ არსებობს, რომ ზუკა ბევრად უფრო კარგი და ერთგული მეგობარი აღმოჩნდა, ვიდრე ლოლა. წინა თავში ვთქვი, გამაღიზიანა ზუკამ, როცა ლოლას უთხრა, იმედები გამიცრუეო. მეც გამიცრუა იმედები. ოღონდ ზუკას იმედები გამიცრუა. იცი ყველაზე მეტად რა მეტკინა? აი ის, ყველაზე ადამიანური და ყველაზე მანკიერი თვისება რომ გამოავლინა ლოლამ. სასწორის ერთ პინაზე დადო ზუკას თავგანწირვა, მეორეზე ის ართქმული სიმართლე და ამ უკანასკნელმა გადაუწონა. ძალიან მეტკინა. ის მეტკინა, რომ შენ ეს არ მოგიგონია იმიტომ, რომ გრეკოსთვის "გაგეხსნა" გზა. უბრალოდ როგორც კი ოდნავ მიზეზი დაჭირდა ლოლას (და მე ამას სხვას მართლა ვერაფერს დავარქმევ, თუ არა მიზეზის ძებნას, რომ ზუკას მიმართ მადლიერების გრძნობა რამით გაექარწ....ბინა) გამაოცა ლოლას საქციელმა. გულწრფელად გამაოცა. მიუხედავად იმისა, რომ მეც ვთვლიდი მათი ურთიერთობა უნდა დასრულებულიყო. მაგრამ არა იმიტომ, რომ ზუკამ საწყალი ლოლა მოატყუა. იმიტომ, რომ თვითონ აღარ უნდოდა ლოლას. იმიტომ, რომ გრეკოსკენ ჰქონდა უკვე მიმართული მთელი გონება და გული.
ჰო, გრეკო. გადავიდეთ მასზე. ვაღიარებ, ლოლასთვის უკეთესი არჩევანი ის იყო. რაც მათ ჰქონდათ, ვერასდროს ექნებოდათ ზუკას და ლოლას. ალბათ იმიტომ, რომ და-ძმური სიყვარული ზედმეტად დიდხანს ჰქონდათ ამ ორს. გრეკოს მართლა არ შეშლია ლოლასთან. გულწრფელი იყო და ყველა გადაწყვეტილებით სწორი, მაგრამ მაინც გავამტყუნე. იცი რა დამოკიდებულებაში გავამტყუნე? როცა მოინდომა, რომ ლოლას ზუკა საერთოდ გაექრო. ანუ ციხეში რომ მიაკითხა, არასწორი იყო? ყველაზე ახლო ადამიანებს ასეთ მომენტებში არ ვუდგავართ გვერდში? თუ რას თხოვდა ლუკა ლოლას ზუკასთან მიმართებაში?! ის მეორე ამბავია, რომ ეჭვიანობდა (და საფუძვლიანად ეჭვიანობდა) უბრალოდ, არ უნდა სწყენოდა ის მომენტი, რომ ლოლა ზუკაზე ფიქრობდა და შესტკიოდა გული. (თუმცა ისიც მესმის, მათი მეგობრობას რატომ "განიცდიდა")
აი, ლოლას პერსონაჟზე საერთოდ არ მინდა ვილაპარაკო. საერთოდ, ყოველთვის ვცდილობ ხოლმე, რომ ის ვინც მთხრობელია და ის ვინც მთავარი გმირია, მიყვარდეს და ვიყო ემპათიური მის მიმართ, მაგრამ ლოლას შემთხვევაში ეს ვერ მოვახერხე. იმიტომ კი არა, რომ თვითონ იყო რაიმე თვისებით განსაკუთრებულად ცუდი, გვერდში ედგა ორი ძალიან, ძალიან კარგი, იდეალურობამდე მისული ბიჭი. არადა საბოლოოდ თითქოს ყველაფერი იდეალურად დატოვა. ზუკასთანაც გამოასწორა და გრეკოსთანაც, მაგრამ ჩემთვის ზუკასთან მაინც ბოლომდე დამნაშავედ დარჩება. (ოღონდ არა იმიტომ, რომ ზუკა არ "აირჩია") ამათი მეგობრობის გაწყვეტა აღვიქვი მთელ ისტორიაში ყველაზე მტკივნეულად. ალბათ იმიტომ, რომ ჩემთვის ზედმეტად ნაცნობი სიტუაცია ამოვიკითხე. და მთელი გულით მინდა მჯეროდეს იმის, რომ გაზაფხულზე ისევ დაბრუნდება ზუკა, ამ სამ შორის არ იარსებებს უხერხულობა და რა თქმა უნდა, ალუბლის ახალი ხეც იყვავილებს <3
ზუკა იცი შენს რომელ პერსონაჟს მახსენებს? კი არ გიყვარს ის ისტორია, მაგრამ მაინც :დდ დათას. აი დათასნაირად იდეალური მეგობარი იყო ზუკა. იმ განსხვავებით, რომ ამას სხვა გრძნობაც გაუჩნდა ლოლას მიმართ. ვერ მოერია თავს. თუმცა მის ადგილზე მეც გამიჩნდებოდა. გრეკო რომ არ გამოჩენილიყო უეცრად და უცერემონიოდ, ვის ნახავდა ლოლა სხვას? ზუკა იყო მისი ყველაზე ახლობელი, "სოულმეითი" როგორც ამბობენ.
მაინც ვერ ვხვდები, აი ეს "სამნი რო იყვნენ" ამბავი რას შეცვლიდა. რა საჭირო იყო ამის დამალვა? თვითონ რომ არ ახსოვდა ეგ ცალკე უცნაურობაა, მაგრამ მართლა რატომ დამალეს? უამისოდაც იგრძნო ლოლამ გრეკოს მიმართ ახლობლობა.
აქამდე სულ ვამბობდი, სამკუთხედები მიყვარსთქო. ახლა აღარ მეყვარება :დდ ამან ძალიან მატკინა. მართლა ბოლომდე საოცარი ბიჭი იყო ზუკა და ბოლომდე იდეალურად კარგად იცნობდა ლოლას. მისი ტკივილი კიდევ დიდხანს გამყვება.
გრეკოზე და ლოლაზე კი რა ვთქვა? საინტერესო, ამაღელვებელი წყვილი იყო. ერთმანეთისთვის შესაფერისები იყვნენ და ეკუთვნოდათ ის, რაც მიიღეს. სახურავზე სცენა ჩემთვის ყველაზე განსაკუთრებულად დარჩება. დედამიწელი ლოლა და მარსელი ჟუ <3 როგორც კი ის პატარა წერილი გახსნა, მაშინვე მივხვდი, რომ გრეკო მაგას გულისხმობდა. საერთოდ, სასიამოვნოდ გაკვირვებული დამტოვა ლუკას ამგვარმა საქციელმა. თავიდან ისეთი ტიპის შთაბეჭდილება დატოვა, ძალინ შორს რომ დგას მსგავსი ლამაზი და ორიგინალური ჟესტებისგან.
მაგრამ ალუბალი რომ არ აყვავდეს და ზუკა რომ არ ჩამოვიდეს, ვერ მოვინელებ. ისე გამოვიდა, რომ ყველაზე დიდი ყურადღება და სიყვარული ამ პერსონაჟმა დაიმსახურა ჩემგან. უბრალოდ, ციხის ამბავმა ზედმეტად დიდი შთაბეჭდილება მოახდინა ჩემზე. თუმცა მჯერა და მწამს, რომ ლუკაც იმავეს გააკეთებდა ლოლასთვის <3
ევა, შენზე რაღა ვილაპარაკო? მგონია, რომ იმ მწერალთა შორის ხარ საიტზე, ვისაც არ სჭირდება ზედმეტი სიტყვები. ჩემი ქაოტური კომენტარითაც მიხვდებოდი, რა გრძნობები გამიჩინა ამ ისტორიამ და მისმა ფინალმა.
კიდეც ერთხელ დავრწმუნდი, რამხელა დანაკლისია, როცა არ ხარ საიტზე.
შენ გამორჩეულ ისტორიებს ქმნი. და მადლობა, რომ მანიჭებ ამხელა სიამოვნებას. რომ განმაცდევინებ ამხელა ადამიანურ ემოციებს.
გისურვებ, მალე დაბრუნებას heart_eyes heart_eyes

