შესვლა
რეგისტრაცია
რეკლამა

ცუდი ბიჭის პატარა გოგო (17 თავი)


17-12-2017, 16:47
ავტორი niakonia6
ნანახია 5 674

17 თავი
მთელი ღამე არ მძინებია და დემეტრეს ვადევნებდი თვალყურს.
საშინლად დაღლილი ვიყავი, მაგრამ ძილი ვერ შევძელი.
ნელნელა დემეტრეს გაღვიძება დავიწყე
- დემეტრე, გაიღვიძე
თვალები რომ გაახილა თავიდან ვერ მიხვდა სად იყო და რა ხდებოდა, შემდეგ კი ნელა წამოდგა და ჩემი ხელი მისაში მოიქცია
- მადლობა პატარა, შენ რო არა ალბათ ვერ გადავრჩებოდი
მითხრა მან და თავისებურად ჩაიცინა
- დემეტრე შენთვის ადგომა ჯერ არ შეიძლება, უფრო გეტკინება
ვუთხარი მკაცრი ტონით, მაგრამ საერთოდ არ მისმენდა..
დემეტრე აივანზე გავიდა და სიგარეტის მოწევა დაიწყო.
არ მესმის ესეთ მდგომარეობაში როგორ შეუძლია სიგარეტის მოწევა?
მეც დრო ვიხელთე და ოთახის დალაგება დავიწყე.

- დემეტრე საიდან იცოდი რომ ჩემი ძმა სახლში არ იყო?
ვუთხარი დემეტრეს. უკვე სამზარეულოში ვიყავით და ყავის მომზადება დავიწყე
- მე ყველაფერი ვიცი პატარა
მითხრა მან და ნელნელა ჩემკენ მოახლოება დაიწყო
მან წელზე მომხვია ხელი და თავი ჩემ მხარზე დადო
- მომენატრე
მითხრა მან და ყელში ნაზად მაკოცა.
ძლივს შევიკავე თავი ცხელი ყავა, რომ არ გადამესხა ტანზე
- დემეტრე მისმინე, სერიოზულად უნდა დაგელაპარაკო
ვუთხარი და მისი მოშორება ვცადე. აღარ შემეძლო მისი და ჩემი ძმის ურთიერთობის თემის გადატანა, თან ჩხუბი 4 დღეში იყო.
- არ შეიძლება უბრალოდ რომ..
დავიწყე ლაპარაკი, მაგრამ დემეტრემ შემაწყვეტინა
- პატარა, მოდი ეხლა ნუ დავიწყებთ მაგ თემაზე ლაპარაკს
ისევ ვცადე გაგრძელება, მაგრამ დემეტრეს როგორც ყოველთვის ჩემი მოსმენა არ უნდოდა

- უგემრიელესი ყავა იყო, მაგრამ უფრო გემრიელი რაღაცეებიც გამისინჯავს
თქვა დემეტრემ და ჩემი ტუჩებისკენ გააპარა მზერა.
მის ესეთ საქციელებზე კი თავს ვერ ვიკავებ და ვწითლდები, თან ის ფაქტი რომ დემეტრეს მაისური არ აცვია და მხოლოდ თეთრი ბინტი აქვს შემოხვეული უფრო შეუძლებელს ხდის,რომ არ გაწითლდე.
არ მესმის როგორ შეუძლია ამ ერთ ადამიანს ჩემში ამდენი გრძნობის გამოწვევა.
მე და დემეტრე ისევ ვაგრძელებდით ლაპარაკს, მაგრამ უცებ კარზე ზარის ხმა გავიგონე.
ადგილზე გავშეშდი, არ მესმის ვინ უნდა იყოს?
სანდროს და ბიჭების მატარებელი ზუსტად ვიცი, რომ გვიან ღამით ჩამოდის, ამიტომ შეუძლებელია რომ ისინი იყვნენ..
იქნებ უბრალოდ მეზობელი იყო?
სასწრაფოდ დემეტრეს ხელი ჩავკიდე და სხვა ოთახში დავმალე. თავიდან არ უნდოდა დამალვა, მაგრამ ჩემი ხვეწნა მუდარის შემდეგ ძლივს დავარწმუნე.
კარისკენ გავიქეცი და მისი დანახვისას თვალები გამიფართოვდა.

