შესვლა
რეგისტრაცია
რეკლამა

რიტა (3 თავი)


18-12-2017, 21:55
ავტორი TrustYourSoul
ნანახია 1 285

შემდეგ, შემდეგ კი....ვიგრძენი,იის და სიცივის სურნელმა ცხვირის ნესტოები როგორ ამიწვა,შანელით კარგად უცდია დამალვა, მაგრამ მე? მე მის სურნელს ქვეყნის დასალიერში მყოფიც კი ვიგრძნობდი,გახსნილ კარში გაშეშებული დგას,ძარღვები ერთიანად მებერება, სისხლი უმოწყალოდ ასკდება კაპილარებს,6 წელია არ მინახავს,3 წლის წინ ბებიის გარდაცვალება, რომ მაცნობეს მაშინაც მხოლოდ 1 კვირით გავჩერდი,გავურბოდი,მის ნახვას გავურბოდი და ახლა 6 წლის შემდეგ ამ წყეულ ადგილას ისევ შემეფეთა ეს შავი,მიწის ფერი თვალები,თვალებიდან მხრებზე შემდეგ კი წელზე ინაცვლებს ჩემი მზერა და კიდევ ერთხელ ვაღიარებ, თუ რაოდენ სუსტია შეყვარებული კაცის ცნობიერება,ბიჭს მარდად შემოუჭდია წელზე ხელი და გვერძე მდგარ ბიჭებთან რაღაცაზე გულიანად იცინის,ვერც კი ამჩნევს, მისი ქალი სხვაზე როგორ დააცეცებს თვალებს.
- ლევან - ირგვლილვ ყველაფერი ბინდში ეხვევა,ხმას,რომ იღებს - ლევანი,დიდხანს გაუქაჩავთ,ნახე ცოტნე? თურმე მართლა ჰყვარებია,ტყუილად არ მიუტოვებიხარ,მაწყნარებს ჩემი ალტერ ეგო,მაგრამ ვაი ამ დაწყნარებას.
- გისმენ ლეა
- ცოტახანში დავბრუნდები კარგი? - ბიჭი თავს უქნევს და ისიც ნელი ნაბიჯებით იწყებს მოახლოებას
- ლეა? - გაოცებული კითხულობს რატი,ნოესაც ჩემი ემართება,მგონი გამოშტერდა ეს უბედური.
- ხო რატი, ლეა, როგორ ხართ? რამდენი ხანია არ მინახავხართ - რატი და რეზი ერთად დგებიან, მაინც ტყუპების გენები რაა, თავისას შვრება,ლეაც წინ იხრება და ორივეს ერთად ეხვევა.ამ ხნის განმავლობაში,ჯიუტად მივშტერებივარ,მიმტანის მოტანილ,პატარა, ვარდისფერ ყვავილებიან ვედროს,ფულის ჩაყრას,რომ ელის,თავს უცებ ვწევ და ვესალმები,ის კი ამღვრეული თვალებით მომჩერებია.
- ლეა,როგორ შეცვლილხარ,გეტყოდი გალამაზებულხარ მეთქი,მაგრამ შენ როდის არ იყავი ლამაზი არა?? - ვუცინი,ვინ იცის რამდენად დამიჯდა,ამ სიტყვების ერთმანეთზე გადაბმა და შემდეგ წინადადებად ქცევა,რაღაცის თქმას აპირებს,ლეო,რომ გვიახლოვდება,ის ლეო,6 წლის წინ ყველაფერზე მეტად,რომ უყვარდა და ალბათ,ახლაც.
- ლევან,ესენი ჩემი ძველი მეგობრები არიან,უნდა გახსოვდეს მგონი,ცოტნე მენაბდე,ნოე გაბაშვილი,აჩი მაჩაბელი,რეზი და რატი მებონიები,ეს კი შოთაა ნოეს ძმა,აი გოგონებს კი არც მე ვიცნობ,რაც შეეხება ლევანს - თვალს ჩემსკენ აპარებს - ის ჩემი საქმროა - ასრულებს და ისევ მიყურებს,ნეტავ რას ელის,ასე რატომ მომჩერებია,ხომ არ ჰგონია კიდევ მიყვარს? - მეღიმება - სასაცილოა არა? ხომ არ ჰგონია მეთქი,გავიფიქრე,ეჰ ცოტნე ასეა საქმე,ხომ? არ ისევენებს ალტერ ეგო,მიეცა სიცილის მიზეზი.