№6  offline წევრი Niin))

აუუ, რა მაგარი გოგო ხარ შენ ხომ არ იცი :)))
შენმა ლექსებმა გადამრიეს , გამაგიჟეს:))) ევაზე ლექსი ისე მიყვარს, უხ!!! ზეპირად ვიცი:) "ღამემ უსაშველოდ შავმა"ც ზეპირად ვიცი, მართლა:)
ისტორიები ერთი მეორეზე უკეთესი გაქვს და საერთოდაც, პერფექტო ხარ!!!

რაც შეეხება ამ ისტორიას და პერსონაჟებს,ლოლა არ მომწონს. აი, მაგავს ჩამოუყალიბებელ გოგონებს ვერ ვიტან. უმადურებსაც:)) საერთოდ ვერ ვხვდები 'ორი დღის გაცნობილი' ადამიანი რატომ უნდა არჩიო მთელი ცხოვრების , ბავშვობის თანამგზავრსა და მესაიდუმლეს. ზუკაა თავისი ადგილი უნდა ჰქონოდა, ლუკას კი თავისი.

ზუკა- რაც არ უნდა იყოს, ამ ბიჭისადმი უარყოფითად ვერ განვეწყვე. სხვა შემთხვევაში მსგავსი რაღაცის დამფარავი, ეგოისტი ადამიანი შემჯავრდებოდა. ზუკაზეასე არ მოხდა. პირიქით, ძალიიან შემეცოდა და გული დამწყდა.

ლუკა ამ ისტორიაში იდეალური პერსონაჟია. მომწონს მისი განსხვავებულობა. მე 'ჩემი ლუკა" გონებაში წარმოდგენილი მყავს და კანფეტი ბიჭია:))) :დდდდ

კარგი გოგო ხარ და არ დაიკარგო, რაა <33333

№7  offline ახალბედა მწერალი ლორელაი

l,m not sick
აი ახლა არცერთს არ ვამართლებ,არც ლოლას და არც ზუკას (გრეკოს არ ვეხები ჯერ)
ზუკას არ უნდა დაემალაა ბავშობის ნაწილი ლოლასჹვის,ტყუილზე აგებული ურტიერთობა დიდხანს ხომ არ ძლებს,ხოდა ასე დაემართათ მათაც,არც ლოლას საქციელი მომეწონაა ციხეში ყოფნის დროს რომ მიატოვაა ზუკა,ერთხელ მიაკითხა მაგრამ ეს ცვლის რამეს,ამდენი წლის ურთიერთობა აკავშირებდათ და მგონი ასე ადვილად არ უნდა დანებებულიყოო,
გრეკო,აი აქ კი არ ვიცი რა ვთქვა ძალიან მომეწონაა ეს პერსონაჟი,რაღაცით საინტერესო წყვილია ეს და ლოლაა,ჰოოდაა მეც მჯერაა რომ გაზაფხიული მოვა თავისი ზუკათი დაა ალუბლებითურთ :დდ
თათა შენს ნიჭიერებაზეე აღარ დავიწყებ საუბარს,ეს ისედაც უნდა იცოდეე!
გელოდები ახალი ისტორიით
პ.ს არასოდეს დამავიწყდება შენი ალუბალიი ევა!

დიდი მადლობა. ლოლას გამართლებას არ დავიწყებ არც აქვს გასამართლებელი.ალბათ ესირცხვილებოდა და უხერხულობის გამო, დანაშაულის გამო მოიქცა ასე.

murachashvili
რამდენი ხანია ველოდი დასასრულს. აშკარად ღირდა ცდად. უმაგრესი ხარ. ჩვენი პირველი ალუბალი

ანაა, როგორ გამახარეე.მადლობა

La-Na
ზოგადად რომ ამოვიჩემე წყვილს,ისინი თუ არ იქნებიან ერთად,მე მაინც ისინი მინდა იყვნენ, მაგრამ შენ ისე შემომიბრუნე გრეკოს მიმართ ყურადღება,რომ სანამ ბოლომდე ჩავიდოდი,მანამ მინდოდა უკვე ლუკა და ლოლას წყვილი შემდგარიყო,ხოლო ზუკა და ლოლა ისევ ის მეგობრები ყოფილიყვნენ, როგორც ბავშვობაში.ძალიან ნიჭიერი ხარ და შენი ისტორიები ყოველთვის ამტკიცებენ ამას.აღარ დაგვეკარგო რა დიდი ხნით და მალე დაგვიბრუნდი,უკვე ახალი ისტორიით

ყველაზე მეტად ამ თავში ალუბლის მაფინები მომეწონა.

