სექსუალური განათლება (დასასრული)
ვატოს მდგომარეობა აშკარად უკეთესდებოდა მაგრამ ძალიან ნელა, ამას აღარავინ ჩიოდა მთავარია რომ წინსვლა იყო მისი გამოჯანმრთელებისკენ. გიგის მდგომარეობა ისევ უცვლელი იყო, ისევ კომაში იყო და არც საიმედოდ გვეუბნებოდნენ რაიმეს და არც იმედს გვიკარგავდნენ. რათქმა უნდა ესეც კარგი იყო რომ რაღაც იმედი მაინც არსებობდა. - ნეტა იცოდე როგორ მინდა დროზე გამოვიდე აქედან- ეუბნებოდა ვატო დათოს როდესაც მის სანახავად შევიკრიბეთ - მალე დედა ძალიან მალე ადგები,,, შენ ისეთი ბიჭი ხარ.. - კარგი რა დედა, ხო იცი არ მიყვარს ესეთი საუბარი... - თუ რამე საქმე გაქ მითხარი და მოვაგვარებ- უთხრა დათომ- მარა ისედაც ყველა და ყველაფერი მიხედილია - ვიცი ძმაო ვიცი...ნატა..- გამომხედა მე - გისმენ ვატო... - სახელი რა დაარქვი ბავშვს?! - ჯერ არაფერი ვატო... ფიქტიური მეტრიკა მაქვს აღებული და ჯერ არაფერი ჩამიწერია გვარიც ჩემი აქვს რავიცი- თავი გავაქნიე - რატომ შენი?- გაიკვირვა ვატომ - უშენოდ ეგ ამბავი არ გამოვიდოდა... შენ უნდა მოინდომო რომ შენი გვარი ჰქონდეს... - ააა ხო.. ჩვენ ხომ ოფიციალურ ქორწინებაში არ ვართ..- დამეთანხმა და დათოც და ანაც ჩუმად გვისმენდნენ- მერე დავწეროთ ბურდული.... და სახელი...- მე გამომხედა- თუ შენ წინააღმდეგი არ იქნები მინდა დათო დავარქვა - თქვა და დათმ გაოცებული მიმიკა ვეღარ მოიშორა - დავით ჩემი ძმა ხარ ხოიცი - ვატო ბაზარი არააა. თ მაგ პატივს დამდებ...- ბედნიერად უთხრა. - მოკლედ ხვალ იურისტი აქ იყოს დავით, ჩემი შვილი და გავაფორმოთ დავით ბურდული..- კმაყოფილმა დახუჭა თვალი აშკარად დასვენება უნდოდა ფიქრებში წავიდა ღიმილით. მეორე დღს მართლაც რომ ყველა ფორმალური საკითხი მარტივად მოგვარდა ირაკლის დახმარებით. საბედნიეროდ ვატოს სრულწლოვანებამ ჩემი დაფეხმძიმების პროცესში ძალიან შეგვიწყო ხელი, და არც საპრობლემო არაფერი იქნებოდა თუ ვინმე არამკითხე მოამბე არ გამოჩნდებოდა. ბავშვის ნახა ვატომ ხელში ვერ დაიკავა მაგრამ ნახა, ანა კი ხელლიდან არ უშვებდა... არ ვიცი ბებიობის სიტკბოს მიხვდა თუ რა იყო მაგრამ ბავშვმა მართლაც დაალაგა სიტუაცია. საქმეებს მოვრჩით და სახლში წამოვედით. როგორც ყოველთის ახლაც დათომ წამოგვიყვანა. - მიხარია რომ ყველაფერი დალაგა-კმაყოფილმა თქვა დათომ - მეც - ახლა გიგი... აუ გიგი მოდი აზრზე რაა- ინატრა გულით - მოვა დათო მოვა-დავაიმედე- დათო აფთიაქთან გამიჩერე ერთი წუთით ბავშვისთვის რაღაცეების ყიდვა მინდოდა, გადმოვედი ბავშვით და აფთიაქს მივაშურე, რა საქმეც მქონდა მოვითავე და გამოვედი - კახპას სალამიიი- ცინიკური, აგრესიული, საზიზღარი და ნაცნობი ხმა... ვაჟა- რა იყო რა გიკვირს?? ჩემი დანახვა?? თუ შენი რეალური სახელის გაგება? - შენ.. შენ რეებს ბოდავ და რას ყვირი.. - რაიყო არ გინდა შენი ვინაობა გაიგონ?