შესვლა
რეგისტრაცია
რეკლამა

მიზანი (თავი 1)


10-12-2017, 16:25
ავტორი თაკოგელ11
ნანახია 1 745

დღეს ჩემი ქორწილი იყო, დღეს ყველაზე ბედნიერი დღე მქონდა, დღეს უნდა გავმხდარიყავი იმ ადამიანის ცოლი ვინც ამ ქვეყნად ყველაზე მეტად მიყვარდა. ასე არ უნდა მომხდარიყო, ბედის წერას ასე არ უნდა გავემეტებინე, ეს არ დამიმსახურებია. გიგა ერთადერთი ადამიანი იყო ჩემს ცხოვრებაში ვინც გვერდით მედგა, ბავშვთა სახლში გავიზარდე, გიგაც იქ გავიცანი ორივე იქ ვიზრდებოდით ის ჩემზე დიდი იყო და ჩემზე ადრე გავიდა, შემდეგ მეც შემისრულდა 18 წელი და გამოვედი, 1 კვირაში კი ქორწილი გვქონდა მაგრამ, გიგა.. გიგა ჩემს თვალწინ დაცხრილეს, ხელებში ჩამაკვდა ჩემი ერთადერთი სიყვარული, ჩემს ხელებში დალია სული, ასეთი ბედნიერი დღე ყველაზე უბედურად მიქციეს, ვინ გააკეთა, რას ერჩოდნენ ის მხოლოდ 1 წლის გამოსული იყო ბავშვთა სახლიდან ვინ გადაიმტერა ასე მოკლე დროში, ფიქრები ერთმანეთში მერევა, გასისხლიანებული საქორწილო კაბით დავდივარ ქალაქში, ქალაქში რომელსაც ჯერ არც კი ვიცნობ და უკვე ამდენი ტკივილი მომაყენა, გამვლელები, ზოგი შიშით, ზოგი გაკვირვებით მიყურებს, ვერ გაუგიათ რატო დავდივარ ასე. სახლში მივედი, გიგას სახლში, აქ ვცხოვრობდი ეს 1 კვირა, აქ ყველაფერი მის თავს მაგონებს აქ მისი სულია, აქ მისი სურნელია აქ ყველგან გიგაა. მთელ ხმაზე ვკივივარ მგონია რომ სული გამეყინა ის, აქ აღარაა, ის ვეღარ შემომხვევს ხელებს, ის ვეღარ მაკოცებს ის საერთოდ აღარაა. ის აღარაა.

***
სააბაზანოში ვარ, კაბას ვიხდი ვანას ვავსებ და შიგნით ვეფლობი, მსიამოვნებს ცხელი წყალი, თავს ვყოფ წყალში და სუნთქვას ვიკავებ, თვალები დახუჭული მაქ, მინდა მეც გიგასთან წავიდე, იქ მინდა მასთან. უ-გიგა-ობა გამაგიჟებს. სააბაზანოდან გამოსული, ეგრევე ვწვები და დაძინებას ვცდილობ, ხვალ პოლიციაში უნდა მივიდე დაკითხვაზე ვარ დაბარებული.

***
დილას ვდგები და მთლიანად შავებში ვიმოსები, პოლიციაში უნდა წავიდე ჩვენების მისაცემად შემდეგ კი, შემდეგ გიგას დავკრძალავ, მხოლოდ მე, მე დავაყრი მიწას ჩემს სიყვარულს, მე დავმარხავ ჩემს ერთადერთ ნათელ წერტილს. პოლიციის შენობაში შესული, გამომძიებელ ანდრეა მელიქიძეს ვკითხულობ, როცა ვიგებ რომელ კაბინეტში ზის, ვუახლოვდები და ვაკაკუნებ.

-მობრძანდით.

მესმის, ბოხი ხმა მეც კარების სახელურს დაბლა ვწევ და შიგნით შევდივარ.