კარგია რომ ოქროს შუალედი გამომივიდა. მადლობა ლანა.

lullaby
შეგიზლია არ იღელვო ამაზე. დაიწყო, გაგრზელდა და დამთავრდა ერთი რიტმით. არც გაწელილა და ბოლოსკენაც არ აჩქარებულა, რისიც გეშინოდა. ღირდა ამდენი თვის ლოდინად. ეს ალუბლები ჩემთვის ერთადერთია. ლუკასა და ლოლაზე არაფერს ვამბობ, თავიდანვე ასე მინდოდა , რომ ყოფილიყო. მაგრამ ზუკამ ისეთი გრზნობები დამიტოვა, სევდიანი, ჰუმანური, ღიმილიანი, რომ მისი ამბავი გულთან მივიტანე. ეს ისტორია ასეთია, სევდიანი და თან სიყვარულით სავსე. მართალია, თავიდან ასე არ გქონდა ჩაფიქრებული, მაგრამ ალბათ ასე უნდა წასულიყო სიუჟეტი. და უზომოდ კმაყოფილი ვარ იმით, რაც გამოვიდა. ამ ნაწილს გულის ფანცქვალით ვკიტთხულიბდი. ^_^ ზალიან მიხარია რომ მონაწილე ვარ ამ უმაგრესობის შექმნის <3 პ.ს. დროა გადავიდეთ შემდეგზე :დდდ

ხო ასეთი არ ჩამიფიქრებია, შენზე უკეთ ვინ იცის, მაგრამ წერისას მოვიდა. ხო ხვდები რა მჭირდა ზუკაზე, ახლა ხო გესმის. ვეცდები მალა დავბრუნდე შემდეგით.

An_Gel
რამდენიმე საათია დავამთავრე კითხვა და არასდროს დამმართნია ასე, მაგრამ ჯერ დამჭირდა გარკვეული პერიოდი გასულიყო, რომ ცივი გონებით დამეწერა კომენტარი.
მეორე თავი როგორც კი წავიკითხე მივხვდი, უნდა შემემზადებინა თავი იმედგაცრუებისთვის. იმიტომ, რომ იმდენად რთული სამკუთხედი იყო, ორივე მამაკაცი მომწონდა ლოლასთვის. (თვითონ ლოლა ყველაზე ნაკლებად) და როგორც შენ თქვი, შეუძლებელი იყო ორივესთან დარჩენილიყო. მაგრამ... არ ვიცი. სულ-სულ ადრე, როცა მე ამ ისტორიის პირველი თავი წავიკითხე ჩემი სიმპატიები სრულიად გრეკოს მივაკუთვნე. მერე გითხარი კიდეც, თავიდან წაკითხვამ ზუკასკენ გადამხარათქო. მეორე თავის შემდეგ საერთოდ ავირიე და ახლაც, მიუხედავად იმისა, რომ კმაყოფილი და ბედნიერი ვარ ამ ფინალით, მგონია რომ რაღაც უზარმაზარი სიცარიელე გამიჩნდა გულში და ამ სიცარიელეს ზუკა ქვია.
ამ თავის დასაწყისმა გამაოგნა. ლოლას საქციელს არც კი ვიცი რა ვუწოდო. ანუ ზუკას საქციელი მიიღო, როგორც დამსახურებული?! მის თავგანწირვას ისე შეხვდა, როგორც კლეპტომანიით მოპარულ ნივთებს. გრეკოსთან არშიყი გააგრძელა, სპექტაკლში თამაში, ცხოვრება გააგრძელა ძველებურად და მხოლოდ ერთხელ გაახსენდა ზუკა. ძალიან მატკინა გული მისმა საქციელმა. ზუკა იყო მთელი მისი ცხოვრება და ლოლამ თითქოს ბოლომდე ვერ დააფასა ისე, როგორც იყო საჭირო.
ღმერთო, რომ ვუფიქრდები, რამხელა მსხვერპლი გაიღო ზუკამ მისთვის?! ციხე? თუნდაც ერთი დღით. თუნდაც ერთი საათით. უყურო ოთხ კედელს, ფიქრობდე ადამიანებზე რომლებიც გარეთ დატოვე განადგურებული, შეურაცხყოფილი, იმედგაცრუებული და გრძნობდე უმწეობას. მითუმეტეს, როცა უდანაშაულო ხარ. ზუკამ ასეთ მდგომარეობაში თვეები გაატარა და ამ დროს ლოლა?! იმაზე ფიქრობდა, გრეკომ სწორად გაიგო თუ არა იმ ღამით მომხდარი? იმაზე ფიქრობდა, გრეკოსთან როგორ ყოფილიყო მართალი?! ორი აზრი არ არსებობს, რომ ზუკა ბევრად უფრო კარგი და ერთგული მეგობარი აღმოჩნდა, ვიდრე ლოლა. წინა თავში ვთქვი, გამაღიზიანა ზუკამ, როცა ლოლას უთხრა, იმედები გამიცრუეო. მეც გამიცრუა იმედები. ოღონდ ზუკას იმედები გამიცრუა. იცი ყველაზე მეტად რა მეტკინა? აი ის, ყველაზე ადამიანური და ყველაზე მანკიერი თვისება რომ გამოავლინა ლოლამ. სასწორის ერთ პინაზე დადო ზუკას თავგანწირვა, მეორეზე ის ართქმული სიმართლე და ამ უკანასკნელმა გადაუწონა. ძალიან მეტკინა. ის მეტკინა, რომ შენ ეს არ მოგიგონია იმიტომ, რომ გრეკოსთვის "გაგეხსნა" გზა. უბრალოდ როგორც კი ოდნავ მიზეზი დაჭირდა ლოლას (და მე ამას სხვას მართლა ვერაფერს დავარქმევ, თუ არა მიზეზის ძებნას, რომ ზუკას მიმართ მადლიერების გრძნობა რამით გაექარწ....ბინა) გამაოცა ლოლას საქციელმა. გულწრფელად გამაოცა. მიუხედავად იმისა, რომ მეც ვთვლიდი მათი ურთიერთობა უნდა დასრულებულიყო. მაგრამ არა იმიტომ, რომ ზუკამ საწყალი ლოლა მოატყუა. იმიტომ, რომ თვითონ აღარ უნდოდა ლოლას. იმიტომ, რომ გრეკოსკენ ჰქონდა უკვე მიმართული მთელი გონება და გული.
ჰო, გრეკო. გადავიდეთ მასზე. ვაღიარებ, ლოლასთვის უკეთესი არჩევანი ის იყო. რაც მათ ჰქონდათ, ვერასდროს ექნებოდათ ზუკას და ლოლას. ალბათ იმიტომ, რომ და-ძმური სიყვარული ზედმეტად დიდხანს ჰქონდათ ამ ორს. გრეკოს მართლა არ შეშლია ლოლასთან. გულწრფელი იყო და ყველა გადაწყვეტილებით სწორი, მაგრამ მაინც გავამტყუნე. იცი რა დამოკიდებულებაში გავამტყუნე? როცა მოინდომა, რომ ლოლას ზუკა საერთოდ გაექრო. ანუ ციხეში რომ მიაკითხა, არასწორი იყო? ყველაზე ახლო ადამიანებს ასეთ მომენტებში არ ვუდგავართ გვერდში? თუ რას თხოვდა ლუკა ლოლას ზუკასთან მიმართებაში?! ის მეორე ამბავია, რომ ეჭვიანობდა (და საფუძვლიანად ეჭვიანობდა) უბრალოდ, არ უნდა სწყენოდა ის მომენტი, რომ ლოლა ზუკაზე ფიქრობდა და შესტკიოდა გული. (თუმცა ისიც მესმის, მათი მეგობრობას რატომ "განიცდიდა")
აი, ლოლას პერსონაჟზე საერთოდ არ მინდა ვილაპარაკო. საერთოდ, ყოველთვის ვცდილობ ხოლმე, რომ ის ვინც მთხრობელია და ის ვინც მთავარი გმირია, მიყვარდეს და ვიყო ემპათიური მის მიმართ, მაგრამ ლოლას შემთხვევაში ეს ვერ მოვახერხე. იმიტომ კი არა, რომ თვითონ იყო რაიმე თვისებით განსაკუთრებულად ცუდი, გვერდში ედგა ორი ძალიან, ძალიან კარგი, იდეალურობამდე მისული ბიჭი. არადა საბოლოოდ თითქოს ყველაფერი იდეალურად დატოვა. ზუკასთანაც გამოასწორა და გრეკოსთანაც, მაგრამ ჩემთვის ზუკასთან მაინც ბოლომდე დამნაშავედ დარჩება. (ოღონდ არა იმიტომ, რომ ზუკა არ "აირჩია") ამათი მეგობრობის გაწყვეტა აღვიქვი მთელ ისტორიაში ყველაზე მტკივნეულად. ალბათ იმიტომ, რომ ჩემთვის ზედმეტად ნაცნობი სიტუაცია ამოვიკითხე. და მთელი გულით მინდა მჯეროდეს იმის, რომ გაზაფხულზე ისევ დაბრუნდება ზუკა, ამ სამ შორის არ იარსებებს უხერხულობა და რა თქმა უნდა, ალუბლის ახალი ხეც იყვავილებს <3
ზუკა იცი შენს რომელ პერსონაჟს მახსენებს? კი არ გიყვარს ის ისტორია, მაგრამ მაინც :დდ დათას. აი დათასნაირად იდეალური მეგობარი იყო ზუკა. იმ განსხვავებით, რომ ამას სხვა გრძნობაც გაუჩნდა ლოლას მიმართ. ვერ მოერია თავს. თუმცა მის ადგილზე მეც გამიჩნდებოდა. გრეკო რომ არ გამოჩენილიყო უეცრად და უცერემონიოდ, ვის ნახავდა ლოლა სხვას? ზუკა იყო მისი ყველაზე ახლობელი, "სოულმეითი" როგორც ამბობენ.
მაინც ვერ ვხვდები, აი ეს "სამნი რო იყვნენ" ამბავი რას შეცვლიდა. რა საჭირო იყო ამის დამალვა? თვითონ რომ არ ახსოვდა ეგ ცალკე უცნაურობაა, მაგრამ მართლა რატომ დამალეს? უამისოდაც იგრძნო ლოლამ გრეკოს მიმართ ახლობლობა.
აქამდე სულ ვამბობდი, სამკუთხედები მიყვარსთქო. ახლა აღარ მეყვარება :დდ ამან ძალიან მატკინა. მართლა ბოლომდე საოცარი ბიჭი იყო ზუკა და ბოლომდე იდეალურად კარგად იცნობდა ლოლას. მისი ტკივილი კიდევ დიდხანს გამყვება.
გრეკოზე და ლოლაზე კი რა ვთქვა? საინტერესო, ამაღელვებელი წყვილი იყო. ერთმანეთისთვის შესაფერისები იყვნენ და ეკუთვნოდათ ის, რაც მიიღეს. სახურავზე სცენა ჩემთვის ყველაზე განსაკუთრებულად დარჩება. დედამიწელი ლოლა და მარსელი ჟუ <3 როგორც კი ის პატარა წერილი გახსნა, მაშინვე მივხვდი, რომ გრეკო მაგას გულისხმობდა. საერთოდ, სასიამოვნოდ გაკვირვებული დამტოვა ლუკას ამგვარმა საქციელმა. თავიდან ისეთი ტიპის შთაბეჭდილება დატოვა, ძალინ შორს რომ დგას მსგავსი ლამაზი და ორიგინალური ჟესტებისგან.
მაგრამ ალუბალი რომ არ აყვავდეს და ზუკა რომ არ ჩამოვიდეს, ვერ მოვინელებ. ისე გამოვიდა, რომ ყველაზე დიდი ყურადღება და სიყვარული ამ პერსონაჟმა დაიმსახურა ჩემგან. უბრალოდ, ციხის ამბავმა ზედმეტად დიდი შთაბეჭდილება მოახდინა ჩემზე. თუმცა მჯერა და მწამს, რომ ლუკაც იმავეს გააკეთებდა ლოლასთვის <3
ევა, შენზე რაღა ვილაპარაკო? მგონია, რომ იმ მწერალთა შორის ხარ საიტზე, ვისაც არ სჭირდება ზედმეტი სიტყვები. ჩემი ქაოტური კომენტარითაც მიხვდებოდი, რა გრძნობები გამიჩინა ამ ისტორიამ და მისმა ფინალმა.
კიდეც ერთხელ დავრწმუნდი, რამხელა დანაკლისია, როცა არ ხარ საიტზე.
შენ გამორჩეულ ისტორიებს ქმნი. და მადლობა, რომ მანიჭებ ამხელა სიამოვნებას. რომ განმაცდევინებ ამხელა ადამიანურ ემოციებს.
გისურვებ, მალე დაბრუნებას heart_eyes heart_eyes

