shame 4
მოსაღამოვდა ნინაკა სახლში დატვირთული მოვიდა .. მთელი სუპერმარკეტი გამოუზიდავს ყველანაირი სახის შოკოლადი წვენი და ხილი მომიტანა რა გასაკვირია ამ ხნის უნახავ შვილს თავზე რომ ევლებოდა. შვილს რომელიც საერთოდ არ იმსახურებდა ამ ყველაფერს .. ზოგადად ნინაკას არ ვიმსახურებდი და მაშინ პირველად დავრწმუნდი იმაში რომ ნინაკას არც უვარგის ქმარში გაუმართლა და არც უსირცხვილო შვილში. მამაჩემის წასვლის დღიდან დღეს დაღამეს ასწორებდა ნახაზებთან რომ საუკეთესო სამუშაო ჰქონოდა და შესაბამისი ანაზღაურება რათა მე არაფერი მომკლებოდა .. ყველაფერი გააკეთა რომ გზაზე დავეყენებინე მაგრამ მე ხომ დაუდევარი ვარ .. მე ხომ გაკეთებულის შენარჩუნებაც არ გამომდის .. მე არაფრით ვგავდი ნინაკას .. ის ისთი წინ დახედული ძლიერი და მებრძოლი ქალია შეუძლებელი იყო რომ მისი შვილი ჩემნაირი სულელი გამოსულიყო მაგრამ როგორც ჩანს მამას დავემსგავსე .... კაცი რომ ასეთ ქალს მიატოვებს და წავა სულელია აბა რაარის... ნინა მოვიდა და აღფრთოვანებით დამიწყო საუბარი -დედი ხომ გშია? ახლავე საჭმელს გავაკეთებ და ვივახშმოთ კარგი?!- მზრუნველი ტონით მომმართა დედამ -აუ დე შენი ახლავე ვიცი მიმიშვი რა უცებ რამეს მოვახლაფორთებ და წავიხემსოთ -დედააა შვილოოო წახემსებაზე რომ ხარ მთელი შენი დღე და მოსწრება იმიტომაა ხერხემალზე რომ გაქ მუცელი მიწებებული აფრიკელი ბავშვივით- ნაწყენი და ბრაზ ნარევი ტონით მითხრა ნინაკამ -დედააა ნუ დაიწყე ახლა რაა .. ისე ნუ ლაპარაკობ გეგონება ანორექიით დაავადებულს ვგავდე -ბევრი გაკლია ელენე? -დე მისმინე უბრალოდ მეტაბოლიზმი მაქვს კარგად განვითარებული ანუ ჩემი ორგანიზმში სწრაფად და კარგად მიმდინარეობს ნივთიერებათა ცვლა და შესაბამისად -აღარ გამაგრძელებინა ისე გადაატრიალა თვალები და მითხრა .. -შენ უნდა შემიწირო შენი ბიოლოგიით ანატომიით და ასე შემდეგ რა .. ქართულად ილაპაარაკე ყოველთვის ყველას არ ესმის თქვენი ენა -თქვენი ვისი დე? -ექიმების .. უი ხო და სხვათაშორის არც თქვენი ნაწერი -აუფ ყველა ეგრე არ ვწერთ და ჯერ არ ვარ ექიმი- მეწყინა იმის ნამიოკი რომ „ბატიფეხურად“ ვწერ ბავშვობიდან და თურმე გაუგებრადაც ვლაპარაკობ -მიდი მიდი და გააკეთე რამ გამძვრა სული შიმშილით სამზარეულოში შევვარდი და ომლეტის მომზადება დავიწყე 5-7 წუთში ვახშამიც მზად იყო და ნინაკას შევძახე სააბაზანოში მზად არის და მოდი-მეთქი -კოჩაღ დე გისწავლია რაღაცა- კამყოფილი და თან დამცინავი მზერით გამომხედა ნინაკამ -არაა შენ მაჭმევდი მარტო რომ ვიყავი რასამბობ- ირონია ნარევი ტონითვე ვუპასუხე და ენა გამოვუყავი -უმადურო ფულს ვინ გიგზავნიდა? - სიცილითვე მიპასუხა ნინაკამ -შენ დე , უი მართლა ამ გახსენებაზე სულ მაინტერესებდა და არასდროს მიკითხავს დე .. ამდენს რას შოულობ აქ? სახი რომ იყიდე მანქანა და აგარაკიც გქონია -20 000 ევრო მრჩევა დე ერთი კორპუსის პროექტიდან საკმაო კაპიტალი მაქვს უკვე და თვეში ორი პროეკტი მაინც მაქვს რომ აღარაფერი ვთქვათ პატარა სახებისა და აგარაკების მშენებლობაზე -საღოლ დე რა შენ უნდა თქვა ქალი ვარო- აღფრთოვანება ვერ დავმალე რადგან მართლა არარის ადვილი მარტოხელა ქალმა ამდენი რომ შეძლო -შენ რისთვის ჩამოხვედი ასე მოულოდნელად? ხოა დე მშვიდობა?- ეჭვით შემომხედა ნინაკამ თითქოს გული უგრძნობდა რაღაცას ახლა მივხვდი რომ დრო იყო ყველაფრის მოყოლის .. თუ მაშინ არ ვეტყოდი ესეიგი ვეღარასდროს ვეტყოდი და მთელი ცხოვრება ეს ტკივილი ბოლოს მომიღებდა რისი სურვილიც საერთოდ არ მქონდა .. ჯიბიდან ისევ „სობრტანიეს“ კოლოფი ამოვიღე და სიგარეტს მოვუკიდე.. იმიტომ კიარა რომ ზედმეტად გავთავხედდი და მსიამოვნებდა ნინაკას ცხვირწინ სიგარეტის გაბოლება.. არც იმიტომ რომ ამით ჩემს „მაგარგოგოობას“ გავუსვი ხაზი .. უბრალოდ ამ პატარა დეტალით მინდოდა მიმეხვედრებინა რომ მისი შვილი არც ისე კარრგია რომ არარის წმინდანი როგორიც მას წარმოუდგენია ... მინდოდა ჯერ მცირები დანაშული გამემხილა მისთვის და მერე უკვე მთავარზე გადავსულიყავი.. ნინაკა მიყურებდა და ვერ ეჯერებოდა რომ ჩემს თითებში თამბაქოს ნაწარმს ხედავდა .. რომ ჩემი ფილტვები ნიკოთინითა და კუპრით ივსებოდნენ .. არ ეჯერებოდა მისმა შვილმა ასეთი რამ წარბის შეუხრელად რომ გაუბედა .. შოკში იყო ქალი.. მისი სანააქებო და საამაყო ქალიშვილი ამას რომ ჩადიოდა .. მემაპატიეთ აწ უკვე ქალი ... წამით საოცარი სევდა შემდეგ კი ენით აღუწერელი გაბრაზება აღებეჭდა სახეზე.. -რას აკეთებ? ნამუსი საერთოდ დაკარგე? საერთოდ ვეღარ აზროვნებ? ამისთვის ჩააბარე სამედიცინოზე? შენ რა ექიმი უნდა დადგე რაღაც შხამს და ნაგავს თავს რომ აწამლინებ? შენ ვის ჯანმრთელობაზე უნდა იზრუნო და ვისი სიცოცხლე უნდა დაიცვა? საკუთარისთვის ვერ მოგივლია... საერთოდ რა ნამუისთ ამოიღე ეგ ნაგავი და რა ნამუსით მაბოლებ სახეში ? ამიხსენი ერთი საერთოდ დაკარგე სირცხვილის გრძნობა? შენ ახლა გოგო გქვია? ჩემს დროს იცი მაგას ვინები ეწეოდნენ? არა გასაგებია რომ ჩემი დრო აარ არის და ჩემმა თაობამ თავისი „მოჭამა“ მაგრამ შენი აზრით დღეს ვულგაური არაა სიგარეტი? სულ გამოგერეცხა ტვინი მაგ თავიდან?