შესვლა
რეგისტრაცია
რეკლამა

ცუდი ბიჭის პატარა გოგო (15 თავი)


4-12-2017, 23:26
ავტორი niakonia6
ნანახია 5 468

15 თავი (საშინელი ახალი წელი ll ნაწილი)

კლუბიდან გამოვედი და ტელეფონში ანას ნომრის ძებნა დავიწყე, ეს გოგო სულ გამაგიჟებს ეხლა ამხელა კლუბში თუ დაიკარგა
- ხო
მიპასუხა ანამ და ჩხუბის დასაწყებად მოვემზადე, როცა ვიღაცამ პირზე ხელი ამაფარა და მანქანაში შემათრია..
თვალებიდან ეგრევე ცრემლები წამომივიდა და ყვირილი მინდოდა, მაგრამ არ გამომდიოდა
- პატარა, დაწყნარდი მე ვარ
ტირილით გავიხედე მის გვერდით და დემეტრე დავინახე
შეშინებული ვუყურებდი მას და ნელნელა მშვიდდებოდი, მაგრამ უკვე სიბრაზეში გადადიოდა ყველაფერი
- შენ საერთოდ ნორმალური ხარ?
ვუთხარი ცოტა მაღალი ტონით და ცრემლების მოწმენდა დავიწყე
- ბოდიში პატარა, არ მეგონა ესე ძალიან თუ შეგეშინდებოდა
თქვა მან და საყვარლად გამიღიმა, მე კიდე ვცდილობდი ისევ გაბრაზებული სახე დამეჭირა.
მანქანიდან გადმოსვლა დავაპირე, მაგრამ დემეტრემ შემაჩერა
- რას აკეთებ?
თქვა მკაცრი ტონით
- ჩემი მეგობარი კლუბში დარჩა, უნდა მოვძებნო
ისევ ვცადე კარის გაღება, მაგრამ
უშედეგოდ
- შენი საყვარელი მეგობარი ლუკასთან ერათადაა ერთად და არაფერი ემუქრება, აი შენ კიდე ჩემთან ერთად წამოხვალ ეხლა
ეს თქვა თუ არა ეშმაკურად ჩაიცინა და მანქანის დაქოქვა დაიწყო.
მე რათქმაუნდა ვეწინააღმდეგებოდი, მაგრამ ვინ მისმენდა?
- მინდა ახალი წლის ღამე ერთად გავატაროთ
მითხრა დემეტრემ და ჩემი პატარა და გაყინული ხელი მის თბილ ხელში მოიქცია
- მე კიდე არ მინდა
ვუთხარი გაბრაზებულმა, მაგრამ საერთოდ არ მისმენდა

უკვე რამდენიმე წუთია დემეტრეს მანქანაში ვზივართ და არ მეუბნება სად მივდივართ.
ძალიან მეშინოდა სიარული იმიტომ რომ ხალხი მთვრალი დადიოდა ქუჩებში და საშიში იყო, თან თოვლის გამო გზები მოყინული იყო და ცალკე მაგაზე ვდარდობდი.
ღმერთო, საშინელი ახალი წელი მაქვს!

