შესვლა
რეგისტრაცია
რეკლამა

იისფერი ისტორია


4-12-2017, 16:40
ნანახია 1 595

- უკაცრავად ბატონო დავით, მაგრამ დარწმუნებული ვარ რომ გიორგი პირველი 1027 წელს გარდაიცვალა. რადგანაც 127 წელს ტახტზე ავიდა ბაგრატ მეოთხე შემდეგ გიორგი მეორე შემდეგ კი აღმაშენებელი- სადად ჩცმულმა გოგონამ ზრდილობიანად აწია ხელი და როდესაც დარწმუნდა, რომ მასწავლებლის ყურადღება მიიქცია, მშვიდი ტონით შეუსწორა.
-მართალია ნუცა, გიორგი პირველი 1014-1027 წლებში მეფობდა, და მე რა ვთქვი?- თმაში ჭარარაშეპარული კაცი წამით ჩაფიქრდა, შემდეგ დაფას გახედა და მასზე დაწერილი 1127 წელი რომ ამოიკითხა თავი გააქნია და ნაწერი წაშალა.- ეჰჰჰ, დავბერდი უკვე- გოგონას მოხუცის ჩალაპარაკებაზე გაეღიმა და ყურადღებით დაიწყო ბაგრატ მეოთხის პერიოდის მოსმენა.

ისტორია მეტად საინტერესო აღმოჩნდა. ნუცა, რომელსაც სიგიჟემდე უყვარდა ისტორია, ახლაც მთლიანად გაკვეთილში იყო ჩართული და ყველა დეტალს იმახსოვრებდა. თურმე ბაგრატ მეოთხე საკმაოდ კარგი მეფე ყოფილა. თუმცა მოღალატეების გამო ორჯერ თითქმის მოგებულ ომში უკან დაიხია და საქართველოსთვის სასტიკ ზავს დასთანხმდა. 1032 წელსა და 1037 წლებში ბაგრატმა ლიპარიტ ბაღვაშის გამო ორჯერ გაუშვა ხელიდან თბილისი.

სიმართლე რომ გითხრათ ჩემთვის მათემატიკა, ფიზიკა, ბიოლოგია, ქიმია, გეოგრაფია, არც ერთი არ არის რთული საგანი. განსაკუთრებით კი ის ოთხი საგანი მიყვარს, ტრაც ყველასთვის საძულველია. ერთადერთი რაც მეზიზღება ეს ისტორიააა. უბრალოდ არ მესმის როგორ უნდა გიყვარდეს საგანი ისტორია მაგრამ ნუცასთვის ეს წარმოუდგენელია.

ისტორია ისეა მასში გამჯდარი რომ თითქმის ყველაფერს ისტორიას უკავშირებს. ამიტომაც თანამედროვე ცხოვრებაზე ოდნავ სხვა შეხედულებები აქვს. უცნაური ტიპაჟია მაგრამ ძალიან საყვარელი. ნებისმიერ დროს გვერდით დაგიდგება. სასჯელსაც, თუ დაიმსახურა, მამაცურად მიიღებს. თავის აზრს ყოველთვის დააფიქსირებს. იშვიათად რომ ვინმე დაჩაგროს. თუ ვინმე სვეცკი გოგო არ გამოედება ფეხებში, ან ვინმე ბაბნიკი ბიჭი. სვეცკებთან და ბაბნიკებთან, შეურაწყოფის მიყენებასთან დაკავშირებით ცვლილებები შეაქვს. უცნაურად ჯიუტია. ასეთი პატარა ბავშვი პრიორიტეტად მის ღირსებასა და თავმოყვარეობას აყენებს. ვაი იმას, ვინც ნუცას შეურაწყოფას მიაყენებს. ასეთი ხასიათის მიუხედავად მაინც თავისუფალია. არც მძიმედ დააბიჯებს. არც არავის აკომპლექსებს. ნუცას შეუძლია დაჯდეს ფილოსოფოსებთან, ისტორიკოსებთან, ქართულის პედაგოგებთან და მთელი დღე დაუსრულებლად ისაუბროს საფილოფოსოფო თემაზე, მაგრამ ამავედროულად შეუძლია მის კლასელებთან ერთად ბავშვური სისულელეები აკეთოს.

