შესვლა
რეგისტრაცია
რეკლამა

მეორე შანსი (VIII)


10-12-2017, 21:56
ავტორი The Dreamer
ნანახია 3 211

სანდრო

ულამაზესი ქალია,მის მომხიბვლელობას ჭკუიდან გადავყავდი.. თანაც როგორ უხდებოდა საღამოს კაბა,მაგრამ მის გარეშე უფრო მშვენიერი იყო.მეამაყებოდა ჩემს გვერდით რომ იყო და ჩემი ცოლი რომ ერქვა.
სტუმრების დაჟინებული მზერა სულაც არ აგდებდა უხერხულობაში,პირიქით საკმაოდ კარგად უმკლავდებოდა.
გერმანიაში ერთი კურსელი მყავდა,ანდრეი რომელსაც რუსული წარმომავლობა ჰქონდა.სამედიცინო ფაკულტეტზე ჩემს კონკურენტად მოიაზრებოდა,მაგრამ სწავლის დასრულების შემდეგ სულ სხვა გზა აირჩია.მის სახელთან ასოცირდებოდა კორუფცია,სამართალდარღვევების მთელი სია.. ზედმეტსახელად „მეხი“.და სწორედ ეს მეხი ჩემს წვეულებაზე ჩემივე ცოლით დაინტერესდა.
ერთი შეხედვით თითქოს ჩემსა და ადელინას შორის ყველაფერი დალაგდა,ისე ხშირად აღარ ვკამათობდით,მაგრამ თუ წავიკამათებდით ბრაზი კვირეების განმავლობაში გასტანდა.ყველაფერი ჩემმა ყოფილმა ცოლმა აურია,რომელმაც მის თვალ წინ მაკოცა.თავს დამნაშავედ ვგრძნობდი რადგან არ შევეწინააღმდეგე.არ ვიცოდი ადელინას რა რეაქცია ჰქონდა ან სად წავიდა...
-ადელინა არ დაგინახია?-ვკითხე ლევანს თვალებით კი მას დავეძებდი.
-კი დავინახე.-ლევანიც კი ბრაზობდა ჩემზე.
-სად არის? როგორ არის?
-ტიროდა..-ლევანმა ნანუკას გახედა და ისე მითხრა.-ანდრეიმ წაიყვანა.
სიბრაზისაგან თუ არ გავსკდებოდი არ მეგონა,მაგრამ ვიცოდი ამ ყველაფერში მხოლოდ და მხოლოდ მე ვიყავი დამნაშავე.მაშინვე სახლში გადავრეკე,მაგრამ იქ არ მიუყვანია.
სად უნდა მეძებნა? როგორ უნდა დამემსახურებინა მისი პატიება?
ვიცოდი ადელინას ჩემს მიმართ გრძნობები ჰქონდა,მაგრამ ნანუკას მაინც არ შევეწინააღმდეგე.
მთელი ღამე ველოდე,მაგრამ ადელინა არსად ჩანდა... ტელეფონი რესტორანში დარჩა და ვერც ვუკავშირდებოდი.
მეორე დილით ლევანმა ანდრეის მისამართი გაიგო და მაშინვე მასთან ავედით.
-გისმენ.. რამ შეგაწუხა?-ირონიული სახე ჰქონდა.. მინდოდა სახეში მომედო,მაგრამ თავი ხელში ავიყვანე.
-ჩემი ცოლი სად არის?
-შენ ცოლს მე რატომ მეკითხები?-კითხვა არ გაკვირვებია,მაგრამ მაინც შემომიბრუნა.
-გავიგე მასთან ერთად წასულხარ.
-ანუ შენ ვერ მოუარე შენს ცოლს.. ახლა კი ჩემთან ეძებ?-მის ირონიას საზღვარი არ ჰქონია.. ვცდილობდი მის დონემდე არ დავვარდნილიყავი..
-ანდრეი მშვიდობით მოვედით აქ... ამიტომ შენგანაც იგივეს მოველით.-ჩაერია ლევანი.
-ჩემგან მშვიდობას ნუ ელით.გოგო როგორც კი მოინდომებს თქვენ ნახვას გაგაგებინებთ.-ამ სიტყვებზე გავღიზიანდი და მუშტი დავარტყი.
ლევანმა სცადა სიტუაციის დაწყნარება და იქედან წამოვედით.
კვირაზე მეტი იყო ადელინა არ მინახავს,მისი ხმა არ გამიგონია.უხალისო და ერთფეროვანი გახდა ყველაფერი მის გარეშე.
ერთ დილით რაღაცის ჩარტყმამ გამაღვიძა.თვალები გავახილე თუ არა დავინახე ჩემკენ ბალიში მოფრინავდა.



