შესვლა
რეგისტრაცია
რეკლამა

სანდრა. (სრულად)


12-12-2017, 14:53
ავტორი Mmariami)
ნანახია 4 921

*
მაგიდაზე უამრავი ფანქარია, ყველას სათითაოდ ვიღებ.
მუქი წითელი, შავი, ყვითელი.
ალბომისკენ წაღებული ხელი თითქოს მიშეშდება, ფანქარს თითებს მთელი ძალით ვუჭერ, წვერთან ერთად მთლიანი ფანქარი ტყდება და ჩემს უკან სივრცეში ვისვრი.
ალბომი ცარიელია, არაფერი დამიხატავს.
გადასამოწმებლად წინა ფურცლებს ვათვალიერებ. ყველა ფურცელი თეთრია, არც ერთზე არაფერი ხატია.
ალბომს მაგიდის კუთხეში ვაგდებ და ვგრძნობ რომ სიარული მინდა.
ოთახიდან სწრაფად გავდივარ, ფეხზე კეტებს ვიცმევ და სახლს ვტოვებ.
ისიც არ ვიცი საით მივდივარ, ქუჩაში წარწერებს ვუყურებ, ხან - მარჯვნივ. ხან - მარცხნივ.
მთელი საათი გაუჩერებლად დავდივარ.

*
სახლში მისვლისთანავე ვიძინებ.

*
ისიც არ ვიცი სად ვარ. იქ ნამდვილად არა სადაც მგონია.
ირგვილ უამრავი პეპელაა.
მძულს პეპლები.
ვცდილობ თავი დავაღწიო. სივრცეში ვიკარგები და წამის მეასედში ნაცრისფერ ოთახში ვარ.
აქამდე არასდროს მინახავს.
სამი კედელი ნაცრისფერია, მეოთხე გამჭირვალე კი სადღაც სივრცეში იკარგება.
-გამარჯობა. -საიდანღაც ვიღაც ჩნდება.
მოულოდნელობისგან ვხტები.
გამჭირვალე კედელს თვალს ვაშორებ და იმ მიმართულებით ვიხედები საიდანაც ხმა მოდის.
-სად ვარ?
-იქ სადაც გინდა რომ იყო. - უცხო სილუეტი მიახლოვდება.
გვერდს მივლის და გამჭირვალე კედელთან ჯდება.
-მძინავს? -მასთან მივდივარ.
-ალბათ.
-ნამდვილად მძინავს. -გვერდით ვუჯდები.

*
კომპიუტერის ეკრანს გაშტერებული ვუყურებ, მაუსზე ხელის დადებისთანავე მგონია რომ ისიც რაღაცას გრძნობს.
ყველაფერი ილუზიაა.

-ყავა მოგიტანე. -ელენე ჭიქას წინ მიდგავს, თვითონ გვერდით მიჯდება.
-დაწერე რამე?
უარის ნიშნად თავს ვაქნევ.
-ელ, ოდესმე გიგრძვნია რომ შენ შენ არ ხარ? -ეკრანს თვალს არ ვაშორებ.
-გააფრინე? -ჩემსკენ ტრიალდება.
-არა, მართლა, აი თითქოს აქ ხარ, მაგრამ არ ხარ და შენს თავს შორიდან უყურებ. -ელენესკენ ვტრიალდები.
-სან, მგონი ძალიან გადაიღალე. -ყავა მშვიდად მოსვა.
-ალბათ. - ისევ კომპიუტერს გავუსწორე თვალი.
-სანდრა, მისმინე, მე წავალ, ცოტა დაისვენე და ხვალ გნახავ. -ელენე ფეხზე დგება და ოთახიდან სწრაფად გადის.

*
ისევ ნაცრისფერ ოთახში ვარ, ამჯერად მარტო. გამჭირვალე კედლის იქეთ პეპლები დაფრინავნ.
თვალს არც ერთს არ ვაშორებ. სხვადასხვა ფერის პეპლები სხვადასხვა მიმართულებით მიფრინავენ.
-მეგონა პეპლები გძულდა. -ბოხი ხმის გაგონებაზე მისკენ ვტრიალდები.სხვანაირად გამოიყურება, თეთრი მაისური შავით შეუცვლია, შარვალი ალბათ იგივე აცვია, არ ვიცი.
-მძულს. -ისევ კედლისკენ ვბრუნდები.
-საინტერესოა. - გვერდით მიდგება და პეპლებს უყურებს.
-რატომ გძულს? - ხელს გამჭირვალე კედელს ისე ადებს თითქოს პეპლებს უნდა შეეხოს.
წამით მის თლილ თითებს თვალს ვავლებ. საოცრად ლამაზი თითები აქვს. საოცრად გრძელი და სწორი.
-ლამაზი თითები გაქვს. -მზერა ისევ მის ხელზე გადამაქვს.
-გმადლობ. -ტუჩის კუთხეს ოდნავ ტეხავს და თვალს შეუმჩნევლად მიკრავს.
-არადა ლამაზები არიან. -პეპლებისკენ იხედება ისევ ის.
-და ზედმეტად ნაზები. -თვალებს ვატრიალებ მე.
-ფრთხილად იყავი, არ მოგხიბლონ. -თვალს მიკრავს და სადღაც ქრება.
*
დედაჩემის ზარმა მთელი სიმყუდროვე დამირღვია.
-სანდრა, დღეს ჩვენთან გამოდი.
-კარგი დედა. -ყურმილი სწრაფად გავუთიშე და გამზადება დავიწყე.

