მძინარე მზეთუნახავო, პრინცი მოვიდა! (7)
ბექა თვალს ვერ წყვეტდა, მძინარე წყვილს. გიჟდებოდა მათ სიახლოვეზე. ორივე ბავშვი იყო, ორივე პატარა... მართლია ოთო უკვე 20 წლის იყო, მაგრამ ბავშვური ჩვევები მაინც შერჩენოდა. უაზროდ ებუტებოდა ძმაკაცებს, ელზას... ყველაზე მეტად კი ელზას უყურადღებობდა სწყინდა, გოგონა თითქმის მთელ დღეს მეცადინეობაში ატარებდა. ამაზე კი ეგოისტურად ბუზღუნებდა, წიგნებმა სულ გააგიჟეს ეს ბავშვიო. ბექა წამით არ ხუჭავდა თვალს, იმდენად ლამაზ სანახაობას წააწყდა. ბიჭი არ იყო რომანტიკული, არ იზიდავდა წყვილების ყურება, ერჩივნა მეგობრების წრეში ეტრიალა და არა შეყვარებული წყვილების... არც თვითონ სურდა ოდესმე შეყვარებული ჰყოლოდა, ერთღამიანი ურთიერთობები სძულდა, მაგრამ ხანდახან იძულებეული ხდებოდა. მას საერთოდ არ უნდოდა სიყვარული, არ იყო მზად. არც არასდროს ყოფფილა, ეგონა რომ სუსტი აღმოჩნდებოდა და თავის მეორე ნახევარს გულს ატკენდა. ქრისტინა სხვა განზომილება იყო, პირველი დანახვისთანავე მოუნდა, გულში ჩაეკრა და ხელები მოეხვია. მაშინვე ფლირტი დაუწყო და მაშინვე გაღიზიანება გამოიწვია გოგონაში. გაღიზიანება, რა თქმა უნდა, არ ყოფილა აუტანელი, პირიქით სასიამოვნოც კი იყო. წარმოიდგინეთ, ბიჭი გეფლირტავებათ... საშინლად სიმპატიური ბიჭი გეფლირტავებათ. ასე იყო ქრისტინაც... ბექამ თავი გააქნია, ღმრა ფიქრებს თავი დააღწია და კიდევ ერთხელ გაიღიმა წყვილის დანახვაზე. პლედს დასწვდა და გადააფარა, არ გაცივდნენო. ოთო გაინძრა, შეირხა და ბექას ამოხედა. -ოთო, ხომ იცი როგორც უნდა მოიქცე? - თითქოს მკაცრი, ბოხი ხმით უთხრა ბექამ ბიჭს, მაგრამ ღიმილი მაინც შეეპარა. ოთომ თავი დაუქნია, მერე ანიშნა გაჩუმდი, ელზა არ გააღვიძოო. ბექა კარისკენ დაიძრა, კარებთან მყოფმა უკან გამოიხედა, შენიშნა როგორ აკოცა ბიჭმა პატარა გოგოს შუბლზე და ბედნიერს გაეღიმა. სამზარეულოდან ხმაური ისმოდა, იფიქრა ალბათ ლელა მოვიდაო და მასთან გავიდა. ქალს თმები მაღლა აეწია, წინსაფარი გაეკეთებინა და უკვე საჭმლის კეთებას შესდგომოდა. ღიმილით მიესალმა ბექას და თავისი შვილების ამბავი ჰკითხა. -ვაჩე საავადმყოფოში დარჩა, ხო იცი როგორ შეუყვარდა კატო. - ღიმილი გაუფართობდა ბიჭს. - ოთო და ელზა კი მაღლა არიან, სძინავთ. -რა? - წამოიყვირა ლელამ და გაოცებული უყურებდა ვაჩეს. - არ მჯერა, მატყუებ რაღაცას. - ბოლო სიტყვა კარში გასულმა დაიყვირა. ელზას ოთახისკენ დაიძრა და ფრთხილად შეაღო... გაოცებულმა პირი დააღო, მერე მკრთალად გაიღიმა და ჩახუტებულ ბავშვებზე გული გაუთბა. უყურებდა მათ და მაინც ვერ იჯერებდა, რომ ელზა და ოთო ასე, მშვიდად იწვნენ და ერთმანეთს ცოცხლად არ ჭამდნენ. კარი მშვიდად გამოიხურა და სამზარეულოში გამოვიდა. ბექას შეხედა და ხმადაბლა გაიცინა. -დაიჯერე, ლელა?! - გაეცინა ბიჭს და მასზე ერთი თავით დაბალ, ჭაღარაშეპარულ ქალს დახედა. -ახლაც ვერ ვიჯერებ. - გაეცინა ქალს. - რა გაგიმზადო? - ჰკითხა ბექას ლელამ და ხელები გაშალა. -რას მეკითხები?! ვითომ არ იცოდე რა მიყვარს. - გაეცინა მას. -ბექა... შეიძლება რაღაც გკითხო?! - თანხმობის ნიშნად თავი დაუქნია ქალს. -ელზასა და ბექას შორის რა ხდება? - ერთი ამოსუნთქვით მიაყარა ლელამ მოსაუბრეს და ცნობისმოყვარე თვალებით მიაჩერდა მას. -მე არაფერი ვიცი, ლელა, არაფერი. -ნუ მატყუებ, - ქალმა გამჭოლი მზერა ესროლა. -არ გატყუებ. -უნამუსო ადამიანი ხარ, ბექა. - საყვედურნარევი ტონით უთხრა ლელამ ბიჭს და საჭმლის მზადება განაგრძო. *** მთელ სახლში, ობობებს თავიანთი სახლები გაეშენებინათ კუთხეებში. ირგვლივ მტვრის, სიძველის სურნელი გამეფებულიყო. თაროებზე, ჩარჩოში ჩასმული ფოტოები ელაგა, მტვერი დიდ ფენად ედო. ქალაქგარეთ მდებარე, პატარა კოტეჯში ნაზად შეაბიჯა ქრისტინამ და ნოსტალგიურად გაიღიმა. ყველა მოგონება ამოუტივტივდა, აქ წლების მანძილზე არ ყოფილა, გიორგის გარდაცვალების შემდეგ ამ სახლში სულიერს არ დაუდგამს ფეხი. ღრმა, სევდიანი მზერა მოავლო არემარეს, შეეცადა ცრემლები შეეკავებინა, მაგრამ ვერ შეძლო. ყველა მოგონება ერთიანად შემოაწვა გულზე, ყველა პოზიტიური დღე აუტანელ ტკივილად ექცა. სიმწრით გაეღიმა, ცრემლები შეიმშრალა და ბუხარს გახედა. ახსოვს როგორ თბილად იჯდნენ, ის, კატო და გიორგი აქ და მღეროდნენ. გიორგის ლამაზი, მწვანე, ძალიან ღრმა თვალები ჰქონდა, მეტყველი. ერთი მზერით მიხვდებოდით რა სწყენდა და რა ახარებდა. მაღალი იყო, გადახვევდა ძლიერ, დაკუნთულ ხელებს, მასზე ერთი თავით დაბალ გოგოებს და დასცინებდა რა დაბლები მყავხართო. ქერა თმა ჰქონდა, არასდროს იჭრიდა მოკლეზე, ამბობდა, არ მიხდება მოკლე თმებიო. როცა იჯდა, დაიწყობდა ხელებს მუხლებზე და ხშირად იწევდა თმას გვერდზე. იმდენად მომხიბვლელად აკეთება, ყველა გოგოს აშტერებდა. მოგონებების გახსენებისას გაეღიმა ქრისტინას, თაროს მიუახლოვდა. პირველ ფოტოზე, ეზოში, კატო და გიორგი იყვნენ. კატოს ხელები ერთმანეთზე გადაებჯინა და ტუჩები გამოებუშტა. გიორგი კი იცინოდა, გაბუტულ დას დასცინოდა. "-მამა, უთხარი რამე გიორგის... შე-მჭა-მა. - ბუზღუნებდა კატო და უფროს ძმას კალამს არ აძლევდა. -მამა, უთხარი რამე კატოს... კალამს არ მიბრუნებს.