- სასიამოვნოა - ყველა ერთხმად ამბობს.
27.12.2011
არც კი ვიცი რა დავწერო,ვერ თუ არ ვიხსენებ იმ საღამოს დასასრულს,თვითონაც არ ვიცი, მაგრამ მოდი ეს სხვა დროისთვის გადავდოთ,დღეს შოთას და ნატალის დღეა,მათი შეუღლების დღე.
- ცოტნეეეე - პიჯაკის მორგებაღა დამრჩა,ნინა,რომ ხსნის კარს - შეგიძლია ცოტა იჩქარო? სიძეც კი შენ გელოდება,სირცხვილია რაა,სირცხვილი,ის მამაშენიც 1 საათი ემზადება,მე ვარ ქალი თუ თქვეეენ? - გაუჩერებლად ქოთქოთებს და უდიერად მიყრილ ტანსაცმელს თავის ადგილს უჩენს.
- ნინა არ გვაგვიანდება და ის სიძე ჩემ გამო კი, არ ილოდება,სხვა გზა არ აქვს, ასე ადრე ვერ დაადგება და იმიტომ,ამ ტანსაცმელს კიდევ შეეშვი,მე დავყარე და თვითონ მივალაგებ - ძალით გამყავს ოთახიდან და დაპირებულს ვუსრულებ,ტანსაცმილს დალაგებას ვიწყებ,საერთოდ ბავშვობიდან ვერ ვიტან არეულობას და ჩემ არეულს სხვა თუ ალაგებს ამაზე ხომ საერთოდ წიკები მემართება.1 საათი იყო,გვიჩიანების კარები,რომ შევაღეთ,მაშინვე შეგვეგება ქალბატონი ნანა,ნატალიას დედა და სასტუმრო ოთახისაკენ გაგვიძღვა,ორ-სამ წუთში ნატალიაც გამოვიდა,შოთას გავხედე,ფერი არ ედო სახეზე,ნელი ნაბიჯებით მიუახლოვდა და შუბლზე ეამბორა.
- ნატალი - ჩუმი,ხავერდოვანი ხმით წარმოთქვა - იცი? ყველაზე ლამაზი ხარ.........ისეთი ლამაზი ხარ,ამ სუსხიან დღეს,მხოლოდ შენი თვალები თუ გამათბობს.
------------------------------------------------------------------------------------------------
27.12.2011 18:24
აივანზე ვარ,მშვიდად გადავყურებ ძველ თბილისს და ვფიქრობ, ყველაფერი ისე არის,როგორც უკვე ცოლ-ქმრად წოდებულ,ნატალიას და შოთას უნდოდა, როგორი ბედნიერები არიან,როგორ უხარიათ ერთმანეთი.
- კარგია,ღამის თბილისი - გვერდით, ქეთო მიდგება და საუბარს იწყებს.
- კი ქეთო,კარგია და შესაძლოა უფრო მეტიც - ვუღიმი.
- ხო,სიჩუმეც კარგია არა? - აზრებს მიმიხვდა,ღმერთო რა ეშმაკი გოგოა,მეღიმება.
- კი ქეთო, სიჩუმეც კარგია
- მაგრამ ბევრი ცუდიც არის ამ ქვეყანაზე არა? - ხმას არ ვიღებ,ისევ თვითონ აგრძელებს - იცი ხომ? რეზი, რომ მომწონს
- კი ქეთო,ვიცი - ისევ ვუღიმი
- ხოო და ისიც იცი, მასაც,რომ მოვწონვარ არა?- ეშმაკურად მიცინის.
- არა ქეთო,ეგ არ ვიცი,მოსწონხარ? - ცოტაღა დარჩა და სიცილს დავიწყებ
- კი ცოტნე,მოვწონვარ,თან ძალიან,ახლაც აივნის კარიდან მარცხნივ ზის,და დაბოღმილი გვიყურებს,რადგან შენ გელაპარაკები და მას არა - ისევ ჩუმად ვარ,აგრძელებს - მაგრამ იცი მთავარი რა არის? იცის,რომ მომწონს,მაგრამ..
