პირველი სიყვარული (3)
რას ვგრძნობდი მის მიმართ არც კი ვიცოდი,მასთან ერთად კარგად ვატარებ დროს ყველა პრობლემა მავიწყდება,ბევრჯერ დაგვთენებია კიდევაც ლაპარაკში სასიამოვნო პიროვნებაა მაგრამ ეს სიყვარულია არ ვიცი.საღამოს 11 საათზე გადავწყვიტე ჩამერთო ტელეფონი და რას ვხედავ 30 გამოტოვებული ზარი და 50 მესიჯი,ტელეფონი ვეღარ იტევდა ამდენ სმს და ყველა ოთოსგან იყო,როგორც კი უნდა მიმეწერა დარეკა ჩემმა ტელეფონმა რა თქმა უნდა ის იყო: -სად გაქრი გოგო,შენ ნორმალური ხარ დალიმაც კი არ იცოდა სად იყავი და ან რატომ გქონდა გამორთულო ტელეფონი,ეს დედა მო****** რატო თიშავ ტელეფონს. -დაწყნარდი რატო იგინები ხომ იცი რომ არ მიყვარს -დავწყნარდე არაა?ადვილი სათქმელია სად იყავი თქო -უბრალოდ გადავწყვიტე დამესვენა ყველასგან და გავთიშე ტელეფონი -მასე ძალიან დაგღალე? -მე ეგ არ მიგულისხმია უბრალოდ ასე გადავწყვიტე და პანიკებში ნუ ვარდები -ვიცი ეს რატომაც გააკეთე -ვითომ რატო -შეგეშინდა პასუხის გაცემის რაც ღამით გითხარი,მაგრამ არ ვაპირებ ძალის დატანებას,თი გინდა ეხლა მითხარი პასუხი თუ დრო გჭირდება გაგიგებ -ერთს გეტყვი მარტო.მეშინია რომ ტყუილია და გული მეტკინება,არ მინდა სწრაფი გადაწყვეტილების მიღება ამიტომ ვიყოთ ისევისეთი მეგობრები რაა არ მინდა შენი დაკარგვა -სულელო ვინ გითხრა რომ დამკარგავო,შენ რომც არ გინდოდეს მე სულ შენს გვერდით ვიქნები თუნდაც როგორც მეგობარი ან შენ რასაც ფადაწყვეტავ -მადლობა გაგებისთვის -არანაირი მადლობა ჩემო ბაჭია ეხლა კი მიდი დაიძინე უკვე გვიანია -კარგი ტკბილი ძილი -შენც პრინცესა და გამითიშა ტელეფონი,მივხვდი რომ რაღაც მომეხსნა გულიდან და მაშინვე დავიძინე.მეორე დილით ხალისიანი ვიყავი როგორც მჩვეოდა,მე ხომ ყველა პოზიტივის მეძახის,რადგან რა უნდა მოხდეს რომ მე მოწყენილი მნახონ და ჩემი ცრემლები ხომ არავის უნახავს,რადგან ყოველთვის მადლობელი ვარ ღმერთის რომ ყველა ცემთვის საყვარელი ადამიანი გვერდით მყავს და რაც მთავარია ჯანმრთელები არიან,მხოლოდ ერთმა საყვარელმა ადამიანმა დამტოვა პაპამ,ის იყო ჩემი ბედნიერების ერთ-ერთი სხივი,ის ჩემო ფერიას მეძახდა და როდესაც ვცეკვავდი ის ძალიან ბედნიერი იყო,მარ გიორგი ერქვა და მისი სიკვდილის შემდეგ გადავწყვიტე ჩემი შვილისთვის გიორგი დამერქვია,მისი დაკარგვა ყველაზე ძნელად გადავიტანე,იმ პერიოდში ვერავინ მცნობდა აღარც ვლაპარაკობდი და აღარც ვიცინოდი,მაგრამ ერთ დღისით მივხვდი რომ ასეთი რომ ვენახე არ გაიხარდებოდა და ამიტომ დავუბრუნდი ჩემს ძველ ცხოვრებას.