- დამცინოდა, მოვტრიალდი და გაცლა დავაპირე - სად მიდიხარ? - ხელი ჩამკიდა მკლავში - ვაჟა შემეშვი.. - ეს ვისია? ვატოსი??? უი ხო გავიგე ეგ ამბები.. - ხელი გამიშვი და წესიერად ილაპარაკე- ხელი გამოვქაცე და ბავშვი უხეშად შევანჯღრიე რაზეც ტირილი მორთო, გამვლელ გამომვლელი გვაკვირდებოდა - რა გინდა?! - ვკითხე გულწრფელად - რა მინდა??... ის რაც აქამდე მინდოდა...დედას მო...ავ შენს ვატოს... მაგ ლაწირაკს....უკვე პრინციპის ამბავია გაიგე??- დამიყვირა - ხელი ბიჭო - დათოს ხმა გავიგე და ვაჟას და ჩემს წინ ჩადგა- შენ თუ სუნთქავდი კიდე არ მეგონა- დასცინა დათომ - ვსუნთქავ? ჩემს ცხოვრებას მართლა სუნთქვა თუ ქვია... - ხოდა ისუნთქე სანამ ეგეც აგეკრძალა - ვისუნთქებ ოღონდ მშვიდად მაშინ როცა თქვენ სისხლს დავლევ..- გაეჭიმა ვაჟა - ეეეეეეე ვაჟაააააა...- დაეძაბა დათ - ეხლა არ გვინდა აქ ამდენ ხალხში და ამ მანდილოსანთან... რამე გინდა? მოდი და მოითხოვე გაიგე?! - მოვალ.... აუცილებლად მოვალ...- თითი დაუქნია ვაჟამ - არავის წააჭამო რა ,,,,ნატა შენთან ბოდიში რა - მითხრა და მანქანაში ჩამსვა და გზა განვაგრძეთ - საიდან გამოხტა რა უნდა???- გავიკვირვე - შენ არ ინერვიულო ვიცი რაც უნდა და... როგორც შემდგომ გავიგე ვაჟა ციხიდან რომ გამოსულა, აღარც ოჯახი აღარც კარიერა, აღარც მეგობრები... დაენგრა ომთელი ცხოვრება სრულიად... შემეცოდა როცა გავიგე მაგრამ ამ ყველაფერში ვატოს ადანაშაულებდა და ეს ყველაზე მეტად მაფიქრებდა. ადამიანს რომელსაც დასაკარგი არაფერი აქვს მისი შეჩერება შეუძლებელია. ცოტა შიშის გრძნობა მეც გამიჩნდა, მით უმეტეს გვერდით არავინ მყავდა.... * * * ოთხი წელია გასული რაც საქართველოდან წამოსულა მომიწია. ოთხი წელია რაც ჩემ დასთან ვარ ევროპაში. ამ ოთხი წლის განმავლობაში მხოლოდ ინტერნეტის საშვლებით თუ ვახერხებდი ჩემი შვილის მიხედვას, ყურადღების მიქცევას. ისიც არ ვიცი საერთოდ უყვარვა კი? ცოტა არარის 4 წელი თან როდესაც ბავშვი გარემოს და ადამიანების აღქმას იწყებს როგორ უნდა მიხვდეს დედა რაარის ან ვინ არის თუ კი გვერდით არ ჰყავს?! ძალიან ვდარდობ ყოველ დღე ამ ამბავზე მაგრამ ზუსტად ვიცი რომ ვატო შეძლებდა რომ დათუნასთვის ჩაენაცვებინა არა მაგრამ შეემსუბუქებინა უდედობა. თითქმის ყოველდღე სკაიპით ვუკავშირდები მათ და ვსაუბრობ. დღეს საღამოსაც იგივეს ვგეგმავ და აი სამსახურიდან შინ მივიჩქარი რომ დროულად ჩავერთ მათთან კავშირზე. სწრაფად ავირბინე კიბეები და კარს ჩემი გასაღები მოვარგე - ეკა სახლში ხარ?