შესვლა
რეგისტრაცია
რეკლამა

მოახლოება (VII თავი)


28-11-2017, 20:01
ავტორი teddy))
ნანახია 1 825

VII თავი
თანდათანობით სიცივე სითბოში იზრდებოდა, ბუნება უფრო მეტ სილაღეს იჩენდა, ერთი თვე იყო გასული, რაც ნიკა გაბაშვილი არ მენახა. მხოლოდ ერთხელ შევავლე თვალი ,,ევროპის“ უნივერსიტეტში, ისიც შორიდან. მაღალ, შუა ხნის ქერა ქალბატონს, რაღაცას ელაპარაკებოდა და მალევე წავიდა. მე კი მისვლა ვერ გავბედე, ვიდექი და უბრალოდ შევცქეროდი. დაღლილი და დადარდიანებული სახე ჰქონდა.
თითქოს ის წლები ამინაზღაურა, როდესაც არ მყავდა ნანახი, შემდეგ კი გაქრობა ჩათვალა საჭირო.
უნივერსიტეტში, დათოს მხოლოდ თავის დაკვრით ვესალმებოდი, ისიც მხოლოდ ამ ჟესტით შემოიარგლებოდა. ერთ დღეს ლექციაზე, რადგან დაგვიანებით მივედი და სხვა ადგილი არ იყო, შუა რიგებში, დათოს გვერდზე მომიწია დაჯდომა. ლექტორმა კი მოინდომა, წყვილებში გვემუშავა, რაღაც საკითხზე.
-დათო, მგონი ეს, ესე ჯობს, არა?-ფურცელზე მოვუხაზე ჩემი გეგმა.
-არა, ასე ჯობს, რადგან ეს უფრო შემოსავლიანია!
-და არ ფიქრობ, რომ როდესაც ამას შევამცირებთ-თან ფანქრით ვუჩვენებდი ჩემს ნახაზს ფურცელზე-და ამას გავზრდით, მაშინ გაიზრდება შემოსავალიც!
-ვერ შევთანხმდებით!-დათომ ფანქარი მაგიდაზე დააგდო და ფეხზე წამოვარდა და უთქმელად გავიდა გარეთ. გაყოლა ვიფიქრე, თუმცა ჯობდა იქ დავრჩენილიყავი, სადაც ვიმყოფებოდი.
***
-თაია, ზეგ გამოგივლი და ერთად წავიდეთ, ხო?-მეკითხება, თამთა.
-ხო, მასე ჯობს!-ვეუბნები და კაბას საუთოვებელზე ვდებ. ჩვენმა კლასმა გადავწყვიტეთ, ხვალინდელი დასვენება, ერთად გაგვეტარებინა და მცხეთაში, ერთ-ერთ რესტორანში ვარჩიეთ წასვლა.
... და აი, ეს დღეს მოვიდა! რამდენი ხანია, ყველა ერთად არ შევკრებივართ.
რესტორნის შესასვლელთან მძღოლმა მანქანა გააჩერდა და მე და თამთაც გადმოვედით. ეზოში უამრავი ქვევრი ეწყო, აქეთ-იქით ხის საქანელები და ყვავილები იწონებდნენ თავს. მეორე სართულიდან ჩვენი კლასელები მოჩანდნენ. ქვის კიბეებით მაღლა ავდივართ. ყველას სათითაოდ ვნახულობთ და მონატრებულები ერთმანეთის კითხვით ვითრობთ თავს.
-რა მოგივიდა?-ეუბნება ნინი, გაბაშვილს.
-კარები მომხდვა.-უდარდელად სცემს პასუხს. მარცხენა თვალი დალურჯები აქვს, ლოყაზე კი ნაკაწრები.
-ასე რა ნაირად მოგხვდა, კარები?
-ნინი, გაჩვენო როგორ მომხვდა კარები და მარჯვენა თვალიც დავიზიანო?!
-აბა, მომაწოდეთ ჭიქები, სკოლის პერიოდში კარგად თვრებოდით ხოლმე!
-ის გახსოვთ, ზურა რომ დათვრა და მეორე დღეს სკოლაში მოსული ,,პახმელიაზე“ რომ იყო. ამ დროს, ფიზიკის მასწავლებელს, ჩანთაში ახალი ნაყიდი კიტრის მწნილი ედო და გასაღების ძებნაში მისი ნივთები რომ ამოალაგა, მათ შორის კიტრის მწნილის ქილა და ზურამ რომ ააცალა, ნაბახუსევზე კარგიაო.
-და ის, ბიოლოგიის მასწავლებელს ხვლიკი რომ ჩავუსვით ჟურნალში, მერე იმით ვიმართლეთ თავი, ხომ სულ იძახდით, პრაქტიკულ სამუშაოებს ვერ გიტარებთ, სათანადო პირობები არ გვაქვსო.
