შესვლა
რეგისტრაცია
რეკლამა

სხვა ხედი 2 თავი "გამოღვიძება


4-12-2017, 15:57
ავტორი leandra jerrard
ნანახია 1 193

სხვა ხედი
II თავი
გამოღვიძება
ვუყურებდი ზღვას და ვფიქრობდი: "რა ლამაზია და რა უკიდეგანო". წყალი ჩემი სტიქიაა, ის ავსებს სიღრმეებს, ის ყველგანაა, მას შეუძლია იყოს ბობოქარი და მშვიდი, მასთან უძლურია მთელი სამყარო. რა უცნაურია, არა? მიწიერი ნიშნავს რეალურს, ზეციური - მისტიურს, წყალი კი რასთან ასოცირდება? არ ვიცი... წყალი კომუნიკაციაა, ცისა და მიწის ტრფობა, კავშირი. გულიდან წამოსული ნაღველიც წყლად გადაიქცევა. მაშინდელი ღამე მომაგონდა, უშრეტი ნაღველი გულიდან ნაკადულივით, რომ მოედინებოდა, გულში კი თავიდან ისახებოდა და იზრდებოდა.
მთელი ღამე დამჭირდა იმის გასაანალიზებლად, რომ ჩემთვის საბოლოოდ დაირღვა ზღვარი რეალოურობასა და მისტიურობას შორის. აკი ვამბობდი შეუძლებელი არაფერია-მეთქი?! ახია ჩემზე... სამყარო დამცინის. ვუცქერდი, შორს ზღვის სიღრმეში როგორ იზნიქებოდა ლურჯი ზვირთები და სანაპიროსკენ მოიპარებოდა, აქაფებული ასკდებოდა ხმელეთს და თეთრად სულს ღაფავდა. ნარინჯისფერი ბურთი ღრუბლებში ლივლივებდა და თითქოს, დედამიწის გათბობას ლამობდა, ღრუბლებით შექმნილ ბარიერს ებრძოდა და დაბრკოლების მიუხედავად სუსტი სხივები მაინც აღწევდა პლანეტამდე.
ის ღამე დედაჩემის მკლავებში აქვითინებულმა გავატარე, არ მახსოვს, როდის ჩამეძინა, მაგრამ მალევე გამეღვიძა და გაღვიძებულს მალევე გამიცრუვდა ცოტახნის ჩასახული იმედი, იმედი, რომ ყველაფერი ცუდი სიზმარი იყო. რა უცნაურია სამყარო, ყველაფერი ერთ წამში შეიძლება შეიცვალოს, იმ მომენტში თავდაყირა იდგა ჩემი ცხოვრება, მომავალი... აბორტის გაკეთება მქონდა გადაწყვეტილი, მე ხომ 17 წლის ვიყავი და უამრავი გეგმა მქონდა?! სახლში დასაჯდომად და ბავშვის მოსავლელად არ მეცალა და არცერთი წუთით არ ჩამითვლია თავი დამნაშავედ, რადგან არც არაფერი დამიშავებია. მერე რა მოხდა, თუ სექსი გექნება 17 წლის ასაკში საყვარელ ადამიანთან? მაგრამ, სექსიც რომ არ მქონია?! სასაცილოა, უდავოდ გამეცინებოდა, მაგრამ მაინც ვტიროდი, შეუსვენებლად ვტიროდი. მაგრამ რა მატირებდა თუ უკვე გადაწყვეტილი მქონდა, რომ ჩემს გეგმებსა და კარიერას მივანიჭებდი უპირატესობას? ქვეცნობიერმა თავიდანვე მიიღო ინფორმაცია, რომ ჩემში ახალი სიცოცხლე იყო, ორი გული ცემდა, ქვეცნობიერმა კარგად იცოდა, რომ ვეგეტარიანელი ვერასდროს შეძლებდა ბავშვის მოკვლას და რომ ჩემში უსუსური ბავშვი სუნთქავდა და ვინ იცის, ხვდებოდა კიდეც რას უპირებდნენ?!
