შესვლა
რეგისტრაცია
რეკლამა

სხვა გზა (თავი მეორე)


19-12-2017, 16:52
ავტორი AnnieStories
ნანახია 1 145

გიორგი მიქელაძე...
ეს ადამიანი 2 წლის წინ გავიცანი, როცა ჯერ კიდევ გოგოს ვგავდი. თმა წელამდე მქონდა და ტანსაცმელიც შესაფერისი მეცვა. უხეში სიტყვა–პასუხი მაშინ ჩემთვის ისეთი უცხო და უსიამოვნო იყო, როგორც ემისთვის არაკორექტულად საუბარი, თუმცა არასდროს არ მომწონდა გამოპრანჭვა, მარიაჟობა, ბევრი მეგობრის ყოლა... უბრალოდ დღევანდელთან სიტუაციასთან შედარებით ოდნავ განსხვავებული და ხალისიანი ვიყავი, თან ძალიან ოდნავ. 15 წლის ვიყავი, როდესაც სიყვარულში გამომიტყდა. მე დაბნეული ვიყავი, თუმცა რადგანაც ჩემთვის ადრე არავის არ უთქვამს მსგავსი რამ, დიდი ფიქრის შემდეგ დავიჯერე, რომ მისი ნათქვამი სიმართლე იყო და მეც შემიყვარდა.
მუქი წაბლისფერი თმა ყოველთვის შესანიშნავად ჰქონდა დავარცხნილი. მისი ვარცხნილობა ჩემთვის ყოველთვის თვალშისაცემი იყო. მისი გრძელი თმები ძალიან მიყვარდა. შავ თვალებში რომ ვუყურებდი შიგნით უსასრულობას ვხედავდი. ამ ქვეყნად არაფერი მანაღვლებდა, რადგან მე ის მყავდა. დროს ყოველთვის ერთად ვატარებდით. ჩემი სახლიდან შორს ცხოვრობდა, მაგრამ მის მეგობრებთან ზოგჯერ აქეთაც გამოივლიდა და მეც ვნახულობდი. ერთმანეთი საერთო მეგობრის საშუალებით გავიცანით. ნატას მეგობარი და ჩემი ნაცნობის ძმაკაცი გიოს იცნობდნენ. ერთხელაც ზაფხულში პარკში ვიჯექით და ისიც მოვიდა. თავდაპირველად ყურადღებას არ ვაქცევდი და ვერანაირ საეჭვოს ვერ ვამჩნევდი. ვერც კი იფიქრებდით რომ შემამჩნია და ჩემს მიმართ რამეს თუ გრძნობდა ეგევ საკითხავი იყო, რადგან ამდენ ხალხში მართლაც რომ შეუმჩნევლად ვიჯექი და მხოლოდ ნატასთან ვლაპარაკობდი. პირველად იმ დღეს შევხვდი. ასე 3–4 დღის შემდეგ Facebook-ზე მიპოვნა და შეხვედრა მთხოვა. ასე არასდროს მოვქცეულვარ ადრე. არასდროს მიყვარდა ინტერნეტით გაცნობა და შემდეგ ასე ურთიერთობის გაგრძელაბა. არ ვიცოდი რა მჭირდ, ალბათ უბრალოდ რაღაც სიახლის შემოტანა მსურდა ჩემს ცხოვრებაში... ალბათ მსურდა გიორგი ჩემი ცხოვრების ნაწილი ყოფილიყო. ცოტა ხანში მითხრა რომ მოვწონდი.
ერთად დიდხანს ვიყავით. მე გარშემო ვერაფერს ვხედავდი და ყოველ წამს მჯეროდა რომ მე მისთვის ერთადერთი ვიყავი და სხვისკენ ვერასდროს გაიხედავდა. მიუხედავად იმისა, რომ შეყვარებული აქამდე არასდროს მყოლია ყოველთვის მჯეროდა, რომ ჩემი პირველი სიყვარული განუმეორებელი იქნებოდა. ნატას არაერთი ბიჭი ყოლია და ჭკუას ყოველთვის მე ვარიგებდი. ყოველთვის ვეუბნებოდი რა და როგორ უნდა გაეკეთებინა რათა მათი ურთიერთობა იდეალური ყოფილიყო. ჩემი რჩევები ყოველთვის საუკეთესო იყო ურთიერთობაში, ამას სხვებიც მეუბნებოდნენ და ყოველთვის ამართლებდა. ყოველივე ამის შემხედვარე ყოველთვის მჯეროდა, რომ მე ისეთ ადამიანც ვიპოვიდი, რომელიც მთელი გულით შემიყვარდება და ჩვენი ურთიერთობა საუკეთესო იქნებოდა.
ერთი სიტყვით გაბრუებული ვიყავი და ჩემ გარშემო მომხდარ ცვლილებებსა და ამბებს ვერ ვამჩნევდი. ჩემზე არაფერი მქომედებდა და პირდაპირი მნიშვნელობით მე გიორგიში ვცხოვრობდი. მის გარდა ვერაფერს ვხედავდი და ყოველთვის ჩემი ემოციებითა და გრძნობებით ვმოქმედებდი. არასდროს არ მჯეროდა, როდესაც მეგობრები მასზე რამე ცუდს გავიგებდი და ამაში ძალიან ვცდებოდი. ექვსთვიანი ურთიერთობის შემდეგ თვალი პირველად მაშინ ამეხილა, როდესაც სხვასთან ერთად დავინახე. როდესაც ყველაფრის ახსნა ვთხოვე თავს იფიცებდა მიყვარხარო. ვერც კი წარმოვიდგენდი ასეთი ამაზრზენი თუ იქნებოდა, რომ ასეთ თავის მართლებას დაიწყებდა. მითხრა ის ჩემთვის არავინაა და მასზე არ უნდა იეჭვიანოო. იმ წამს გული საშინლად გამეპო, სადღაც ჩამივარდა და ვგძნობდი როგორ მელეოდა ძალა ფეხებში. ესე იგი როცა მოუნდებოდა მაშინ შეეძლო წასულიყო ვინმე გოგოსთან და გართობილიყო? როცა მოუნდებოდა მაშინ შეეძლო სხვისთვის ეთქვა ის სიტყვები რომელსაც მე მეუბნებოდა? ვინ იცის იქნებ იმ გოგოს ადგილას მე ვყოფილიყავი...
