შესვლა
რეგისტრაცია
რეკლამა

,,როგორ მინდა მოგეფერო’’ 1


7-12-2017, 02:36
ავტორი mariamo18
ნანახია 1 903

ყველაზე საშინელი მომენტი ისაა, როდესაც აცნობიერებ, რომ ამ ცხორებაში სრულიად მარტო ხარ, არავინ და არაფერი გაგაჩნია. ცხოვრობ იმის იმედით რომ ხვალინდელი დღე სულ ცოტათი მაინც იქნება დღევანდელზე უკეთესი, თუმცა რეალობა ბევრად უფრო მწარეა.
სულ პატარა იყო მშობლები რომ დაეღუპა, ყველაზე დიდი იმედი კი ბებო იყო, რომელმაც გაზარდა და არაფერი მოაკლო შეძლებისდაგვარად, თუმცა არც ამ შემთხვევაში დაინდო ცხოვრებამ და მისი თავიც წაართვა და დატოვა საკუთარი თავის იმედად. ეს ყველაფერი მისთვის ძნელი გადასატანი აღმოჩნდა თუმცა შეძლო რომ საკუთარი თავისთვის ეჯობნა და ორმაგი შემართების გაეგრძელებინა ცხოვრება. 1 წლის განმავლობაში თან სწავლობდა და თან მუშაობდა, საკუთარი ნიჭის წყალობით სწავლაში ფულის გადახდა არ უწევდა და საბედნიეროდ მშობლებისგან სახლიც დარჩა.
ღამის 12 საათი ხდებოდა დაღლილმა რომ შეაღო სადარბაზოს კარი და მძიმე ნაბიჯებით აუყვა კიბეს, ჩანთაში გასაღების ძებნით გართულს მისი კარის მეზობელი ნანა ბებო წამოადგა.
-გამარჯობა ნატა, ჩემო კარგო, როგორ ხარ?- თბილად მოიკითხა ქალმა.
-კარგად ნანა ბებო თქვენ როგორ ხართ?- მომღიმარი სახით შეტრიალდა მისკენ.
- არამიშავს გენაცვალე. რა გვიან ბრუნდები სახლში, ასე არ შეიძლება ჯერ სულ პატარა ხარ, ალბათ ძალიან იღლები და სწავლაშიც ხელი გეშლება.- სევდიანი ხმით ესაუბრებოდა მოხუცი.
- სხვა გზა არ მაქვს, ცხოვრება ასეთია თუ არ ვიმუშავებ ვინ შემინახავს? - უპასუხა თვალცრემლიანმა.
- შენთვის ძალიან კარგი წინადადება მაქვს.-უთხრა ქალმა რამდენიმე წამიანი ფიქრის შემდეგ.- ვფიქრობ შენთვის ძალიან კარგი ვარიანტია.- ნატა გაკვირვებული და თითქოს გახარებული სახით უსმენდა.
- იქნებ სახლში შევსულიყავით და იქ გვესაუბრა.- შეიპატიჟა სახლში. მისარებში შესვლისთანავე ქალმა ისევ განაგრძო ლაპარაკი.
- მოკლედ, ჩემი ახლობელი უკვე წლებია ინგლისში ცხოვრობს, რამდენიმე დღის წინ ვესაუბრე, საკმაოდ შეძლებული ოჯახია, ერთი ბიჭი ჰყავთ, რომლემაც ცალკე ცხოვრება ისურვა და ახლა დედამისი ეძებს გოგონას, რომელიც მის ვაჟის სახლში დამხმარედ იმუშავებს, რატომღც პირველი შენ გამახსენდი, ამასთანავე ისიც ვიფიქრე რომ შენითვის კარგა, თანაც იქნებ ისიე ააწყო ყველაფერი, რომ სწავლის იქ გაგრძელებაც შეძო, მოკლედ კარგად დაფიქრდი როგორ იქნება შენთვის უკეთესი და ხვალ დილით გამაგებინე პასუხი, ახლა მე წავალ გვიანია.- მთელი ამ დროის განმავლობაში ნატა ხმაამოუღებლად უსმენდა და ცდილობდა კარგად გაეაზრებინა ყველაფერი. მთელი ღამე თვალი ვერ მოხუჭა, ხან ერთს ფიქრობდა ხან მეორეს, ისე დაათენდა საბოლოო გადაწყვეტილება მაინც ვერ მიიღო. 8 საათი ხდებოდა საწოლიდან რომ წამოდგა და თავის მოწესრიგებას შეუდგა. ყავას იმზადებდა როდესაც ზარის ხმა გაისმა, კარის ზღურბლზე მომღიმარი ნანა იდგა.
-დილამშვიდობის- ღიმილით მიესალმა ნატა და სახლში სეიპატიჟა.
-დილამშვიდობის ჩემო საყვარელო, აბა რა გადაწყვიტე? ჩემს შემოთავაზებაზე იფიქრე?