-შვილო -მძიმედ დაიწყო მამამ -შენზე ვნერვიულობთ.
-რატომ? -თეფშიდან მზერა მამაჩემზე გადამაქვს, შემდეგ დედაჩემზე. ხან ერთს ვუყურებ ხან მეორეს.
-ძალიან გახდი. -თვალები აემღვრა ეკას.
-სულ ეს არის? -ძალით ვიცინი მე.
-ალექსანდრა... -ისევ ამოიოხრა მამამ. დედას თვალებში ჩახედა, ისე თითქოს მის აზრებს ჩემი გავლით ხმის ამოუღებლად აწვდიდა მას.
-მისმინე -ისევ აგრძელებს. -ძალიან შეიცვალე, შენი ნახატებიც შეცვლილია, ძირითად დროს არც კი ვიცით სად ატარებ, ჩვენ უბრალოდ შენზე ვნერვიულობთ. -თვალს არ მაშორებს მამა.
-პატარა აღარ ვარ! -თეფშს ხელს ვკრავ, სკამიდან სწრაფად ვდგები და ყვირილს ვიწყებ.
-ჩემს თავს მე თვითონ მივხედავ! ახლა კი უნდა წავიდე!
არც კი ვიცი რატომ ვყვირი, არადა ყვირილს ნამდვილად არ ვაპირებდი. უბრალოდ, ჩემდა უნებურად მოხდა ასე.

*
ნაცრისფერ ოთახში ვარ, კედლები უფრო გამუქებულია. გამჭირვალე კედელს იქეთ ისევ პეპლები დაფრინავენ, თითქოს ამჯერად ნაკლებ სიძულვილს იწვევენ ჩემში.
სისულელეა. მე ხომ პეპლები მძულს.
ჩემი თანამოსაუბრე არსად ჩანს. საინტერესოა რა ქვია.
იქნებ სანდრო?!
სანდრა და სანდრო.
ესეც სისულელეა.
ან ირაკლი, ან საბა, ან ლუკა, სულაც თენგიზი. სახელი აუცილებლად უნდა ვკითხო!
არ დამავიწყდეს, მისი სახელი უნდა გავიგო.
ისევ პეპლებს ვუყურებ.
თითებით კედელს ნაზად ვეხები, ვიცი პეპლები აქ ვერ შემოვლენ, ვერც კი შემეხებიან.
*
ლექციაზე ვარ.
ისიც კი არ ვიცი ლექცია რის შესახებაა. ლექტორი გაუჩერებლად ლაპარაკობს.
მისი არ მესმის, არც ერთი სიტყვა არ მესმის.
ვიღაც მითვალთვალებს.
აქედან უნდა წავიდე, ჰაერი არ მყოფნის.
ვიღაც ისევ მითვალთვალებს, ვიღაც მელაპარაკება.
აუდიტორიიდან სწრაფად გავრბივარ, რაც შეიძლება ჩქარა.
-სანდრა! -ელენეს ხმა მესმის.
ყურადღებას არ ვაქცევ. ისევ მივრბივარ.
შენობას ვტოვებ.
ისინი მითვალთვალებენ, მათ შეუძლიათ რამე დამიშავონ.
იქნებ ჩემს მშობლებს უნდა დაუშავონ რამე?!.
უნდა დავურეკო! დედა უნდა გავაფრთხილო.
ისინი ისევ მითვალთვალებენ.
სახლში არ მივდივარ, მშობლების სახლისკენ გავიქეცი, რაც შეიძლება მალე უნდა მივიდე, ისინი არ უნდა გამომყვნენ.

სახლში მისვლისთანავე ცოტა ვმშვიდდები. დღეს აქ უნდა დავრჩე, ჩემი მშობლები მათგან უნდა დავიცვა.

მთელი საღამო ფიქრში გავატარე.
ხმები, ხმები რომელიც ხშირად მესმის რაღაცეებს მელაპარაკებიან თუმცა მათ ჩემი კონტროლი არ შეუძლიათ.
ხანდახან მთხოვენ ჩემს მეზობელს მანქანა მოვპარო და სადღაც გადავჩეხო, რადგან ის ბოროტი ტერორისტია.
ისინი ვერ მაკონტროლებენ, მათ ჩემი კონტროლი არ შეუძლიათ, სხვა ადამიანებს კი ზიანს არ მივაყენებ, მე ეს ვიცი.

დედა ოთახში შემოდის.
-სან, გძინავს?
-არა.
-სან, იცი მე და მამა ვფიქრობთ რომ ვინმეს უნდა დაელაპარაკო - ლოგინთან მიჯდება. -ჩვენ არა, ვინმე სხვას, უცხოს.
-ფსიქიატრს?
-ფსიქოლოგს. -ხმა უკანკალებს დედას.
-კარგი. -თავს ვუქნევ.
სანათს უსიტყვოდ აქრობს, შუბლზე ნაზად მკოცნის და ოთახიდან გადის.
*
ფსიქოლოგი უცნაური ქალია, კედელზე უამრავი დიპლომი უკიდია.
ჩვენს შორის შუშის მაგიდა დგას, ხილს ხელს ვკიდებ იმის გასარკვევათ ხელოვნურია თუ არა.
ის კი ჩემს ყველა მოძრაობას ინტერესით აკვირდება.

-სანდრა -რაღაც რვეულს შლის და თან ლაპარაკს აგრძელებს.
-მინდა რომ თავისუფლად მელაპარაკო, მხოლოდ მე და შენ.
-აჰამ. -თავს ვუქნევ და ისევ ხილს ვაკვირდები.
-როგორ ხარ?
მის კითხვაზე გულწრფელად მეცინება, ალბათ უარესს ვერაფერს მოიფიქრება, დივანს ვეყუდები და თვალებს ვხუჭავ.
-კარგად თქვენ?
-თვალებს როცა ხუჭავ რას ხედავ? -პასუხს არ მცემს და მორიგ უაზრო კითხვას მისვამს.
ეს არის კარგი ფსიქოლოგი?!
მგონი მას უფრო ჭირდება ფსიქოლოგი ვიდრე მე.
-რა სისულელეა -ნერვები მეშლება. -რას უნდა ვხედავდე?!
რაღაც უაზრობებს ისევ მელაპარაკება, არ ვუსმენ, არც კი მაინტერესებს.
მთელი საათი ასე ვლაპარაკობთ, არ ვიცი, იქნებ საათზე მეტია, ან იქნებ მთელი დღეა?! ან რამდენიმე დღე.
გასვლის წინ ჩემს მშობლებს ელაპარაკება, სეანსებს კვირაში ერთხელ ურჩევს, ესეც ჩვენი "ჩვენს შორის დარჩენილი საუბარი".