ჩვენი დაშორების შემდეგ გიორგიზე ბევრი რამ გავიგე ნაცნობისგან თუ უცნობისგან. ეს მისი ჩვევა ყოფილა. გოგოს „ააგდებდა“ და მერე იმით ამაყობდა შეყვარებულიანი ბიჭი ვარო. შემდეგ როდესაც ერთი მოსწყინდებოდა პარალელურად მეორეს გაიჩენდა, მეორეზე მესამეს მიაყოლებდა და ასე ყავდა სამი თუ ოთხი გოგო ერთდროულად. მითხრეს, რომ არცერთი გოგო არ ყვარებია და მხოლოდ სხვა რამისთვის უნდოდა.
იმ დღის შემდეგ ძველი ნენე გაქრა... იმ დღის შემდეგ ჩემი თავის ტანჯვა დავიწყე, რადგან ასეთი სულელური შეცდომა დავუშვი. ყოველთვის იმას ვნანობდი, რომ ასეთი მე დამემართა. არასდროს წარმომედგინა ჩემს თავზე ასეთი საშინელება. თმა ჩემით შევიჭერი. იქამდე შევიჭერი სადამდეც შევძელი. უსწორმასწოროდ და საშინლად.
იმ დღიდან მოყოლებული დავიწყე მოწევა... აკო მეუბნებოდა ნერვებს მიმშვიდებსო და როდესაც სკოლის უკან ბიჭები ეწეოდნენ მასთან მივედი და ერთი ნაფაზის დარტყმა ვთხოვე. აკოს გვერდით მივუჯექი და მანაც ამიხსნა როგორ უნდა გამეკეთებინა. მითხრა სულ ფილტვებში არ გადაუშვა დაიხრჩობი, ბევრს ვერც უშველეს და მოკვდაო. კარგა ხანს ვაკვირდებოდი ჩემს თითებში გაჩხერილ სიგარეტის ღერს, რომლის სუნიც საშნლად მიხუთავდა სულს. ერთი მხრივ ვხვდებოდი, რომ ასეთი საშინელების გაკეთება, როგორიცაა ჩემი თავის ტანჯვა, ამაზრზენი და ისეთი საქციელი იყო მე რომ არ მიყვარდა... მაგრამ მეორე მხრივ სურვილი მკლავდა და ისეთი რაღაც მინდოდა რაც ამ ყველაფერს დამავიწყებდა. მინდოდა შევცვლილიყავი და აღარ ვყოფილლიყავი ისეთი მიმდობი და მეამიტი გოგო, როგორიც ადრე. სხვა ნენე უნდა გავმხდარიყავი. უფრო მტკიცე და ცივი. ისეთი უნდა გავმხდარიყავი, რომ ვერავინ ვერაფერს გამიბედავდა.
დიდი ფიქრის შემდეგ სიგარეტი გავაბოლე და ხველება ამიტყდა. ვერც კი გავაცნობიერე და აკოს ნათქვამი სულ დამავიწყდა. მშიერი ბავშვი რომ საჭმელს მიადგება ისე ხარბად მოვქაჩე. ამ ადრენალინის გრძნობით ვიყავი გაბრუებული. სიგარეტის მოქაჩვა და სხეულში სიმწვავის იმ წამსვე შეგრძნება ერთი იყო. მისი საშინელი ბოლი მხუთავდა და მოშორება მინდოდა, მაგრამ მეორე მხრივ მიზიდავდა. მთელი ორგანიზმი ჩამეწვა, ყოველი კუთხე. ვგრძნობდი როგორ გადაინაცვლებდა ჩემი ორგანიზმის თითოეულ მოლეკულაში ეს საშინელი სიმწვავე. საშინლად მეწვოდა და ხველას უფრო და უფრო ვუმატებდი. თვალები დახუჭული მქონდა რადგნ ვგრძNობდი რომ სიმწვავე სახეზეც მომედო და თვალები ამიწვა. აკომ მაშინვე ხელიდან გამომგლიჯა და მეჩხუბა:
–ვერ გაიგე რა გითხარი? სულ ფილტვში არ გადაუშვა დაიხრჩობითქო! კიდევ კარგი ბოლომდე არ გადაუშვი!
რაღაცნაირად მომასულიერა და როგორც კი გონს მოვეგე ჰაერი ღღმად ჩავისუნთქე და ვცდილობდი ჩემ სხეულში შინაგანად არსებული მხუთავი აირი გამეფანტა. სიმწვავეს ისევ ვგრძნობდი, თუმცა მიუხედავად ამისა მაინც კმაყოფილებას ვგრძნობდი. კმაყოფილი ვიყავი, რომ ეს შევძელი და მეღიმებოდა.
–ვერ მოვახერხე–ვუთხარი პატარა ბავშვივით და აკოს ღიმილიანმა შევხედე.
–წადი სახლში დროზე და არ გაბედო ამის ყიდვა–თვალები ისე დამიბრიალა ახლაც მახსოვს მისი გაბრაზებული სახე–და ეგ დაბოლილი სახე მოიშორე.
–ერთიც რა–ვუთხარი ძლივს. თან მინდოდა თან არა. პირველად გავბედე და მეორედაც მაინტერესებდა რას ვიზამდი. ისევ დავფიქრდებოდი? თუ ისევ თავისუფლად გავაკეთებდი ამას? მოტივაციას ის მაძლევდა, რომ ამჯერად თავდაჯერებული ვიყავი.
–არა, კიდე დაიხრჩობი–დაიჟინა მან.
–არ დავიხრჩობი–ჯიუტი ბავშვივით ვიმეორებდი.
ერთი ნაფაზიც დამარტყმევინა და მაშინ სწორად მოვიქეცი. ფილტვებში არც კი გადამიშვია. მშვიდად გავაბოლე. მისი სიმწვავე მკლავდა, მაგრამ თან მიზიდავდა. იმხელა ნაფაზი დავარტყი აკოს სიგარეტი სულ გამოვუცალე. სიგარეტი ძვირი ღირდა და სახლშიც ფულს იშვიათად მაძლევდნენ. რადგანაც აკო ჩემი ძმაკაცი იყო ზოგჯერ მას ვთხოვდი ხოლმე თითო ღერს. ზოგჯერ კი როდესაც ფულს დავაგროვებდი ჩემით ვყიდულობდი.
ჩაცმის სტილი გამოვიცვალე და ისეთი იერსახე მივიღე, რომ ვერავინ ვერაფერს მკადრებდა. ჭამითაც ძალიან ცოტას ვჭამდი და და იმის დამატებით. რომ მწეველი გავხდი. შესაბამისად წონაში კლება დავიწყე. იმდენად გამხდარი ვიყავი, რომც დავეჭირე გისოსებიდან გამოსვლა არ გამიჭირდებოდა.
