შესვლა
რეგისტრაცია
რეკლამა

სიჩუმე. თავი (2)


2-12-2017, 16:32
ავტორი DopamineBanana
ნანახია 1 285

ამ ქვეყნად ყოველ ღმერთს ვთხოვ რომ ამ სიტუაციიდან უბრალოდ სადმე შორს წამიყვანონ. და რადგან იმის რეალიზებას ვახდენ, რომ ეს შეუძლებელია - თავს უფლებას ვაძლევ ვცდილობდე მაინც, რომ არაფერი დამეტყოს. ჩემს წინ უზარმაზარი სუფრაა გაშლილი. კერძები, რომლებიც სხვა დროს თავიანთი მიმზიდველობით თვალს მომჭრიდნენ, ახლა უბრალოდ უძრავად მომჩერებიან და ისე გამოიყურებიან როგორც მე, მათაც კარგად იციან, რომ სხვა გზა არ აქვთ, მათი გზა ჩვენს კუჭზე გადის, ისევე როგორც ჩემი მომავალი ავალიანების ოჯახზე. მიზეზი: ჩემი მდიდრული სახლის მარცხენა მხარეს მოთავსებულ მისაღებ ოთახში, თავი ავალიანების ოჯახს მოუყრია. ვცდილობ მათი მზერა ავირიდო. ამისთვის კი ჩემს პირდაპირ მოთავსებულ წითელ სანთლებს თვალს არ ვაცილებ. მათი ცეცხლის პარპალი ჩემს ნერვულ სისტემას აღიზიანებს. ფოკუზირებულ ფონზე ნათლად შემიძლია დავინახო, თუ როგორ შემომცქერის სუფრის თავში მჯდომი ბიძაჩემი - გურამ ელიავა. ლიას ბაგეებს მკრთალი, მატყუარა ღიმილი დაჰკრავს. ცდილობს სტუმრებთან არ შეიმჩნიოს, როგორც კი ჩემს მზერას ამჩნევს მის ღიმილს ყველანაირად მალავს და თავისი წილი თანაგრძნობით შემომცქერის. მისი მესმის. სუფრის მარცხენა მხარეს ცოლ-ქმარი, ანა და ივანე ავალიანები სხედან. მარცხნივ დაბნეული ვიხედები და ახლაღა ვამჩნევ ქალბატონი ანას შავ, ულამაზეს თვალებს. ეს სიტუაცია რომ არა, მის თვალებზე ალბათ საათობით ვილაპარაკებდი, ეს ყველაზე ლამაზი თვალები იყო, რომლის მსგავსიც არასოდეს მინახავს. ბატონი ივანე ავალიანი მწვანე თვალებითა და სქელი ტუჩებით შემოიფარგლებოდა. დადებითი ღიმილით, წელში გამართული იჯდა და გურამს ესაუბრებოდა. სამწუხაროდ, მათი არცერთი სიტყვა არ მესმოდა. ლია იღიმის, ქალბატონ ანას თავიანთი გეგმების შესახებ უამბობს და ვხვდები რომ მალე თემა ჩემი მიმართულებით გადმოიხრება. „რა ლამაზი გოგონა გაზრდილა“ მესმის ხმადაბალი ტონალობით, სადღაც.. მარცხნიდან. ეს ქალბატონი ანას ხმაა. ვაცნობიერებ რომ მათი ბრალი არ არის, ყოველი ხმა 5-ჯერ უფრო შემცირებული ტონალობით მესმის. პირი მიშრება. თითქოს ჩვენმა მოსამსახურემ ჩემი აზრები წაიკითხაო, ჩვენი ოჯახის წარმოებული წითელი ღვინო, გამჭვირვალე ჭიქებში ჩამოასხა. წამის შემდეგ ჭიქას ხელს ვკიდებ და ღვინოს ოდნავ ვწრუპავ. ვცდილობ ჩემი პირიდან გადმოსული ღვინის წვეთი სწრაფად მოვიცილო, მაგრამ ის, ჩემი ნაცრისფერი კაბის ზეწარზე