ადელინა


ნერვიულობისა და სიბრაზისაგან მადა საერთოდ გამიქრა,არაფრის ჭამა არ მინდოდა.
-საყიდლებზე დადიხარ თუ არაფრის მომზადება არ იცი?-ხუმრობით მკითხა ანდრეიმ როცა მაცივარი გამოაღო.პასუხი რომ ვერ მიიღო დაამატა.-ახლა მე მოვამზადებ.
ანდრეი სამზარეულოში დაფუსფუსებდა,მე კი საძინებელში ვიყავი ბალიშიდან თავს ვერ ვწევდი.ალბათ დეპრესიაშ ვიყავი რადგან მთელი კვირა მეძინა და თავს მაინც ვერ ვწევდი.ანდრეიმ კარებზე დააკაკუნა და მერე შემოაღო.
-კარგად ხარ?
-მეძინება.
-...-არაფერი უთქვამს იდგა და მაკვირდებოდა,თითქოს რაღც ეჭვი აწუხებდა.
-რა მოხდა?-ვკითხე როცა გასვლას აპირებდა.
-წამოდი ვივახშმოთ.
მაგიდასთან ვისხედით და არაფერზეე ვსაუბრობდით,ანდრეის რაღაც აწუხებდა მაგრამ არ ჩვძიებივარ.მოთმინება ამოეწურა ანდრეის.
-ადელინა,ძალიან მიხარია აქ რომ ხარ.. კიდევ უფრო გამიხარდა რომ დამირეკე და მოსვლა მთხოვე.-წამით სიჩუმე ჩამოვარდა.-ვიცი აქ რისთვისაც ვარ..ვიცი საუბარი გინდა,უფრო რჩევა..
-საიდან იცი?-გამეღიმა
-ვიცი.. აჯობებს სანდროს დაელაპარაკო.. ის შენზე ღელავს..
-კი როგორ არა..
-ადელინა შენ ჭკვიანი გოგო ხარ,იცი რომ მომეწონე და ამის გამო იჭერდი თავს შრს ეს კვირა.მე შენს გადაწყვეტილებას პატივი ვეცი.მიუხედავად ჩემი ამგვარი დამოკიდებულებისა გირჩევ მაინც მიხვიდე სანდროსთან.
-თუ მოგწონვდარ მაშინ რატომ მიშვებ სანდროსთან.. რატომ არ მეუბნები რომ არ უნდა ვაპატიო და უნდა დავშორდე?
-მაგას არასოდეს გეტყვი.. შენ უკეთ იცი რა აჯობებს.. მიუხედავად იმისა რომ სანდრო არ მევასება,ხელს არ შეგიშლით.. პირიქით დაველოდები..
-რას დაელოდები?
-როდის დაუშვებს შეცდომას და ისევ ჩემთან მოხვალ..
-ძალიან დარწმუნებული ხარ საკუთარ თავში
-დიახ.. ვარ.-გაეღიმა მას.-ახლა რას აპირებ?
ახლა.. ახლა არაფერს... ყველაფერი 13 წლის შემდეგ.-ჩემმა პასუხმა გააკვირვა.
-რას ნიშნავს 13 წელი?
-ჩემი და სანდროს ქორწინება მხოლოდ ცამეტი წელი გაგრძელდება..-ისევ გაეცინა
-წინასწარ მეტყველი ხარ?-ჩემი სახის გამომეტყველებაზე ცოტა დასერიოზულდა.
-ანუ იმედი არ დავკარგო?-მის კითხვაზე კი მე გამეცინა.
ანდრეის მეორე დილისთვის შევუთანხმდი რათ სახლში მივეყვანე.
მანქანა გააჩერა თუ არა გადასვლას ვაპირებდი,მაგრამ ხელზე ნაზად შემეხო.
-ადელინა.. ყოველთვის შენს გვერდით მიგულე,როგორც ერთგული მეგობარი,რა დროც არ უნდა იყოს და რაც არ უნდა გიჭირდეს დამირეკე.-მესიამოვნა მისი ამგვარი სიტყვები და გულწრფელად გავუღიმე.
სახლში სრული სიჩუმე იყო,სამზარეულოშიც არავინ დამხვდა ამიტომ საძინებელში ავედი.ოთახში სანდროს ეძინა,ბალიშს ხელი დავავლე ვიფიქრე სახეზე დავაფარებდი და გავგუდავდი,მაგრამ ძლლიერად ჩავარტყი და მეორე ბალიში მოვიმზადე.სანდრომ თავი მაჭინვე წამოწია და ახლა მეორე ბალიში ვესროლე.
-დაბრუნდი?-თვალების სრესით მკითხა.
-დავბრუნდი რომ გითხრა,როგორ ვერ გიტან,ამაზრზენი,უგულო,ცივი,ამპარტავანი და ცოლთმოძულე ხარ.-ისევ ავენთე სიიბრაზისაგან,მან კი თითქოს არაფერიო გამიღიმა.
-იმ დღის შემდეგ?
-ურცხვად კიდევ იმ დღეს ახსენებ?
-კი იმ დღეს ვახსენებ,რადგან შენ წახვედი...
-დარჩენის მიზეზი არ მოგიცია..
-ამიტომ ანდრეისთან ერთად წახვედი,იმის მიუხედავად....
-დიახ წავედი და კიდევ წავიდოდი,რადგან თქვენს შორის ის ნამდვილი მამაკაცია იცის ქალის პატივისცემა და დაფასება..
-აჰამ...-ჩაიცინა და ქვემოდან ცინიზმით აღსავსემ ამომხედა.-ესეიგი დაგაფასა და პატივიც გცა არაა?-თითქოს ორაზროვნად მითხრა.ამაზე კიდევ უფრო გავბრაზდი და სურათის ჩარჩო ვესროლე.. კიდევ კარგი აიცილა.
-სანდრო.. კიდევ თუ გააგრძელებ ამ უაზრობას,მე წავალ... ისე წავალ რომ ვეღარასოდ მიპოვნი და ვერ გაიცნობ..-ენას კბილი დავაჭირე,რადგან ზედმეტი წამომცა..
-ვის ვეღრ გავიცნობ?-დაეჭვებული სახით მიყურებდა..
-არავის..
-ვის ადელინა?-კითხვა გამიმეორა
-საკუთარ შვილს სანდრო.. -სანდრო გაჩუმდა..-აბა რა გეგონა შენთან რატომ დავბრუნდი.. გეგონა კონტრაქტის შემეშინდა?-სანდრო ხმს არ იღებდა,არ ვიცი რას ფიქრობდა და სიმართლე რომ ვთქვა არც მაინტერესებდა.