-ვიცეკოთ?-თანდათანობით ყველა საცეკვაოდ იკრიფება, ნიკა, კი ჩემკენ გადმოიხარა და შემომთავაზა. ფეხზე ვდგები და ჩვენც სხვა მოცეკვავეებს ვუერთებით. ნიკას, წელზე აქვს ხელი შემოხვეული, მე მის მხრებზე მიწყვია ხელები და ღრმად ჩასუნთქვით ვცდილობ, ნერვიულობა გავფანტო. არც მე და არც ნიკა ნასვამები არ ვართ, ორივე არასდროს ვსვამდით, თუ არ გავიხსენებთ ჩემს შემთხვევას...
-ნამდვილად კარგად ხარ?-ვანიშნებ, მის დალურჯებულ თვალზე და ნაკაწრებზე.
-ჩემზე დარდობ?-ისე ეღიმება, თითქოს ბავშვი იყოს და შოკოლადებით სავსე ყუთი დაენახა.
-რახან გკითხე, ესეიგი მაინტერესებს...
-კარგი, შევეცდები, მეორედ ასე არ მნახო, რომ გული აღარ გატკინო!-ეღიმება მას. კლასელების ნათქვამზე გარეთ გავდივართ და ფოტოებს ვიღებთ. ნიკა, ჩემს გვერდზე დგას, რაღაცას იძახის, არ მესმის, მე კი ღიმილიანი სახით შევყურებ კამერას. ყველა შიგნით შედის, მე და გაბაშვილი კი გარეთ ვრჩებით.
-არ მეგონა, დღეს თუ გნახავდი!-ზურგიდან ჩახლეჩილი ხმა გვესმის. ნიკა ხმის გაგონებისას, სწრაფად ტრიალდება უკან. კაცს ცისფერი მაისური აცვია, ხელზე მაჯის საათი უკეთია, რომელსაც უმნიშვენლოდ აწვალებს. სახე შეწითლებული აქვს, აშკარად ნასვამია.
-არც მე გელოდი, არც თუ ისე სასიამოვნო დამთხვევაა!-ეუბნება, ნიკა.
-ღამურა, ნახე ვინ ყოფილა აქ!-გასძახის მეორე მამაკაცს, რომელიც იქვე ტრიალებს.
-თაია, შედი შიგნით!-მეუბნება, ნიკა, მაგრამ საფრთხეს ვგრძნობ და ადგილიდან არ ვიძვრი.
-ეს ლამაზი გოგონა ვინ არის?-კაცი,ზევიდან ქვემოთ მკლავზე მისვამს ხელს. ამას შემხედვარე, ნიკა მისკენ იწევა და სახეში მუშტს უთავაზებს.
-რას აკეთებ?-მის გაშველებას ვცდილობ. ამასობაში, ღამურას ხელი, ნიკას ყბაში ხვდება. ტუჩი უსკდება და ამის შემხედვარე ვცდილობ გონება არ დამებინდოს. ნიკა, დაზიანებულ ადგილას ხელს ისვამს და ღამურა და ცისფერ მაისურიანი კაცი მათ მეგობრებს გაყავთ:
-ჯერ არ გვინდა შარი!-ამშვიდებენ, მათთან მყოფი კაცები.
-კარგად ხარ?-ვეკითხები, მას. სინამდვილეში მოსახედი მე ვარ. პულსი აჩქარებული მაქვს, თვალებიც ცრემლებით მაქვს ავსებული და მთელი სხეულიც ვცახცახებ.
-მგონი, ეს შენ უნდა შეგეკითხო.-იცინის, გაბაშვილი.
-დაკვირვებული ყოფილხარ!-მეღიმება მეც.-ვინ იყვნენ?
-ახლა, ამაზე საუბარი, არ გვინდა!-იძახის და ფეხზე დგება.-თაია, გინდა გავიპაროთ?
-სად გავიპაროთ?-დაბნეული, თვალებს აქეთ-იქით ვაცეცებ.
-გაპარვაზე, სხვა რამისკენ ხომ არ წახვედი?-ხმამაღლა ხარხარებს, ნიკა.-გავისეირნოთ მეთქი!
-სულაც, არა!-სირცხვილისგან ლოყები მიწითლდება, იმიტომ რომ თავიდანვე ვერ მივხდვი, თუ რას გულისხმობდა.
-თან არაფერი მაქვს, არც ქურთუკი, არც ჩანთა...-
-მაგაზე არ იდარდო, ჩემს ქურთუკს მოგცემ, ჩანთას კი თამთა მიხედავს!