- ბევრი ვიფიქრე და იციით მგონი მართალი ხართ, აქ არაფერი გამოდის ყყოველდღე ერთი და იგივე უკვე ყელშ ამოვიდა სჯობს ამ ერთხელ ვცადო იქნებ მეც გამომართლოს- ამ დროს გოგონას თვალებში დიდი იმედის ნაპერწკალი ჩნდა. - მეზობელმა გახარებულმა დატოვა სახლი და შეჰპირდა, რომ დღესვე გააგებინებდა ახალ ამბავს თავის ახლობელს და საღამოს ისევ შეუვლიდა. დღე, როგორც ყოველთვის, უინტერესო და დამღლელი იყო. სახლში ისევ გვაინ დაბრუნდა ნანა ამჯერად კიბესთან შეეგებდა და ახარა რომ ბილეთი უკვე დაჯავშნილი იყო და ერთ კვირაში უკვე ინგლისში იქნებოდა.
უკვე თვითმფრინავში იჯდა და ფიქრობდა, თავის წარსულზე, აწმყოსა და მომავალზე. თავის ერთ ნაწილს საქართველოში ტოვებდა ყველაფერს ცუდსა თუ კარგს რაც კი ამ 20 წლის განმავლობაში გადახდა. მიდიოდა დიდი იმედებითა და სიხარულით, იწყებდა ახალ ცხოვრებას, უცხო ქვეყანაში, ახალი შემართებით.
დამღლელი მგზავრობის შემდეგ, როგორც იქნა ჩააღწია დანიშნულების ადგილას, აეროპორტიდან გამოსვლისას თვალი კლასიკურ სამოსში გამოწყობილ კაცს მოკრა,რომელსაც ხელში ბანერი ეკავა, წარწერით ,,ნატა’’. უხმოდ ჩასხდნენ მანქანაში და სახლისაკენ მიმავალ გზას გაუყვნენ. ლონდონში საშინლად წვიმდა, ქალაქი საოცრად ლამაზი იყო, რაღაც ძალიან დიდი სევდის მომტანი და ამავდროულად აღმაფრთოვანებელი, აქამდეც ძალიან ბევრი სმენია ამ ქალაქის შესახებ და შეიძლება ითქვას, რომ ოცნებადაც კი ჰქონდა გადაქცეული აქ მოხვედრა. თავი მინაზე ჰქონდა მიყრდნობილი და დიდი ინტერესით ათვალიერებდა ქუჩებს, საშინლად მოუნდა წვიმის მიუხედავად ფეხით სეირნობა, თუმცა ახლა ამის დრო არ იყო, სხვა დროსაც ექნებოდა შესაძლებლობა და აუცილებლად აიხდენდა საწადელს. დაახლოებით 1 საათში მანქანა არც ძალიან დიდი მაგრამ საკმაოდ მდიდრული სახლის წინ გაჩერდა, მძღოლმა კარი გაუღო, და ანიშნა რომ გადმოსულიყო, თვითონ კი ბარგის წამოსაღებად წავიდა. კარი ფუმფულა მოხუცმა გაუღოთ და სახლში შეუძღვათ. ფეხები უკანკალებდა, წამით ისიც კი იფიქრა უკან გაქცეულიყო, წამით ინანა კიდეც ეს გადაწყვეტილება, თუმცა ძალიან გვიანი იყო, რადგან უკვე ,,უფროსის’’ წინ იდგა. ერთი თვალის მოვლებით შეისწავლა ოთახი და მზერა მამაკაცზე გადაიტანა, რომელიც კუშტად მისცერებოდა და წამითაც კი არ აცილებდა დიდ შავ თვალებს გოგონას სახეს. ერთხელ კიდევ ჩაათვალიერა ნატა თავიდან ფეხებამდე და ტუჩის კუთხე ეშმაკური ღიმილით ჩატეხა.
- ლალი აჩვენე თავისი ოთახი, დღეს შეუძლია დაისვენოს, საქმეს ხვალიდან შეუდგება. - თვალი ჩაუკრა ნატას და ოთახი დატოვა.



მომეწონა <3 და დამაინტერესა <3 იმედია გააგრძელებ

 


№2  offline წევრი drogardasuli

აუ ძალიან დამაინტერესა <3 ველოდები ახალ თავს <3 წარმატებები

 



სახელი: *
  • bowtiesmilelaughingblushsmileyrelaxedsmirk
    heart_eyeskissing_heartkissing_closed_eyesflushedrelievedsatisfiedgrin
    winkstuck_out_tongue_winking_eyestuck_out_tongue_closed_eyesgrinningkissingstuck_out_tonguesleeping
    worriedfrowninganguishedopen_mouthgrimacingconfusedhushed
    expressionlessunamusedsweat_smilesweatdisappointed_relievedwearypensive
    disappointedconfoundedfearfulcold_sweatperseverecrysob
    joyastonishedscreamtired_faceangryragetriumph
    sleepyyummasksunglassesdizzy_faceimpsmiling_imp
    neutral_faceno_mouthinnocent