დღეები დღეებს მისდევდა,კვირეები კვირეებს,თვეები თვეებს... ჩემი და სანდროს ურთიერთობა თითქმის მოგვარდა და სრულფასოვანი ოჯახი გავხდით.ელენესაც ძალიან უხაროდა პატარა დაიკო და ვეღარ ითმენდა,ერთი სული ჰქონდა როდის დაიბადებოდა ისევე როგორც სანდროს,რომელიც ცივ ნიავს არ მაკარებდა,სიტყვა ნათქვამი არ მქონდა რომ უკვე ასრულებული იყო.
ვერ იტანდა როდესაც ანდრეისთან შესახვედრად მივდიოდი ან ის მოდიოდა ჩვენთან,მაგრამ ჩემი ხათრით ცდილობდა მოეთმინა,ისევე როგორც ანდრეი იქცეოდა.
მეც მომიწია შევგუებოდი ნანუკას დაბრუნებას,რომელიც სანდროსთან ერთად მუშაობდა,მაგრამ აღარ ვეჭვიანობდი.. არ ვიცი რატომ... იქნებ აღარ მიყვარდა და ამიტომ?... ან მიყვარდა და ვენდობოდი?... მაგრამ სანდროს ნდობა ნაკლებად მექნებოდა...
-ძლივს დადიხარ.. სახლში უნდა დარჩენილიყავი.-ამოიოხრა ანდრეი მხუთე ნაყინის ყიდვისას.
-ანდრეი ,მე სახლში ძალით თუ დამაბავენ -გავიცინე გულიანად..-თანაც სანდროს უნდა გავუარო.. სიურპრირი მოვუწყვე..
-ამდენი ხანია ერთად ხართ და ის არ იცი,რომ სანდროს ვერაფრით გაახარებ?-გაბრწყინებული თვალები ჰქონდა ანდრეის.
-სანდროს თავი დავანებოთ და ნადიაზე მომიყევი,ახლა რა წიკები აქვს?
-ჯერ ვუმკლავდები მის კაპრიზებს.-ცოტა მოიწყინა,მაგრამ არ შეიმჩნია.
ანდრეიმ საავადმყოფოში მიმიყვანა სანდროს სანახავად,თვითონ კი ნადიაა უნდა წაეყვანა სადღაც კარგად არ ვუსმენდი..
ბედნიერი მივდიოდი არც ანას სკითხვებისთვის მიმიქცევია ყურადღება,არცერთი ბოროტი თვალი არ შემიმჩნევია.. ბედნიერი და ლაღი მივდიოდი.. კაბინეტის კარები შევაღე და სანდრო დავინახე ჩვეული საქმიანი გამომეტყველება ჰქონდა.. ჩემი დანახვა ძალიან გაუკვირდა.. ვფერ ვიტყვი რომ გაუხარდა,მაგრამ არც წყენია.. მუცელზე მომეფერა,შემდეგ მაკოცა და თავის კომფორტულ სავარძელში ჩამსვა..
-რამე ხომ არ გინდათ?-მკითხა სანდრომ..
-მინერალური წყალი მინდა თ არ შეწუხდები..-სანი მაშინვე ადგა და გავიდა..
სანამ სანი დაბრუნდებოდა გადავწყვიტე ლეპტოპში სასიამოვნო მუსიკა ჩამერთო.. ჩემთვის გართული ვიყავი როცა კარები გაიღო..
-სანი საყვარელო..-დავინახე ნანუკა დაახლოებით ჩემხელა მუცელი ჰქონდა.-შენ?
-კი მე! რამე პრობლემა გაქვს?
-შენი არსებობაა ჩემთვის პრობლემა.-უხეშად მიპასუხა.-ჩვენ მამიკოს სანახავად მოვედით აქ კი შენ წამომჯდარხარ.
-მამიკოს?-გავშეშდი მოულოდნელობისაგან

