შესვლა
რეგისტრაცია
რეკლამა

მიზანი ( თავი 4)


14-12-2017, 08:47
ავტორი თაკოგელ11
ნანახია 1 407

სახლში, უზომოდ ბედნიერი ვბრუნდები, ამ 2 თვის განმავლობაში პირველად ვარ ბედნიერი, სამზარეულოში გავდივარ დღეს მთელი დღეა არაფერი მიჭ
ამია, რა გავაკეთო? მოდი, ისევ კარტოფილს შევწვავ. ჩემი ტელეფონი რეკავს, ნეტავ სად მივაგდე? მგონი ჩანთის ჯიბეში დევს.

-ბატონო.
-ლაილა, ძვირფასო დეივიდი ვარ
-დიახ, გისმენ.
-თქმა დამავიწყდა, არავითარი ცხიმიანები დღეიდან იცოდე, მკაცრ დიეტაზე ხარ.

მეუბნება და ტელეფონს მითიშავს. ესღა მაკლდა, ჩემი შემწვარი კარტოფილი, ეჰ. წავალ ისევ სალათას შევჭამ.

***

საწოლზე ვწევარ ვარსკვლავის ფორმაში და ვფიქრობ ყველაფერზე რაც გამოვიარე და რაც მელის, რისი გავლაც მომიწევს, ვიცი ადვილი არ იქნება, ადვილი არაფერია ამ ქვეყნად. გიგა რომ, ბავშვთა სახლში მოიყვანეს, 9 წლის იყო, მე 8ის. ძალიან დინჯად შემოვიდა, არც უტირია არც დედა მოუთხოვია. მოვიდა და ეგრევე მე მომიჯდა გვერდით არვიცი რატომ მე. მოვიდა გვერდით დამიჯდა, წინ მოთამაშე ბავშვებს უყურებდა. უცებ შემოტრიალდა და დამელაპარაკა.

-მე გიგა მქვია, შენ?
-მილა.

პატარა ხელი გამომიწოდა და კაცურად ჩამომართვა, მაგრამ აღარ გაუშვია, ეჭირა პატარა ხელებით ჩემი ხელი და იმის მერე წლობით აღარ გაუშვია. ისე მენატრება, მისი შეხება, კოცნა, ჩახუტება. ის სასწაული იყო ჩემს ცხოვრებაში, მის თვალებში ვხედავდი, სამყაროს. სამყარო გაქრა, მისი სიკვდილის მერე, ჩემთვის სამყარო აღარ არსებობს. უბრალოდ, უკვე დროა ფეხზე წამოვდგე, ამ ტკივილს ვერ დავივიწყებ, მაგრამ უნდა გავუმკლავდე, უნდა შევძლო, რომ ძალიან ძლიერი გავხდე, როგორც ფიზიკურად, ასევე სულიერად. ცრემლები მახრჩობს, თითქოს სამყაროს ჰაერიც აღარ მყოფნის იმისთვის რომ, ვისუნთქო. სამყარო მეცოტავება გიგას გარეშე, ის ჩემი ყველაფერი იყო, ყველა ფერი. მის გარეშე არვ ერთი დღე არ მქონია გატარებული. რატომ გამიმეტა ცხოვრებამ ესე? განა რა დავაშავე, ჯერ მშობლები დამიხოცეს თვალწინ, და შემდეგ ცხოვრების სიყვარული მკლავებში ჩამაკვდა. მისი სისხლით მქონდა ხელები მოსვრილი, ყველაზე ბედნიერი დღე ყველაზე უბედურად მიქციეს, ვის რაში ვჭირდებოდით ან ჩემი მშობლები ან მე. ფიქრი არ მასვენებს, ისიც კიარ ვიცი საიდან დავიწყო ყველაფრის გარკვევა, ვის ვკითხო, ვის. საათი 8 უჩვენებს, კლუბში ვრეკავ და ვეუბნები რომ აღარ ვაპირებ მუშაობას, ყველაფრის მოგვარების შემდეგ სააბაზანოში გაბდივარ და შხაპს ვიღებ, ნეტარების წუთების შემდეგ კი ეგრევე ვწვები და ვიძინებ.

***

დილას მაღვიძარა 7 საათზე რეკავს, ჯანდაბა დეივიდ შენს თავს. თავის მოწესრიგების შემდეგ, მოკლე შავ შორტს და ტოპს ვირგებ, ფეხზე ბოტასებს და დაბლა ჩავდივარ, ოჰ დეივიდი ნახე რა ბიჭია, უკვე სადარბაზოსთან მელოდება მანქანით.

-ეხლა ვაპირებდი დარეკვას ზუსტად, აბა მზად ხარ?
-მეძინება.
-ანუ მზად ხარ, ჩაჯექი და წავედით.

ადგილს ვიკავებ და ღვედს ვიკეთებ, დეივიდი საჭესთან ჯდება და მანქანას ძრავს.

-ვაიმე, გოგო პირველად რო დაგინახე რესტორანში კინაღამ იქვე მოგახტი ისეთი ლამაზი ხარ, პირდაპირ საოცრება დადგები. ერთად მწვერვალებს დავიპყრობთ გოგო. ლაილა, შენ გელაპარაკები, რა გაცინებს, შენ რა მე დამცინი? სამოდელო სფეროს დივა ვარ გოგო. რა მჭირს შენი დასაცინი.

წყინს დეივიდს.

-არა, ცუდად არ მიიღო, იმდენად საყვარელი ხარ, პატარა ბავშვს გავხარ.
-გადმოდი გადმოდი. ეგ კიარა- ავიწყდება უცებ წყენა- ისეთი სიმპატიური მწვრთნელები ყავთ, პირდაპირ შოკოლადის მთები არიან, მინდება მივვარდე და დავიპყრო.