- თორნიკე.. აქ რას აკეთებ?
ვუთხარი გაოცებული სახით და გულში ვლოცულობდი სანდროს, რომ არ გაეგონა მისი ხმა
- ნია, დილით უფრო ლამაზად გამოიყურები
მითხრა მან და საყვარლად გაიცინა.
არაფერი არ ვუპასუხე, იმედია იქამდე წავა სანამ დემეტრე გამოვარდება ოთახიდან
- გუშინ ჩემ მანქანაში კაშნი დაგრჩა, მეგონა მნიშვნელოვანი იყო
მითრა მან და ჩემი ვარდისფერი კაშნი მომაწოდა, მეც უცნაურად გავუღიმე და გამოვართვი
- მადლობა, აბა კარგათ
დავემშვიდობე იმის იმედით რომ გაჩუმდებოდა და კარის დახურვას შევძლებდი, მაგრამ ის ისევ აგრძელებს ლაპარაკს
- მისმინე ნია, იცი რაღაცის თქმა მინდოდა შენთვის.. გინდა დღეს სადმე გავისერნოთ?
ნერვიული სახით ვუსმენდი თორნიკეს და ვცდილობდი რამენაირად უარი მეთქვა მისთვის, მაგრამ უცებ ადგილზე გავშეშდი უკნიდან შეხება რომ ვიგრძნი.
ოღონდ ეს არა..
მოხვდა ის რაც ყველაზე ძალიან არ მინდოდა, რომ მომხდარიყო
- დ-დემეტრე მისმინე, შენ შედი სახლში მე მოვაგვარებ ყველაფერს
ვუთხარი დემეტრეს, მაგრამ მისი ცივი სახის დანახვისას ეგრევე გავჩუმდი
- ერთი წუთით პატარა, ეს მემგონი ბიჭების საქმეა
თქვა დემეტრემ და ცინიკური ღიმილით უყურებდა თორნიკეს.
- რა ხდება? ეს ტიპი ვინაა?
თქვა თორნიკემ ცოტა არასასიამოვნო ტონით.
ჩემსავით დაბნეული იყურება, მაგრამ ამავდროულად გაბრაზებული სახით.
- მომისმინე ერთი
თქვა დემეტრემ და საყელოში ჩაავლო საწყალ ბიჭს ხელი
- იმდენს ბედავ რო ჩემ შეყვარებულთან მოდიხარ სახლში და კიდევ გასასერნებლადაც ეპატიჟები?
უთხრა დემეტრემ და კედელზე მიაჯახა თორნიკე
- არ ვიცოდი შეყვარებული თუ ყავდა, უბრალოდ "დამევასა"
ეს უთხრა თუ არა მომღიმარე თორნიკემ დემეტრემ თავი ვეღარ შეიკავა და მუშტი უთავაზა სახეში.
ვცდილობდი მის გაშველებას, მაგრამ კიდევ რამდენჯერმე დაარტყა სახეში სანამ ცხვირიდან სისხლი არ წამოადინა
- მომისმინე შე **** კიდევ ერთხელ დაგინახავ ჩემ გოგოსთან მიახლოებულსაც კი ჩათვალე, რომ მკვდარი ხარ გასაგებია?
უთხრა დემეტრემ და კიბესკენ ხელი კრა.
ძლივს შეიკავა თავი დაგორებისგან და შემდეგ შეშინებული გაიქცა.
დემეტრემ კი ერთი გადააფურთხა და სახლის კარი გაბრაზებულად მიიჯახუნა
- არ გინდა ამიხსნა იმ ს**** მანქანაში რას აკეთებდი?
თქვა დემეტრემ ცოტა მკაცრი ტონით და ჭრილობაზე ხელი მიიდო, ეტყობა ჩხუბის დროს ეტკინა.
- დემეტრე, უბრალოდ სახლში მომიყვანა. არ მეგონა თუ კართან დამადგებოდა მეორე დღეს
ვუთხარი მეც და ნელნელა ვუახლოვდებოდი.
დემეტრე როცა გაბრაზებულია, შეუძლია ყველა და ყველაფერი გაანადგუროს, მაგ მომენტში ყოველთვის ვცდილობ ხოლმე მის დაწყნარებას
- მეორეჯერ არავის მანქანაში აღარ ჩაჯდე გასაგებია!
მითხრა უკვე ცოტა წყნარად და თმაზე მოფერება დამიწყო.
არ მესმის როგორ შეუძლია ვინმეს ამ ბიჭის სიძულვილი?