გული ამიძგერდაააა. ერთი ისტორიის ფასი აქვს ამ კომენტარს.მადლობა, რომ ამდენი დრო დაუთმე და ასე დეტალურად შეეხე ყველაფერს. ლოლას შეეშინდა და შერცხვა. არ ვამართლებ მაგრამ ასეა. ის გააკეთა რაც ზუკამ უთხრა

დათას ჰგავს კი. დათაა...დავწერ მასზე ოდესმე

№8  offline მოდერი chica sol

ჩავამთავრე. ისეთი ნასიამოვნები ვარ, ლამის გული გამიჩერდეს. ვკითხილობდი და ვფიქრობდი რა ანერვიულებდა ასე-მეთქი? ყველაფერი იყო თავის ადგილზე, ყველაფერი ისეა, როგორც უნდა იყოს.
ზუკა- ზუკას პერდონაჟი საოცრად მასევდიანებს, საოცრად...ასეთი სევდიანი და ასეთი სწორი პერსონაჟი ნამდვილად არ იწერება ყოველ ფეხის ნაბიჯზე და ქედს გიხრი ამისთვის.
ლოლა და გრეკო - ცალ-ცალკე არა, ერთად... ძალიან, ძალიან, ძალიან მაგარი წყვილია. შემდგარი წყვილი. საიდუმლოებები ანგრევს ურთიერთობებს, შლის და ანადგურებს. ზუსტად ასე დაემართა ჩვენს სამეულს. როგორც კი ყველაფერს ფარდა ახადეს, დალაგდა სიტუაცია.
დაულაგებლად ვწერ კომენტარს, ასე მაშინ მემართება, როცა ემოციების ქვეშ ვარ. მიუხედავად იმისა, რომ ამ თავის ძირითადი ნაწილი სევდიანი იყო მაინც ღიმილით ჩავიკითხე ბოლომდე. სასიამოვნო შეგრძნებები თავს არაფრით მანებებდა, იმიტომ კი არა, რომ "რაღაცეები" ვიცოდი, იმიტომ რომ ეს საოცრად კარგი იყო.
თათ, ისტორია შედგა❤

№9  offline ახალბედა მწერალი ლორელაი

chica sol

ჩემო საყვარელოო. ვიცოდი რომ მოგეწონებოდა. მაგრამ ხო იცი რა კრიტიკულად ვუდგენი საკუთარ ნაწერს.