უკვე ძალიან უცნობ და საშიშ ადგილებში მატარებდა სადაც საერთოდ გზაც კი არ იყო დაგებული.
- დემეტრე ეხლავე მეტყვი სად მიდიხარ, თორე თითზე გიკბენ.
ვუთხარი დემეტრეს და მისი ხელი, რომელიც ჩემ ხელში იყო მოთავსებული პირთან მივიტანე.
მართალია გაბრაზებული ვიყავი მასზე, მაგრამ იმდენად ციოდა რო მისი ხელები ძალიან მჭირდებოდა!
არ მესმის ამ ყინვაში ესეთი თბილი ხელები როგორ აქვს
- იცოდე ძალიან მწარე კბენა ვიცი
უკვე კბენას ვაპირებდი, როცა დემეტრემ მიპასუხა
- ვსო აი მოვედით
თქვა სიცილით და მეც გაბრაზებულმა მანქანიდან გადმოვედი და ადგილის დათვალიერება დავიწყე.
არ მესმის აქ რატომ მომიყვანა, სულ სიბნელე იყო და ბევრი ხე.
- შეხედე შუაში მაგიდა დგას
ხელი გაიშვირა ბედნიერმა დემეტრემ დანგრეულ მაგიდაზე, რომელზეც ერთი წყლის ბოთლი იყო.
მოიცა, დემეტრეს გონია, რომ ეს გამიხარდებოდა?
ვაიმე..
- ხო მოგწონს?
თქვა მან და ხელი გადამხვია.
ახლა რა ვუპასუხო? ხო არ ვეტყვი აქ ყოფნას მირჩევნია სამასწავლებლოში ვიყო თქო?
- კარგია
ვუთხარი და გავუღიმე.
არ მინდოდა ეფიქრა, რომ მისი "სიურპრიზი" არ მომეწონა.
მართალი კი არის, მაგრამ მისი წყენინება არ მინდა
დემეტრეს გავხედე და სიცილს ძლივს იკავებდა.
რა ხდება?
- პატარა, ძალიან საყვარელი ხარ
თქვა მან და ლოყაზე დიდხანს მაკოცა
- რას გულისხმობ?
ვერ მივხვდი რა უნდოდა.
დემეტრე მანქანისკენ წავიდა და რაღაცის ძებნა დაიწყო.
მეთქი ამ ახალ წელს აქ მიმატოვებდა და ჩემ თავს მგლებს შეაჭმევინებდა, მაგრამ უკან დაბრუნდა.
- აუ როგორ ირთვებაო?
ჩაილაპარაკა მან თავისთვის და მის ხელში რაღაც პატარა მოწყობილობას უყურებდა.
რამდენიმე წამი გავიდა და აქაურობა უცებ განათდა.
ისეთი ნათელი იყო, რომ თავიდან თვალები მეტკინა, მაგრამ როცა ყველაფერი კარგად დავინახე გაოცებისგან პირი დამრჩა ღია
- რ-რა გააკეთე?
ძლივს ამოვილაპარაკე ჩუმად.
ჩვენ გარშემო ხეები სულ განათდა და ლამაზ ფერებად ანათებდა.
სიხარულისგან ხტუნაობა დავიწყე და დემეტრესკენ გავიქეცი
- ეს როდის გააკეთე?
ვუთხარი და ჩავეხუტე.
სულ არ მახსოვდა მასზე გაბრაზებული, რომ ვიყავი.
- ვიცოდი რო გაწყენინე ეს დღეები საერთოდ რომ არ დაგიკავშირდი, ხოდა ერთერთ მუშას დავაბარე ეს ყველაფერი დაეკიდა აქ.
თქვა მან საყვარლის გამიღიმა
- ძალიან ლამაზია, მადლობა
ვუთხარი ღიმილით.
დემეტრემ მანქანიდან ტკბილეული გამოიღო და სულ არ მახსოვდა დემეტრე ისე დავიწყე მათი ჭამა.
არადა სულ რაღაც 3 საათის წინ მთელი სუფრა გადავჭამე.

გათენებამდე ვისხედით ჩახუტებულები და ათას სისულელეზე ვლაპარაკობდით.
ძალიან გაყინული ვიყავი და დემეტრეზე ვიყავი აკრული. ვინმეს, რომ დავენახე ეგონებოდა მიწებებული არის მასზეო.
- დემეტრე, არ მინდა სახლში დაბრუნება, იქ ყველაფერი ისევ ისე იქნება. შენ ჩემ ძმასთან გაქვს ჩხუბი 11 დღეში და იმის გააზრება არ მინდა თუ რა მოხდება მანდ
ვთქვი მე და პატარა ცრემლი წამომივიდა, იმედია ლოყაზე არ მიმეყინება
- პატარა, ამ თემაზე დღეს ნუ ვილაპარაკებთ. მოდი დავივიწყოთ ერთი ღამით ყველაფერი და უბრალოდ ერთად ვიყოთ
თქვა მან და უფრო ახლოს მიმიხუტა.
ისე სასიამოვნო იყო დემეტრეს დიდ მანქანაზე ჯდომა და მასთან ესე ახლოს ყოფნა.
- მე შენ მაინტერესებ მარტო, შენი ძმა ჩემთვის არავინაა და არც იქნება
ამის გაგონებაზე გული მეტკინა, მაგრამ ძალა მოვიკრიბე და მისი სიტყვების დავიწყება შევძელი. ერთი ღამით მაინც..

მზემ როცა ამოსვლა დაიწყო მანქანაში ჩავჯექით და ლუკასთვის და ანასთვის უნდა გაგვეარა.
წელს ალბათ ყველაზე საშინელი საუკეთესო მეგობრის როლი მე მეკუთვნის, ალბათ ანა მომიკლავს რო დამინახავს.
გზაში დემეტრემ სიცილით მის კალთაში გადმომდსვა, ვუთხარი დაგაჯარიმებენთქო და საშიშიათქო, მაგრამ ვინ გისმენს?

