შესვლა
რეგისტრაცია
რეკლამა

თავზეხელაღებულნი


5-12-2017, 15:51
ავტორი ბუკა
ნანახია 1 033

დილა როცა იწყება მადონა დეიდა მაშინვე უგემრიელსი მარწყვის ფუნთუშებით ხელდამშვენებული შემოდის მისაღებ ოთახში და ალმაცერად მომქცერალ ლალი ბებოს ცხვირაბზუებული უყურებს.მოულოდნელად აკვირდება ჭაღარა შერეულ მამას და ნაბიჯ-ნაბიჯ ისე მიიწევს ბებოსკენ თითქოს რაღაც სასწაულის მოლოდინში გაფაციცებით ელოდება მანიშნებლი შუქის ან თუნდაც რაიმე წკრიალა ზარის გამოჩენას
_ბერდები ამხელა ქალი და მაინც ვერ ისწავლე ფუნთუშების ისე გამოცხობა როგორც ჩვენ ოჯახს ეკადრება!-შენიშვნას აძლევს ლალი ბებო და მადონას უკმაყოფილებისგან ზედემტად დაჯღანულ სახეს კმაყოფილი აკვირდება.მამა მე მიყურებს და თვალით რაღაცას მანიშნებს.მე გაწეწილი თმებით ახალგაღვიძებული კედელთან ვდგავარ და ვცდილობ სხეულზე მოკრულ ფუმფულა ხალათში უფრო კარგად გავეხვიო
_აი უყურე ზაზა,დედაშენის მოსაწონს ვერაფერს ვერ გავაკეთებ!-მოჩვენებითი გაბრაზებით ამბობს დეიდაჩემი და ოთახში გამოსულ დედას თავის ქნევით ეუბნება_რომელი საათია ნინო,ახლა უნდა იღვიძებდე ამხელა ქალი?ახალი პატარძალი ხომ არ ხარ?!
_ათი საათია ჯერ მადონა-მობეზრებულად გააიქნია თავი დედამ და მამაჩემის გვერდით მოკალათდა,ტელევიზორი ჩართო და შემდეგ დენდარტყმული ისე მიუბრუნდა თავის დას თითქოს რაღაც სერიოზული ან განსხვავებული ქონდა სათქმელი_რა დღეში ხართ,ყოველდღე ერთიდაიგივე შეიძლება?-გამაფრთხილებლად გადახედა დეიდაჩემს,რომელიც უკვე ლალი ბებოს გამომცხვარი ალუბლის ღვეზელით იყო დანაყრებული
_დედამთილო,ისევ შენ მოიგე?-სიცილით უთხრა დედამ ბებოს,ბებოს სახის დანახვისას კი უცებ წამოხტა ,დამჭკნარ ლოყაზე მაგრად აკოცა პატარა ბავშვივით გახარებულ ბებოს და კულინარიულ დუელში დამარცხებულ დეიდას გამომწვევად დაეჯღანა.მე ისევ ისე ვიდექი და ვაკვირდებოდი ჩემს ოჯახს,ოთახს,მადისამღძვრელ ფუნთუშებს და მეღიმებოდა,არვიცი რისგან,ალბათ იმ უბრალო ბედნიერებისგან რომელსაც ვფიქრობ, რომ ყველა იმსახურებს.ჩემი ოჯახის ძალიან პატარა მაგარამ ამავდროულად ძალიან დიდიცაა.მე დედის ერთა ვარ,სახლში ჩემს მშობებთან,ბებოსთან და დეიდასთან ერთად ვცხოვრობ.დედას თავისი მშობლები გარდაცვლილი ჰყავს,მიზეზი არ ვიცი და არც უნდა რომ ვიცოდე.ყოველთვის ცდილობს ჩემი შეკითხვები დააიგნოროს და ჩემთვის ძალლიან მნიშვნელოვან და საინტერესო კითხვებს არ უპასუხოს.არვიცი ალბათ ზედემტად სტკივა წარსული და ჩემი შეკითხვების მოსმენა არ შეუძლია,პასუხზე ხომ აღარაფერს ვამბობ.მადონა დეიდა ალბათ მიხვდით,რომ დედაჩემის ღვიძლი დაა.როცა დედამ მშობლები დაკარგა თავისი ერთადერთი დაც,ლალი ბებოს მოთხოვნით ჩვენთან გადმოვიდა საცხოვრებლად და იმ დღიდან ჩვენი ოჯახი მის გარეშე უბრალოდ წარმოუდგენელია.ლალის და მადონას ფუნთუშების მაღაზია აქვთ გახსნილი და ერთად უძღვებიან სქმეს,ამიტომ დღევანდელი ინციდენტი არც პირველია და არც ბოლო.ჩვენი დილა ყოველთვის ასე იწყება და ვიმედოვნებ კიდევ დიდხანს გაგრძელდება ასე .მამაჩემი არქიტექტორია და თავისი პატარა სამსახური ძალიან უყვარს.მისთვის მთავარი ზუსტად ის ღირებულებაა,რომელსაც საკუთარი სურვილი ქვია და რომელიც მისი აზრით თითოეული ადამიანის საგანძურს წარმოადგენს _იყავის ის რაც ხარ და გააკეთე ის რისი გაკეთებაც დაფიქრებულ გუნებაზე მოგინდება!