შესვლა
რეგისტრაცია
რეკლამა

როგორ შევუყვარდი მაფიოზს...თავი 10


1-12-2017, 23:42
ავტორი ana_aneta
ნანახია 3 171

ნახევარი დღე საწოლში გავატარეთ.ის ჩემზე იყო მოხუტებული მე კი თითებს მის თმაში დავასრიალებდი. ისიც გატრუნული იწვა.
-მთელი დღე ასე ვიწვეთ?მკითხა დიდხნიანი სიჩუმის შემდეგ.
-როგორც გინდა ისე მოვიქცეთ.-აუუ ისე ძალიან მშია.ზანტად გავიზმორე მე.
-კარგი ადე და ვისადილოთ სადმე. თვითონ მალე წამოდგა და ტანსაცმელი.გაისწორა პერანგი დაკუჭვოდა.
-შენი სვიტერი აქაა შეგიძლია ის ჩაიცვა. პერანგი გაიძრო, საოცრად კარგი სხეული ჰქონდა.
-რაო? ხომ არ დაგცხა. ჩემსკენ შემობრუნდა და მუცელზე,დემონსტრირებულად დაისვა ხელი.-მე შევიშმუშნე.
სავარძელზე მიგდებულ სვიტერს დაწვდა და სწრაფად გადაიცვა.მეც ნელა წამოვიზლაზნე საწოლიდან. ძალიან თხელი პენუარი მეცვა. თითქმის შიშველი ვიყავი. კაცმა კარგად შემათვალიერა, მაგრამ მისგან ხარბი მზერა არ მიგრძვნია.
-რაო? მისივე ფრაზა გავიმეორე. კაცმა გაიცინა.
-მე მისღებში გავალ, სანამ გული წამივა.
ვცადე მაქსიმალურად სწრაფად მივმზადებულიყავი. პრიალა ტყავის შარვალი და თეთრი, მაისური ჩავიცვი. ბერეტი მოვირგე, სათვალე გავიკეთე და პომადაც სწრაფად წავისვი. ფანჯრიდან ამინდი შევამოწმე, წვიმას აპირებდა. მანტო მოვიცვი და მისაღებში გავედი.
ჩემს დანახვაზე ფეხზე წამოდგა და მანტო მოიცვა. კიბეზე დავეშვით მე წინ მივდიოდი ის.კი მშვიდად მომყვებოდა უკან. ვერ ვაცნობიერებდი რომ ჩემი შეყვარებული იყო და მის გვერდით უნდა მევლო.ჰოლში.შევედით. კლაუდუიმ ნაცნობ პორტიეს ტაქსის გამოძახება სთხოვა და რამდენიმე წუთში გვედით ამომიდგა. წელზე ხელი მომხვია და მომეხუტა.მისმა ამ ჟესტმა მთელი ჰოლის ყურადღება მიიპყრო ყველა გაკვირვებული გვიყურებდა.
-რა სჭირს ამ ხალხს? ასე რატომ გვიყურებენ.
-უკვირთ.
-რა უკვირთ? წყვილი?
-ჩემთან ერთად რომ ხარ.
-ჰო აბა რა. დარწმუნებული ვარ არასოდეს გაგივლია ქალთან ერთად აქ და არც არავის მიხუტებიხარ.
-გამილია, მაგრამ არ მივხუტებივარ.ისე შეუპოვრად მცემდა პასუხებს ლამის დავნებდი..
-ვაიმე შემთხვევით ვაჟიშვილიც ხო არ ხარ? უცებ წამოვაყრანტალე, მაგრამ მალევე ვინანე, ვერაფერს ვიზავდი.
-არა, მაგაში მალე დარწმუნდები. მაგრამ მხოლოდ რამდენიმე ქალისთვის მაქვს ნაკოცნი, ჩახუტებით კი მხოლოდ ბიძაშვილებს და ბიცოლაჩემს ჩავხუტებივარ.
-რატომ? გულწრფელად გამიკვირდა.
-კოცნაც და ჩახუტებაც, ჩემთვის სიყვარულის გამოხატულებაა,ძალიან ბევრ ემოციას იღებ და გასცემ ამ დროს. კოცნის დროს ტანზე ეკალი მაყრის, რაც ყველაზე მაგარი სექსის დროსაც კი არ მემართება, შენ რომ გკოცნიდი ლამის მოვკვდი.ვერაფრით ვერ ვხვდები რა გამიკეთე.
-არაფერი.კაცს გაეცინა, ამასობასობაში ტაქსიც მოვიდა. სასტუმროს ჰოლი დავტოვეთ. მანქანის კარი გამიღო და თავადაც სწრაფად მომიჯდა გვერდით.