- მაგრამ,არ ტყდება - ვასრულებ მე.
- ხო არ ტყდება,არ მიყვარს ბიჭს სიყვარულს მე,რომ ვუხსნი,ერთხელ ვცადე და თავზე ხელი გადამისვა,რა პატარა ხარო - რეზისკენ იხედება და თვალებს ატრიალებს,ღმერთო რა სასაცილო გოგოა - მაგრამ მგონი მომიწევს - ასრულებს და უკვე კარის ზღურბლთან მდგარი,ტრიალდება - ცოტნე - ჩუმად ვარ - ცოტნე იცი? ამ ქვეყანაზე, ყველაზე კარგი,ჩაის სახლშია და გაცხარებული ითვლის ქვითრებს.
________________________________________________________________________
31.12.2017
''ამო რამეში'' ვარ,ტკბილ როზეს და ფრანგულ ყველს შევქცევივარ,ვფიქრობ,ჩაის სახლში მყოფზე,რომელიც გაცხარებული ითვლის ქვითრებს,იქ ბევრი ითვლის ქვითრებს,მაგრამ არც ერთი არ არის ის, ამ ქვეყანაზე,ყველაზე კარგი,ნეტავ ვინ იგულისხმა ქეთომ? უკვე სამი დღეა მასზე ფიქრები დამჩემდა,სადაც არ უნდა ვიყო ვფიქრობ,ნუთუ ამ ჭუჭყიან სამყაროში დარჩა ვინმე,ყველაზე კარგი? მყურდოებას ტელეფონზე გაბმული ზარი მიშლის,ნოეა,ნელი მოძრაობით ვიქცევ ხელში ტელეფონს და ვპასუხობ.
- გისმენ
- სად ხარ?
- ამო რამეში ნოე - თვალებს მომაბეზრებლად ვატრიალებ,ნუთუ ორი საათის წინ არ ვუთხარი, სადაც ვაპირებდი წასვლას?
- კარგი ნუ მიღრენ,გადამავიწყდა,უბრალოდ დაგირეკე,იმედია ამ ახალ-წელს მაინც დაგვითმობ შენ თავს
- არაა,თბილისში იმისთვის ჩამოვედი,რომ მარტომ გავატარო ეს დღესასწაული - იმდენად დამიბინდა, ერთად მასზე ფიქრებმა და ტკბილმა როზემ გონება,იუმორიც დამიქვეითდა,მგონი.
- კარგი,მაშინ გოთუაზე, გაუარე სესილის და მომიბრძანე სახლში
- აუ ბინის ნომერი არ მახსოვს,ტელეფონის ნომერიც გამოცვალა მგონი და მომწერე მაშინ
- კარგი,იმედია ცოტა მალე იზამ დღეს არ მინახავს,შემიპყრო ქალბატონმა დედამ - მეღიმება,ნოეს და თეკოს კამათის გახსენებისას,ერთმანეთი ხომ ყველფერზე მეტად უყვართ მაგრამ მათი ჩხუბი,ბომბია,მთელ ქუჩას აწევს ჰაერში.
ვდგები,ბოკალს ბოლომდე ვცლი,კაფის მეორე ნაწილში გავდივარ,სალაროსთან ფულს ვიხდი და უკანა ეზოში მდგარ,აუდის ჯიპს დამანჭული სახით შევყურებ,რაც ჩამოვედი არ გამირეცხვას და ტალახში ნაგორავებს გავს,რულთან ვჯდები,ღვედს ვიკრავ,მანქანას ვქოქავ და უცბად ვსწყდები ადგილს.
------------------------------------------------------------------------------------------------
1.01.2012 00:01
-გიიიილოოოოცააავთთთთ - ბოლო ხმაზე გაჰკივის სესილი - გილოცავ ჩემო სიყვარულოოო - სკამზე ასულს,ნოე ქვემოდან შეჰყურებს,წელზე ხელები აქვს შემოხვეული,სესილის კი, კისერზე