დილით რომ ავდექი წვიმიანი ამინდი იყო რატომღაც რაც ზაფხულში იშვიათია,ამიტომ ჩემს მეგობრებს დავურეკე რომ ჩემთან ამოსულიყვნენ,რათქმაუნდა ისინიც ამოვიდნენ ჩემთან,ჩემი სახელგანთქმული პიცა გამოვაცხე ბიჭებმა სასმელები ამოიტანეს და დავიწყეთ ქეიფი,მშვენიერი დრო გავატარე,დამცხა ოთახში და ამიტომ აივანზე გავედი,უკან ჩემი მეგობარი გამომყვა გიგა: -ლიკუნა რამე ხომ არ გჭირდება? -არა გიგუცი მადლობაა უბრალოდ დამცხა მიდი შენ შედი ბავშვებთან და მეც მალე მოვალ -არა ისედაც შენთან ლაპარაკი მინდა -გისმენ -ლიკა მინდა იცოდე რომ მიყვარხარ და მინდა ჩემი მეორე ნახევარი გახდე ყველაზე ბედნიერი ვიქნები მაშინ(გავოცდი დავიბენი) -გიგუცი შენ ხომ იცი რომ ჩემთვის ძმასავით ხარ,მეც მიყვარხარ მაგრამ ისე არა როგორც შენ და მოდი ჩავთვალოთ რომ არაფერი გითქვამს -მინდოდა გცოდნოდა მაგრამ არ მინდა გაგვიფუჭდეს ურთიერთობა -ნუ ღელავ ეს ჩვენს შორის დარჩება და ისევ-ისეთი მეგობრები ვიქნებით -მინდა იცოდე რომ ყველაზე საუკეთესო ხარ -კაი მიდი გიგი შედი ოთახში და მეც მოვალ შევიდა ოთახში და დავრჩი მარტო აივანზე,ვგრძნობდი როგორ მეხებოდა თბილი ჰაერი მაგრამ შოკშ ვიყავი,არ ველოდი მისგან ამას მაგრამ ის ჩემი მეგობარი იყო და ვიფიქრე რომ მთვრალი არის მეთქი და უბრალოდ ალკოჰოლის ბრალი არის,ამიტომ გადავწყვიტე დამევიწყებინა და გავაგრძელე გართობა მეგობრებთან ერთად.ოთო სამსახურში იყო და ამიტომ მთელი დღე ველოდებოდი როდის მომწერდა,უი ხო ოთო მუშაობს დაცვის პოლიციაში,როცა სამსახუღსი არის ღამრ ვერ იძინებს და ამიტომ ლაპარაკში ვათენებთ ხოლმე,როგორ იქნა მომწერა: -რას შვრები? -რავი ბავშვები იყვნენ ეხლა ჩემთან და წავიდნენ. -დალიე? -აუ კი მაგარი იყო ძალიან -კაი რა ლიკა რატო დალიე -რავიცი აბა რა მეკეთებინა -რაღაც ხასიეთზე არ ხარ მაინც და რა ხდება -არა არაფერია -თქვი ეხლა რა მოხდა -ჩემი მეგობარი რომ არის გიგა ხომ იცი -კი როგორ არა -ხოდა მაგან მითხრა მიყვარხარო,კი ვფიქრობ ალკოჰოლის ბრალი იყო მაგრამ მაინც ვფიქრობ მის სიტყვებზე -მაგ ბო** აღარ გაეკარო,შორს დაიჭირე თავი და მაგ სი** მე ვუჩვენებ სეირს -კაი დაწყნარდი რა მოგივიდა არაფერი უთხრა -მართალია არ ვეტყვი -კაი რა ჩემს თავს გაფიცებ დაწყნარდი -რატომ დამაფიცე შენი თავი ეხლა ვერაფერს ვეტყვი -ძალიან კარგი.რაო რაო იეჭვიანე -დიახაც რაც ჩემია იმას არავინ უნდა არც უნდა შეეხოს და არც შეხედოს -კაი კაი წავედი დავიძინო რა დღეს მაპატიე ხვალ ვიმესიჯოთ -კაი არაუშავრა მიდი დაიძინე -თუ გამეღვიძა მოგწერ და ვილაპარაკოთ -მიდი მე მაინც დაგელოდები. განა მართლა ვიძინებდი უბრალოდ მის სიტყვებმა ამაღელვა და არ ვიცოდი სხვა რა მეთქვა.ასე გავიდა ერთი კვირა და დადგა ზღვაზე წასვლის დღეც,გადაწყვიტე წინა საღამოთი მენახა ოთო,როგორც იქნა გავაღწიე სახლიდან და შევხვდი,მოწყენილი იყო უჩვეულოდ რადგან სანამ იქ ვიქნებოდი ვერ მივწერდი და ჩემს ხმას ვერ გაიგებდა,ბოლოს ისე ძალიან ჩამეხუტა რომ მეგონა მოვწყდი ამ ქვეყანას და ღრუბლები დავფრინავდი მანაც იგრძნო რომ მესიამოვნა და უფრო მიხუტებდა,მისი გულის ცემას ვგრძნობდი და თითქოს გულიც იძახდა მიყვარხარო,როგორც იქნა ერთმანეთს მოვშორდით და წავედი სახლში მივდიოდი ქუჩაში და უაზროდ მეღიმებოდა,რომ მახსენდებოდა მისი თბილი დამშვიდობება,ის ხომ ჩემში ყველა გრძნობას ერთად აღძრავდა,მთელი ღამე ათას სისულელეზე ვილაპარაკეთ,მალე დედამაც დამიკაკუნა კარებზე და ჩემი გაღვიძება უნდოდა,უცბად ტელეფონი დავმალე და თითქოს მეძინა ისე მოვაჩვენე თავი,როგორც კი ოთახიდან გავიდა მაშინვე დავემშვიდობე ოთოს და გავემზადე წასასვლელად,მამამ მიგვაცილა მატარებლამდე დავემშვიდობე და დავიკავეთ ჩვენი ადგილი.