მზის ამოსვლამ ნაწილობრივ გამომაფხიზლა, ჩემში გაჩნდა საღი აზრის ნაპერწკალი, მაგრამ პასუხისმგებლობით დამფრთხალმა თვალები მაგრად დავხუჭე და თავი მოვიმძინარე, იქამდე, სანამ ჩემი დის სიტყვებმა სახეში მაგრად გამილაწუნა.
-დარწმუნებული ხარ? და რა იქნება მერე? ნაყოფს მოკლავ და გგონია ძველებურად გააგრძელებ? 12 კვირა 3 თვეა, 3 თვის ბავშვს უკვე დამთქნარებაც კი შეუძლია... - ჩემს სახეს ვერ ხედავდა, მაგრამ ალბათ ჩემი სუნთქვა ესმოდა, მიხვდა როგორ იმოქმედა მისმა სიტყვებმა და მოლბა.- მე მესმის შენი, ვიცი ახლა როგორც გრძნობ თავს, ვიცი გგონია არავის ესმის, ეგეც ვიცი... მაგრამ მეც ვყოფილვარ მსგავს სიტუაციაში, ჩემი ცხოვრებაც ერთ დღეში შეიცვალა და ძალიან რთული იყო ამასთან შეგუება, მაგრამ რას იზამ? ტირილით ვერაფერს შეცვლი, ოდესმე ტირილსაც ხომ მორჩები და მერე რა უნდა ქნა? სიცოცხლე უნდა გააგრძელო. არ მოუსმინო არავის, მხოლოდ შენს გულს მოუსმინე, მაგრამ გახსოვდეს, რეალობა არ დაივიწყო! გესმის ჩემი? სესილია! ალო...
ხმაზე უეჭველად შემამჩნევდა, რომ ვტიროდი, არ მინდოდა, ნერწყვი ღრმად გადავყლაპე და ამოვილუღლუღე.
-კი, მესმის... - მაგრამ ტკივილი მაინც ვერ დავფარე.
ამას მოჰყვა ლინდასთან დიალოგი, რომელმაც შემახსენა, რომ ჩემს მუცელში ზუსტად ისეთი არსება იჯდა, მე რომ ძალიან მიყვარს. მაქსიმზე დამისვა უამრავი შეკითხვა, ძალიან ცუდი შთაბეჭდილება ჰქონდა, რა თქმა უნდა ლენდჰილში ხომ ბიჭი, რომელსაც შეყვარებულთან ფიზიკური ურთიერთობა აქვს, მას ატყუებს და შეურაცხყოფს. ჩვენს სამშობლოში, რამდენადაც უცნაურად არ უნდა ჟღერდეს, ბიჭებს ჰყავთ შეყვარებულები, რომლებსაც „სერიოზულად“ უყურებენ, მომავალში ცოლად რომ მოიყვანონ და გოგონები, რომლებთანაც ინტიმური ურთიერთობა აქვთ, კოცნიან, ეალერსებიან და ვისთვის - უარეს, ვისთვის - უკეთეს შემთხვევაში, სექსით კავდებიან. მაგრამ, მთელი ირონია იმაშია, რომ ზემოთხსენებული ტიპის გოგონებთან პარალელურ რეჟიმში ურთიერთობენ.
გუშინდელისგან განსხვავებით, ლინდა ჩემს მიმართ თანაგრძნობით იყო განმსჭვალული, ალბათ იმიტომ, რომ თვითონაც არ გამოირჩეოდა ლენდჰილის ტრადიციების მიმდევრობით, ვინაიდან მესამე ქორწინებაში იყო და მესამე შვილზე, რომელიც მესამე ქმრისგან ჰყავდა, ფეხმძიმედ ჯერ კიდევ მეორე ქმართან განქორწინებამდე იყო. მითხრა, რომ გადაწყვეტილება მე უნდა მიმეღო და თუ დამჭირდებოდა მისი დახმარება, მზად იყო ყველაფრისთვის.
მთავარი პრობლემაც ეს იყო, მე ხომ არ ვიყავი ამხელა პასუხისმგებლობისთვის მზად? მინდოდა ვინმეს ჩემს ნაცვლად გადაეწყვიტა, მინდოდა მგონებოდა მაინც, რომ გადაწყვეტილების მიღება არ შემეძლო, თუმცა მშვენივრად ვიცოდი, რომ ყველაფერი ჩემზე იყო დამოკიდებული. ყველანაირი ცოცხალი არსებისადმი სიყვარულით განმსჭვალულს, სუსტებისა და დაჩაგრულების დამცველსა და სამართლიანობის ქომაგ ვეგეტარიანელს, ან აბორტი უნდა გამეკეთებია, ანუ მომეკლა ბავშვი რომელიც უკვე 12 კვირის ჩასხული იყო, ან უნდა გავთხოვილიყავი, იმის მიუხედავად, რომ თუმცა, არასდროს შემპარვია ეჭვი, ჩემი მაქსიმისადმი სიყვარულში, იმდენად გულსმირევდა ლენდჰილური ოჯახური ტრადიციები და მენტალიტეტი, ხანდახან მზად ვიყავი არასდროს გავთხოვილიყავი. აღარაფერს ვიტყვი ნაადრევად დაქორწინებაზე, რასაც სიკვდილი მერჩია.
ნეტავ არსებობს ბედისწერა? თუ ყველაფერი წინასწარ გაწერილია, რაღა აზრი აქვს ცხოვრებას? ადრეც ბევრჯერ მიფიქრია, მაგრამ მაშინ დავსვი ეს შეკითხვა ყველაზე ღრმად... ადრე მეტად საინტერესო შეხედულება მქონდა ბედისწერაზე, დიდი დატოტილი ხესავით წარმომედგინა, მეგონა ყოველთვის არსებობდა არჩევანის საშუალება და თითოეული გადაწყვეტილება თავისმხრივ ბევრ გადწყვეტილებებად იტოტებოდა. მაგრამ, მგონია, რომ მაშინ არჩევანის საშუალება არ მქონდა, ვგრძნობდი, რომ ყველაფერი თავისით წყდებოდა, სადღაც შორს, მეცხრე გალაქტიკაში...
ფლორენცვილში გავემგზავრეთ, პარასკევი დღე იყო, ორშაბათს აბორტის გაკეთება იყო გადაწყვეტილი.
-რაზე ფიქრობ ლამაზო? - ფიქრებიდან ჩურჩულმა გამომარკვია.
-შემეშინდა! - გავიცინე და სახე მისკენ მივაბრუნე. ორივე ხელით მუცელზე მეხებოდა და შიშველ ბეჭზე მაკოცა.
***
„შენი თანადგომა მჭირდება, ასე ცუდად არასდროს ვყოფილვარ, ძლიერი კაცი მეგონე, ნუთუ ასეთი სუსტი ხარ?“
„ვიცი, რომ ცუდად ხარ, მეც ცუდად ვარ. რა გავაკეთო?“
„არ ვიცი რა უნდა გავაკეთო, ოჯახის შექმნაზე რასაც ვფიქრობ არაერთხელ მითქვამს, მაგრამ... არ შემიძლია ბავშვის მოკვლა. მითხარი, რომ თუ ბავშვის დატოვებას გადავწყვიტავ გვერდში დამიდგები.“
„რაც არ უნდა გადაწყვიტო, შენს გვერდში ვიქნები, სესილია მიყვარხარ...“
რამდენიმე წამში
„არა, არა... არ ვიცი რას გეუბნები, არ ვიცი გვერდში როგორ დაგიდგები, არ ვარ თანახმა“.
***
არაერთხელ შემოუთავაზებია ჩემთვის ცოლობა და ახლა რა დაემართა? ნეტავ რას გააკეთებდა, მაშინ რომ დავთანმებოდი? როცა გაიგო, რომ ორსულად ვიყავი მე მგონი, დააპირა... ის ხომ კაცია, ჩემი შეყვარებულია, მისი თანადგომა მჭირდება, მინდა, რომ ჩემი საყრდენი იყოს, ბევრს ვითხოვ?!
***
ოთახში ნისლი იდგა, კედლებიც ნიკოტინით იყო გაჟღენთილი, მაქსიმი გულაღმა იწვა.