- დავიძახე, პასუხი არ გამცა არავინ, კარგია მარტო ვარ. უცბად მოვწესრიგდი საშინაო ფორმაშ და კომპიუტერს მივუჯექი - როგორ ხართ?- მონიტორზე ანა გამოჩნდა - არაგვიშავს ნატა შენ როგორ ხარ? მორჩი მუშაობას? - კი დღს ადრე დავამთავრე ... მოვიდა ბაღიდან დათუნა? - კი კი ეხლავე დაგალაპარეკბ..- ეკრანთან ბავშვი მომიყვანა, დათნა ძალიან ჰგავდა ვატოსაც და მეც, ვატოსავიტ ხუჭუჭ და მიმზიდველი ნაკვთები ჰქონდა, ჩემი საის ნაწილებიც ეტყობოდა სახეზე.. დავუწყე ეკრანიდან ფერება და სიყვარული, გამოვკითხე ბაღის ამბები, ხომ არ აბრაზებს ბებოს და მამას და ა შ, ვუთხარი რომ ძალიან მიყვარს და მალე ვნახავდი.. - თქვენ როგორ ხართ რამე ხომ არ გინდათ?- ვკითხე ანას როდესაც დათუნა სათამაშოდ გავარდა და აღარ მოინდომა ჩემთან ლაპარაკი - არა ნატა ჩვენ ყველაფერი კარგად გვაქვს ბავშვსაც ყველაფერი აქვს... ის რაც გამოაგზავნე ზოგირამ დიდი მოუვიდა მაგრამ არაუშავს - ვატო სად არის?- ვკითხე ანას - გასულია- სადღაც გავიდა და მოვა... - იცოდა რომ უნდა დამერეკა? - კი ვუთხარი,,, საქმე გამოუჩნდა და გასულა მოუწია რომ მოვა ვეტყვი რომ დაგირეკოს.. - არა ანა არ გინდა... თ მოუნდება ისედაც დარეკავს... კარგი მაშინ მიხედეთ საქმეებს და დაგირეკავთ ისევ- გავთიშე მონიტორი და სკამზევე დავრჩი უძრავად. * * * ვაჟას გამოჩენა ძალიან მაღიზიანებდა, მაგრამ მე რა უნდა მეთქვა ან მექნა?! დათოს ძალიან ვთხოვე რომ ვატოსთვის არ ეთქვა ვაჟას ამბავი და არ ენერვიულა - არც ვაპირებ ნატა, იქ დაბმულ კაცს მაგას როგორ ვეტყვი ხომ გადაირია?!,,, მე თთონ მივხედავ - დათო დაანებე თავი იქნება და დაჭყნბარდეს თავისით... - ნატა რაღაც მინდა გითხრა მაგრამ ცუდად არ გამიგო რა - გისმენ დათო.. - არ გინდა რომ ვატოს მამის სახლში გადახვიდე ცოტა ხნით?!...მაინც მარტო ნუ იქნები რაა - რას ამბობ დათ... შენ ხომ იცი მაგას არ ვიზავ - გავიკვირვე ძალიან რადგანაც ნამდვილად არ მჭირდებოდა ზედმეტი ჭორები რომ კისერზე ვაზივარ ვატოს - მაგას მირჩევნია ვიქირავო ბინა და ისე გადავიდე.. - კარგი მაშინ ...- დაფიქრდა დათო..