Niin))
აუუ, რა მაგარი გოგო ხარ შენ ხომ არ იცი :)))
შენმა ლექსებმა გადამრიეს , გამაგიჟეს:))) ევაზე ლექსი ისე მიყვარს, უხ!!! ზეპირად ვიცი:) "ღამემ უსაშველოდ შავმა"ც ზეპირად ვიცი, მართლა:)
ისტორიები ერთი მეორეზე უკეთესი გაქვს და საერთოდაც, პერფექტო ხარ!!!

რაც შეეხება ამ ისტორიას და პერსონაჟებს,ლოლა არ მომწონს. აი, მაგავს ჩამოუყალიბებელ გოგონებს ვერ ვიტან. უმადურებსაც:)) საერთოდ ვერ ვხვდები 'ორი დღის გაცნობილი' ადამიანი რატომ უნდა არჩიო მთელი ცხოვრების , ბავშვობის თანამგზავრსა და მესაიდუმლეს. ზუკაა თავისი ადგილი უნდა ჰქონოდა, ლუკას კი თავისი.

ზუკა- რაც არ უნდა იყოს, ამ ბიჭისადმი უარყოფითად ვერ განვეწყვე. სხვა შემთხვევაში მსგავსი რაღაცის დამფარავი, ეგოისტი ადამიანი შემჯავრდებოდა. ზუკაზეასე არ მოხდა. პირიქით, ძალიიან შემეცოდა და გული დამწყდა.

ლუკა ამ ისტორიაში იდეალური პერსონაჟია. მომწონს მისი განსხვავებულობა. მე 'ჩემი ლუკა" გონებაში წარმოდგენილი მყავს და კანფეტი ბიჭია:))) :დდდდ

კარგი გოგო ხარ და არ დაიკარგო, რაა <33333

დიდი მადლობაა, მიხარია რომ მკიტხულობ და გახსოვს ცემი ნაწერები. ვეცდები არ დავიკარგო. თქვენ მაძლევთ მოტივაციას.

ლუნი.
არ ვიცი, შენს ისტორიებზე რა მემართება. ისიც არ შემიძლია, ავხსნა რა მდგომარეობაში მაგდებ.
მხოლოდ ოთახში ჩაკეტვა და ბოლო ხმაზე ტირილი მინდება.
"Sms" და "ლურჯი მთვარე" კიდე ხო, but ეს....
უბრალოდ ძაან მინდოდა ზუკასთან დარჩენილიყო. ზუკას ყველა ქცევაში ვხედავდი რა დონემდე უყვარდა ლოლა. ლუკა კიდე....
რავიცი
რავიცი.....
პირველივე ზუკას ხსენებიდან ისე შევეჩვიე იმ აზრს, რო ერთად იქნებოდნენ რომ ბოლო ეპიზოდმა მომკლა.

სასიყვარულო სამკუთხედს ის ტვისება აქვს რომ ანგრევს სამივეს, თუმცა დაზარალებული მხოლოდ ერთია. ამ შემთხვევაშიც საქმე ასე იყო. არ მინდა შენი ტირილი რაა, გაიღიმე. მადლობა რომ მკიტხულობ.

№10  offline წევრი მოცინარი

Chocolate რომ წავიკითხე, ვიფიქრე რა კარგად წერს თქო. შევცდი. კარგად კი არა იდეალურად წერ <3
საშინლად არ მომწონს ლოლასნაირი გოგონები. ეს სასიყვარულო სამკუთხედები... გული დამწყდა, გავბრაზდი ბოლოს ძალიან >:( თუმცა ისტორია საოცრება იყო <3

№11  offline ახალბედა მწერალი ლორელაი

მოცინარი
Chocolate რომ წავიკითხე, ვიფიქრე რა კარგად წერს თქო. შევცდი. კარგად კი არა იდეალურად წერ <3
საშინლად არ მომწონს ლოლასნაირი გოგონები. ეს სასიყვარულო სამკუთხედები... გული დამწყდა, გავბრაზდი ბოლოს ძალიან >:( თუმცა ისტორია საოცრება იყო <3

არც მე მომწონს სამკუთხედები... მადლობა საყვარელოო

№12  offline წევრი მ-მერმე

არც კი ვიცი წერა რით დავიწყო ყველაფერი აირია ჩემში. ვითომ პატარა, იოლად წასაკითხი რომანი გულზე ძლიერად მომხვდა. გრძნობები ამიშალა ერთიანად ლუკამ, ლოლამ და ზუკამ. ალბატ, იმიტომ რომ მსგავსი პერიოდი, სიტუაცია, ახლა მიდგას პირადად მე და... შეიძლება ეს რომანი ჩემთვის მაგალითის მომცემიც კი აღმოჩნდეს. შეიძლება, ერთ დღეს გავიღვიძო და სწორი, საღი აზრი ჩამომიყალიბდეს, მაგრამ მეშინია რომ მეც ლოლასავით დავამთავრებ, მეშინია იმის რომ მე ლოლა არ ვარ და არც ჩემი სიტუაციის მომქმედები არიან ზუკა და ლუკა.
სიყვარული ხომ სწორხაზოვანია და თანაც ბრუნვადი, ამიტომ არ გამკვირვებია, ზუკას ასეთი და ამხელა მსხვერპლი. პირიქით, ის უფრო გამიკვირდებოდა, ასე რომ არ მოქცეულიყო. ვაფასებ, აღმაფრთოვანა მისმა დიდსულოვნებამ ლუკასა და ლოლას მიმართ.
ლუკა... ლუკა, ძალიან, ძალიან მომეწონა და ცოტა დამენანა ლოლასთვის. ჩემი აზრით, ის უკეთესს იმსახურებდა, ვიდრე ერგო წილად. ამდენჯერ იმედგაცრუება და ამდენჯერვე პატიება ცოტა რთულად გასაგებია ჩემთვის.
რაც შეეხება ავტორს... თაათ! რა კარგი ხარ, რომ იცოდე და ისიც რომ იცოდე, რომ სულ ტყუილად ნერვიულობდი. დამიჯერე, ფურორი მოახდინე, ნამდვილად. შეუდარებელი ხარ.. ერთი შეხედვით მარტივი ისტორია, რეალურად სულ სხვანაირი გამოგდის ხოლმე. გულშიჩამწვდომი, დამაფიქრებელი, სევდდიანი, დრამებით გაჯერებული... ძალიან, ძალიან კარგი ხარ. აღარ მინდა ბევრი ვილაპარაკო შენზე, იმიტომ რომ ერთ-ერთი იმ მწერალთაგანი ხარ საიტზე, უსიტყვოდ რომ უნდა დაუდგე გვერდით.
ყოჩაღ!
და ჰო, ჩემმა ალუბლისფერმა თმებმა, მადლობა ალუბალოო!