*
ამჯერად ნაცრისფერ ოთახში ჩემი თანამოსაუბრე მხვდება.
-სან, როგორ ხარ? -მის კითხვაზეც მეცინება, ჩემს ფსიქოლოგს გავს, უბრალოდ ეს ბევრად სიმპატიურია, მისი შავი თმით და მუქი შავი თვალებით. ჩემი ფსიქოლოგი კი დაბალი სათვალიანი ზედმეტად გამხდარი ქალია. ჩემს ,,უცნობს" ალბათ მხრამდე მიწვდება.
-კარგად. -მოკლედ ვუჭრი და მისი მდგომარეობით არც კი ვინტერესდები.
-დახატავ? -ფანქრებს მაწვდის და მოლბერტისკენ მანიშნებს.
აქამდე მისი არსებობა არც კი შემინიშნავს, გამჭირვალე კედელთან დგას, ზედ ცარიელი ფურცლები დევს და ვგრძნობ რომ მე მელოდებიან.
-ჰო. -თავს ვუქნევ და მოლბერტისკენ მივდივარ.
საშინლად მინდა პეპლების დახატვა, არც კი ვიცი რატომ. მგონი ისინიც აღარ მძულს ან პირიქით იმდენად მძულს მინდა რომ დავხატო.
ჩემი თანამგზავრი ჩემს გვერდით დგება, ისე რომ არც კი მეხება.
დავაკვირდი და ერთმანეთს არც კი შევხებივართ, თითქოს ყოველთვის გამირბის.
პეპლებს გაუჩერებლად ვხატავ, სხვადასხვა ზომის პეპლები სხვადასხვა მიმართულებით მიფრინავენ.
-შენ მე მოგწონვარ. -წითელი პეპელა მე მელაპარაკება, ვაკვირდები, მაგრამ არ მოძრაობს, ისევ ისეა როგორც დავხატე.
-ძალიან მოგწონვარ. -აგრძელებს პეპელა.
-გაიგონე? -უცნობისკენ ინტერესით ვტრიალდები.
-ლამაზია. -კითხვას მიიგნორებს ის.
-მადლობა. -აღარაფერს ვამბობ მე და ლურჯ ფანქარს იქვე ვდებ.
*
-სასეირნოდ მივდივარ.
ვაკვირდები და ამ ბოლო დროს ყოველთვის მშობლებთან ვარ.
-ალექსანდრა, ამ ბოლო დროს ბევრს დადიხარ, იქნებ მითხრა სად! -ტონს ამკაცრებს მამა.
-რა სეირნობაც არ შეიძლება? -ჩემდა უნებურად ყვირილს ვიწყებ მე. არადა არ ვაპირებდი. ნამდვილად არ მინდოდა მეყვირა.
-წამოგყვები.
-არა! არ შეიძლება!
სახლის კარს სწრაფად ვაღებ და ქუჩაში გავდივარ.
ისევ უმისამართოდ დავდივარ. უკან მამაჩემის ბე-ემ-ვე მომყვება.
სასეირნოდ გამოსულს ის მითვალთვალებს და კიდევ მე ვიქცევი უცნაურად?!
ყურადღებას არ ვაქცევ, თითქოს აქ არ არის სიარულს ისე ვაგრძელებ.
სახლამდე ფეხით მივდივარ, მამაჩემის მანქანა კვლავ უკან მომყვება.

*
-სანდრა, უნდა წავიდეთ.
დედაჩემი ოთახში შემოდის და ამჯერად სკამზე ჯდება.
არც კი ვიცი ისევ მათთან რატომ ვარ, მგონი ხმები მათ დაცვას მთხოვენ ან პირიქით მათ ხმებისგან ვიცავ.
-სად?
-უბრალოდ მენდე კარგი?! -დედა მისი აწითლებული თვალებით მიყურებს და ვცდილობ თავი დავაჯერო რომ არ უტირია.
-კარგი.

მანქანაში ისტერიკებს ვაწყობ, ხან უზარმაზარ სივრცეში მგონია თავი, ხან პირიქით ლიფტის კედლებს შორის ვიჭედები.
ვხვდები, აქამდე რისიც მეშინოდა ავარია იყო, მათ დაცვას ავტოკატასტროფისგან ვცდილობდი, ამიტომ თავს ვხრი და მანამდე ჩუმად ვარ სანამ მანქანა არ ჩერდება.

"ფსიქიატრიული-სამედიცინო ცენტრის" დანახვაზე მორიგი ისტერიკა მეწყება, არ მესმის აქ რა მინდა, ან რატომ ვარ.
ჩემი მშობლები ვიღაც მსუქან ქალს ელაპარაკებიან, ალბათ ეს ქალი მათი მეთაურია, ან აჯანყებას აწყობს, ან კიდევ ჩემი მოკვლა უნდა. იქნებ ჩემი მშობლები დიდი ხნის წინ მოკვდნენ და ეს ორი რაღაც ან ვიღაც მათი შემცვლელი რობოტები არიან?! სხვა შემთხვევაში აქ ნამდვილას არ დამტოვებდნენ, ისინი ნამდვილად რობოტები არიან.
ხელებს და ფეხებს გაუჩერებლად ვიქნევ, ორ მამაკაცს კი მთელი ძალით უჭირავს ჩემი სხეული და სადღაც მიმათრევენ, ხელებზე ტყავს ან რკინას, არც კი ვიცი სულ ერთია, მაბავენ და ნემსს მიკეთებენ.
ფეხებიც იგივე რაღაცით დამიბეს, ვგრძნობ რომ ვითიშები.
ისინი ნამდვილად რობოტები არიან.
მათ ჩემი მოკვლა უნდათ.
*
სიზმარში ორ გზას ვხედავ, ერთი ძალიან მუქია და თვალით მის ფერს ვერ ავღიქვავ, მეორე წვრილი და ლურჯი. ისიც არ ვიცი სად უნდა წავიდე.
ხანდახან მეშინია, ხან კი პირიქით ძალიან მხიბლავს ეს ყველაფერი.