- ჩემები აქირავებენ მაინც ბინას და იქ გადადი და იყავი,,, მე დაველაპარაკები ჩემებს - უხერხულია დათო.. - არარის დამიჯერე... მოვაგვარებ.. მართლაც რამდენიმე დღეში აბარგება დავიწყე, საჭირო ნივთები გადავიტანე მხოლოდ ის რაც დამჭირდებოდა, იქ ფაქტიურად ყველაფერი იყო თანაც დიდი ხნით მაინც არ ვაპირებდი იქ გაჩერებას და მარტივად გადავედი. დედა კი სახლში დარჩა მე უბრალოდ ვატოს სავადმყოფოსთან ახლოს ყოფნა მოვიმიზეზე, ვატოს გამოწერამდე ასე ჯობდა დათოს თქმით თორემ თავადაც იმდენი საქმე ჰქონდა ეხლა კიდევ წამდაუწუმ ჩემს მოკითხვას ვერ დაიწყებდა. - რატომ გადახვედი?- მკითხა ვატომ როდესაც მივაკითხე სავადმყოფოში - ცალკე მინდოდა ყოფნმა ცოტა ხნით - დათოს გავხედე - და რა მ,ოხდა რომ გადავიდა? ან შენ საიდან გაიგე?- ჰკითხა დათომ -რას ქვია საიდან გავიგე?- გაიკვირვა ვატომ- ე. ი. არ აპირებდით რომ გეთქვათ?? - არა ეგ რა შუაშია..- დავიწყე მე - რა ხდება ?! არ იტყვით?- გაბრაზდა ვატო - არაფერი ვატო..ასე აჯობებს სანამ აქ ხარ რა...- უთხრა დათმ - გასაგებია აჯობებს და იყოს მასე მარა... მიზეზი?!- მე ხმას არ ვიღებდი დათოს მივანდე გადაწყვეტილება რას იზამდა - იტოკში ეხლა არ დაიწყო რა....-წინასწარ შეამზადა დათომ- ვაჟა გამოჩნდა - რა?- საწოლზე ოდნავ წამოიწია ვატო- ეგ ცოცხალია ვაფშე?... მერე რა რო გამოჩნდა?? - მერე ძმაო შენ არ იცი გამწარებული განადგურებული კაცი რომ საშიშია?- - ვაჟა??,,, საშიში? ....ალბათ ღადაობ ხო?... გამოვალ ამ დღებში აქედან და განახებ საშიშს - ხოდა ზუსტადაც სანამ გამოხვალ იყოს ნატა იმ ბინაში რა პრობლემაა?! - კარგი იყოს.. პრობლემა არაა მაგაში.. შენ კარგად იცი პრობლემა რაშია და ჩაიჭერი ხო იცი - კაი ეხლა ნუ დაიწყე... უბრალოდ გაგიფრთხილდი.- თავი იმართლა დათომ - ცუდად გამიფრთხილდი... ხო იცი რომ ეგეთი რაღაცეები არ იმალება - განაწყენდა ვატო. * * * ვატო რამდენიმე დღეში გამოწერეს, სრულად კარგად ვერ იყო მკურნალობა სახლში უნდა გაეგრძელებინმა მაგრამ რაც მთავარია გარეთ იყო. მ,ეც ბევრად მშვიდად და კარგად ვგრძნობდი თავს. ბავშვს თავად აკითხავდა სანახავად, ხან სასეირნოდ გაყავდა ხანაც რაღაცეები მოჰქონდა, მაგრამ მეტი არაფერი, ჩვენ ასე ვთქვათ ბავშვი გვაკავშირებდა ამ ეტაპზე. - შენ როდის გადადიხარ სახლში?-მკითხა ერთ დღესაც -ხვალ გადავალ, ბევრი აღარაფერი დამრჩა აქ - კარგია... მარტო ცოდო ხარ დედაშენი მაინც მოგეხმარება, მეც საქმეები მაქ და ესე ხშირად ვეღარ მოვალხომე - ხომ მშვიდობაა? -კი.. პირადი საქმეები-მოკლედ მიპასუხა - გასაგებია... - ვჟაზე არაფერი გაგიგია? -მკითხა მე - არაა... რატომ მეკითხები?? - გამიკვირდა - ვერ ვპოულობ და მიკვირს... საღამო იყო როდესაც დათუნას ვაძინებდი, ის იყო საწოლში ჩავაწვინე რომ კარზე ზარის ხმა გაისმა. ფრთხილად გამოვედი ოთახიდან, და ვიკითხე ვინ იყო..