-მამაჩემის ეს სიტყვები ყოველთვის მახსოვს და დამიჯერეთ მართლა ძალიან მადგება სხვადასხვა დროს.საკმაოდ ფიცხი ხასიათი მაქვს,უცებ ვბრაზდები და გაბრაზებულ გულზე მიღებული გადაწყვეიტილება ყოველთვის ცუდ მდგომარობაში მაგდებს.ამ დროს ვცილობ მამას სიტყვების გახსენებას,დამშვიდებას და დამშვიდებულ გულზე რაღაცის თქმას ან რაიმე ქმედების განხორციელებას ამა თუ იმ საკითხთან დაკავშირებით
_ლაილა,დააგვიანებ-ოთახიდან გამომძახა მამამ და საათზე მიმითითა_გეხვეწები, რომ გამოივლი ოფისშიც მიდი და ეს ფურცლები ჩემს მდივანს დაუტოვე_უცებ მომაჩეჩა მამაჩემმა ერთამნეთზე დალაგებული ფურცლები და მობილურზე ლაპარაკი მშვიდად განაგრძო
_მამა უნივერსიტეტში მივდივარ მე-შევახსენე მამაჩემს და ჩემი ჭაობისფერი თვალებით საწყლად დავიწყე მისი სახის თვალიერება
_მოიცა აბა მადონას ვეტყვი იქნებ იმან წაიღოს მე არ მცალია-თბილად გამიღიმა მამამ და დეიდას გახედა_მადო,შენ დღეს გადიხარ სადმე?
_კი ჩვენ კაფეში გავალ დავხედო ერთი რას აკეთებენ,წინაზე გამყიდველს მოუკლია ჩუმად ფუნთუშები-დაიწყო ქოთქოთი დეიდამ_არა რომ ეთქვა ზურა მაგას დავუშლიდი?მაგრამ არა მეგრელი,რომ დაიბადება ადამიანი იმას არაფერი შეიცვლის
_ყველა შეიძლება აფერისტი იყოს,რა მნიშვნელობა აქვს მეგრელი იქნება თუ ვინ!გავაპროტესტე მე
_არა შვილო,ეგენი სხვანაირად არიან მოწყობილები,თვალებში მიყურებდა ამხელა ქალს და მატყუებდა თავისი ჭკუით _აფორიაქებულმა თქვა მადონამ და ცალი ხელი გულისკენ წაიღო მეტი დამაჯერობლებისთვის
_საიდან მოიტანე, ნერვები მეშლება ესე უბრალოდ როგორ შეიძლება მხოლოდ იმის გამო არ მოგწონდეს ადამიანი რომ მეგრელია!-უცებ აავარდი მე,აი ხომ ვამბობ როცა ვბრაზდები უკონტროლო ვხდებითქო
_რას ლაპარაკობ მეგრელი სიძე არ მომიყვანო სახლში თორე ჩემი ფეხით წავალ აქედან-გაცოფდა მადონა
_სიძე საერთოდ სახლში რატომ უნდა მოვიყვანო?!-გაოცებული მივუბრუნდი მამაჩემს და კითხვისნიშნიანი თვალები დავაკვირდი მის გაურკვევლ ემოციებს.მამაჩენმი გაშეშებული იყო და დარწმუნეული ვარ მაშინ მხოლოდ იმაზე ფიქრობდა რომ მისთვის სიძე ძალიან ადრე იყო.არაფერი მიპასუხა და მადონასთან რომ არ გამომესარჩლა მაგაზე უფრო მომეშალა ნერვები
_ მომეცით ეგ ფუცელიბი რა არაფერი მინდა თქვენი!გაბრაზებულმა გამოვართვი ფურცლები და კარისკენ წავედი
_წადი წადი.მომინდომა აქ მეგრელი ქმარი!-მომაძახა მადონამ
_რა შუაშია ქმარი,ეგ მევთქვი?_უცებ გავჩერდი და მადონას გაკვირვებულმა შევხედე
_მაგრამ იგულისხმე
_მადონა!_ძლივს რაღაც თქვა მამაჩემმა
_კარგი ჰო კარგი შენ ისეთი უკარება ხარ მეგერლი კი არა ვინ მოგიყვანს,დეიდას გავხარ დეიდას_სიცილით მითხრა დედიდაჩემმა და გამომწვევად ჩამიკრა ცალი თვალი
_არ ვგავარ,მეგრელები არ მეზიზღება მე!პატარა ბავშვივით გადავიჯვარედინე ხელებიდა თვალებდაწვრილებულმა ავათვალიერე პასუხით უკმაყოფილო დეიდაჩემი
_გავხარ!