ოჯახში გიორგიზე იცოდნენ. მამაჩემმა, როდესაც დაშორების მიზეზი გაიგო მაშინვე გავარდა სახლიდან მის საძებნელად და ღამით გვიან დაბრუნდა (ემიმ მოგვიანებით მითხრა გიორგი ნახა და მაგრად უჩხუბიათო). დილით დედა და ჩემი დები ჩემს გვერდით იყვნენ და ხან რითი ცდილობდნენ ჩემს დამშვიდებას, ხან რითი. ევა თავდაპირველად მეჩხუბებოდა ეგეთი შეცდომა როგორ დაუშვიო და ერთი ამბები, მაგრამ მთელი ის პერიოდი ჩემზე ძალიან ზრუნავდა და ათას რამეს იგონებდა, რომ გავერთე. ევა ძალიან პირდაპირი იყო რასაც მე ძალიან ვაფასებდი. დედა, ლილე, ემი და ნატაც არ დანებებულან და ძალსა და ღნეს არ იშურებდნენ, რომ დეპრესიიდან გამოვსულიყავი.
ყველაზე მეტად დედის სიტყვები დამამახსოვრდა ამ დროის განმავლობაში ყველაზე მეტად.
–ნენე, ასეთი რამ ხშირად ხდება. არ გეგონოს, რომ ყველაფერი იდეალურადაა. ტირილით მაშინ ტირიან, როცა ხალხი კვდება... მაგრამ ნეტა ეგ რამეს შველიდეს.
* * *
დილის 5 საათია. არ მძინებია და სახურავზე ვარ ასული. ტყავის კურტკა მოხვეული მქონდა და კიდესთან ახლოს ვიჯექი. ვუყურებდი როგორ თენდებოდა.
არ მძინებია...
მთელი ღამე ფილმებს ვუყურებდით. მეოთხე ფილმის ყურებისას ყველას ჩაეძინა, თან ძალიან ნასვამები იყვნენ. რამოდენიმე ჭიქა მეც დავლიე, მაგრამ უხასიათოდ ვიყავი. ჯერ კიდევ გუშინდელი მოვლენა მახსოვდა მაღაზიაში. გიორგის სახე კვლავ წინ მედგა. მისი მუქი შავი თვალები კვლავ ჩემ წინ ციმციმებდა. მე ის აღარ მიყვარდა, უბრალოდ მისი დანახვა იმ გრძნობებს მახსენებდა, რომელიც მასთან მაკავშირებდა და გულს მტკენდა. თითქოს ჭრილობას თავიდან მიხსნიდა და ზედ მარილს მაყრიდა.
ამ ყოველივე ჩემს ემოციას გაცვეთილ რვეულში ვწერ რომლის წაკითხვის უფლება არავის არ აქვს. ამ რვეულის შესახებ არავინ არ იცის. წერისას მექანიკურად გავხედავ ქუჩებს და თითებში გაჩხერილ სიგარეტს კვლავ დავარყამ ხოლმე ნაფაზს. ისე ძაან აღარ მწვავს, როგორც პირველი გასინჯვისას. მივეჩვიე და უკვე არაფერია. მომწამვლელი და მხუთავი კვამლი ჩემს სულში ილექება და ამ დალექილის სიმძიმეს თითქოს ვგრძნობ. განა რა სიმძიმე უნდა ქონდეს ამ კვამლს? ჩემთვის ეს მომწამლავი რგოლები იმ მოგონებებს ახშობს, რომლის დავიწყებაც მინდა.
ჩემს უკან ნაბიჯების ხმა მესმის. რვეულს ვკეცავ და კურტკის შიგნითა ჯიბეში ვიდებ, მივიხედე და ნატას ვხედავ. ამოღამებული თვალები აქვს, თუმცა არ იმჩნევს. ეტყობა დიდხანს არც მას უძინია. გვერდით მიჯდება და შეკვრას აკვირდება.
–დილით სავსე იყო–მითხრა ჩუმად, რომ არავის არ გაეგო. განა ვინ გაიგებდა? აქ ხომ არავინ იყო, მაგრამ კაცმა არ იცის ვის შეიძლებოდა მოესმინა თუნდაც შემთხვევით ჩვენი საუბარი–ნახევარიც კი აღარაა.
–ვიცი–კიდევ ერთი ნაფაზი დავარტყი და სიგარეტი ჩავწვი, რგოლები გამოვუშვი–არ მიძინია და დასამშვიდებლად დამჭირდა.
–ლილემ მითხრა–განაგრძო მან საუბარი და აბურდული თმები მაღლა შეიკრა–მაგაზე განერვიულდი?
–ჰო... არ მოველოდი და...
–მესმის–ჩაიბურტყუნა.
–ნათესაობამ რაო?
–გახსენებაც არ მინდა–უკან გადაწვა და თვალები დახუჭა–კიდევ კარგი მოხვედით, თორემ ცოცხალს არავის დავტოვებდი.
–ასეთი რა გააკეთეს?–ვკითხე და მეც გადავწექი.
–მთელი დღეს იმაზე ლაპარაკობდნენ, რომ ყველა მე მჯობია. რომ არაფრის მაქნისი ვარ და ყველა ფეხებზე –დაძაბული სახის დაწყნარება სცადა.
–მერე არ უთხარი რომ ეგრე არაა?–ვკითხე, თუმცა პასუხი ისედაც ვიცოდი.
–იტყოდნენ, რომ შეპასუხება დედისგან ვისწავლე და ვერ გამზარდა–გაიმეორა დაზეპირებული ტექსტი–მერე იმასაც მოყვნენ, რომ ჩემი ბიძაშვილი ჩემხელაა და შედარება და ერთი ამბები რა.
–მე მშველის ხოლმე–ერთი ღერი გამოვაცალე კოლოფს და მივაწოდე.
–არ მინდა–იუარა და მეც არ შევხვეწებივარ. მოვუკიდე და დაწოლილმა გავაბოლე–თავს იკლავ ნენე? დღეში თითოს მაინც ეწეოდე!
–კაი რა ნატა–ჩავიბურტყუნე და გულში თვითმკვლელობაზე დავეთანხმე–რა სისულელეა.
–მაშინ შენს თავზე იფიქრე რა, ნახე რას გავხარ.