-სად მივდივართ?
-ჯერ სასადილოდ მერე ჩემს მეგობართან.
-მეგობართან? რა გვინდა იქ.
-მანამდეც მინდოდა იქ შენი წაყვანა, მაგრამ ვერ მოვახერხე. იშვიათი ნახატების კოლექცია აქვს.
-ვაუ რა მაგარია.
-შენ რომ გიყვარს იმ მხატვრების ნამუშებრებიც აქვს ისეთები არსად რომ არ ყოფილა გამოფენილი.სიხარულისგან თვალები გამიბრწყინდა. ისიც კი დაიმახსოვრა რომელი მხატვარი მიყვარდა. მაგრამ რაღაცნაირად მაინც ვერ ვეგუებოდი, ამ ახალ ამბავს რომელიც თავს დამტყდომოდა.
ტაქსი სანაპიროსთან მდებარე რესტორანთან გააჩერებინა. დარბაზი გადავჩერით, აქაც ყველა მზერა ჩვენსკენ იყო. მიუხედავად იმისა რომ ყველამ დაინახა მასთნ ერთად ვიყავი, მაინც მოვახერხე, რამოდენიმე მამრობითი სქესის ყურადღების მიქცევა, არ მესიამოვნა. უხერხულად შევიშმუშნე.
-აქაურ კაცებს აშკარად ძალიან მოსწონხარ. მასაც არ გამოპარვია. მე მხოლოდ გავუღიმე პასუხად. კიდევ აპირებდა გაგრძელებას მაგრამ მიმტანმა შაეწყვეტინა. ორივეს მენიუ მოგვაწოდა და უკან დაბრუნდა.მე ქათმის სალათი და წვენი შევუკვეთე. საპირფარეშოში გავედი ხელების დასაბანად. შევამჩნიე კუთხეში მჯდომმა კაცმა როგორ გამომაყოლა ტვალი, გვიან მაგრამ მაინც მივხვდი ვინ იყო. ის კაცი ვითომდა სამოდელო სააგენტოდან. გამიკვირდა რომ არ მომესალმა, მაგრამ ღმერთს მადლობა ვუთხარი რომ ასე არ მოიქცა..
ორივემ სწრაფად ვისადილეთ. კლაუდიო თავის მეგობარზე მიყვებოდა, როცა საუბარი, ვიღასიც ბარიტონმა გაგვაწყვეტინა.ის იყო.
-ხედავ როგორია ცხოვრება. ისეთ ადგილას შეხვდები ადამიანს ვერც კი წარმოიდგენ. ბედისწერის გჯერა? არცერთს არ ამოგვიღია ხმა.-აი მე კი მჯერა და ინტუიციაც მკრანახობს რომ სწორედ შენ უნდა გახდე ჩემი სააგენტოს მთავარი სახე.
-ამაში რა გარწმუნებს? ვკითხეე მკაცრად.
-თუნდაც ის რომ ამდენჯერ შემ~თხვევით გადავეყარეთ ერთნამეთს. შენ ჩემი ვარსკვლავი უნდა გახდე.შენზე უკეთესს ვერავის ვიპოვიდი? არამარტო სახედ არამედ ბევრი სხვა რამისთვისაც გამოდგები. კარგად იფიქრე ამაზე რამდენსაც გასცემ იმდენჯერ მეტს მიიღებ. . ეს ხომ მაინც გაგიგია.მინდოდა სილა გამეწნა.ფეხზე წამოდგომაც ვცადე, მაგრამ ვერ მოვახერხე.სამაგიეროდ კლაუდიო წამოხტა სწრაფად ფეხზე და მის წინ მდგომ კაცს ზემოდან დახედა. მასთან შედარებით საკმაოდ დაბალი და გალეული იყო. მის ადგილას ძალიან შემეშინდებოდა. ხელი ყბაში მოავლო და ჰაერში აწია. მერე იტალირად რარაც უთხრა. ისიც შეშინებული უქნებდა თავს და საწყლად ფართხალებდა.მერე კისერზე ჩაოუცურა ხელი და რაღაც წერტილზე დააჭირა. კაცი უფრო აფართხალდა.
-გთხოვ არ გინდა. შეეშვი რაა. ხელი შეუშვა და სრულიად მშვიდად მომართა.
-წავედით! აღელვება მაიმც ეტყობოდა.მაინტო ჩავიცვი და უკან გავყები.