უკვე რამდენიმე საათი იყო რაც დემეტრე წავიდა და საჭმლის მომზადება დავიწყე ბიჭებისთვის.
ალბათ იციან რამე გემრიელს, რომ გავუმზადებ და ყველა აქ წამოვა.
დემეტრეს ჭრილობა კიდევ ერთხელ დავუმუშავე და ისე გავუშვი.
საშინლად არ მინდოდა მისი მარტო დატოვება, მაგრამ რას ვიზამთ.

სუფრას ვალაგებდი ბიჭებისთვის და უცებ კარის გასაღების ხმა გავიგონე.
ღიმილით წავედი კარისკენ და ჩემი ძმისკენ გავიქეცი ჩასახუტებლად. მანაც ჩემი დანახვისას გაიცინა და ჰაერში ამიტაცა.
მართალია მხოლოდ 2 დღე გავიდა რაც არ გვინახავს ერთმანეთი, მაგრამ არ ვიყავი მის გარეშე ყოფნას მიჩვეული.
- აბა ხო ჭკვიანად იქცეოდი?
მითხრა სანდრომ და მეც თავი დავუქნიე.
იმას თუ არ ჩავთვლით, რომ დემეტრე ღამით ჩემთან დარჩა ძალიან კარგადაც ვიქცეოდი..
ლაშას და ლევანის ჩავეხუტე და ყველა მაგიდას მიუჯდა.
ისეთი მშივრები იყვნენ, რამდენიმე წუთში უკვე აღარაფერი იყო დარჩენილი.

ბიჭებთან კიდევ რამდენიმე საათი გავატარე და დასაძინებლად ვაპირებდი წასვლას, ხვალ წიგნები უნდა გამომეტანა ბიბლიოთეკიდან ამიტომ ადრე უნდა ავმდგარიყავი.
ღამის პერანგი ჩავიცვი და ლოგინში ჩავწექი.
ბალიშზე თავი დავდე თუ არა ეგრევე დემეტრეს სუნი ვიგრძენი და ბალიში ახლოს მივიხუტე.
ეს სუნი ალკოჰოლივით მოქმედებდა ჩემზე..


***
დილით გავიღვიძე და მხოლოდ ერთი ფიქრი ტრიალებდა ჩემ თავში.. ხვალ ჩხუბის დღე იყო!
საშინლად არ მინდოდა ფეხზე ადგომა.
ნეტა ეხლა დავიძინო და ჩხუბი დამთავრებული იყოს, მაგრამ რათქმაუნდა ესეთი რამ არ მოხდება..
სამზარეულოში გავედი და სანდრო ფანჯარასთან დამხვდა ყავით და სიგარეტით ხელში
- სანდრო ხო გითხარი სახლში არ მოწიო თქო
ვუთხარი სანდროს გაბრაზებული სახით და სიგარატი ფანჯრიდან გადააგდო.
- არ გინდა იმაზე ვილაპარაკოთ?
ვუთხარი სანდროს ნერვიული ხმით, ვიცი რომ ამაზე ლაპარაკი არ უნდა მაგრამ ამას ვერ გაექცევა
- ამაზე სალაპარაკო არაფერია, შენ თავს არავის არ წავართმევინებ.
მითხრა სანდრომ და პატარაზე გაიღიმა.
- არ მინდა რომ იმ დემეტრესთან იჩხუბო
ნეტა შემეძლოს და ვუთხრა ყველაფერი რაც მოხდა, მაგრამ ვიცი რო ჩემი ძმა ამას არ მაპატიებს.
მე შეიძლება მაპატიოს, მაგრამ აი დემეტრეს ნამდვილად მოკლავს!
- ნიაკო, შენ არაფერზე არ ინერვიულო, ლაშას გვერდით იქნები და ვერავინ ვერაფერს დაგიშავებს.
მითხრა სანდრომ და ჩემი დაწყნარება დაიწყო
- აი რაც შეეხება იმ ნაძირალას სახელი აღარც ახსენო, გავარკვევ ვინ არი და შემდეგ კი იმ ბრძოლით ყველაფერს დავამთავრებ.
სანდრომ ლოყაზე მაკოცა და ოთახიდან გავიდა.
მე კი ვიდექი ესე დაბნეული და ერთ წერტილს ვაშტერდებოდი რამდენიმე წუთი.

