გაშავდა მთვარე 4 თავი
თუ გჯერავთ,რომ ცის იქით რამე არსებობს,გამოდის არც ისე შორია ღმერთამდე.აქ კი საქმე ლოდინს ეხება,ლოდინს რომელიც ძალიან რთულია.საღამომდე ელოდა გულგახეთქილი დედა თეკლას დაბრუნებას,მაგრამ ცაც ჩამოშავდა,თოვლი წამოვიდა და გოგონა კი არსად არ ჩანდა.იგივე დღეში იყვნენ გიორგის მშობლები.შუაღამით კი მთელი სოფელი,დიდიც და პატარაც დადგა ფეხზე და დაირაზმა ფარნებით ხელში ბავშვების საძებნელად.კვალი კი არსად არ ჩანდა,რადგან ძველი თოვლი ახალმა გადაფარა.ტყეში დაიფანტა ჯგუფებად მამაკაცები და ბავშების სახელების ძახილით მიიწევდნენ წინ,რაც უფრო მიიწევდნენ წინ,რაც უფრო ღრმად შედიოდნენ ტყეში ფერდაკარგულ ნატოს და ინეზას ფეხები აღარ ემორჩილებოდათ წინ წასასვლელად,ერთმანეთის მხარდამხარ იდგნენ და თავად შეშინებულები,ერთმანეთს ამხნევებდნენ ცრემლით სავსე თვალებით.. -ყველაფერი კარგად იქნება,იმედი არ უნდა დავკარგოთ. -ღმერთო ნუ გამწირავ, გთხოვ ნუ წაგვართმევ შვილებს.მოთქვამდნენ გამწარებული დედები.მთელი ერთი კვირის განმავლობაში ეძებდნენ ყველგან,მაგრამ საიმედოს ვერაფერს ვერ მიაგნეს.მხოლოდ მაშინ,როცა თოვლმა იწყო დნობა ერთმა მონადირემ ნახა ტყეში ტანისამოსის ნაგლეჯები და სოფელში სირბილით ავიდა.მონადირის მიერ ნათქვამი ახალი ამბავი სოფლელებმა ერთმანეთს გადასცეს და ისევ დაირაზმა ხალხი,ისევ ტყეში გაიფანტნენ ჯგუფებად და სულ მალე ორი ოჯახიდან გულმოკლული დედების გოდება ისმოდა. -იმედიც დამიკარგე შვილო,გაქრი და სამუდამოდ დაიკარგე,ისე რომ შენი სხეულიც არ მაქვს ნორმალურად დაგიტირო.შენ ისევ აქ ხარ,აქ იქნები მუდამ ჩემთან ჩემს გულში.თქვენ ორივემ თავისუფლებისათვის იბრძოლეთ,მაგრამ ორივემ დამარცდით.მცდარი ნაბიჯი გადადგით და შეცდომამაც არ დააყოვნა. ხალხი სხვის შეცდომებზე სწავლობს და თქვენ ჩვენს შეცდომაზე ისწავლეთ ხალხო,არ დაუშვათ ასეთი შეცდომა შვილები თავად აირჩევს თავიანთ მომავალს. ნუ,ნუ იზამთ,ნუ ჩაერევით მათი მომავლის გადაწყვეტაში.არ გაიმეოროთ ის რაც ჩვენ გავაკეთეთ,ჩვენ ჩვენი დანაშაულით დავკარგეთ შვილები.ჩვენ ორივე ოჯახმა შევცოდეთ და მათ დაუკითხავად გადავწყვიტეთ მათი ბედი.მწარედ მოთქვამდა ნატო მამები კი გულში მჯიღს ირტყამდნენ.ამ ორი ბავშვის დაკარგვის ისტორიამ ძალიან ბევრი ადამიანი აატირა და ძალიან ბევრი ცრემლი დაიღვარა.რთულია დაივიწყო ტკივილი,ტკივილი რომელიც სულ გახსოვს,მაგრამ ცხოვრება გრძელდება და ჩვენ ადამიანები მედგრად ვუდგებით ყველა ტკივილს.იყო ცოცხალი,ეს თითქოს მოვალეობას გვდევს სიცოცხლის ტკვილი და ვცდილობთ,თავს ვაიძულებთ ვიყოთ ძლიერები.მამაკაცებს უფრო უჭირთ ტკივილთან მარტო დარჩენა,მაგრამ თვალებით ამხნევებდნენ ერთმანეთს. -ნუ შეეწინაღმდეგები შენს გრძნობას,თუ ტირილი გინდა იტირე კიდეც და ასე უფრო გაგიადვილდებათ.თუ მარტო გინდათ დარჩენა,ჩვენ ყველა დაგტოვებთ და თქვენ კი თქვენებურად მოიოხეთ გული.ნუ შეგეშინდებათ და ნუ შეგრცხვებათ გრძნობების გამოხატვის.უთხრა დადარდიანებულ მამუკას სოფლის უხუცესმა და მხარზე ხელი მოუთათუნა თანაგრძნობის ნიშნად. -ძია მიხო.ყოველთვის ვცდილობდი,ყველასთვის კარგი მაგალითი ვყოფილიყავი.არ შემიძლია,ვერ მივცემ ჩემს თავს იმის უფლებაა ჩემი ტკივილი ემოციების სახით გამოვხატო.ძალა აღარ მაქვს,ჩემმა ბიჭმა ძალა გამოცლილი დამტოვა,თანვე წაიღო ჩემი სიძლიერე და ასე უმოძრაოდ დამაგდო,ასე შეუბრალებლად. -არ შეიძლება ასე მამუკა. მეტი ძლიერი უნდა იყო,გულზე მოჭარბებულ გრძნობებს ტკივილის სახით მიეცი გარეთ გამოსვლის საშუალება. -არა,ჩემმა სულმა სიცოცხლე შეიზიზღა.ერთადერთი ცრემლი ჩამოუგორდა მამუკას თვალზე და ის იყო და ის,ისე მტკიცედ იდგა თითქოს არანაირი მწუხარება არ ადარდებდა.სულ სხვა თემა იყო მეორე ოჯახში,მირზას და ელზას ერთმენეთის ხელები ეჭირათ და ერთად უხმობდა შვილს ორივე ხმამაღალი ხმით. -რა უნდოდათ ტყეში მარტო შიშველი ხელებით. -გაისეირნეს ტყეში და ალბად უბედური შემთქვევაც უეცრად მოხდა.ათასნაირი ჭორები დადიოდა,მაგრამ სინამდვილე კი არავინ არ იცოდა,გარდა იმისა რაც ხელთ ჰქონდათ,ბავშვების დაგლეჯილი და ტალახში ამთხვრილი ტანისამოსი.რამოდენიმე ხანში,როცა თოვლი კარგად დადნა,მილიციამ ძებნის შედეგა იპოვა ორი ადამიანის დასახიჩრებული გვამი.ჩათვალეს რომ ეს გვამი ეკუთნოდა დაკარგულ ბავშვებს და ოჯახებს გადასცეს.სოფელმა საკადრისად დაიტირა ბავშვები და კიდეც დაასაფლავეს.ნატო და ელზა ძალიან გამოფიტა ტკივილმა და მწუხარებამ.ტრაგედია მოხდა,ორმა ოჯახმა საყვარელი ადამიანი დაკარგა და ბევრი ტირილის შემდეგ გააცნობიერეს,რომ არც ალკოგოლი,არც დამამშვიდებელი მედიკამენტები არ დააბრუნებდა უკან მათ შვილებს.მიხვდნენ,რომ სიყვარული მათ მიმართ არასოდეს განელდება და ტკივილი კი გაყუჩდება ოდესღაც და მათ გულში სასიამოვნო მოგონენებიღა დაიტოვეს. -სიყვარული ხომ თვით ღმერთია და ჩვენი სულის მშვენება.მინდოდა არა ჩემს გულში,არამედ აქ მყოლოდი გვერდით და მეყურებინა შენი ლამაზი თვალებისთვის.რატომ,რატომ დამირჩით მარად 15 წლისანი.თქვენგან მოყენებულმა ტკივილმა სერები გადაიარა,გული დამიგლიჯეთ და ყორანთა კერძი გახადეთ,უსუსური გამხადეთ და თქვენ კი უსიყვარულოდ დააჭკნეთ თქვენი სახელები.გული ამატკივა უთქვენობის ტკივილმა და ამ მტკივანი გულით გატარებთ სიცოცხლის ბოლომდე.-როგორ მინდა კიდევ გავიგონო შენი დაძახებული დედა,დე. რომ მოხდეს სასწაული და შენი ხმა გავიგონო.,რაღაც იმედი რომ მქონდეს,დაუღალავად ავირბენდი ცხოვრების აღმართს და ცრემლებით სავსე კალათს სადღაც მოვისროდი,მაგრამ ეს ხომ შეუძლებელია.ერთად მიდიოდნენ შვილების საფლავზე,ერთად ტიროდნენ და ამავე დროს ერთმანეთს ამხნევებდნენ,ღამე კი ძალა გამოცლილები და დაუძლურებულები ფოტოების ყურებაში ათენებდნენ.მკერდში გული კვნესოდა,მაგრამ ცხოვრება მწარე გაკვეთილებისგან არის შემდგარი და ამ სიმწარისგან სულის ტკივილიც უფრო მწარეა.დრო არ ჩერდება,დრო გარბის და უკან მივყვებით ჩვენ ხან ტკივილით თავდახრილი და განადგურებული,ხან კიდევ სიამაყით თავაწეული და წელში გამართული. -ძნელი სატარებელია გულით ასეთი ძლიერი ტკივილი,ამიტომ უნდა წამოვდგეთ ფეხზე და ამ ტკივილთან ერთად უნდა გავაგრძელოთ ცხოვრება.