*
როცა ფსიქოტროპულების დიდი რაოდენობით დალევას გაიძულებენ, ცოტა რთულია რეალურის და არარეალურის გარკვევა. სიმართლე რომ ვთქვა ესეც აღარ მაინტერესებს.
ყველაფერი სულ ერთია.

ერთი ექიმი მყავს, გიორგი.
ხშირად მელაპარაკება ხოლმე, ახლაც ჩემთანაა.
-უკეთ იქნები, მერე რეალურს და არარეალურსაც გაარჩევ, ნუ გეშინია. -მეუბნება ის და მეც ვთანხმდები, ან მე ვეუბნები და ის მთანხდება, არ ვიცი, ესეც სულ ერთია.

ჩემი მშობლები კვირაში ერთხელ მოდიან, ხშირად მელაპარაკებიან თუმცა მე მათი არ მესმის.
-სანდრა -მეუბნება დედა.
-კარგი ამბავი გვაქვს. -აგრძელებს მამა რადგან დედა თავს ვეღარ იკავებს და ტირილს იწყებს.
-ტომოგრაფიამ აჩვენა რომ ტვინის სიმსივნე არ გაქვს. -ცოტათი ბედნიერია მამა.
მათზე მეცინება, ესეც კარგი ამბავი, მგონი კარგს და ცუდს ვერ არჩევენ.
ან იქნებ ტომოგრაფიაც იტყუება? იქნებ "მათ" აწყობდათ ასე და ამიტომ არ აჩვენა?!
მშობლების წასვლის თანავე რაღაც აბებს მასმევენ.
აქ ერთი გოგოა, წითელი თმით, არ დამავიწყდეს აუცილებლად უნდა გავიცნო.

შუა დღეს ყველას წრეზე გვსვამენ. უცნაური ისტორიების მოსმენა მიწევს, როგორ ძალადობდა ვიღაცაზე მისი ნახევარ ძმა, ან კიდევ როგორ დააცალეს ფრჩხილები ქერა თმიან ბიჭს.
ჩემი მშობლებს ყველაფერს მოსვლის თანავე ვუყვები, მამა პერსონალს ეჩხუბება, დედა კვლავ ტირის.
მგონი ბოლომდე რობოტები არ უნდა იყვნენ.

წითელ თმიანი გოგო გავიცანი. თავიდან ჩემი ეშინოდა, რატომღაც ფიქრობდა რომ ხომალდიდან მის მოსაკლავად გამოვიქეცი.
მგონი ძალიან უცნაური ვინმეა.
ფანჯარასთან დგას და ყოველთვის გზას უყურებს, მეც მის გვერდით ვარ და მარკერით ვხატავ. ფანქრებს არ მაძლევენ რადგან ფიქრობენ რომ ვინმეს ზიანს მივაყენებ ან პირიქით.
*
ნაცრისფერ ოთახში ისევ მასთან ერთად ვარ, ერთმანეთს ისევ არ ვეხებით.
ჩემს გვერდით ზის და ერთ წერტილს თვალის მოუშორებლად უყურებს.
-ტვინის სიმსივნე მაქვს. -ვამბობ მე და მისი ყურადღების მიქცევას ვცდილობ.
-სანი, -იღიმის ის. -არ გაქვს.
-როგორ არა, მაქვს.
-უბრალოდ დამიჯერე კარგი? -ჩემსკენ ჩოჩდება და ისევ მიღიმის. მგონი ძალიან ლამაზი და გულწრფელი ღიმილი აქვს.
-კარგი. -თავს ვუქნევ.
ის უბრალოდ მიღიმის, არც კი ცდილობს რომ შემეხოს, არადა რამდენიმე წამით მომეჩვენა თითქოს ჩამეხუტა.
*
წითელ თავა ჩემს ოთახში გადმოიყვანეს. აქ ასეთი რაღაცეები არ ხდება, მაგრამ რადგან მე ერთადერთი ადამიანი ვარ ვისთანაც მშვიდადაა, ის კი ერთადერთი ვისთანაც ვმეგობრობ გამონაკლისი დაუშვეს.
ერთმანეთს ყველაფერზე ველაპარაკებით, მის ხომალდზეც ვსაუბრობთ სადაც კაპიტნის მოკვლა ევალება თუმცა ჯერ გადაწყვეტილება არ მიუღია.
დედამისსზეც, რომელიც ყოველთვის არაჩვეულებრივად გამოიყურება, მგონი აქ მოსვლამდე ყოველთვის სალონში დადის, ცოტათი უცნაური ქალია.
-მას მე არ ვუყვარვარ. -მეუბნება წითელ თავა და ისევ ფანჯარას უყურებს.
ხმას არ ვიღებ.
-ბებიამ გამზარდა, მისი სიკვდილის შემდეგ კი ის უბრალოდ ვალდებულია მომინახულოს. -სახეს ისე ჭყანავს დარწმუნებული ვარ დედამისის სახე წარმოიდგინა.
-ჰო. -თავს ვუქნევ და ჩემს ნახატს ვაკვირდები.
-დამპირდი რომ ამ ნახატს დაასრულებ. -მეუბნება და ფანჯარას წუთით თვალს აშორებს.
-ჰო. -პირობაზე ვთანხმდები მე.