ლუკას სახლში მივედით და ანას გამოსვლას ველოდებოდით.
არ მესმის ანა ლუკას სახლში როგორ აღმოჩნდა?
რამდენი სალაპარაკო გველის ქალბატონო!
მანქანის კარი გაიღო და ანა ბედნიერი სახით შემოვიდა და დაჯდა.
- ჩემზე გაბრაზებული არ ხარ?
გადავჯექი უკან მის გვერდით და დაინტერესებული სახით გავხედე, მან კი თავი გაიქნია და გაიცინა.
- ვაიმე, მიყვარხარ
ჩავეხუტე მას და ლოყაზე კოცნა დავუწყე, დემეტრე კი შურის თვალით უყურებდა ანას მე რომ არ ვკოცნი ხოლმე მას ეგრე.
ამაზე გამეცინა და დემეტრეს საყვარლად გავხედე.

არ გვკითხოთ სახლში როგორ შევიპარეთ, ამას ჩემი საყვარელი ჯინსები შეეწირა, მაგრამ მგონი ღირდა ეს ყველაფერი ხო?
არც ისე საშინელი ახალი წელი მქონია!



ვაიმეეეე აი ძაან კაი იყო მომეწონა,მაგრამ ????????ძაან პატარა თავია.... ნუ ეგ ძაან მაინტერესებს ანას და ლუკას ამბავიი .... იმედია მალე დადებ

 


№2  offline წევრი niakonia6

ბავშვებო, მაინტერესებს შემდეგ თავთან ერთად თუ გინდათ, რომ პატარა ისტორია დავწერო თუ რა შეემთხვა ანას კლუბში ლუკასთან ერთად? <3

 


№3 სტუმარი twilight

კი ვფიქრობ რომ მშვენიერი იქნება. რაღაც არ მომეწონა ნიას სიჩუმე როდესაც თქვა დემეტრემ რომ შენი ძმა ჩემთვის არავინ არისო. ცოტა ძლიერი ნია არ იქნებოდა ცუდი. და-ძმობა რაღაც ისეთია არ უნდა აპატიო მსგავსი სიტყვები.

 


№4  offline წევრი niakonia6

twilight
კი ვფიქრობ რომ მშვენიერი იქნება. რაღაც არ მომეწონა ნიას სიჩუმე როდესაც თქვა დემეტრემ რომ შენი ძმა ჩემთვის არავინ არისო. ცოტა ძლიერი ნია არ იქნებოდა ცუდი. და-ძმობა რაღაც ისეთია არ უნდა აპატიო მსგავსი სიტყვები.

გეთანხმები, მაგ თემას შემდეგ თავში გავაგრძელებ

 


№5 სტუმარი Eleonora1515

Aii nu miwyen magram ver midixar win ert adgilas,, buqsaob,, moqoqe cota istoria xalxi shemate ambavi moigone iseti ronelic dagvanaxebs amat urtiertobis sizlieres an sisustes rac sheexeba nias cota 5 klasels. Gavs ise ikceva. Ar momwons ragac eseti Nazi dabsifrifana gogoebi romlis azric kidiat imitom Rom verafers gaaketeben. Cota achvene nias dakargvit gamowveuli shishi Rom metad daafasos demetremc da zmamc

 


№6 სტუმარი სტუმარი ბაბი

აუ მაგარი გოგო ხარ დიდი მადლობა რო დადე

 


№7 სტუმარი გეგა

აიი ძაან კაი იყო ❤️❤️ მალე დადე შემდეგი თავი

 


№8  offline წევრი ჰარი

niakonia6
ბავშვებო, მაინტერესებს შემდეგ თავთან ერთად თუ გინდათ, რომ პატარა ისტორია დავწერო თუ რა შეემთხვა ანას კლუბში ლუკასთან ერთად? <3

ძალიან კარგი იდეაა, სასიამოვნო იქნება

 


№9 სტუმარი სტუმარი ანა

აუ კიი დაწერე ანაზეე ძაან მაინტერესებს

 


№10 სტუმარი სტუმარი ლიკა

როდის დადებ შემდეგ თავს ??

 


№11 სტუმარი სტუმარი ბაბი

აუ ძალიან ძალიან კარგი იქნება მაგრამ მთლია თავს მხოლოდ ანაზე და ლუკაზე ნუ დაწერ რა და ცოტა უფრო დიდი თავები დადე,რადგან უფრო საინტერესო იქნება????????