-რა გჭირს? - მის პირად სივრცეში შემოსაჭრელად არც კარის შემოღება და არც ზღუბრლზე გადმობიჯება დასჭირვებია ანტონს, რადგან კარი ჩამოვარდნილიყო და კედელზე მიედგათ.
-არაფერი.
-ჩვენ გვშია, წამოდი რამე ვჭამოთ.
-თქვენ წადით, მე არ მშია.
მეგობარმა ეჭვის თვალით შეათვალიერა და უსიტყვოდ გაეცალა. მარტო დარჩენილი მაქსიმი წამოჯდა, მუხლებს იდაყვებით დაეყრდნო და გაშლილ ხელებში სახე ჩარგო, გულში ძლიერი ტკივილი იგრძნო, ყელში დიდი ბურთი გაეჩხირა, თვალწინ დაუდგა სესილიას იმედიანი თვალები, ყოველთვის ნდობით განმსჭვალული რომ შესცქეროდა, თითქოს ის იყო კაცი, რომელსაც მისი ხსნა ნებისმიერი გასაჭირის დროს შეეძლო. ახლა, როგორ შეხედავდა ნეტა? ეს არ იქნებოდა ბედნიერი, ალერსიანი შემოხედვა, მის მოციმციმე ფირუზისფერ თვალებში ვეღარც იმედის ნასახს დაინახავდა, რადგან მან ჩაუფერფლა ყოველგვარი იმედი თავისი უმოქმედობით.
სესილიას თვალები სიმშვიდის ფერი იყო, ლაპარაკის მანერა სასაცილო, როცა რაღაცის დამტკიცებას ცდილობდა წარბებს მაღლა წევდა, თვალებს ახამხამებდა და თავს წრიულად ამოძრავებდა. ამის გახსენებაზე ისევ გაეცინა, მაგრამ მაშინვე გაჩნდა მასში სესილია საყვედურიანი მზერით, შეყრილი წარბებით, მოლოდინიანი თვალებითა და ოდნავ მარჯვნივ გადახრილი თავით და საკუთარ თავზე გაბრაზებულმა მაქსიმმა მაგრად შეკრული მუჭი მთელი ძალით დაარტყა კედელს. ბოლთას სცემდა, ოთახში წინ და უკან დადიოდა, მერე ისევ კედელს ურტყამდა,ტკივილს ვერ გრძნობდა, თუმცა ვერც ხსნას და კვლავ სიარულს განაგრძობდა.
დაჯდა, სიგარეტს მოუკიდა და შეეცადა წარმოედგინა რა იქნებოდა ცოლად, რომ მოეყვანა საყვარელი ქალი. ყოველ ღამე გულზე მისი თმები ეფინებოდა და ყოველი დილა მისი ღიმილით დაიწყებოდა, კი, ეს ნამდვილად სასიამოვნო ნაწილი იყო... მაგრამ ყოველ დილას საჭიროებები მოყვებოდა, რასაც დაფინანსება სჭირდებოდა, თვითონ არსად მუშაობდა, თავის სწავლისა და ბინის გადასახადსაც დედა უხდიდა, რომელსაც, რაც არ ელაპრაკებოდა, უკვე ერთ თვეზე მეტი იყო გასული.