მის ასეთ პასუხზე გამეცინა, რადგან ერთადერთი იყო ვინც მეუბნებოდა „რას გავხარს“ და მე ამაში ვეთანხმებოდი. ჩემ ოჯახში ყველა ულამაზესია, თქვენ წარმოიდგინეთ მამაჩემიც. ელეგანტური და დახვეწილი სტილი აქვთ. განსაკუთრებით ემილის სილამაზე მხიბლავს. მისი სახის აღწერას მთელი ჩემი ცხოვრება რომ ვეცადო, მაინც ვერ მოვრჩები. ევასა და ლილეზე ხომ საუბარი არაა. მათ დანახვაზე ყველას ფეხები უკანკალებს. ემილისგან განსხვავებით მათ მკაცრი ხასიათი აქვთ და ეს უფრო ეშხიანს ხდის მათ. დედაჩემი თვით მშვენება. მიუხედავად თავისი უჟმური და ბავშვური ხასიათისა, მაინც ბრწყინვალეა. მუქი შავი წაბლისფერი თმები აქვს, ჩემსავით. თვალის ფერიც ჩემნაირი აქვს. ხან რაში გადადის, ხან–რაში. ყველა მეუბნება, რომ დედას ვგავარ. მაგრამ დედაჩემი მაინც ლამააზია. გამომწვევი და მიმზიდველი ტანი აქვს, შესანიშნავი პარამეტრები. მე კი ნამდვილი კალია ვარ. რომ დავდივარ მოკრუნჩხულ არსებას ვგავარ. დედაჩემი კი ნებისმიერ გამვლელს იზიდავს. უნდა ვაღიარო, რომ მამაჩემს კარგი ბედი აქვს. მასაც ყოველთვის ბრენდიანი ტანსაცმელი აცვია, რომც არ ეცვას და რაღაც ნაჭერი მოიგდოს ისეთი შთაბეჭდილება დაგრჩება, რომ რაღაც არაამქვეყნიურს ხედავ. მე რომ კაცი შემომხედავს პირველი რა კითხვაც უჩნდებათ ისაა, რომ ადამიანი ვარ თუ კალია? ან შეიძლება პარაზიტი, როგორც მე ჩემ თავს ვეძახი. შეიძლება ჩემს სქესში ზოგს ეჭვიც კი შეეპაროს, რადგან თმები იმდენად მოკლე მაქვს, რომ გოგოს ნამდვილად არ ვგავარ.
–დღეს რამეს აპირებ?–ფიქრებიდან ნატამ გამომიყვანა.
–არ ვიცი–გრძელი და ხანგრძლივი ნაფაზი დავარტყი–რაღაც წიგნის ყიდვა მინდოდა.
–გამოგყვე?
–არა, იყოს... მამასთან უნდა გავიდე მერე... იმედია შერიგდებიან.
–აბა რას იზამენ–დამეთანხმა ნატა–წამოდი, ცოტახანს დაიძინე–წამოდგა და ხელებ ჩამავლო, ამაყენა–ოღონდ მანამდე წყალი გადაივლე, საშინლად ყარხარ.
–რა არ მოგწონს ერთი?–სიცილით ვუთხარი და მისკენ მივიწიე, რომ გამეწვალებინა.
–ნენე, სერიოზულად საშნელი სუნი აქვს ამ სიგარეტს–მომაძახა ხმამაღლა და ცხვირზე ხელაფარებული გაიქცა. მეც უკან დავსდევდი.
* * *
„სიმღერას ბოლო ხმაზე უნდა მოუსმინო. ისე მუღამი არა აქ. ბოლო ხმაზე უნდა გესმოდეს მომღერლის თითოეული სიტყვა თუ მარცვალი. ცალკე მუსიკის თითოეული აკორდი უნდა გიყრუებდეს ყურს. დაბალ ხმაზე სიმღერის მოსმენა იგივეა, რაც აგიზგიზებულ ცეცხლს ეხვეწო ჩაქრიო. საყვარელი სიმღერის მოსმენა ქუჩაში, თვალების დახუჭვა და არაამქვეყნიურ სამყაროში შესვლა ერთია. ამ დროს ვერ ამჩნევ რა ხდება გარეთ, ვინ რას აკეთებს და არაფერი არ განაღვლებს. თითოეული ნაბიჯის გადადგმისას რაღაც თავისუფლებას გრძნობ, რაღაც სხვა მუხტსა და ემოციას. ყოველივე ამის შეგრძნებისას გული სწრაფად გიცემს და ეს გულისცემაც რაღაც მაგიური მუხტით გმუხტავს, რაც კიდევ უფრო გათამამებს და მუსიკის აზარტში შეყავხარ. ზოგჯერ მუსიკა რაღაცას განიშნებს, რაღაცისკენ მიყავხარ ან გამზადებს რაღაცისთვის. ამას შენ თვითონვე გრძნობ და იმ წამს, როდესაც ნოტები რაღაცისკენ მიგანიშნებს გულისცემა იმატებს და სხვა სამყაროში გადადიხარ.“
(ნენეს ჩანახატი)
წიგნების მაღაზიას მივუახლოვდი. გარეთ თბილა, მიუხედავად იმისა, რომ შუა დღეს გადასცდა. ტანზე სტაფილოსფერი და შავი ფერის შარვალი მაცვია, რომელზეც ჭადრაკის დაფას მოგაგონებს, უსახელო შავი ზედა და სტაფილოსფერი, თხელი სპორტული კურტკა. ქუჩაში სხვებთან შედარებით ნამდვილი კლოუნი ვიყავი, თუმცა მე ასეთი სტილი მომწონს და სხვისი აზრი არ მაინტერესებს. მომწონს განსხვავებულობა, მე ხომ ყველაფერში ასეთი ვარ. ოჯახიდან დაწყებული ჩაცმულობით დამთავრებული.
მაღაზიაში როგორც კი შევედი მუსიკა გავთიშე. იქაურობის სურნელი ხარბად ჩასუნთქვისას შევიგრძენი. წიგნები მიყვარდა. კითხვა ყოველთვის მაგრძნობინებდა თავს საჭიროდ ამ სამყაროში. მასში იმდენ საინტერესო რამეს ვპოულობდი, რომ ყოველითვის მინდოდა ჩემს ცხოვრებაში გამომეყენებინა... თუმცა დიდი ხნის შემდეგ დავრწმუნდი, რომ წიგნი და რეალობა განსხვავდებოდა. ამას მაშინ დავრწმუნდი გიორგის რომ დავშორდი. მეგონა ჩემი პირველი სიყვარული ნამდვილი და ისეთი ბედნიერი იქნებოდა, როგორიც სასიყვარულო რომანსებშია, მაგრამ შევცდი... ყველაფერი იდეალურად არაა. ცხოვრება ერთი დიდი სიყალბეა და მასში მთავარი როლი ჩვენ, ადამიანებს გვიკავია. ადრე სადღაც ამოვიკითხე, რომ ლიტერატურული ნაწარმოები ადამიანის შეცვლის საუკეთესო გზაა. მისი სულიერი და ემოციური განვითარების პროცესში ადამიანზე მართლაც რომ მოქმედებს ლიტერატურა... მაგრამ განა ყველა წვდება ნაწარმოების მთავარ აზრს? განა ყველა იგებს ავტორის სულიერ მიზანდასახულობას? თუ ასეა მომილოცავს! თქვენ შინაგანად ვითარდებით და იცვლებით უკეთესობისკენ! თუ არა და ძალიან ბევრს კარგავთ. ყველა ითხოვს ადამიანის უკეთესობისკენ ცვლილებას, ადამიანის პიროვნებად ჩამოყალიბებას... მაგრამ თვითონ რას აკეთებს? არც არაფერს! ჩვენ ხომ ზარმაცები ვართ. ზოგს ანაღვლებს, ზოგს–არა, თავს არ იწუხებენ ამაზე ფიქრით.