ხასიათთან ერთად, გარეგნობაც ძველქართული აქვს. სილაღის, უცნაური სხივის მქონე მატარებელი თფლისფერი თვალები. ნუცას ისეთი მეტყველი თვალები აქვს რომ მის მიმიკას რომ ვერ ხედავდე, თვალებით მიხვდები რისი თქმა უნდა. სწორი, თხელი და ოდნავ გრძელი ცხვირი აქვს, რომელიც მის სახეს უფრო დიდ ეშხს მატებს. ხშირი წარბები, კონტურიანი, ვარდისფერი, ფუშფუშა ტუჩები. მკაცრი ყბის ხაზი. ეს ისაა რაც ნუცას თავის გარეგნობაში მოსწონს. სიმაღლით კლასში მეორე ადგილზეა. გრძელი, ხორბლისფერი ფეხები. ზაფხულში მოკლე შორტებს რომ ჩიცვამს, მისი ფეხების ყურებით შეგიძლია უბრალოდ დატკბე. გამოყვანილი წელი და ბუნებრივად ხორბლისფერი კანი. თან რაღაცნაირად ისეთია, რომ მოგინდეს მისი შერცხვენა და გასული საუკუნის ტანისამოსი რომ ჩააცვა იმაშიც კი ისეთი მიმზიდველი იქნება რომ ყველას დაფარავს. მის სილამაზეს განსაკუთრებულს ხდის, მისი უბრალოება. ის რაღთაცნაირად უბრალო, სუფთა და ლაღია.

- ვფიქრობ ბაგრატ მეოთხეს არ აღმოაჩნდა საკმარისი გამჭრიახობა იმისთვის რომ ბაღვაშების გენს მიმხვდარიყო. სწორად მოიქცა დავით აღმაშენებელი, ბაღვაშები საერთოდ რომ გადააშენა და მაგ გვარის ხსენება რომ საქართველოსი აღარაა. უბრალოდ ჩემი გადმოსახედიდან რთულია გაუგო ლიპარიტ ბაღვაშსა და მის შთამომავლებს. არ მესმის რატომ უნდა ღაფავდე სულს იმისთვის რომ შენ შენს ჯიბეს ორი კაპიკი შემატო. ვფიქრობ არც ლიპარიტ ბაღვაში იყო მთლად ჭკვიანი. მოხერხებულია რადგანაც ბაგრატი კარგაა ხანს ვერ მიუხვდა, მაგრამ უფრო ჭკვიანი რომ ყოფილიყო ბაგრატს დაეხმარებოდა. თბილისსაც შემოიერთებდა და გაერთიანებულ საქართველოში უფრო მეტი ძალა და გავლენა ექნებოდა ვიდრე იმ საწყალ მიწაზე, რომელიც მის სამფლობელოში იყო.არც ის არ მესმის რატომ მოუნდა ლიპარიტს რომ ისტორიას ასე ცუდად დამახსოვრებოდა. ცუდია როდესაც გყავს ისეთი წამებულები, როგორიცაა დავით და კონსტანტინე მხეიძეები და ისეთი მოღალატეები, როგორიცაა ბაღვაშების მთელი საგვარეულო. ჯერ ბაგრატს გაუმწარეს სიცოცხლე, შემდეგ გიორგის მერე კი დავითმა საერთოდ გადაასახლა. მე მის ადგილას სიკვდილით დავსჯიდი.- გაკვეთილის ახსნის მოსმენის შემდეგ, ნუცა ნელა წამოდგა. თავისი აზრი დააფიქსირა და მშვიდად დაჯდა. მას განსაკუთრებულად უყვარდა თავისი გვარი და ამაყობდა რომ მხეიძე იყო. კლასი მიჩვეული იყო იმას რომ ქართულის და ისტორიის გაკვეთილებზე დიალოგი ყოველთვის მუდამ მასწავლებელსა და ნუცას შორის მიმდინარეობდა.