- ერთი ამოსუნთქვით მომაყარა ნინაკამ ეს სიტყვები და ყელზე ძარღვები იმაზე მეტად დაეჭიმა ვიდრე ჰქონდა.. -ამაზე მელაპარაკები? სიგარეტზე ამბობ? ხო დედა ნამუსი დავკარგე გაინტერესებს როდის? უფრო ზუსტად რომ გითხრა 2 დღის წინ შუაღამისას საკუთარ სახლში და საკუთარ საწოლში.. ნეტავ სიგარეტის გარდა სირცხვილი არ მქონდეს და ჯანდაბას ამის დედაც ვატირე ... ხო დედა შენი ქალიშვილი მხოლოდ ქალია უკვე ... ხო დედა მე არ ვარ უფრო სწორად აღარ ვარ ისეთი უმწიკლო როგორიც დამტოვე .. კი დე ნამუსი დავკარგე .. დავკარგე არა ამხადეს.. ისე რო წინააღმდეგობაც კი არ გავუწიე და ეს ყველაფერი მხოლოდ მეორე დილით გავაცნობიერე .. ხო ნინაკა .. სასმელი მომერია დე .. და ბიჭს დავნებდი .. და იცი ის ბიჭი ვინ იყო დეე? გეგა დე ჩემი შენი და თათას გეგა .. ჩემი და შენი თათასი დე .. ვკვდები და სიგარეტი უფრო მაე რო მკლავდეს ახლავე მოვწევდი ათ ღერს ერთად საერთოდ აღარ მინდა სიცოცხლე .. შეგიძლია ახლავე ამ წუთას თქვა ჩემს დედობაზე უარი მიწაში თავით ჩამარჭო სასიკვდილოდ დამჭრა ან რაიმე მსგავსი მაგრამ ეს ყველაფერი შენთვის მაინც რომ არ მეთქვა მოვკვდებოდი დედა... შენ გარდა ახლა ვერავინ მიშველის დე შენს გარდა ვეღარავის ვენოდბი დედი .. გადამარჩინე დე !- ეს ვთქვი და ნინაკას შევხედე მეგონა როგორც ყველა დედა ისტერიკას მომიწყობდა და სახლიდან კინწისკვრით გამიძახებდა მაგრამ ჩემდა გასაკვირად .. -სახლიდან გაგაგდო და შენზე უარი ვთქვა? რის გამო? გეგაზე თქვეს ან იტყვიან უარს მშობლები? არავითარ შემთხვევაში! შენ ჯერ ძალიან პატარა ხარ მარტო დამოუკიდებლად ცხოვრებისთვის ! ჩემი ბრალიცაა იქ რომ დაგტოვე ! რის გამო ვთქვა შენზე უარი იმის გამო რომ ერთხელ ფეხი აგიცდა და შეგეშალა ? და ამიტომ გავწირო საკუთარი შვილი დე? ვერ გეტყვი არაუშავს მერე რა მოხდა მეთქი მემხოლოდ იმას გეტყვი რომ მხარში დაგიდგები დე გპირდები ყველაფერს გავაკეთებ რომ ეგ ღამე სამუდამოდ წავშალოთ შენი მეხსიერებიდან დე .. ოღონდ თუ ღემრთი გწამს ჩააქრე ეგ საწამლავი გავიგუდე ქალი.. ეს ვერ გეტყვით რა იყო ჩემთვის ! ეს იყყო შოკი და პანიკა! მე უბრალოდ პირღია ვუყურებდი დედაჩემს და ვერ ვხვდებოდი როგორ შეუძლია იყოს ამდენად ძლიერი .. იმდენად რომ საკუთარ შვილს მსგავს საკითხში გაუგოს .. კიდევ ერთხელ დავრწმუნდი იმაში რომ ნინაკა საუკეთესო დედა იყო საუკუთესოთა შორის .. ვერ მეჯერებოდა რომ ასე მშვიდად და აუღელვებლად მითხრა ეს ყველაფერი მიუხედავად იმისა რომ გულის სიღრმეში ალბათ ოდნავ მაინც გავუცრუე იმედები -დე მადლობა დე შენ .. შენ ყველაზე კარგი ხარდა ბოდიში რომ ასე შეგარცხვიდე დე .. ბოდიში რომ შვილშიც ისევე არ გაგიმართლა როგორც ქამრში- აკანკაებული და აქვითინებული ხმით ძლივს შევძელი წინადადების დალაგება და წარმოთქმა -დე ეგ მეორედ აღარ თქვა ... მეორედ არ თქვა რომ მამაშენის მსგავსი ხარ დე .. შენ არ მიგიტოვებივარ შენ უბრალოდ შეგეშაა გესმის ?! ამასთან არაფერშუაში ხარ ! მივირბინე და ნინაკას 2 წლის ასაკში რომ ვეხვეოდი ხომე ზუსტად ისე მოვეხვიე .. მხოლოდ დედის მკლავებში ვიგრძენი რომ ნაადრევად დაქაებუი ბავშვი ვიყავი .. -წადი და დაიძინე ახლა დე მეც დავწვები რა თორემ ხვალ დილით უთენია უნდა ავდგე -კარგი რა ნინაკა რა დამაძინებს 11 საათზე?- უკმაყოფილოდ გადავატრიალე თვალები -შენმა უძილობამ ხო გამიშრო სისხლი რა - ოდნავ ბრაზნარევი ტონით მითხრა და ოთახისკენ წავიდა მეკი ვიჯეი და ვფიქრობდი რომ მოვა დრო და „იოცნებებ და ღმერთს შესთხოვ ნეტა იყო ბავშვი და დილის ცხრაზე შენ დედიკოს რომ მიჰყავდე ბაღში და თავში ეს ყველაფერი ოცნებების დონეზე ამდროს შენ აქ ნერვიულობ სწორ და არასწორებზე ტოლებზე გროზნი ხდები,გებადება გრიზნია და ეუბნები შენ თავს : так сделать нельзя მოჰყვები უაზრო აზრებს,შველას სთხოვ გამჩენს რაც არ გკლავს,ის გარჩენს“ რომ ჩები ბავშვობა იმ დღეს დასრულდა როცა ჩემი ქალიშვილობა დასრულდა მაგრამ ამჯერად ეს ფიქრები ნაკლებად მიმძიმებდა გულს .. ნინაკასთან საუბარმა თითქოს გულიდან ძალიან დიდი ლოდი მომხსნა .. ერთი ჭიქა ყავა გავიკეთე და ლეპტოპი გავხსენი .. თათას მესიჯი დამხვდა „ ეგრევე დამირეკე რომ შემოხვაააააააააააააალ“ დავიძაბე შემეშინდა რომ ჩემი საიდუმლო იმაზე ადრე გაიგო ვიდრე თქმას ვაპირებდი .. შემეშინდა რომ ყველამ ყველაფერი იცოდა .. და რომ გეგამ ყველაფერი თქვა .. წამით აზრმა გამიელვა თუ რა აზრის იყვნენ თაზო მაკა და თათა ჩემზე მაგრამ გამბედაობა მოვიკრიბე და დავურეკე .. სანამ აიღო გული საგულედან კინაღამ ამომივარდა -ალო თათ მშვიდობაა გოგო? რახდება? - ვუთხარი გულგახეთქიმა -არა ელეეეე არაა მშვიდობაა .. ნიკუშა იყო დილით შენს სახლთან .. ჩამოიღო კარები და ააწიოკა თუირმე სამეზობლო ... წილოსანი სად გამექცაო -გაგისკდა გულიიი თათა შემარდინოო ! მაგის გამო უნდა გამიხეთქო გული ?! რა აღარ ვიფიქრეე ! იყოს და იყვიროს მერე პირველი შემთხვევაა? -გოგო სულ გადაირიე? იცი რა დღეში იყო ? წამით ვიფიქრე ავსტრიაში არ ჩააკითხოს-მეთქი -ჩამომაკითხოს თორე დაამტვრევს რა ბატის კვერცხებს - ისე გამეცინა სახეზე ალბათ ჭარხლისფერი მედო უკვე .. ჩემმა სიცილმა თამთა სულ გადაიყვანა ჭკუიდან -რა გული გაქვს წილოსანო? მთელი თბილის მაგის შიშით ფეხაკრეფით დადის და შენ როგორ არაფრის გეშინია? -მე არ მეშინია თათ რა გჭირს?! ახლა გაიგე რა დამოკიდებულებით ვარ მაგ ბიჭთან- გულწრფეად გამიკვირდა თათამ რომ იცუხოვა ჩემი რეაქცია -ელენე მოაკვლევინებ თავს.. შენს მაგივრად გვეშინია ყველას .. ხომ იცი ვინცაა და რაზეცაა წამსვლელი -თათ ბავშვობიდან დამსდევს ჯერ არ მოვუკლივარ და რაღა ახლა მომკლავს? -გოგოო ნუ ეთამაშები ხოლმე ყოველთვის ცეცხლს გაგაფრთხილე ათასჯერ და რავერ შევიყვანე მაგ შენ ხის თავში?