*
-სანდრა, იცი აქ რატომ ხარ?
ხმას არ ვცემ.
-სანდრა, - მიმეორებს ექიმი, -იცი შენი დიაგნოზი?
-არა. -თუმცა ერთხელ ჩემი მშობლების და ექიმების საუბარი გავიგე, ფსიქოზზს ან შიზოფრენიას ვარაუდობდნენ. ამის შესახებ არაფერს ვამბობ და ექიმის პასუხს ველოდები.
-კარგი, მოდი პრეპარატებს კიდევ დაგინიშნავ.
ისე რომ ჩემი პასუხით არც კი ინტერესდდება ფურცელზე რაღაცას წერს და მაგიდაზე ტოვებს.
*
წითელ თავა ჩემს ოთახში გადმოყვანიდან რამდენიმე დღეში გაწერეს, ალბათ გამოკეთდა, იმედია მალე დედამისსაც დაახწევს თავს და დამოუკიდებლად ცხოვრებას შეძლებს.
მისთვის მიცემული პირობა კიდევ არ შემისრულებია, ალბათ ჯერ საკმარისად არ მენატრება.
როცა ძალიან მომენატრება აუცილებლად დავასრულებ ნახატს. ვინ იცის იქნებ მისთვის გაგზავნაც შევძლო.

ოთახში ისევ მარტო ვარ, არც ახალი მეგობრები გამიჩენია.
ჩემი მშობლები ყოველ კვირას მოდიან და ყვავილები მოაქვთ, ცოტათი უცნაურია. ჯერ აქ გამომკეთეს ახლა კი ყვავილებით ცდილობენ დანაშაულის გამოსყიდვას.

ჩემთან ელენე იყო მოსული.
ამდენი წლის მანძილზე პირველად იყო ჩუმად, მხოლოდ მომიკითხა.
-იცი.. - დუმილის შემდეგ ლაპარაკს იწყებს ის. - ბავშვებს შენი ნახვა უნდოდათ, ვიფიქრე მათ მოსვლამდე უკეთესი იქნებოდა მე მოვსულიყავი.
-რატომ? კარგი დაქალი რომ გამოჩენილიყავი?
-სანდრა.. - გაოცებული მიყურებს.
-კარგი, კარგი, ყველა იფიქრებს რომ კარგი ადამიანი ხარ, ახლა შეგიძლია წახვიდე, მეტჯერ აღარ შეწუხდეთ შენ და შენი მეგობრები. -ისტერიულად მეცინება მე და ექთანს ჩემს ოთახში გავყავარ.

*
-იცი რა სანდა, საშინლად იქცევი, შენი ელენესთან ლაპარაკი ამაზრზენი იყო.
ნაცრისფერ ოთახში ვარ.
შავ თვალება გაბრაზებული მელაპარაკება, თითქოს რამე დავაშავე, არადა მხოლოდ სიმართლე ვთქვი.
-შენ ყველაფერი იცი? - ისევ მეცინება მე.
-რაც შენ გეხება, ჰო. - გამჭირვალე კედელთან მიდის ის.
-ღმერთი ხარ? - ისტერიული სიცილი მეწყება.
-არა, ეგრეც ვერ ვიტყოდი. - მასაც გაეღიმა.
-ჰო კიდევ კარგი, თორემ ეს ღმერთები ნამეტანი უცნაურები არიან.
-რატომ? - ჩემსკენ ტრიალდება.
-რა ვიცი, გვაიძულებენ რაღააცები ვირწმუნოთ, სწორად ვიცხოვროთ და ათასი სისულელე, არადა ადამი ერთი ვაშლის გამო მოკლეს. თანაც იცი რა? ძალიან უსამართლოები არიან, ყოველთვის უსამართლოდ იქცევიან, თუნდაც მაშინ როცა ვიღაც კვდება, როგორ შეიძლება დედას პატარა შვილი მოუკლა, ბავშვი დატანჯო, ვიღაც სხვისი არასწორი შეცდომის გამო დასაჯო.
და საერთოდ იცი რა? ღმერთს მისთვის საუკეთესოები კი არ უნდა, ერთი დიდი უსამართლო ვინმეა, ვინც სხვისი უბედურებით ერთობა.
-მე კი ვფიქრობ რომ არასწორი ხარ. ღმერთი წმინდაა, ყველა ადამიანს კი სჭირდება რაღაც სიწმინდე ცხოვრებაში, ის ვისაც გულწრფელ პატიებას სთხოვს და ვინც გულწრფელად აპატიებს. იმასაც ვფიქრობ რომ ღმერთი იმედია, ჰო იმედი. მოგისმენია ტაძარში ლოცვა? მოგისმენია როგორ წმინდად და სუფთად სთხოვენ ღმერთს რაღაცას?! ხშირად კი მაშინ როცა ძალიან გაუჭირდებათ, მანამდე კი უბრალოდ ცოცხლობენ, ალბათ ამიტომ ექცევა ზოგიერთ ადამიანს უსამართლოდ, თუმცა მე მგონია რო მისი უსამართლობაც სამართლიანია, იმიტომ რომ ის რაც ჩვენ უსამართლოდ გვეჩვენება, რეალურად შეიძლება სწორი იყოს. ღმერთი ყველას ეხმარება, შენც კი სანდრა, შეიძლება ეხლა შენი ცხოვრება ძალიან უსამართლოდ გეჩვენებოდეს, მაგრამ გამოსავალი ყველაფრისგან არსებობს, მაშინ მითუმეტეს როცა რწმენა გაქვს. -ლაპარაკს ასრულებს ის და კვლავ პეპლებს უყურებს.
-რომ მოვკვდე? -ცოტახანში ვეკითხები.
-არ მოკვდები. -იმედის თვალებით მიყურებს ის.