არასდროს არ გაგჩენით აზრი თუ ვინ ვართ ჩვენ? პასუხი მარტივია, იფიქრებს ზოგი, ადამიანები! და ასე მარტივად გასცემს პასუხს. მაგრამ ვართ თუ არა ყველა ადამიანი? ან რატომ გავჩნდით საერთოდ? ადამიანის შეცნობა რთულია. განა იმიტომ, რომ ხან ეს კაბა უნდა და ხან ის ძვირადღირებული ბრენდიანი ჩანთა... უბრალოდ ადამიანის შეცნობა რთული იმიტომაა, რომ შინაგანად არავინ ვიცით ვინ ვართ ჩვენ და რა გვინდა ამ სამყაროში. ამ ყველაფერზე პასუხს კი მხოლოდ მაშინ გავცემთ, როდესაც საკუთარი თავის შეცნობას ჩვენი წინსვლით დავიწყებთ. მე კი ვეთანხმები იმ ნაწყვეტს, რომ ლიტერატურა ადამიანს ცვლის და არა მარტო ცვლის არამედ შინაგანად ანვითარებს და საკუთარი თავის შეცნობაში გვეხმარება. იქნებ სამყარო უფრო ბედნიერი ყოფილიყო ყველა რომ ასე ფიქრობდეს, ყველა რომ დარწმუნებული იყოს მათი ბედნიერი ამბის დასრულებაში ისე, როგორც წიგნის უკანასკნელ ფურცლებზეა?
იმედია ჩემი უაზრო ფილოსოფიით თავი არ მოგაბეზრეთ, ამ ყველაფერს გონებაში სწრაფად ვიმახსოვრებ, რადგან შეძლებისდაგვარად როცა მოვახერხებ ჩემს რვეულში ჩავწერო. წიგნის ძებნა დავიწყე. არ ვიცი რატომ მომინდა შუა სწავლის პერიოდში რაიმე წიგნის ყიდვა... ალბათ მომენატრა განტვირთვა და არაამქვეყნიურ სამყარში გადასვლა. წიგნებს ვათვალიერებ და მათ სასიამოვნო სუნს შევიგრძნობ, რომელიც ნაზად ედება მთელ ჩემს სხეულს.
ერთ–ერთ თაროზე ნაცნობი სახელი ამოვიკითხე და გადმოვიღე. ყდას დავხედე და სათაური წავიკითხე. „ანა კარენინა“ ემის საყვარელი წიგნი იყო. ალბათ ინტერესმა გაიღვიძა და იმისი წაკითხვა მომინდა. ემი როდესაც მასზე საუბრობდა ემოციებსა და აღშფოთებას ვერასდროს მალავდა.
–კარგი არჩევანია–მომესმა ხმა ჩემგან მარჯვნივ–თუ ტრაგიკა მოგწონს.
მხიარულმა ხმამ ჩემს ყურში სიცილით გაიჟღერა. ჩემს გვერდით ჩემსავე სიმაღლის, ასაკითაც ალბათ ტოლი, თაფლისფერთვალებიანი გოგონა იდგა. თმები მხრებს ქვემოთ უგრძელდებოდა და ბოლოები დახვეული ჰქონდა. ნაცრისფერი თავისუფალი ზედა, რომელზეც გრძელი მანტო ჰქონდა მოხვეული და შავი ჯინსის შარვალი ეცვა. ოდნავ მაღალძირიანი ფეხსაცმელი, რომელიც სიმაღლეში ზრდიდა. ხელები მანტოს ჯიბეებში ჩაეყო და ღიმილით მიყურებდა. ღიმილისას ლოყა ეჩხვლიტებოდა და მოციმციმე თვალებთან ერთად უფრო მხიარულს ხდიდა.
–არ ვიცოდი ჩემს დას ტრაგიკული ნაწარმოები ასე თუ მოეწონებოდა, რომ მთელი ცხოვრება ამაზე ისაუბრებდა–ჩავიბურტყუნე.
–ცუდი წიგნი არაა–ჩემკენ წამოვიდა–თუმცდა მძიმე და ემოციურია, ტრაგიკულად სრულდება...–ყოველივე ამას მშვიდად მეუბნებოდა, მაგრამ მერე სწრაფად მიაყარა–ბოდიში, რომ გითხარი, უბრალოდ ვერ მოვითმინე.
–არაუშავს–გულიანად გამეცინა. მეღიმებოდა მის ჩაჩხვლეტილი ლოყის დანახვაზე–მაინც არ ვაპირებდი წაკითხვას.
–მაპატიე, უბრალოდ ცუდი დასასრული არ მიყვარს და სხვებსაც პირდაპირ ვეუბნები ხოლმე–კიდევ ერთხელ მომიბოდიშა და ხელი გამომიწოდა–ლიზა.
–ნენე–მეც გავუწოდე ხელი და ჩამოვართვი–ცუდი დასასრული მეც არ მიყვარს–წიგნი უკან დავაბრუნე.
–როგორ წიგნს ეძებ? შემიძლია დაგეხმარო...–ხელები გაშალა და წიგნებზე მანიშნა–აქ ხშირად დავდივარ და თითქმის ყველაფერი გადაქექილი მაქ. შემიძლია რამეც გირჩიო.
–აქ მეც ხშირად დავდივარ–ჩავიცინე და თავი ჩავხარე. არ მინდოდა ვიღაც დაბნეული ვგონებოდი.
–„იდიოტი“ წაკითხული გაქვს?–მკითხა მან.
–ყველაზე ცოტა 10–ჯერ მაინც–მხრები ავიჩეჩე.
–თანამედროვე ლიტერატურა არ მოგწონს?–განაგრძო კითხვების დასმა თან წიგნების ყდებს ათვალიერებდა.
–ეგ უფრო გასართობია–ტუჩზე ვიკვნიტე და თავი გავაქნიე–რამე სიღრმისეული მინდა.
–მაშინ ეს დაგჭირდება–მითხრა და სქელი წიგნი გამომიწოდა.