უიმედობას ვერ მივეჩვევით,უნდა ვაღიაროთ რომ ეს ჩვენი ბრალია.ჩვენი შვილების განაჩენი ჩვენ მათ დაბადებისას გამოვუტანეთ.ჩვენ, ჩვენით დავხატეთ მათი ცხოვრების მომავალი ისე რომ მათ არც დავეკითხეთ. -მართალია,ჩვენ დავაშავეთ მამაკაცებმა და ეს ის ზედმეტი სიხარულის ბრალი იყო,როცა ორი ანგელოზი მოევლინა ჩვენს ოჯახებს.მე ყოველ დღე,ყოველ ღამე სულში ტკივილებს დავდევ მათრახით,მინდა გავდევნო ტკივილი,მაგრამ ვერ გავდევნე,ვერც ჩავახშე,ეს შეუძლებელია. -დედა ხომ ამქვეყნიური ანგელოზია,დედა ხომ ის ადამიანია ვინც ბოლო წუთამდე არ გვშორდება გვერდიდნ და ზრუნავს ჩვენზე. დედა ეს არის საოცარი გრძნობით და შარავანდედით უფლისგან დაჯილდოვებული ადამიანი. დედა, ეს ხომ არის გააფთრებული მხეცი, რომელიც თავისი ნაშიერის გადასარჩენად ყველაფერზეა წამსვლელი. რაც არ უნდა დიდი იყო შვილი დედისათვის ისევ პატარა ბავშვად რჩება.გული ფიქრებით,ტირილით და ცრემლით გადაღლილია,უკვე გაზაფხულს ეგებება ბუნება.დრონი მიჰქრიან და არ გვინდობს ადამიანებს მისი მკაცრი კანონებით,მაგრამ გული არ ბერდება სიცოცხლე უნდა,უნდა შეეხალისოს გაზაფხულს მაგრამ შიგ გულში დაგროვილი ცრემლის გუბე არ გვაძლევს საშუალებას გაუღიმოთ მზეს,ღიმილით შევხედოთ მოჭიკჭიკე ჩიტებს,რადგან იქ დიდი ტკივილი ჯერ კიდევ ბუდობს.გული დაცარიელდა და სევდამ მოიცვა მასში მთელი ის სიცრცე ტკივილთან ერთად,რაც კი თავისუფალი იყო .ახალგაზრდობაც ქრება,სახეზე ღარები ჩნდება,თმებში კი ვერცხლისფერი მატულობს,ცხოვრებას კი ისევ ისე მძიმე ნაბიჯებით მიყვება ორი ოჯახი მის გაუნელებელ ტკივილთან ერთად.დღეს მარტო გაიარა სასაფლაომდე გზა და იქ 15 წლის შემდეგაც ისეთივე გულის ტკივილით დაემხო შვილის საფლავს როგორც ტკივილის პირველივე ხანებში. -მოვედი შვილო,ისევ მოგაკითხე ჩემი ცხოვრება ხომ უშენოდ ჩამქრალი მზე არის.დღეს შენი დაბადების დღეა,დღეს 30 წლის გახდი ჩემო ვაჟკაცო.სადახარ დედა სად მოგილოცო.ნეტავ შენს გვერდით მამყოფა,შენი წასვლის შემდეგ ჩემი გული გაქვავებული ხე არის.არ მაშინებს შვილო სიბერე,არც სიკვდილი არის საშიში როცა ვიცი მანდ შენ მელოდები.მე ხომ ისედაც მკვდარი ვარ ეს წლებია.მე იმ დღეს მოვკვდი,რა დღესაც შენ აქ მოგიყვანეთ შვილო.მეც მალე მოვალ შენთან,სულ მალე.საფლავს ჩაეხუტა და ასე იყო რამოდენიმე საათი,შემდეგ წამოდგა და დანანებით თქვა. -სიკვდილო შენ მე შვილი წამართვი,სიცოცხლის ხალისი მომისპე,მაგრამ კარგად უნდა გესმოდეს და იცოდე,რომ ვერასოდეს ვერ მოკლავ ადამიანში სიყვარულს.წყნარი და ჩუმი ნაბიჯებით დატოვა ის ადგილი და ასე ჩუმად წავიდა სახლისაკენ.თითქოს შეუმჩნევლად მიდიოდა,მაგრამ ყველა ცრემლით სავსე თვალებით აცილებდა სახლისაკენ მიმავალ შაოსან ქალს,რომელიც ძალიან მოეტეხა მის დარდს და ტკივილს.ამ დიდ დარდთან ერთად ცხოვრებაც გრძელდებოდა,მართალია გიორგის და თეკლას გარეშე,მაგრამ დროს ხომ ვერავინ ვერ შეაჩერებს,ამიტომ ყველა და მასთან ერთად ორი შვილ-მკვდარი ოჯახიც მიყვებოდა დროის დინებას.თვალცრემლიანი დედები შვილების ნატვრაში იყვნენ და გიორგი დიდი კომპანიის მმართველი,დიდ საქმეებს უძღოდა. ყველა ადამიანი ინდივიდუალურია,რომლებიც გაბრაზებას სხვადასხვანაირად გამოხატავეს.გიორგის კი არ შეუძლია ემოციების დამალვა,ცდილობს ყველაფერი გულში ჩაიკლას,მაგრამ არ გამოსდის.ამიტომ,როცა ბრაზდება ყველა ხვდება მის გაბრაზებას მისი სახის მიმიკებით.ის გაბრაზებულზე აბსოლიტურად გაუაზრებლად მოქმედებს,როგორიცაა ახლოს მსხვრევადი ნივთები და საგნები.ამიტომ ყველა ერიდება ამ დროს და მარტო უწევს თავის თავთან ბრძოლა.შემდეგ იაზრებს მის გაკეთებულს და თავად უწევს ბიჭებთან შესარიგებლად პირველი ნაბიჯის გადადგმა.ახლაც ძალიან გაბრაზებულია,რადგან კომპანიის იურისტი და ეკონომისტი როგორც იქნა გამოიჭირა გიორგიმ და რასაც ეჭვობდა სრული სიმართლე იყო.გიორგი იმაზე ბრაზობდა,როგორ ვერ შეამჩნია ამდენი ხანი მის გვერდით მდგარ მოღალატეს და თავის თავზე გაბრაზებულმა მისი კაბინეტი ბრძოლის ველს უფრო ჰგავდა ვიდრე სამუშაო კაბინეტს.მუშტებით დაეყრდნო მაგიდას და ღრმად სუნთქავდა,ბოლოს ყველაფერი მიატოვა და კომპანიდან გაბრაზებული არა,გაცოფებული ჩქარი ნაბიჯით გავიდა.უაზროდ დაეხეტებოდა ქუჩებში,რომ ტელეფონზე ნონას ზარი დაფიქსირდა და ღიმილმა გადაუარა სახეზე.როგორ ამშვიდებს ამ ქალთან საუბარი. -ვუსმენ მსოფლიოში ყველაზე კარგ დიასახლისს და მზარეულს,აგრეთვე საუკეთესო მეუღლეს და ბრწყინვალე მეგობარს და შესანიშნავ დედას.ნონამ გულიანად გაიცინა გიორგის შეფასებაზე და ღიმილით უთხრა. -გიო მოდიხარ უკვე ან მალე მოხვალ? -მოვდივარ უკვე და მალე მოვალ,გინდოდა რამე? -მინდოდა ხო,ვერ ჩავალ მარკეტში ნამცვარს ვაცხობ და ძალიან გთხოვ წითელი ღვინო წამოიღე ჩემთვის და თქვენ რაც გინდათ ის აიღე. -რა ხდება,სტუმრები გვყავს?გაუკვირდა გიორგის. -ჩემი სამეგობრო მოდის და კიდევ არ გესიამოვნება,მაგრამ უნდა გითხრა. -რა,ხო მშვიდობაა. -კი მშვიდობაა,გვერდით ბინაში მანანა რომ არის ხომ იცი.მისი ძმიშვილი ყოფილა მოსული და უნდა რომ გაგაცნოს,სიძედ მოსწონხარ თურმე. -რაააა?მე ამ ნაყიდებს ამოგიტან და მივრბივარ სახლიდან.გაეცინა გიორგის. -ესენი რაც გითხარი მომიტანე და სადაც გინდა იქ წადი.გაეცინა ნონასაც.ამ საუბარში ნიკორას მაღაზიასთან გააჩერა,გადმოვიდა და მაღაზიის კარებში არ იყო შესული,რომ საშინელი შეტაკების ხმა შემოესმა.უკან მიიხედა და ისედაც მთელი დღის გაბრაზებულმა,კიდევ უფრო გიჟს დაემსგავსა მის მანქანას რომ შეხედა გვერდიდან როგორ მიხუტებოდა წითელი ,,Subari''უკან დაბრუნდა კბილების ღრჭენით,სათვალე მოიხსნა და ჯერ მანქანას შეხედა და შემდეგ მის წინ მდგარ გოგონას,რომელიც ნერვიულობისგან ტუჩებს იჭამდა,მაგრამ არ იმჩნევდა.გიორგიმ გოგონას რომ შეხედა წარბი ასწია,მოეწონა ისეთი სექსუალური იყო,სულ დაავიწყდა მაღაზია და გადაწყვიტა მის ნერვებზე ეთამაშა და მკაცრად უთხრა. -იმედია არ შემეწინააღმდეგები იმაში,რომ დამნაშავე ხარ.