დარბაზში შევდივართ, დიდი დარბაზია უამრავი სავარჯიშო მოწყობილობებით, დეივიდი ვიღაც ბიჭს ესაუბრება, როგორც ჩანს მწვრთნელს, ლამის სიცილი ამივარდეს, პირდაპირ თვალებით ჭამს დეივიდი, ვხვდები რო მეგობარი შევიძინე, ნამდვილი მეგობარი, მერე რა თუ განსხვავებული ორიენტაციის პატრონია, ვგრძნობ რომ ძალიან კეთილი და საყვარელია.

-ლაილა, ძვირფასო აქეთ მოდი.

მეძახის დეივიდი და მეც ნელი ნაბიჯებით ვუახლოვდები.

-ლიალა, ეს მაიკლია. დაგვეხმარება რომ, კარგი ფორმები გვქონდეს.

***

2 საათიანი ვარჯიშის შემდეგ, გაოფლილი და საზიზღარი შესახედი ვარ.

-ღმერთო როგორ დავიღალე ლაილა, არა ისე რა ბიჭია ეს მაიკლი, ვაიმე დიდი სიამოვნებით დავიღლებოდი მასთან ერთად ლოგინში ჰაჰა. გოგო წამოდი ეხლა სახლებში წავიდეთ, მოემზადე გამოიცვალე გაიპრნაჭე და საღამოს წვეულებაზე უნდა წავიდეთ, რამე ლამაზი კაბა გაქ? არა რა თქმა უნდა, მოკლედ ეხლა წადი ჭამე, ჩაიცვი და ზუსტად 1 საათში გამოგივლი, კაბა ვიყიდოთ მერე სალონში წავიდეთ და გავლამაზდეთ რო დაგვინახავენ, კაცები უნდა გამოშტერდნენ.

მაოცებს ამ კაცის სილაღე და ბავშურობა, ამხელა კომპანიის მფლობელია და მაინც როგორი თავისებური და საყვარელია.

***

მსუბუქად ვჭამ, მხოლოდ სალათა და ნატურალური წვენი, თან პირსახოც მოხვეული დავდივარ აქეთ იქით, ოთახში გავდივარ და ტანზე ღია ფერის სარაფანს ვირგებ, ჩემს წელამდე თმას კი კოსად ვიკეთებ.

-დეივ, მზად ვარ მე უკვე და გელოდები.
-კარგი პატარავ 5 წუთში მანდ ვარ

***

-კარგი რა დეივ, ეგ ძაან გამომწვევია, ეგ ძაან მოკლე, ეგ ძაან მოტკეცილი რამე სადაა მინდა.
-მომისმინე ლაილა, ახლავე თუ არ იყიდი კაბას, აგკუწავ და შეგწვავ.
-აი ამ წითელს მოვისინჯავ.

ვამბობ და სასწრაფოდ გასახდელში შევდივარ სანამ დეივიდი გამომეკიდება. გასახდელიდან გამოვდივარ და ჩემს თავს სარკეში ვიყურებ, აი ეს მესმის.

-ლაილა, ამას ვყიდულობთ.
-კარგი.

***

სალონში თმებს ძალიან ნაზად მიკეთებენ ასევე მაკიაჟი და შემდეგ კაბასაც ვირგებ, სარკეში ვაკვირდები ჩემს თავს, ლამაზი ვარ მართლა. როგორც გავიგე, წვეულება ერთ-ერთი ცნობილი ბიზნესმენის საპატივცულოდ ეწყობა. სულ ელიტა საზოდოება იქნაბაო დეივიდმა, რაც ჩვენთვის და ფირმისთვის კარგიაო.

- ლაილა, ძვირფასო, ღმერთო ჩემო რა ლამაზი ხარ, წავედით?
-წავედით.

***
დარბაზი სავსეა ხალხით, მომწონს ძალიან აქავრობა, ხალხმრავლობა, ასე მგონია აქაა ჩემი ადგილი. მორცხვობის და თავში ჩაკეტილობის დრო აღარ არ არის. დროა გავიხსნა და სანაცნობო წრე შევიძინო, თუ მინდა რომ, მიზანს მივაღწიო. დეივიდი უამრავ ადამიანს მაცნობს, მეც ყველას ღიმილით ვესალმები და ვესაუბრები . იქამდე სანამ ვიღაც ხანში შესული კაცი არ მიახლოვდება და მთელი ძალით არ მეხუტება.

-მილა, ღმერთო ჩემო შენ ჩემი მილა ხარ, რამდენი ხანი გეძებდი, ძვლივს გავარკვიე რო აქ იყავი, აქ იმალებოდი, ჩემო პატარა გოგო, ჩემო მილენა.



დიდი ბოდიში დაგვიანებისთვის.

ესეც მეოთხე იმედია მოგეწონებათ.




სახელი: *
  • bowtiesmilelaughingblushsmileyrelaxedsmirk
    heart_eyeskissing_heartkissing_closed_eyesflushedrelievedsatisfiedgrin
    winkstuck_out_tongue_winking_eyestuck_out_tongue_closed_eyesgrinningkissingstuck_out_tonguesleeping
    worriedfrowninganguishedopen_mouthgrimacingconfusedhushed
    expressionlessunamusedsweat_smilesweatdisappointed_relievedwearypensive
    disappointedconfoundedfearfulcold_sweatperseverecrysob
    joyastonishedscreamtired_faceangryragetriumph
    sleepyyummasksunglassesdizzy_faceimpsmiling_imp
    neutral_faceno_mouthinnocent