შესვლა
რეგისტრაცია
რეკლამა

გულზე დამადე ხელი ნახე შენ რომ გხედავ როგორ მიცემსო


10-12-2017, 18:24
ავტორი baikeri
ნანახია 1 308

მოგესალმებით. მინდა მოგიყვეთ ისტორია ერთ ლამაზ წყვილზე. ერთი შეხედვით ბედნიერები და უდარდელები იყვნენ მაგრამ...

ზღვა, ქვიშა, ლამაზად მოთამაშე ტალღები რომლებიც ეხეთქება ნაპირს. ორი ადამიანი, რომლების გულებიც არც თუ ისე დიდი ხანია გაერთიანდა, ზიან ზღვის ნაპირას ქვიშაზე და ჩახუტებულები უყურებენ ლამაზ ტალღებში როგორ უჩინარდება მზე.

-ბარტყო(ბიჭი)გოგოს ეღიმება. ისე ეღიმება როგორც მას უყვარს.

-რაიყო?(გოგო)

-მიყვარხარ ბარტყო(ბიჭი)ეუბნება და ნაზად უკოცნის ხელებს.

-მეც მიყვარხარ ბარტყო(გოგო)

გადიოდა დღეები, წლები.მათ უფრო ძლიერ და ძლიერ უყვარდებოდათ ერთმანეთი. ფიქრობდნენ მომავალზე თუ როგორი იქნებოდათ მათი ცხოვრება. იყვნენ ბედნიერები და ლაღები.ტკბებოდნენ ერთმანეთით და ცხოვრებით. ვერსად ვერ ნახავდით მათსავით ბედნიერ, ლამაზ და სიცოცხლით სავსე წყვისლს. რომ არა ის ერთი უბედური დღე. გამოერჩეული ყოველი დღიდან, გამორჩეული ერთი ფრაზიდან.

-მოდი ძმაკაცებად დავრჩეთ(ბიჭი)

გოგოს გული ატკინა. მიზეზის ახსნის გარეშე გოგოს გული ატკინა. გოგო ფიქრობდა მართლა აღარ უყვარდა, რომ ასე გაიმეტა. ვითომ სხვა შეუყვარდა და სხვაში გაცვალა? ფიქრები აწუხებდა გოგოს მაგრამ სიმართლე სულ სხვა იყო, რაზეც გოგო ვერც კი იფიქრებდა.

დაშორებამდე... ბიჭმა გაიგო, რომ დიდიხნის სიცოცხლე არ დარჩენოდა რადგან გულის დაავადება ქონდა რომელიც მალე შეწყვეტდა ცემას. გგონიათ მართლა არ უყვარდა? არა! უყვარდა! სიცოცხლეზე მეტად, ყველაზე და ყველაფერზე მეტად. ეშინოდა, რომ ცხოვრებას დაუნგრევდა. თუ დარჩებოდა გულს უფრო ატკენდა ბოლოს ვიდრე ეხლა ატკინა. თუ წავიდოდა გოგო გადაიტანდა. ტყუილში იცხოვრებდა, იმ ტყუილში, რომ არ უყვარდა, მაგრამ ნაკლებად ეტკინებოდა გული ვიდრე დარჩენისას.

და აი დადგა ის დრო და მომენტი, დრო წასვლისა და მომენტი განშორებისა. განშორების ხორციელთაგან და სულიერად გადასვლისა. მისი სული ტოვებდა მის სხეულს და უკვე იმ ქვეყნიერი ხდებოდა. გოგო? გოგო ტიროდა, გლოვობდა, იტანჯებოდა და ტკიოდა. სული ტკიოდა და ის ნაწილი რომელსაც მისი სახელი დაარქვა. თვალწინ მასთან ერთად გატარებულმა მომენტებმა ჩაუარა. ადრე თბილს ეხუტებოდა ეხლა კი მის გაყინულ სხეულთან დამხობილია, მის გაყინულ სხეულს ეხუტება და ტირის.

-გულზე დამადე ხელი ნახე შენ რომ გხედავ როგორ მიცემსო(გოგო)

გაახსენდა ეს სიტყვები და ხმამაღლა წარმოთქვა როდესაც მის გაყინულ სხეულს უკანასკნელად ხედავდა. გულზე ხელი დაადო, გულზე რომელმაც სამუდამოდ შეწყვიტა ძგერა.

---
P.S მადლობას გიხდით ყველას ვინც კითხულობთ და ვისაც მოგეწონათ :) ბოდიშს გიხდით თუ რაიმე შეცდომა მქონდა :) მადლობა და მიყვრხართ <3 <3 <3 :)



№1 სტუმარი gggg

Da wina istoria

 


№2  offline წევრი baikeri

რომელი ისტორია? :)
gggg
Da wina istoria

 



სახელი: *
  • bowtiesmilelaughingblushsmileyrelaxedsmirk
    heart_eyeskissing_heartkissing_closed_eyesflushedrelievedsatisfiedgrin
    winkstuck_out_tongue_winking_eyestuck_out_tongue_closed_eyesgrinningkissingstuck_out_tonguesleeping
    worriedfrowninganguishedopen_mouthgrimacingconfusedhushed
    expressionlessunamusedsweat_smilesweatdisappointed_relievedwearypensive
    disappointedconfoundedfearfulcold_sweatperseverecrysob
    joyastonishedscreamtired_faceangryragetriumph
    sleepyyummasksunglassesdizzy_faceimpsmiling_imp
    neutral_faceno_mouthinnocent