–მთვარის სპეკალი?–ყდას დავხედე და სათაური ამოვიკითხე.
–საინტერესო წიგნია–კვლავ გაიღიმა–ამ კვირას დავიწყე მისი კითხვა... იმედია მოგეწონება... დასასწული არ ვიცი და იმედია ცუდად არ დამთავრდება–მის ბოლო ნათქვამზე ორივეს გაგვეცინა.
–გენდობი–ჩავიცინე და წიგნი გამოვართვი–მადლობა, ლიზა.
–არაფრის ნენე.
ერთმანეთს ღიმილით გამოვემშვიდობეთ. მე სალაროსკენ წავედი. გზადაგზა კვლავ გავხედავდი ცერებზე შემდგარ თაფლისფერთვალებას, რომელიც ცდილობდა ზედა თაროზე დადებული წიგნისთვის თვალი მოეკრა. საყვარელი და თბილი გოგონა იყო. მასთან საუბარმა რაღაცნაირად გამახალისა და მომანდომა კვლავ დავლაპარაკებოდი. სხეულში უცნაური შეგრძნება დამეუფლა.
სიმართლე ვთქვა მთელი ჩემი სიცოცხლის მანძილზე ერთადერთი დაქალი ნატა მყავს და ჩემ დებს თუ არ ჩავთვლით გოგოს გარდა ურთიერთობა მხოლოდ ნატასთან მქონდა. ბევრი მეგობრების ყოლა არ მიყვარდა, რადგან ოჯახი მერჩივნა ყველაფერს. ნატა კი ჩემს მეზობლად ცხოვრობდა და ბავშვობიდან მოყოლებული ერთადერთი მეგობარია ვისაც ვიცნობ. არასდროს არ მაწუხებდა ის შეგრძნება, რომ ერთადერთი დაქალი მყავდა და სხვების ძებნა არც არასდროს მიფიქრია. ჩემი სამეგობრო მხოლოდ ჩემი ოჯახითა და ნატათი შემოიფარგლებოდა. სიმართლე ვთქვა არასდროს არ მიჭირდა კომუნიკაცია ბავშვებთან, განსაკუთრებით ბიჭებთა, რადგან ჩვენი აზროვნება უფრო ემთხვეოდა ერთმანეთს, ვიდრე გოგონებთან საუბრისას (ნატას თუ არ ჩავთვლით), მაგრამ სურვილი არასდროს მქონია, რომ ნატას მსგავსად ვინმე უფრო დამეახლოვებინა, ან მის მსგავსად. ასე რომ, ცოტა უცნაური შეგრძნება დამეუფლა ლიზასთან რამოდენიმე წუთიანი საუბრისას. ნაწილობრივ ნატას თვალში დამნაშავედ ვგრძნობდი თავს, რადგან მინდოდა ლიზა უკეთ გამეცნო... რეებს ვბოდიალობ!
ავტობუსში სავსე არ იყო. ამ დროს ნაკლები მგზავრი იცის და მეც გამიხარდა. ფანჯარასთან დავჯექი ყურსასმენებით და ჩემსავით გაძვალტყავებულ რვეულში დღევანელი ყველა ემოციის აღწერა დავიწყე. ვცდილობდი ლამაზად ჩამეწერა და ვცდილობდი ყურადღება არ მიმექცია ავტუბუსის მოძრაობისთვის, რომელიც ხელს მიშლიდა ჩაწერაში.
15 წუთში მამას სამსახურში მივედი. ავტობუსიდან სწრაფად ჩამოვედი და სააგენტოში ფეხი შევდგი. მამაჩემი იურიდიული კომპანიის უფროსი იყო. თვითონაც პროფესიით ადვოკატი გახლდათ. მთელი მისი სამსახურეობრივი მოღვაწეობა სამართალს ემსახურება, თუმცა როგორც ჩანს ეს მის ოჯახში უაზრო ჩხუბებზე არ ვრცელდება. ჰო მართლა, სამართალზე გამახსენდა, ემილი პროკურატურაზე სწავლობს!
აქ ყველა მიცნობს. ჰოლში შესვლისთანავე კიბეებს ავუყევი და მამაჩემის ოფისამდე მივედი. მაგდამ, მამაჩემის ასისტენტმა თბილად გამიღიმა. ვხედავდი, რაღაცის თქმას ცდილობდა. ყურსასმენები გამოვიძრე და მას მოვუსმინე.
–როგორ ხარ?–ვკითხე მას.
–კარგად, შენ ნენე?–მისი თმის ერთიდაიმავე სტილი მაოცებდა. ყოველთვის შუაში ქონდა გაყოფილი და მერე უკან შეკრული.
–ნორმალურად... მამა აქაა?
–თათბირზეა. ცოტა ხანში დამთავრდება.
–კარგი, დაველოდები–ვუთხარი და თითით მამას კაბინეტზე ვანიშნე.
–რამე ხომ არ მოგიტანო?–შემომთავაზა სანამ კარს გავაღებდი.
–არა, მადლობა, მაგდა.
მამას კაბინეტში შევედი და მის სკამზე ჩამოვჯექი. ჯიბიდან რვეული ამოვიღე და ჩანაწერის დამთავრება გადავწყვიტე. გონებაში ის ჩაჩხვლეტილი ლოყა მელანდებოდა, ლიზას რომ უვარდებოდა ღიმილისას. მეღიმებოდა... ასეთი ლილესაც ჰქონდა, მაგრამ ლიზასი სხვა იყო. კიდევ ათასი აზრი მომაწვა, მაგრამ ამ ყველაფრისგან კარების შემოღებამ გამომაფხიზლა.
–მა!–შევძახე, რვეული შევინახე და მისკენ წავედი.
მამაჩემი მიყვარდა, მიუხედავად იმისა, რომ ზოგჯერ ვჩხუბობდით, მაგრამ ოჯახის გარეშე ერთი დღეც ვერ წარმომედგინა.
–არ მეგონა, რომ მოხვიდოდი–გამიღიმა და გულში ჩამიკრა.
მამაჩემი ტრადიციულად ფორმაში იყო. ისევ ელეგანტურად გამოიყურებოდა.
–როდის მოხვედი?–მკითხა და ორივე დივანზე ჩამოვჯექით.
–ცოტა ხნის წინ–მხრები ავიჩეჩე.
–კარგი–გაეღიმა–გინდა სადმე გავიდეთ და რამე ვჭამოთ. დილიდან მშია.
–კარგი–მხრები ავიჩეჩე და გავყევი.
მე და მამა კომპანიის წინ კაფეში დავჯექით. ორივემ სტეიკი შევუკვეთეთ და თან ათას რამეზე ვსაუბრობდით.