-გამარჯობა, თქვენ გიგა მიქაბერიძის საცოლე ხართ ხომ?
-დიახ.
-თქვენი სახელი? როგორ მოგმართოთ?
-მილა, უფროსწორედ მილენა.
-ქალბატონო მილენა, თქვენს საქმროს მტრები ჰყავდა?
-არა, იცით, ჩვენ ბავშვთა სახლში გავიზარდეთ ორივენი. გიგა ჩემზე ერთი წლით უფროსი იყო, ბავშვთა სახლიდან 18 წლის გამოუშვეს და მას მერე, მისი გარდაცვლილი მშობლების სახლში ცხოვრობდა, დილიდან საღამომდე მუშაობდა, ხან სად ხან სად, რომ ქორწილის ფულს აგროვებდა, მე ბავშვთა სახლიდან 1 კვირის უკან გამომიშვეს, და გუშინ უკვე ქორწილი უნდა გვქონოდა..
-კარგით ქალბატონო მილენა, გასაგებია ყველაფერი.
-გიგას, გიგას.. დაკრძალვას როდის შევძლებ?
-ხვალ შეგეძლებათ გადასვენება.
-კარგით.

შენობიდან გამოსული ჰაერს ღრმად ვისუნთქავ, დამშვიდებას ვცდილობ, მაგრამ მხოლოდ ვცდილობ, როგორ მითხარით როგორ უნდა დავმშვიდდე.. სახლში საღამოს ვბრუნდები, მთელი დღე ქუჩებში დავბოდიალობდი, სახლში შესულს მაწვება ყველა ემოცია ერთად და ატირებული კარებთან ვიკეცები, ვტირივარ და უკვე სუნთქვა აღარ მყოფნის, აღარ შემიძლია, მასთან მინდა წამიყვანეთ, ღმერთო გთხოვ წამიყვანე... მასთან მინდა.

***
ტირილში დამათენდა, დილას თვალი რომ გავახილე ისევ კარებთან ვიწექი, ძვლივს წამოვდექი და გამოსაცვლელად ოთახში შევედი, დღეს ბოლოჯერ შევხვდებოდი ჩემს სიყვარულს, ლამაზი უნდა ვყოფილიყავი. შავებში გამოწყობილი მივდივარ პოლიციის შენობისკენ, საბუთების ვაფორმებ, და მიმყავს, მიმყავს ჩემი სიყვარული.

სასაფლაოზე ვარ, მხოლოდ მე, მიწას აყრის მესაფლავე მეკიდე ვერაფერს ვაკეთებ რომ გადავარჩინო, ვერაფერს ვაკეთებ. მას ტკივა მას ხომ ტკივა ამდენ მიწას რო აყრიან, იქ ბნელა მიწაში ბნელა, იქ სიბნელეა სუ მარტო ცოდოა.

-არ წაიყვანოთ, არ დამარხოთ, მას ცივა იქ სიცივე და სიბნელეა იქ მარტო ცოდოა, არ წამართვათ უიმისოდ რა მეშველება, უიმისოდ მე ვერ ვიცხოვრებ, არ წამართვად არ წაიყვანოთ. უცებ ბნელდება, ყველაფერს სიშავე შთანთქავს, და მეც წყვდიადში ვიძირები.

***
გონს საავადმყოფოში მოვდივარ, როგორც ჩანს ამდენი ნერვიულობით გული წამივიდა, ძვლივს ვდგები საწოლიდან და ფეხზე ვიცმევ, არც ველოდები ექიმის შემოსვლას ისე მივდივარ საავადმყოფოდან, სახლში მისულს ისევ მიტევს მოგონებები, მაგრამ თავს უფლებას აღარ ვაძლევ რომ მათში ჩავიძირო, პოლიციამ თუ ვერ შეძლო, მე უნდა შევძლო მისი სიკვდილისთვის შურის ძიება ამისთვის კი ძლიერი უნდა ვიყო. ტანსაცმელს ვიხდი და წ**ით სავსე სააბაზანოში ვწვები, ვმშვიდდები ცოტატი და საღ აზროვნებას ვცდილობ მაგრამ უეცრად გარედან ფეხის ხმა მესმის და სასწრაფოდ ამოვდივარ წ**იდან ტანზე პირსახოცს ვიხვევ და შუქს ვაქრობ სააბაზანოში. ფეხის ხმა სააბაზანოს კართან ჩერდება, ორნი არიან როგორც ჩანს, ლაპარაკის ხმა მესმის. ჩემზე ლაპარაკობენ