ნია! დროა ყველაფერი შენთვითონ მოაგვარო, ყოველთვის ჩემ ძმაზე ვერ ვიქნები დამოკიდებული!
სასწრაფოდ ჩემ ოთახში ავედი და ტანსაცმელი გამოვიცვალე.
გადავწყვიტე დემეტრესთან დალაპარაკება, იმედია მის დარწმუნებას შევძლებ რო სანდროს არაფერი არ დაუშავოს.
გამოვიცვალე და სახლიდან გასასვლელად გავემზადე.
ამას ნომერი სასწრაფოდ ავკრიფე და ვუთხარი ჩვენ ადგილას მოსულიყო.

- ეხლა გგონია რომ დემეტრესთან რო მიხვალ და დაელაპარაკები ყველაფერი მოგვარდება ამით?
მითხრა ანამ როცა ჩემი გენიალური გეგმა მოისმინა.
- რატო არა? ჩემი მოსმენა მოუწევს
ვუთხარი ანას და ტელეფონის ამოღება დავიწყე დემეტრესთვის რომ დამერეკა, მაგრამ როგორც ყოველთვის გამორთული ჰქონდა.
ტელეფონი ჯიბეში ჩავიდე და ამას "ეხლა რა ვქნათ" მზერით ავხედე
- დემეტრემ ხო გითხრა, დღის განმავლობაში მამაჩემთან ერთად ვარო, ალბათ არ ცალია
თქვა ანამ და მეც მოწყენილი სახით დავეთანხმე.
ხანდახან სულ მავიწყდება დემეტრე ვისი შვილიც არი და რასაც წარმოადგენს.
ის ისე განსხვავდება იმ ადამიანებისგან ვისაც ოჯახად მიიჩნევს..

მე და ანამ მთელი დღე ჩვენ საყვარელ კაფეში გავატარეთ და ველოდებოდით როდის მოსაღამოვდებოდა დემეტრეს ძებნა, რომ დაგვეწყო.
ესე ვიჯექით და ნამცხვარს ვჭამდით, როცა კაფეში ვიღაც ხმაურიანად შემოვიდა.
ჩვენც თავები ავწიეთ, დაგვაინტერესა ვინ იყო და ჩვენ გაოცებას საზღვარი არ ჰქონდა აჩი, რომ დავინახეთ თავის ძმაკაცებთან ერთად.
აჩი ჩვენი სკოლის ყველაზე საზიზღარი ბიჭი იყო, მასზე არადაამიანურად უზრდელი ბიჭი ჯერ ცხოვრებაში არასდროს შეგვხვედრია.
მისი ყველას ეშინოდა, ბავშვობაში ყოველთვის საშინელ რაღაცეებს გვიკეთებდა ხოლმე.
ეხლაც შემოვიდა მის საშინელ მეგობრებთან ერთად რომლებიც რაღაცაზე იცინოდნენ.
მე და ანამ ერთმანეთს გაკვირვებული სახეებით გავხედეთ.
ვერ ვხდებოდით რას აკეთებდა ჩვენი სკოლის ყველაზე საშინელი მოსწავლე ამ წყნარ კაფეში.
ჩვენ ტოლ ბავშვებსაც კი ვერ ვხედავდით ხოლმე ხანდახან და ეს აქ რას აკეთებს?
- მიდი ფული გამოართვი, ხვალ შესვლა თუ გვინდა ბევრი ფული დაგვჭირდება
უთხრა აჩიმ ერთერთ ბიჭს და ისიც კაფის მეპატრონესთან მივიდა, რომელიც ძალიან საყვარელი ქალი იყო.
მანაც მოწყენილი სახით შეხედა და ფული ამოიღო ჯიბიდან.
- შვილო, რამე ცუდისთვის ხომ არ გჭირდებათ ეს ფული?
უთხრა საწყალმა ქალმა და ბიჭმა ისე გამოართვა პასუხიც არ დაუბრუნებია.
ეგრევე გასასვლელისკენ გავიდნენ და გავიგონე როგორ ლაპარაკობდნენ ხვალინდელ ჩხუბზე.