პ.ს მაპატიეთ შეცდომები,ავტორს კლავიატურა დაუზიანდა და ვეღარც მე გადავამოწმე



№1 სტუმარი სტუმარი shalo

gamoimuahavet fuli sucialuri qselebithttps://youtu.be/S5DSCbT5wVI

 


№2  offline წევრი Firefly

აუ რა მოითმენს შემდეგ თავამდე(
--------------------
M.T

 


№3 სტუმარი დონა

სრლი უაზრობა იქნება ნანკაც თუ სანდროსგან არის ორსულად უკვე ვეღარ ვხვდები ვის რა უნდა ამ ისტორიაში

 


№4  offline აქტიური მკითხველი ანი ანი

რა უაზრობა გააკეთე... ეს ბავშვი და ორსულობა რა სისულელეა ღმერთო ჩემო.... კაი რა კაი რა არადა მართლა ა
რა იმედიანად ველოდებოდი ახალ თავს ეეხ. :/ ბოდიში თუ უხეშად გამომივიდა მარა გავაფრინე ეს თავი რო წავიკითხე :/
სამწუხაროა არადა მაინტერესებდა

დონა
სრლი უაზრობა იქნება ნანკაც თუ სანდროსგან არის ორსულად უკვე ვეღარ ვხვდები ვის რა უნდა ამ ისტორიაში

აბსოლიტურად გეთანხმები

 


№5 სტუმარი Nini

Ara cudi ubralod imdenad male moxda yvelaferi is coli dabrunda tavidan mere imatma ichxubes uceb igebs rom orsuladaa mere es pirveli colic orsulad agmochda da ragac dzaan swarfad da cudad ganvitarda movlenebi ki inteiga dzaan kargia magram aq archans matvari rogor grdzeleba istoriashi sandros da adwlinas urtiertoba mxolod mokle agwera da mere uceb intriga da istoria mtavrdeba eseti shtabechdileba mrcheba rom titiqos es istoria imitom dawero r andreastan unda daeches adelina magram andrias vigac nadia yavs es vina isic ar vicit an ragac dzaaan male ganvitarda movlenebi magram rogor da vin vina amas xazi ar esmeba ubralod personajebi chans da mari mdogmareboa istoria rom kargi gamovides ufro kontaqti unda ikos personajebs shoris da. Ufro vrceli tavebi dade istoria kargia saerto tavshi ubralod personajebshoris kontaqti gamoachine kargad da ese rom anvitareb movlenbs unda chandes kargad mati ganvitareba rogor moxda imedia sworad miigeb chems rchevas da warmatebebi

 



სახელი: *
  • bowtiesmilelaughingblushsmileyrelaxedsmirk
    heart_eyeskissing_heartkissing_closed_eyesflushedrelievedsatisfiedgrin
    winkstuck_out_tongue_winking_eyestuck_out_tongue_closed_eyesgrinningkissingstuck_out_tonguesleeping
    worriedfrowninganguishedopen_mouthgrimacingconfusedhushed
    expressionlessunamusedsweat_smilesweatdisappointed_relievedwearypensive
    disappointedconfoundedfearfulcold_sweatperseverecrysob
    joyastonishedscreamtired_faceangryragetriumph
    sleepyyummasksunglassesdizzy_faceimpsmiling_imp
    neutral_faceno_mouthinnocent