ესხმება. უხერხულად ვიღიმი, ვიმედოვნებ ჩემი მოუხერხებლობა არავის შეუმჩნევია. მაღლა ვიხედები, წინ ანასა და ლიას მომღიმარ სახეებს ვამჩნევ. შესამჩნევი ღიმილითა და თავის დაკვრით ვპასუხობ და ვცდილობ სკამზე ჩემი თავი შევინარჩუნო. -მოხარული ვარ, რომ ამ მშვენიერ დღეს თქვენს ოჯახში მოგვიწია მობრძანება, რათა თქვენი ულამაზესი ქალიშვილის ხელი გთხოვოთ.- სანამ ამ სიტყვებს იტყვის, ყელს იწმენდს და ფართო ღიმილით მეგებება, - ბატონი ივანე ავალიანი. ამ სიტყვების მოსმენას, მთელი ცხოვრება ამ სუფრაზე უსაქმოდ გატარება მერჩივნა. მაგრამ, აღმოჩნდა რომ საქმე მაქვს. ჩემი ტვინის ორი მხარე ერთმანეთს ეომება, ერთი ამბობს, რომ ზრდილობის გამო უნდა გავიღიმო, მეორე კი ამბობს რომ აქედან უნდა გავიქცე. როგორც ჩანს ჩემს მეორე მხარეს, გურამ ელიავას მკაცრი მზერა ჰყოფნის თავისი პროტესტის შესაწყვეტად და ჩემი ბაგეები განზე დაზარებული, ძველი, მორყეული კარივით იწევა. გურამი საუბარს იწყებს, ამდენი ხნის შემდეგ მის კმაყოფილ ღიმილს ჩემივე თვალებით ვამჩნევ და ვხვდები რომ უზადოდ ნასიამოვნებია.
-ბატონო ივანე, - იღიმის. -მოხარული ვარ, რომ თქვენგან ამას ვისმენ, მადლიერი ვარ თქვენი დახმარებისთვის და ორმაგად ბედნიერი, რომ ჩემი ძმიშვილი თქვენნაირი ოჯახის რძალი და თქვენი შვილის მეუღლე გახდება.- გურამი ფეხზე წამოდგომით ხვდება ბატონი ივანეს წინადადებას. ქალბატონ ანას ძალიან ბედნიერი გამომეტყველება აქვს. -ჩვენი ოჯახები ერთმანეთთან ნათესაურ, მჭიდრო კავშირს დაამყარებენ, ამგვარი სასიხარულო ამბავი კარგა ხანია არ მსმენია.- ღიმილს აგრძელებს. ივანე გურამის სიტყვებით აღფრთოვანებულია. ლია სათვალეს ისწორებს და კვლავ ეღიმება. -ბატონო გურამ, მეც და ჩემი ქმარიც ძალიან ბედნიერები ვართ, რომ თქვენნაირ ადამიანებთან გვიწევს სამომავლო ურთიერთობა. ჩვენი შვილები ოჯახს შექმნიან, ამ დღეზე ძალიან დიდი ხანია ვოცნებობ.- ამბობს ქალბატონი ანა და ვხვდები რამდენად პოზიტიური და დადებითი პიროვნებაა. მგონი დამეტყო, რომ მისი იმედები ვერ გამართლდება, ჩემი მომავალი უბედურია, ისევე როგორც იმ ბიჭის, რომელსაც ყოველგვარი სურვილის გარეშე აქორწინებენ ჩემზე. თავს საბავშვო ბაღის სათამაშოდ ვგრძნობ, ვისაც მოუნდება და სადაც მოუნდება იქ წაიღებს ჩემს სხეულს და ვინ იცის რამდენ ხანს მიატოვებს ამ მდგომარეობაში. ლია საუბარში ერთვება, მაგრამ მათ მოსმენას არ ვაპირებ. ჩემი დუმილიც საკმარისია, ყალბი ღიმილი კი ჩემი მდგომარეობისათვის ყველაზე რთულად დამახასიათებელი ჟესტი. „ქორწინება ორ კვირაში შედგება.