ნადია ახალგაზრდა ქალია, 18 წლის ასაკში შექმნა ოჯახი და რამდენიმე წლის წინ დაშორდა ლეონს, განქორწინების მიზეზი ღალატი იყო, ლეონმა მას ახლო მეგობართან უღალატა. ნადიას უკვე დირლანიაში მუშაობის 12 წლიანი შტაჟი ჰქონდა. დირლანია ლენდჰილის შემაღლებული, მთიანი ადგილია, ქვეყნის დანარჩენი ტერიტორიიდან იზოლირებულია, როგორც ბუნებრივი, რელიეფური პირობებით, ასევე ხელოვნურად - დიდი კარიბჭითა და მცველებით. დირლანიის მცველებს თვეში ოცდახუთი ათას სტელას უხდიან, ეს ერთ-ერთი ყველაზე მაღალანაზღაურებად პროფესიად ითვლება დირლანიაში. იქ დიდგვაროვნები და აზნაურები ცხოვრობენ, დირლანია ლენდჰილისგან სრულიად დამოუკიდებლად ფუნქციონირებს. ქალები სხვადასხვა ქალაქებიდან ჩადიან იქ და დიდგვაროვნების მომვლელად, ან დამლაგებლად მუშაობენ. დირლანია, პოლიტიკურად ლენდჰილის ნაწილად ითვლება, მაგრამ იქ სამეტყველო ენაც კი განსხვავებული აქვთ, ისინი დინიურად წერენ, კითხულობენ და საუბრობენ. ამიტომ, ლენდჰილიდან დირლანიაში სამუშაოდ წასულებს ემიგრანტებს ეძახიან. ემიგრანტებს რვაას, ათას, ან ათას ორას სტელას უხდიან, უარეს შემთხვევაში ხუთასს ხოლო უკეთეს შემთხვევაში ათას ხუთასსაც აღწევს. ნადიას რვაას სტელას უხდიდნენ, დიდგვაროვანი ადვოკატების ოჯახში ალაგებდა. ერთი სტელა, დაახლოებით 3 ლენდჰილური ფულის, გრინლის ტოლი იყო.
-დავიღალე, აქ საჭმელსაც არ მაჭმევენ, საკუთარი თავიც ამ რვა ასი სტელათი უნდა ვირჩინო და იცი ამდენს რისთვის ვწვალობ? შენი სწავლა და ცხოვრება რომ ვუზრუნველყო. წადი და შენც იმუშავე, მერე რა, რომ სწავლობ? შენი ასაკის ბიჭები და გოგოები ოჯახენს არჩენენ, ადექი და შენც იმუშავე, ღამე იმეცადინე. აღარ შემიძლია!
მაქსიმი ადგა და უსიტყვოდ, ჩქარი ნაბიჯით გავიდა ოთახიდან.
-სად მიდიხარ? - მიაძახა ნადიას დედამ, მაქსიმი მისი გაზრდილი იყო. არაფერი უპასუხა, კარი გაიჯახუნა და კიბეზე ჩაირბინა. ყველაფერს თვითონაც კარგად ხვდებოდა, დედაზე დარდი ჯერ კიდევ 8 წლის ასაკში დააწვა გულზე და წლები არ ასვენებდა ფიქრები, რომ მის გამო, ნადია დირლანელ დიდგვაროვნებს ემსახურებოდა, რამდენჯერ უნატრია დედასთან ერთად საუზმობა, ვახშმობა, რამდენჯერ უნატრია დედისთვის სიხარულის გაზიარება და რამდენჯერ დასჭირვებია დედის თანადგომა... რეალური თანადგომა, ჩახუტება და გვერდში დგომა და არა ვირტუალური კომუნიკაცია. მაგრამ რისი გაკეთება შეეძლო? გადაწყვიტა ფლორენცვილში დროზე ადრე გამგზავრებულიყო და სამსახურის ძებნა დაეწყო. სესილიას სთხოვა მის სანახავად მოსულიყო, რომ დამშვიდობებოდა, ყოველ დასვენების დღეს მშობლიურ ქალაქში ხინესში ატარებდა, სამუშაო დღეებში კი კვლავ დედაქალაქს აშურებდა. შეხვედრის ადგილზე არაფერი უთქვამს, ყოველთვის ტბასთან ხვდებოდნენ, იქვე ერთი ტირიფი იყო, რომელიც სესილიას გნსაკუთრებულად ხიბლავდა.
მოვიდა და უსიტყვოდ, კოცნით მიესალმა, გაღიმებულმა კისერზე შემოხვია ხელები და მალევე შენიშნა, რომ რაღაც რიგზე ვერ იყო.
-რა გჭირს?
სახე ჩახრილმა მხრები აიჩეჩა.
-სახლში ვიჩხუბე...
-ვის ეჩხუბე?
-დედაჩემს და ბებიაჩემს...
-რატომ?
ისევ მხრები აიჩეჩა.
-არ გინდა მომიყვე?
-არა...