-სახლში წავიდეთ? გაუბედავად ვკითხე მე.ცოტა ხანს ხმა არ ამოუღია სიგარეტს ეწეოდა და ზღვას მიშტერებოდა.ძალიან დაძაბული ვიყავი. არ ვიცი ალბათ ახლა მის მიმართ სითბო უნდა გამომეხატა,, ასეთ რაღაცეებში ძალიან დებილი ვიყავი, მაგრამ თავს ძალა დავატანე და მხარზე მივეხუტე. ღიმილნარევი მზერით გადმომხედა.
-ჰო რა. მარჩელოსთან სხვა დროს წაგიყვან.ხომ არ გეწყინება.უარის ნიშნად თავი გავაქნიე და ხელზე ვაკოცე. სანაპიროს გავუყევით. გარეთ საკმაოდ ციოდა. ორივე ჩუმად და ნელა მივუყვებოდით აზვირთებული ტალღებისგან დასველებულ ქუჩას.გზად შემხვედრმა ახალგაზრდა ბიჭმებმა მაორიდებლად გამომაყოლა თვალი.მან ისევ მწარედ ამოიხვნეშა.
-ეჭვიანობ? ისე ვკითხე თავი არ ამიღია.მას ხმა არ ამოუღია.-სულ ტყუილად. ისევ არ გამცა ხმა. დაბღვერილი მიყურებდა. ისეთი შეგძნება მქონდა თითქოს ჩემ თავს ველაპარაკებოდი.-ასე თუ დავიწყებთ ურთიერთობას არამგონია შორს წავიდეთ.
-ჩემთვის ძვირფასი ხარ და მხოლოდ...
-ვიცი, მაგრამ არ ავიტან ყოველი ადამიანი შემოხედვაზე იბღვირო და იეჭვიანო.თუ შენთან გადავწყვიტე ყოფნა ესიგი სხვა არ მჭირდება...არ მინდა რომ ეჭვიანობდე. თორემ...
-შეყვარებულ კაცს ემუქრები? საყვარლად გამიცინა..
-არა.
-კარგი. თუ ამდენი რამე დავთმე შენს გამო ამასაც მოვუღებ ბოლოს როგორმე.
-იმედია.საკმაოდ დიდი მანძილი გვქონდა უკვე დაგარული. ირგვლივ მიმოვიხედე არაფერი მეცნო.-სად ვართ?
-ბერნარის ქუჩაზე. ბიძაჩემის სახლთან ახლოს. გინდა მივიდეთ? გაგცნობ. დიდად არ მინდოდა მაგრამ მაინც დავთანხმდი წასვლაზე.-ნუ ხარ დაძაბული არ შეგჭამენ. მითხრა, მანამ სანამ კარგს გაგვიღებდნენ.
-ისიც იქ იქნება? ჩუმად ვკითხეე.
-არა ის წასულია. შვებით ამოვისუნთქე. მაგრამ რა ვიცოდი რომ უარესი მელოდა.
კარი ლამაზმა შუახნის ქალმა გაგვიღო და კლაუდიოს დანახვისას ბედნიერებისგან შეკივლა.
-ეს ვინ მესტუმრა?
-როგორ ხარ ბიცოლა? დამთბარი ხმით მიმართა კაცმა. ქალმა კარი ფართოდ გაგვიღო და შიგნით შეგვიშვა. თვალებით კითხა ეს ვინ არისო? კაცმა გაიღიმა და მისაღებისკენ წავიდა, მეც უკან ავედევნე. ბიძამისი საკმაოდ სიმპატიური კაცი ჩვენი დანახვისას ფეხზე წამოდგა და მოგვესამლა. ორივე ხელი ჩამოგართვა. ქალმაც სწრაფად დაიკავა ქმრის გვერდით ადგილი. აშკარად ძალიან აინტერესებდა ვინ ვიყავი, თითქმის ადგილზე ცმუკავდა, მაგრამ ხმა არ ამოუღია.ქმარს დაუტმო სიტყვა.
-ეს ლამაზი არსება ვინ არის. ინტერესით იკითხა კაცმა. საკმაოდ მკაცრი ჩანდა ცოტა არ იყოს შემეშინდა მისი.
-ეს ანაა. ჩემი შეყვარებული. დაამატა პაუზის შემდეგ. ბიცოლამის თბალები გაუბრწყინდა.
-უნდა გეთქვა საყვარელო. ყველანი შევიკრიბებოდით, ჩემს საფირმო კერძებს მოვამზადებდი უფრო ოჯახური გარემო იქნებოდა.