- ამოთქვა გაბრაზებულმა ბიჭმა. მოულოდნელად სახე გაუნათდა, ბოროტულად ჩაიცინა და ოთახიდან დინჯი, თანაბარი ნაბიჯებით გავიდა. კატოს გაუკვირდა კალამი ასე ადვილად, რომ დათმო, მაგრამ არ შეიმჩნია და წერა განაგრძო. მოულოდნელად, მთელი სახლი კატოს ყვირილმა მოიცვა. გიორგის მისი ლამაზი კაბა დაეჭრა და ხეზე დაეკიდა. გაბრაზდა... ძალიან გაბრაზდა კატო, გამოეკიდა მის "უტვინო" ძმას და იქმადე სდია, სანამ ვახო არ ჩაერია საქმეში." სიცილი ვერ შეიკავა ქრისტინამ ამ სასაცილო მოგონების გახსენებისას. ღმერთო, როგორ ენატრებოდა გიორგი... და როგორ ენატრებოდა კატო... თავისი ოჯახი ენატრებოდა... პატარა, ლამაზი ოჯახი. მეორე სურათზე, სამივე იყვნენ, კატო და ქრისტინა გიორგის კოცნიდნენ ლოყაზე. როგორია ბანალურია, არა?! მაგრამ მაშინ ისეთი ბედნიერები იყვნენ, ისეთი მხიარულები, ისეთი ლაღები. "-გიორგი, შვილო, მოდი დაჯექი შენ აქ, არ გამაბრაზო. - თბილი ხმით უთხრა ვახომ ვაჟს და ხელით დივანზე მიუთითა. -აუ, არ მიყვარს ფოტოების გადაღება, ხო იცი, არა?! - ამოიბურტყუნა ბიჭმა და გვერდით შემომსხდარ, ულამაზეს გოგოებს შეხედა. - ღმერთო, ამათ ჭკუა მიეცი, რა. - მაღლა აიხედა და სიცილით ამოილაპარაკა. -აბა, მოემზადეთ. - გაიცინა ვახომ. და... ერთი, ორი, სამი... მოგონება დამახსოვრებულია." ცრემლები მოიწმინდა ქრისტინამ, სურათს მტვერი გადაწმინდა და ფრთხილად, ძალიან ნაზად შეახო ბაგეები. ტკივილი თანდათან კლავდა და ანადგურებდა მას. მესამე ფოტო... ეს იყო ყველაზე გიჟური, ყველაზე კომედიური ფოტო. მოცინარი კატო და აუზში მოცურავე, გაბუტული ქრისტინა და გაღიზიანებული გიორგი. "-კარგი ბიჭია ნიკა, მაგრამ ხო იცი, არა?! ჯერ ადრეა შენთვის. - დამრიგებლური, მკაცრი, მაგრამ მაინც თბილი ტონით ელაპარაკებოდა გიორგი, გვერდით მჯდომ ქრისტინას და აუზში ფეხებს ათამაშებდა. -მეც ვიცი, რომ ადრეა, მაგრამ ნიკა ძალიან მომწონს. - უპასუხა დაბნეულმა გოგონამ და აწითლებული ლოყების დამალვა სცადა. კატო ცალკე, მარტო იჯდა და ცდილობდა შურით არ გამსკდარიყო, ეჭვიანობდა ქრისტინაზე, თვლიდა, რომ გიორგი მხოლოდ მისი იყო და არავისთვის განაწილებას არ აპირებდა. თავში ერთი ძალიან სახალისო აზრი მოუვიდა, ფრთხილად წამოდა და მოსაუბრე ბავშვებისკენ გაემართა. საუბარში გართულს, არც ერთს არ შეუმჩნევია მომავალი კატო, ამით ისარგებლა გოგონამ და მოულოდნელად ქრისტინა და გიორგი წყალში აღმოჩნდნენ. ვახომ მაშინვე მოიხელთა ფოტოაპარატი და თავის კოლექციას კიდევ ერთი სურათი შეჰმატა." ერთი-ორი სურათი კიდევ ელაგა თაროზე, დამტვერილი და გაცრეცილი იყო. ქრისტინამ ვეღარ შეძლო, ვეაღრ გააგრძელა სურათების თვალიერება. გულში მწარედ ჩაესო ეკლები და მთელი დასერილი გული, ისევ მწარედ დაუკაწრა.