მანქანაში ვსხდებით და ცოტახანში ჯვარზე ავდივართ ყოველთვის მიყვარდა ეს ადგილი, ყოველთვის სხვანაირი მეჩვენებოდა, აქ, შემაღლებულ ადგილას. პირჯვარს ვიწერთ და ეკლეასიაში შევდვირთ. ხატების წინ ვლოცულობთ, სანთლებს ვანთებთ და გარეთ გამოვდივართ.
-ბავშობიდან განსაკუთრებით მიყვარდა, ჯვარი!-ამბობს, ნიკა და ხედს გაჰყურებს. ირგვლივ ყველაფერი განათებულია, მდინარეები ღამის სიბნელეში დიდ თევზად მოგეჩვენება, თავზე კი გეგონება ყვითელი ჩიტები დაფრინავენო, ისე ანათებენ ლამპიონები. სიმყუდროვეს ჩემი მობილურის ხმა გვირღვევს:
-გისმენ, თამთა!
-სად ხართ?-კითხულობს, ის, შორიდან კი ბაჩოს ხმაც მესმის.
-ჯვარზე!
-აქ არ ხართ?-დაბნეული მეკითხება.
-კარგი, დროებით!-მეღიმება და ყურმილს ვთიშავ.
იქიდან ფეხით ვაგრძელებთ გზას. სვეტიცხოველთან ვჩერდებით და იქიდან კი ერთ-ერთ სკამზე ვჯდებით. გარშემო, უამრავი ტურისტია, ჩაპუტკუნებული ბავშვი, თავის ძმას (ძალიან გვანან) ველოსიპედით სხვადასხვა ილეთებს აჩვენებს, ჩვენ წინ კი სუვენირების გამყიდველი ქალები რაღაცაზე საუბრობენ.
-მოდით, მოდით!-ხელს გვიქნევს, მოკლე თმიანი ქალბატონი.
-ჩვენ?-ორივე ერთდროულად ვიძახით. ქალიც თავს გვიქნევს და მისკენ მივდივართ.
-მოდით, ჯერ სამახსოვრო ფოტო გადაიღეთ...-ორ ფაფახს გვაწვდის.-შეყვარებულ წყვილებს ყოველთვის ვთავაზობ ამას...
მინდა ვუთხრა რომ ჩვენ, არც შეყვარებული წყვილი ვართ და არც ახლო მეგობრები, მაგრამ ორივე ვჩუმდებით. ფაფახს ვიხურებთ და ნიკა ტელეფონს ამზადებს. რამდენიმე ფოტოს ვიღებთ და ქალს უკან ვუბრუნებთ.
-მიხარია რომ გამოჩნდით, ქალბატონო, თორემ თაია, არ მთანხმდებოდა სურათის გადასაღებად...-ნასიამოვნები იძახის, ნიკა.
-ახლა კი ეს ბრელოკი იყიდეთ და წადით!-იცინის, ქალი. ვერცხლისფერი ბრელოკი იყო, რომელსაც უცნაურად მომზირალი გოგო და ბიჭი ეხატა, შეგეძლო დაგეშორებინა და ერთი სხვაგან ჩამოგეკიდა, მეორეც სხვაგან. ქალი ბიჭის მხარეს ხელში მიდებს, გოგონას კი, ნიკას. გაბაშვილი ფულს უტოვებს და ფეხით მივუყვებით ქვაფენილს:
-ახლა ბიჭი მე უნდა მქონდეს და გოგო შენ?!
-ხედავ, ჩემი დავიწყების უფლებას არ გაძლევენ!-კმაყოფილი მეუბნება, ჩემი თანამგზავრი.
-ვეჭვობ, არც შენ!-უკმაყოფილოდ ვიძახი, მე.
კუთხეში ჩამოსასხმელი აპარატი მოჩანს. ყვითელ, პატარა ჭიქებში ჩაის ვისხამთ. მე კენკრას ვირჩევ, ის ლიმონს. ჩვენ გზას მივუყვებით, მე კი ხელში, ცხელი ჩაის ჭიქა ძლივს მიკავია.
ცოტახანში ჩვენს წინ მანქანა ჩერდება და იქიდან საეჭვო პირები გადმოდიან.
-რა ხდება?-ვყვირი და ჭიქაც ძირს მივარდება.
-უფროსმა შემოგითვალა, თუ ჭკვიანად არ იქნება, იცის რა ბედიც ეწევაო!-მხოლოდ ამას ამბობენ და სწრაფადვე მიდიან.
-ნიკა, მეტყვი რა ხდება?-ვტრიალდები მისკენ. ის კი გაჩუმებული დგას და თვალებში მიყურებს, ეტყობა რომ თქმა არ უნდა.
-კარგი, არ ხარ ვალდებული!-ვიძახი და დავარდნილ ჭიქას, ნაგვის ურნაშვი ვუძახებ.