ამის გაგონებისას საშინლად ცუდად გავხდი, რო წარმოვიდგენ რამდენ ასეთ მოხუცს ართმევენ ფულს იმისათვის რომ სანდროს და დემეტრეს ჩხუბს უყურონ ცუდად ვხდები..
ვცდილობდი ცრემლები შემეკავებინა და კაფიდან სასწრაფოდ გამოვიქეცი.
ანაც გამომყვა უკან, მაგრამ ვუთხარი მარტო მინდა მისი ნახვათქო.

ჯერ დემეტრეს პატარა სახლში მივედი, მაგრამ იქ არავინ არ დამხვდა.
ვერაფერი რომ ვეღარ მოვიფიქრე გადავწყვიტე ლუკას ნომერზე დამერეკა, რომელიც ანას ჰქონდა.
არ ვიცი რატომ აქვს ანას ლუკას ნომერი, მაგრამ ამის გარკვევის დრო ახლა არ მაქვს.
სასწრაფოდ დავრეკე მის ნომერზე და რამდენიმე წამის შემდეგ მიპასუხა
- ლუკა მისმინე, სასწრაფოდ უნდა მითხრა დემეტრე სად შეიძლება იყო ახლა
ვუთხარი მე და აქეთიქეთ სიარული დავიწყე
- ნიაკო შენ ხარ? ჩემი ნომერი საიდან გაქვს
- ამას ახლა მნიშვნელობა არ ააქვს, გთხოვ მითხარი
დავიწყე ხვეწნა, ლუკა თავიდან უარზე იყო, არ უნდოდა დემეტრე გაებრაზებინა, მაგრამ მერე ძლივს დავარწმუნე.
სასწრაფოდ ტაქსიში ჩავჯექი და იმ მისამართზე წავედი ლუკამ რო მომწერა.
ასე თქვა ახლა დარბაზში იქნება მთელი დღეო ხვალინდელი ჩხუბისთვის, რომ მოემზადოსო.

მანქანიდან გადმოვედი და ჩემ წინ რაღაც ძველი დიდი შენობა იყო.
შესასვლელი ვიპოვე და ვიღაც დიდ კაცს ვკითხე აქ სავარჯიშო დარბაზი სად არის თქო.
მანაც სიცილით შემომხედა და შემდეგ თითით მაჩვენა საით უნდა წავსულიყავი.
დარბაზში შევედი და დავინახე როგორ ვარჯიშობდნენ დიდი და ოფლიანი კაცები.
გული ლამის გამისკდა ერთი დაკუნთული წვერებიანი კაცი, რომ დავინახე რომელიც მე მაშტერდებოდა.
სასწრაფოდ ნაბიჯებს ავუჩქარე და დემეტრეს ძებნა დავიწყე.
შევამჩნიე, რომ ვინც დამინახა ყველა დამცინავი სახით მიყურებდა.
ერთერთი ბიჭი კი მომიახლოვდა და ლაპარაკი დამიწყო
- ბავშვი აქ რას აკეთებ, დაიკარგე?
თქვა მან და ყველამ სიცილი დაიწყო.
აქ ბევრი ხალხი არ ყოფილა, მაგრამ ვინც იყო ყველა ჩემკენ იყურებოდა და იცინოდა
- დ-დემეტრე აქ არ-რის?
ძლივს ჩავილაპარაკე, მაგრამ ვერავინ ვერ მიხვდა რა ვთქვი.
უკვე ტირილს ვაპირებდი ამდენი უცხო სახის დანახვისას, მაგრამ უცებ დემეტრე დავინახე რომელიც გამწარებული ურტყამდა ხელებს რაღაცას.
მისკენ გავიქეცი და პატარაზე შევეხე ზურგზე, რომ შეეწყვიტა დარტყმა.
ჩემკენ გამოიხედა და გაოცებისგან თვალები გაუფართოვდა მე რომ დამინახა..