[quote=სტუმარი ბაბი]აუ ძალიან ძალიან კარგი იქნება მაგრამ მთლია თავს მხოლოდ ანაზე და ლუკაზე ნუ დაწერ რა და ცოტა უფრო დიდი თავები დადე,რადგან უფრო საინტერესო იქნება

კარგი იქნება,მაგრამ მთელს თავსაც მხოლოდ მათ ნუ დაუთმობ,რადგან ისედაც ველოდებით დიდხანს ნიაკოსა და დემეტრეს ურთიერთობას და მალე დადე რა მე -16 თავი და ცოტა უფრო დიდი

კარგი იქნება,მაგრამ მთელს თავსაც მხოლოდ მათ ნუ დაუთმობ,რადგან ისედაც ველოდებით დიდხანს ნიაკოსა და დემეტრეს ურთიერთობას და მალე დადე რა მე -16 თავი და ცოტა უფრო დიდი[/quote]

 


№12  offline წევრი drogardasuli

ძალიან კარგია. ყველა თავი წავიკითხე და მომეწონა მაგრამ გირჩევდი რომ ნია როგორც პიროვნება უფრო მეტად წამოგეწია წინ. ცოტა მეტი სიჯიუტე. მეტი სიფიცხე და რაც მთავარია მეტი მისი ძმის პატივისცემა რომ ჰქონდეს იდეალური იქნებოდა. ეს ჩემი აზრია მაგრამ უდავოდ ძალიან ნიჭიერი ხარ <3 მადლობა ასეთი საინტერესო ისტორიისათვის <3

 


№13  offline წევრი niakonia6

drogardasuli
ძალიან კარგია. ყველა თავი წავიკითხე და მომეწონა მაგრამ გირჩევდი რომ ნია როგორც პიროვნება უფრო მეტად წამოგეწია წინ. ცოტა მეტი სიჯიუტე. მეტი სიფიცხე და რაც მთავარია მეტი მისი ძმის პატივისცემა რომ ჰქონდეს იდეალური იქნებოდა. ეს ჩემი აზრია მაგრამ უდავოდ ძალიან ნიჭიერი ხარ <3 მადლობა ასეთი საინტერესო ისტორიისათვის <3

მადლობადიდიი <3 ვეცდები ყველაფერი გამოვასწორო <3

 


№14 სტუმარი მარიამ.იი

მალედადერა დავიტანჯეე

 


№15 სტუმარი ani

აუ მალე დადე რაა გთხოვ ზალიან მაინტერესებს სჰემდეგი ტავი წარმატებებიი <3

 


№16 სტუმარი სტუმარი Waka

Au sad daikarge dade axali tavi ra

 


№17 სტუმარი სტუმარი თათული

აუუ ველოდები ახალ თავს გთხოვ დადე რა <3

 


№18 სტუმარი მარიამ.იი

მალედადე რაა -_- დავიტანჯეე

 


№19 სტუმარი სტუმარი ბაბი

აუ კარგი რა რაღაიყო სულ დამავიწყდა ამ პერსონაჟების სახელები იმდენი ხანია არდაგიდია სრულიად აღარ მაქვს ინტერეაი წავიკითხო და თუ არდადებ გამოგაკლდება ერთი მკითხველი ჩემი ჩათვლით ველოდები დილით ახალ თავს

 


№20 სტუმარი სტუმარი სალი

მალე დადე რაა ...

 


№21 სტუმარი სტუმარი gega

male dade ra gtxoov ❤️❤️❤️

 


№22 სტუმარი ????????

გვეღადავებიი?? მალედადე რა

 


№23 სტუმარი lela

raaato ardeeeeebb

 


№24 სტუმარი ტინკი

აუუუუუ როდის დადებ? პასუხი მაინც მოგეწერა?

 


№25 სტუმარი io

maaaleeee dadeeee raaa ese gawelvaaraubedurebaa

 


№26 სტუმარი სტუმარი თათული

მალე დადე გთხოვ

 



სახელი: *
  • bowtiesmilelaughingblushsmileyrelaxedsmirk
    heart_eyeskissing_heartkissing_closed_eyesflushedrelievedsatisfiedgrin
    winkstuck_out_tongue_winking_eyestuck_out_tongue_closed_eyesgrinningkissingstuck_out_tonguesleeping
    worriedfrowninganguishedopen_mouthgrimacingconfusedhushed
    expressionlessunamusedsweat_smilesweatdisappointed_relievedwearypensive
    disappointedconfoundedfearfulcold_sweatperseverecrysob
    joyastonishedscreamtired_faceangryragetriumph
    sleepyyummasksunglassesdizzy_faceimpsmiling_imp
    neutral_faceno_mouthinnocent