*
დედაჩემმა მითხრა რომ შეიძლება მალე გამწერონ, მე მგონი ეს მხოლოდ მისი იმედია და თავს ატყუებს.

*
გიორგი ექიმი ჩემთან ისე ხშირად აღარ არის, არ ვიცი ალბათ მასაც მოვბეზრდი როგორც ყველას, ნეტავ ზუსტად რამდენი თვეა რაც აქ ვარ?!
-მეგობრები გყავთ? -ჩემს ოთახში შემოსულ გიორგის ინტერესით ვეკითხები.
-რაა? -კითხვას ვერ მიხვდა ის.
თავიდან ვუმეორებ და ისიც თავს მიქნევს თანხმობის ნიშნად.
-რა თქმა უნდა ალექსანდრა, ყველა ადამიანს ჭირდება მეგობარი. შენ არ გყავს მეგობრები?
-არა, უფრო სწორად აღარ.
-მემგონი უბრალოდ შენ იშორებ მათ და შენს ნაჭუჭში იმალები. არადა მათთან ერთად ყველაფერი მარტივი იქნებოდა, ისინი დაგეხმარებოდნენ, შენთან ერთად დროს გაატარებდნენ, სხვადასხვა ამბავს მოგიყვებოდნენ.
-მათ ჩემთან ურთიერთობა არ უნდათ. -თვალს ვარიდებ მე.
-ნუ ფიქრობ ასე, თუ გინდა მე დავურეკავ მათ, ის გოგონა როცა შენთან იყო მისი ნომერი დამიტოვა, იმ შემთხვევისთვის თუ მასთან საუბარი მოგინდებოდა.
-და იქნებ ისინი ნამდვილები არ არიან? იქნებ ელენესაც კი ჩემი მოკვლა აქვს მიზნად, ან უნდა რომ მთელი ცხოვრება აქ ვიყო.
-სანდრა, მენდობი? - თვალებში მიყურებს ექიმი.
-ჰო..- ყოყმანის შემდეგ ვპასუხობ.
-მაშინ დამიჯერე და ცადე მეგობრები იყოლიო. - მორიგ წამალს მაძლევს ის.
ექიმთან საუბრის შემდეგ, წითელ თავასთვის მიცემული პირობა შევასრულე და ნახატი დავამთავრე.
*
ნაცრისფერ ოთახში ვარ, აქაურობა მომნატრებია, დიდი ხანია რაც არ ვყოფილვარ.
ოთახს ინტერესით ვათვალიერებ და მას ვერსად ვხედავ. გულში რაღაც ძალიან მწყდება, გამჭირვალე კედელთან მივდივარ და პეპლებს ზიზღით ვუყურებ.
-მეძებდი? -ჩემს უკან ხმა მესმის, ის ისევ არ მეხება.
მისკენ ვტრიალდები და უბრალოთ ვიღიმი.
-გავიგე ელენე შენს სანახავად ყოფილა. -გამიღიმა.
-ჰო.
-მერე?
-ისედაც ხომ იცი?! -მეცინება მე.
-შენგან მაინტერესებს. -სიცილში მყვება და ჩვენს შორის მანძილს უფრო ზრდის.
-მგონი ძალიან აღარ მძულს.
-პეპლები თუ ელენე? - პეპლებისკენ ტრიალდება ის.
-ალბათ ორივე. - კუთხეში ვჯდები.
-მიხარია. -თვალს მიკრავს, რამდენიმე წამით თვალები უფრო უმუქდება.
*
ჩემი საავადმყოფოში ყოფნიდან დაახლოებით ხუთი თვე გასულა, ექთანმა მითხრა, ისიც მითხრა რომ მალე შეიძლება გამწერონ.
*
ჩემი აქ ყოფნიდან პირველი დილაა როცა კარგად ვარ, არაფერი არ მაწუხებს.
ჩემი მშობლებიც დილიდან ჩემთან არიან, დედა ბედნიერია, თვალები ისევ ჩაწითლებული აქვს, თანაც ძალიან გახდა, მაგრამ წინა ნახვებთან შედარებით კარგად გამოიყურება.
მამა უბრალოდ მიღიმის, მის ღიმილში კი ყველაფრის წაკითხვა შეიძლება.
როგორ ვიფიქრე რომ რობოტები იყვნენ? ისინი ხომ ასეთი გულწრფელები არიან.
ხმებსაც დიდიხანია ჩემთვის არაფერი უთქვამთ, ალბათ გაქრნენ.

ექიმი ოთახში შემოდის, ჩემს მშობლებს რაღაც ფურცლებს აწვდის, მამა ხელს აწერს, დედა უბრალოდ თავს უქნევს.
შემდეგ მე მიყურებს, გამოჯანმრთელებას და სახლში დაბრუნებას მილოცავს.
ყველაფერი ძალიან უცებ მოხდა.
*
გზაში აღარც ავარიის მეშინია, თუმცა მაინც დაძაბული ვზივარ, თვალებს აქეთ-იქით ვაცეცებ და ყველაფერს ინტერესით ვუყურებ.
მამა რაღააცეებს მელაპარაკება, მაგრამ მას ბოლომდე ვერ ვუსმენ, გონება სხვაგან გამირბის.

სახლში ყველაფერი ძველებურადაა, ჩემი ოთახი ისევ ისეთია, დედას ახალი თეთრეული და კომპიუტერი უყიდია.
ელენე ჩემს ოთახში მხვდება და ბედნიერი მიღიმის, მეც იგივეთი ვპასუხობ.
-რომ იცოდე როგორ მაკლდი. - თვალს მარიდებს.
-ეხლა ხომ აქ ვარ. -ვცდილობ დაძაბულობის გარეშე გავუღიმო.
მგონი ყველაფერი კარგად იქნება.
ჩემი ცხოვრება შეიცვალა, ისევ ძველ მე-ს ვუბრუნდები.
ალბათ ყველაფერი მისი დამსახურებაა, რწმენა ხომ მან დამიბრუნა.
*
ნაცრისფერი ოთახი შეცვლილი მეჩვენება, თუმცა ისევ ისეთია.
პეპლების დანახვაზე სიძულვილი აღარ მიბყრობს, რამდენიმე წამით ლამაზებიც კი მეჩვენებიან.
მის გამოჩენას ველოდები.
ვიცი რომ მოვა.
აუცილებლად მოვა.