გოგონა შეცბა გიორგის ხმაზე და მისი სახის გამომეტყველებაზე.მაგრამ არ შეუშინდა,თავი მაღლა ასწია თვალებში შეხედა ჯიქურ და ამაყად უთხრა. -მე არ ვგრძნობ თავს დამნაშავედ,იმიტომ რომ აქ არ შეიძლება გაჩერება. -მე სულ,ორი წუთით გადავედი და შენც დრო იხელთე. -და რა ჩემი ბრალია,ორი წუთით გადადი თუ ორი საათით.აქ არ არის გაჩერების ადგილი და არც თავს ვგრძნობ დამნაშავედ.ასე რომ,კარგად ბრძანდებოდეთ.გიორგი ისე დააბნია გოგონას საქციელმა,სულ დაავიწყდა მანქანის ნომრის ჩაწერა.გაბრაზებულზე კიდევ სიბრაზე დაემატა და ასე გაბრაზებულმა შევიდა მაღაზიაში დაუარა თაროებს და რაც მოყვა ხელში ყველაფერი კალათში ჩაყარა და ნონას აუტანა.გაოცებული უცქერდა ნონაც,ნინოც,დავითიც და დემეტრეც. -რა ხდება გიორგი.შეეკითხა ნონამ. -არ შემეკითხოთ,დღეს არაფერს არ გეტყვით ხვალ ვისაუბროთ.არც დამირეკოთ,არ გიპასუხებთ.თქვა და სახლიდან გავიდა.დავითმა თავი გააქნია და ჩაილაპარაკა ყველას გასაგონად. -რაღაც მოხდა და ძალიან მნიშვნელოვანი,თორემ ასე ადვილად გიორგი არ ბრაზდება. -თავად იტყვის ხვალ თუ არა ზეგ მაინც.თქვა ნონამ და მის ნამცხვარს მიუბრუნდა.გიორგი კი ნაცნობ ბარში შევიდა და ბიჭების გვერდით უხმოდ დაჯდა.ზურამ გადახედა და უთხრა. -შემოგელია დასამსხვრევი ნივთები და ახლა ჩვენ მოგვძებნე?მოდი,მოდი ყელი ჩაისველე დღეს იმდენი იყვირე ხმის იოგები დაწყვეტაზე გექნება. -ზურა არ ვარ შენს ხასიათზე ხომ იცი და ნუ ფიქრობ ჩემს წყობილებიდან გამოყვანას. -არც მიფიქრია შენი გაბრაზება.ხელები ასწია ზურამ რამაც გააცინა გიორგი.ხასიათი გამოუკეთდა მეგობრებში ყოფნამ,რომ მოულოდნელად მისთვის სასიამოვნო ფაქტს შეესწრო და ღიმილით გაიფიქრა. -სადაც არ ელი იქ არის ჩასაფრებული სიამოვნება.მეგობრებმა ღიმილით გააყოლა თვალი გიორგის დაჯინებულ ცქერას და თავადაც გაოცებულები დარჩნენ. -გიორგი იცნობ ვინ არის? -კი,მაქვს პატივი ცოტა ხნის წინ გამეცნო. -სად გაიცანი ან რა ჰქვია. -სახელი არ ვიცი,მაგრამ ჩემი მანქანა შეალამაზა და არ ვარ დამნაშავეო თვალსა და ხელს შუა გამიქრა.ბიჭები გულიანად იცინოდნენ. გიორგის ემოციები. თვალს ვერ ვაშორებდი გოგონას ჩამოქნილ ტანს,თეთრი გამჭირვალე ზედა ეცვა და შავი კლასიკური შარვალი,ასევე შავი მაღლებზე იდგა და სასიამოვნოდ უხდებოდა ასეთი ჩაცმის სტილი.მის თეთრ ზედაში კი ძალიან სასიამოვნოდ და მადის-აღმძვრელად ანათებდა მისი გემრიელი მკერდი.მიმიზიდა მისმა ტანის რხევამ,წამოვდექი,ერთი ჭიქა კონიაკი შევსვი სითამამისთვის და ფეხებმა ჩემდა-უნებურად მასთან მიმიყვანა.მკრთალი,მაგრამ ვნებით სავსე თვალები შემომანათა,მეც უკბნიდან ამოვუდექი,წელზე ხელი მოვხვიე და მისი სიმხურვალე ჩემს სხეულში გადმოვიდა.მინდოდა,ძალიან მინდოდა მის მკერდს შევხებოდი მაგრამ ვერ გავბედე,რაღაც უხილავმა ძალამ ხელი უკან წამაღებინა. ასე ვიდექით ორივე გაშეშებულები და ერთმანეთის სიმხურვალე გვსიამოვნებდა.ჩემს მკლავებში შემობრუნდა უნებურად,სახეზე ხელი ჩამომისვა,ცივი ხელები ჰქონდა,გაყინული.მისმა სიცივემ გამაშეშა,თვალებში მიყურებდა,მეც მის თვალებში პასუხს ვეძებდი.სევდა,დარდი,ტკივილი ყველაფერი მოდიოდა მისი თვალებიდან. მივხვდი,მივხვდი რომ მას მასში არსებული ტკივილის დამარცხება უნდოდა და ამის გამო იმ წუთებში ყველაფერზე იყო თანახმა.მისი გაყინული ხელები მაისურის ქვეშ შემიცურა და პრესზე ამისვა,აქ გადამეკეტა ვეღარც ღიმილმა გამიძლო და ვეღარც ნერვებმა.მჭიდროდ მივიკარი სხეულზე,ისე რომ ხელები ვერ ემოძრავა.ცუდად მხდიდა უკვე იქ ყოფნა,მისი მკერდი ჩემს მკერდზე ისე ძლიერად ფეთქავდა,რომ სადაც იყო გული ენას ამოიდგამდა და დამცინებდა, ,,გაინძერი და გოგოს ასიამოვნეო'',მაგრამ თავი მოვთოკე. არ მინდოდა ის მისი ტკივილის მსხვერპლი გამხდარიყო და ძალიან შევეცადე ჩემში აღძრული ძლიერი ვნებას მოვრეოდი და ჩემშივე ჩამეხშო.გადავწყვიტე, ისე შემეხედა იმ ღამით არავინის საჯიჯგნი არ გამხდარიყო.არ მინდოდა არ მეფიქრა მასზე,არ გამომდიოდა თუმცა ძალიან შევეცადე აფორიაქებული გული და სუნთქვა დამერეგულირებინა. მაგრამ ფეხებს ვეღარ ვგრძნობდი,წინ ვეღარ მივდიოდი.გამიცინა,ჩემი უძლურება რომ შემატყო გამიცინა,თითქოს დამცინა,გულთან გადაეხსნა პერანგი და ჩემი ძლივს დაწყნარებული ჰორმონები ისევ აწეწა.ჯიქურ მიყურებდა თვალებში,მისი გამოხედვით და მისი ქცევით ის ვიღაცას სჯიდა.ღიმილით აიწია ფეხის წვერებზე,მისი სუსტი ხელები მომხვია ყელზე და ნელა-ნელა გამარიდა მოცეკვავე წყვილებს.სიბნელეში გამიყვანა, ფეხის წვერებზე აწეულმა ნაზად შემეხო ჩემს გაყინულ ტუჩებზე.როდემდე,ღმერთო როდემდე გულმა ვეღარ გაულო ამდენს და მეც ავყევი კოცნაში და უკვე გადამეკეტა.პერანგის შეხსნილი ღილი გადაუწიე და მკერდზე შევეხე ენით,საოცარი ხმა ამოუშვა ყელიდან,გაყინული ხელები გაუთბა.მეგონა ჯადოსნურ ზღაპარში აღმოვჩნდი.ხელი დავავლე და გარეთ გავიყვანე,მანქანაში ჩავაჯინე და სასტუმროში წავედი,ჩემს ბინაში ხომ ქეთი მყავდა იქ ვერ მივიდოდი.სახელიც არ ვიცოდი მისი,მომეტმასნა ნომერში შესვლისას,თვალებში კი უზარმაზარი დაუოკებელი ჟინი და ვნება ჰქონდა.ვიცოდი,რომ ის ღამე ძალიან სასიამოვნო და ძალიან დამღლელი ღამე იქნებოდა.არ მინდოდა,ზედმეტად დამეძაბა,მაგრამ ჩემს წინ სულ სხვა ქალად გადაიქცა ეს ნაზი არსება.მბრძანებელი გახდა,მეგონა ყველა ნაირ პოზაში გამოცდილი ქალი იყო და ამიტომ ჩქარობდა ჩვენი სხეულების შეერთებას.მაისური გავიხადე და რომ შემოვბრუნდი,ის უკვე ჩემს წინ საცვლების ამარა იდგა,გიტარასავით ჩამოქნილი ტანი და თეთრი ქათქათა საცვლებით.ენით დამიყვა მკერდიდან ქვემოთ და შარვალს რომ წაეტანა გასახსნელად,გავაჩერე.მართალია მეც ძალიან მინდოდა და მიზიდავდა,მაგრამ არ მინდოდა დილით მის ნისლისფერ თვალებში სინანული წამეკითხა. შეიძლება კიც მეჩვენებოდა,მაგრამ ვიცოდი,ვგრძნობდი,მიუხედავად იმისა ძალიან გამომწვევად იქცეოდა და ჭკუიდან გადავყავდი,ეს მისი პირველი სექსი იყო.უნდოდა,მაგრამ მე არ მინდოდა ქალთან ვყოფილიყავი იმიტომ,რომ მესარგებლა მისი სისუსტით.