- გაბრაზებულმა აუწია ტონს -აუუ შენ არ შემშალო ახლა .. რომელი ცეცხლი სალუქვაძე მყავს ნუ გადამრიე?! რას აპანიკდი შენკიდე? ჩამოიღოს თუუნდა ის კარი შიგნით დავხვდები თუ რა?! ან რომც დავხვდე ფეხები არავის მოჭამოს კაი?- ვუპასუხე მშვიდად და ამან თათა უარესად გადარია -წილოსანო ხევსური რომ ხარ ყველგან ყოველთვის და ყველაფერში ხოარ უნდა გეტყოვოდეს ადამიანო?! -კი თათ ყველგან ყოველთვის ყველაფერში და ყველასთან უნდა მეტყობოდეს-ვუთხარი სიცილით -ელენე გაფრთხილებ შარს გადაგყრის ეგ ბიჭი და ქენი რამე ან აქამდე რატომ არ უჩივლე? როდემდე უნდა ითმინო ამდენი დაწიოკება? -ვინ ითმენს მერე? ლარნაკი რომ შევალეწე სახეზე იმის მერე არ მოთრეულა და რავი რამ წამოუარა ან რო ვუჩივლო რა ხეირი? 200 ლარიანი ჯარიმა და გამოვა უარესად მომითხრის ნერვებს .. -გავგიჟდი რა.. რამე ძალა როგორ ვერ უნდა გამოვნახოთ ეგ რომ შევაკავოთ?! -შენ ასეთი აფორიაქებული იმიტომ ხარ რომ ჩემი სახლის კარი ჩამოიღო თუ სხვა რამეშია კიდევ საქმე?- ეჭვის თვალებით შევხედე თათას -არა მეტი არაფერი- თვალებში ვატყობდი რომ მატყუებდა -მართლა არაფერი ელ შენ მომიყევი მანდ რა ხდება რა -ისეთი სახე ჰქონდა რაღაც არ იყო წესრიგში -თათა! ამიხსენი რა მოხდა -გოგო მართლა არაფერი უბრალოდ მომენატრე შენთავს ვფიცავარ აღარ მინდა აქ უშენოდ ელე შენ გარდა ხოიცი რო არავინ მყავს და არც არავინ მინდა რომ მყავდეს -ჩემო ერთადერთო- თვალები ამიცრემლიანდა .. ასეთი დილაოგი გვქონდა კიდევ 1 საათი და მერე დავემშვიდობეთ ერთმანეთს.. ავსტრიაში დაახლოებით 1 თვე და 2 კვირიშ ჩასული ვიყავი თითქოს ყველაფერი კარგად იყო თითქოს ყველაფერი სტაბილურად კარგად იყო .. სანამ თავბრუს ხვევები არ დამეწყო და ნინაკამ წიხლით არ გამტენა ექიმთან წადიო ! გინეკოლოგთან მივედი რადგან სამედიცინოს სტუდენტი ვიყავი და კარგად ვხვდებოდი რისი სიმპტომებიც მქონდა და აი პასუხიც : „გილოცავთ მალე დედა გახდებით“ .................... ვიცი რომ შმაგვიანდა უბრალოდ ძალიან დიდხანს ვიფიქე როგორ უნდა ეთქვა ელენეს ნინაკასთვის ეს ამბავი და თქვენი აზრი ძალიან მაინტერესებს მოუთმენლად ველი კომენტარებს <3 მიყვარხართ ! |
ტესტები
აქტიური მწერლები
აქტიური მწერლები
.:დღის აქტიური მკითხველი:.
გჯერათ ბიჭის და გოგოს მეგობრობის?
ყველა გამოკ
.:შემოგვიერთდით FACEBOOK-ზე:.