“ მესმის სიტყვები და კიდევ ათი ათასი გეგმა. „სანდროს არ მოსწონს დიდი ქორწილი“ „სჯობს რესტორანში, ვიწრო წრეში, მყუდროდ გადავიხადოთ ხელმოწერის ცერემონია.“ „ახალგაზრდებს ჩვენს კერძო სახლს დავუთმობთ, ჩვენ ბინაში გვსურს გადასვლა.“ ყოველი სიტყვა ჩემს გონებას ჩაქუჩივით ურტყამს. „ნუთუ არავინ აპირებს ჩემს მოსმენას?“ „ნუთუ არავის არ აინტერესებს იმ ბიჭის გრძნობები?“ ჩემი გრძნობების დამალვას მთლიანი ძალებით ვცდილობ, მაგრამ ამაოდ, ისინი ცრემლებად იქცევიან, მე ვგრძნობ მათ და არ ვაძლევ უფლებას თავიანთი ადგილიდან დაიძრნენ. „ახლა ამის დრო არ არის.“ ამ სიტყვათა გაელვება თავში, ილიას სახეს მახსნებს. მის თვალებს, ხელებს და გამოხედვას, რომელიც ჩემს გონებაში სამუდამოდ დარჩება, როგორც კადრი „მზის ამოსვლა მიტოვებულ გამოქვაბულებში.“ თითქმის გადავწყვიტე, მეთქვა სუფრაზე მჯდომი ყველა წევრისთვის „არა“ როცა, ჩემს ფიქრებს ზარის ხმა არღვევს. ბატონი ივანე ტელეფონს ჯიბიდან აძვრენს და ერთხელ ანერვიულებული დაჰყურებს ეკრანს. -ალო, შეგიძლია მითხრა სად ხარ?- ცდილობს ხმადაბლა წარმოთქვას, მაგრამ ნათლად ვამჩნევ როგორ ებერება ძარღვები ყელზე და როგორ იტანს სიბრაზე. წარბებს კრავს და ყალბი ღიმილით იხედება გურამისკენ. -გესმის ჩემი?- ამოიოხრებს და ყურმილს კიდებს. ტელეფონს მაგიდაზე, თეფშის გვერდით ათავსებს. -უკაცრავად, დღეს ტექნიკა ცოტა გაუმართავია.- უხერხულად იღიმის. -შემიძლია რამით დაგეხმარო?- გურამი თავს იწუხებს. -არა, როგორ გეკადრება გურამ, ყველაფერი კარგადაა. სანდროსთან დაკავშირებას ვცდილობდი, მაგრამ არ გამოვიდა, ალბათ ტელეფონი დაუჯდა.- ხელის გულებს შარვლის ფეხებზე ახახუნებს. -მესმის ივანე, ახალგაზრდობა ასეთია.- ბიძაჩმი ოდნავ ხმამაღლა იცინის. ცოტა ხანში ტელეფონის ხმა ამჯერად უფრო ახლოდან მესმის. ეს ქალბატონი ანას მობილურია. -გისმენ?.. სად ხარ?- მკრთალად იღიმის. სიახლოვის გამო მობილურის მეორე მხრიდან ბოხი, აღელვებული და გაბრაზებული ხმა მესმის, რომელიც არ ცხრება. სამწუხაროდ სიტყვების გარჩევა არ შემიძლია. ანა უხერხულად იღიმის და მისაღებს ტოვებს. სიჩუმეს ისევ ლია არღვევს და საუბარს ამჯერად სანდროზე იწყებს. მათ ლაპარაკს ვერ ვუსმენ. გავაცნობიერე, რომ იმ ბიჭს რომელსაც დარწმუნებული ვარ არ სურს ქორწინება, შემიძლია დაველაპარაკო და ახლა თუ ვერა, მომავალში ჩემი თავის გადასარჩენად რამე მოვიფიქრო. ოჰო, რათქმაუნდა, ამის ხსენებაზე ჩემს თავში უამრავჯერ ნანახი ფილმებისა და მოთხრობების სიუჟეტები