-მაგასაც მოვასწრებთ. მშვიდად ჩაილაპარაკა კაცმა. ისეთი შეგრძნება მქონდა რომ საშინლად არ მოვეწონე. -აქაური არ ხარ ხომ?
-იტალიური არ იცის. კაცმა მკვლელი მზერა მესროლა. მონიკა კი სიტუაციის განეიტრალებს ცდილობდა.
-აქ საიდან მოხვდი საყვარელო? თბილად მკითხა ქალმა
-სამუშაოდ ჩამოვედი, არქიტექტორი ვარ.
-სად გაიცანით ერთმანეთი, წამში ისეთი შეგრძნება მქონდა რომ ჩემი მეზობელი ნათელა მელაპარაკებოდა.
-მის სახლს ვაკეთებდი..
-ახლა ყველაფერი გასაგებია.
-რომელ სახლს? იტალიურად კითხა ისევ კაცმა.
-სანაპიროსთან რომ ვიყიდე იმას.კლაუდიომ საკმაოდ მკაცრად უპასუხა.
-ჩაი ხომ არ დაგველია? მხიარულად იკითხა ქალმა?მაგრამ ვაი ამ მხიარულებას, ალბათ ქმარი დაცოფავდა.
-რატომაც არა. თბილად გაუღიმა კაცმა.
-კარგი მაშინ მე სამზარეულოში გავალ. ქალს ისეთი საცოდავი თვალებით გავხედე, აშკარად მიხვდა რომ ჩემი აქ დატოვება საცოდაობა იქნებოდა და ზრდილობოანად შემომთავაზა მასთან ერთად წავსულიყავი. მეც სასწრაფოდ წამოვხტი და უკან ავეკიდე.
-საიდან მოიყვანე ეს გოგო. გააგრძელა კაცმა.
-რა მნიშვნელობა აქვს? კლაუდიო აშკარად გაბრაზდა.
-ხომ იცი შენ ამისთვის არ გცალია? ბევრი საქმე გვაქვს მოსგვარებელი.
- შენი შვილები უკვე დიდები არიან მე კი წასვლა და საკუთარი შვილები მინდა.
-ესეიგი უკვე ასეა საქმე?
-კი ასეა.
-მაშინ ალბათ გადაწყვეტილებების მიღება მოგიწევს, თან ძალიან სერიოზულის.არჩევანის წინაშე აყენებდა.
მე თითქმის ყველაფერი გავიგე და უკვე ზუსტად დავრწმუნდი რომ ამ კაცს არ მოვწონდი და ეს დიდი დაბრკოლება იქნებოდა, რადგან კლაუდიო მას ძალიან აფასებდა და არამგონია ჩემი მხარე დაეჭირა.საშინელებაა როცა შენი საყვარელი ადამიანის ოჯახს არ მოსწონხარ... მე არაფერი შემიმჩნევია.მონიკასთან ერთად მისაღებში დავბრუნდი. ორივემ ჩვენი წინანდელი ადგილები დავიკავეთ. მე კიდევ უფრო მივეკარი კლაუდიოს. ჩაი სულ ძალით დავლიე, ძლივს ყლაპავდი. ერთი სული მქონდა აქედან როდის წავიდოდით.
ვიღაცამ კარი შემოაღო და მისაღებიკენ დაიძრა უფრო დავიძაბე. მეგონა ის იყო და ალბათ ეს ყველზე საშინელი დღე იქნებოდა ცემს ცხოვრებაში. ამაზე ნაკლებად არ უნდა დაიწყო სიმპატიურ იტალიელ კაცთან რომანი..
ჩემდა გასაკვირად ის ბიჭი რომელმაც მაშინ გადამარჩინა მათი შვილი აღმოჩნდა. ჩემი დანახვა ძალიან გაუხარდა.
-ანა აქ რას აკეთებ? მე ძალიან გამიხარდა მისი დანახვა და გულრწფელად ჩავეხუტე, რაგან აქ ის ერთადერთი იყო ვისაც მართლა მოვწონდი. აშკარად დედამის გავდა. გვერდით მომისკუპდა და ჩემი ამბები გამომკითხა. მამამისს ესეც არ მოეწონა. კლაუდიოს ხელი მოვჭირე. მიხვდა რომ წასვლა მინდოდა.
-ჩვენ დაგტოვებთ. მკაცრად წარმოთქვა კაცმა და ბიძამის სასტიკი მზერა ესროლა.დემონსტრაციულად ჩამკიდა ხელი და გასასვლელისკენ წავედით.