- გეთანხმები ნუცა. თუმცა რავიცით. შეიძლება გამოჩენილიყო ბაღვაშების საგჰვარეულოში ვინმე ერთგული და პატიოსანი.- გაუღიმა მასწავლებელმა და გოგონას გაბრაზების მიზეზზე ჩაეჭიმა.

- ვფიქრობ დღეს რომ მაგ გვარს ეარსება, არც ის იქნებოდა დიდი ერთგული. სისხლიი მაინც თვისას შვრება.

- ვერ შეგეწინააღმდეგები.



- ნუციკო, წამოხვალ დღეს წვეულებაზე?- სახლის გზაზე მიმავალს წამოეწია თეკლე.
- არამგონია თეკ. ხომ იცი დღეს ჩემი და ჩამოდის და უნდა დავხვდე. რამდენიხანია არ მიხაია
-აუუუ მიდი რააა, გთხოვ მარტო არ დამტოვო იმ ხალხთნ. შენი დაც წამოიყვანე. ლილეც კარგად გაერთობა.

- არ ვიცი. ვეტყვი ლილეს და ვნახავთ.
- ზარს ველოდები მაშინ
- აჰამ- გოგონამ ზრდილობიანად გაუღიმა. ჩამოშლილი თმა გვერდზე გადაიწია და ამ გამყინვარებაში უფრო სწრაფი ნაბიჯებით წავიდა შინ.უკვე გაცრეცილ ოლ სთარებში სიცივე ატანდა. ვერც მისმა უსაშველო ზომის ქურთუკმა უშველა.
„ცოტა დარჩა სახლამდე, ცოოტაა, სლ ცოტა“ თავს კი იმშვიდებდა მაგრამ ახლავე სადმე თუ არ გათბებოდა ალბათ მეხის თითები წაეყინებოდა. იქვე პირველივე სადარბაზოში სევარდა. გაყინულ და გაწითლებულ ცხვირზე , საჩვენებელი თითი აიკრა და ბრეკეტზე ენა გადაისვა. სწრაფად სუნტქავდა და აქეთ-იქით ცქმუტავდა. ცდილობდა როგორმე გახურებულიყო და გამთბარიყო. ბოლოს რომ დაიღალა, კედელთან დადგა, შუბლით მიეყრდნო, ხელები ჩამოუშვა და თვალები დახუწა.