ვეღარ შეძლო, თავი ვერ შეიმაგრა და კედელთან ჩაიკეცა. მთელი გულით ატირდა და სცადა მთელი ტკივილი ამოეღო. უნდოდა ყველა მისი ტკბილი, მაგრამ სევდიანი მოგონება გამქრალიყო. ჯერ დედა გადაყვა მის მშობიარობას, მერე ცოლს ლოთი ქმარიც მიჰყვა. ბებიამ გაზარდა ქრისტინა. ისიც 14 წლის ასაკში დაკარგა. როგორ უძლებდა ამხელა ტკივილს თვითონაც უკვირდა, მაგრამ მას ხომ კატო ჰყავდა, გიორგიც ჰყავდა ერთ დროს. ახლა, მარტო დარჩა... ვახოსთან ერთად. ერთ დროს, ძალიან ბედნიერი ოჯახი დაიშალა, ნაკუწებად იქცა, დაიწვა და ჩაიფერფლა. ქრისტინამ ამოიკრუსუნა, თითქოს გულზე მოეშვაო, ფეხზე ოდნავ წამოიწია და ნახევრად კედელს მიეყრდნო. მთელი სხეული უხურდა, სხეულში მაღალი წნევით მიმოექცეოდა სისხლი. მძაფრად შეიგრძნო სახლის სიძველის, ნესტისა და მტვრის სუნი, მოგონებები დააიგნორა და ფრთხილი ნაბიჯით სახლიდან გავიდა. *** -მართლა ვიგრძენი, ექიმო, ხელი გაანძრია. - უმტკიცება ვაჩე ექიმს, თან ნერვიულად ათამაშებდა თითებს, აქეთ-იქით დადიოდა მთელ ოთახში. -ვერაფერს გეტყვი, ჩემო ვაჩე, ჯერ უნდა დაველოდოთ, შენც ხომ იცი, არა?! - გაუღიმა ხანში შესულმა მამაკაცმა ბიჭს და ხელი მხარზე დაკრა. - კარგი, უნდა წავიდე, ახლა მე. მერე შემოვივლი. - ვაჩე მიხვდა, რომ მამაკაცმა მისი ნათქვამი არ დაიჯერა, კარში გასულს ალმაცერად გახედა და რაღაც ამოიბურტყუნა. ისევ გოგონას საწოლს მიუახლოვდა, სავარძელში ჩაეშვა. გოგონას ფრთხილად ეამბორა ხელზე და ბლოკნოტი გადაშალა. "ყველაფერი შეიცვალა, სახლი დადუმდა, მოკვდა. აღარავინ გვაღვიძებდა დილაუთენია და აღარაც არავინ გვყრიდა ფეხზე დილის შვიდ საათზე. ყოველ ღამე გულამოსკვნილი ვტიროდი და გიორგის მაისურთან ერთად ვიძინებდი. ისევ ასდიდოა გიორგის და მისი სუნამოს სურნელი. თვალის უპეები ჩამიშავდა, გარეთ აღარ გავდიოდი, საჭმელსაც აღარ ვჭამდი, მხოლოდ გიორგიზე და მასთან წასვლაზე ვფიქრობდი. გიორგისთვის დედამიწა ზედმეტად ცოდვილი იყო, მას სამოთხე სჭირდება და არის კიდევაც, მჯერა ხელსაც მიქნევს და მიღიმის. მგონი გავგიჟდი..." მასთან ერთად გაგიჟდა ვაჩეც... გააფრინა. ვერ იჯერებდა, ვერ წარმოიდგენდა როგორ შეიძლებოდა ასეთ პატარა, უცოდველ სხეულში ამდენი ტკივილი დატეულიყო. მთელი სხეული ეტკინა, გული ეკლებმა დაუჩხვლიტა. ორგანიზმი დაცლას ითხოვდა, ყველანაირი ტკივილისგან დაცლას ითხოვდა. მამაკაცური 'თავმოყვარეობა, რომ არა აუცილებლად გადმოყრიდა ნიანგის ცრემლებს და გულით იტირებდა... "სამი წელი გავიდა, მე კი