შესვლა
რეგისტრაცია
რეკლამა

მოლიპულ გზაზე


7-12-2017, 19:33
ავტორი drogardasuli
ნანახია 1 582

2017 წლის 17 სექტემბერი
საშინელი ტკივილი ვიგრძენი შუბლზე. სასწრაფოდ გამოვფხიზლდი და აღმოვაჩინე რომ ჩემი ჩემი ოთახის აიტაკზე ვიწექი. ალბათ საწოლიდან გადმოვვარდი ...ისევ.მიხვდებოდით რომ ეს არც ისე იშვიათად ხდება. ზანტად წამოვდექი იატაკიდან საბანი ავიღე და საწოლზე დავაგდე. საწოლის გვერდით მდგარ ტუმბოზე მაღვიძარას შევხედე. მას გულის ფორმა ჰქონდა და გვერდებიდან ორ პატარა დათვს ეჭირა. ეს ერთი შეხედვით ჩვეულებრივი ნივთი, ჩემთვის ძალიან ძვირფასი იყო. ის ბიძია ლევანმა მაჩუქა როდესაც 5წლის გავხდი. მას შემდეგ თავთან მიდევს და გაღვიძებისას ყოველთვის მას ვუყურებ. ის ბიძია ლევანს მახსენებს. ბავშვობას, და იმას რომ ჩემს ცხოვრებაშიც იყო ვიღაც ვინც ჩემზე ღელავდა. რომელსაც ვუყვარდი. მაღვიძარას ისრები 7 -ის 20 წუთს უჩვენებდა. მივხვდი რომ დაძინებას ვეღარ მოვახერხებდი, ამიტომაც თავქვეშ ამოვიწყვე ხელები და დღევანდელ დღეზე დავფიქრდი. როგორი მოთმინებით ელოდა ბიძია ამ დღეს. მიჭირდა მის გარეშე არსებობა. მინდოდა ახლა შემოსულიყო ჩემს ოთახში.ჩვეულებრივ ლოყაზე კოცნით გავეღვიძებინე, და ეთქვა რომ ვაგვიანებ. თუმცა ასე აღარასოდეს იქნებოდა. ვერც ერთად ვეღარ ვისაუზმებდით. ვერც კაშნეს შემიკრავდა მისი ხელით სახლიდან გასვლის წინ. ვიგრძენი როგორ დამასხა ოფლმა და როგორ ცდილობდა თვალებში ჩამდგარი სიმწრის ცრემლები ძირს დაშვებას. თვალები სწრაფად დავახამხამე და ჩემს თავს შევახსენე რომ ამის უფლება არ მაქვს. დღეს ხომ ჩემი დღეა. პირველად მივდივარ უნივერსიტეტში.
პირველ რიგში უნდა ვიბანავო, და ჩემი საზიზღრად ხვეული თმები დავისწორო. ალბათ მსუბუქ მაკიაჟსაც გავიკეთებ და გარდერობიდან მაქსიმალურად სადა მაგრამ ლამაზ კაბას ავარჩევ. ფიქრის ხაზი სატელეფონო შეტყობინების ხმამ გამაწყვეტინა. ხელი გადავწიე და ტელეფონი ავიღე. გამეცინა. რატომ ვამოწმებ საერთოდ შეტყობინებებს? - ვკითხე საკუთარ თავს. ტრადიციულად ეს იყო შეტყობინება რომელიც 50%იან ფასდაკლებას მთავაზობდა ავეჯზე. შეტყობინება წავშალე. ეკრანზე ფონად დაყენებული ლამაზი ხეობის სურათი გამოისახა სისხლი საფეთქელში მომაწვა. საკუთარი გულისცემა ვიგრძენი. ჩემი ტელეფონი 8:25 -ს უჩვენებდა. შეუძლებელია მე ხომ 10 წუთის წინ გავიღვიძე. ტუმბოზე დადებულ მაღვიძარას შევხედე რომელიც ისევ 7-ის 20 წუთს უჩვენებდა.
-ჯანდაბა. ბატარეა დაჯდა. - გავიფიქრე ჩემთვის. პანიკაში ჩავვარდი. გამოდის რომ მოსამზადებლად მხოლოდ 35 წუთი მაქვს მოსამზადებლად. დაახლოებით 20 წუთი დამჭირდება იმისთვის რომ უნივერსიტეტამდე მივაღწიო. ფაქტი ერთია დაბანას ვერ მოვასწრებ. რაც, იმას ნიშნავს რომ მომიწევს ბუნებრივი თმებით წავიდე. ჯერ კიდევ ვგრძნობდი ყელში მობჯენილი პულსის ცემას.
- რა სასტიკია ეს ცხოვრება. გვართმევს ყველაფერს მაგრამ სანაცვლოდ არაფერს იძლევა . - მემგონი სულ შევიშალე. საკუთარ თავს ველაპარაკები უკვე. ოთახს თვალი მოვავლე. იატაკზე წიგნები ყრია . ოთახში ძალიან ბნელა რაც ჩემი ფარდების ბრალია.
- ეჰ რა რთულია ცხოვრება.
- მელანო, შეგიძლია შენი ფილოსოფია საღამოსთვის შემოინახო- შევახსენე ჩემს თავს და კბილების გასახეხად აბანოში შევვარდი.
-საუზმესაც ვერ მოვასწრებ- დაცინვით ვუთხარი ჩემს თავს. ბოლო დროს ეს ნაკლებად მაღელვებდა. სარკის წინ დავდექი. შუბლის მარცხენა მხარეს არაბუნებრივი მდგომარეობა შევნიშნე. სარკეს მივუახლოვდი. ეს კოპი იყო. რა სულელი ვარ, მაშინვე რატომ არ მივაქციე ყურადღება. სასწრაფოდ გამოვიღე კარადიდან შავი კაბა რომელიც მუხლებამდე მწვდებოდა ტანზე ტომარასავით ჩამომემხო. კიდევ ერთი მინუსი სიგამხდისა. წელზე წვრილი ოქროსფერი ქამარი გავიკეთე. ფეხზე დაბალი ფეხსაცმელები ჩავიცვი, ჩანთას დავწვდი და გარეთ გავვარდი. მზის შუქი თვალებში მეცა. საკუთათარ თავს პირობა მივეცი რომ ფარდებს გამოცვლილი, რადგან მზის შუქს მხოლოსდ მაშინ ვხედავ როცა გარეთ გამოვდივარ. საათს დავხედე. უნივერსიტეტამდე მისასვლელად 12 წუთი მაქვს. ტრანსპორტს ვერ დაველოდები. სასწრაფოდ ტაქსში ჩავჯექი და უნივერსიტეტში წაყვანა ვთხოვე. მანქანაში საშინელი სიგარეტის სუნი იგრძნობოდა, მაგრამ როგორც ჩანს ეს მძღოლს სულაც არ აღელვებდა, რადგან ოთხივე ფანჯარა ბოლომდე ამოეწია. ჩემთან ახლოს მდებარე ორივე ფანჯარა ბოლომდე ჩამოვწიე და მძღოლს ვთხოვე წინა ფანჯრის მინები ჩამოეწია.
- აჰ პატარა ქალბატონო სიგარეტის სუნია არა?
იკითხა ისე თითქოს თავად არ იცოდა და ხელების ქნევა დაიწყო. თითქოს წლების განმავლობაში გამჯდარი სუნს ხელის ჯადოსნური დაქნევით გააქრობდა.
- თუ შეიძლება ხელები საჭეზე დააბრუნეთ და გზას უყურეთ. - ვუთხარი და ფანჯარაში გავიხედე. მზიანი ამინდია. ზუსტად ისეთი როგორიც მიყვარს. მაგრამ ალბათ აჯობებდა ეწვიმა. მაშინ თუ ვინმე მკითხავს ჩემს ვარცხნილობაზე სრულიად მართებულად დავაბრალებდი ამინდს.
- მოვედით პატარა ქალბატონო- მომაძახა ტაქსის მძღოლმა. სასწრაფოდ გადავაწოდე ფული და გადმოსვლა დავაპირე.
-გოგონავ - მომმართა მძღოლმა-წარმატებები.
- გმადლობ- ვუპასუხე თავაზიანად და გადმოვედი. ჩემს წინ მაღალი წითელი აგურით ნაშენები შენობა იდგა. მისი თვალიერებისას დრო არ მქონდა, ამიტომაც ჩქარი ნაბიჯით გავწიე ჭიშკრისაკენ. ველოდი რომ აქ უამრავი ახალგაზრდა იქნებოდა თუმცა მხოლოდ აქა-იქ ირეოდა ხალხი. საათს დავხედე რომელიც მატყობინებდა რომ ზარი ორი წუთის წინ დაირეკა. მშვენიერია. პირველივე ლექციაზე დავაგვიანე.