მახსენდება. როგორ ცდილობენ ჩვენნაირი უიღბლო ბედის მქონე ახალგაზრდები განშორებას რამოდენიმე თვიანი თანაცხოვრების შემდეგ, როგორ სახავენ გეგმებს და ხშირ შემთხვევაში ყველაფერი სიყვარულით როგორ სრულდება. ვგრძნობ ყოველი ჩემი უჯრედი გულის რევისგან მალე დაიშლება. ეს ყველაფერი უბრალოდ წარმოუდგენელია, იმაზე მეტად დრამატულია ვიდრე უბრალო მოთხრობა. ამდენი ხნის შემდეგ ვხვდები რომ რეალობა უფრო მეტად სასტიკია ყველაფრის მიმართ. ჩემს თავში ერთადერთი გამოსავალი ახლა ილიაა, მის იქით ვერაფერს ვერ ვხედავ. მისაღებში ქალბატონი ანა შემოდის და სკამზე უხერხულად ჯდება. -ძალიან დიდი ბოდიში მინდა მოგიხადოთ, სამწუხაროდ რაღაც პრობლემების გამო, დღეს სანდრო ვერ გვეწვევა. მის მაგივრად ჩვენ დიდ ბოდიშს მოგიხდით.- ანა უხერხულობითა და სირცხვილის გრძნობით წითლდება. მე კი ვხვდები საქმე როგორც არის მოწყობილი. ეს ბიჭი სრულ უარზეა, რომ ახლა ოცდამეერთე საუკუნეში, იძულებით, სულელურ ქორწინებას დასთანხმდეს, ვიღაც უცნობ გოგონაზე.
ჩემს გულს ახლა ყველაზე მეტად ეს უხარია.
გურამი და ლია ბოდიშებს იღებენ, ამბობენ რომ ეს არაფერია და ყველაფერი ესმით. თუმცა კარგად იციან, რომ არც ერთს, არც მე და არც იმ ბიჭს არ სურს ეს ქორწინება. ყველაფერი უბრალოდ დაგეგმილია, ყველაფერი უბრალოდ მოაწყვეს, იმისთვის რომ გადავარჩინოთ ის რაც აქამდე სამომავლოდ გვიშენებია.
ვერასოდეს წარმოვიდგენდი, რომ ჩემი ნიშნობა „საქმროს“ გარეშე ჩაივლიდა. თავი სამყაროსგან გარიყულ, მიყრუებულ პლანეტაზე ამოვყავი, სადაც არც სიყვარულს არ აქვს აზრი, არც ფიქრსა და არც სურვილს. აქ ყველაფერი რუტინულია, პლანეტა ბრუნავს, მის ირგვლივ კი ვარსკვლავები აგრძელებენ ნთებას.
ყველაფერი გეგმაა, ყველაფერი თითქოს ოდესღაც სცენარის სახით დაწერეს, სამწუხაროდ, რეალური გრძნობები, ჩემი საკუთარი გრძნობები..
სცენარიდან ამოშალეს და სადღაც არქივში გამოკეტეს. არავის ემახსოვრება როგორ მიყვარდა. ან მიყვარს.. იმიტომ, რომ არც არავინ იცოდა ამის შესახებ.
***
საათები გავიდა რაც სუფრას თავი დავაღწიე, ჩემს წინ ილიას მშვენიერი სახეა, თავი კედელზე აქვს მიდებული, ხელში სიგარეტის ღერი უჭირავს და იმ ყველაფერს რეალიზებას უკეთებს, რაც ამ ერთ კვირაში გადამხდა თავს. მინდა რომ მომენტები ფოტოებივით იყინებოდნენ, დავრჩე ასე, ჩემი სახლისა და მისი სახლის უკანა ეზოში, ვუყურებდე მის დახვეწილ სახეს და არაფერი მაინტერესებდეს, არც ის, რომ ჩემი ბავშვური გრძნობები ჩამოყალიბდნენ და სადღაც დარაბებს მიღმა იმალებიან.
***

ვინც მოთხრობის სისტემატიურად წაკითხვას აპირებს, ან თუნდაც აინტერესებს ეს მოთხრობა, გამოთქვას თავისი აზრი მოთხრობის შესახებ. მაინტერესებს ღირს თუ არა განაგრძვა, რამდენად მოგწონთ, და ა.შ
ძალიან გთხოვთ დააფიქსიროთ აზრი. (საცდელი თავებია.)



№1  offline წევრი მოცინარი

უიმე :O რა კარგად წრ :O საოცრება :* აუცილებლად გააგრძელე გთხოვ <3

 


№2  offline წევრი DopamineBanana

მოცინარი
უიმე :O რა კარგად წრ :O საოცრება :* აუცილებლად გააგრძელე გთხოვ <3

აუცილებლად, თუ ძირითადი მკითხველი აზრს დააფიქსირებს. <3

 


№3 სტუმარი სტუმარი ანა

ბევრი მსგავსი შინაარსის მოთხრობა მაქვს წაკითხული,თუმცა იმდენად კარად წერბრომ სულ ბანალურობის პიკი რო იყოს შემდეგი თავები მაინც დიდი სიამოვნებით წაიკითხავ.საოცარი გადმოცემის უნარი გაქ და ჩემი დიდი თხოვნა იქნება რომ არ შეწყვიტო წერა და მოდი ცოტას "ვინაგლებ" და დიდი თავები დადე ხოლმე რა :დდ????????

 


№4 სტუმარი Qeti qimucadze

Zalian gtxov gaagrzele. Lamazi stili gaqvss. Velodebit shendeg tavsss. Carmatebebi

 


№5  offline წევრი DopamineBanana

პირველად იმას ვიტყვი, ძალიან მიხარია რომ მოგწონთ. გეთანხმებით, მრავალი მსგავსი სტილის მოთხრობა წამიკითხავს, სწორედ ამის გამო გადავწყვიტე დამეწერა მსგავსი, აქტუალური ამბის ჩემეული ვერსია. მიხარია, რომ თქვენი აზრი დააფიქსირეთ, რაც ყოველთვის ჩემი დიდი თხოვნაა. ვეცდები თქვენი იმედები გავამართლო და ხშირად დავდო ხოლმე მომავალი თავები. <3 ყოველდღიური გრაფიკის გამო, არ შემიძლია სისტემატიურად ვიმუშაო თავებზე, ამიტომ ვეცდები შაბათ-კვირას რამოდენიმე თავი დავწერო და კვირის განმავლობაში ავტვირთო. <3
-ავტორი.-

 


№6 სტუმარი სტუმარი ბექა

ძალიან მომწონნს, გააგრძელეთ აუცილებლად

 


№7 სტუმარი სტუმარი lia

Kარგი მოტხრობაა,მომწონს ზალიან.
არ დაიკარგო გააგრზელე❤❤❤

 



სახელი: *
  • bowtiesmilelaughingblushsmileyrelaxedsmirk
    heart_eyeskissing_heartkissing_closed_eyesflushedrelievedsatisfiedgrin
    winkstuck_out_tongue_winking_eyestuck_out_tongue_closed_eyesgrinningkissingstuck_out_tonguesleeping
    worriedfrowninganguishedopen_mouthgrimacingconfusedhushed
    expressionlessunamusedsweat_smilesweatdisappointed_relievedwearypensive
    disappointedconfoundedfearfulcold_sweatperseverecrysob
    joyastonishedscreamtired_faceangryragetriumph
    sleepyyummasksunglassesdizzy_faceimpsmiling_imp
    neutral_faceno_mouthinnocent