ისევ მენატრება, ისევ მაკლია, მხოლოდ იმიტომ ვჭამ, რომ ვიცხოვრო. მხოლოდ იმიტომ ვცხოვრობ, რომ დედას და მამას უკანასკნელი იმედიც არ მოვუკლა და მათ მაინც მივცე ნორმალურად ცხოვრების საშუალება. და ალბათ... იმედი მაქვს, რომ ვიპოვი მიზეზს სიცოცხლისა და ისევ ვიქნები ის ვინც ვიყავი. მენატრება... სიკვდილამდე მენატრება. მინდა ჩავეხუტო... მოვუყვე უნივერსიტეტში მყოფ ბიჭებზე და მათ სულელურ გამოხედვებზე... მინდა მოვუყვე ავტობუსში ნანახ ორსულ ქალზე... პატარა ბიჭზე, მოპირდაპირე კორპუსში, რომ ცხოვრობს... და... მინდა მოვუყვე კატასა და თაგვზე, რომლებიც ეზოში ერთამენსთ დასდევენ და, ჩემი ჭკუით, ერთამენთი ისე უყვართ, როგორც ტომი და ჯერს ერთამენთი." ცხადად შეიგრძნო ყველა მომენტი... წარმოიდგინა ლამაზი, კოხტა ქალი დიდი, უშველებელი მუცელით. წარმიიდგინა სიმპატიური, 4-5 წლის ბიჭი, რომელიც ისეთი საყვარელია აუცილებლად შემოგეჭმება. წარმოიდგინა თაგვი და კატა... გაეღიმა. მალე გააფრენდა... უფროსწორად გააფრინა. "ეს ჩემი ბოლო ჩანაწერია, სამი წელი გავიდა, ისევ მენატრება მაგრამ უკვე დროა ცხოვრება გავაგრძელო და მთელი ცხოვრება არ შემოვალიო. მენატრება... მიყვარს და მუდამ მეყვარება..." ღრმად ამოიოხრა... -კატო, ვიცი, რომ არ გესმის, მაგრამ მართლა მაგიჟებ... ხედავ?! ახლაც არაფერს ველაპარაკები. გავაფრინე... შენ გამაფრენინე. თავიდან, რომ დაგინახე, შემეშინდა, ვაითუ არ გაიღვიძოს-მეთქი. ახლაც მეშინია, შიშისგან ვკანკალებ, ხოლმე. წარმოგიდგენია?! ბიჭს, რომელსაც არასდროს არაფრის შეშინებია, ახლა კანკალებს. ასე როგორ შემიყვარდი?! ასე როგორ მოახერხე ჩემი გულის მოპარვა?! არ შეგეცოდე მაინც? ყოველდღე მივდივარ შენთან, გიყურებ, თმებზე გეფერები და გულის სიღრმეში, მიჩქმალულ კუნჭულში მჯერა, რომ გაიღვიძებ... არ ვიცი, რა იქნება, როგორ იქნება შენი გაღვიძების შემდეგ, მაგრამ იმედია არ მიმატიოვებ... არ 'გადამაგდებ'. ხო, დამპირდები?! - მთელი ემოცია... მთელი გული... მთელი სული ამოატანა ამ სიტყვებს... თავი ჩახარა და იატაკს დააცქერდა. ოთახში გამეფებული, გამაყრუებელი სიჩუმე ნაზმა, ჩაწყვეტილმა და სუსტმა ხმამ დაარღვია. -არასდროს მიგატოვებ, გპირდები!.. მაგრამ ახლა მითხარი სად ვარ?! ვიცი, რომ უნამუსო ვარ. ისიც ვიცი, რომ ჩემი ცემა გინდათ. მაგრამ... მაპატიეთ, ძალიან დაბნეული და გადაღლილი ვარ ეს ბოლო კვირაა. თავს არ ვიმართლებ! მიყვარხართ უზომოდ... |
ტესტები
აქტიური მწერლები
აქტიური მწერლები
.:დღის აქტიური მკითხველი:.
გჯერათ ბიჭის და გოგოს მეგობრობის?
ყველა გამოკ
.:შემოგვიერთდით FACEBOOK-ზე:.