„ ცხელი შხაპი გაასწორებდა“

- უკაცრავად- ეს ხმა მის ყურთან ძალიან ახლოს გაისმა. რაღცნაირი ხმა ჰქონდა. ბოხი, ხრიწიანი, ხავერდით. ძირითადად თბილისში ყველას ასეთი ხმა აქვს მაგრამ ეს რაღაცით განსაკუთრებული იყო. რაღაც სხვა ხავერდი ჰქონდა. თან უცნაური აქცენტიც. გოგონამ შიშისგან უცებ შეყკივლა. ძალიან სწრაფად ს
შემოტრიალდა და ცხვირით პირდაპირ ბიჭის მკერდს დაეჯახა. ამის გამო კი სასწრაფოდ უკან გახდა. კი მაგრამ რამ სიმაღლეა ეს ბიჭი?
- უკაცრავად არ მინდოდა შეგშინებოდათ. უბრალოდ საათი მაინტერესებდა.- ბიჭმა ხელი ნერვულად გადაისვა თმაზე და ტუჩები გაილოკა. უცნაური ტიპი იყო. რაღაცით იზიდავდა ნუცას. თავისუფლად იტყოდით რომ იგი ნუცაზე ორი თავით მაღალი მაინც იყო. გამხდარი, თუმცა ძლიერი აღნაგობით. დაძარღვული ხელებით.კეხიანი ცხვირით. მუქი ჭაობისფერი თვალებით, რომელსაც შიგადაშიგ სტაფილოსფერი ამონათებები ჰქონდა. ხშირი წამწამები. სქელი და უცნაურად წითელი ტუჩები. არაბუნებრივი ფერი ედო. მკაცრი ყბის ხაზი, ნიკაპზე შრამითა და ნაჩხვლეტით. ამ ბიწს თმა ჰქონდა რაღაც საოცარი. მოზრდილი. მძიმე, შავი, სრიალა, სქელი და ხშირი თმა ჰქონდა. ხელი რომ გადაისვა რაღაცნაირად ნუცას შეხედვა ესიამოვნა...
- უკაცრავად... ასე სულელურად არ უნდა გამომსვლოდა...- დაიწკმუტუნა ნუცამ და ცხვირზე ხელი მიიდო
- არა პირიქით.... სეგიძლიათ დრო მითხრათ?- ბიჭმა ნუცას გაუღიმა. პირველად დაეუფლა გოგონას უცნაური დაბნეულობის სეგრძნება
- ახლავე- ნუციკომ ჯიბიდან ტელეფონი ამოიღო, დროს დახედა, ტელეფონი შეინახა და ბიწისთვის პასუხი უნდა გაეცა მაგრამ რაღაც რიგზე არ იყო- ფუ შენი9... ჯანდაბა დრო დამავიწყდა- უკვე მერამდენედ ემართებოდა ასე მაგრამ უცხოსთან რომ შერცხვა თავისებურად აწითლდა. ბიწს ჩაეღიმა და წამით მოუნდა ეს პატარა ბავშვი ჩაეკოცნა. მაგრამ შემდეგ მიხვდა რომ ეს სულელური აზრი იყო.- ოთხს აკლია შვიდი წუთი- ნუცამ უპასუხა. გაუღიმა და დაელოდა ბიწი შემდეგ მოქმედებას როდის გააკეთებდა
- მადლობა ნუცა.....- ბიჭმა თბილად გაუღიმა და კიბეებზე აირბინა
- მოიცაა...- გოგონა ახლა მიხვდა რომ რაღაც რიგზე არ იყო- ჩემი სახელი საიდან იცი?- ბიჭი მობრუნდა და ისევ გაუღიმა
- ტელეფონს რომ დახედე სამაჯური გამოგიჩნდა. მასზე კი ნუცა ეწერა. დიდი ალბათობით კი ეს შენი სახელი უნდა ყოფილიყო...
- აჰა....- გოგონა მთლად დაიბნა- ნახვამდის...- ბიჭს დაუბარა და სადარბაზოდან სახლამდე სულ სირბილით მივიდა.



№1 სტუმარი შონი რივზ

შეურაწყოფა არა,შეურაცხყოფა. ხმა ხავერდით შეცდომაა,ხავერდოვანი ხმა-არა:)

 


შონი რივზ
შეურაწყოფა არა,შეურაცხყოფა. ხმა ხავერდით შეცდომაა,ხავერდოვანი ხმა-არა:)

მადლობა <3 გავითვალისწინებ აუცილებლად. თუ ეგეთი შეცდომები ისევ დავუშვი. მიტხარი რომ გამოვასწორო <3

ეკატერინე ზვიადაძე
შონი რივზ
შეურაწყოფა არა,შეურაცხყოფა. ხმა ხავერდით შეცდომაა,ხავერდოვანი ხმა-არა:)

მადლობა <3 გავითვალისწინებ აუცილებლად. თუ ეგეთი შეცდომები ისევ დავუშვი. მითხარი რომ გამოვასწორო <3

 



სახელი: *
  • bowtiesmilelaughingblushsmileyrelaxedsmirk
    heart_eyeskissing_heartkissing_closed_eyesflushedrelievedsatisfiedgrin
    winkstuck_out_tongue_winking_eyestuck_out_tongue_closed_eyesgrinningkissingstuck_out_tonguesleeping
    worriedfrowninganguishedopen_mouthgrimacingconfusedhushed
    expressionlessunamusedsweat_smilesweatdisappointed_relievedwearypensive
    disappointedconfoundedfearfulcold_sweatperseverecrysob
    joyastonishedscreamtired_faceangryragetriumph
    sleepyyummasksunglassesdizzy_faceimpsmiling_imp
    neutral_faceno_mouthinnocent