№1 სტუმარი გეგა

ძაან კაი იყო და მალე დადე შემდეგი თავი რა გთხოვ ❤️❤️

 


№2  offline წევრი blondeangel631

მალე დადე კარგი იყო <3

 


№3  offline წევრი lamazmani

კარგი იყო მომეწონა შემდეგი თავი დაძაბული იქნება და ძაან დამაინტერესა ❤მაგრამ ძაან აგვიანებ და ცოტა მალე დადე ხოლმე ❤ველოდები შემდეგ თავს მოუთმენლად❤

 


№4 სტუმარი სტუმარი bells

ragitxra ritgagaxaro ?! dzalian kargi iyo da shemdeg tavs tu male dadeb gagaxmerteb :D homartla shemdeg tavs rodisdadeb ? d

 


№5  offline წევრი niakonia6

გეგა
ძაან კაი იყო და მალე დადე შემდეგი თავი რა გთხოვ ❤️❤️

მადლობა <3 მალე დავდებ

გეგე მარიშკა
მალე დადე კარგი იყო <3

მადლობა <33

lamazmani
კარგი იყო მომეწონა შემდეგი თავი დაძაბული იქნება და ძაან დამაინტერესა ❤მაგრამ ძაან აგვიანებ და ცოტა მალე დადე ხოლმე ❤ველოდები შემდეგ თავს მოუთმენლად❤

მადლობა <3 მართალი ხარ შემდეგი თავი ძალიან ძალიან დაძაბუული იქნებაა :დდ

სტუმარი bells
ragitxra ritgagaxaro ?! dzalian kargi iyo da shemdeg tavs tu male dadeb gagaxmerteb :D homartla shemdeg tavs rodisdadeb ? d

:DD მალე დავდებ <3

ერთ მომენტში დემეტრეს მაგივრად სანდრო დავწერე და არ შეიმჩნიოთ <3 :დდ

 


№6 სტუმარი სტუმარი Lia

Namdvilad kargi tavia❤❤❤

 


№7  offline მოდერი ენემი

ვაიმეე დემეტრეზე მეკეტებააააა joy ძალიან მაგარი გოგო ხარ

 


№8 სტუმარი სტუმარი გვანცა

მალე დადე რა

 


№9 სტუმარი სტუმარი მარი

ძაან კარგიაააა მალე დადეეეეე

 


№10 სტუმარი სტუმარი

აუუ ძაან მაგარია მალე დადე რა გთხოვ heart_eyes

 


№11 სტუმარი ტინკი

გთხოვრა მალედადე შემდეგი,, ძალიან მომწონს აი ძალიან მაგრამ დემეტრეს თუ ცოტას აწვალებ კიდევუფრო გაახალისებ მოთხრობას წაემატებები

 


№12 სტუმარი სტუმარი bells

agarapireb dadebas ?

 


№13 სტუმარი ნიაა

ან ნუ გვატყუებ რომ ხვალ დადებ ან მართკა დადე,რა წესია ეს ამდენს რომ გვალოდინებ ?! გასაგებია რაღაც საქმეები გაქვ და ვერ დებ ყოველდღიურად მაგრამ ნუ იტყუები...

 


№14 სტუმარი 20

disappointed_relieved sweat ლევანი ცერცვაძეს საყვარელო ბიჭი

 



სახელი: *
  • bowtiesmilelaughingblushsmileyrelaxedsmirk
    heart_eyeskissing_heartkissing_closed_eyesflushedrelievedsatisfiedgrin
    winkstuck_out_tongue_winking_eyestuck_out_tongue_closed_eyesgrinningkissingstuck_out_tonguesleeping
    worriedfrowninganguishedopen_mouthgrimacingconfusedhushed
    expressionlessunamusedsweat_smilesweatdisappointed_relievedwearypensive
    disappointedconfoundedfearfulcold_sweatperseverecrysob
    joyastonishedscreamtired_faceangryragetriumph
    sleepyyummasksunglassesdizzy_faceimpsmiling_imp
    neutral_faceno_mouthinnocent