ამიტომ ხელი მოვხვიე უკვე აცახცახებულ ბეჭებზე და საწოლში ჩავაწვინე,მეც გვერდით მივუწექი და მისი თავი გულზე დავიდე.ორივეს ჩაგვეძინა და დილამდე მშვიდად გვეძინა.დილით ადრე გამეღვიძა,გადავხედე გოგონას ისევ მშვიდად ეძინა,ფრთხიულად ვაკოცე შუბლზე და წამოვდექი,მისი ჩანთა გავხსენი და მისი ტელეფონიდან ჩემს ნომერზე დავრეკე და მისი ნომერი ჩავიწერე როგორც ,,ჩემი ვნებიანი'' და ღიღინით შევედი აბანოში წყლის გადასავლებლად. სააბაზანოს კარი განგებ დატოვა ოდნავ ღიად,აინტერესებდა გამოღვიძებისას რას იზამდა.გოგონამ გაიღვიძა თუ არა გაკვირვებულმა გარშემო მიმოიხედა,შემდეგ თავის თავი აღმოაჩინა მხოლოდ საცვლებში და ელდა ეცა,საჩქაროდ წამოდგა და საწოლი შეამოწმა,მაგრამ ვერაფერი ვერ ნახა ისეთი,რაც არ უნდოდა ენახა.საწოლთან ახლოს მამაკაცის ტანისამოსი შენიშნა და სააბაზანოს მიაყურადა,წყლის ხმა ესმოდა.უხმაუროდ მოძრაობდა და ასე ზედმეტი ხმაურის გარეშე საჩქაროდ ჩაიცვა,ფეხსაცმელები ხელში დაიჭირა და ასევე უხმაურიდ გამოვიდა ნომრიდან.ერთი სული ჰქონდა გაცლოდა ამ შენობის კედლებს.აბაზანას მორჩა თუ არა გიორგი ოთახში შემობრუნებულმა პირველად საწოლს შეხედა,მაგრამ გაოცებული დარჩა,იქ აღარავინ აღარ იყო.არ ანერვიულებულა,თითქოს ელოდა გოგონასთან ასეთ რეაქციას.ტელეფონი ამოიღო და რამოდენიმე ზუმერის შემდეგ გაიგონა მეგობრის ხმა. -გისმენ,გიორგი რა ხდება ამ დილა უთენია.გიორგიმაც მისი უჩვეულო ბოხი და მტკიცე ხმით უთხრა. -ნომერს გადმოგიგზავნი და ამ ნომრის მფლობელის თითოეული ნაბიჯი მაინტერესებს.მისი ცხოვრების შესახებ ერთ საათში ყველა დეტალს გამიგებ. -რა ხდებაა,ხო მშვიდობაა. -ჯერ გაიგე ყველაფერი დეტალურად და სხვას შემდეგ გეტყვი.საწოლზე ჩამოჯდა და ის ბალიში აიღო რომელზედაც გოგონას ჰქონდა თავი დადებული,ბალიშს რაღაც უჩვეულო სუნი შემორჩენოდა,ყველასგან განსხვავებული.ჩაითრია ამ სუნმა და ფიქრებში წაიღო.გაახსენდა გოგონას გამომწვევი ქცევები და გააცხელა,თითქოს ჯოჯოხეთის ცეცხლი შემოენთო ტანზე.ეს ყველაფერი ისე რეალურად წარმოიდგინა,მისი სუნთქვაც კი იგრძნო სახეზე.ესიამოვნა სხვასავით გიჟი რომ არ გამოდგა და გულში გაიფიქრა. -გიპოვნი,რადაც არ უნდა დამიჯდეს გიპოვნი.წამოდგა, თავი მოიწესრიგა და სასტუმრო დატოვა.სახლში მიდიოდა,მაგრამ გადაიფიქრა და ქეთისთან წავიდა,მოიკითხა და მისდაუნებურად მაცივარი გამოაღო წყალი პირდაპირ ბოთლიდან დალია,უნდოდა გახურებული გული გაეგრილებინა.შაბათი დღე იყო და ქეთი ახალი ამდგარი იყო საწოლიდან,გაკვირვებული მიაჩერდა გიორგის და მორიდებულად შეეკითხა. -გიო კარგად ხარ?ეუცნაურა ქეთის გიორგის ჩაწითლებული თვალები. -არა,არ ვარ კარგად ქეთი. -შემიძლია დაგეხმარო? -არა,შენ ვერ დამეხმარები.იმეცადინე და საჭმელიც ჭამე,ნუ გადაყვები მარტო მეცადინეობას.ხო მართლა,აი ეს კარტა შენია,ხვალ მაღაზიაში გაიარე და რაც გინდა ის იყიდე,მე არ მეცლება რომ წამოგყვე.იმიჯი,სტილი შეიცვალე მოგიხდება. -გიო რატომ აკეთებ ამას? -მომისმინე ქეთი.მე ვიცი რა არის როცა შორს ცხოვრობ შენი ახლობლებისგან.ვიცი რაა,როცა გვერდით არ გყავს არცერთი შენიანი.მიგულე შენს გვერდით და არასოდეს არ მოგერიდოს ჩემი.დღეს შეიძლება ან ხვალ თეკლამაც გამოიაროს ან ამ კვირაში და გამიხადრება თუ უფრო ახლოს გაიცნობთ ერთმანეთს.საუბარი ტელეფონის ხმამ გააწყვეტინა. -გისმენ,გაარკვიე რამე? -კი გავარკვიე გიორგი. -გისმენ,ყველაფერი მითხარი ვინ არის და რას წარმოადგენს. -ჯერ მითხარი რატომ გაინტერესებს ასე ძალიან. -ჩემს მანქანას დაარტყა და საუბარიც არ იკადრა,ამიტომ ვეძებ. -ვაააა,მართლა?არადა არ არის ასეთი უპასუხუსმგებლო გოგონა. -თქვი დროზე,ნუ ცდი ჩემს ნერვებს. -ხო კარგი დამშვიდდი,რა ცოფიანი ხარ ხანდახან.მაშ ასე,ნომრის პატრონია ანამარია ოსტარიშვილი.აქვს იურდიული დამთავრებული და მუშაობს კიდეც ერთ-ერთ სერიოზულ დაწესებულებაში.იმ კომპანიის უფროსს კი ვერ ეწყობა და პარალელურად ეძებს სხვა სამსახურს.არის 28 წლის,ოჯახის ერთადერთი შვილი,მაგრამ ამჟამად ცხოვრობს მარტო რადგან მშობლები საზღვარგარეთ ჰყავს.ძალიან აცრილი არის უსამართლობაზე და ტყუილზე.გიორგიმ გაიფიქრა,ალბად წუხელ ერთ-ერთი უსამართლობის სცენას შეესწრო და ამიტომ დაკარგა თავი. -კარგი,მადლობა.შენ ამდენი საიდან იცი? -ჩემს პირდაპირ ბინაში ცხოვრობს გიორგი და ახლოდაც ვიცნობ ანამარიას ძალიან კარგად.ნომერი რომ მომეცი მაშინვე მივხვდი ვის მოძებნას მთხოვდი. -კარგი გასაგებია და მისი ზუსტი მისამართი მომწერე.ქეთი უსმენდა და მიხვდა,რომ გიორგის გული უკვე მალე უცნაური შეგრძნებით დაკავდებოდა და ღიმილით უთხრა. -ბედნიერებას ასხივებ,მიხარია ასეთ ბედნიერს რომ გხედავ.გიორგის გაეცინა და უთხრა. -ჯერ დარწმუნებით ვერაფერს გეტყვი,ვნახოთ.ქეთიმ უეცრად მოიწყინა და მორიდებით უთხრა. -გიორგი რაღაც მინდა რომ გითხრა. -რა ხდება,რამე გჭირდება? -არა,არა მადლობა.როცა ძალიან მიჭირდა ჩემს მსხნელად მომევლინე.ძალიან ვარ დავალებული შენგან და მართლა მერიდება შენიც და ყველასი.გიო აქ ვერ ვიცხოვრებ,მინდა ბინო ვიშოვო სხვაგან. მეც მინდოდა მაგ თემაზე საუბარი,მაგრამ ახლა არა.ნუ ინერვიულებ,ყველაფერი კარგად იქნება.ინტერნეტი ხომ ჩართო თოკომ,ჩემი კომპიუტერი შეგიძლია გამოიყენო.აი ეს ფულიც და თავს მიხედე.საფულე გახსნა და მაგიდაზე ფული დადო.შემდეგ კი დაემშვიდობა და ბინიდან გავიდა.რამოდენიმე დღე შორი ახლოდან უთვალთვალებდა ანამარიას თითქმის მისი მთელი დღის განრიგი იცოდა,რომელ კაფეში შედიოდა,რას სვამდა,რა უყვარდა.ისე შეუმჩნევლად დაყვებოდა უკან გოგონა ვერაფერს ვერ ხვდებოდა.დიდხანს ვერ გაძლო და ერთ საღამოს იმ მისამართზე მივიდა,რომელზედაც ბევრჯერ მისულა ამ დღეების მანძილზე,მაგრამ ისევ უკან დაბრუნებულა.უკვე გადაწყვეტილი ჰქონდა ახლოდან ენახა და დაუფიქრებლად მისცა კარებზე ზარი.ისე დადგა,რომ შიგნიდან არ დაენახა თუ ვინ იყო კართან.მალე გაიღო კარი და მის წინ ეგონა ბარბი იდგა,პირსახოცით შემოხვეული.თვალებში დაუბნელდა,ბინდი გადაეკრა მის ბეჭებზე დაყრილ სველ თმებს რომ შეხედა.