- ჩამოდი სესილიი - თავს აქნევს და ისევ ყვირის - გილოცაააავთ
- სესილი მეთქი! ჩამოდი ახლა,გავიდნენ გარეთ და გავიდეთ ჩვენც - შუბლზე კოცნის და სკამიდან პირდაპირ,ნოეს ხელებში ხტება - მხოლოდ შენ გამო - საჩვენებელ თითს უწევს და ჰაეროვან კოცნას უგზავნის.ქეთო გამწარებული უხსნის რეზის რაღაცას,ისიც განაბული,ღიმილ შეპარული სახით მისჩერებია
- რეზი! იცოდე კიდევ ერთხ.... - ნელა უახლოვდბა შუბლზე კოცნის,უცინის და გასასვლელი კარისკენ მიდის - რეზი მეთქი! მასე ხო? - ჩუმდება,უკვე კართან მდგარი რეზი ტრიალდება.
- ქეთო
- რაა - საკმაოდ შეცვლილი ხმის ტემბრით პასუხობს,ტირილს ცოტაღა,რომ უკლია ისეთით - ღმერთო რა დავლიე ასეთი?! - თავზე იბჯენს ხელებს,და თავისთვის ბუტბუტებს
- ქეთოო
- რა გინდა..რეზი?
- მოდი,გარეთ გავიდეთ
- არ მინდა მე..გარეთ
- კარგი რა,იქნებ რა უნდა განახო,მოდი - შრეკის თვალებით უყურებს,ქეთოც კარისკენ იწყებს სვლას,უკვე რეზის წინ მდგარი,ხელებს შლის - აბა?მოვედი,იმედი მაქვს ექვსი ნაბიჯი სისულელისთვის არ გადმომადგმევინე - სიჩუმეა,უკვე ჩხუბისთვის მომზადებულ ქეთოს, თვალები მომენტარულად უბრწყინდება - რეზი - ჩახლეჩილი ხმით ამბობს,ხელს კიდებს და მასთან ერთად გადის ეზოში.
რიწის ნ.14. ყველას ეზოში მოუყრია თავი, მათი ყურადღება კი,უამრავ ფერად შემოსილ ცას მიუპყვრია,სახლთან ახლოს ველოსიპედი დგას ,მუქი მწვანე,წინ დიდი დაწნული კალათით.
6.01.2012
ყველა ნოესთან ვართ,წყნეთში დიდი სახლი აქვთ და იქ გადაუწყვიტავთ,შობის აღნიშვნა,დიდი მამა-პაპური სუფრაა,ბევრი ჩემთვის უცნობი პირია,ჩახუთულობაა,ეზოში გავდივარ ჰამაკში ვჯდები და სიცივისგან მობუზული პლედს ვიხვევ,ვიღაცის ხმა მესმის,ინტერესიან მზერას ვავლებ,მთელ ეზოს,საეჭვოს ვერაფერს,რომ ვერ ვხედავ,ვდგები და ჭიშკრის მიმართულებით მივდივარ,ხმა უფრო მძაფრდება,ჭიშკრის კარი ღიაა,ნათლად მოჩანს გოგონას,მუქი შავი თმა და თოვლში ჩაფლული ნაცრიფერი კაბის ბოლოოები,ჩუმი ჩახველება და მისი უკიდეგანოდ მწვანე სფეროები,ჩემ მზერას აწყდება.....
ყველაფერი შობის ღამეს დაიწყო,იმ სუსხიან და ამავდროულად თბილ ღამეს მისი თვალები,რომ ბზინვარებდა და ათბობდა მთელ დედამიწას,ნუ მთელ დედამიწას თუ არა იმ ადგილს მე,რომ გაშეშებული ვიდექი.
აბაა გილოცავთ მოგვიანებით ბარბარობას,როგორ ხართ? მგონი წინა თავებთან შედარებით მოზრდილი თავი გამომივიდა იმედია მოგეწონებათ ველი კომენტარებს,რადგან თქვენი დაწერილი თითოეული სიტყვა სტიმულს მმატებს