-აქ არავინაა.
-კიმაგრამ, სად წავიდა იე ძუკ*ა გოგო.
-ის ტყვია მისთვის იყო, ის სი*ი გიგა არ უნდა გადაფარებოდა, ახლა ყველაფერი ქალბატონის ხელში იქნებოდა მილა რო მოგვეკლა და არა გიგა.
-კარგი მაგას უკვე აზრი აღარ აქ, მოსახდენი მოხდა, წავიდეთ უნდა ვიპოვოთ ის გოგო.

რა თქვეს? მათ ჩემი მოკვლა სურდათ და არა გიგასი, ის ტყვიები ჩემთვის იყო გამიზნული გიგა ჩემს გამო მოკვდა. როცა ვრწმუნდები რო სახლში აღარავინაა სააბაზანოდან გამოვდივარ და ოთახში შევდივარ გამოსაცვლელად, შავ ჯინსის შარვალს, შავ ტოპს, და კედებს ვიცმევ. თმებს ვიშლი და გაშლილ თმებზე ქუდა ვიფარებ. ვიცი გიგა აქ ფულს ინახავდა სეიფში, რომელსაც ქორწილისთვის აგროვებდა, გადავწყვიტე საქართველოდან წავიდე, და ცოტახანი ამ სიტუაციას მოვშორდე ისინი მაინც მომაგნებენ თუ აქ ვიქნები, აქედან უნდა წავიდე. სეიფს ვეძებ, მთელი სახლი გადავქექე, უკვე აღარ ვიცი რა ვქნა სად ვეძებო, თუმცა, რათქმა უნდა ეს როგორ გამომჩა, იატაკზე ვიხრები და ხელებს ვუსმევ, პატარა კნოპკა ვოპოვე და დავაწექი იატაკი გაიღო და და იქიდან სეიფი ამოვიღე. რატომ მალავდა ყველაფერს გიგა ასე, თითქოს იცოდა მომავალი საფრთხის შესახებ. უნდა გავარკვიო ყველაფერი უნდა გავარკვიო. ფულს ვიღებ და პატარა ჩანთაში ვდებ, ასევე პასპორტს, რომელიც თაფლობისთვის გამო გააკეთებინა გიგამ დაჩქარებით, პასპორტსაც იქვე ვდებ და სახლიდან საჩქაროდ გავდივარ. ტაქსს ვაჩერებ, და საფლავზე ავდივარ, სანამ წავალ უნდა დავემშვიდობო.
საფლავზე ასული მის საფლავის ქვასთან ვიმუხლები და სურათს ხელს ვუსმევ მიყურებს, მუყურებს გაღიმებული, ვგრძნობ როგორ მეფლითება გული, მეკიდე მის ნაწილებს ვეღარ შევაგროვებ.

-ჩემო სიყვარულო, ჩემო ერთადერთო, წახვედი და ამ აურზაურში დამტოვე, უშენოდ როგორ ვიცხოვრო, სანამ წახვიდოდი რატომ არ მასწავლე უშენოდ როგორ უნდა მესუნთქა, მეც მივდივარ ჩემო სიცოცხლე, მივდივარ მაგრამ დავბრუნდები, გპირდები ძალებს მოვიკრებ და შენს გამო დავბრუნდები, ჩამოვალ და შურს ვიძიებ, გპირდები შენს გამო შურს ვიძიებ.

სასაფლაოდან გამოსულ ტაქს ვაჩერებ.