რა მიხვედრა ამას უნდოდა პირდაპირ სააბაზანოდან იყო გამოსული.გიორგი თვალების დაწმენდას ელოდა მაგრამ უფრო დაუბნელდა,ბინდი გასქელდა და თვალი მისი მკერდის ღარს დაასო სადაც წყლის ცვეთები იკვლელვდნენ გზას და გოგონას სიახლოვით თავბრუდახვეულმა,აშკარად იგრძნო წყლის ჰაეროვანი სურნელი. -ვინ გნებავთ?გამოაფხიზლა გოგონას აკანკალებულმა ხმამ.გიორგიმ თავი ასწია და პირდაპირ თვალებში შეხედა,უცქირა ჯერ და შემდეგ უთხრა. -ორიოდე კვირის წინ ასე აკანკალებული არ მდგარხარ ჩემს წინაშე.გადაგარჩინე,გაგარიდე ბრბოს და დილით ისე წამოხვედი მადლობაც არ მითხარი.მისკენ წაიწია,მაგრამ გოგონამ დაიხია უკან. -რატომ გამირბი?შეეკითხა წარბაწეულმა და თან სახლში შეაბიჯა,კარი ფეხით მიხურა,ხელით კი შეშინებული გოგონა კედელთან მიაყენა და დაუფიქრებლად ხელი მის გემრიელ მკერდში ღარს ჩააყოლა,რაზედაც შეკავებული კვნესა აღმოხდა,მისი ხელისგულები რომ შეავსო გოგონას სიმრგვალეებმა.ხელი მოუჭირა და თან გოგონას რეაქციას აკვირდებოდა,არ გამოპარვია სიამოვნების ბუსუსები ხორბლისფერ კანზე და ჩურჩულით უთხრა. -სიმართლე მითხარი,შეუძლებელია ის ღამე არ გახსოვდეს.მითხარი,მართლა გინდოდა ის რაც იმ ღამით გქონდა გადაწყვეტილი?რომ რამე მომხდარიყო ჩვენს შორის, ინანებდი? -სანანებელი არაფერია,რადგან არაფერი არ მომხდარა.უთხრა ანამარიამ და მის ხმაში შეკავებული ვნების ნოტები დაიჭირა გიორგიმ. -ესე იგი არ ინანებდი,არა?ნელა-ნელა მისაღებში შეიყვანა და იქვე მდგარ მდივანზე გადააწვინა.ფერებით,რომ გული იჯერა,წამოდგა და გაოცებული ანამარიაც წამოაყენა.წინ დაიჯინა და ყველაფერი უთხრა,რომ დიდი ხანია უთვალთვალებს.ანამარია გაფართოვებული თვალებით უცქერდა და გიორგი ხალისობდა მის გაკვირვებულ მზერაზე,გაბუტულ ტუჩებზე რაღაცის თქმა რომ უნდოდათ და ვერ ამბობდნენ და ეცინებოდა მის ბავშვურობაზე. -ძალიან მაინტერესებს,რატომ გინდოდა ამის გაკეთება,რამ გაიძულა.შეგიძლია მენდო და მითხრა. -ნამდვილად არ მიმაჩნია სწორად ახსნა-განმარტებითი ბარათი დავწერო და შენ ჩაგაბარო.შეუღრინა გიორგის და პირდაპირ თვალებში შეხედა. -მადლობას ვუხდი იმ დღეს ვინც გაგაბრაზა,ისეთივე მსხვერპლი ხარ შენ ჩემი,როგორც მე შენი.ამჯერად მხოლოდ იმაზე შევჩერდები,რომ ახლოდან მინდა გაგიცნო. -თუ სურვილი არ მაქვს? -დარწმუნებული ვარ,მოგივა. -ნუ იქნები მასეც დარწმუნებული. -ადექი და ჩაიცვი,თორემ სულ ცოტა ხანში ჩემს თავზე არ ვაგებ პასუხს.თუ ვცდები და .................მხნე და ვაჟკაცური, ჯერ კიდევ გაუტეხელი იდგა გიორგის წინ ამაყად და მოწონდა მისი პირდაპირობა,მოწონდა უკვე მისი ხმის ტონი და საერთოდ მოსწონდა ეს ადამიანი,როგორც მამაკაცი.რაღაც მაგნიტური ძალა მოხდა მათ შორის,ჩაიძირა ორივე ერთმანეთის თვალებში და ორივე ძლიერმა ვნებამ მოიცვა.გიორგიმ ხელი მოკიდა და ვარაუდით წავიდა იქით საითაც საძინებელი ოთახი ეგულებოდა,არც შემცდარა და საწოლზე გადააწვინა,საჩქაროდ გადაიძრო მაისური და ერთი ხელის მოსმით შემოხსნა ტანზე შემოხვეული პირსახოცი და ზემოდან მოექცა გოგონას აცახცახებულ სხეულს.ტკივილისაგან ხელისგულებზე კბენდა და თვალებიდან ცრემლიც კი გადმოუვიდა,ეს ცრემლი იყო ტკივილის და სიამოვნების.გიორგიმ თვალებში შეხედა და დაელოდა,უნდოდა არა მარტო თავად,გოგონასაც შეეგრძნო სიამოვნება.აბობოქრებულმა ქარიშხალმა რამდენიმე წუთში ჩადგა და ერთმანეთის გვერდი-გვერდ იწვა.მორცხვად შეხედა მის გვერდით მწოლიარე სასურველ მამაკაცს და გიორგიმ კი ღიმილით შეხედა. -ჩემი სამოთხის სიამე ხარ,სასწაული ხარ და უკვე ჩემი ხარ,ჩემი გქვია. -მე ისიც კი არ ვიცი ვინ ხარ.უთხრა დარცხვენილმა. -გიორგი ვარ ცერცვაძე 30 წლის,ბიზმესმენი.შენი ვინაობის თქმა არ მინდა,ყველაფერი ვიცი. -საიდან,როგორ. -ჩუუუ,არაფერი არ თქვა.ისიც ვიცი, რომ მუშაობ,მაგრამ სხვა სამსახურს ეძებ.მე მაქვს შემოთავაზება.ჩემთან არის იურისტის კადრი თავისუფალი,სულ ახლახან გავანთავისუფლე ჩვენი იურისტი. -რატომ? -ჩემი ნდობის მის სასარგებლოდ გამოყენებისთვის.რას იზამ,თანახმა ხარ? -დავფიქრდები,დრო მჭირდება. -დრო გაქვს.უთხრა და წელზე ხელი მჭიდროდ შემოხვია და მისკენ უფრო მიიწია სასურველი სხეული. გიორგი. გულზე მივიკარი დარცხვენილი ანამარია და ერთ სხეულად გადავიქეცით.თავადაც მოდუნდა,ხელი დამადო პრესზე და თითქოს ელექტრო დენმა დამარტყა,ჩემს ისევ მოძალებულ ვნებაზე დაუკრა და მეგონა გავგიჟდებოდი.ეშმაკურად გადავხედე და შევეკითხე. -გინდა მეორე ჯერზე წავიდეთ,შეძლებ?გაეცინა,არ შემწინააღმდეგებია.ყელიდან დაუწყე კოცნა რადგან ძალიან მომწონდა მისი მსუბუქი სუნი,ყველასგან განსხვავებული და დამათრობელი.გამაბრუა ამ სურნელმა,ამჯერად აღარ ღელავდა და მთლიანად ჩემს მკლავებს მიენდო.ვიგრძენი მალე ცხელი ტალღები ადიდდებოდა,გემრიელად დავუკოცნე გემრიელი ბაგეები და შევატყვე,რომ ისიც ჩემთან ერთად სიამოვნების მწვერვალზე იყო.ორივე ხელი შემომხვია და მთელი სხეულით მომეკრო.ჩვენ ორი ერთმანეთში ვიყავით ახლართული და ერმანეთით ვტკბებოდით.ნელა-ნელა სადღაც წავედით,შორს უსასრულობისაკენ.ვეღარ ვგრძნობდით ვეღარაფერს,რადგან უკვე ჭკუიდან გადავყავდი.მისი თლილი თითები ჩემს თმებში დასრიალებდნენ და მე კ მისი მკვრივ მკერს ვერ ვშორდებოდი.მთელ სხეულზე მეგონა ცეცხლი მეკიდა,ხელები წელზე შემოვხვიე და მთელი ძალით მასში შევედი.ისევ ეტკინა,ისევ ცრემლები გადმოდინდა და კოცნით ამოვუშრე ცრემლი და ფერებაში ნელი ბიძგებით გავაგრძელე,მაგრამ ბოლო ბიძგი იმდენად ძლიერი იყო ტკვილიც და სიამოვნებაც სასიამოვნოდ მოედო მთელ სხეულს. -არ მყოფნი,კიდევ უფრო მეტად მინდიხარ,კიდევ უფრო მეტი სიგიჟე მინდა.ჩავჩურჩულე ყურში და თან კისერში ვაკოცე.ისეთი დაუოკებელი იყო,სულ ცოტაც და ისევ დაკარგავდა წონასწორობას,უკვე ვერც მე ვიკავებდი თავს და უფრო და უფრო შევდიოდი ექსტრაზში მივდიოდი,შემეცოდა,მაგრამ შეწინააღმდეგების თავი აღარც მე მქონდა სიამოვნებისაგან და ბედნიერებისაგან ვკანკალებდი.ვერც მან დაიკავა თავი და ვნებიანი კვნესა აღმოღდა.უკვე კიდევ მერამდენედ სიგიჟეში გადავიდა ჩვენი ორთაბრძოლა.