-სანი..-მშვიდად იწყებს ლაპარაკს.
-ვიცოდი რომ მოხვიდოდი. - სევდა მიბყრობს მე.
-როგორ ხარ? -ხმა უბოხდება.
-მენატრებოდი. -თვალები მიცრემლიანდება.
-არ იტირო კარგი? - მშვიდად მიღიმის.
ხმას არ ვიღებ.
-სანი, სანი. - ჩემს სახელს რამდენჯერმე იძახის.
ს ა ნ ი.
არც სანდრა, არც ალექსანდრა.
ს ა ნ ი.
ასე მხოლოდ ის მეძახის.
ასე ლამაზად მხოლოდ ის იძახის ჩემს სახელს.
ჩემთან მოდის და მეხუტება.
ამდენი ხნის მანძილზე პირველად მეხება.
მის გრძელ თითებს თმაზე ვგრძნობ.
გული მიჩქარდება და ჟრუანტელი მივლის.
-სანი.. -ისევ ჩემს სახელს მიმეორებს.
ხმას არ ვცემ.
არაფრის თქმა არ შემიძლია.
-წადი ახლა კარგი?! - თმაზე კიდევ ერთხელ ჩამომისვა ხელი.
არ ვშორდები.
ისევ მასზე ვარ ჩახუტებული და ხმას არ ვიღებ.
არც თვალებს ვახელ.
პირველად შემეხო.
პ ი რ ვ ე ლ ა დ.
-სანი.. - გაუჩერებლად იმეორებს ის. ამჯერად იღიმის და თვითონ მშორდება.
ხმას ისევ არ ვიღებ.
-შენი წასვლის დროა. - ისევ მიღიმის.
არც კი ვიცი ასეთი ლამაზი ღიმილი რატომ აქვს.
კარებისკენ მახედებს.
დამეფიცება ეს კარები აქ არასდროს ყოფილა.
არც კი ვიცი საიდან გაჩნდა.
ხმას ისევ ვერ ვიღებ.
ცრემლები მახრჩობს.
არ ვიტირო, არ ვიტირო, არ ვიტირო!
არ უნდა ვიტირო!
კარებისკენ ნელი ნაბიჯებით მივდივარ.
მისკენ აღარც კი ვიხედები.
ის ის არის კარებს ვუახლოვდები და მისი ხმა მესმის.
-სანი.- ადგილზე ვიყინები და მისკენ ნელა ვტრიალდები.
-დანიელი. - მთელი სახით მიღიმის ის.
ღმერთო, დანიელი.
მას დანიელი ქვია!
აქამდე მისი სახელიც კი არ ვიცოდი.
დ ა ნ ი ე ლ ი.
-კიდევ შევხვდებით სანი.
მისი სიტყვები კარების გაღებისას მეწევა და
კარებს ვაღებ.

დ ა ს ა ს რ უ ლ ი.



№1  offline წევრი deep

ეს რაიყო მაშო?
სასწაულება გეფიცები
შიზოფრენია
ოღონდაც რა
ძალიან ღტული დაავადებაა
მისი შესწავლა ძნელია და მასზე ისტორიის დაწერა ხომ საერთოდ
მაგრამ
შენ ეს შეძელი
ყოჩაღ მაშიკო
სანი და დანიელი
გაგრძელება არააქ?
მართლა ძალიან მაგარი იყო გეფიცები

 


№2  offline წევრი Mmariami)

deep
ეს რაიყო მაშო?
სასწაულება გეფიცები
შიზოფრენია
ოღონდაც რა
ძალიან ღტული დაავადებაა
მისი შესწავლა ძნელია და მასზე ისტორიის დაწერა ხომ საერთოდ
მაგრამ
შენ ეს შეძელი
ყოჩაღ მაშიკო
სანი და დანიელი
გაგრძელება არააქ?
მართლა ძალიან მაგარი იყო გეფიცები


ვაიმე როგორ გამახარე, ძალიან ძალიან ძალიან დიდი მადლობა ❤️❤️❤️

 


№3  offline აქტიური მკითხველი LuckyGirl

მოგკლავ
მოოოგკლავვ!
როგოორ დაასრულე გოგო?
ძალიან მაგარი იყო!
ძალიან
მეხოიციი ესეთ მოთხრობებზე გართულება მაქვს
თქვენს გადამკიდე შეიძლება მეც ამოვყო თავი მანდ
და არც გამიკვირდება !
მერე ხომმომაკითხავ ხოლმე?
პროსტა მე მიყვარს პეპლები თან ძალიან
და ალბათ არ გაგყრით ხოლმე :დდდ
საოცარია
სანი და დანიელი
ბათ !
არვიცი რა
რატომ ხარ ესეთი განსსხვავებული?
ძალიან მაგარი იყო
და გააგრძელე წერა!
კიდე მინდა
კიდე ბევრი მოთხრობები მინდა!
და საოცარი იყო მართლა!