№13  offline წევრი თ. ა.

არ მინდა განვმეორდე ან ვინმეს სიტყვების ციტირება მოვიყვანო უბრალოდ არშემეძლო რომ კომენტარი არ დამეწერა. ძალიან მომეწონა.

№14 სტუმარი სტუმარი თამო

ბოლომდე ველოდებოდი როდის დაამთავრებდი რომ მერე ერთიანად წამეკითხა.ადრეც რო დავიწყე ამ ისტორიის კითხვა ჩემი სიმპატიები ლუკასკენ უფრო იხრებოდა და ახლაც ასე იყო.რაგაც გარკვეულ მომენტში ზურასკენაც მაგრამ ლუკა უფრო იყო.ზურა ერთგული მეგობარი აღმოჩნდა ლოლასი და ასე მისი დარჩენა შემეცოდა.პატარა ისტორია იყო ძალიან კარგი და ემოციური დატვირთვით.ეხლაც ემოციებში ვარ

№15  offline ახალბედა მწერალი ლორელაი

მ-მერმე

როგორ გამიხარდა და მესიამოვნა ეს სიტყვები. მადლობა მხარდაჭერისთვის.
ცუდია რომ ასეთ სიტუავიაში ხარ მაგრამ ვიმედოვნებ ყველაფერი კარგად გექნება და გულს მოუსმენ. წარმატებები ალუბლისფერთმიანო

ლილიკო
არ მინდა განვმეორდე ან ვინმეს სიტყვების ციტირება მოვიყვანო უბრალოდ არშემეძლო რომ კომენტარი არ დამეწერა. ძალიან მომეწონა.

დიდი მადლობა, ლილიკო.გამოხარდა

სტუმარი თამო
ბოლომდე ველოდებოდი როდის დაამთავრებდი რომ მერე ერთიანად წამეკითხა.ადრეც რო დავიწყე ამ ისტორიის კითხვა ჩემი სიმპატიები ლუკასკენ უფრო იხრებოდა და ახლაც ასე იყო.რაგაც გარკვეულ მომენტში ზურასკენაც მაგრამ ლუკა უფრო იყო.ზურა ერთგული მეგობარი აღმოჩნდა ლოლასი და ასე მისი დარჩენა შემეცოდა.პატარა ისტორია იყო ძალიან კარგი და ემოციური დატვირთვით.ეხლაც ემოციებში ვარ

სიყვარული ასეთია, რას იზამ. ყველა ვამარჯვებული ვერ იქნება. ზოგს ზუკასავით თავგანწირვა მართებს. მადლობა საყვარელო

№16  offline წევრი ჟიზელი

ძალიან,ძალიან დიდი სიტკბო რამე იყო ეს ისტორია.შენებური...ღირდა ლოდინად. მომწონს სამივე პერსონაჟი და მიხარია ,რომ ასე კარგად დამთავრდა ყველაფერი. როცა მკითხავენ,რამე ისტორია ხომ არ იცი კარგიო,ამას ვურჩევ აუცილებლად ..

№17  offline აქტიური მკითხველი Chikochiko

ეხლა მოვრჩი კითხვას და აღფრთოვანებული დავრჩი. შენს ყველა ისტორიაზე ხომ ვგიჟდები და კიდევ ერთი მიემატა. ნამდვილად არაჩვეულებრივად წერ და უუმაგრესი გოგო ხარ.
ისტორიამ ძალიან მომხიბლა. სწორი არჩევანი იყო ზუკა და ლოლა ისევ მეგობრებად რომ დარჩნენ. მე პირადი გამოცდილებიდან ვერ წარმომიდგენია როგორ უნდა შეგიყვარდეს ბიჭი, რომელიც 12 წელი მეგობარი გგონია, მგონია შეუძლებელია და ვერც მეგობრებად დარჩებით.
ძალიან ხშირად უნდა გვანებივრებდე ამ საიტზე შენი ისტორიებით და დიდი ხნით არ დაგვეკარგო❤

№18  offline ახალბედა მწერალი ლორელაი

ჟიზელი
ძალიან,ძალიან დიდი სიტკბო რამე იყო ეს ისტორია.შენებური...ღირდა ლოდინად. მომწონს სამივე პერსონაჟი და მიხარია ,რომ ასე კარგად დამთავრდა ყველაფერი. როცა მკითხავენ,რამე ისტორია ხომ არ იცი კარგიო,ამას ვურჩევ აუცილებლად ..

დიდი მადლობა, ძალიან მიხარია. ვეცდები ხშირად გაგანებივროთ სიახლეებით.

Chikochiko
ეხლა მოვრჩი კითხვას და აღფრთოვანებული დავრჩი. შენს ყველა ისტორიაზე ხომ ვგიჟდები და კიდევ ერთი მიემატა. ნამდვილად არაჩვეულებრივად წერ და უუმაგრესი გოგო ხარ.
ისტორიამ ძალიან მომხიბლა. სწორი არჩევანი იყო ზუკა და ლოლა ისევ მეგობრებად რომ დარჩნენ. მე პირადი გამოცდილებიდან ვერ წარმომიდგენია როგორ უნდა შეგიყვარდეს ბიჭი, რომელიც 12 წელი მეგობარი გგონია, მგონია შეუძლებელია და ვერც მეგობრებად დარჩებით.
ძალიან ხშირად უნდა გვანებივრებდე ამ საიტზე შენი ისტორიებით და დიდი ხნით არ დაგვეკარგო❤

მიხარია რომ მოგეწონა. ცოტა გამაწითლე ამდენი კომპლიმენტით.სამივე პერსონაჟში სიყვარული ჩავდე, კარგია რომ მოგეწონა ისინი ისეტები როგორებიც არიან.