№1  offline წევრი drogardasuli

მეგობრებო სურათი არ ვიცი საიდანაა. რაღაც ლინკი მივუთითე და არც ვიცოდი რა აიტვირთა. ვიცი რომ თემასთან კავშირში არაა მაგრამ მე სულ სხვა ლინკი დავდე და სულ სხვა ფოტო გახსნა :D ბოდიში

 


drogardasuli
მეგობრებო სურათი არ ვიცი საიდანაა. რაღაც ლინკი მივუთითე და არც ვიცოდი რა აიტვირთა. ვიცი რომ თემასთან კავშირში არაა მაგრამ მე სულ სხვა ლინკი დავდე და სულ სხვა ფოტო გახსნა :D ბოდიში

ჩემზეც ეგრექნა <3 აუუ გააგრძელერა გთხოვ <3

 


№3  offline წევრი drogardasuli

ხვალ დავდებ შემდეგ თავს <3 მადლობა რომ კითხულობთ <3

 



სახელი: *
  • bowtiesmilelaughingblushsmileyrelaxedsmirk
    heart_eyeskissing_heartkissing_closed_eyesflushedrelievedsatisfiedgrin
    winkstuck_out_tongue_winking_eyestuck_out_tongue_closed_eyesgrinningkissingstuck_out_tonguesleeping
    worriedfrowninganguishedopen_mouthgrimacingconfusedhushed
    expressionlessunamusedsweat_smilesweatdisappointed_relievedwearypensive
    disappointedconfoundedfearfulcold_sweatperseverecrysob
    joyastonishedscreamtired_faceangryragetriumph
    sleepyyummasksunglassesdizzy_faceimpsmiling_imp
    neutral_faceno_mouthinnocent