ვეღარ ვაზროვნებდით და ასე სიგიჟის ზღვარზე გადასულები როგორც იქნა ჩავცხრით და ჩავწყნარდით.ბრძოლისაგან დაღლილებს ერთმანეთზე მიკრულებს დაგვეძინა.ასე გემრიელად დიდი ხანია არ მძინებია,დილის ძალიან სასიამოვნო იყო გაღვიძება.გავიღვიძე თუ არა მისი ტკბილი სუნი შევიგრძენი პირველად,მისი სავსე მკერდი ჩემს გულზე ეწყო და ხელი ჩემს წელზე შემოეხვია.მძინარე მზეთუნახავს დავაჩერდი და თმებზე მოვეფერე,ისე ტკბილად ეძინა დამენანა გაღვიძება,არადა ერთი სული მქონდა როდის დავაგემოვნებდი მის ძილისგან დასიებულ ტუჩებს.ღმერთო რა ცხელია მისი ძუძუები,როგორ მიხურს მკერდის არე სადაც შენი სიმდიდრეები მადევს.უკვე სისხლი აჩქეფდა და თავს ვერ ვიკავებდი,ძალიან მინდოდა ისევ განმეცადა ის უსაზღვრო ბედნიერება რაც წინა ღამით განვიცადე და მის ტუჩებს დავეწაფე. ჩემმა კოცნამ გამოაღვიძა და ზედ ჩემს ბაგეებზევე დამჩურჩულა განაბულმა. -დილა მშვიდობის. -დილა მშვიდობის.ვერ წარმოიდგენ,როგორ მინდა ისევ შენთან მაგრამ უნდა წავიდე.ავდექი,ჩავიცვი და ერთი გემრიელი კოცნაც დავუტოვე. -დაგირეკავ,იმედია არაფერს არ ნანობ. -არა,არაფერს არ ვნანობ. -დღეს თუ მოვახერხე ჩემს მეგობრებს გაგაცნობ,ისევ იმ ბარში. -ის ჩემი საყვარელი ბარია და აქამდე იქ არ შემიმჩნევიხარ. -იმ ღამით პირველად ვიყავი იმ ბარში და არც შევმცდარვარ, იქ შესვლით გემრიელი ჩიტი დავიჭირე. -მეც იგივე შემიძლია ვთქვა.უთხრა ეშმაკურად ანამარიამ. -დაიფარე,თორემ გადავიფიქრებ წასვლას,მაგრამ არ შემიძლია დღეს მნიშვნელოვანი შეხვედრა მაქვს.წავედი,იფიქრე ჩემს შემოთავაზებაზე და საღამოს პასუხი მითხარი.საღამოსთვის კი იქ გელოდები,არაფერი არ დაგეგმო.გემრიელად დაუკოცნა პირ-სახე და ბოლოს მის წითელ ბაგეებს დააკვდა და ასე კოცნით მიიყვანა კარებამდე და ძლივს მოწყდნენ ერთმანეთს. იცი ვინ ხარ?ჩემი ვარსკვლავი ხარ,ის ვარსკვლავი რომლითაც მე ვარ გამთბარი.ვინ ხარ ასე ღრმად რომ შემოხვედი ჩემს გულში,ისე რომ არც კი მკითხე.გრძნობები ისევ შენსკენ მოიწევს,ცეცხლად მეკიდება სხეულზე და ზღვაში შესვლით თუ ჩავაქრობ ცეცხლის კერებს.აი ესაა ცხოვრება,ამ ნამდვილი ცხოვრებისთვის ღირს სიცოცხლე.ბედნიერი სახით შევიდა კომპანიაში და ყველას ღიმილით ესალმებოდა. -ქ-ნო თამილა ყველა მოსულია? -ბ-ნი ზურას გარდა ყველა ადგილზეა ბ-ნო გიორგი. -ეს ქარაფშუტა სად დადის.ჩაილაპარაკა და ტელეფონი ამოიღო და ზურას ნომერი მოძებნა და დაურეკა.კაბინეტში შესულს კი უკან თოკო და გიორგი შემოყვა. -ზურა სად ხარ,მკაცრი იყო გიორგის ხმა. -გასული ვარ გიორგი მომსახურეობის ზონიდან და სამ დღეში დავბრუნდები. -დაგენიძლავები ვიღაც დამა შეაბა და სანამ არ დასვამს ნოლზე,ვარიანტი არ არის რომ დაბრუნდეს. -წინასწარ დასკვნებს ნუ აკეთებ გიორგი და რომ დაბრუნდება მისი აღმატებულება დაველაპარაკები. -გეუბნები ასეა,ვიღაც ბებო დაკერა ჩვენმა ლაჟვარდამ. -სერიოზულად ამბობ თუ ღადაობ ჩემს ნერვებზე. -რომ დაბრუნდება თავად დარწმუნდები.უთხრა თოკომ და თვალი ჩაუკრა. -სულ წავიდა ხელიდან,მაგისთვის მთავარი მისი პროფესიალიზმი კი არა,მხოლოდ ქალებია და სად გაატაროს დრო.როგორც უნდა ისე გაერთოს,მაგრამ სამსახური-სამსახურია და უნდა ახსოვდეს,რომ მოვალეობები აკისრია. -ამ შტერ ქალებსაც რა უნდა,სიამოვნებას მოკლებული ცალტვინა ქალები რაც აქვთ ყველაფერს ჩვენ ლაჟვარდას ახარჯებენ,თქვა გოთალამ. -გეფიცებით ნაღდი ალფოსნოა.იცინოდა თოკო.ბრაზით ელოდა,,როდის აბრუნდებოდა ზურა სამსახურში ნანებივრები და დასვენებული.როგორც იქნა მეოთხე დღეს დაბრუნდა ზურა სამსახურში და არა დილით,არამედ კარგად გამოძინებულმა შეაღო კომპანიის კარები და ბედნიერი ღიმილით მიესალმა მეგობრებს,მაგრამ ღიმილი სახეზე შეახმა,როცა გიორგი დაადგა თავზე ანთებული და ბრაზით სავსე თვალებით. -კაბინეტში შემოდი სალაპარაკო გვაქვს.არც მიესალმა ისე უთხრა მკაცრად და მტკიცედ.შევიდნენ თუ არა გიორგის კაბინეტში გიორგის ხმა მთელ მეოთხე სართულს ესმოდა. -სად იყავი,სად დადიხარ.ხალხის დასანახად გაქვს დიპლომი,ხალხის თვალში ჩანხარ ნასწავლი და განათლებული,არადა ვინ რა იცის რა ბნელი ადამიანი ხარ.სარგებლობ შენი ფიზიკურობით,უთავმოყვარეო გახდი და უკვე დაკარგე შენი სახე.მორჩა,საკმარისია.დღეიდან ან ისე გააკეთებ როგორადაც გეტყვი,ან არადა აიკრიბე შენი გუდა-ნაბადი და მიბრძანდი აქედან. -ამას მე მეუბნერბი? შეეკითხა გაკვირვებულმა. -შენ გეუბნები ხო,შენ.დღეიდან შენი ფეხი არ ვნახო გადგმული კომპანიის შენობიდან 8 საათზე ადრე,აქ ეგდე და იმუშავე.დილით კი 9 საათზე აქ იქნები,დამთავრდა შენი პარპაში. -9 საათზე რა მინდა აქ,რა ხაში გაგიმზადოთ და დაგახვედროთ? -ასეთი მასხარა დარჩები,თუ არ დაიცავ შენს ღირსებას და აზრს არ მისცემ შენს ცხოვრებას.გველივით დასრიალებ,ხან სად ხარ და ხან სად. -რომ იცოდე,ბ-ნო გიორგი უძველეს დროში,გველი სიბრძნის სიმბოოდ იყო მიჩნეული.ასე რომ,მე თუ გველი ვარ,ესე იგი,მე უნდა მკითხო აზრი და მეც არ დავიშურებ რჩევების მოცემას. -ასეთი რამ არასოდე მინატრია,რაც ახლა გავიფიქრე და დიდი სურვილი მაქვს ეს ნატვრა ამისრულოს ვინმემ. -რა ინატრე,შეიძლება გავიგო მეც? -ძალიან გაინტერესებს? -ძალიან საინტერესოა შენი ნატვრის მოსმენა. -ხოდა მომისმინე.ერთი ისეთი ვინმე გამოჩნდებოდეს,ჯერ ნოლზე დაგსვას და მერე ერთი კარგად მიგბეგვოს.გაბრაზებული იყო ზურაზე მაგრამ,მერე სხვებთან ერთად თავადაც გაიცინა. -სიმარტოვე საშინელებაა ძმაო,ეს სულიერი შიმშილია.არ გავურბივარ სხვებთან ირთიერთობას და შესაბამისად ვმოქმედებ.ქალები ძმაო თავად მეპატიჟებიან და გარიყული ხომ არ ვიქნები მათგან.შენ რა გინდა შენი მეგობარი ზუკა ქალების თვალში არასასიამოვნო პიროვნება გამოვჩნდე?მეც რა თქმა უნდა,ვიყენენ ჩემს ფიზიკურ შესაძლებლობლებს,ჯანსაღად ვიკვებები,სათანადოდ ვისვენებ და ფორმასაც ვინარჩუნებ. -ხოდა შენც მოხდენილად დადიხარ შენი გარეგნობის წყალობით და უკანაც არ იხევ.ერთი მითხარი,როდის ჩამოყალიბდები როგორც ნორმალური მოსამსახურე ადამიანი.როდისმე, ოპტიმისტურად შეგიხედია ცხოვრებისთვის? -რა თქმა უნდა,ცხოვრებას სულ ოპტიმისტურად ვხედავ,მაგრამ გულწრფელი ღიმილი ყოველთვის ამშვენებს სახეს.