№19  offline ახალბედა მწერალი ლორელაი

Margaritha Loki
გვიან მაგრამ მაინც მოვაღწიე :** სიტყვების დალაგება მიჭირს ისეთი მაგარი ნაწარმოები იყო :**❤♥ ინტრიგით, სიყვარულით და საიდუმლოებებით სავსე ❤ზუსტად ისეთი როგორიც მე მიყვარს:**❤❤ ამ ბოლო დროს უფრო მოვუხშირე საიტზე კითხვას,მაგრამ მაინც თითზე ჩამოსათვლელი ისტორიები მრჩება რომლებსაც ფავორიტებს ვუწოდებ და უკვე ესეც ერთ-ერთი მათგანია :**❤❤ ლოლას პერსონაჟი ბოლომდე ძალიან მეცოდებოდა:(( ქალური სოლიდარობა გამოვუცხადე პირველივე თავიდან და მიუხედავად იმისა რომ მომენტებში მაღიზიანებდა გასაჭირში ჩავარდნილი მაინც ვერ მივატოვე ;)))❤❤ გრეკო თავიდანვე ძალიან იდუმალი პერსონაჟი იყო, თითქოს არასანდომიანი რომლისგანაც ყოველ წამს უნდა ელოდო ზურგში დანის ჩარტყმას :დდდ ისიც კი ვიფიქრე რომ ლოლა მასთან არ დარჩებოდა მაგრამ საბოლოოდ ძალიან გამიხარდა რომ მისი ადამიანური სახე გამოაჩინა :* :დდ❤❤ ზუკაზე ვერაფერს ვიტყვი გარდა ერთისა :დდდდ ეს ალალ-მართალი ბიჭი მარტო დარჩა და დამითმეთ მე აგერ ვარდივით გოგო ვყავარ ;დდდდდდ ❤❤
პ.ს. რა განერვიულებდა ვერ ვხვდები :დდდდ ამაზე მართლა რა გქონდა სანერვიულო ყველაზე ტკბილი ისტორია იყო :**❤❤ აქ ახლა ბევრ ალუბლებს დაგიწერ მაგრამ სავარაუდოდ არ გამოჩნდება და კითხვის ნიშნები დაიწერება,მაგრამ მაინც ვიზამ ;დდდ იმიტომ რომ შენ ჩემთვის ამიერიდან ალუბლებთან ასოცირდები :** ❤❤❤♥♥♥????????????????????????????????????????????????????????????????????????????????????????????????????????????????????????????????????????????

ძალიან, ძალიან მიხარია ეს სიტყვები შენგან რომ მესმის( წავიკითხე). რა ვქნა ასეტი პანიკიორი ვარ, სულ მეშინია ბანალურობის და ამაზე ვღელავდი. შენი იყოს ზუკა, გჩუქნი :დ ალუბალიც გავხდი ხო? აბა ლურჯი მთვარე წაიკითხე, მერე რასთან დამაკავშირებ მაინტერესებს. ან სმს.

№20  offline წევრი KokoJinjer

Zura mindoda mec :(
Ehhh
Unichieresi xar

№21  offline წევრი teddy))

ახლა იცი რა მინდა? ბევრი ალუბლის ჭამა! გაზაფხული რომ მოვა, ამას აუცილებლად ვიზამ! ჩემი ალუბალი, ჩემი ალუბლები და ჩემი სამი ალუბალი! ევა, საოცარი ხარ! როგორ ვთქვა ის, რაც ვიგრძენი, რაც ალუბლებმა მაგრძნობინა! საოცარი ხარ, საოცარი იყო! შენი გმირები გამორჩეულები არიან! მიყვარხართ! !!!!
ალუბალი, ალუბალი და ალუბალი!

№22 სტუმარი ბასილისა

მეორე თავის შუაში გავჩერდი არმინდოდა გაგრძელება, მეშინოდა,რაღაც ისეთს ვერწავიკითხავდი, რაც მე მესიამოვნებოდა.. მერე თავი შევამზადე: ღრმად ჩავისუნთქ-ამოვისუნთქე, გულიც ჩვეულ რითმს დავუბრუნე და კითხვა გავაგრძელე კითხვა კიარა ფილმის ყურება გავაგრძელე, თითოეული მოქმედება კადრებად მეშლებოდა წინ..(პ.ს კიდევაც მომინდა მამენტ რეჟისორი ვყოფილიყავი და იდეალური დრამა შემექმნა :დდდ:დდ).. ჰოომ, რაც შეეხება ზუკას, რაღაც ამოუცნობი იყო, საუკეთესო მეგობარი, ამ გრძნობის იდეალური დამცველი და მომფრთხილებელი.. ლუკა..ლუკა მართლა "მარსიანელი ჟუუ" იყო ))) ხელოვანი უსაზღვრო ფანტაზიით და გრძნობებით.. (ვაიმე ცხოვრებაში არავინ მყვარებია "ამ" გრძნობით:დ და მგონი ზუკა და გრეკო შემიყვარდნენ :დდ :დდდ ვხუმრობ რათქმაუნდა, ბედნიერებას ვუსურვებ სამივეს::დდდ ) დააადაამ მივადექით ლოლაჩკას :) აუ რა დაბნეული და ჩამოუყალიბებელი ვინმეა, ბევრს გული ატკინა და მგონია, რომ ამით თავისთავსაც ზიანი მიაყენა.. რატომღაც ვფიქრობ, რომ ამ პატარა გოგოთი მაგალითი მოგვეცი თუ როგორ არ უნდა მოვექცეთ მეგობარს და ზოგადად ადამიანს:** ვერ ვიტყოდი არ მომწონს ლოლათქვა, რადგან ცუდია თუ კაია შენი ნაყოფია, შენი შექმნილია<3 ამყველაფრის შემდეგ გეტყვი მხოლოდ ერთს--

გაღიარებ! ! !

№23  offline ახალბედა მწერალი ლორელაი

teddy))
ახლა იცი რა მინდა? ბევრი ალუბლის ჭამა! გაზაფხული რომ მოვა, ამას აუცილებლად ვიზამ! ჩემი ალუბალი, ჩემი ალუბლები და ჩემი სამი ალუბალი! ევა, საოცარი ხარ! როგორ ვთქვა ის, რაც ვიგრძენი, რაც ალუბლებმა მაგრძნობინა! საოცარი ხარ, საოცარი იყო! შენი გმირები გამორჩეულები არიან! მიყვარხართ! !!!!
ალუბალი, ალუბალი და ალუბალი!

ანი, საყვარელოო დიდი მადლობა.გამახარე.