-აეროპორტში.

აერეპორტში დაახლოებით 15 წუთში ვარ, ბილეთებს, LosAngeles ის მიმართულებით ვიღებ, ფრენა 1 საათშია, მანამდე იქვე კაფეტერიაში ვჯდები და მიმტანს ყავის მოტანას ვთხოვ. ფიქრები ერთმანეთში მელევა, რატომ უნდოდათ ჩემი მოკვლა, ვის რა დავუშავე, მთელი ცხოვრება ბავშვთა სახლში გავატარე. 7 წლის ვიყავი, ჩემი მშობლები ჩემს თვალწინ რომ დახოცეს, მე კარადაში ვიმალებოდი და პატარა ამონაჭრელიდან ვადევნებდი თვალს, შიშით ვერც კი ვინძრეოდი, შემდეგ ბავშვთა სახლი, ახლა გიგა, მაგრამ თურმე ჩემთვის ყოფილა ის ტყვიები, არვიცი მყავს თუარა ვინმე ნათესავი, თუნდაც ბებია ბაბუა, ან დეიდა, ან ბიძა. ვერ ვხდები რა ხდება. ამ ფიქრებში ვიყავი, როცა ჩასხდომა ჩემს რეისზე გამოაცხადეს, თვითმფრინავში ავედი და ჩემი ადგილი დავიკავე, პირველად მივდიოდი სადღაც, თან საზღვრებს იქით. ყველაფერი წინაა, ახლა ვიწყებ ცხოვრებას, ცხოვრებას შურისძიებისთვის.


პირველად ვტვირთავ მართლა დიდ იმედებს ვამყარებ და ყველანაირ რჩებას ვიღებ, თუ რამე შემოცდომა მაქ ისიც დამიწერეთ რომ შემდეგში გამოვასწორო.



№1 სტუმარი სტუმარი ქეთი

მომეწონა დასაწყისი, მიუხედავად იმისა, რომ ძალიან მძიმე იყო. კარგად წერ და მთავარია შეცდომების გარეშე კარგი წასაკითხი გამოდის. ისე პორველივე თავიდან რაიმე დასკვნის გამოტანა ძნელია. ასე რომ დაველოდწბი მომდევნო თავებს

 


№2  offline წევრი mia15

დასაწყისი ძალიან მომეწონა.ველოდები შემდეგ თავს.

 


№3  offline წევრი თაკოგელ11

სტუმარი ქეთი
მომეწონა დასაწყისი, მიუხედავად იმისა, რომ ძალიან მძიმე იყო. კარგად წერ და მთავარია შეცდომების გარეშე კარგი წასაკითხი გამოდის. ისე პორველივე თავიდან რაიმე დასკვნის გამოტანა ძნელია. ასე რომ დაველოდწბი მომდევნო თავებს


მადლობა დიდი წერრის პროცესშია შემდეგი თავი ხვალ იქნება

mia15
დასაწყისი ძალიან მომეწონა.ველოდები შემდეგ თავს.

მადლობა დიდი

 


№4  offline წევრი ფარვანა

მომეწონა კაიიყო გააგრძელე innocent
--------------------
Phanessa Psykhḗ

 



სახელი: *
  • bowtiesmilelaughingblushsmileyrelaxedsmirk
    heart_eyeskissing_heartkissing_closed_eyesflushedrelievedsatisfiedgrin
    winkstuck_out_tongue_winking_eyestuck_out_tongue_closed_eyesgrinningkissingstuck_out_tonguesleeping
    worriedfrowninganguishedopen_mouthgrimacingconfusedhushed
    expressionlessunamusedsweat_smilesweatdisappointed_relievedwearypensive
    disappointedconfoundedfearfulcold_sweatperseverecrysob
    joyastonishedscreamtired_faceangryragetriumph
    sleepyyummasksunglassesdizzy_faceimpsmiling_imp
    neutral_faceno_mouthinnocent