–ახალი წიგნი იყიდე?–მკითხა და პარკზე მანიშნა.
–ჰო, ვიფიქრე, გავერთობითქო–ვუთხარი და წვენი მოვსვი–ღამე ბებოსთან იყავი?
–დედაჩემთან რომ მივსულიყავი თეა მონაგონი იქნებოდა–თვალები გადაატრიალა და ჭამა განაგრძო–ცალკე ის დაიწყებდა ერთ ამბებს ხო იცი.
–ჰო, ეგეც მართალია–გავიცინე და მეც გავაგრძელე ჭამა–მერაბთან იყავი?
–ჰო–თავი დამიქნია. მერაბი ნათლიაჩემია და მამას ძმაკაცი. ერთმანეთს ყოველთვის გვერდში ედგნენ და ამიტომაც ბებოს მერე ის ვივარაუდე–წყნეთში ავედით და იქ გავერთეთ.
–მერაბი მაგარი კაცია. იმედია ნაშობა არ ამოიყვანა–ეშმაკურად შევხედე.
–კაი რა, ნენე–გაეცინა მამას.
–არ მითხრა რომ ეგრე იყო!–შევძახე ხმამაღლა, თუმცა ხმას დავუწიე, რადგან ზედმეტად ხმამაღლა მომივიდა.
–არა, არ იყო დაწიყნარდი–გაიღიმა მან.
–სახლში ხომ მოხვალ დღეს?–ვუთხარი პირგამოტენილმა.
–დედაშენს გადაუარა?
–გუშინ დავლიეთ და ფილმებს ვუყურეთ სახლში...
–არა ხომ შეგვეძლო სახლში გვეყურებინა!–მოულოდნელად მამამაც წამოიყვირა, მაგრამ შემდეგ მანაც დაუწია ხმას–დაიცა დალიეს თუ დალიეთ?
–დავლიეთ–თავი დავუქნიე, რადგან პირგამოტენილი ჩემი საუბარი არ ისმოდა.
–დედაშენმა მაგრად გაუბერა. რამდენი დალიე?
–ბევრი არა–თვალები გადავატრიალე და ისევ ისე ვსაუბრობდი–კაი რა, მა, რა მოხდა?
–რაც მოხდა! რამდენი წლის ხარ იცი?
–ჩვიდმეტის! დიდი ამბავი თუ დავლიე.
–მაინც გოგო ხარ და არ გეკადრება ასე მოქცევა.
–ევა და ლილე რომ დაგყავდა რესტორნებში ძმაკაცებთან ერთად ეგ კარგი იყო?–სიტყვაზე გამოვეკიდე.
–შენ რა იცი?–ეჭვის თვალით შემომხედა.
–ლილემ მომიყვა.
–ისინი დიდები იყვნენ.
–ჩემზე პატარები იყვნენ მაშინ... კაი რა მამა, ნუ გამომეკიდები ასეთ უაზრობებზე დედასი არ იყოს.
ოჯახში ყველაზე პატარა რომ ვიყავი ყოველთვის ყველას ვუყვარდი. ზოგჯერ ამ სიყვარულს აფერისტულადაც ვიყენებდი. მამა ყოველთვის ცდილობდა ჩემთვის საუკეთესო მამობა გაეწია. დედა კი–საუკეთესო დედობას. ჩემი დებიც ცდილობდნენ თავის გამოჩენას. დედა და მამა ზოგჯერ ერთმანეთს კონკურენციასაც კი უწევდნენ იმასთან დაკავშირებით თუ ვინ იყო საუკეთესო მშობელი. იმაზე ჩანამიოკებით, რომ მამა იმას მიშლიდა რასაც დედა და ეს მე არ მომწონდა მომენტალურად ცდილობდა ამის არდაშლას, ანუ ჩემს გამართლებას ან მხარდაჭერას. შედეგად თავი უკეთესად გამოყავდა ვიდრე დედას. ზოგჯერ პირიქითაც ხდებოდა.
–კარგი, ჰო... რას ამბობდი?
შოკში ვარ! ოჯახში ყველა ისე მიირთმევს ჭამის უნახავს გაგხდის! მე რატომ მაქვს პირი გამოტენილი?
–რას და ნუ მოკლედ გუშნ გავერთეთ. გოგოებიც ჩვენთან დარჩნენ. იმდენი დალიეს დაეძინათ და თუ არაფერი ახსოვს შეგიძლია დღესვე მოხვიდე–სხაპსხუპით მივაყარე და ჩემი წილი დავასრულე.
–საღამოს ამოვალ–მითხრა ფიქრის შემდეგ–სკოლაში რა ხდება?
–არაფერი, ისევ იგივე. ჰო, გუშინ გაგვჩხრიკეს და დეტექტორი რომ შემომატარეს ეგონათ რაღაც მქონდა.
–მერე?–ცოტა დაიძაბა.
–რკინის რგოლები რომ აქვს ჩემ შარვალს ეგ მეცვა და მაგიტომ–ჩავიცინე–ხო და არ დამიჯერეს და გაიხადეო.
–ეს უფლებების დარღვევაა–ჩაილაპარაკა თავისთვის.
–არ გამიხდია, დაწყნარდი–გავიცინე–სამაგიეროდ ცირკი მოვაწყვე.
–როგორც ყოველთვის...
* * *
–შენები შერიგდნენ?–მკითხა ნატამ, როდესაც Wendy’s–ის რიგში ვიდექით–მამაშენის მანქანა დავინახე,
–ჰო, გუშინ საღამოს მოვიდა და რა ექნა? შერიგდნენ. კიდევ კარგი ევა დროულად წავიდა.
–როგორც ემი იტყოდა სანტა ბარბარაა რაა–გაიცინა ნატამ.
ტრადიციულად ორი მენიუ შევუკვეთეთ. როგორც კი მოგვიტანეს მეორე სართულზე ვერანდაზე გავედით და იქ დავჯექით. კარგ ხასიათზე ვიყავი, გული რაღაც კარგს მიგრძნობდა.
–აუ ძალიან მეზარება ხვალ სკოლაში წასვლა–ჩავიბურტყუნე და კარტოფილი ფრის მივადექი.
–ბიოლოგიის საკონტროლო გვაქვს–მითხრა მან წარბაწეულმა–ასე რომ მოგვიწევს მივბრძანდეთ.
–ერთ დღესაც იქაურობას გადავწვავ–დავიმუქრე ჩუმად.
ჩემს ასეთ ხუმრობებზე ნატას ყოველთვის ეცინებოდა და ახლაც არანაკლებ გადაიხარხარა. ყოველთვის მეუბნებოდა გაბრაზებული ძალიან სასაცილო ხარო. ამაზე კიდე უფრო ვბრაზდებოდი. თვალები ჩემი დაცინვის გამო დავუნრიალე თუ არა მის უკან, თითქოს ნატას მხარზე ნაცნობი ლანდი შევნიშნე...