ბასილისა
მეორე თავის შუაში გავჩერდი არმინდოდა გაგრძელება, მეშინოდა,რაღაც ისეთს ვერწავიკითხავდი, რაც მე მესიამოვნებოდა.. მერე თავი შევამზადე: ღრმად ჩავისუნთქ-ამოვისუნთქე, გულიც ჩვეულ რითმს დავუბრუნე და კითხვა გავაგრძელე კითხვა კიარა ფილმის ყურება გავაგრძელე, თითოეული მოქმედება კადრებად მეშლებოდა წინ..(პ.ს კიდევაც მომინდა მამენტ რეჟისორი ვყოფილიყავი და იდეალური დრამა შემექმნა :დდდ:დდ).. ჰოომ, რაც შეეხება ზუკას, რაღაც ამოუცნობი იყო, საუკეთესო მეგობარი, ამ გრძნობის იდეალური დამცველი და მომფრთხილებელი.. ლუკა..ლუკა მართლა "მარსიანელი ჟუუ" იყო ))) ხელოვანი უსაზღვრო ფანტაზიით და გრძნობებით.. (ვაიმე ცხოვრებაში არავინ მყვარებია "ამ" გრძნობით:დ და მგონი ზუკა და გრეკო შემიყვარდნენ :დდ :დდდ ვხუმრობ რათქმაუნდა, ბედნიერებას ვუსურვებ სამივეს::დდდ ) დააადაამ მივადექით ლოლაჩკას :) აუ რა დაბნეული და ჩამოუყალიბებელი ვინმეა, ბევრს გული ატკინა და მგონია, რომ ამით თავისთავსაც ზიანი მიაყენა.. რატომღაც ვფიქრობ, რომ ამ პატარა გოგოთი მაგალითი მოგვეცი თუ როგორ არ უნდა მოვექცეთ მეგობარს და ზოგადად ადამიანს:** ვერ ვიტყოდი არ მომწონს ლოლათქვა, რადგან ცუდია თუ კაია შენი ნაყოფია, შენი შექმნილია<3 ამყველაფრის შემდეგ გეტყვი მხოლოდ ერთს--

გაღიარებ! ! !

მეც ძქლიან მიყვარს ზუკა და გრეკო და რომ იცოდე რამდენი ვინერვიულე ზუკას გამო.ლოლა ცუდი გოგა ჰო. ნუ გრძნობებში ვერ გარკვეულა. მადლობა ძქლიან მესიამოვნა ეს შეფასება

№24 სტუმარი nino lomidze

Guli gamitba.

№25  offline წევრი Sevdiani 1990

Didi xania ase araperi momwonebia????♥????
--------------------
T.tatarashvili

№26  offline წევრი Tushma19

Dzalian gansxvavebuli da magari iyo❤️❤️❤️❤️❤️❤️❤️❤️❤️❤️

№27  offline ახალბედა მწერალი K. I.

ოჰ, ლოლა, ლოლა worried არ მიყვარს ასეთი ადამიანები, სანდოები არ არიან. ამ სასიყვარულო სამკუთხედმა რაღაცით "დიდი სახლის პატარა დიასახლისი" გამახსენა. ლოლა პაულაზე კიდევ უფრო ეგოისტი აღმოჩნდა. ზუკა როგორ გასწია გვერდზე? unamused რას ვიზავთ, ასეთია ცხოვრება. ჭრელი ადამიანებით სავსე... სწორი არჩევანი გააკეთა, მაგრამ ზუკა შემეცოდა. არ უნდა ჩამჯდარიყო ციხეში, ლოლამ საბოლოო ჯამში არც მეგობრობა იცის, თავის თავის ქალია რა...
--------------------
When nothing goes right, go left!

№28  offline ახალბედა მწერალი ლორელაი

Sevdiani 1990
Didi xania ase araperi momwonebia????♥????

დიდი მადლობა. ახლა ვნახე ეს კომენტარი

Tushma19
Dzalian gansxvavebuli da magari iyo❤️❤️❤️❤️❤️❤️❤️❤️❤️❤️

მადლობა.ძალიან მიხარია

ქეთი იმერლიშვილი
ოჰ, ლოლა, ლოლა worried არ მიყვარს ასეთი ადამიანები, სანდოები არ არიან. ამ სასიყვარულო სამკუთხედმა რაღაცით "დიდი სახლის პატარა დიასახლისი" გამახსენა. ლოლა პაულაზე კიდევ უფრო ეგოისტი აღმოჩნდა. ზუკა როგორ გასწია გვერდზე? unamused რას ვიზავთ, ასეთია ცხოვრება. ჭრელი ადამიანებით სავსე... სწორი არჩევანი გააკეთა, მაგრამ ზუკა შემეცოდა. არ უნდა ჩამჯდარიყო ციხეში, ლოლამ საბოლოო ჯამში არც მეგობრობა იცის, თავის თავის ქალია რა...

არ მიფიქრია რომ ლოლა პაოლას ჰგავს. პაოლა კიდევ უფრო ნაზი და საყვარწლია, სიმართლე გითხრა ლოლა არ არის საყვარელი. პირიქით, ცოტა ჩამოუყალიბებელი გოგოა. მადლობა რომ წაიკიტხე და აზრი გამიზიარე

№29  offline წევრი ჯულა

დავიწყებ იმით რომ შენი ისტორია პირველად წავიკითხე, საოცრება ხარ, ძალიან გამართულად და კარგად წერ, თითქმის ყველა თავში ამატირე, ბოლო ორ თავზე რომ ვიტირე ეგ კი ზუსტად ვიცი, რა გითხრა? ბოდიში და ლოლა "გულს მირევს" აი რა ვქნა? არც ლუკას ღირსი იყო და ზუკასი მითუმეტეს, აი პირველივე თავიდან, სულ დასაწყისიდან ამოვიჩემე რო ზუკასთან უნდა დარჩენილიყო, ზუკა არის ჩემთვის არ ვიცი რა გითხრა? საოცრად შემიყვარდა, შემეცოდა ასე უპასუხოდ რომ დარჩა მისი გრძნობა, საშინელი სიცარიელე დამრჩა დასასრულის წაკითხვისას, ჩემი ზუკა არ იყო იქ, ხო, ზუკა, ჩემდაუნებურად მივისაკუთრე, გულდაწყვეტილი ვარ, საშინლად.

№30  offline ახალბედა მწერალი ლორელაი

ჯულა

ახლა არმოვაჩინე ეს კომენტარი. ძალიან მიხარია რომ ასე მოგეწონეთ. ლოლა არ არის კარგი გოგო, მაგრამ ცხოვრებაში ასეც ხდება. არ მინდოდა გული დამეწყვიტა, ვწუხვარ

სახელი: *
  • bowtiesmilelaughingblushsmileyrelaxedsmirk
    heart_eyeskissing_heartkissing_closed_eyesflushedrelievedsatisfiedgrin
    winkstuck_out_tongue_winking_eyestuck_out_tongue_closed_eyesgrinningkissingstuck_out_tonguesleeping
    worriedfrowninganguishedopen_mouthgrimacingconfusedhushed
    expressionlessunamusedsweat_smilesweatdisappointed_relievedwearypensive
    disappointedconfoundedfearfulcold_sweatperseverecrysob
    joyastonishedscreamtired_faceangryragetriumph
    sleepyyummasksunglassesdizzy_faceimpsmiling_imp
    neutral_faceno_mouthinnocent