№1 სტუმარი Shorena kiladze

Euh ra Nika sharshia? Specepektebi ikneba? Metki ushvelat rametko da eeh jer AR damtavrdeba xo? Pataraa zalian cknapuna

 


№2  offline წევრი niliki

Ramden xans velodii dzalian kargia

 


№3  offline წევრი teddy))

Shorena kiladze
Euh ra Nika sharshia? Specepektebi ikneba? Metki ushvelat rametko da eeh jer AR damtavrdeba xo? Pataraa zalian cknapuna

niliki
Ramden xans velodii dzalian kargia

გრაფინია
ეს თავი რა სიტუაციაში დაწერე?
კარგად გადახედე და მგონი შენც მიხვდები,რომ ზოგჯერ წინადადება წინადადებას არაადეკვატურად მიჰყვება.
მოვლენიდან მოვლენაზე ხტები ისე,რომ კავშირს კარგავ.
შინაარსი მომწონს.აზრიანიცაა და ინტრიგაც იგრძნობა,მაგრამ აქაც მოულოდნელად წყვეტ თხრობას.
კარგი იქნება მეტი დაკვირვებით თუ დაწერ დათავის მოცულობას გაზრდი.
მომწონს,მაგრამ ეს ხარვეზები ხელს მიშლის კითხვისას სიამოვნების მიღებაში.
წარმატებები მთელი გულით

ძალიან დიდი მადლობა! ცუდათ ვარ და უფრო მაგიტო, სიმართლე ვთქვა, რაღაც სიტყვის დაწერაც კი გამიჭირდა! გადავხედავ და ამ თავიდან შემოგთავაზებთ, ახლა ცუდათ ვარ! ძალიან დიდი მადლობა ❤❤❤❤

 


№4  offline წევრი Mtirala

აუუუ... ახლა შემდეგ თავამდე როგორ მოვითმინო?
შეცდომებიც არის, მაგრამ იმდენი კარგი რაღაც წავიკითხე, რომ კონცენტრაციას ვერ ვახდენ :))
ცუდათ არა - ცუდად.
რამის არა - ლამის.
კიდევ იყო ხარვეზები, მაგრამ მართლა არ მახოვს :))
დათოს ვაფასებ ძალიან, ასეთი საყვარელი ბიჭი იშვიათია.
აი, რაც შეეხება ნიკას.
დარმუნებული ვარ ეს საქმეები თავის ბიძაშვილს, ირაკლის ეხება.
მეიდეალურება ნიკა და რა ვქნა?!
ველოდები მთელი გულით ახალ თავს და როგორ მოვითმენ არ ვიცი.
ეს ისტორია უფრო მეტ მკითხველს იმსახურებს!!!
--------------------
გოგონა ლაბირინთიდან

 


№5  offline წევრი teddy))

Mtirala
აუუუ... ახლა შემდეგ თავამდე როგორ მოვითმინო?
შეცდომებიც არის, მაგრამ იმდენი კარგი რაღაც წავიკითხე, რომ კონცენტრაციას ვერ ვახდენ :))
ცუდათ არა - ცუდად.
რამის არა - ლამის.
კიდევ იყო ხარვეზები, მაგრამ მართლა არ მახოვს :))
დათოს ვაფასებ ძალიან, ასეთი საყვარელი ბიჭი იშვიათია.
აი, რაც შეეხება ნიკას.
დარმუნებული ვარ ეს საქმეები თავის ბიძაშვილს, ირაკლის ეხება.
მეიდეალურება ნიკა და რა ვქნა?!
ველოდები მთელი გულით ახალ თავს და როგორ მოვითმენ არ ვიცი.
ეს ისტორია უფრო მეტ მკითხველს იმსახურებს!!!

ძალიან, ძალიან დიდი მადლობა! ხო, შეცდომები არის... არაფერიც არ უნდა ქნა, მეც ძალიან მიყვარს ჩემი პერსონაჟი, ნიკა! ხო, დათო, მართლაც კარგი ბიჭია! დიდი იმედი მაქვს, დიდხანს არ გალოდინებთ! heart_eyes kissing_heart kissing_heart

 



სახელი: *
  • bowtiesmilelaughingblushsmileyrelaxedsmirk
    heart_eyeskissing_heartkissing_closed_eyesflushedrelievedsatisfiedgrin
    winkstuck_out_tongue_winking_eyestuck_out_tongue_closed_eyesgrinningkissingstuck_out_tonguesleeping
    worriedfrowninganguishedopen_mouthgrimacingconfusedhushed
    expressionlessunamusedsweat_smilesweatdisappointed_relievedwearypensive
    disappointedconfoundedfearfulcold_sweatperseverecrysob
    joyastonishedscreamtired_faceangryragetriumph
    sleepyyummasksunglassesdizzy_faceimpsmiling_imp
    neutral_faceno_mouthinnocent