გზაში დავაპირე გამოძინება და ამიტომ ყურსასმენები გავიკეთე და დავიწყე სიმღერების მოსმენა მართლაც ჩამეძინა და უკვე ბათუმში ვიყავით დედამ რომ გამაღვიძა ჩამოვედითო,როგორც კი ქუჩაში გავედი მაშინვე ზღვის სუნი ვიგრძენი,რომელზეც ვგიჟდებოდი,როგორც იქნა მივედით ბინაში რომელიც ვიქირავეთ და მაშინვე მივწერე ოთოს " დავბინავდით არ ინერვიულო" პასუხს ველოდებოდი მაგრამ არ მომწერა.იმ დღეების განმავლობაში თითქოს დედას დავუახლოვდი,ვლაპარაკობდით ათას თემაზე,ერთ საღამოს რესტორანში ვიბექით როცა რაჭულის სიმღერა ჩაირთო,რა თქმა უნდა მე როგორც მოცეკვავემ თავი ვერ შვიკავე და დავიწყე ცეკვა იმ წუთას დამავიწყდა ყველაფერი,მაგრამ როდესაც დამთავრდა სიმღერა და გავჩერდი ყველა მე მიკრავდა ტაშს და ვიგრძენი როგორც ამიწითლდა ლოყები,პატარა ბავშვები მოდიოდნენ და ფოტოებს იღებდნენ ჩემთან ბიჭები კი შორიდან მათვალიერებდნენ.თავიდან სამი დღე ძალიან კარგი იყო,ბევრი ბავშვი გავიცანი დავუმეგობრდი,ცურვაც კი მასწავლეს,მაგრამ მეოთხე დღეს უკვე ძალიან მომენატრა ოთო და ზღვაზე წასვლაზეც კი ვიძახდი უარს,დედა ძალიან ნერვიულობდა: -დედა გენაცვალოს თუ გინდა დავბრუნდეთ თბილისში თუ ცუდათ ხარ -არა დე კარგად ვარ არაა საჭირო უბრალოდ დავიღალე ეს დღეებია სულ ბავშვებთან ერთად ვარ და -კაი დე როგორც გინდა დაისვენე დედა რომ ოთახიდან გავიდა მაშინვე ნინიკომ დამირეკა,ის ერთ-ერთი იყო რომელიც იქ გავიცანი ძალიან საყვარელი გოგო იყო,უკვე საღამოს ცხრა საათი იყო: -ლიკუნა მიდი რა გამო გარეთ ჩემს ეზოში ვართ -აუ ნი არ გეწყინოს რა არ მინდა არ ვარ ხასიეთზე -რატო რა გჭირს უკვე ორი დღეა ჩვენთან ერთად აღარსად დადიხარ -აუ ხო მოგიყევი და იცი მიზეზი -კი ვიცი და ამიტომაც არ მოქცემ მოწყენის უფლებას.მალე ადექი,ჩაიცვი და გამო -აუ შენ ხომ სვანი ხარ კაი ნახევარ საათში მანდ ვარ. დედას რომ ვუთხარი დამთანხმა რადგან ნინიკოს ბინა ახლოსვე იყო ჩვენთან,აბანოში შევედი გადავივლე წყალი და თან ისევ ოთოზე ვფიქრობდი,გამოვედი ჩავიცვი მოკლე ყვავილებიანი კაბა თმები გავიშალე და წავედი ნინისთან.იქ რომ მივედი ეზოში ბევრი ბავშვი იყო და მხიარულობდნენ,მეც შევუერთდი მაგრამ ბოლომდე გამხიარულებას ვერ ვახერხებდი,ცოტა მოშორებით ვიდექი და ვუსმენდი ზღვა როგორ ღელავდა,უნიდამ ნაცნობი ხმა გავიგე "შენ მოწყენა არ გიხდება პრინცესა გაიღიმე" შევბრუნდი და .... |
ტესტები
აქტიური მწერლები
აქტიური მწერლები
.:დღის აქტიური მკითხველი:.
გჯერათ ბიჭის და გოგოს მეგობრობის?
ყველა გამოკ
.:შემოგვიერთდით FACEBOOK-ზე:.