 


№4  offline წევრი Mmariami)

LuckyGirl
მოგკლავ
მოოოგკლავვ!
როგოორ დაასრულე გოგო?
ძალიან მაგარი იყო!
ძალიან
მეხოიციი ესეთ მოთხრობებზე გართულება მაქვს
თქვენს გადამკიდე შეიძლება მეც ამოვყო თავი მანდ
და არც გამიკვირდება !
მერე ხომმომაკითხავ ხოლმე?
პროსტა მე მიყვარს პეპლები თან ძალიან
და ალბათ არ გაგყრით ხოლმე :დდდ
საოცარია
სანი და დანიელი
ბათ !
არვიცი რა
რატომ ხარ ესეთი განსსხვავებული?
ძალიან მაგარი იყო
და გააგრძელე წერა!
კიდე მინდა
კიდე ბევრი მოთხრობები მინდა!
და საოცარი იყო მართლა!


ვაიმე! გადამრიე!
მადლობა ძალიან ძალიან ძალიან დიდი ❤️❤️❤️❤️❤️
ესეც ფრანგების ბრალია ????❤️

 


№5  offline წევრი Mmariami)

Ans...
მაშიკო...
ამ ისტორიის პირველი თავი რომ დადე გახსოვს რა პერიოდი იყო?
მაშინ გითხარი არ ვიცი ეს შენი ცვლილება ბოლოდროინდელ დეპრესიას დავაბრალო თუუ რას მეთქი.
იცი, აღარ იყავი უბრალო მაშო.
სულ იმეორებდი, რომ არ გამოგდიოდა, შენი ისტორიები არავის მოეწონებოდა და ვერასდროს შეძლებდი სრულყოფილი ისტორიის დაწერას და ამის ფონზე რომ ვკითხულობდი, მეგონა ყველა სიტყვის მერე ჩასაფრებული იჯექი და ყურში მეჩურჩულებოდი “მაშოს არ გამოსდის”. “მაშოს არ შეუძლია” .....
ახლა კიდე თავდაჯერებულობა გეტყობოდა.
აღარ მეჯდა ყურთან მაშო და პროგრესი გეტყობოდა.
მაშოს შეუძლია და ძალიან კარგად გამოსდის.
მაშო თუ მოინდომებს ძალიან მაგარი იქნება და
მაშომ ჩემი აზრით უკვე ბევრი დაუმტკიცა საკუთარ თავს რომ იმ იდიოტურმა აზრებმა აღარ შეაწუხოს.
მაშო არის ჩემი სასწაული და ბედნიერება.
მიყვარხარ მაშ!
და შენი სახელი მიყვარს კიდე!
“ყველა ადამიანს კი სჭირდება რაღაც სიწმინდე ცხოვრებაში”
ეს დამამახსოვრდა და ჩამრჩა გონებაში სამუდამოდ.
გვჭირდება მაშ!
მიყვარხარ და
ადრე გითხარი, ახლაც გეტყვი...
მეათასე ისტორიასაც ასე დაველოდები. ხვალინდელ გამოცდასაც ფეხებზე დავი კიდებ!
გული ვერ გამიძლებდა ისე.
გილოცავ დაბრუნებას!
აღარ დაიკარგო!
ანკას უყვარხარ! ❤️❤️❤️❤️


გულ აჩქარებული გელოდებოდი, ისე გამახარე წარმოდგენაც არ გაქ, ყოველი სიტყვით და წინადადებით საოცრება დამმართე.
მადლობა კუ!
შენ არც კი იცი რამდენს ნიშნავს ეს ჩემთვის.
ძალიან ძალიან მიყვარხარ!

 


№6  offline მოდერი Maiaabuladze

პარარა მაშო ❤
მომნატრებიხარ იცი ❤
ეს რა იყო? ყოველ ახალ ისტორიაზე უფრო მაოცებ ❤
საუკეთესო ხარ ❤
ისე წერ რაღაც საოცრად ❤
მარტო შენ რომ იცი ისე ❤

 


№7  offline წევრი Mmariami)

Maiaabuladze
პარარა მაშო ❤
მომნატრებიხარ იცი ❤
ეს რა იყო? ყოველ ახალ ისტორიაზე უფრო მაოცებ ❤
საუკეთესო ხარ ❤
ისე წერ რაღაც საოცრად ❤
მარტო შენ რომ იცი ისე ❤


ვუი გელოდებოდი ^_^
როგორ გამახარეე!!!
ძალიან ძალიან დიდი მადლობაააა ❤️❤️❤️
კაი ეხლა ეგრეც არ არის ნუ აბუქებ ;დდ

 


№8  offline წევრი Mariamch

რაღაც სხვანაირი იყო... აი, როგორ გითხრა... სასწაული❤????????

 


№9  offline წევრი Mmariami)

Mariamch
რაღაც სხვანაირი იყო... აი, როგორ გითხრა... სასწაული❤????????


მადლობააა ❤️❤️❤️

 


№10  offline ახალბედა მწერალი Gossipy girl

ფსიქოლოგიურ დრამასც წერს ქალბატონი და თან ჩივის წერა არ გამომდისო,უბრალოდ რისი ღირსია ვინ იცის? გულწრფელად გითხრა? შემშურდა!აი ხო შემშურდა. ეგეთი რამე რომ დაწერო მინიმუმ პერსონაჟი უნდა იგრძნო,(ანუ ცოტას შენც უნდა ა'ფრენდე)მე შენსავით რომ ვერ ვა'ფრენ ცოტა შემშურდა.❤❤❤

 



სახელი: *
  • bowtiesmilelaughingblushsmileyrelaxedsmirk
    heart_eyeskissing_heartkissing_closed_eyesflushedrelievedsatisfiedgrin
    winkstuck_out_tongue_winking_eyestuck_out_tongue_closed_eyesgrinningkissingstuck_out_tonguesleeping
    worriedfrowninganguishedopen_mouthgrimacingconfusedhushed
    expressionlessunamusedsweat_smilesweatdisappointed_relievedwearypensive
    disappointedconfoundedfearfulcold_sweatperseverecrysob
    joyastonishedscreamtired_faceangryragetriumph
    sleepyyummasksunglassesdizzy_faceimpsmiling_imp
    neutral_faceno_mouthinnocent