_არა,არა ,არააა!ხმამაღლა დავიყვირე და როგორც ლალი ბებო იტყოდა, სულ ღიღინღიღინით გამოვედი სახლიდან.ქუჩაში გამოსულს მაშინვე მომხვდა სახეზე გრილი ჰაერი და ყელზე მჭიდროდ მოხვეულ შარფში აწითლებული ცხვირი კარგად დავმალე.ზამთარი იყო,მაგრამ სამწუხაროდ არ თოვდა.არცაა გასაკვირი,თბილიში რომ არ იცის დიდი თოვლი ყველას კარგად მოგვეხსენება,მაგრამ მაინც გულდასაწყვეტია ზამთარი თოვლის გარეშე.წარმოიდგინე,ქუჩაში მიდიხარ,თბილად გაცვია და თოვლზე ყოველი ფეხის დადგმისას თოვლის ჭრაჭუნი ისე სასიამოვნოდ ხვდება შენს ყურთასმენას რომ ლამის გაგიჟდე.ხელში ცხელი ლატე გიჭირავს და გაყინულ ბაგეებს მისით სურნელით ატკბობ.შემდეგ თოვას იწყებს და _ღმერთო ნუთუ არსებობს ამაზე დიდი ბედნიერბა?!
_დამეხმარეთ დეიდა,საჭმლის ფული არ მაქვს_უცებ ვახელ თვალებს,ზემოთ აწეულ ხელებს ქვემოთ მორცხვად ვუშვებ და ჩემზე მოშტერებულ ჩემზე არანაკლებ გაოცებულ პატარა შავთვალება ბიჭს ურცხვად ვაშტერდები
_მე რა ხმამაღლა დავიყვირე?_საჩვენებელი თითით ჩემზე ვანიშნე
_დიახ-გაიცინა მან და ფული მხიარულად გამომართვა_ისე თოვლი მეც მიყვარს, მაგრამ როცა თბილად ვარ მაშინ-გამეკრიჭა პატარა შავთვალება და მხოლოდ ახლა დავიწუე მისი თვალიერება.ცრემლიანი თვალებით ავათვალიერე და პირველი რაც თვალში მომხვდა მისი დახეული შარვალი და მაიკა იყო.ღმერთო როგორ უჭირს ხალხს მე კიდე იმაზე ვფიქრობ დილით თბილ სახლში ალუბლის ფუნთუშა მივირთვა თუ მარწყვის-გავიფიქრე ჩემთვის და თითქოს დანაშაულის გრძნობაც კი გამიჩნდა იმის გამო,რომ მე ეს ყველაფერი მქონდა ამ პატარა არსებას კი არა.ვცილობდი თვალებიდან წამოსული ცრემლები დამეფარა,მაგრამ ძალიან ,ძალიან მიჭირდა
_მე შენი ლატეც მიყვარს-სიტუაციის განსამუხტად უცებ წამოვაყრანტალე და პატარს ხელებში მოქცეულ ლაზეტე ვანიშნე_სად იყიდება?
_აი აქ კუთხეში-გახარებული ჩანდა ჩემი შავთვალება,მაგრამ ვერ მიხვდი რა უხაროდა.ორი ლატე ვიყიდე გამყიდველს მადლობა გადავუხადე. შავთვალებასთან ერთად იქვე სკამზე ჩამოვჯექი.ჩემმა უცნობ ნაცნობმა უცებ ჯიბიდან ძალიან ლამაზი სამაჯური ამოიღო და გამომიწოდა_აჰა ეს
_ეს საიდან გაქვს?-ჩურჩულით ვუთხარი მას და მოთმენლად დაველოდე მის პასუხს
_ერთმა ქალმა მაჩუქა
_მე რატომ მჩუქნი?-გავიოცე მე
_გოგოსია და-ვითომ და აქ არაფერიო ისე მითხრა მან
_მოიპარე?
_არა,მე არ ვიპარავ-იწყინა მან
_ბოდიში
_აიღე რა ძალიან გთხოვ
_არ მინდა რომ გამოგართვა გაყიდე მაინც-ვიუარე მე
_არ იყიდიან
_რატომ?
_ჭუჭყიანი ვარ და იმიტომ
_გამომართვი გაგათბობს-ჩემი თეთრი შარფი გავუწოდე მას და თბილად მოვახვიე_მშობლები სად გყავს ლუკა?
_ ისინიც ჭუჭყიანები არიან-უცებ წამოიყვირა მან და ფეხზე წამოდგა,თუ არ იღებ სამაჯურს მაშინ იყიდე
_რატომ?გამეცინა მის საქციელზე
_ხო თქვი გაყიდეო?-გამიბრაზდა ის.გამეცინა მის გაბრაზებულ სახეზე,ჩემი ერთი კვირის სახარჯო ფული ,ორმოცდააღლარანი ამოვიღე და მას გავუწოდე.გახარებულმა გამომართვა ჩამეხუტა და ისე გაიქცა,რომ ვერფრის თქმა ვეღარ მოვასწარი.მისსი ეს ქმედება ზედმეტ სიხარულს დავაბრალე და ხელზე გაკეთებულ სამაურს ინტერესით დავხედე_ნეტა რა ეღირება ეს სამაჯური,ჰაჰ ჰა ყველაზე მეტი ოცი ლარი,ალბათ მოიპარა-თავი გავაქნიე ფიქრების გასაფნტად, სამაჯური გავიკეთე ,მაგრამ გეფიცებით მართლა გულახდილად ვამბობ იმ მომენტში იმაზე საერთოდ არ მიფიქრია,თუ რა ძვირად დამიჯდებოდა ამ სამაჯურის ასე თამამად გაკეთება ჩემს ხელზე.