ჩუმად მოვდიოდით. ძალიან ნაწყნი ჩანდა. არ ელოდა ბიძმისის ასეთ რეაქციას. მეც ძალიან ცუდად ვგრძნობდი თავს, ცოტაც და ალბათ ვიტირებდი, მაგრამ მაქსიმალურად ვიკავებდი თავს.
-ტაქსი გავაჩეროთ რა. კაცმა თავი დამიქნია და ტროარუარიდან ჩავიდა. პირველივეს დაუქნია ხელი. ძალიან მალე მივედით მის სახლთან. ვესტიბილი გადავჭერით და ლიფტს დაველოდეთ, რაც საკმაოდ დიდხანს გაგრძელდა. ვყოყმანობდი მეკითხა თუ არა..
-არ მოვეწონე ჰო. კაცი კედელს იყო და ჭერს მიშტერებოდა. დავინახე ღიმილი როგორ გაუკრთა სახეზე... კარს გასაღები მოარგო და რამდეჯერმე გადაატრიალა.
-კლაუდიო. არ მოვეშვი მე.
-არა. ეს მითხრა და დივანზე დაეშვა.
-მე წყალს გადავივლებ და მოვალ. ხმა უკვე აკანკალებული მქონდა. აბაზანის კარი მივკეტე თუ არა ვიგრძენი როგორ მოცოცავდა ცხელი ხრემლები ჩემს სახეზე. ტანსაცმელი ნელ-ნელა გავიძრე დ ცხელი ჭავლის ქვეშ დავდექი. იქამდე ვიტირე, სანამ გული არ მოვიოხე. კიდევ ცოტა ხანს გავჩერდე, არ მინდოდა შემტყობოდა. კლაუდიოს სვიტერი გადავიცვი, წინდებიც ამოვიცვი და მისაღებში გავტამტალდი. მას ცხელი შოკოლადი და ტერამისუ დაედგა მაგიდაზე. გვერდით მივუჯექი და პლედში ავეხვიე.
-ძალიან გთხოვ ამის გამო არ იტიტო. მაინც მიხვდა. მე აღარ მინდა ამ საქმეში ყოფნა და საერთოდაც კაცი ვარ და კარგად ვიცი ვნ მიყვარს და ვის გვერდით მინდა ყოფნა. სულ ფეხებზე მისი მიწებიც, მისი ფულიც და გავლენაც.ეს ყველაფერი აქამდე არ მაკლდა და არც მერე მოაკლდება, მაგრამ მინდა რომ ვინმეს ვუყვარდე. ეშინოდეს კი არა ვუყვარდე. აწყლიანებული თვალებით შემომხედა.
-ჩემი გეშინია? იმიტომ ხარ აქ რომ ჩემი გეშინია> როგორც ბიცოლაჩემს ეშინია მისი. არ მინდა ასეთი ოჯახი! ნერვიულობისგან აააკანკალა.
-დამშვიდდი შენი არ მეშინია. ძალიან მსიამოვნებს შენს გვერდით ყოფნა და ამასი ერთი წამითაც არ შეგეპაროს ეჭვი. მკლავებში შევუძვერი და მთელი ძალით მივეხუტე.
-მეც მილანში გადმოვალ ალბათ.
-მართლა? სიხარულისგან თვალები გამიბრწყინდა.
-ოღონდ ჯერ საქმეები მაქვს მოსაგვარებელი.
-ისე მეგონა გაუხარდებოდა.
-მეც... თავი ჩაქინდრა კაცმა თითქოს არ უნდოდა მისი ემოცია დამენახა. -ჩემს მშობლებს ალბათ ზალიან მოეწონებოდი.თავზე მზრუნველად გადამისვა ხელი.
-ვახშამი მოვამზადოთ და ესენი მერე ვჭამოთ.
-კარგი, მაგრმ ჩემი ისედი არ გქონდეს, ალბათ გახსოვს გაზქურის ჩართვაც რომ არ ვიცი.
-კი კი მაგას რა დამავიწყებს.
-უკეთესი აზრი მაქვს. დავრეკავ და წამში მოგვიტანენ საჭმელს.დაღლილი იქნები მზარეულობისტის კიდევ ბევრი დრო გექნება. შეკვეთა მისცა და მართლაც წამში გაჩდნენ ადგილზე. მშვიდად ვივახშმეთ. 100 წლის ცოლქმარივით კარტი ვითამაშეთ. მაგრამ კარზე ზარმა იდილია დაგვირღვია..