სესილიას აინტერესებდა, ზოგადად, ყველაფერი აინტერესებდა, იქამდე, სანამ ცნობისმოყვრეობისა და ჭორიკნობის ზღვარი იყო გავლებული, მხოლოდ იქამდე. მეზობლის ამბებით არასდროს დაინტერესებულა, ცნობის მოყვარეობის საზღვრებში კი უამრავი შეკითხვა ჰქონდა. ახლაც აინტერესებდა, რა მოხდა, რატომ იჩხუბეს? მაგრამ მაქსიმის გრძნობები უფრო მნიშვნელოვანი იყო მისთვის და თუ ახლა არ უნდოდა ამაზე საუბარი, ესმოდა, გაუგებდა და დაელოდებოდა იქამდე, სანამ თვითონ გადაწყვეტდა საჭიროდ რამის თქმას. მაქსიმი მოაჯირზე იჯდა, რომელიც ტბას ეკრა გარკვეულ ტერიტორიაზე, სესილია იდგა და კისერზე ეხვეოდა, თვალებში უყურებდა. მერე მაქსიმის სახე გულში ჩაიკრა და თმაზე ეფერებოდა, ორივენი დუმდნენ და სიჩუმე სულაც არ უქმნიდათ უხერხულობას. ოთხ წლიანი ურთიერთობის შემდეგ, უსიტყვო პაემნები მათთვის აღარ იყო უჩვეულო, ლაპარაკი არც ერთს მოსწონდა. დუმდნენ, ისმენდნენ ერთმანეთის გულისცემას და უცქერდნენ ტბაში არეკლილ ხეებსა და თეთრ ღრუბლებს.
რა უცნაურია წყალი, წყალი ხმელეთისა და ცის კომუნიკაციაა, მიწისა და ცის ტრფობა...



№1  offline წევრი leandra jerrard

Ekka
Am tavshi yvelaze metad sesilias dam moaxdina chemze shtabechdileba
Mgoni yvelaze realuri rcheva swored misgan miigo
Yvelaperi sesiliazea damokidebuli gawiravs tu ara sakutar sisxlsa da xorcs
Yvela vyopilvar dilemis winashe,roca gvinda pasuxismgebloba chvens nacvlad sxvam aigos
Gvinda shveba vigrdznot,tundac wamieri,magram realoba amis sashualebas ar gvadzlevs
Sesiliasi am momentshi yvelaze metad mesmis
Gogonas,romelsac dagegmili aqvs tu sad da rogor unda iswavlos,ucbad aseti ambavi atydeba tavs. Mtavaria sworad agiqvas sakutari mdgomareoba da ar daushvas udidesi shecdoma
Rac sheexeba maqsimes....
Albat dzalian rtulia ucbad sheeguo Im paqts rom male mama gaxdebi
Student bichs romelsac arasdros umushavia, arasdros qonia sakutari shemosavali,bunebrivia uchirs ojaxis pasuxismgeblobis ageba
Tumca, unda gaitvaliswinos,rom sesilia bevrad upro rtuli mdgomareobashia
Yvelaze metad swored axla schirdeba gverdshi dgoma,didi sayrdeni unda gaxdes patara ususuri gogonastvis
Sainteresoa!
Veli movlenebis ganvitarebas!????

მიხარია, რომ ასე კარგად უგებ პერსონაჟს და გულშემატკივრობ <3 <3 ზუსტად გესმის მისი! უღრმესიი მადლობა ამხელა სითბოსთვის! :*

 



სახელი: *
  • bowtiesmilelaughingblushsmileyrelaxedsmirk
    heart_eyeskissing_heartkissing_closed_eyesflushedrelievedsatisfiedgrin
    winkstuck_out_tongue_winking_eyestuck_out_tongue_closed_eyesgrinningkissingstuck_out_tonguesleeping
    worriedfrowninganguishedopen_mouthgrimacingconfusedhushed
    expressionlessunamusedsweat_smilesweatdisappointed_relievedwearypensive
    disappointedconfoundedfearfulcold_sweatperseverecrysob
    joyastonishedscreamtired_faceangryragetriumph
    sleepyyummasksunglassesdizzy_faceimpsmiling_imp
    neutral_faceno_mouthinnocent