ხმა არავინ გამცა, დათო ან ვატო მეგონა..უფრო ვატო და დაუფიქრებლად გავაღე კარი, ვაჟა - შენ?- გამიკვირდა - ხო მე .. შემოვალ..- სახლში შემოსასვლელად დაიძრა და კარის მიხურვა ვცადე მაგრამ შემომასწრო - ახლავე წადი... სალაპარაკო არაფერი გვაქვს მე და შენ - რა უზრდელი ხარ... სტუმარს ასე იღებ?.. იქნება მე მაქ სათქმელი.. - გისმენ და მიბრძანდი... - წამო შევიდეთ ოთახში...-თავად შემიპატიჟა - შენ სულ გაგიჟდი ხო? - კარის გაღება ვცადე რომ გამეშვა მაგრამ ამაოდ - ხომ გითხარი საქმე მაქთქო... არ გინდა წყნარად ლაპარაკი?! კარგი...- არ მახსოვს ასე უცბად როგორ მაგრამ მისაღების ოთახშ რომ წავიქეცი ისე მომიქნია მაშინ მივხვდი რაც მოხდა - რა გინდა ვაჟა... ჩუმად ვლაპარაკობდი რომ ბავვს არ გაღვიძებოდა, მეშინოდა ძალიან მეშინოდა შეშლილი და გამწარებული სახე ჰქონდა... - რაც მინდოდა ისევ ის... არა შენ არ იფიქრო შენნაირი ბოზები მომწონდეს... -დამცინოდა- უბრალოდ რის გამოც ატყდა ეს ამბავი და რის გამოც დამენგრა ყველაფერი ბარემ მივიღო რა.... - ვაჟა .. არ გინდა ეგეთები... ნუ მაშინებ - ვთხოვე და კედლისკენ მივჩოჩდი ჭამომჯდარი - არ მინდა???.... მდააააა... არ მინდა მარა საჭიროა იცი...შენ.. აი შენ რომ წესიერად მოქცეულიყავი..... აი ის ვაჟბატონი რომ... უი მართლა სად არის?? -- არ შემოგვიერთდება? - აშკარად ცუდი დღე მელოდა.. რა უნდა მექნა?! ძალიან სწრაფად წამოვხტი და კარებისკენ გავვარდი, არც ვაჟას გამოპარვია ჩემი ვითომ სწრაფი მოქმედება და გაქცეულზე ფეხი დამიდო და შემოსასვლელში გავიშხლართე.. ზემოდან შემომაჯდა და გამწარებული ხელების ქნევით ვცდილობდი მის მოშორებას... როგორც იქნა მოვიფიქრე და ფეხი ამოვცხე... ტკივილისგან მოდუნდა და მეც დრო ვიზელთე და სამზარეულოსკენ გავიქეცი... მალევე შემომყვა უკან და თმებში დამწვდა, შემომაბრუნა და სახეში დამარტყა.. დაბნელდა ყველაფერი,,, გავმწარდი,,, ხელი დამავლო და მაგიდისკენ მომიქნია და ჩემსკენ წამოვიდა... არ ვიცი როგორ მოვახერხე და იქვე დანა იდო პურის საჭრელი დავავლე და მარჯვენა მკერში ჩავასე... მახსოვს შესასვლელის იატაკზე ვიჯექი მცირე სისხლით.. ვაჟას სხეული სამზარეულოში ეგდო... ღამე იყო.. არავის ველოდი.. არავის ვახსოვდი.. საძინებელში ბავშვს ეძნა... რა მექნა?! ალბათ რამოდენიმე საათი გავატარე ასე ბავშთან ოთახშ ვიჯექი და ვაკვირდებოდი მის თითოეულ ამოსუნთქვას... ვატოსთვის არ დამირეკავს.. აღარ მინდოდა მისი ახალ შარში გახვევა.. არც ჩემი შვილის დაზარალება მინდოდა... ტელეფონი ამოვიღე.. - ეკა როგორ ხარ?