კარგი რა გიორგი გაიღიმე,არ გიხდება ეს სერიოზულობა.ისე უნდა ვაღიარო,რომ თავიდან ისეთი უჩვეულო მეჩვენა ეს ყველაფერი,დამცინა ქალმა ჩემს სიმორცხვეზე და მის მერე გადავწყვიტე შევცვლილიყავი და უფრო მეტად ვაიძულე თავს მეტი მგრძნობიარე გავმხდარიყავი.თავისუფლად მეგრძნო თავი და არაფერზე არ მიმექცია ყურადღება.თავის თავს ლანგრით მართმევენ და უარი როგორ ვთქვა,ხომ გასკდა გული ძმაო.შენ,რა ასეთ შემოთავაზებაზე უარს იტყოდი?მე ხომ თავისუფალი კაცი ვარ და იმას ვაკეთებ რაც მსიამოვნებს. -ბევრს ნუ ლაპარაკობ ზუკა გულს ვერ მომილბობ,8 საათამდე აქ იქნები და ყველა იმ საბუთებს გადახედავ,რომლებიც მაგიდაზე დაგხვდება.ხვალ კი ისევ 9 საათზე აქ იქნები,არც გაიფიქრო ჩემი გამასხარავება,ხომ იცი გავიგებ რომელ საათზე წახვალ და რომელ საათზე ინებებ დილით მოსვლას.ეს საბუთები კი ხვალისთვის მჭირდება. -ამას,მართლა სერიოზულად მიკეთებ?საწყლად შეხედა ზუკამ გიორგის. -დიახ,სრული სერიოზულობით ვამბობ.თვალი ჩაუკრა შეწუხებამდე მისულ ზუკას და კაბინეტი დატოვა.ზუკას შუმჩნევლად კი ღიმილით გადახედა გიორგის და თორნიკეს.აბა შენ იცი,მე მივდივარ შენ კი ბევრი საქმე გაქვს,ცხოვრებაში პირველად იგრძენი პასუხისმგებლობა საქმის,სამსახურის და შენი ჩადენილი დანაშაულის მიმართ. -უფროსო ჩვენ თავისუფალი ვართ? -წამოდი წავიდეთ,თქვენ მაღაზიაში წადით რამე გემრიელი იყიდეთ და მე ქეთის გავუვლი უნივერსიტეტში და თეკლაც უნდა მოვიდეს იქ,იქნებ დაემთხვეთ.კაბინეტიდან გასულებს ზუკას ბუზღუნი მოესმათ. -არა,რა გულმა მისცა,ამდენი საქაღალდეები აქ რომ შემოატანინა იმ გამოშტერებულებს.მოგივლით მე თქვენ,ან ეს მდივანი სად წაბრძანდა,ეს სათვალეებიანი ვირთხაც წავიდა? მოვუვლი მე ამ სადისტ ქალს,სიცოცხლეს გავუმწარებ,გავაქცევ აქედან ამ საცოდავს.ბიჭები უსმენდნენ და იცინოდნენ ზუკას ბუზღუნზე. -ძალიანა კარგი,დაჯდეს და გადახედოს ყველაფერს,იკირკიტოს იმ ქაღალდებში თუნდაც დილამდე და მეორედ არ შეეცდება საქმეზე თავის არიდებას.მაინც ვერ გაუძლო გულმა და მანქანაში რომ ჯდებოდა თოკოს უთხრა.-ცოტა ხანში დაურეკეთ და ისიც მოვიდეს ბინაში.გიორგიმ ქეთის მიაკითხა ერთი კვირაა არ ენახა და გარეთ ელოდებოდა.უამრავი გოგონა უცქერდა და რამოდენიმემ გამოლაპარაკებაც კი მოინდომა,მაგრამ გიორგის ყურადღება არ მიუქცევია მათთვის.მალე ქეთიც გამოჩნდა უამრავი წიგნებით ხელში,გიორგიმ დაინახა თუ არა ასე დატვირთული ქეთა წინ შეეგება და რამოდენიმე წიგნი ჩამოართვა და რომ შეხედა ელდა ეცა. -ქეთი კარგად ხარ? -კი კარგად ვარ,შენ როგორ ხარ. -მე ვფიქრობ,რომ სულ სხვა რამის თქმა შემიძლია.დაჯექი მანქანაში.უთხრა მკაცრად.წიგნები უკან სიდენიაზე დააწყო და გაბრაზებულმა ტელეფონზე თეკლას დაურეკა. -თეკლა სად ხარ. -ქეთისთან მოვედი,არ დამხვდა სახლში და უკან გამოვბრუნდი,მაგრამ ბიჭები მოვიდნენ და დავბრუნდი. -კარგი.მაცივარი გამოაღე და რამე გააკეთე,ჩვენც მალე მოვალთ.ცოტა ხანში კი თეკლას შეშფოთებული ხმა მოესმა. -გიორგი ეს გოგო არაფერს არ ჭამს? სრულიად ცარიელია მაცივარი,მხოლოდ წყლის ბოთლი დევს და ერთი კოკა-კოლა. -კარგი, დაწყნარდი ბიჭებმა მოიტანეს რამე? -კი მოიტანეს და ჯერ არ ამომილაგებია,ამოვალაგო? -ხო და მოამზადე რამე საუცბადო,ძალიან მშია.ტელეფონი გათიშა და მანქანაში გაბრაზებულმა ჩაჯდა. -ესე იგი,შენ კარგად ხარ.მშვიდად უთხრა და ნელა-ნელა გაეცალა უნივერსიტეტს,სადაც უამრავი გაკვირვებული თვალი მიჩერებოდა მათ.რამდენიმე წუთში გააჩერა და ქეთის მიუბრუნდა. -ქეთი რამე გჭირს?გტკივა რამე? -არა,არაფერი.მართლა კარგად ვარ გიორგი. -გოგო მაბრმავებ თუ მადებილებ.რატომ არ ჭამ არაფერს.ხომ გითხარი,იმეცადინე მაგრამ საჭმელი ჭამეთქო,ფული ხომ დაგიტოვე,კარტა დაგიტოვე.არც არაფერი არ გიყიდია,არც თავისთვის მიგიხედია.რა ხდება,ქეთი შეგიძლია გულახდილად მითხრა.ვხვდები, რომ რაღაც გაწუხებს.დაუთბა ხმა გიორგის. -მაპატიე,გთხოვ მე მაპატიე რომ თქვენს ცხოვრებაში შემოვიჭერი და ზედმეტი დარდი მოგიმატეთ. -რაღაც სერიოზული გჭირს და არ ამბობ,გერიდება.თქვი რა ხდება,შეგიძლია გამენდო. -ფული და კარტა რომ დამიტოვე,იმ დღეს როგორც კი გახვედი სადღაც 5 წუთიც არ იყო გასული კარზე ზარი იყო,მგონა რამე დაგავიწყდა და უკან მობრუნდი,ამიტომ არ შემიმოწმებია ვინ იყო და პირდაპირ გავაღე.იქ კი ის დამხვდა. -ვინ ის, ქეთა დაგიშავა რამე?გიორგის ძარღვები დაებერა. -გეფიცები, არც სახელი არ ვიცი მისი. -მერე?მერე რა მოხდა. -მას ჰგონია,რომ ჩვენ,მე და შენ ......ხომ ხვდები არა? -მერე,რამე გითხრა? -არა,ცინიკურად შემომხედა.მაგიდაზე დადებული ფულიც და კარტაც აიღო და ჯიბეში ჩაიდო და თან მითხრა. -კარგი ფულიანი საყვარელი გყოლია,ფულზე მომეხმარები რომ დამჭირდება.მას გამოართმევ და მე მომცემ. -ყველა ფული მან წაიღო და შენც მთელი კვირაა მშიერი ხარ.როგორ ძლებ მშიერი,ჩემი თუ მოგერიდა რატომ თოკოს არ უთხარი. -მისიც მომერიდა,მის მერე მხოლოდ ერთხელ ვნახე.ისევ გაბრაზებულია ჩემზე იმ ღამის შემდეგ.თან არც მინდოდა მასთანაც დავენახე,თორემ მერე უფრო მეტ საძაგლობებს იტყოდა და საშინელ ხმას გამიგდებდა სასწავლებელში. -კარგი დაწყნარდი,მაგ საქმეს ჩვენ მივხედავთ,მოგვარებადია.იცი,რომ ძალიან გამხდარი ხარ?მაპატიე ეს კვირა რომ ვერ მოგაკითხე,ძალიან ბევრი საქმე მქონდა. -არა უშავს გიო ეს მე უნდა გთხოვო პატიება,რომ ჩემს გამო ამდენი სანერვიულო და პრობლემები მოგიმატე.ის საქმე როგორაა.ღიმილით შეეკითხა და ეშმაკურად შეხედა.გიორგის გაეცინა და გულახდილად უთხრა. -ძალიან კარგად და ძალიან ბედნიერი ვარ ქეთა. -მიხარია,ძალიან ასეთ ბედნიერს რომ გხედავ. -ქეთი რადგან შენ იქ მარტო ხარ,უმჯობესია ჩემთან გადმოხვიდე სახლში და იქ არავინი არ შეგაწუხებს.მეც მშვიდად ვიქნები და როცა დრო მექნება მეცადინეობაშიც დაგეხმარები.ასე ჯობია შენთვისაც და ჩემთვისაც. -მერიდება გიორგი არ მინდა შეგაწუხოთ. -არავის არ აწუხებ ქეთი.ჩვენ ყველა გავდივართ დილით,ხანდახან ძალიან გვიან ვბრუნდებით,მაგრამ სახლში მაინც დაცული ხარ,რადგან გარეთ დაცვა დგას.