ესეც ახალი თავი მაინტერესებს თქვენი აზრი. მადლობა რომ კითხულობთ. <3



№1 სტუმარი სტუმარი shalo

ვისზე ნაკლები ტოლერანტი ვარ შე გამზდელ მოტყნულო

 


№2 სტუმარი სტუმარი nita

dzaan momcons es istoria,magram nu agvianeb ra gtxoovv

 


№3 სტუმარი სტუმარი დი კო

მალე დადე რა ახალი თავისი????☺

 


№4 სტუმარი diko

Ratom agar deb axal tavs?

 


№5 სტუმარი სტუმარი მარიამი

რატომ არდებ ახალ თავს?

 


№6 სტუმარი სტუმარი თათა

გთხოვ მალე დადე . არ დაიკარგო რა ნუ გვალოდინებ <3 ველი მომდენო თავს

 


№7  offline წევრი Maria Dadiani

მოკლედ ისევ გაუჩინარდები?

 


№8  offline წევრი ana_aneta

მაპატიეთ ბავშვებო ვწერ და ახალ წელს გაგახარებთ

 



სახელი: *
  • bowtiesmilelaughingblushsmileyrelaxedsmirk
    heart_eyeskissing_heartkissing_closed_eyesflushedrelievedsatisfiedgrin
    winkstuck_out_tongue_winking_eyestuck_out_tongue_closed_eyesgrinningkissingstuck_out_tonguesleeping
    worriedfrowninganguishedopen_mouthgrimacingconfusedhushed
    expressionlessunamusedsweat_smilesweatdisappointed_relievedwearypensive
    disappointedconfoundedfearfulcold_sweatperseverecrysob
    joyastonishedscreamtired_faceangryragetriumph
    sleepyyummasksunglassesdizzy_faceimpsmiling_imp
    neutral_faceno_mouthinnocent