_____________________________
იმედია ეს თავიც მოგეწონებათ. ველი თქვენს შეფასებას. ვიცი, არ არის ჯერ ისეთი საინტერესო და კარგი, მაგრამ შემდეგი თავები უფრო საინტერესო რომ იყოს გთხოვთ შემიფასეთ. ვეცდები შემდეგი ნაწილი მალე დავდო



№1  offline აქტიური მკითხველი Chikochiko

კარგად და საინტერესოდ აღწერ მოვლენებს, თანაც შეცდომების გარეშე, რაც ძალიან მიზიდავს. მომწონს მთავარი გმირიც. მოკლედ, დაველოდები მომდევნო თავს

 


№2 სტუმარი სტუმარი lia

Kარგად წერ, მომწონს მოტხრობა.
ახალი ტავიტ როდის გაგვახარებ?❤❤❤

 


№3  offline წევრი AnnieStories

სტუმარი lia
Kარგად წერ, მომწონს მოტხრობა.
ახალი ტავიტ როდის გაგვახარებ?❤❤❤

მადლობა, მესამე თავი დადებული მაქვს და შემდეგს როგორც კი მოვახერხებ დავდებ.

 



სახელი: *
  • bowtiesmilelaughingblushsmileyrelaxedsmirk
    heart_eyeskissing_heartkissing_closed_eyesflushedrelievedsatisfiedgrin
    winkstuck_out_tongue_winking_eyestuck_out_tongue_closed_eyesgrinningkissingstuck_out_tonguesleeping
    worriedfrowninganguishedopen_mouthgrimacingconfusedhushed
    expressionlessunamusedsweat_smilesweatdisappointed_relievedwearypensive
    disappointedconfoundedfearfulcold_sweatperseverecrysob
    joyastonishedscreamtired_faceangryragetriumph
    sleepyyummasksunglassesdizzy_faceimpsmiling_imp
    neutral_faceno_mouthinnocent