№1  offline მოდერი ტკბილიწიწაკა

ჩემო შოკოლადის მუსო რათქმაუნდა მომწონს და აღფრთოვანებული ვარ შენი ისტორიით ♥♥ მიხარია რომ ტემბრში დებ ახალ თავებს და არ აგვიანებ ასევე გამართული ნაწერი გაქვსბრასაც ვაფასებ და პლიუს სასიამოვნიც კი რაც უფრო მიზიდავს წაკითხვისკენ ♥♥ ალბათ დანარჩენის თქმას აზრი არააქვს რადგან თაბადვე იცი როგორი შესანიშნავი გოგო ხარ და მოუთმენლად ველოდები ახალ თავს ასე რომ წარმატებები საყვარელო ♥♥♥

 


№2  offline წევრი TrustYourSoul

ტკბილიწიწაკა
ჩემო შოკოლადის მუსო რათქმაუნდა მომწონს და აღფრთოვანებული ვარ შენი ისტორიით ♥♥ მიხარია რომ ტემბრში დებ ახალ თავებს და არ აგვიანებ ასევე გამართული ნაწერი გაქვსბრასაც ვაფასებ და პლიუს სასიამოვნიც კი რაც უფრო მიზიდავს წაკითხვისკენ ♥♥ ალბათ დანარჩენის თქმას აზრი არააქვს რადგან თაბადვე იცი როგორი შესანიშნავი გოგო ხარ და მოუთმენლად ველოდები ახალ თავს ასე რომ წარმატებები საყვარელო ♥♥♥

სიხარულოოოოოოოო <3 როგორ მიხარიხარ <3 მადლობა დიდიდიდიდიდიდი <3 :დდდ

 


№3  offline აქტიური მკითხველი Anuki96

ვაიმეეე აგი რა იყო ააა? გულის შეტევა უნდა დამმართო ხო და აიკიდო ჩემი ცოდვა კისერზე ხო? არ მოგასვენებ იქედან იცოდე. გამისკდება ამდენი ემოციით ეს გული. ♡♡

 


№4  offline წევრი TrustYourSoul

Anuki96
ვაიმეეე აგი რა იყო ააა? გულის შეტევა უნდა დამმართო ხო და აიკიდო ჩემი ცოდვა კისერზე ხო? არ მოგასვენებ იქედან იცოდე. გამისკდება ამდენი ემოციით ეს გული. ♡♡

ვაიმეეე,შენ ვერც კი წარმოიდგენ ასეთი კომენტარები როგორ მახარებს ❤ დაიდება დღეს ახალი თავი ❤

 



სახელი: *
  • bowtiesmilelaughingblushsmileyrelaxedsmirk
    heart_eyeskissing_heartkissing_closed_eyesflushedrelievedsatisfiedgrin
    winkstuck_out_tongue_winking_eyestuck_out_tongue_closed_eyesgrinningkissingstuck_out_tonguesleeping
    worriedfrowninganguishedopen_mouthgrimacingconfusedhushed
    expressionlessunamusedsweat_smilesweatdisappointed_relievedwearypensive
    disappointedconfoundedfearfulcold_sweatperseverecrysob
    joyastonishedscreamtired_faceangryragetriumph
    sleepyyummasksunglassesdizzy_faceimpsmiling_imp
    neutral_faceno_mouthinnocent