მოგესალმებით ყველას.მადლობა მათ ვინც წაიკითხავთ მოთხრობას ბოლომდე.მოთხრობასთან დაკავშირებით არ მიიღება შენიშვნები.ეს მოთხრობა უბრალო წასაკითხი საინტერესო მოთხრობა იქნება.ისე დაიწყო როგორც მე მინდა და ისე დასრულდება როგორც გადავწყვიტე(ოღონდ ეს იმას არ ნიშნავს რომ ცუდად დასრულდება).მოკლედ ვისაც არ მოეწონება საიტზე უამრავი სხვა მოთხრობა იდება და დაგვაცადეთ იმათ ვინც გადავწყვეტთ მის წაკითხვას.ოათქმაუნდა თქვენი აზრი მნიშვნკლოვანია ჩემთვის მაგრამ უაზრო შენიშვნები მაგ: მაკაყ მაკას რატო ქვია და გივის გივი-ასეთები არა.



№1 სტუმარი Qeti qimucadze

Zalian saintereso siujeti iqnebaa. Velodebi shemdeg tavss. Boloshi miceril vshenishvnaze vixalisee. Ertaderti pretenzia rac maqvs dagvianebaaa. Aserom gtxov nu vgvalodinebb. Carmatebebiii

 



სახელი: *
  • bowtiesmilelaughingblushsmileyrelaxedsmirk
    heart_eyeskissing_heartkissing_closed_eyesflushedrelievedsatisfiedgrin
    winkstuck_out_tongue_winking_eyestuck_out_tongue_closed_eyesgrinningkissingstuck_out_tonguesleeping
    worriedfrowninganguishedopen_mouthgrimacingconfusedhushed
    expressionlessunamusedsweat_smilesweatdisappointed_relievedwearypensive
    disappointedconfoundedfearfulcold_sweatperseverecrysob
    joyastonishedscreamtired_faceangryragetriumph
    sleepyyummasksunglassesdizzy_faceimpsmiling_imp
    neutral_faceno_mouthinnocent