- ჩემს დას დაურეკე - კარგად შენ? მიკვირს რომ რეკავ.. - ხოო...ეკა შენთან მოვდივარ... - როდის?- მკითხა და არც უკითხავს თ რატომ - ახლავე....-წუთით ორივე გავჩუმდით - კარგი გელოდები.... - დედას დაურეკე რა ... - კარგი კარგი... რამეს ვიზავ...- ზედმეტი კითხვების გარეშე ვხვდებოდით ერთმანეტის ხასიათს და ამბავს და ეს ყველაზე მნიშვნელოვანი იყო... - ვატო.. - ხო ნატა ხო მშვიდობაა ამ ღამეს.. - შეგიძლია მოხვიდე? - მშვიდობაა??-შეშფოთებულმა მკითხა... - მოდი - გავთიშე.. სამი წერილი დავტოვე, ვატოსთის პოლიციისთის და დედასთის.. დათნა დავტოვე იქვე ვიცოდი ვატო მალევე მოვიდოდა და ისე გამოვედი იმ სახლიდან,, დაახლოებით გავთვალე, ვატოს მისვლა ცოტა მოცდა შემდეგ პოლიცია შემდეგ დრო ძებნა.. ვიცი ვატო არ გამწირავდა დასაწერად და მაქსიმალურ დროს მომცემდა.. გავრისკე და თურქეთისკენ გავემგზავრე, იქიდან კი ევროპაში გადავიდოდი ოთხი წელია ევროპაში ვარ.. არ ვიცი სწორად მოვიქეცი თუ არა მაგრამ ციხეში მოხვედრის საფასურად მივატოვე ყველა და ყველაფერი... მიღრდა როო?! დედაჩემი ამ ამბავს შეეწირა და თანაც ისე წავიდა იმ ქვეყნად მე ვერც კი გავაცილე,მარტო ეკამ შეძლო იქ წასულა... ჩემი შვილი ისე გაიზარდა დედა ცოცხლად არ უნახავს... ვატო??? ვატო ძალიან ნაწყენია დღემდე ჩემზე და საერთოდ რაიმეს გრძნობს თ არა ჩემს მიმართ ეგეც აღარ ვიცი და არც ველაპარაკები მაგ თემაზე... მადლობელი ვარ რომ შვილს უვლის და მასთან ურთიერთბის საშვალება მომცა... ყოველ საუბარზე იმედი მაქვს რომ დამელაპარაკება იმაზე რაც მე მაინტერესებს... ჩამოვლენ ცოტა ხნით ჩემთან თ არა??? ვნახოთ დღეს თ დარეკა..... მახსოვს ვატოსთან ერთ ერთი საუბარი:"შენ მე მიმატოვე და ბავშვიც, შენ დაგავიწყდა მე ვინ ვარ და რა შემილია... მეტს არაფერს გეტყვი"- ეს იყო სიტყვები რომნლის მეტი აღარაფერი გაუმეტებია ჩემთვის, გარდა იმისა თ დათნას არ ეხება თემა. მინდა ერთ რამე ვთქვა. დიდი მადლობა ყველას ვინც კითხულობდით. ეს ისტორია ყველა თქვენგანის მონაწილეობით არის დაწერილი, მე იმას ვწერდი რაც თქვენ გინდოდათ რაც მოგეწონათ და რაც მოთხოვნადია, მადლობა თთოეულ თქვენგანს :* |
ტესტები
აქტიური მწერლები
აქტიური მწერლები
.:დღის აქტიური მკითხველი:.
ქალის და მამაკაცის ურთიერთობაში უპირველესი არის?
ყველა გამოკ
.:შემოგვიერთდით FACEBOOK-ზე:.