თოკო მალე შენი სახლის საქმესაც მოაგვარებს,მაგრამ იქ არ გაგიშვებ,აქ უნდა იყო და შენ უნივერსიტეტი უნდა დაასრულო წარჩინებით.შენს ლექტორს ვესაუბრე და ძალიან კარგად დაგახასიათა,ძალიან გამახარე და შენით ამაყი ვარ. -გიო არ ვიცი როგორ გამიგებ,მაგრამ წასვლა მინდა. -სად გინდა წასვლა.რამდენიმე დღით,კვირით,თუ სასწავლებლად გინდა წასვლა.მოდი რა გულახდილად ვისაუბროთ. -არა,დროებით არა.სამუდამოდ მინდა აქედან წავიდე.ალბად როდისმე მომენატრება აქაურობა და დავბრუნდები,მაგრამ ალბად ოდესმე. -რამე ვარიანტი გაქვს? -კი,უნივერსიტეტში გაცვლითი პროგრამაა,ორ წლიანია და შემდეგ ჩემს სურვილზეა ,მინდა დავრჩები მინდა დავბრუნდები. -მე ხელს შეგიწყობ,რომ ისწავლო ქეთი.იქ დარჩები თუ დაბრუნდები ეს შენი გადასაწყვეტია.გულწრფელად მიხარია,რომ ამხელა უნივერსიტეტში შენზე შეაჩერა ლექტორმა არჩევანი.რატომ არ დამირეკა,საინტერესოა. -დღეს მითხრა და მოსაფიქრებლად მაქვს დრო,წასვლით სექტემბრისთვის უნდა წავიდე. -მე თუ მკთხავ კარგი ვარიანტია და გამოიყენე ეს ვარიანტი,სანერვიულოც არაფერია.წლების შემდეგ კი დაბრუნდები ნასწავლი და განათლებული.ამასობაში სახლშიც მივიდნენ და ხელგადახვეული აიყვანა კიბეებზე.ბინაში შესვლამდე კი თბილად უთხრა. -შენ მარტო აღარ ხარ და გახსოვდეს,ჩვენ მუდამ შენს გვერდით ვართ.სახლში შესულებს კი გემრიელი სუნი შემოეფეთათ.თეკლა კი პირდაპირ ქეთას ეცა აფთარივით. -შენ ნორმალური ხარ,სარკეში არ იხედები? -თეკლა ისეთი დაძაბული კვირა მქონდა,გეფიცები ჭამის თავიც არ მქონდა. -კარგი დაწყნარდი,დღეიდან ყველაფერი შეიცვლება.ქეთი ჩვენთან გადმოვა სახლში და იქ ჩვენთან ერთად იცხოვრებს.სხვა არაფერი არ თქვა ქეთის ზედმეტად უხერხულად რომ არ ეგრძნო თავი.მხიარულობდნენ,რომ თოკომ ზუკას დაურეკა და ქეთისთან თხოვა მისულიყო,მაგრამ ზუკამ გაბრაზებულმა უთხრა. -იმ მონსტრმა იცის,რომ მეპატიჟები?თოკოს გულიანად გაეცინა და უთხრა. -მოდი,მოდი და შეგარიგებთ.ისე ხომ იცი,ამ ბოლო დროს მართლა ზედმეტად რომ გაჭედე. -ნუ მახსენებ,აჰა ვიმკი ახლა ჩემი დანაშაულის შედეგს.არ ვაპატიებ,იმ სათვალეებიანი ბაყაყის გასაკეთებელ საქმეს მე რომ მაკეთებინებს. -ჰე რას იზამ,წამოხვალ თუ არა. -არა,არ ველაპარაკები მაგ უჟმურს და მონსტრს. -რა ახალი მოყვანილი პატარძალივით მახვეწნინებ,წამოდი თეკლამ კარგი ვახშამო მოგვიმზადა და გელოდებით.დიდხანს ელოდნენ ზურას და ტელეფონზეც ურეკა თოკომ და გოთალამ მაგრამ ტელეფონი გათიშული ჰქონდა.ზუკა კი ამ დროს,ძალიან საინტერესო სცენის მოწმე გახდა.მუშაობდა და საქმეს თითქმის ამთავრებდა,რომ რაღაც ხმაური შემოესმა,შუქი ჩააქრო და ჩუმად ფეხაკრებით მივიდა კარებთან და დაინახა გიორგის კაბინეტში ორი ნიღბიანი იყო და რაღაცას ეძებდნენ,სწორედ იმ საბუთებს,რომლებიც ზუკას მაგიდაზე იყო.ერთერთმა ტელეფონი ამოიღო და ტელეფონზე დარეკა. -თამილა აქ არაფერი არ არის. -??? -ვნახე ორივე უჯრაში,მაგრამ არაფერია. -სეიფში?სეიფი როგორ გავაღო. -??? -კარგი,შენ გაიგე კოდი და მერე ისევ ვესტუმრებით ბ-ონ გიორგის.ხმა ეცნო,მაგრამ ვერ გაეგო რა უნდოდა უბრალო დაცვის თანამშრომელს გიორგისგან.მათი წასვლის შემდეგ ყველა საქაღალდეს ხელი დაავლო და კომპანიის უკანა გასასვლელით გავიდა,ტაქსი დაიჭირა და ბიჭებს დაადგა თავზე გაფითრებული. -რა მოხდა,რა ფერი გადევს.უთხრა თოკომ სავარძელში ჩამჯდარ ზუკას რომელიც მძიმედ სუნთქავდა.სუნთქვა დაიმშვიდა და გიორგის შეხედა. -ზოგი ჭირი მარგებელია,ჩემი თვალით შევხედე რამდენიმე წუთის წინ შენს კაბინეტში სტუმრები იყო და რაღაცას გულდასმით ეძებდნენ. -ვინ იყო,ან დაცვა სად იყო.ვინ შემოუშვა უცხო პიროვნება ამ დროს კომპანიაში. -შენ წარმოიდგინე ნიღაბი ეკეთა,მაგრამ ხმაზე ვიცანი და სწორედ ერთერთი მათგანი დაცვის წევრი იყო.რაღაც საბუთებს ეძებდა და შემდეგ ტელეფონზე დარეკა და იცი ვის ელაპარაკა? -ვის?ვინ მყავს გვერდით მტერი. -შენი საყვარელი მდივანი,სათვალეებიანი ბაყაყი რომ გყავს და ყველაფერი იცის შენი გასვლა გამოსვლის საათები.ტუალეტშიდაც როდის შედიხარ არც ის გამოეპარება,დაჟე რამდენი წუთით გიწევს იქ გაჩერება ისიც გადათვლილი აქვს იმ მახინჯ არსებას.გიორგის ფერი დაეკარგა ზუკას ნათქვამით. -რას ამბობ ზუკა კარგად მოუსმინე? -ყველაფერი სიტყვა-სიტყვით მოვისმინე და შემდეგ თქვა,მაშინ შენ რომ გაიგებ სეიფის კოდის,მერე ვესტუმრებით ბ-ონ გიორგისო.რა უნდათ გიო შენგან. -არაფერი არ ვიცი,მტერი არ გვყავს. თუ მოგზავნილი არ არის რომელიმე კონკურენტი კომპანიიდან. -მართლა არ ვიცი რას ეძებდნენ,მაგრამ აქ ყველა ის საბუთია,რაც იყო ჩემს მაგიდაზე.არ დავტოვე და თანვე წამოვიღე. -ვინმემ დაგინახა? -არა,უკანა გასასვლელიდან გამოვედი.გიო მტერი გვყავს და ცხვირის წინ და გვერდით. -არაფერი არ შეიმჩნიოთ -მე ვფიქრობ,რომ იურისტი და ეკონომისტი რომ მოხსენი გაფლანგვის გამო ისინი ხომ არ ჩალიჩობენ რამეს. -შენ ხომ დააყენე ვიდეო თვალი ჩემს კაბინეტში ჩუმად.გაახსენდა გიოს და გიორგის გადახედა. -კი და ეს არავინმა არ იცის,არც თამილამ. -კარგი ადვოკატი და ყველაფერს გავარკვევთ.თქვა გიორგიმ. -მყავს ადვოკატი სანდო და ჩემიანი,მალე გაგაცნობთ.გიორგის ანამარია გაახსენდა და ჩაეღიმა.შემდეგ თოკოს გადახედა და თვალით ანიშნა ვერანდაზე გაყოლოდა.ყველაფერი მოუყვა თოკოს რაც ქეთიმ უთხრა და თოკო ძალიან გაბრაზდა.იმ შუა-ღამით მიდიოდა იმ უზრდელი ტიპის სანახავად,მაგრამ დააკავა და არ გაუშვა.სახლში შევიდა სიბრაზე ვერ მოთოკა და ქეთის უთხრა. -რატომ,რატომ არ მითხარი ქეთი ასე თუ გავიწროვებდა და გაწუხებდა.ეს ხუმრობა არ არის,უნდა გეთქვა.დაგაშინა და სარგებლობს შენი შეშინებული თვალებით. -რა ხდება,ხუმრობა არც ჩვენ გვიყვარს.ვინაა გავაცნოთ ვინ ვართ ჩვენ ქეთისთვის და რა მნიშვნელოვანია ჩვენთვის მეგობრობა.თქვა გოთალამ. |
ტესტები
აქტიური მწერლები
აქტიური მწერლები
.:დღის აქტიური მკითხველი:.
თქვენი აზრით, ქალებისთვის, რა ასაკშია მიზანშეწონილი დაოჯახება?
ყველა გამოკ
.:შემოგვიერთდით FACEBOOK-ზე:.