შესვლა
რეგისტრაცია
რეკლამა

გამომაფხიზლეთ


15-02-2017, 00:52
ნანახია 1 389

გამომაფხიზლეთ ამ ბინდიდან, გამომაფხიზლეთ,
აღარ მსურს მხოლოდ ოცნებებით მთვრალმა ვიარო,
მგონი მოვიდა დრო ყველაფერს საღად შევხედო,
და ამ ცხოვრების მკაცრი სკოლა გამოვიარო.

არ გავურბოდი ამ დღეს, მაგრამ მაინც ძნელია,
ასე უეცრად გახდე დიდი, დათმო ზღაპარი,
რომელშიც დიდხანს თქვენს გარეშე ტკბილად ვცხოვრობდი,
გულს მინათებდა ოცნებების თეთრი ლამპარი.

გამომაფხიზლეთ თუმცა არა ისე ძლიერად,
ნუ ჩაკლავთ ასე ერთიანად ჩემში ძველ სხივებს,
სულ ცოტა მაინც დამიტოვეთ, რომ განსაცდელში,
მათმა სინათლემ დამიფაროს, ძალა შემმატოს.

გამომაფხიზლეთ მაგრამ მაინც თუკი ამ ქვეყნად,
რომელსაც სასტიკ, დაუნდობელ ციხედ მიიჩნევთ,
აღმოვაჩინე რაღაც კარგი, ნუ განრისხდებით,
და ჩემი გრძნობა სიხარულის უხმოდ მიიღეთ.

გამომაფხიზლეთ მაგრამ არა ბნელი ფოქრებით,
ნუ დაამძიმებთ ჩემს არსებას, თქვენი აზრებით,
ბავშვი სუსტია და თუ გინდა რო არ დაიბნეს,
ეს ყველაფერი გააკეთეთ ღრმა გააზრებით.

და თუ ოდესმე მეც თქვენსავით ცივი გავხდები,
არ ამაღელვებს ვარსკვლავთცვენა და არც მზის ჩასვლა,
მაშინ ვიფიქრებ, რად მინდოდა ნეტა სიფხიზე,
თუ ასეთ ყოფნას მირჩევნია საერთოდ წასვლა.




სახელი: *
  • bowtiesmilelaughingblushsmileyrelaxedsmirk
    heart_eyeskissing_heartkissing_closed_eyesflushedrelievedsatisfiedgrin
    winkstuck_out_tongue_winking_eyestuck_out_tongue_closed_eyesgrinningkissingstuck_out_tonguesleeping
    worriedfrowninganguishedopen_mouthgrimacingconfusedhushed
    expressionlessunamusedsweat_smilesweatdisappointed_relievedwearypensive
    disappointedconfoundedfearfulcold_sweatperseverecrysob
    joyastonishedscreamtired_faceangryragetriumph
    sleepyyummasksunglassesdizzy_faceimpsmiling_imp
    neutral_faceno_mouthinnocent